მეიერ დევისის პორტფოლიო: მოდური დიზაინი

ამერიკული დიზაინის სტუდიის “მეიერ დევისის” (Meyer Davis) ნამუშევრების უმეტესობა თბილი და მყუდრო ხის  ინტერიერებია, რაც ასე მოდური გახდა ბოლო წლებში. თუმცა დიზაინის სფეროში უამრავი ჯილდოს მფლობელი კომპანიის პორტფოლიო არა მხოლოდ ულამაზესი მთის სახლების ფოტოებითაა მდიდარი. არსებობის 13 წლის განმავლობაში სტუდიის დიზაინერებმა ასზე მეტი თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე დააპროექტეს და მოაწყვეს. FRIDAY.GE გთავაზობთ Meyer Davis-ის მიერ შექმნილი … Continue reading

ფერმერის სახლი ავსტრალიაში – ახალი ხედვა

ფერმერის სახლი Jamberoo, რომელიც სიდნეის შემოგარენში მდებარეობს, სტუდია Casey Brown Architecture-მ დააპროექტა. პროექტის შემუშავებისას არქიტექტორებმა მხედველობაში მიიღეს ავსტრალიის ჭირვეული კლიმატი, რომელიც ამ ადგილებში ძლიერი წვიმებითა და მზიან ამინდებში მაღალი ტემპერატურით ხასიათდება. მასშტაბური რეზიდენცია მწვანე გორაკებითაა გარშემორტყმული, საიდანაც მიდის გზა სანაპიროსკენ. სახლიდან ოკეანის დანახვაც შეიძლება. სახლს აქვს მოზრდილი დასასვენებელი და გასართობი ზონები, ოთხი მყუდრო საძინებელი ოთახი და … Continue reading

პატარა ხის სახლის დიზაინი

დასასვენებელი ხის სახლი კანადის მთებში, პორტ ჰარდის მახლობლად სტუდია Scott & Scott Architects-მა დააპროექტა და ააშენა. პროექტს Alpine Cabin ეწოდა. 100 კვადრატული მეტრის ფართის პატარა კონსტრუქცია დახვეწილობითა და ერთგვარი მოკრძალებულობით  გამოირჩევა. მისი მშენებლობის პროცესში მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, მყარი მასალა გამოიყენეს, რათა სახლს კანადის მთების მკაცრი კლიმატისთვის გაეძლო. უფრო ზუსტად კი მშენებლობისა და მოპირკეთებისთვის გამოყენებულია სხვადასხვა სახის ხის მასალა, რაც  სახლს მყუდროებას … Continue reading

Lily Beach Resort – მალდივების საუკეთესო სპა-ოტელი

ეს არაჩვეულებრივი სპა-ოტელი Lily Beach Resort & Spa, რომელიც დამსვენებლებს ულამაზეს ატმოსფეროსა და არნახულ კომფორტს სთავაზობს, მალდივებზე 2009 წელს გაიხსნა. პლატინის სტატუსი კი ოტელს არაჩვეულებრივი დიზაინისა და იდეალური სერვისის გამო მიენიჭა – ამგვარი რამ რეგიონში პირველად მოხდა. მალდივის კუნძულების დედაქალაქიდან კუნძულამდე თვითმფრინავს მგზავრები 25 წუთში გადაჰყავს . სტუმრებს ასარჩევად ხუთი ტიპის ვილას სთავაზობენ, რომელთაგანაც თითოეული თავისებურად უნიკალურია და “ხელმისაწვდომი … Continue reading

კოტეჯი ტბის პირას

ეს ხის კოტეჯი პოლონეთში იმისთვის აშენდა, რომ მის მფლობელს ქალაქის სტრესული გარემოსგან განმარტოებით დაესვენა და წყნარ, მშვიდ გარემოში გაეტარებინა შვებულება. ტბის პირას განლაგებული კოტეჯი უახლოესი დასახლებისაგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული.  მისი ინტერიერი, ისევე როგორც ექსტერიერი, უპრეტენზიო სოფლურ სტილშია მოწყობილი და მოსაპირკეთებლად მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მასალაა გამოყენებული. ხის იატაკს, ჭერს და კედლებს აგურის დეტალები ეხამება.  ინტერიერის დომინანტი ფერებია თეთრი … Continue reading

თანამედროვე მხიარული ფერმა

ნიდერლანდურმა დიზაინის სტუდიამ Viva Vida ფერმერის ძველი სახლის რეკონსტრუქციის სამუშაოები დაასრულა. მიუხედავად ჩამოყალიბებული სტერეოტიპისა, რომ ხის ინტერიერი აუცილებლად ნეიტრალურ ფერთა გამაში უნდა იყოს გადაწყვეტილი, დიზაინერებმა მკვეთრი ფერის დეკორის დეტალები არ დაინანეს.  სახლის უმეტესი ნაწილი ნაკლებად დამუშავებული ხის მასალით არის მოპირკეთებული. ინტერიერში გამოყენებულია ძველებური ავეჯი და ზოგიერთი ულტრათანამედროვე ელემენტი. სახლის თითოეული კუთხის დათვალიერება მთელი სიამოვნებაა! დაათვალიერეთ ფერმერის … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე