საშობაო კრაფტი: ხელნაკეთი სათამაშოები, 50 იდეა

საახალწლო სათამაშოების საკუთარი ხელით დამზადება არა მხოლოდ იაფი ან საერთოდ უფასო საშუალებაა სახლის მოსართავად, არამედ ძალიან სახალისოც, მით უმეტეს, თუ საქმეში ბავშვებსაც ჩართავთ. ხელნაკეთი ნივთები, რომელსაც ჩვენს ფოტოგალერეაში წარმოგიდგენთ, ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი მასალით არის გაკეთებული. მაგალითად, გამოყენებულია ძველი ძველი ტანსაცმლის ან ტილოს ნაჭრები, სვიტერები, ფურცლები ნოტების რვეულიდან, გირჩები, მუყაო, ფერადი ქაღალდი, ძველი წერილები და მისალოცი … Continue reading

საახალწლო იდეები: კიბეების გაფორმება

საახალწლო სამზადისის კიდევ ერთი საინტერესო და სასიამოვნო ეტაპი კიბეების დეკორირებაა – ლამაზად დეკორირებული კიბე სახლში არაჩვეულებრივ სადღესასწაულო განწყობას და სიმყუდროვეს შექმნის. კიბის დეკორირების პროცესი მოაჯირის მორთვით იწყება. ამისთვის გამოგადგებათ ბუნებრივი გირლანდა (ნაძვის, ფიჭვის ან ნებისმიერი მარადმწვანე მცენარის დრეკადი ტოტები, კენკროვნები) მანათობელ გირლანდებთან ერთად, რბილი სათამაშოები – საშობაო ანგელოზები, ნაძვის ხეები, წინდები, სხვადასხვა ზომისა და ფერის … Continue reading

ფერადი საშობაო წვეულება ხელნაკეთი დეტალებით

ამ პოსტში წარმოგიდგენთ  საახალწლო/საშობაო ვინტაჟური წვეულების გაფორმების იდეებს. დეკორაციების მნიშვნელოვანი დეტალებია: ფერად პრინტერზე ამობეჭდილი იარლიყები და პერსონალური ბარათები სასმელის ჩასასხმელად გამოყენებული მეორადი ბოთლებისთვის; პრინტერზე ამობეჭდილი ლოგოები და ლამაზი ლენტები სკამების, საჩუქრების, ქაფქეიქებისა და სხვადასხვა ტკბილეულის გასაფორმებლად; სადღესასწაულო მაგიდის ცენტრის გაფორმება სამი ხელოვნური ნაძვის ხისა და სხვა საახალწლო ელემენტებისგან შემდგარი კომპოზიციით; ბუხრის დეკორაცია –  შუშის ჭურჭელში … Continue reading

საახალწლო იდეები: სასადილო ოთახის დიზაინი

სასადილო ოთახის ან რომელიმე (სამზარეულო ან მისაღებ) ოთახთან ინტეგრირებული სასადილო კუთხის დიზაინი საახალწლო მზადებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. ეს ის ადგილია, სადაც, ალბათ, ახალ წელს შეხვდებით ან სადღესასწაულო სუფრას გაშლით, ამიტომ საახალწლო განწყობა ყველაზე მეტად აქ უნდა იგრძნობოდეს. საახალწლო განწყობის შესაქმნელად, სასურველია ოთახში იდგას ნაძვის ხე (თუნდაც, მცირე ზომის – იმ შემთხვევაში, თუ “მთავარი” ნაძვის ხე … Continue reading

ვარსკვლავები საახალწლო დეკორში

წინასაახალწლო პოსტების სერიაში ჩვენ უკვე შევეხეთ სახლის სადღესასწაულო გაფორმების თითქმის ყველა ასპექტს გირჩების დეკორით დაწყებული, საახალწლო ლანტერნებით  და ალტერნატიული ნაძვის ხეებით დამთავრებული. საახალწლო დიზაინის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ვარსკვლავებით შექმნილი კომპოზიციები და სათამაშოებია. ვარსკვლავებით შეიძლება გაფორმდეს ყველაფერი – კედლები, მაგიდის კომპოზიციები, ნაძვის ხე, ხმელი ტოტები. ბუხრები, საშობაო გვირგვინები და სხვ. გთავაზობთ საახალწლო დიზაინის 30-ზე მეტ … Continue reading

დაამზადეთ საკუთარი ხელით – ქილების დეკორირება საახალწლოდ

წინასაახალწლო დღეები არაჩვეულებრივი დროა საკუთარი ფანტაზიისა და დიზაინის ნიჭის გამოსავლენად. მურაბის, ყავის თუ ხიზილალის ლამაზი ქილები კი საუკეთესო საშუალებაა სახლის დეკორის ექსკლუზიური ნივთების – მაგალითად, ლარნაკების, თოვლის გლობუსების ან ლანტერნების დასამზადებლად. ასევე შეგიძლიათ შექმნათ საკმაოდ პრაქტიკული კონტეინერები კანფეტების, ტკბილეულის ან თუნდაც სანელებლების შესანახად. დაათვალიერეთ ქილების დეკორირების 40-მდე მაგალითი და მოძებნეთ თქვენი შთაგონების წყარო 😉 ❤ … Continue reading

სადღესასწაულო სიმყუდროვე: შობა-ახალი წელი ქანთრი სტილში

რა შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე დღესასწაულის სოფლის სახლში გატარება? გარეთ – თოვლი, სახლში – ბუხარი, სითბო, სიმყუდროვე და საახალწლო სამზადისი ❤ ❤ ქანთრი სტილის სახლის საკუთარი ხელით დეკორირება ძალიან სასიამოვნო პროცესია, ამავე დროს საკმაოდ იაფიც. თითქმის ყველაფერი, რაც გჭირდებათ – წიწვოვანი და უბრალოდ, ხმელი ტოტები, გირჩები, ლამაზი ქვები, ხის ქერქი, ხილი, თხილეული – შეიძლება საკუთარ … Continue reading

საახალწლო იდეები: საძინებელი ოთახის გაფორმება

საახალწლო ნაძვის ხის და მისაღები ოთახის დეკორირების შემდეგ საძინებელის რიგი დგება – სადღესასწაულო განწყობა ყველა ოთახში უნდა იგრძნობოდეს! თუ ფართი პატარაა, სჯობს მარტივი, უბრალო დიზაინი მოიფიქროთ, რომ ოთახი მეტისმეტად არ გადაიტვირთოს, დიდი ფართი კი ფანტაზიის გამოვლენის მეტ შესაძლებლობას იძლევა. საძინებლის დეკორიდებისთვის საუკეთესო დეტალი თეთრი მანათობელი გირლანდებია, რომლებიც ოთახში სასიამოვნო, ინტიმურ გარემოს და სიმყუდროვეს ქმნის. ოთახის … Continue reading

ტრადიციული საახალწლო ნაძვის ხის ალტერნატივა: 38 იდეა

ნაძვის ხის მორთვა საახალწლო სამზადისის ყველაზე სასიამოვნო ნაწილია, თუმცა დეკორირების მოყვარულებისთვის ხშირად მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. საკუთარი ფანტაზიის გამოვლენის საუკეთესო გზა კი ალტერნატიული ნაძვის ხის შექმნაა. ალტერნატიული ნაძვის ხის ასაწყობად შეიძლება გამოიყენო წიგნები, პალეტის ფიცრები, ტოტები, ჯოხები, საახალწლო სათამაშოები, ნაჭერი, ბოთლები, კენკროვანი მცენარეები, ნაძვის ტოტები, მუყაო, კიბე, კორპი და თუნდაც ბალიშები – ყველაფერი რაც … Continue reading

საახალწლო იდეები: სანთლების დეკორირების 45 იდეა

ლამაზად დეკორირებული სანთლები საახალწლო დიზაინის შეუცვლელი კომპონენტია. ევროპის ქვეყნებში, საშობაო სანთლებთან ლამაზი ტრადიციაა დაკავშირებული, რომლის შესახებ ჩვენ უკვე დავწერეთ ერთ-ერთ პოსტში. განსაკუთრებით სასიამოვნო კი მათი საკუთარი ხელით დეკორირება და ორიგინალური კომპოზიციების შექმნაა. ნაძვის ან ფიჭვის ტოტები, სხვა მარადმწვანე მცენარეების ფოთლები, ქილები, კენკრები, უბრალო ფერადი ქაღალდი, თექა, ხმელი ტოტები, ციტრუსები, ნაძვის ხის სათამაშოები, წვიმები, მძივები, გირჩები … Continue reading

საახალწლო იდეები: მისაღები ოთახის სადღესასწაულო დეკორი

რა თქმა უნდა, სადღესასწაულო განწყობა ყველა ოთახში უნდა იგრძნობოდეს, თუმცა მისაღები ოთახი – საკვანძოა საახალწლო დიზაინში. ოთახში, სადაც ჩვეულებრივ, ახალი წლის მთავარი სიმბოლო – ნაძვის ხე დგას, სტუმრებს იღებთ და ოჯახთან ახალ წელს ხვდებით, ყველაფერი უნდა ბრწყინავდეს და ლაპლაპებდეს 😉 😉 ამიტომ საახალწლო ატმოსფეროს შექმნა სწორედ ამ ოთახით უნდა დაიწყოთ – წარმოგიდგენთ მისაღები ოთახის დეკორირების … Continue reading

საახალწლო იდეები: ნაძვის ხის დიზაინი

ახალ წლამდე რამდენიმე კვირა რჩება და ნაძვის ხის მორთვა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, დეკორირების მოყვარულებისთვის კი ფანტაზიის და კრეატიულობის გამოვლენის საუკეთესო საშუალება. საახალწლოდ ნაძვის ხე ერთგვარი სავიზიტო ბარათი და ამავე დროს სახლში სასიამოვნო განწყობის შექმნის საუკეთესო საშუალებაა, ამიტომ რაც უფრო მალე მორთავთ, მით მეტხანს გაგყვებათ სასიამოვნო შეგრძნებები 😉 სახლის სადღესასწაულო დეკორისა და კონკრეტულად ნაძვის ხის … Continue reading

სადღესასწაულო იდეები: ხელნაკეთი საჩუქრები შობა-ახალი წლისთვის

წინასაახალწლო პერიოდი საუკეთესო დროა საკუთარი კრეატიულობის გამოსავლენად, ასევე დროის სასიამოვნოდ გასატარებლად, მით უმეტეს, თუ საჩუქრებსა და დეკორის ნივთებს ბავშვებთან ერთად აკეთებთ. FRIDAY.GE წარმოგიდგენთ  სახლისა და ეზოს საახალწლო დეკორის 35 იდეას, ასევე პერსონალიზებულ ხელნაკეთ საჩუქრებს, მათ შორის “ტკბილი საჩუქრების” გაფორმების იდეებსაც 😉 😉 ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ ❤

სკანდინავიური სტილის ინტერიერის დახვეწილი საშობაო დეკორი

ამ პოსტში წარმოგიდგენთ დანიელი ჰელ თუბორგის სახლის საშობაო დიზაინს. თუბორგი დასთან – კამილასთან ერთად დეკორის ნივთების არტსალონის Cahetu-ს მფლობელია და საკუთარი საცხოვრებელიც არაჩვეულებრივად აქვს მოწყობილი. სკანდინავიურ სტილში მოწყობილი სახლის ინტერიერი ფერთა სიჭარბით არ გამოირჩევა – აბსოლუტურად ყველა ოთახში თეთრი ფერი დომინირებს ღია ყავისფერთან, შავთან და ნაცრისფერის სხვადასხვა ტონალობასთან შეხამებით. ამ ჰარმონიას არც საშობაო დეკორის ნივთები … Continue reading

აგარაკის სახლის დიზაინი: ქანთრიდან ამპირამდე ნაწილი II

სააგარაკე სახლის მოწყობის შესახებ პოსტში ინტერიერის დიზაინის შესაძლო ვარიანტებს შევეხეთ და ქანთრი და დვენ სტილი განვიხილეთ. ამ პოსტში კი წარმოგიდგენთ კიდევ ორ სტილს თქვენი აგარაკის სახლისთვის 😉 ფიუჟენი: სასიამოვნო შეუსაბამობები ინტერიერის სტილის არჩევისას კარგმა დიზაინერმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს იქ მცხოვრები ოჯახის ყველა წევრის ჩვევები და ცხოვრების სტილი. ხშირად საჭირო ხდება სხვადასხვა სტილების შეჯერება, რასაც ფიუჟენს უწოდებენ. … Continue reading

მაიკლ ჯექსონის და მერაია ქერის პროდიუსერის რეზიდენცია

ჰემპტონსში მდებარე ამ ლამაზი დასასვენებელი სახლის მფლობელი წარმატებული პროდიუსერი სენდი გელინია. გელინი წლების განმავლობაში მერაია ქერისთან და მაიკლ ჯექსონთან მუშობდა, მუსიკალურ ინდუსტრიაში კარიერის დასრულების შემდეგ კი ინტერიერის დიზაინით დაინტერესდა. სენდი გელინის პირველი პრაქტიკა საკუთარი სახლების დიზაინის პროექტების შექმნა იყო. მისი კუთვნილი სახლების რაოდენობა კი ნამდვილად შთამბეჭდავია – სულ 49 სახლი! საბოლოოდ დიზაინერულმა იდეებმა გელინი ისე გაიტაცა, … Continue reading

მექსიკა: სახლი ნაკრძალში

ეს ულამაზესი სახლი  ქალაქ ვალიე დე ბრავოში (მექსიკა) არქიტექტურული სტუდია Parque Humano-ს დიზაინერებმა დააპროექტეს. სახლი ნაკრძალის ტერიტორიაზეა განლაგებული და მის ირგვლივ მეტად მრავალფეროვანი, უსწორმასწორო ლანდშაფტია. მექსიკის ამ ნაწილში ტემპერატურა წლის განმავლობაში 35°C-დან -2°C-მდე მერყეობს, ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით კი მუდმივად თავსხმა წვიმაა. ამიტომ შენობის პროექტირების დროს მოცემული კლიმატისა და ლანდშაფტის თავისებურებები გაითვალისწინეს.  სახლი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა დონეზეა განლაგებული და ერთმანეთს კიბეებით უკავშირდება. ამგვარი … Continue reading

ტოსკანას ცის ქვეშ

Castelletto  – ნატურალური ქვით ნაშენი მშვენიერი ვილაა, რომელიც ტოსკანას (იტალია) ერთ-ერთ ძველ დასახლებაში მდებარეობს. სახლის ისტორია საუკუნეებს ითვლის – ის ისტორიულ წყაროებში პირველად 1213 წელს არის მოხსენიებული. რამდენიმე წლის წინ ნაგებობის მასშტაბური რეკონსტრუქცია განხორციელდა და მას შემდეგ ვილა ქირავდება მათზე, ვისაც ნამდვილ იტალიურ გარემოში დასვენება სურს. რეკონსტრუირებული ვილის ინტერიერში თეთრთან ერთად მდიდარი მუქი ფერები ფიგურირებს, … Continue reading

ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე

ქალაქ პარატიში (რიო დე ჟანეიროს შტატი, ბრაზილია) ოკეანის სანაპიროზე ულამაზესი სახლი დგას, რომელიც არქიტექტორმა მარსიო კოგანმა (Marcio Kogan) დააპროექტა. სახლის ინტერიერში ცნობილი დიზაინერების ჯორჯ ნაკაშიმას, ლუის ბარაგანის, ლინა ბო ბარდის, სერხიო როდრიგესის, ხოაკიმ ტენრეიროსა და ხოსე ზანინ კალდასის მიერ დამზადებული ავეჯია გამოყენებული. სახლთან მოხვედრა შესაძლებელია როგორც სახმელეთო გზით, ისე ზღვით. მეორე შემთხვევაში კატერიდან პლაჟის გავლით … Continue reading

აგარაკის სახლის დიზაინი: ქანთრიდან ამპირამდე. ნაწილი I

ქალაქგარე სახლი, როგორც წესი, დასასვენებელი, ბუნებასთან ახლოს ყოფნის, სასიამოვნო სიმშვიდისთვის განკუთვნილი ადგილია, სადაც ქალაქური ყოველდღიურობის ფუსფუსი და სტრესი დავიწყებას უნდა მიეცეს. სახლის შიდა ინტერიერი დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის განწყობაზე, გადასცემს მას ემოციებს და შესაბამის ატმოსფეროსაც ქმნის. ამიტომაც სააგარაკო სახლის ინტერიერი სრულად უნდა შეესაბამებოდეს მფლობელისა და ოჯახის ყველა წევრის ჩვევებსა და ცხოვრების სტილს და რასაკვირველია, მშენებლობის … Continue reading

ხიროსიმა: ტყე შუშის სახლში

საპროექტო ბიურომ NAP Architects წარმოადგინა ინოვაციური სახლი, რომლის კედლების ნაწილი მთლიანად ოპტიკური შუშისგან არის აშენებული. ეს თანამედროვე სახლი ქალაქ ხიროსიმაში (იაპონია), მრავალსართულიან სახლებს შორის არის ჩადგმული და უნიკალური ფასადით გამოირჩევა. ფასადი მთლიანად შუშის “აგურებითაა” შესრულებული და მეტად ორიგინალურად გამოიყურება მიმდებარე სტანდარტულ შენობებს შორის. მრავალსართულიან სახლებს შორის აშენებული ამ შუშის სახლის ფასადი ხმაურიან, მუდმივად მსუბუქი ავტომობილებითა და საზოგადოებრივი … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე