ცხოვრება წყალქვეშ – რა იქნებოდა, სუნთქვა რომ არ გვჭირდებოდეს

წარმოიდგინეთ, რომ ტიტანიკის ჩაძირვის შემდეგ გემის მგზავრებს წყალქვეშ ცხოვრების გაგრძელება შესძლებოდათ, ან იდუმალებით მოცული კუნძული ატლანტიდა ახლაც დასახლებული ყოფილიყო. ეს იდეა ამერიკელმა ფოტოგრაფმა სქოთ რეამ თავის შესანიშნავ ფოტოსერიაში – “წყლისქვეშეთი” განავითარა. ფოტოგრაფის წყალქვეშა სამყარო წარმოგიდგენთ მომხიბლავ თავგადასავალს, რაც ყველას გადაგვხდებოდა თავს, ჰაერის მუდმივად სუნთქვა რომ არ გვჭირდებოდეს. სქოთ რეა ლუიზიანაში დაიბადა. ტანსაცმლის მოდელირებისა და ფოტოგრაფიისადმი სიყვარულმა იგი მოდის ფოტოგრაფის კარიერამდე მიიყვანა. … Continue reading

სახლი ჩანჩქერზე

პირდაპირ ჩანჩქერის თავზე აშენებული ამ ლამაზი სახლის პროექტი არქიტექტორ ფრენკ ლოიდ რაითს (Frank Lloyd Wright) ეკუთვნის. სახლი პენსილვანიის შტატში (აშშ), პიტსბურგიდან დაახლოებით 69 კილომეტრში მდებარეობს. მდებარეობიდან გამომდინარე, არქიტექტორმა თავის ქმნილებას Fallingwater უწოდა. ულამაზეს ხეობას, სადაც სახლია აშენებული, Bear Spring (დათვების წყარო) ჰქვია. მას ყოველწლიურად ათობით ათასი ტურისტი სტუმრობს. სახლი ეკოლოგიური არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია. მისი მშენებლობა … Continue reading

ინგლისელი არტისტის სოკოს ქოხები

ინგლისელ რეივენ რაინერს (Raven Rayner) საინტერესო ჰობი აქვს – იგი პატარა ხის ნაჭრებისგან სოკოს ფორმის ზღაპრულ ქოხებს თლის. რაინერი არასდროს ჭრის ცოცხალ ხეს – მხოლოდ მოტეხილ ტოტებს ან შეშას იყენებს. იგი ნორთუმბერლენდის საგრაფოში, ქანთრისაიდში ცხოვრობს და სამუშაო მასალას იოლად პოულობს ახლომდებარე ტყეებში. დაათვალიერეთ რაინერის ზღაპრული სოკო-ქოხების ფოტოები ჩვენს გალერეაში და ისიამოვნეთ 😉 🙂

ქალაქი ცაში – ბულგარელი არქიტექტორის მომავლის სამყარო

City in the Sky – ქალაქი ცაში  – ასე უწოდა სამყაროს ურბანული განვითარების შესახებ კონცეფციას ბულგარელმა არქიტექტორმა ცვეტან ტოშკოვმა (Tsvetan Toshkov). ტოშკოვმა შეიმუშვა 3D მოდელი, რომელიც გულისხმობს ქალაქის მშენებლობას ქალაქშივე, ან უფრო ზუსტად, ქალაქის თავზე. ესაა ლითონის გიგანტურ ღერძებზე დამაგრებული ლოტოსის ფორმის სიბრტყე, რომელზეც ქალაქის მთელი ინფრასტრუქტურა შეიძლება მოეწყოს ბაღებით, დასასვენებელი პარკებით, საცხოვრებელი სახლებით, გასართობი ცენტრებით და სხვ. ამ ლამაზი … Continue reading

რა არის სასაუბრო ორმო?

სასაუბრო ორმო (conversation pit) არქიტექტურული დეტალია, რომელსაც პირველ ეტაპზე საცხოვრებელ სახლებში ამონტაჟებდნენ, შემდეგ კი ოფისებში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. თანამედროვე არქიტექტორები ამ დეტალს ხშირად იყენებენ ლანდშაფტის დიზაინშიც.  სასაუბრო ორმო არის მყუდრო, ჩაღრმავებული ადგილი დიდი ოთახის შუაში, რომელიც განკუთვნილია საოჯახო სადილის ან მოლაპარაკებების მოსაწყობად, მოსახერხებელია მაგიდის თამაშებისთვისაც; დასაჯდომი ადგილებზე მოთავსებულია ბალიშები, ორმოს ცენტრში კი, ჩვეულებრივ, პატარა მაგიდაა ჩამონტაჟებული. სასაუბრო ორმო პოპულარული … Continue reading

ბებიას და ბაბუას საჩუქარი შვილიშვილებს – არაჩვეულებრივი სახლი ხეზე

ეს ზღაპრული ნაგებობა, რომელიც დალასელმა წყვილმა სთივ და ჯერი უეიქფილდებმა (Steve and Jeri Wakefield) თავიანთი შვილიშვილებისთვის – სალივან და ლინკოლნ სკოტებისთვის ააშენეს, ალბათ, საუკეთესო სათამაშო სახლია მსოფლიოში. სახლის მთლიანი ფართობი “საცხოვრებელი ზონებისა” და პატარ-პატარა ვერანდებისა და აივნების ჩათვლით 100 კვადრატული მეტრია. საშენ მასალად და ინტერიერის მოსაპირკეთებლად ძირითადად ნატურალური მასალებია გამოყენებული. სახლის მთავარი საყრდენი უზარმაზარი ხეა, რომელიც მრავალი ათეული წელია, … Continue reading

სახლი ავტობუსში – მინესოტას უნივერსიტეტის სტუდენტის კრეატიული პროექტი

ჰენკ ბათითამ ცოტა ხნის წინ მინესოტას უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლა დაასრულა და მაგისტრის ხარისხიც მიიღო. მის მიერ მომზადებული ფინალური პროექტი საკმაოდ ორიგინალური იყო – მან ძველი ავტობუსი სრულფასოვან საცხოვრებელ სახლად გადააკეთა.  პროექტის განხორციელება ბათითას 6 ათასი დოლარი დაუჯდა, საიდანაც 3 ათასით ავტობუსი იყიდა. ავტობუსის სალონის მოსაწყობად კი ძირითადად მეორადი მასალა გამოიყენა. სამუშოების ძირითადი ნაწილის დასასრულებლად ახალგაზრდა არქიტექტორს 15 … Continue reading

Eazy Wallz-ის ცოცხალი კედლები

ამ პოსტში გვინდა წარმოგიდგინოთ კომპანია Eazy Wallz-ის მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ინტერიერის დეკორირების პროცესს სასიამოვნო საქმიანობად აქცევს. Eazy Wallz-ის 3D  შპალერების მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში “ტელეპორტირება” შეუძლია – იქნება ეს იაპონია თუ საფრანგეთი, ავსტრალია თუ საბერძნეთი. კომპანიის ვებსაიტზე (eazywallz.com) პროდუქციის არჩევანი მეტად მრავალფეროვანია, შპალერებზე გამოსახული ნებისმიერი სიუჟეტი კი – რეალისტური. Eazy Wallz-ის შპალერი საკმაოდ ფუნქციურიცაა – არ იჭმუჭნება, არ  სველდება და არ … Continue reading

ავსტრალიელი არქიტექტორების შედევრი: კლდეზე დაკიდებული მოდულური სახლი

ავსტრალიელი არქიტექტორების არაჩვეულებრივი პროექტი – ხუთსართულიანი დასასვენებელი სახლი, სახელწოდებით Cliff House, რომელიც რკინის ძელებით პირდაპირ კლდეზეა მიმაგრებული, ნამდვილ მოვლენად იქცა არქიტექტურულ სამყაროში.   მოდულური სახლის პროექტი ავსტრალიურ არქიტექტურულ სააგენტოებს Prefab Architecture-სა და Modscape Concept-ის არქიტექტორებსა და დიზაინერებს ეკუთვნის. მსგავსი ტიპის შენობის პროექტის შექმნის იდეა ავსტრალიის სანაპიროებზე უძრავი ქონების შეძენის მსურველთა რაოდენობის ზრდის საპასუხოდ გაჩნდა. სახლის ინტერიერი მინიმალისტურ სტილშია მოწყობილი. ავეჯის … Continue reading

ქეთ ო’სალივანის ცისარტყელა სახლი

ამერიკელი არტისტი ქეთ ო’სალივანი 20 წელზე მეტია, მეორადი ტანსაცმლისგან არაჩვეულებრივ ჭრელ პალტოებს, სვიტრებსა და სხვადასხვა აქსესუარს კერავს. ცოტა ხნის წინ ქეთმა თავისი სახლი, რომელიც ნიუ იორკის შტატში მდებარეობს, როგორც თავად ამბობს, “პალტოსფრად” გადაღება 😉 😉 სახლი საკმაოდ ძველია, 1840 წელს არის აშენებული და არაფრით გამოირჩევა ახლომდებარე დასახლებაში მდებარე უღიმღამო სახლებისგან. “ალბათ, ჩემს სახლს ვერც კი შეამჩნევდით, თუ შემთხვევით გვერდზე … Continue reading

ულამაზესი შალე კურშეველში

ეს ულამაზესი შალე, რომელსაც Pearl (მარგალიტი) ჰქვია,  საუკეთესო სერვისისა და ადგილმდებარეობის გამო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძო დასასვენებელი სახლია კურშეველში. შალე საკმაოდ ძველია – ის 1850 წელს არის აშენებული. შარშან შენობაა 1 მილიონი ევროს ღირებულების განახლების სამუშაოები ჩაუტარდა.  მარგალიტი” საფრანგეთის ალპებში, სამთო-სათხილამურო კურორტ კურშეველში მდებარეობს. შალეს მთავარი ღირსება დიდი დახურული აუზი, არაჩვეულებრივი სპა და ფიტნეს ოთახებია. გარდა … Continue reading

ბულტერიერის თავგადასავალი ბრაზილიელი ილუსტრატორის კომპოზიციებში

როდესაც ბრაზილიელი ილუსტრატორი რაფაელ მანტესო განქორწინდა, ყოფილმა ცოლმა სახლიდან აბსოლუტურად ყველაფერი წაიღო. დატოვა მხოლოდ ცარიელი კედლები და კიდევ ბულტერიერი, სახელად ჯიმი ჩუ. განქორწინების შემდეგ მანტესოს სტრესის დასაძლევად საკმაო ხანი დასჭირდა. თვეების განმავლობაში იგი უსაქმოდ იჯდა და ერთი ნახატის დახატვასაც კი ვერ ახერხებდა. საბოლოოდ ილუსტრატორს დეპრესია საყვარელმა ძაღლმა დააძლევინა. ასე გაჩნდა ჯიმი ჩუს თავგადასავლების ამსახველი არტპროექტი. … Continue reading

სახლი მარცვლეულის საწყობში

2006 წელს, ათი თვის მუშაობის შემდეგ დონ და ქეროლაინ რიდლინგერებმა თავიანთი კრეატიული პროექტი დაასრულეს – მათ მარცვლეულის ძველი საწყობი საცხოვრებელ სახლად საკუთარი ხელით გადააკეთეს. ფაქტობრივად, ყველანაირი მასალა, რაც წყვილმა სახლის მოსაპირკეთებლად და მოსაწყობად გამოიყენა, მეორადია – ნაწილი ნაგავსაყრელებიდანაა აღებული, ნაწილი კი ძალიან დაბალ ფასად ნაყიდი. დონ და ქეროლაინ რიდლინგერები გილბერტში (არიზონას შტატი, აშშ) ცხოვრობენ. ესაა დიდი, ლითონის ცილინდრის ტიპის სამი შენობა, … Continue reading

უენგენი საოცრებათა სამყაროში

ხედავენ თუ არა ბავშვები სიზმრებს, როდესაც სძინავთ თუ უბრალოდ მშვიდად ისვენებენ? – ამ კითხვისთვის პასუხის გაცემა სცადა კალიფორნიელმა არტისტმა და სამი შვილის დედამ ქუინი ლიაომ, რომელმაც მძინარე ბავშვის ირგვლივ ნამდვილი საოცრებათა სამყარო შექმნა. ქუინის მიერ მომზადებული ფოტოკოლექციის მთავარი გმირი მისივე შვილია უენგენია, რომელიც ყოველდღიურად სხვადასხვა ზღაპარში “მოგზაურობს”. “ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ზღაპრები, რომლებიც დღემდე მაწვდიან უამრავ იდეას”, – ამბობს ქუინი. … Continue reading

პოლუსი – სახლი ოკეანის პირას

Pole House – ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ფოტოგრაფირებადი სახლია ავსტრალიაში. სახლი, რომელიც ცნობილმა ავსტრალიურმა არქიტექტურისა და დიზაინის ბიურომ F2 Architecture-მ დააპროექტა, ახლახან განახლდა და გარემონტდა. “პოლუსის” კორპუსი რკინის მასიური კონსტრუქციაა, რომელსაც ოთხივე მხრიდან შუშის კედლები აქვს. საჭიროების შემთხვევაში გამჭვირვალე კედლები რკინისვე დარაბებით იფარება. ასევე შუშის მოაჯირი აქვს აივანს, რომლითაც სახლი ყველა მხრიდან არის გარშემორტყმული და ხიდს, რომელიც სახლს სანაპიროსთან აერთებს. … Continue reading

გარფი – ყველაზე საყვარელი ბრაზიანი კატა

ამ პოსტში გვინდა წარმოგიდგინოთ გარფი – ბრაზიანი გამომეტყველების მქონე სპარსული კატა, ნამდვილი ინტერნეტ-სელებრითი 😉 გარფი პოპულარული მისი პატრონის ჰულია ოზკოკის მიერ გადაღებული ფოტოების წყალობით გახდა. როგორც ჰულია ამბობს, გარფი არაჩვეულებრივი მოდელია – გადაღების დროს საკმაოდ კარგად იქცევა და მისი მონაწილეობით სახალისო სცენების დადგმაც ძალიან სასიამოვნო პროცესია. გარფი ჰულიას სხვა კატებთან ერთად თურქეთში ცხოვრობს. როგორც ოზკოკი ამბობს, ბრაზიანი … Continue reading

ქვის სახურავიანი არტ ვილები კუნძულ ჯეჯუზე

ამ პოსტში წარმოგიდგენთ იაპონურ არქიტექტურისა და დიზაინის ბიუროს Kengo Kuma–ს კიდევ ერთ მასშტაბურ ნამუშევარს – ქვის სახურავებიანი ვილების კომპლექსს – Lotte Jeju Resort Art Villas, რომელიც სამხრეთ კორეაში, კუნძულ ჯეჯუზე, ამავე სახელწოდების ქალაქში აშენდა. Kengo Kuma–სთან ერთად ვილების პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა რამდენიმე ცნობილმა არქიტექტორმა და  დიზაინის ბიურომ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის არიან DA Global Group, დომინიკ პერო და სხვ. კურორტზე 10-მდე ვილა … Continue reading

ჯეიჰიო ლის ხის გალაქტიკა

კორეელი არტისტი ჯეიჰიო ლი (Jaehyo Lee) სხვადასხვა ლითონისგან და ხის მასალისგან არაჩვეულებრივ სკულპტურებს ქმნის. მისი ნამუშევრების ნაწილი, მაგალითად ბიომორფული ფორმის ძელსკამები, სავარძლები, აბსტრაქტული მაგიდები საკმაოდ ფუნქციურია და შეიძლება ინტერიერის მოსაწყობადაც იქნას გამოყენებული. ლის სკულპტურების ნაწილი კი, მათ შორის ახალი კოლექციაც, რომელიც ამ პოსტში გვინდა წარმოგიდგინოთ, ფუნქციური არ არის, თუმცა ნამდვილად არაჩვეულებრივი სანახაობაა. სკულპტურები ხის გადანაჭრებით … Continue reading

The Nook – ძველებური თანამედროვე ქოხი

ინდიელთა ვიგვემებით შთაგონებულმა არქიტექტორმა და დიზაინერმა ენთონი გიბონმა (Antony Gibbon) ​​კომპაქტური, მობილური ქოხის პროექტი შექმნა, რომელსაც მრავალფეროვანი გამოყენება შეიძლება მოეძებნოს. არქიტექტორმა თავის პროექტს The Nook (ნიშა, კუთხე) უწოდა. პროექტის განხორციელებისას მან უძველესი სამშენებლო ტექნოლოგიები გამოიყენა.   The Nook-ის კუთხეების განლაგების გეგმა: ხის ქოხში შეიძლება განთავსდეს სახლის ოფისი, ან სულაც გამოყენებული იყოს, როგორც დასასვენებელი ან სასტუმრო ოთახი.

მისტერ ბინის ახალი თავგადასავალი

მისტერ ბინის როლის შემსრულებელმა როუენ ატკინსონმა კარიკატურისტ როდნი ფაიქის წყალობით ისტორიულ წარსულში გაისეირნა 😉 😉 კარიკატურისტმა მსოფლიოში ყველაზე ცნობილ პორტრეტებზე ორიგინალური სახეები ეტკინსონის გმირებით შეცვალა და არაჩვეულებრივად ექსპრესიული ხასიათები შექმნა. დაათვალიერეთ მისტერ ბინის ახალი თავგადასავლები ჩვენს გალერეაში და ისიამოვნეთ 😉

Up-ით შთაგონებული ქორწინების 61-ე წლისთავი

ივენთების დიზაინერმა ლორენ უელსმა (Lauren Wells) ბებიასა და ბაბუას – ნინასა და გრამპსს უნიკალური საჩუქარი მოუმზადა. ქორწინების 61-ე წლისთავზე შვილიშვილმა მოხუც წყვილს ულამაზესი საქორწინო ფოტოსესია აჩუქა. ფოტოები ნინასა და გრამპსს შობის დილას გადაეცემათ, თუმცა მანამდე რომანტიკული ფოტოკოლექცია უკვე გამოქვეყნდა ინტერნეტგამოცემებში (stillmepretty.com, boredpanda.com და სხვ.) ემოციურ ფოტოებზე უამრავი ფერადი ბუშტი, ძველი წიგნები, ყვავილები, ლამაზი დღე და მრავალი წლის განმავლობაში შეყვარებული წყვილია აღბეჭდილი. ნინა … Continue reading

მორების სახლი

ეს პატარა კონსტრუქცია შორიდან მორების გროვას წააგავს. მაგრამ თუ უფრო ახლოს მიხვალთ, მორების გროვაზე მართკუთხედის ფორმის შავ ხაზებს შენიშნავთ, რომლებიც სინამდვილეში საუკეთესოდ შენიღბული ფანჯრების დარაბებია. უცნაური პატარა სახლი დანიელ პერფორმერს ჰანს ლიბერგს (Hans Liberg) ეკუთვნის. მისმა მეგობარმა პიტ ჰეინ იკმა ნაგებობა ნამდვილი მორებით ააშენა. ფანჯრების ჩარჩოები და კარი რკინისგანაა დამზადებული და ჯერ პლასტმასით, ხოლო შემდეგ ხის თხელი გადანაჭრებით … Continue reading

გამიცვალე ტანსაცმელი – ქოზოფის კრეატიული ფოტოპროექტი

დრო გადის, სტილი იცვლება და თაობიდან თაობამდე იცვლება საზოგადოებაც. სწორედ ამ ცვლილებების წარმოჩენას ისახავდა მიზნად ფოტოგრაფ ქოზოფის კრეატიული პროექტი, რომლის განხორციელებაშიც სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ქოზოფმა თავის ფოტოკოლექციას “გაზაფხული-შემოდგომა” უწოდა, სადაც გაზაფხული ახალ თაობის სიმბოლოდაა გამოყენებული, ხოლო შემოდგომა – ძველის. ფოტოებზე გამოსახულია თითო ოჯახის ორი თაობის წარმომადგენელი, ბებიები ან ბაბუები და შვილიშვილები, რომლებსაც ჯერ … Continue reading

საჩუქარი საკუთარი თავისთვის – განქორწინების შემდეგ

ეს პატარა სახლი, რომლის მშენებლობა და მოწყობა მხოლოდ 11 ათასი დოლარი დაჯდა, აიდაჰოელ არქიტექტორს მეისი მილერს ეკუთვნის. პატარა კომფორტული სახლის აშენებაზე მეისი წლების განმავლობაში ოცნებობდა, თუმცა დაძაბული სამუშაო სურვილის განხორციელების დროს არასოდეს უტოვებდა. თუმცა გასულ წელს მილერის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა და სახლის აშენების მოტივაციაც უცებ “მოიძებნა” –  განქორწინების შემდეგ სახლი დაკარგა და ახალი საცხოვრებლის მაქსიმალურად სწრაფად … Continue reading

ნეკერჩხლის სახლი კალიფორნიაში

ამერიკულმა საპროექტო კომპანიამ Klopf Architecture ბარლინგემში (კალიფორნია, აშშ) მდებარე სახლში სარეკონსტრუქციო სამუშაოები შეასრულა. პროექტი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, განსაკუთრებით კრეატიული – დასასვენებელი ზონაა, რომელიც მარაკანული არქიტექტურის თანამედროვე, მინიმალისტურ ვერსიადაც შეიძლება განვიხილოთ. ეს სახლი ერთ-ერთია ე.წ. ეიხლერის სახლებიდან. ჯოზეფ ეიხლერი 20 საუკუნის უძრავი ქონების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეველოფერი იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მან კალიფორნიაში ორიგინალური საცხოვრებელი სახლების სამშენებლო პროცესი … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე