დედამიწა ზემოდან – ნაწილი I

ეკოლოგიური პროექტის “დედამიწა ზემოდან” კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელი ფრანგი ფოტოგრაფი, ჟურნალისტი და ეკოლოგი იან ართუს-ბერნარდია. ამ პროექტის ფარგლებში ფოტოგრაფმა 10 წლის განმავლობაში დედამიწის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადგილები, სხვადასხვა სახის საფრენი აპარატებიდან და მაღალი შენობებიდან, განსხვავებული პერსპექტივით გადაიღო. პროექტი “გაერთიანებული ერების ორგანიზაციის” მხარდაჭერით განხორციელდა და მისი დასრულების შემდეგ იგივე დასახელების წიგნიც გამოიცა. დღეისთვის წიგნის “დედამიწა ზემოდან” მილიონობით ეგზემპლარია გაყიდული. … Continue reading

მისტიკური ტყე ბელგიაში

გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ ეს მისტიკური, ზღაპრული ტყე “ჰელერბოს” (Hallerbos) ნამდვილად არსებობს და ის ბელგიაში მდებარეობს. მიზეზი, რის გამოც ტყე ზღაპრის სიუჟეტიდან გადმოტანილს ჰგავს, მაჩიტების სქელი ხალიჩაა. ეს ყვავილები გაზაფხულზე და ადრიან ზაფხულში ყვავის და ცისფერი და მოიისფრო შეფერილობის წყალობით მთელ მიდამოს ჯადოსნურ ელფერს ანიჭებს. ამ პერიოდში ჰელერბოსს უამრავი ტურისტი და ფოტოგრაფი სტუმრობს. ნისლიანი დღეები, რაც … Continue reading

სარა ილენბერგერის კრეატიული ფუდარტი

გერმანელ არტისტს სარა ილენბერგერს (Sarah Illenberger) აქვს შესანიშნავი ნიჭი, აიღოს უბრალო ნივთები, შექმნას მათგან გონებამახვილური, ნათელი კომბინაციები და ეს ნივთები სრულიად ახალი კუთხით დაგვანახოს. სარა ბერლინში ცხოვრობს და გრაფიკული დიზაინისა და ფოტოგრაფიის სფეროში მუშაობს. ამ პოსტში წარმოგიდგენთ ხილისა და ბოსტნეულის “ახალი ცხოვრების” ამსახველ პორტფოლიოს სახელად “Tutti Frutti“, რომლის იდეაც სარა ილენბერგერს იტალიაში, კერძოდ ტოსკანას ბაზარში სეირნობისას დაებადა. … Continue reading

დამწვარი ასანთის ღერების ახალი სიცოცხლე სტანისლავ არისტოვისგან

გიფიქრიათ როდესმე, რაში შეიძლება ასანთის დამწვარი ღერების გამოყენება? ალბათ არა. არც რუსი ფოტოგრაფი სტანისლავ არისტოვი იკლავდა თავს მათი გამოყენების სარგებლიანობაზე ფიქრისგან. შთაგონება ერთ მშვენიერ დღეს ეწვია, როცა ცდილობდა მიეღო გადაწყვეტილება, რა აღებეჭდა ფირზე ფოტოგრაფთა მორიგ კონკურსში გასამარჯვებლად და თან ხელში ასანთის კოლოფს ათამაშებდა. სწორედ რაიმე მშვენიერის შექმნის მწველმა სურვილმა მიიყვანა ფოტოგრაფი ასანთის დამწვარი ღერებიდან შესანიშნავი მინი სკულპტურების შექმნამდე. მათთან … Continue reading

მარტინ დე პასქუალე: ფოტოშოფის გენიოსი

არგენტინის დედაქალაქში, ბუენოს აირესში მცხოვრები მარტინ დე პასქუალე ერთი სარეკლამო კომპანიის არტ დირექტორია, თუმცა იგი Photoshop, Poser და 3DS Max-ის მსგავს პროფრამებში შექმნილი ციფრული შედევრებით გახდა ცნობილი. მარტინის მიერ შექმნილ არაჩვეულებრივ სამყაროში ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის ფაქტობრივად წაშლილია. მის ნამუშევრები ამტკიცებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კომპიუტერული პროგრამები მხოლოდ სელებრითების წარბების ფორმის დახვეწისა და მათი ოდნავ უფრო გალამაზებისთვის არ … Continue reading

18 წლის ფოტოგრაფის კონცეპტუალური სელფ-პორტრეტები

არაჩვეულებრივი სიურეალისტური სელფ-პორტრეტების წყალობით, 18 წლის ინგლისელი ფოტოგრაფი ლორა უილიამსი მსოფლიოს უნიჭიერეს თინეიჯერ არტისტთა შორის მოხვდა. უილიამსის ფოტოების საფუძველი, ასე ვთქვათ, დამალვის კონცეფციაა – ნამუშევრების უმრავლესობაში ნიღბებით, სარკეებით, კვამლით მას ან სახე აქვს დამალული ან ტანი. “მიყვარს ისეთი ფოტოების გადაღება, რომლებიც შეიძლება ჩვეულებრივი არ იყოს, რომლებიც თვალს ატყუებს დაა  გარკვეულ ილუზიას ქმნის”, – ამბობს არტისტი. ფოტოგრაფის შთაგონების წყარო ნებისმიერი … Continue reading

ხუთი უცნობი ფაქტი პაპარაცების შესახებ

პაპარაცებზე კარგი რამ ცოტას თუ  წამოცდება. პაპარაცი დროის უმეტეს ნაწილს ცნობილ სახეებზე ნადირობაში, უსასრულო მოლოდინსა და ფარული ადგილებიდან გადაღებებში ატარებს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ზოგიერთი ადამიანი მზადაა თავისი ერთადერთი და უძვირფასესი სიცოცხლე ამ მოსაწყენ საქმიანობაში გალიოს. ზოგს კი ის აღაშფოთებს, რომ რამდენიმე წამში გადაღებულ ფოტოში პაპარაცს შეიძლება ათასობით დოლარი – ძალიან იოლი ფული გადაუხადონ. ამ პროფესიის … Continue reading

სასტუმრო სახლის პროვოკაციული დიზაინი

სამხრეთ კორეულმა არქიტექტურულმა სტუდიამ Moon Hoon ქალაქგარე სასტუმრო სახლის პროექტი წარმოადგინა. სასტუმრო სახლი ჯგუფ Rock It Suda-ს გიტარისტის დაკვეთით შეიქმნა, რომელსაც ამგვარი უცნაური შენობის აგების იდეა ესპანეთში მოგზაურობის შემდეგ გაუჩნდა.   რეზიდენცია სამხრეთ კორეის პროვინცია კანვონდოს ერთ-ერთ სოფელში დამშრალი მდინარის ახლოს აშენდა. ის ექვსი თემატურად განსხვავებული ოთახი-სახლისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს ტერასებით უკავშირდება.  ორიგინალურია ინტერიერიც. ასკეტური მოდერნიზმის სტილში გადაწყვეტილ თითოეულ … Continue reading

კამბოჯა: ულამაზესი კერძო კუნძული Song Saa

კამბოჯის სანაპიროსთან ახლოს, ინდოეთის ოკეანეში ბევრი პატარა კუნძულია, რომელთა უმეტესობა დაუსახლებელია. თუმცა ბოლო დროს  კუნძულების ათვისების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ულამაზესი კურორტ-სასტუმროს Song Saa-ს ორი ახლომდებარე პატარა კუნძული უჭირავს, რომლებსაც ადგილობრივები “შეყვარებულებს” უწოდებენ. კუნძულები ერთმანეთთან ხის ხიდითაა დაკავშირებული. Song Saa 27 ვილას, რესტორნებს, სპა-ცენტრს, საერთო დარბაზსა და ინფინიტი აუზს მოიცავს. კურორტი დამსვენებლებს სტანდარტულ სერვისებთან ერთად სთვაზობს იოგის კურსებსა და … Continue reading

DuJour Magazine-ს საზაფხულო ფოტოსესია

DuJour Magazine-მ თავის ბოლო ნომერში ზაფხულის ფერადი იმიჯები გამოაქვეყნა. ფოტოსესიაში ამერიკელი მოდელი ჟაკლინ იაბლონსკი (Jacquelyn Jablonski)  მონაწილეობდა. ფოტოები ეკუთვნის ჰანს ფიურერს (Hans Feurer).

Marchi Cucine – არაჩვეულებრივი ვინტაჟური სამზარეულოები

Marchi Cucine განსაკუთრებულ წარდგენას, ალბათ, არ საჭიროებს. ეს ლეგენდარული იტალიური ბრენდი უკვე მრავალი წელია, სამზარეულოს დიზაინის მოდას კარნახობს მთელ სფეროს. კომპანია Marchi Group-ის მიერ წარმოებული სამზარეულოები არა მხოლოდ ლამაზი, არამედ მეტად პრაქტიკული და მაღალტექნოლოგიურია.  კომპანია Marchi Group-ის ოფიციალური ვებსაიტია: http://www.marchicucine.it. მასზე ინფორმაციის მოძიება სამ ენაზე – იტალიურად, ინგლისურად და ფრანგულად შეიძლება. დაათვალიერეთ Marchi–ს ვინტაჟური სამზარეულოს ფოტოები 😉

ბოსნია-ჰერცოგოვინა: რესტორანი მთაში

რესტორანი Raduša ბოსნია-ჰერცოგოვინას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული სამთო-სათხილამურო ტრასასთან მდებარეობს. ზღვის დონიდან 1720 მეტრზე აგებული შენობიდან  მთებსა და ხეობაზე არაჩვეულებრივად ლამაზი ხედი იშლება. რესტორანი არქიტექტურულმა სტუდიამ 3LHD დააპროექტა. ამ არასტანდარტული შენობის ფასადი ფაქტობრივად მთლიანად შუშისაა და ჰარმონიულად ეხამება გარემოს. სტუმრებისათვის რესტორანში ადგილობრივი სამზარეულოს საუკეთესო კერძები მზადდება, რომელთა მირთმევა საოცრად მყუდრო ინტერიერში, უზარმაზარ ბუხართან შეიძლება. ინტერიერის მოსაპირკეთებლად და ავეჯის … Continue reading

ელეგანტური შავ-თეთრი აპარტამენტი კოპენჰაგენში

ამ ელეგანტური აპარტამენტის დიზაინი ევროპასა და ამერიკაში პოპულარულ ინდუსტრიულ სტილშია შესრულებული. სტილის შესარჩევად დიზაინერებს დიდი ფიქრი არ დასჭირვებიათ, რადგან აპარტამენტი ყოფილი ქარხნის შენობაშია მოწყობილი – წლების წინ აქ ფანქრებს აწარმოებდნენ! მიტოვებული ქარხანა კოპენჰაგენში (დანია) ერთმა კონსტრუქტორმა აღმოაჩინა და მასში ორიგინალური სახლის მოწყობა გადაწყვიტა. სხვათა შორის, ბინის მფლობელი ავეჯის მწარმოებელ ცნობილ კომპანიაში VIPP მუშაობს, რომლის ავეჯითა და … Continue reading

თანამედროვე ორთქლმავლები ინგლისში

რობინ და თალისინ კუმბსებმა – ინგლისელმა მამა-შვილმა ინგლისში ჯერ კიდევ შემორჩენილი ორთქლმავლების ფოტოები მთელი კოლექცია შეაგროვეს.  ინგლისის კოლორიტის – ორთქლმავლების ფოტოებს წლების განმავლობაში იღებდა და მათი გამოქვეყნება ახლახან გადაწყვიტეს.  დაათვალიერეთ კუმბსების მიერ გადაღებული ფერადი და შავ-თეთრი ფოტოების კოლექცია.

ლეგენდარული სინდი კროუფორდი Muse-ში

47 წლის ლეგენდარული ტოპ-მოდელი სინდი კროუფორდის (Cindy Crawford) ფოტოები Muse-ს ზაფხულის ნომერში (N34)  გამოქვეყნდა. კროუფორდის ულამაზესი ფოტოები ცნობილ ფოტოხელოვანს მარიანო ვივანკოს (Mariano Vivanco) ეკუთვნის. დაათვალიერეთ ჯერ კიდევ მშვენიერი სინდი კროუფორდის ფოტოები ჩვენს გალერეაში.

კარმენ პედარუ Massimo Dutti-ს ივნისის ლუქბუქში

ესპანური მარკის Massimo Dutti-ს ივნისის ფოტოსესიაში, რომელიც საზღვაო თემატიკას ეძღვნება, მომხიბლავი ტოპ მოდელი კარმენ პედარუ (Karmen Pedaru) მონაწილეობდა.  Massimo Dutti-ს ფოტოგალერეა friday.ge-ზე:

პარიზული აპარტამენტის კრეატიული დიზაინი

ბარსელონელმა ინტერიერის დიზაინერმა კარლოს პუიოლიმ, რომელიც ამჟამად პარიზში მოღვაწეობს, 300 კვ.მ ფართობის აპარტამენტი დააპროექტა. ალბათ, ყველაზე სწორი იქნებოდა, პუიოლის ამ პროექტისთვის ფუტურისტული გვეწოდებინა – გაზეთის შპალერი, სათვალეებისაგან გაკეთებული ჭაღი, მოპედები შუა ოთახში, ფერად-ფერადი კარები, წიგნებისგან აწყობილი სვეტები და უამრავი სხვა გიჟური იდეა! თუმცა ყველაფერი ისეთი გემოვნებითაა შეხამებული, ძალიან ძნელია ამ ინტერიერით არ აღფრთოვანდე. დაათვალიერეთ პარიზული აპარტამენტის … Continue reading

სახლის ოფისის დიზაინი

რა თქმა უნდა, არავის უხარია სახლში მუშაობა – აქ ყველა ვცდილობთ ოფისის გარემოსგან დასვენებას. თუმცა ხშირად იძულებული ვხდებით, საღამოსაც განვაგრძოთ მუშაობა, ამიტომ ნებისმიერ სახლში აუცილებელია პატარა კუთხე მაინც, სადაც მეტ-ნაკლებად სამუშაო გარემო იქნება შექმნილი. თუ სამსახურის შემდეგ სახლში მუშაობა ხშირად გიწევთ, რა თქმა უნდა, სასურველია ამისთვის ცალკე ოთახი გქონდეთ, მაგრამ ამის საშუალება ბევრს არ აქვს. … Continue reading

პლაჟის სახლი მალიბუზე

მალიბუს პლაჟზე მდებარე ამ კოხტა სახლის ინტერიერი და ექსტერიერი იმდენად მსუბუქი და სიცოცხლით სავსეა, რომ შეუძლებელია, მათი ფოტოები ღიმილის გარეშე დაათვალიერო. შუშის კედლების წყალობით, ოკეანის ხედით ტკბობა ამ სახლის ყველა ოტახიდანაა შესაძლებელი. ინტერიერი უამრავი ფერადი დეტალითაა მოწყობილი. სახლს ასევე აქვს მყუდრო ტერასა, რომლიდანაც პირდაპირ პლაჟზე ხვდებით. დაათვალიერეთ მალიბუს პლაჟზე მდებარე სახლის ინტერიერისა და ექსტერიერის დანარჩენი … Continue reading

კომფორტული სასადილო ოთახები WEST ELM-ისგან

ამერიკული კომპანია West Elm ავეჯსა და სახლის დეკორის ნივთებს აწარმოებს. კომპანიის დიზაინერთა ნამუშევრები უბრალოებისა და დახვეწილი გემოვნების ნიმუშია. ბრენდის ნიშა კი ხელმისაწვდომი და ამავდროულად ხარისხიანი პროდუქციაა, რომლის შეძენაც West Elm-ის ინტერნეტ-მაღაზიაშია შესაძლებელი.  განსაკუთრებით საინტერესოა West Elm-ის მიერ წარმოებული სასადილო ოთახის ავეჯი და დეკორის ნივთები. მათ დასამზადებლად უმეტესად ნატურალური ხის მასალა არის გამოყენებული.  მოგვიანებით ჩვენ მოგითხრობთ კომპანიის მიერ წარმოებულ … Continue reading

გიროპლანი – ყველაზე უსაფრთხო საფრენი აპარატი

გიროპლანი (Gyroplane) საფრენი აპარატია, რომელიც ჰაერში  საყრდენი ხრახნის (როტორის) მეშვეობით ჩერდება. მას არა ძრავი, არამედ ჰაერის შემხვედრი ნაკადი ამოძრავებს. ასეთ ხრახნს „ავტოროტირებული“ ეწოდება. პირველი გიროპლანი 1923 წელს ესპანელმა ინჟინერმა ხუან დე ლა სიერვამ ააგო. უფრო ფართოდ კი ეს საფრენი აპარატები XX საუკუნის 30–იან წლებში გავრცელდა. ხუან დე ლა სიერვას მიერ კონსტრუირებული პირველი გიროპლანის პროექტი: გერმანული წყალქვეშა … Continue reading

კოლექცია Swimwear & Beachwear 2013 ინკანტოსაგან

მათთვის, ვინც უკვე დაიწყო პლაჟისთვის მზადება,  INCANTO საცურაო კოსტიუმების ახალ კოლექციას – Swimwear & Beachwear 2013-ს სთავაზობს.  INCANTO-ს სარეკლამო კამპანიის სახე  20 წლის სამხრეთ აფრიკელი მოდელი, Sports Illustrated-ის ვარსკვლავი ნიკოლ მეიერი (Nicole Meyer) გახდა. გადაღებები კუნძულ სარდინიაზე მიმდინარეობდა.  კოლექციაში იდეების მთელი ბუკეტია წარმოდგენილი – გრაფიკა, ცხოველთა პრინტები, მხიარული ფერები, პასტელური ტონები და სხვ. ამ ზაფხულის პლაჟის Must Have ბიკინი და მონოკინია ცხოველების … Continue reading

თამაში საჭმელთან. ვანესა დუალიბის მხიარული ფოტოები. ნაწილი II

ფუდფოტოგრაფის ვანესა დუალიბის ბოსტნეულის კომპოზიციებზე უკვე ვისაუბრეთ, friday.ge-ს დღევანდელი თემა კი მისი კომპოზიციების სერიაა, რომლის მთავარი გმირიც არის მისი აღმატებულება კვერცხი! „თავისთავად კვერცხის ჭამაც ძალიან მიყვარს, ხასიათების შესაქმნელად კი ის გადასარევი მასალაა“, – ამბობს ვანესა. „სასაცილო ფიზიონომიები ძალიან მამხიარულებს და შესაბამისად, ფოტოებიც სასაცილო გამომდის“. „კვერცხის თავგადასავალი“ ვანესა დუალიბის ფოტოებში: ვანესა დუალიბის ოფიციალური საიტია: vanessadualib.com  

კენტ შირაიშის იაპონია

კენტ შირაიშის ნამუშევრების ნახვისას პირველი შეგრძნება ისაა, რომ ამ ადამიანს ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა. მის ფოტოებში ასახული იაპონია ლამაზი, მშვიდი და ხელუხლებელია. დღეისათვის ფოტოგრაფია კენტისთვის მხოლოდ ჰობია, მაგრამ მოყვარული ფოტოგრაფის ამპლუაშიც კი მის ფოტოყულაბაში ულამაზესი იაპონიის ფოტოების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. კენტი კუნძულ ჰოკაიდოზე ცხოვრობს და მუშაობს. მას პატარა სასტუმრო აქვს და აქვე მსურველებს ფოტოხელოვნებასაც ასწავლის. შეიძლება … Continue reading

ჩაიძირეთ მელეხის ზღაპარში

გერმანელი მხატვრისა და ფოტოგრაფის ფრენკ მელეხის (Frank Melech) ციფრული ნაწარმოებები აქამდე უცნობ და უცნაურ ზღაპარში გითრევენ – იგი სრულიად ახალ და უპრეცედენტო სამყაროს ქმნის. მელეხის ნაწარმოებებში უხვადაა გამოყენებული სიმბოლიზმი და ალეგორია – აქ, როგორც ნამდვილ ზღაპარს შეეფერება, წარმოუდგენელი და არაბუნებრივი ამბები ხდება. მელეხს ბევრი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის Trierenberg Super Circuit და ოქროს … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე