რომანტიკული ვარდისფერი ინტერიერი საახალწლოდ. დეკორის 50 იდეა

წითელი და ოქროსფერი საახალწლო დეკორის შემდეგ ვარდისფერის რიგი დადგა და თუ თქვენ ეს ფერი მოგწონთ, შეეცადეთ ახალი წელი მის გარემოცვაში გაატაროთ. თუ უკვე თინეიჯერი აღარ ხართ, ვარდისფერი კაბა დღესასწაულისთვის საჯმაოდ თამამი ნაბიჯია. თუმცა ვარდისფერის სხვადასხვა ტონში გადაწყვეტილი სახლის დეკორი ნამდვილად ქალური და დახვეწილი იქნება, მით უმეტეს, რომ ეს ფერი ლამაზად ირეკლება სახეზე და უფრო ახალგაზრდულ იერს … Continue reading

საშობაო გვირგვინი და საახალწლო სანთლები: ლამაზი გერმანული ტრადიცია

ჩვენ უკვე მოგიყევით ლამაზი საახალწლო ტრადიციის – ადვენთ კალენდრის შესახებ, რომელიც მე-19 საუკუნეში გერმანიაში გაჩნდა. ასევე გაჩვენეთ ადვენთ კალენდრის დეკორირების არაერთი იდეა. მაგრამ პატარა სახალისო სიურპრიზები 24 დღის განმავლობაში, ერთადერთი ტრადიცია არაა რომელიც გერმანიასა და შობის დღესასწაულს უკავშირდება. ქვეყნებში სადაც გერმანულად საუბრობენ და ლუთერანობას მისდევენ, უსაყვარლესი ტრადიციაა Weihnachten  – წმინდა ღამე. შობის აღნიშვნა მათთან 24 … Continue reading

როგორ შევფუთოთ საახალწლო საჩუქრები

საჩუქრების მიღება ყოველთვის სასიამოვნოა, ახალი წელი კი საერთოდაც საჩუქრების სეზონია. საჩუქრები ყველას: მეგობრებს, ნათესავებს, ბავშვებსა და კოლეგებს, საყვარელ ადამიანებს და, რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, უბრალოდ სასარგებლო და საჭირო ადამიანებს. ლამაზი შეფუთვა დღეს კარგი ტონის ნიშანია. ბევრ ქვეყანაში მას იმდენად დიდი ყურადღება ექცევა, რომ ზოგჯერ შესაფუთი ქაღალდი და აქსესუარები უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე თავად საჩუქარი. საჩუქრის … Continue reading

ვემზადებით საახალწლოდ: წითელი ფერი ინტერიერში

ინტერიერში ნათელი, წითელი ფერის დეტალები ყოველთვის იპყრობს ყურადღებას – ჩვეულებრივ დღეებშიც კი სადღესასწაულო განწყობას ქმნის, ხოლო საახალწლოდ ის აუცილებელიცაა, წითელი ხომ თვით სანტა კლაუსის ფერია! სანტა კლაუსს ყველა ქვეყანაში  სხვადასხვანაირი სახელი აქვს, მაგრამ ამით არსი არ იცვლება, ბავშვები მისგან სასწაულებს ყველგან ერთნაირად ელიან, დიდები სანტას სიმბოლიკის შესაფერისი დეკორის შექმნით იქცევენ თავს 😉 😉 ერთი სიტყვით, წითელ … Continue reading

იდეები საახალწლო სერვირებისთვის: ოქროსფერი და ვერცხლისფერი

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ალბათ, უკვე ფიქრობთ საახალწლო სუფრის სერვირებაზე. ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ საახალწლო სუფრის დიზაინი ეკო სტილში, ასევე მაგიდა წითელი ფერის „ლიდერობით“, ამ პოსტში კი წარმოგიდგენთ ოქროსფერსა და ვერცხლისფერში გადაწყვეტილი სადღესასწაულო სუფრის გაფორმების მაგალითებს. სერვირების ყოველი ვარიანტი საინტერესოა თავისი ორიგინალური დეტალებით. ოქროსფერი და ვერცხლისფერი შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი სტილის ინტერიერში, თუმცა ეს ორი … Continue reading

ვემზადებით საახალწლოდ: კედლების დეკორირება

ჩვენს წინა პოსტებში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ საახალწლოდ ჭაღებისა და აბაჟურების, ფანჯრების, სუფრის, სკამების, ნაძვის ხის გაფორმების შესახებ,  ახლა კი გვინდა შევეხოთ კედლების დეკორირებას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტერიერის სადღესასწაულო მორთულობაში. კედლების მორთულობის უამრავი საშუალება არსებობს. მათ შორის ყველაზე მარტივი –  სპეციალური სტიკერებია  საახალწლო სიმბოლიკით, შედარებით რთული, მაგრამ უფრო საინტერესო – კედლის ნაძვის ხეები, გვირგვინები, საშობაო წინდები, გირლანდები, ადვენთ-კალენდრები, … Continue reading

ფანჯრების დეკორირება საახალწლოდ

ფანჯრის დეკორი სახლის საახალწლო მორთულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია და ინტერიერის კომპლექსური გაფორმების ეფექტს ქმნის. ჩვეულებრივ, ნაძვის ხე და შესაბამისად სადღესასწაულო განწყობა მისაღებ ოთახში იქმნება, ფანჯრების დეკორირების შემთხვევაში კი საზეიმო გარემოს შეიქმნება  ყველგან – სამზარეულოში, საძინებელში თუ საბავშვო ოთახში. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დეკორირების მოყვარულებს ტალანტის გამოვლენის არაჩვეულებრივი საშუალება ეძლევათ, ფანჯრების გაფორმება ხომ ძალიან საინტერესო და სასიამოვნო … Continue reading

ალტერნატივა: ნაძვის ხე კედელზე

არაფერია საახალწლო ინტერიერში ნაძვის ხის არაჩვეულებრივ სურნელზე უკეთესი, მაგრამ ერთი დღესასწაულისთვის ნაძვის მოჭრა, რომელიც შეიძლება უზარმაზარი ხე გაზრდილიყო, არასწორად მიმაჩნია. არსებობს რამდენიმე ალტერნატივა – ბანალური ხელოვნური ნაძვის ხით დაწყებული კედლის დეკორაციებით დამთვრებული, რომლებიც არანაკლებ ლამაზია, ვიდრე სტანდარტული ვარიანტები და სახლსაც საზეიმო ელფერს სძენს. ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ არაჩვეულებრივი ნაძვის ხეები, რომელთა დამზადება ნებისმიერს შეუძლია. საუბარი … Continue reading

საახალწლო სერვირება. წამყვანი ფერი: წითელი

წითელი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ფერისგან, რომლებიც ჩვენთვის შობისა და ახალი წლის დღესასწაულებთან ასოცირდება. ზოგადად წითელი სადღესასწაულო ფერია, ასე რომ თუ გსურთ ინტერიერს ეფექტურობა დაუმატოთ წითელს ვერაფერი შეედრება. ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ საახალწლო სუფრის დიზაინი ეკო სტილში, ამ პოსტში კი წარმოგიდგენთ წითელ ფერში გადაწყვეტილი სადღესასწაულო სუფრის დეტალებს, რომლებიც სუფრას განსაკუთრებულ, საზეიმო ელფერს სძენს. წითელი დეტალები ძალიან ლამაზად გამოიყურება თეთრთან, … Continue reading

საშობაო წინდების ისტორია და იდეები ინტერიერის გასაფორმებლად

საშობაო წინდები ერთ-ერთი უსაყვარლესი საშობაო-საახალწლო დეკორაციაა, რომელთა მეშვეობითაც სახლში არაჩვეულებრივი გარემოს შექმნაა შესაძლებელი. მართალია მაღაზიებში საახალწლო წინდების გარკვეული არჩევანია, თუმცა დიზაინის თვალსაზრისით არც თუ ისე საინტერესო. ასეთ სიტუაციაში ყველაზე ოპტიმალური, ეკონომიური და სახალისო გამოსავალი წინდების საკუთარი ხელით დამზადებაა. საშობაო წინდების შეკერვა ნამდვილად არაა უმაღლესი პილოტაჟი, ასე რომ ყველაზე გაუწაფავ მკერავსაც კი გამოუვა. აი ყველაზე მარტივი თარგიც 😉 … Continue reading

საახალწლო სერვირება ეკო სტილში: ნატურალური სილამაზე

მოდური ეკო სტილი – ნატურალური მასალები და თავდაჭერილი, ნეიტრალური შეფერილობები, რბილი და ბუნებრივი ატმოსფერო, რომელშიც არაფერია ზედმეტი, რადგან ამ სტილის დეკორატორი თვით ბუნებაა. ეკო-სტილი ნამდვილი ფუფუნებაა თანამედროვე ადამიანისთვის, რომლის ცხოვრებაც სტრესით არის სავსე. დეკორისთვის გამოყენებული მასალების სტილით ის ცოტათი წააგავს ქანთრის, მაგრამ კონტრასტების არარსებობა ფრანგი არისტოკრატის ქალაქგარე სახლის ასოციაციას ბადებს 😉 ჩვეულებრივად ეკო სტილი დეტალებში გამოიყენება, … Continue reading

ჭაღებისა და აბაჟურების გაფორმება საახალწლოდ. მასტერ-კლასი და 25 იდეა

ახალი წლის ან შობის დღესასწაულების შეხვედრა წარმოუდგენელია საახალწლო სუფრის გარეშე . შეიძლება უკვე გიფიქრიათ კიდეც, როგორ გააფორმოთ ის ეფექტურად და დასამახსოვრებლად. დღეს გვინდა წარმოვადგინოთ იდეების კოლექცია მათთვის, ვინც მაქსიმალური ორიგინალურობისაკენ მიისწრაფვის. ეფექტური სერვირება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუმცა სერვირების ეფექტი კიდევ უფრო გაძლიერდება, თუ მაგიდის თავზე არსებული სივრცეც ლამაზად იქნება დეკორირებული. ჭაღების გასაფორმებლად და მაგიდის … Continue reading

ახალი წლის პალიტრა: ოქროსფერი ინტერიერი

ოქრო ყველგან და ყოველთვის პოპულარული იყო მიუხედავად მოდისა – მისი ბრწყინვალება იზიდავს თვალს, ოქროს მცირე დეტალიც კი ეფექტურად გამოიყურება, ხოლო ასოციაციები ყველას ერთნაირი აქვს – ის სიმდიდრის სიმბოლოა. საახალწლო ინტერიერი ოქროსფერში – ნამდვილად კლასიკური გადაწყვეტაა და ალბათ, კიდევ უამრავი საუკუნის განმავლობაში იქნება პოპულარული. ეს პოსტი პირველია სერიიდან “ახალი წლის ფერთა პალიტრა” და მასში მოცემულია საახალწლო … Continue reading

საახალწლო დეკორაციები: სანათი საკუთარი ხელით

ასეთი სანათის დამზადება ნებისმიერს შეუძლია. ამისთვის მხოლოდ ყველაზე ხელმისაწვდომი მასალა, ცოტა მონდომება და ცოტაც სიფრთხილეა საჭირო. მასალა: ცარიელი ბოთლი,  საბურღი აპარატი (სპეციალური შუშის საბურღი პირით), სათვალე, საიზოლაციო ლენტა (ან სკოჩი), ნათურებიანი გირლანდა და თუ სურვილი გაქვთ, სანათის მზა “ქუდიც”.  დამზადების პროცესი: ბოთლი გარეცხეთ, მოაცალეთ ეტიკეტი (თუმცა თუ ეტიკეტი ლამაზია, ის დეკორის ელემენტადაც შეიძლება დატოვოთ) და კარგად გააშრეთ. იმ … Continue reading

საახალწლო იდეების მარათონი FRIDAY.GE-სთან ერთად

როგორ გარბის დრო! ყველასთვის საყვარელი დღესასწაულიც უკვე კარზეა მომდგარი. შესაბამისად, ჩვენც ვიწყებთ საახალწლო იდეების დიდ მარათონს და გთავაზობთ, ერთად მოვემზადოთ ბედნიერი, წარმატებული ახალი წლის შესახვედრად! უახლოეს დღეებში FRIDAY.GE-ზე თქვენ ნახავთ სახლის დეკორის, ფერთა შეხამების უამრავ ვარიანტს, სუფრის სერვირებისა და საჩუქრების გაფორმების კრეატიულ იდეებს, ასევე მასტერ კლასებს, სადაც ისწავლით, როგორ უნდა დაამზადოთ საახალწლო დეკორის ელემენტები საკუთარი ხელით, წაიკითხავთ უამრავ საინტერესო საახალწლო ისტორიას. … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე