ორიგინალური სახლი ხეზე გერმანელი არქიტექტორებისგან

ეს პატარა დასასვენებელი სახლი ხეზე, რომელიც არქიტექტურული ბიუროს Baumraum-ის პროექტით აშენდა, გერმანიაში, ერთ-ერთი სოფლის განაპირას, ტყეში მდებარეობს. შემკვეთებს პატარა, უჩვეულო და კომფორტული სახლი, ნამდვილი ოჯახური ბუდე სჭირდებოდათ, თუმცა რაიმე კონკრეტული რეკომენდაცია ან სურვილი არ გამოუთქვამთ, იდეების მოფიქრება და განხორციელება მთლიანად Baumraum-ის კრეატიულ გუნდს მიანდეს. გერმანელმა არქიტექტორებმაც ნამდვილი ბუდე ააშენეს – პატარა მომრგვალებული ფორმის სახლი, რომელიც მიწაზე რკინის, ხოლო მუხის … Continue reading

ფეხებიანი სახლი ტბაზე

პროექტი Treehouse Solling გერმანულმა არქიტექტურულმა ბიურომ Baumraum-მა წარმოადგინა. ეს არასტანდარტული სახლი პატარა ქალაქ უსლარში (გერმანია),  შუა ტყეში, ზედ პატარა ტბაზე დგას. სახლამდე მიმავალ გზაზე, ტყეში კიდევ რამდენიმე პატარა ტბა და მდინარეა. უცნაური კონსტრუქცია მეტყევის სახლის ერთგვარი დამატებაა და მფლობელის შვილისთვის აშენდა.  სახლი ხიდით უკავშირდება ტბის პირას მდგარ უზარმაზარ ხეს, რომლიდანაც ხის კიბე ეშვება. ორსართულიანი სახლის ინტერიერის უდიდესი ნაწილი … Continue reading

ბუნებაზე მორგებული სახლი იაპონიაში

იაპონური არქიტექტურული სტუდიის Hiroshi Nakamura & NAP-ის სპეციალისტებმა ტოკიოში (იაპონია) უჩვეულო საცხოვრებელი კომპლექსი დააპროექტეს. პროექტის ორიგინალობას სახლის ბუნებასთან მეტისმეტად ახლო კონტაქტი განაპირობებს. სახლი აშენებული მთის ფერდობზე, რომელიც მთლიანად ტყის მასივით არის დაფარული. დამკვეთთან შეთანხმებით არქიტექტორებმა გადაწყვიტეს, რომ სახლის მშენებლობის პროცესში არცერთი ხე უნდა მოეჭრათ. შესაბამისად, შენობის კედლები მასიურ ხეებს შორისაა ამოყვანილი და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, … Continue reading

ბამბუკის სიმფონია

არქიტექტურულმა კომპანიამ Mansaram Architects არქიტექტორ ნილემ მანჯურას ხელმძღვანელობით ბენგალურუში (კარნატაკის შტატი, ინდოეთი) არაჩვეულებრივი ბამბუკის რეზიდენცია ააშენა. რეზიდენცია ე.წ. მწვანე შენობის საუკეთესო მაგალითია. მშენებლობის პროცესში კომპანიამ  მხოლოდ ბამბუკი, დაუმუშავებელი ქვა, მეორადი ხის მასალა და რამდენიმე სხვა ნატურალური სამშენებლო მასალა გამოიყენა. ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით პრიორიტეტი  ბუნებრივი განათებისა და ვენტილაციის სისტემას მიენიჭა. სახლში ასევე არსებობს წვიმის წყლის დასაგროვებელი … Continue reading

ტროპიკული ვილა ახალ ზელანდიაში

არაჩვეულებრივი ტროპიკული ვილა Waterfall Bay განლაგებულია ოკეანის წყნარ სანაპიროზე  მარლბორო საუნდსის ყურეში (ახალი ზელანდია). სახლი დააპროექტა სტუდიამ Bossley Architects, რომელმაც ხაზი გაუსვა შენობის ირგვლივ ხელშეუხებელი ბუნების სილამაზეს  და თითქმის იდეალური, ეკოლოგიურად სუფთა სახლი შექმნა. ამ ნამუშევრისთვის Bossley Architects-მა მთელი რიგი ჯილდოები მიიღო. ე.წ. მწვანე სახლის პრინციპებით აშენებული ვილა ორსართულიანია. პირველ სართულზე განლაგებულია სასტუმრო ოთხები, ზედა სართული კი მთლიანად მისაღებ ოთახს … Continue reading

ფერმერის სახლი ავსტრალიაში – ახალი ხედვა

ფერმერის სახლი Jamberoo, რომელიც სიდნეის შემოგარენში მდებარეობს, სტუდია Casey Brown Architecture-მ დააპროექტა. პროექტის შემუშავებისას არქიტექტორებმა მხედველობაში მიიღეს ავსტრალიის ჭირვეული კლიმატი, რომელიც ამ ადგილებში ძლიერი წვიმებითა და მზიან ამინდებში მაღალი ტემპერატურით ხასიათდება. მასშტაბური რეზიდენცია მწვანე გორაკებითაა გარშემორტყმული, საიდანაც მიდის გზა სანაპიროსკენ. სახლიდან ოკეანის დანახვაც შეიძლება. სახლს აქვს მოზრდილი დასასვენებელი და გასართობი ზონები, ოთხი მყუდრო საძინებელი ოთახი და … Continue reading

რეზიდენცია ბრიტანეთის კოლუმბიაში 8,5 მილიონად

ეს არაჩვეულებრივი შალეს ტიპის რეზიდენცია, რომელიც საკურორტო ქალაქ უისთლერში (ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა) მდებარეობს, ახლახან გასაყიდად გამოიტანეს. მისი ფასი 8,5 მილიონ აშშ დოლარია. რეზიდენცია, რომლის ფართობიც 557 კვადრატულ მეტრს შეადგენს, 2009 წელს აშენდა და თანამედროვე სტილის მოყვარულთათვისაა განკუთვნილი. რეზიდენციის ექსტერიერი და ინტერიერი უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა მასალითა მოპირკეთებული. უმეტესად გამოყენებულია ხე და ნატურალური ქვა, რომლებიც კარგად … Continue reading

სალონიკი: Met Hotel-ის ორიგინალური დიზაინი

ბერძნულმა არქიტექტურულმა სტუდიამ Zeppos Georgiadi Architects ქალაქ სალონიკის პორტთან ახლოს მდებარე  სასტუმრო Met Hotel-ის დიზაინის პროექტი შეიმუშავა. პროექტის შემუშავების პროცესში Zeppos Georgiadi Architects-ის დიზაინერებთნ ერთად ცნობილი ავსტრალიელი დეკორატორი ენდი მარტინიც იყო ჩართული. ორი განსხვავებული დიზაინერული ხედვის შერწყმამ კი არაჩვეულებრივი შედეგი გამოიღო. სასტუმროს დიზაინი მოდერნისტულ სტილშია გადაწყვეტილი. ლამაზი განათების სისტემა და ეკო-ელემენტები მას ორიგინალურობასა და მყუდროებას მატებს.  სასტუმროში 212 თანამედროვე კომფორტული ნომერია. იქვე … Continue reading

იაპონია: ხე ინტერიერის დიზაინში

როდესაც პროექტის დამკვეთმა არქიტექტურულ კომპანიას Hironaka Ogawa & Associates მშობლების კუთვნილ ეზოში საკუთარი სახლის აშენება შეუკვეთა, სთხოვა, რომ მიწის ნაკვეთზე არსებული ძელქვისა და ქაფურის ხეები ამა თუ იმ ფორმით უნდა შენარჩუნებულიყო. მეორე მხრივ, ხეების მოჭრა არქიტექტორების მთავარი მოთხოვნა იყო, რადგან ეზოში კიდევ ერთი სახლის ასაშენებლად საკმარისი ადგილი არ იყო. ამ სიტუაციაში დიზაინერებმა Hironaka Ogawa & … Continue reading

პენტჰაუსის დიზაინი ანდრეა მენცოსაგან

იტალიის ქალაქ უდინში პენტჰაუსის ინტერიერის დიზაინზე არქიტექტორი ანდრეა მენცო (Andrea Menzo) მუშაობდა. ლოფტის სტილში გაფორმებული ინტერიერი ასევეა მოწყობილი და დეკორის მოდური ელემენტებითაა გაფორმებული. პენტჰაუსის დიზაინში დაუმუშავებელი ხის ელემენტები დომინირებს, რომლებიც ლითონის დეტალებთანაა შეხამებული. პენტჰაუსის დეკორირებისას მშვიდი ფერებია გამოყენებული. გაშლილი სივრცე გაფორმებულია დიზაინერული ავეჯითა და შეზღუდული რაოდენობის აქსესუარებით, რომლებიც დიდი გემოვნებითაა შერჩეული და ინტერიერს მყუდროებას მატებს.

ელეგანტური პენტჰაუსი ათენში

ინტერიერის დიზაინერმა სოტოს მალასმა (Sotos Mallas) და არქიტექტორმა აარონ რაითნოურმა (Aaron Ritenour) ათენში პენტჰაუზ Lycabettus-ის დიზაინზე მუშაობა დაასრულეს. ამ დახვეწილ ინტერიერში ძირითად მოსაპირკეთებელ მასალად ხე იყო გამოყენებული. თანამედროვეობისა და სიძველის შეხამება ეკოლოგიაზე აქცენტით მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევს, ხოლო ვინტაჟური შტრიხები ინტერიერში სასიამოვნო ნოსტალგიურ განწყობას ქმნის. შავ სავარძელ-საქანელას თითქოს საყვარელ ბებიას სახლში გადავყავართ, სადაც ყოველთვის თბილი და … Continue reading

პატარა ხის სახლის დიზაინი

დასასვენებელი ხის სახლი კანადის მთებში, პორტ ჰარდის მახლობლად სტუდია Scott & Scott Architects-მა დააპროექტა და ააშენა. პროექტს Alpine Cabin ეწოდა. 100 კვადრატული მეტრის ფართის პატარა კონსტრუქცია დახვეწილობითა და ერთგვარი მოკრძალებულობით  გამოირჩევა. მისი მშენებლობის პროცესში მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, მყარი მასალა გამოიყენეს, რათა სახლს კანადის მთების მკაცრი კლიმატისთვის გაეძლო. უფრო ზუსტად კი მშენებლობისა და მოპირკეთებისთვის გამოყენებულია სხვადასხვა სახის ხის მასალა, რაც  სახლს მყუდროებას … Continue reading

წიგნის თარო „პოლიგონი“

დიზაინერმა ლუკა სტეფანიმ (Luka Stepan) ეს ორიგინალური სტელაჟები სპეციალურად Made.com-ისთვის შეიმუშავა. წიგნის თარო “პოლიგონი” დახვეწილი ფორმის ფუნქციური სტელაჟია. ეს ტალღისებური დიზაინის მქონე კონსტრუქცია ნებისმიერი ინტერიერს მოუხდებოდა. ამ კონკრეტული სტელაჟის დასამზადებლად გამოყენებულია მაღალი ხარისხის თეთრი მუხის მასალა, თუმცა შემკვეთის სურვილის შემთხვევაში დიზაინერი მუხის ნაცვლად კაკლის ხის მასალასაც იყენებს.

3,3 მილიონიანი ლოფტის ეკოდიზაინი სან ფრანცისკოში

სან ფრანცისკოში (აშშ) მდებარე ამ უზარმაზარი აპარტამენტის ფართი 465 კვადრატულ მეტრია და სამი სართული უჭირავს. ლოფტის დიზაინზე მისი ყოფილი მფლობელი კომპანია Martin Building-ის დიზაინერებთან ერთად მუშაობდა. დიზაინში მთავარი აქცენტი ეკოლოგიურობაზეა გაკეთებული. უზარმაზარ სტუდიაში მთავარ კომპონენტს “იატაკში ჩარგული” ხე წარმოადგენს. მის გარდა ინტერიერის გასაფორმებლად კიდევ რამდენიმე მოზრდილი დეკორატიული მცენარეა გამოყენებული. ლოფტი ე.წ. ყოჩაღი სახლების კატეგორიას განეკუთვნება და … Continue reading

თანამედროვე ეკოსახლი Casa Lucke Orozco მინიმალისტური დიზაინით

დიზაინის სტუდიამ გვადალახარადან Hernandez Silva Arquitectos მინიმალისტურ სტილში მოწყობილი სახლის – Casa Lucke Orozco-ს დიზაინი წარმოადგინა.  ეს თანამედროვე ორსართულიანი რეზიდენცია ქალაქის ძველ უბანში მდებარეობს. მისი ტერასებიდან და ფანჯრებიდან არაჩვეულებრივი პეიზაჟი იშლება. მინიმალისტური ინტერიერის ცენტრალური ფიგურები ხეებია –  მფლობელის გადაწყვეტილებით, სახლის მშენებლობის დროს არცერთი ხე არ უნდა მოჭრილიყო. შესაბამისად, დიზაინერებმა ხეები დეკორის ელემენტებად გამოიყენეს, რამაც ინტერიერს ინდივიდუალობა და ორიგინალურობა შემატა.   … Continue reading

არაჩვეულებრივი ხის სახლი იელოუსტოუნში

იელოუსტოუნში (აშშ) მდებარე ამ მყუდრო სახლის არქიტექტორებისა და დიზაინერების წინაშე ორი ამოცანა იდგა – აეშენებინათ ეკოლოგიურად სუფთა და ამავე დროს უნიკალური ნაგებობა. პროექტის კონცეფციას თავად ადგილმდებარეობა კარნახობდა – ნატურალური ქვისა და ხისგან ნაგები შალე იდეალური ვარიანტი იყო. საბოლოო ჯამში გადაწყდა აშენებულიყო ოთხი დამოუკიდებელი “მოდული”, რომლებიც ერთმანეთს ხის დახურული კორიდორებით უერთდება. ოთხების უმეტესობას სახლში დიდი პანორამული … Continue reading

ხის სახლი ტბაზე

ტბის კიდეზე აშენებული ამ ზღაპრული ქოხის ინტერიერი და ექსტერიერი მთლიანად დაუმუშავებელი ხის მასალითაა აშენებული და მოწყობილი. ეკოლოგიურად სუფთა სახლი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში – ასეთი იყო სახლის მფლობელის სურვილი. სახლის ექსტერიერი და ინტერიერი მთლიანად ქანთრი სტილშია შესრულებული. თვალშისაცემია უბრალოება, ბუნებრიობა და ნატურალურობა ყველაფერში – მოსაპირკეთებელი მასალით დაწყებული დეკორის აქსესუარებით დამთავრებული. ყოველივე ეს კი ქმნის კომფორტულ, მშვიდ … Continue reading

ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

არქიტექტურულმა კომპანიამ Finne Architects გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული ნაგებობის რეკონსტრუქციაზე მუშაობა დაასრულა. სახლი სიეტლის ჩრდილოეთით 25 კილომეტრში, შუა ტყეში მდებარეობს. Finne Architects-მა სახლი მთლიანად გადააკეთა, თუმცა ერთგვარი „სიძველის სული“ მაინც შენარჩუნებულია. ახალი ფანჯრები, ხის მასალით მოპირკეთებული ინტერიერი, შუშის სახურავი, ოთახების ხელახალი დაგეგმარება – ეს ყველაფერი ისე შესრულდა, რომ ვიზუალურად სივრცე უფრო დიდი გამოჩენილიყო, ვიდრე … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე