The Nook – ძველებური თანამედროვე ქოხი

ინდიელთა ვიგვემებით შთაგონებულმა არქიტექტორმა და დიზაინერმა ენთონი გიბონმა (Antony Gibbon) ​​კომპაქტური, მობილური ქოხის პროექტი შექმნა, რომელსაც მრავალფეროვანი გამოყენება შეიძლება მოეძებნოს. არქიტექტორმა თავის პროექტს The Nook (ნიშა, კუთხე) უწოდა. პროექტის განხორციელებისას მან უძველესი სამშენებლო ტექნოლოგიები გამოიყენა.   The Nook-ის კუთხეების განლაგების გეგმა: ხის ქოხში შეიძლება განთავსდეს სახლის ოფისი, ან სულაც გამოყენებული იყოს, როგორც დასასვენებელი ან სასტუმრო ოთახი. Advertisements

მორების სახლი

ეს პატარა კონსტრუქცია შორიდან მორების გროვას წააგავს. მაგრამ თუ უფრო ახლოს მიხვალთ, მორების გროვაზე მართკუთხედის ფორმის შავ ხაზებს შენიშნავთ, რომლებიც სინამდვილეში საუკეთესოდ შენიღბული ფანჯრების დარაბებია. უცნაური პატარა სახლი დანიელ პერფორმერს ჰანს ლიბერგს (Hans Liberg) ეკუთვნის. მისმა მეგობარმა პიტ ჰეინ იკმა ნაგებობა ნამდვილი მორებით ააშენა. ფანჯრების ჩარჩოები და კარი რკინისგანაა დამზადებული და ჯერ პლასტმასით, ხოლო შემდეგ ხის თხელი გადანაჭრებით … Continue reading

კასა ფაუცინოს დიდი აფეთქების თეორია

ამ გამაოგნებელი შენობის არქიტექტორისთვის შთაგონების წყარო დიდი აფეთქების თეორია გახდა – Casa Faustino-ს კონსტრუქცია მართლაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს სახლი ფეთქდება. სახლის არქიტექტურა და დიზაინი ეკუთვნის არქიტექტორ დიდიე ფაუცინოს, რომელიც ერთ-ერთია პროექტ Solo Houses-ში მონაწილე 12 არქიტექტორიდან. Solo Houses-ის მთავარი იდეა  ექსტრემალური არქიტექტურის შექმნა იყო. Casa Faustino მეორე სახლია, რომელიც პროექტის ფარგლებში განხორციელდა და არქიტექტორების ფანტაზია “ააფეთქა”. სახლის ნაწილები თითქოს სხვადასხვა მხარეს გარბის და … Continue reading

ფეხებიანი სახლი ტბაზე

პროექტი Treehouse Solling გერმანულმა არქიტექტურულმა ბიურომ Baumraum-მა წარმოადგინა. ეს არასტანდარტული სახლი პატარა ქალაქ უსლარში (გერმანია),  შუა ტყეში, ზედ პატარა ტბაზე დგას. სახლამდე მიმავალ გზაზე, ტყეში კიდევ რამდენიმე პატარა ტბა და მდინარეა. უცნაური კონსტრუქცია მეტყევის სახლის ერთგვარი დამატებაა და მფლობელის შვილისთვის აშენდა.  სახლი ხიდით უკავშირდება ტბის პირას მდგარ უზარმაზარ ხეს, რომლიდანაც ხის კიბე ეშვება. ორსართულიანი სახლის ინტერიერის უდიდესი ნაწილი … Continue reading

ბუნებაზე მორგებული სახლი იაპონიაში

იაპონური არქიტექტურული სტუდიის Hiroshi Nakamura & NAP-ის სპეციალისტებმა ტოკიოში (იაპონია) უჩვეულო საცხოვრებელი კომპლექსი დააპროექტეს. პროექტის ორიგინალობას სახლის ბუნებასთან მეტისმეტად ახლო კონტაქტი განაპირობებს. სახლი აშენებული მთის ფერდობზე, რომელიც მთლიანად ტყის მასივით არის დაფარული. დამკვეთთან შეთანხმებით არქიტექტორებმა გადაწყვიტეს, რომ სახლის მშენებლობის პროცესში არცერთი ხე უნდა მოეჭრათ. შესაბამისად, შენობის კედლები მასიურ ხეებს შორისაა ამოყვანილი და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, … Continue reading

“იაგუარის” მეორე სიცოცხლე

დანიურმა დიზაინის სტუდიამ Denieuwegeneratie კოპენჰაგენის ახლოს აშენებული მიწისქვეშა ვილის დეკორირებისას ორიგინალური აქსესუარი გამოიყენა. დიზაინერებმა ვინტაჟური “იაგუარი” წიგნის თაროდ გადააქციეს. დიზაინერებმა ავტომობილიდან მხოლოდ ძრავა ამოიღეს და სახურავი მოაშორეს, დანარჩენი დეტალები კი ადგილზეა. “იაგუარის” საბარგული და კაპოტი კარადებადაა გადაკეთებული, სალონში კი სამი თაროა დამატებული. კედელში ავტომობილი ბორბლებით არის ჩაშენებული 😉 😉

კარტოფილ-არტი ლიბანელი მხატვრისგან

ლამაზად ხატავთ ქაღალდზე ან ტილოზე? ამის გაკეთება ვის არ შეუძლია. მაგრამ რას იტყვით კარტოფილის მოხატვაზე? ზოგს ეს საკმაოდ კარგად გამოსდის. ლიბანელი არტისტი ჯინოუ ჩოუირი კარტოფილზე ნამდვილ მხატვრულ ინსტალაციებს ქმნის. მისი ნამუშევრების რაოდენობა უკვე რამდენიმე ასეულს ითვლის. “კარტოფილი ადამიანის სახის გამოსასახად მრავალი გამაოგნებელი პარალელის გამო ავირჩიე. მისი კანი ფერით ადამიანის კანს  წააგავს, ფორმით – ადამიანის თავს”, … Continue reading

უილ ბეკერსის გამაოგნებელი სკულპტურები

დანიელი არტისტი უილ ბეკერსი (Will Beckers) რომელსაც ასევე უილოუმენს – ტირიფის კაცს უწოდებენ, ტირიფის ტოტებისა და სხვადასხვა მეორადი მასალისგან არაჩვეულებრივ სკულპტურებს ქმნის. ტირიფის ნაგებობები არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ფუნქციურიცაა – მათში ადამიანს ღამის გათენება შეუძლია, თუ სურვილი ექნება 😉 ეს მაგიური სკულპტურები დრეკადი ხმელი ტოტების დაწვნის, გადაგრეხვის გზით არის შექმნილი და ნამდვილად ზღაპრულ გარემოს ქმნის. … Continue reading

ყველაზე კრეატიული ყავის ფინჯნები

ყავის ან ჩაის გემრიელად მირთმევა ყველას უყვარს, თუმცა ეს პროცესი ბევრად სასიამოვნოა, თუ ფინჯანი ლამაზად არის დეკორირებული – უბრალო ჭურჭელი ზოგჯერ ისე მოსაწყენია… 10 ყველაზე კრეატიული ფინჯანი FRIDAY.GE-ზე. Ctrl + Alt + Delete – კლავიატურის ცნობილი ღილაკები 😉 მეტად ფუნქციური დიზაინი – ნამცხვრისთვის თეფშის გასვრა აღარაა საჭირო 😉 ფინჯნის გარეცხვის შემდეგ იოლად უპოვნი გასაშრობ ადგილს … Continue reading

MOJO iCuisine – ინტერაქტიული რესტორანი ტაიბეიში

კომპანია Moxie Design-ის არქიტექტორებმა ქალაქ ტაიბეიში (ტაივანი) რესტორან MOJO iCuisine-ს უნიკალური პროექტი განახორციელეს. პროექტის უნიკალურობას მაღალი ტექნოლოგიების ორიგინალურად გამოყენება განაპირობებს – რესტორნის სასადილო ზონაში განთავსებულია ორადგილიანი მაგიდები სენსორული ეკრანებით, რომელთა საშუალებითც შესაძლებელია მენიუს ნახვა, შეკვეთის გაფორმება, რეკლამებისა და საუკეთესო კომპიუტერული გრაფიკით შესრულებული კლიპების ყურება, თამაში, ანგარიშის მოთხოვნა, გადახდა და ციფრული “მაგიდის გადასაფარებლის” შეცვლაც კი 

EDGELAND RESIDENCE – თანამედროვე მიწური

სტუდიამ Bercy Chen დააპროექტა რეზიდენცია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის უძველეს მკვიდრთა მიწურების თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს. რეზიდენცია მდინარე კოლორადოს ნაპირზე, მიტოვებულ მიწის ნაკვეთზე აშენდა. სახლის ნაწილი მიწის ქვეშაა განთავსებული, ხოლო სახურავი მთლიანად მიწითა და მცენარეებითაა დაფარული. საცხოვრებლის ამგვარად მოწყობის ტრადიცია საუკუნეების წინ იყო დამკვიდრებული და მთელი წლის განმავლობაში ტემპერატურის სასურველ ნიშნულზე შენარჩუნების საშუალებას იძლეოდა. ამგვარი წესით აშენებულ … Continue reading

კარლ უორნერის ფუდარტი

ლონდონელი ფოტოხელოვანი კარლ უორნერი (Carl Warner) არაჩვეულებრივად რეალისტური პეიზაჟების შესაქმნელად სხვადასხვა საკვებ პროდუქტს იყენებს. მის ნამუშევრებში პურის ქერქი მთებად იქცევა, კიტრი ხის ღეროდ, ხოლო კომბოსტო, ბროკოლი და სხვადასხვა მწვანილი – ფოთლებად. უორნერი და მისი ასისტენტები პეიზაჟის თუ შენობების სტრუქტურას პროდუქტების ელემენტების გამოყენებით ზედმიწევნით ზუსტად აგებენ. ბოსტნეულით და სხვა საკვები პროდუქტებით შექმნილი ტაჯ მაჰალი, ჩინეთის დიდი კედელი, ლონდონის … Continue reading

ორიგინალური რესტორანი შვედეთში

რესტორანი Tusen, რომელიც სამთო-სათხილამურო კურორტ რამუნდბერგეტში (შვედეთი) მდებარეობს, არქიტექტურული ბიუროს Murman Arkitekter-ის პროექტია. რესტორანი 125 სტუმარზეა გათვლილი და სტუმრებს ძირითადად შვედური სამზარეულოს კერძებს სთავაზობს. ეს არქიტექტურული თვალსაზრისით საოცარი ნაგებობა მთლიანად არყის ხის მასალით აშენდა. რესტორნის ინტერიერი თანამედროვე სტილშია მოწყობილი. მაგიდების უმეტესობა ფანჯრებთანაა მიდგმული, საიდანაც ულამაზესი, ხელუხლებელი ბუნების არაჩვეულებრივი ხედი იშლება.

საინტერესო ფაქტები მოდის ისტორიიდან

მოდის ისტორია, ალბათ, მაშინ დაიწყო, როცა ადამიანებმა პირველად მოიგონეს რაღაც ტანსაცმლის მაგვარი. მას შემდეგ კაცობრიობა სამოსს  არა მხოლოდ პირდაპირი ფუნქციით, არამედ არავერბალური კომუნიკაციის ერთგვარ საშუალებადაც იყენებს. ტანსაცმლის საშუალებით  მის მფლობელზე საკმაო ინფორმაციის მიღება ნებისმიერ ეპოქაში იყო შესაძლებელი. სწორედ ამ გარემოებასთანაა დაკავშირებული მოდის ისტორიის ზოგიერთი საინტერესო ფაქტი. ამბობენ, რომ მოდა სიტყვის თავისუფლების თავისებური ფორმაა, სამოსისა და აქსესუარების … Continue reading

მიწისქვეშა სკოლა იტალიაში

არქიტექტურულმა ბიურომ Cleaa Claudio Lucchin & architetti associati იტალიის ქალაქ ბოლცანოში სკოლის მიწისქვეშა ფართი დააპროექტა. პროექტის განხორციელებას 6,420,000 ევრო დასჭირდა. სკოლა Hanna Arendt ქალაქის ისტორიულ ცენტრშია განლაგებული, თუმცა თანამედროვე კონსტრუქცია შუშის ზედაპირით მის ჰარმონიას არ არღვევს. პროექტის განხორციელების შემდეგ სკოლის სტანდარტულ შენობას დაემატა ოთხი დამატებითი სართული ცხრა ახალი საკლასო ოთხით, ექვსი კაბინეტი სემინარებისთვის და პატარა ბაღი, რომელიც მიწის … Continue reading

ჰოთელიქოფთერი

კიდევ ერთი “ექსპონატი” ჩვენი უცნაური სასტუმროების კოლექციიდან – ოტელი-ვერტმფრენი მათთვის, ვისაც ადრენალინი და სახიფათო თავგადასავლები უყვარს.  “ჰოტელიქოფთერი” მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ვერტმფრენია, რომელიც იმავდროულად ოტელის ფუნქციასაც ასრულებს. მფრინავი სასტუმროს სახელწოდება ორი სიტყვის – hotel-ისა და helicopter-ის შერწყმითაა მიღებული. 5-ვარსკვლავიან სასტუმროში 18 ნომერია, რომლებიც აღჭურვილია უკაბელო ინტერნეტით, მინი ბარით, საწოლით და უმაღლესი კლასის სასტუმროს ნომრისათვის აუცილებელი ყველა ატრიბუტით. … Continue reading

წიგნის თარო Equilibrium – წონასწორობის საიდუმლო

ეს არასტანდარტული წიგნის თაროები აშშ-ში მცხოვრებმა წარმოშობით კოლუმბიელმა დიზაინერმა ალეხანდრო გომეზმა (Alejandro Gomez) შექმნა. თარო რამდენიმე ბლოკისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს აბალანსებს და აწონასწორებს. თაროს სიმაღლე 2 მეტრს აღწევს. მისი 5 კომპონენტი 55 კგ სიმძიმეზეა გათვლილი. თაროების გარე მხარე ყოველთვის კაკლის ხის მასალისაგან არის დამზადებული, შიდა მხარე კი  სხვადასხვა ფერის შეიძლება იყოს – ცისფერი, თეთრი ან ნებისმიერი სხვა – ფერი შემკვეთის … Continue reading

წმინდა ხიდი ინდონეზიაში

ეს უნიკალური ხიდი, რომელსაც ინდონეზიელები “ჯემბატან აკარს” უწოდებენ, სინამდვილეში სასიცოცხლოდ აუცილებელი “კონსტრუქციაა” პესისირის რაიონის ორი პატარა სოფლისთვის კომუნიკაციისთვის. ცოცხალი ხიდი წლების განმავლობაში ხეების ფესვების გადახლართვის შედეგად იქმნებოდა და ეს არაჩვეულებრივი ბუნებრივი წარმონაქმნი დღესაც აგრძელებს ზრდას. წვიმიან ამინდში ხიდი სრიალა ხდება, ამიტომ მასზე გადასვლისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. უცნაურ ხიდს, რომლის სიგრძეც 30 მეტრს აჭარბებს, ორი სოფლის მცხოვრებლები ათობით წლის … Continue reading

მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომობილი

მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომობილს, რომელსაც საგზაო მოძრაობის ლიცენზია აქვს, Wind Up ეწოდება. ავტომობილი სათამაშოს უფრო გავს და ალბათ, ქუჩაში მისი ყოველი გამოსვლისას ცნობისმოყვარეთა ჯგუფები იკრიბება, რომლებსაც ტექნიკის ამ საოცრების დათვალიერება სურთ. ავტომობილის სიმაღლე სულ 104 სანტიმეტრია, სიგრძე 129,5 სმ, ხოლო სიგანე 66 სმ. თუმცა მას აქვს ყველაფერი, რაც ჩვეულებრივი ზომის ავტომობილს სჭირდება – უსაფრთხოების ღვედით დაწყებული, … Continue reading

ახალი ზელანდია: ფეხსაცმლის ფორმის სასტუმრო The Boot

ეს პატარა უცნაური სასტუმრო, სახელწოდებით The Boot,ახალ ზელანდიაში, ნელსონის რეგიონში მდებარეობს. როდესაც მიწათმფლობელმა სთივ რიჩარდსონმა ფეხსაცმლის ფორმის სასტუმროს აშენება გადაწყვიტა, ბევრი ამ წამოწყებას ირონიით უყურებდა. თუმცა რამდენიმე წელიწადში ერთნომრიანი სასტუმრო ტურისტებს შორის პოპულარული გახდა, ახლა კი ის ნელსონის რეგიონის ღირშესანიშნაობად მიიჩნევა.  ფეხსაცმლის ფორმის სასტუმრო ეკოლოგიურად სუფთა გარემოშია აშენებული – უცნაურ შენობას გარს აკრავს ულამაზესი ბაღი, რომელიც … Continue reading

უმბერტო დათოლას გიგანტური ავეჯი

ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა უმბერტო დათოლამ (Umberto Dattola) მილანის დიზაინის კვირეულზე ავეჯის უცნაური კოლექცია წარმოადგინა. ექსტრავაგანტური ავეჯის შესაქმნელად დიზაინერმა ძველი რესტავრირებული ანტიკვარული კარადები, საწოლები, ტუმბოები და სკამები გამოიყენა, რომლებსაც უზარმაზარი კლაკნილი ფეხები მიამაგრა. როდესაც დათოლას ავეჯის კოლექციას ათვალიერებ, გგონია, ეს ფანტასტიკური ნივთები პირდაპირ ზღაპრიდან გადმოვიდნენ და  ერთმანეთთან სასაუბროდ შეჩერდნენ. “ადამიანმა ნივთებს არ უნდა მიანიჭოს იმხელა მნიშვნელობა, რომ მათ … Continue reading

იაპონია: ხე ინტერიერის დიზაინში

როდესაც პროექტის დამკვეთმა არქიტექტურულ კომპანიას Hironaka Ogawa & Associates მშობლების კუთვნილ ეზოში საკუთარი სახლის აშენება შეუკვეთა, სთხოვა, რომ მიწის ნაკვეთზე არსებული ძელქვისა და ქაფურის ხეები ამა თუ იმ ფორმით უნდა შენარჩუნებულიყო. მეორე მხრივ, ხეების მოჭრა არქიტექტორების მთავარი მოთხოვნა იყო, რადგან ეზოში კიდევ ერთი სახლის ასაშენებლად საკმარისი ადგილი არ იყო. ამ სიტუაციაში დიზაინერებმა Hironaka Ogawa & … Continue reading

V8 Hotel – ავტოსასტუმრო შტუტგარტში

გინდათ დაიძინოთ როლს როისში ან კადილაკში? – სასტუმრო V8 Hotel-ში, რომლის დიზაინიც მთლიანად საავტომობილო თემატიკაზეა აგებული,ეს პრობლემა არ არის. სასტუმროს 34 ნომრიდან თითოეული ავტომობილის სხვადასხვა მარკის ისტორიას ასახავს. საწოლები ძველი მანქანებისგან არის გაკეთებული, კედლები კი ავტომობილების ფოტოებით ან ავტო და საგზაო თემატიკასთან დაკავშირებული აქსესუარებითაა გაფორმებული. ავტოდიზაინი წვრილმანებამდეა გათვლილი –  ძველი ძრავისაგან გაკეთებული მაგიდა, საგზაო ნიშნები და ვარსკვლავებიანი … Continue reading

ჰობიტების სასტუმრო მონტანაში

სასტუმრო “ჰობიტების სახლი”, რომელიც სტივ და ქრისთენ მაიკლსებმა ააშენეს, სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. თუმცა ეს არც არის გასაკვირი. როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, სასტუმრო დამსვენებელს უჩვეულო გარემოში დასვენებას სთავაზობს – ჰობიტების სოროში დასვენების მსურველი კი უამრავი აღმოჩნდა როგორც აშშ-ში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. სასტუმრო მონტანას შტატში (აშშ) თროუთ ქრიქიდან 8 კილომეტრში, ფიჭვის ტყეში მდებარეობს. სასტუმროდან თეთრი ფიჭვის ველისა … Continue reading

მსოფლიოში ყველაზე საშიში გზა

დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გზად ჩინეთის პროვინცია ჰუნანში, ტიან მენ შანში არსებული გზა მიიჩნევა, რომელსაც “99 მოსახვევის გზასაც “უწოდებენ. “ზეცისკენ მიმავალი გზის” მშენებლობა1998 წელს დაიწყო და რვა წელი გრძელდებოდა. გზის ყველაზე დაბალი ნაწილი ზღვის დონეზე 200 მერტით დაბლაა გაყვანილი, ხოლო ყველაზე მაღალი წერტილი კი – ზღვის დონიდან 1300 მეტრ სიმაღლეზეა. მათთვის, ვისაც ამ შიშისმომგვრელ გზაზე … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე