ავსტრალიელი არქიტექტორების შედევრი: კლდეზე დაკიდებული მოდულური სახლი

ავსტრალიელი არქიტექტორების არაჩვეულებრივი პროექტი – ხუთსართულიანი დასასვენებელი სახლი, სახელწოდებით Cliff House, რომელიც რკინის ძელებით პირდაპირ კლდეზეა მიმაგრებული, ნამდვილ მოვლენად იქცა არქიტექტურულ სამყაროში.   მოდულური სახლის პროექტი ავსტრალიურ არქიტექტურულ სააგენტოებს Prefab Architecture-სა და Modscape Concept-ის არქიტექტორებსა და დიზაინერებს ეკუთვნის. მსგავსი ტიპის შენობის პროექტის შექმნის იდეა ავსტრალიის სანაპიროებზე უძრავი ქონების შეძენის მსურველთა რაოდენობის ზრდის საპასუხოდ გაჩნდა. სახლის ინტერიერი მინიმალისტურ სტილშია მოწყობილი. ავეჯის … Continue reading

ულამაზესი შალე კურშეველში

ეს ულამაზესი შალე, რომელსაც Pearl (მარგალიტი) ჰქვია,  საუკეთესო სერვისისა და ადგილმდებარეობის გამო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძო დასასვენებელი სახლია კურშეველში. შალე საკმაოდ ძველია – ის 1850 წელს არის აშენებული. შარშან შენობაა 1 მილიონი ევროს ღირებულების განახლების სამუშაოები ჩაუტარდა.  მარგალიტი” საფრანგეთის ალპებში, სამთო-სათხილამურო კურორტ კურშეველში მდებარეობს. შალეს მთავარი ღირსება დიდი დახურული აუზი, არაჩვეულებრივი სპა და ფიტნეს ოთახებია. გარდა … Continue reading

ქვის სახურავიანი არტ ვილები კუნძულ ჯეჯუზე

ამ პოსტში წარმოგიდგენთ იაპონურ არქიტექტურისა და დიზაინის ბიუროს Kengo Kuma–ს კიდევ ერთ მასშტაბურ ნამუშევარს – ქვის სახურავებიანი ვილების კომპლექსს – Lotte Jeju Resort Art Villas, რომელიც სამხრეთ კორეაში, კუნძულ ჯეჯუზე, ამავე სახელწოდების ქალაქში აშენდა. Kengo Kuma–სთან ერთად ვილების პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა რამდენიმე ცნობილმა არქიტექტორმა და  დიზაინის ბიურომ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის არიან DA Global Group, დომინიკ პერო და სხვ. კურორტზე 10-მდე ვილა … Continue reading

მდიდრული ვილა კუნძულ ფელისიტეზე

არქიტექტურული სტუდია RHE-ს მიერ დაპროექტებული დასასვენებელი კომპლექსი, სახელწოდებით Residence One, ერთ-ერთია კურორტ ზილ პასაიონის 17  არაჩვეულებრივი ვილიდან. თითოეულ ვილას აქვს საკუთარი ხიდი, ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი, რამდენიმე ინფინითი (უსასრულო) აუზი და ზოგადად, ყველაფერი, რაც ადამიანს კომფორტული დასვენებისთვის სჭირდება. კურორტ ზილ პასაიონის ვილები კუნძულ ფელისიტეზეა (სეიშელი) განლაგებული. მათ გასაყიდად 2015 წელს გამოიტანენ. ოთხსართულიანი Residence One თავისი არქიტექტურით და ინტერიერის დიზაინით ყველა დანარჩენი ვილისგან გამოირჩევა. … Continue reading

მაიკლ ჯექსონის და მერაია ქერის პროდიუსერის რეზიდენცია

ჰემპტონსში მდებარე ამ ლამაზი დასასვენებელი სახლის მფლობელი წარმატებული პროდიუსერი სენდი გელინია. გელინი წლების განმავლობაში მერაია ქერისთან და მაიკლ ჯექსონთან მუშობდა, მუსიკალურ ინდუსტრიაში კარიერის დასრულების შემდეგ კი ინტერიერის დიზაინით დაინტერესდა. სენდი გელინის პირველი პრაქტიკა საკუთარი სახლების დიზაინის პროექტების შექმნა იყო. მისი კუთვნილი სახლების რაოდენობა კი ნამდვილად შთამბეჭდავია – სულ 49 სახლი! საბოლოოდ დიზაინერულმა იდეებმა გელინი ისე გაიტაცა, … Continue reading

7,450,000 ევროდ ღირებული ვილა მაიორკაზე

ეს თეთრი, ლამაზი ვილა, რომელიც მაიორკაზე (ესპანეთში) მდებარეობს ახლახან გასაყიდად გამოიტანეს. მისი ფასი 7,450,000 ევროა. სანამ გასაყიდად გამოიტანდნენ, 890 კვადრატული მეტრის ფართობის ვილა მთლიანად გაარემონტეს და გადააკეთეს – თანამედროვე დეტალები დაუმატეს და მინიმალისტურ სტილში მოაწყვეს. ვილა თავისი აუზებით, ტერასებით, ბარბექიუს მოედნით, პარკინგით ულამაზესი ბაღით მაიორკას სანაპირო ზოლის ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე, 2500 კვადრატულ მეტრ ფართობის მიწაზეა განთავსებული. ვილაში … Continue reading

ყველაზე ძვირადღირებული ჩანთები

ცნობილი დიზაინერების მიერ ზოგიერთი ჩანთა სტილის, ფუფუნებისა და სტატუსის სიმბოლოდ იქცა. ერთ-ერთი საპატიო ადგილი ამ სიაში, ალბათ, ჩანთა Birkin-ს ეკუთვნის, რომელსაც სახელი მსახიობის და მომღერლის ჯეინ ბირკინის პატივსაცემად დაერქვა. ამ ჩანთის ფასები 7 400 დოლარიდან 150 ათას დოლარამდეა და დამოკიდებულია მასალასა და ზომაზე. კომპანია „ჰერმესი“ ამ ჩანთებს ხბოს, ნიანგის, ხვლიკის და სირაქლემას ტყავისგან ამზადებს. ყველაზე … Continue reading

პოლონეთი: თანამედროვე აპარტამენტი ზღვის პირას

ამ პოსტში წარმოგიდგენთ თანამედროვე, მინიამალისტურ სტილში გადაწყვეტილი აპარტამენტის დიზაინს, რომლის პროექტიც პოლონურმა კომპანიამ – MSWW-მ შეიმუშავა. აპარტამენტი უზარმაზარი პანორამული ფანჯრებით საზღვაო ქალაქ გდინიაში (გდანსკის ყურე, პოლონეთი), მრავალსართულიანი Sea Towers-ის ბოლო სართულზე მდებარეობს. დამკვეთებს აპარტამენტი შვებულებისა და უიქენდების გასატარებლად სჭირდებოდათ. თუმცა დიზაინერებმა იმდენად კარგად მოაწყვეს ყველაფერი, რომ ახლა იქ მუდმივად ცხოვრებაც შესაძლებელია. დიზაინის პროექტის შემუშავებისას მთავარი ფოკუსი ბალტიის … Continue reading

ულამაზესი თეთრი ვილა ესპანეთში

ეს ლამაზი თეთრი ვილა ოკეანის ულამაზესი ხედით პუერტო ანდრატკსში (მაიორკა, ესპანეთი) მდებარეობს. 1996 წელს ეს ვილა ესპანელმა არქიტექტორმა ალბერტო რუბიომ ააშენა. 2008 წელს ნაგებობა მთლიანად განაახლეს, გადააკეთეს და თანამედროვე დეტალები დაუმატეს.  ვილის საცხოვრებელი სივრცე მინიმალისტურ სტილშია მოწყობილი. ინტერიერი, ისევე როგორც ექსტერიერი მთლიანად ქათქათა თეთრი ან კრემისფერია – კედლებით დაწყებული ავეჯით დამთავრებული. განსხვავებული ფერის მხოლოდ ვილის მშვენება – … Continue reading

რეზიდენცია ბრიტანეთის კოლუმბიაში 8,5 მილიონად

ეს არაჩვეულებრივი შალეს ტიპის რეზიდენცია, რომელიც საკურორტო ქალაქ უისთლერში (ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა) მდებარეობს, ახლახან გასაყიდად გამოიტანეს. მისი ფასი 8,5 მილიონ აშშ დოლარია. რეზიდენცია, რომლის ფართობიც 557 კვადრატულ მეტრს შეადგენს, 2009 წელს აშენდა და თანამედროვე სტილის მოყვარულთათვისაა განკუთვნილი. რეზიდენციის ექსტერიერი და ინტერიერი უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა მასალითა მოპირკეთებული. უმეტესად გამოყენებულია ხე და ნატურალური ქვა, რომლებიც კარგად … Continue reading

ლამაზი პენტჰაუსი იორკვილში

არქიტექტურულმა სტუდიამ Cecconi Simone იორკვილში (ტორონტო, კანადა) პენტჰაუსის ინტერიერის დიზაინის პროექტი დაასრულა, რომელიც ძირითადად ორ ფერში – თეთრსა და მუქ ყავისფერშია გადაწყვეტილი. ფერთა გამას ემატება ღია ნაცრისფერი, შავი და ნარინჯისფერი დეტალები.  ხის ელემენტები ამ მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილ ინტერიერს მყუდროებას ანიჭებს და არაჩვეულებრივად აბალანსებს. გარდა ამისა, ინტერიერის მოსაწყობად ძირითადად გამოყენებულია შუშა და მარმარილო (სამზარეულო და სააბაზანო … Continue reading

წლის საუკეთესო სახლი კალიფორნიაში

HGTV-მ  2014 წელს აშშ-ის ყველაზე მოდური სახლის ფოტოები წარმოადგინა. სახლი კალიფორნიაში (აშშ), შუა ტყეშია აშენებული და გარემოსთან ჰარმონიული შეხამების საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. სახლის ექსტერიერი ხის საიდინგითაა მოპირკეთებული და ბოლო წლებში ყველაზე მოდურ – ქანთრი სტილშია გადაწყვეტილი.  ლამაზი მუქი ფერის ფასადი კარგად ეხამება ნაძვნარს და თითქოს ბუნების ორგანულ ნაწილად აქცევს. არქიტექტორების ჩანაფიქრით, დიდი ფანჯრებიც ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნების … Continue reading

სალონიკი: Met Hotel-ის ორიგინალური დიზაინი

ბერძნულმა არქიტექტურულმა სტუდიამ Zeppos Georgiadi Architects ქალაქ სალონიკის პორტთან ახლოს მდებარე  სასტუმრო Met Hotel-ის დიზაინის პროექტი შეიმუშავა. პროექტის შემუშავების პროცესში Zeppos Georgiadi Architects-ის დიზაინერებთნ ერთად ცნობილი ავსტრალიელი დეკორატორი ენდი მარტინიც იყო ჩართული. ორი განსხვავებული დიზაინერული ხედვის შერწყმამ კი არაჩვეულებრივი შედეგი გამოიღო. სასტუმროს დიზაინი მოდერნისტულ სტილშია გადაწყვეტილი. ლამაზი განათების სისტემა და ეკო-ელემენტები მას ორიგინალურობასა და მყუდროებას მატებს.  სასტუმროში 212 თანამედროვე კომფორტული ნომერია. იქვე … Continue reading

მექსიკა: სახლი ნაკრძალში

ეს ულამაზესი სახლი  ქალაქ ვალიე დე ბრავოში (მექსიკა) არქიტექტურული სტუდია Parque Humano-ს დიზაინერებმა დააპროექტეს. სახლი ნაკრძალის ტერიტორიაზეა განლაგებული და მის ირგვლივ მეტად მრავალფეროვანი, უსწორმასწორო ლანდშაფტია. მექსიკის ამ ნაწილში ტემპერატურა წლის განმავლობაში 35°C-დან -2°C-მდე მერყეობს, ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით კი მუდმივად თავსხმა წვიმაა. ამიტომ შენობის პროექტირების დროს მოცემული კლიმატისა და ლანდშაფტის თავისებურებები გაითვალისწინეს.  სახლი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა დონეზეა განლაგებული და ერთმანეთს კიბეებით უკავშირდება. ამგვარი … Continue reading

Coco Privé – ტროპიკული სამოთხე მალდივებზე

საპროექტო სტუდია Guz Architects სინგაპურიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აშენებული შთამბეჭდავი “ტროპიკული ციხე-სიმაგრეებითაა” ცნობილი. სტუდიის ბოლო ნამუშევარია ოტელი Coco Privé მალდივის კუნძულ კუდა ჰიტიზე. პატარა კუნძული კუდა ჰიტი კერძო საკუთრებაა. Guz Architects-მა იქ სულ ექვსი სხვადასხვა ზომის ვილა ააშენა. თითოეულ მათგანს მეტ-ნაკლებად განსხვავებული არქიტექტურა და  დიზაინი აქვს.  ვილების ინტერიერში ელეგანტურადაა შეხამებული დიზაინის თანამედროვე მიმართულებები და ტრადიციული ნაციონალური მოტივები. მოპირკეთებისთვის ეკოლოგიურად სუფთა ნატურალური მასალებია … Continue reading

Residence Maldives – ულამაზესი ოტელი მალდივის კუნძულზე

სასტუმრო Residence Maldives — იდეალური თავშესაფარია მათთვის, ვისაც ყოველდღიური რუტინისგან დამალვა და სტრესული გარემოსგან თავის დაღწევა სურს. ულამაზესი კუნძულის სიგრძე, სადაც ოტელია განლაგებული, 1 კილომეტრია, სიგანე კი მაქსიმალურ წერტილში მხოლოდ 120 მეტრს აღწევს. Residence Maldives-ში სტუმრებს არჩევანს სთავაზობენ კუნძულის ბუნგალოებსა და წყალზე განლაგებულ ქოხებს შორის. კუნძულზე განლაგებული სასტუმრო The Leading Hotels of The World-ის ქსელს ეკუთვნის. კუნძულისა და … Continue reading

მინიმალისტური სამზარეულოები SieMatic-ისგან

კომპანია SieMatic სამზარეულოს ავეჯის ცნობილი მწარმოებელია. მისი სათავო ოფისი გერმანიის პატარა ქალაქ ლიონში (Löhne) მდებარეობს. კომპანია ჯერ კიდევ 1929 წელს დაფუძნდა და არსებობის 84 წლის განმავლობაში ათობით წარმომადგენლობა გახსნა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. მათ რიცხვს ცოტა ხნის წინ შეემატა SieMatic-ის ახალი ოფისი მონრეალში (კანადა). ძვირადღირებული სამზარეულოს გარნიტურებს კომპანია სპეციალური შეკვეთით ამზადებს ფუნქციური და ესთეტიკური ინტერიერის მოყვარული ადამიანებისთვის. იდეალური სამზარეულოს შესაქმნელად SieMatic-ის დიზაინერები … Continue reading

მერსედესისა და ეუროკოპტერის უნიკალური ვერტმფრენი

გერმანულმა ავტომწარმოებელმა Mercedes-Benz კომპანია Eurocopter-თან ერთად უმაღლესი კლასის ვერტმფრენი შექმნა, რომელიც VIP მგზავრებზე არის გათვლილი. ვერტმფრენის სალონი EC145 Mercedes-Benz Style მერსედეს ბენცის შვილობილმა კომპანიამ Mercedes-Benz Advanced Design Studio-მ დააპროექტა.  სალონის მოსაწყობად უმაღლესი ხარისხის მასალებია გამოყენებული, რაც შეეხება დიზაინს, ის ორიგინალური კონსტრუქციებით გამოირჩევა. სავარძლები სპეციალურ რელსებზეა დამაგრებული – ეს მგზავრს საშუალებას აძლევს, ისე მოახდინოს სალონის კონფიგურაცია, როგორც მას მოცემულ … Continue reading

Ulusaba Game Reserve – სამხრეთ აფრიკის კოლორიტი

სამხრეთ აფრიკაში, კლდეზე აშენებული კომპლექსი Ulusaba Game Reserve მსოფლიოს უნიკალურ კურორტთა რიცხვს მიეკუთვნება. სასტუმროს ინტერიერის ძირითადი ნაწილი ხის მასალით არის მოპირკეთებული, კომფორტული აპარტამენტები ხარისხიანი ავეჯითა და უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. რაც შეეხება გარემოს, ის მართლაც არაჩვეულებრივია. სასტუმროდან რამდენიმე კილომეტრში  ზებრას, ლომსა და სხვა მრავალ ცხოველს შეიძლება მოკრათ თვალი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დასასვენებელი კომპლექსის სამზარეულო, რომელიც სტუმრებს არაჩვეულებრივ ნაციონალურ … Continue reading

მცურავი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ამაზონზე

5-ვარსკვლავიანი მცურავი ოტელი Aqua Expeditions მდინარე ამაზონზე დაცურავს და რეგიონში ერთადერთ უმაღლესი კლასის კრუიზია, რომელიც მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამება.  მთლიანობაში “აქუა ექსფედიშენის” ბაქანზე  12 ნომერია განლაგებული, რომელთაგან თითოეულის ფართი 24 კვადრატულ მეტრს შეადგენს. კაიუტებს უზარმაზარი პანორამული ფანჯრები აქვს, საიდანაც ამაზონის გასწვრივ არსებული ულამაზესი ბუნების ხედებით ტკბობა შეიძლება. ლაინერზე არის დიდი სასადილო ოთახი და რამდენიმე დასასვენებელი ზონა – როგორც ღია, … Continue reading

მზის სახლი სინგაპურში

Sun House – ნამდვილად არაჩვეულებრივი და კრეატიული პროექტია, რომელიც სტუდია Guz Architects-მა სინგაპურში განახორციელა. Sun House-ს  L-ს ფორმა აქვს. მისი კედლები მთლიანად იმეორებს ნაკვეთის კიდეების ფორმას, რათა მეტი ადგილი დარჩეს გამაოგნებელი შიდა ეზოსთვის.  “მზის სახლის” შიდა ეზო მართლაც საოცარია – მასში ცენტრალური ელემენტი უდავოდ ულამაზესი პატარა ტბაა, რომელშიც რამდენიმე მინიატურული მწვანე კუნძულია განთავსებული. თითოეულ კუნძულზე ხე … Continue reading

Bulgari Resort კუნძულ ბალიზე

დახვეწილი, ექსკლუზიური და მდიდრული – ეს, ალბათ, ყველაზე შესაფერისი აღწერაა კუნძულ ბალიზე (ინდონეზია) მდებარე დასასვენებელი კომპლექსისთვის Bulgari Resort. Bulgari Resort-ს არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობა აქვს. ის 150 მეტრი სიმაღლის კლდეზეა აშენებული, საიდანაც ინდოეთის ოკეანეზე ულამაზესი ხედი იშლება. კომპლექსში 59 ვილა, ორი რესტორანი, ბარი, ბარი, სპა სალონი და აუზი შედის. Bulgari Resort-ის პროექტი არქიტექტურული სტუდია Antonio Citterio and … Continue reading

3,3 მილიონიანი ლოფტის ეკოდიზაინი სან ფრანცისკოში

სან ფრანცისკოში (აშშ) მდებარე ამ უზარმაზარი აპარტამენტის ფართი 465 კვადრატულ მეტრია და სამი სართული უჭირავს. ლოფტის დიზაინზე მისი ყოფილი მფლობელი კომპანია Martin Building-ის დიზაინერებთან ერთად მუშაობდა. დიზაინში მთავარი აქცენტი ეკოლოგიურობაზეა გაკეთებული. უზარმაზარ სტუდიაში მთავარ კომპონენტს “იატაკში ჩარგული” ხე წარმოადგენს. მის გარდა ინტერიერის გასაფორმებლად კიდევ რამდენიმე მოზრდილი დეკორატიული მცენარეა გამოყენებული. ლოფტი ე.წ. ყოჩაღი სახლების კატეგორიას განეკუთვნება და … Continue reading

Leaf House – კრეატიული არქიტექტურული პროექტი

Leaf House – ეს ორიგინალური კონსტრუქცია არქიტექტურული სტუდია Mareines + Patalano Arquitetura-ს დიზაინერებმა და არქიტექტორებმა რამდენიმე წლის წინ დააპროექტეს. საოცარი ბრაზილიური “ყვავილი”  რიო დე ჟანეიროს ახლოს, ულამაზეს პლაჟზეა “დარგული” და ეკოლოგიურად სუფთა ნაგებობათა რიცხვს ეკუთვნის. კონსტრუქციის შექმნის იდეა ინდური წარმოშობის ბრაზილიელ არქიტექტორს გაუჩნდა.  Leaf House იდეალურია ცხელი ტროპიკული კლიმატისთვის. ფოთლის ფორმის თიხის სახურავი სახლს სიცხისაგან იცავს, მრავალრიცხოვან … Continue reading

Lily Beach Resort – მალდივების საუკეთესო სპა-ოტელი

ეს არაჩვეულებრივი სპა-ოტელი Lily Beach Resort & Spa, რომელიც დამსვენებლებს ულამაზეს ატმოსფეროსა და არნახულ კომფორტს სთავაზობს, მალდივებზე 2009 წელს გაიხსნა. პლატინის სტატუსი კი ოტელს არაჩვეულებრივი დიზაინისა და იდეალური სერვისის გამო მიენიჭა – ამგვარი რამ რეგიონში პირველად მოხდა. მალდივის კუნძულების დედაქალაქიდან კუნძულამდე თვითმფრინავს მგზავრები 25 წუთში გადაჰყავს . სტუმრებს ასარჩევად ხუთი ტიპის ვილას სთავაზობენ, რომელთაგანაც თითოეული თავისებურად უნიკალურია და “ხელმისაწვდომი … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე