დედამიწა ზემოდან – ნაწილი I

ეკოლოგიური პროექტის “დედამიწა ზემოდან” კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელი ფრანგი ფოტოგრაფი, ჟურნალისტი და ეკოლოგი იან ართუს-ბერნარდია. ამ პროექტის ფარგლებში ფოტოგრაფმა 10 წლის განმავლობაში დედამიწის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადგილები, სხვადასხვა სახის საფრენი აპარატებიდან და მაღალი შენობებიდან, განსხვავებული პერსპექტივით გადაიღო. პროექტი “გაერთიანებული ერების ორგანიზაციის” მხარდაჭერით განხორციელდა და მისი დასრულების შემდეგ იგივე დასახელების წიგნიც გამოიცა. დღეისთვის წიგნის “დედამიწა ზემოდან” მილიონობით ეგზემპლარია გაყიდული. … Continue reading

სასტუმრო და რესტორანი ფონტევროს სააბატოში

საფრანგეთში, ლიონში მდებარე ფონტევროს (ბენედიქტელთა) სააბატო ჩვ.წ.აღ.-ით 1101 წელს დაარსდა, დღეს კი აქ 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო და ბარ-რესტორანია, რომელიც სააბატოს ოთხი მონასტრიდან ერთ-ერთში, სენთ ლაზარეს მონასტერშია განლაგებული. ფონტევროს სააბატოში სამონასტრო ცხოვრება 1792 წლის საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ დასრულდა. 1804 წლიდან 1963 წლამდე შენობაში ციხე იყო განთავსებული. 1975 წლიდან სააბატო კულტურულ ცენტრად გადაიქცა, 2000 წელს კი ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის … Continue reading

ცათამბჯენი ხე – როგორი უნდა იყოს 21 საუკუნის შენობა

საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში იაპონელი არქიტექტორი სოუ ფუჯიმოტო, ფრანგულ არქიტექტურულ სტუდიებთან Manal Rachdi OXO და Nicolas Laisne Architects ერთად ააშენებს “XXI საუკუნის არქიტექტურული სიგიჟეების” სერიის მეორე შენობას Arbre Blank  ანუ “თეთრი ხე”. მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2015 წლის ივლისში, ხოლო პროექტის დასრულება 2017 წლის დეკემბერში. შენობას ექნება 17 იარუსი და მთლიანობაში 10 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს. იაპონელი არქიტექტორის სოუ ფუჯიმოტოს იდეოლოგიის მიხედვით, … Continue reading

ულამაზესი შალე კურშეველში

ეს ულამაზესი შალე, რომელსაც Pearl (მარგალიტი) ჰქვია,  საუკეთესო სერვისისა და ადგილმდებარეობის გამო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძო დასასვენებელი სახლია კურშეველში. შალე საკმაოდ ძველია – ის 1850 წელს არის აშენებული. შარშან შენობაა 1 მილიონი ევროს ღირებულების განახლების სამუშაოები ჩაუტარდა.  მარგალიტი” საფრანგეთის ალპებში, სამთო-სათხილამურო კურორტ კურშეველში მდებარეობს. შალეს მთავარი ღირსება დიდი დახურული აუზი, არაჩვეულებრივი სპა და ფიტნეს ოთახებია. გარდა … Continue reading

მსოფლიოს ულამაზესი კიბეები

ამ პოსტში წარმოგიდგენთ 18 კიბეს, რომელიც მხატვრებმა ხელოვნების ნიმუშებად და თავიანთი ქალაქების ღირშესანიშნაობად აქციეს. მსოფლიოს ულამაზესი კიბეები FRIDAY.GE-ზე. სან ფრანცისკო, აშშ. ვალპარაისო, ჩილე ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმის კიბე (აშშ) სეული, სამხრეთ კორეა ვუპერტალი, გერმანია სიცილია, იტალია რიო დე ჟანეირო, ბრაზილია ბეირუთი, ლიბანი კიბე მუსიკალური თეატრთან, სეული, სამხრეთ კორეა „მსოფლიოს კიბე“, სირია ანჟე, საფრანგეთი სტამბული, თურქეთი მორლე, საფრანგეთი … Continue reading

ციტრუსის ფესტივალი საფრანგეთში

ყოველწლიურად საფრანგეთში ციტრუსის ფესტივალი – Fete du Citron იმართება, რომლის მთავარი ღირშესანიშნაობა ლიმონის, ფორთოხლის თუ მანდარინისაგან აგებული გიგანტური სკულპტურებია. სკულპტურების შექმნის პროცესი საკმაოდ შრომატევადია – ამ საქმეში ერთდროულად მინიმუმ 300 პროფესიონალია ჩართული, რომლებიც უზარმაზარი ფიგურების შექმნას დაახლოებით ერთ თვეს ანდომებენ. ციტრუსის გიგანტური ფიგურების ასაგებად საშუალოდ 145 ტონა ხილი იხარჯება. ციტრუსის ფესტივალი 16 თებერვალს იწყება და ორი კვირა გრძელდება.

შოფინგი – პარიზის მაღაზიები

პარიზის ყველაზე სახელგანთქმულები მაღაზიები განლაგებულია ქუჩებზე Champs-Élysées, Rue du Faubourg Saint-Honoré, Avenue Montaigne. პატარა, მეტად დახვეწილი და ძვირი მაღაზიები Saint German ბულვარის ლათინურ კვარტალში შეგხვდებათ. მაღაზიებს, სადაც ხარისხიან საქონელს შედარებით ნორმალურ ფასად იყიდით, Rue St. Placide და Rue D’Alesia–ზე იპოვით. ზოგიერთ მაღაზიას საქონელს მოდის სახლები აწვდიან. თავად ცნობილი დიზაინერების მოდის სახლები მდიდრულ ქუჩებზე გეორგ V, ფრანსუა … Continue reading

საფრანგეთის თეთრი მარგალიტი

შალე White Pearl-ის (თეთრი მარგალიტი) პროექტი შეიმუშავა ცნობილმა ინტერიერის დიზაინერმა ფილიპ კაპეზონემ, რომელსაც საფრანგეთის ალპებში მდებარე არაერთი უმაღლესი კლასის სასტუმროსა თუ რესტორნის დიზაინი ეკუთვნის.  “თეთრი მარგალიტის” პროექტზე მუშაობისას დიზაინერი გარკვეულ რისკზე წავიდა, როცა შალესთვის  ნათელი ინტერიერის მოწყობა გადაწყვიტა – ღია ფერები ნაკლებად არის დამახასიათებელი ალპების არქიტექტურისთვის.  დიზაინერის კიდევ ერთი თამამი ჩანაფიქრი სავოის რეგიონისთვის (საფრანგეთი) დამახასიათებელი ტრადიციული … Continue reading

საქმიანი ეტიკეტის ისტორია

თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეტიკეტის ნორმების დარღვევამ შეიძლება ზოგჯერ მაინც უმტკივნეულოდ ჩაიაროს, ბიზნესის სამყაროში ასეთი ქცევა არა მხოლოდ საქმიანი რეპუტაციის დაკარგვად შეიძლება დაგიჯდეთ, არამედ პირდაპირი კომერციული წაგებაც კი მოიტანოს. საქმიან ეტიკეტს რამდენიმე სიტყვით ფორმულირებული, ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება არ აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ის ქცევის საქმიან წრეებში მიღებული წესების ერთობლიობაა. საქმიანი ეტიკეტი, სინამდვილეში, მჭიდროდაა დაკავშირებული სამართლებრივ … Continue reading

ფრანგული სამზარეულოს ხიბლი

ავეჯისა და დეკორის ნივთების ცნობილმა ფრანგულმა გალერეამ Maisons du Monde ვინტაჟური სამზარეულოების კოლექცია  წარმოადგინა. ხელოვნურად დაძველებული ფაქტურის მქონე ხის ავეჯი ლამაზ და მყუდრო გარემოს ქმნის. კოლექციაში წარმოდგენილი ხუთივე გარნიტური მუქი ლითონის დეტალებით არის გაფორმებული. მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულოს ავეჯის დიზაინისთვის დახვეწილი ძველებური სტილია შერჩეული, გარნიტურები უახლესი საოჯახო ტექნიკით არის აღჭურვილი და სილამაზისა და ფუნქციურობის იდეალურ შერწყმას წარმოადგენს.

ოლივიე დოულის ტოტი-თარო

ტოტი-თარო ფრანგი დიზაინიერის ოლივიე დოულისაგან – ეს არის უნიკალური წიგნის თარო, რომელიც მუხისა და არყის უამრავი დეტალისგან შედგება. ესთეტიკური, პოეტური, ფუნქციური და სკულპტურულიც კი -ალბათ, ასე შეიძლება დახასიათდეს დოულის ნამუშევარი. ეს არაჩვეულებრივი თარო ძირითადად ორი ზომის მზადდება – 3,2 მეტრისა და 4,2 მეტრის სიგრძის. თუმცა, კერძო შეკვეთის შემთხვევაში შესაძლებელია როგორც  ზომების კორექტირება, ისე თაროს განსხვავებული, მაგალითად კაკლის ხის … Continue reading

20 ულამაზესი ციხე-სიმაგრე წყალზე

ისტორიულად ციხე-სიმაგრეების ირგვლივ წყლით სავსე არხები თავდაცვის დამატებით საშუალებას წარმოადგენდა. friday.ge-მ  ევროპის, აზიისა და ამერიკის 20 ყველაზე ლამაზი ციხე-სიმაგრის ფოტო შეკრიბა. ციხე-სიმაგრე ბოდიამი, აღმოსავლეთ სასექსი, ინგლისი ციხე-სიმაგრე მაცუმოტო, იაპონია ანგკორ-ვატი, კამბოჯა ციხე-სიმაგრე გუდენაუ, გერმანია ციხე-სიმაგრე კაირფილი, დიდი ბრიტანეთი აკრძალული ქალაქი, პეკინი, ჩინეთი ციხე-სიმაგრე ბელაი, ბელგია ციხე-სიმაგრე ეგესკოვი, დანია ციხე-სიმაგრე ვადსტენა, შვედეთი ციხე-სიმაგრე ბოდიამი, აღმოსავლეთ სასექსი, ინგლისი … Continue reading

ხელოვნების შედევრების ქურდობა

ხელოვნების შედევრების ქურდობაში ორიგინალური და გასაკვირი არაფერია, თუ მათ ღირებულებასა და მდიდარ ისტორიას გავითვალისწინებთ. Friday მოგიყვებათ XX საუკუნეში მომხდარი ხელოვნების შედევრების რამდენიმე მსხვილი ქურდობის შესახებ. გოია „ველინგტონის ჰერცოგის პორტრეტი“ 1961 წელს ამერიკელმა ნავთობმაგნატმა, ცნობილმა კოლექციონერმა ჩარლზ რაითსმენმა გოიას „ველინგტონის ჰერცოგის პორტრეტი“ 392 ათას დოლარად შეიძინა. თუმცა შენაძენის ამერიკაში წაღება ვეღარ მოახერხა, რადგან ყიდვა-გაყიდვის ამ ფაქტმა ინგლისში … Continue reading

პარიზული აპარტამენტის კრეატიული დიზაინი

ბარსელონელმა ინტერიერის დიზაინერმა კარლოს პუიოლიმ, რომელიც ამჟამად პარიზში მოღვაწეობს, 300 კვ.მ ფართობის აპარტამენტი დააპროექტა. ალბათ, ყველაზე სწორი იქნებოდა, პუიოლის ამ პროექტისთვის ფუტურისტული გვეწოდებინა – გაზეთის შპალერი, სათვალეებისაგან გაკეთებული ჭაღი, მოპედები შუა ოთახში, ფერად-ფერადი კარები, წიგნებისგან აწყობილი სვეტები და უამრავი სხვა გიჟური იდეა! თუმცა ყველაფერი ისეთი გემოვნებითაა შეხამებული, ძალიან ძნელია ამ ინტერიერით არ აღფრთოვანდე. დაათვალიერეთ პარიზული აპარტამენტის … Continue reading

ელიტური შალე საფრანგეთის ალპებში

Chalet K2 – ეს უზარმაზარი რეზიდენცია საფრანგეთში, სამთო-სათხილამურო კურორტ კურშეველში მდებარეობს. 500 კვადრატული მეტრი ფართობის შალეს დახვეწილი დიზაინი ტრადიციებსა და თანამედროვე ფუნქციურობას შორის იდეალური ბალანსის შედეგია. საფრანგეთის ალპებში დასასვენებლად ჩასულებს შეუძლიათ დატკბნენ ერთი მხრივ ფუფუნებითა და კომფორტით, მეორე მხრივ რეტრო-ინტერიერისა და ულამაზესი გარემოს ხიბლით. შალეს აქვს ხუთი საძინებელი, ფართო მისაღები ოთახი ბუხრით, თანამედროვე სასადილო ოთახი … Continue reading

19 მიტოვებული სასახლე

მთელ მსოფლიოში უამრავი მიტოვებული ციხე-სიმაგრე და სასახლე არსებობს, რომლებიც დღეს თითქმის ნანგრევებადაა ქცეული. ამის მიზეზი ყველგან სხვადასხვაა – ომი, თავდასხმა, გადასახლება, გაკოტრება, მკვლელობა და სხვ. friday.ge-მ არაჩვეულებრივი მიტოვებული სასახლებისა და სახლების ფოტოები შეკრიბა: მიტოვებული სასახლე სტამბულის სანაპირო ზოლზე, თურქეთი მიტოვებული სასახლე Сhateau de Noisy, ბელგია მიტოვებული სამფლობელოს კორპუსი ფილიპინებზე მიტოვებული ბრწყინვალება – სიუთონ სქარსდეილის დარბაზი … Continue reading

გასართობი კომპლექსი დისნეილენდი-პარიზი

ადგილმდებარეობა: 32 კილომეტრი პარიზიდან. გახსნის თარიღი: 1992 წელი. თავისებურება: ევროპის უდიდესი გასართობი კომპლექსი, რომელიც შედგება ორი პარკ-ატრაქციონისგან, გოლფის მოედნისა და ათი სასტუმროსაგან.  ყოველწლიურად საფრანგეთის დისნეილენდს 13 მილიონ ადამიანზე მეტი სტუმრობს. ფაქტობრივად, ეს არა მხოლოდ ატრაქციონების პარკია, არამედ უზარმაზარი გასართობი კომპლექსი, რომელიც 2 ათას ჰექტარ ტერიტორიას იკავებს და  შედგება ორი თემატური პარკისა და გოლფის მოედნისგან (Golf … Continue reading

ევროპის ყველაზე რომანტიკული სასტუმროები. ნაწილი I

ამ პოსტში, რომელსაც სამ ნაწილად გთავაზობთ, გვინდა გაჩვენოთ ევროპის ყველაზე რომანტიკული სასტუმროები, სადაც არაჩვეულებრივად წყნარ და რომანტიკულ სიტუაციაში დასვენება შეგიძლიათ. სასტუმროები სხვადასხვა ტიპისა და კლასისაა – პატარა რომანტიკული ქოხებიდან თანამედროვე ევროპულ ოტელებამდე, თუმცა, სიმყუდროვე და ლამაზი ატმოსფერო ყველასთვის ერთნაირადაა დამახასიათებელი. პირველი ჩვენს სიაში არის სასტუმრო Scarlet (ქორნუოლი, გაერთიანებული სამეფო). სასტუმრო Scarlet განლაგებულია ჩრდილოეთ ქორნუოლის  სანაპიროზე და სტუმრებს … Continue reading

მსოფლიოს ყველაზე ძველი რესტორნები

გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, მადრიდის რესტორანი ბოთინი (Botin) ყველაზე ძველი მოქმედი რესტორანია მსოფლიოში, რომელმაც მუშაობა ჯერ კიდევ 1725 წელს დაიწყო. მაგრამ ბევრ სხვა რესტორანსაც უძველესის წოდებაზე სრულიად სამართლიანად აქვს პრეტენზია. St. Peter Stiftskeller – das Restaurant (წმინდა პეტრეს მონასტრის სარდაფი). ზალცბურგი, ავსტრია ეს რესტორანი უძველესად მიიჩნევა ცენტრალურ ევროპაში. რესტორანი წმინდა პეტრეს მონასტრის კედლებში ამოქმედდა. მის … Continue reading

სორბონას უნივერსიტეტი

სორბონა უკვე საუკუნეებია უმაღლესი კლასის ცოდნის სიმბოლო და როგორც ფრანგული, ისე მთელი კლასიკური ევროპული განათლების ეტალონია. სორბონა უფრო მეტია, ვიდრე უნივერსიტეტი. ფაქტობრივად, ესაა რამდენიმე უნივერსიტეტის გაერთიანება. ევროპის უძველესი სასწავლებელი – პარიზის უნივერსიტეტი 1215 წელს დაარსდა. ის დაარსების პირველივე დღიდან საერთაშორისო მასშტაბის სასწავლო დაწესებულებად იყო ჩაფიქრებული. მის ოთხ – ღვთისმეტყველების, სამართლის, სამედიცინო და ხელოვნების ფაკულტეტებზე სწავლობდნენ … Continue reading

უსასრულო აუზები

უსასრულო, იგივე ინფინითი აუზები, რომლებიც ქმნიან ილუზიას, თითქოს აუზსა და გარემოს შორის ზღვარი წაშლილია. ინფინითი აუზების შექმნის იდეა პირველად საფრანგეთში გაჩნდა და შემდეგ სხვა ქვეყნებშიც განხორციელდა. ასეთ რამეს მხოლოდ ძვირადღირებულ სასტუმროებსა და კურორტებზე თუ შეხვდებით, რადგან მსგავსი აუზების მშენებლობის ტექნოლოგია სულაც არ არის იაფი. ყველაზე შთამბეჭდავი გამწვანებულ გორაკებზე ტერასებად შეფენილი ან ოკეანისკენ მიმართული ინფინითი აუზებია, … Continue reading

სააღდგომო მაგიდის სახალისო მორთულობა

ორიგინალური დეკორისა და ხელსაქმის მოყვარულები,  ასევე art de la table ოსტატები ერთმანეთს კრეატიულობაში ეჯიბრებიან  და ცდილობენ სახლისა და სუფრის სააღდგომოდ მორთვის ჩვეულ სტილში მრავალფეროვნება შეიტანონ. ამ პოსტში გთავაზობთ ერთ იდეას, რომელიც არაბანალური მიდგომითა და პოზიტივითაა საინტერესო. მისი ავტორია სერვირების ფრანგი ოსტატი მიშელი, რომელმაც არა მხოლოდ წარმატებით შეახამა აღდგომისა და გაზაფხულის თემები ფერთა გამაში, არამედ კარგ … Continue reading

სააღდგომო სუფრა ეკო სტილში

ამ პოსტში გთავაზობთ იდეას, რომლის ავტორია სერვირების ფრანგი ოსტატი მიშელი. მან  არა მხოლოდ წარმატებით შეახამა აღდგომისა და გაზაფხულის თემები, არამედ კარგ განწყობაზეც გააკეთა აქცენტი. მაგიდის სერვირებისას რამდენიმე ნიშნით საინტერესო მაგალითია მოცემული: მასში სააღდგომო სიმბოლიკა უხვად არის გამოყენებული, მაგრამ თავს არ გაბეზრებთ; ელემენტები ძალიან დახვეწილადაა განლაგებული – „მაგიდის ცენტრი – პერსონალური ნაკრების“ ბალანსის დაცვით; აშკარად იგრძნობა … Continue reading

XVIII საუკუნის ციხე-სიმაგრის რეინკარნაცია

მაშინ როცა ზოგიერთი ჩვენი თანამედროვე მონდომებით ცდილობს შუასაუკუნეობრივი ციხესიმაგრეების აშენებას, ციხე-სიმაგრეთა ნამდვილი მფლობელების შთამომავლები მომავლის სახლებში ცხოვრებას ამჯობინებენ. ანუ იქ, სადაც ჰაერის თავისუფალ მოძრაობას, შუქსა და ბუნების ენერგეტიკის შეღწევას ხელს არაფერი უშლის. Maison L – თანამედროვე ფრანგული ციხე-სიმაგრეა სტუდია Pottgiesser Architectures Possibles-სგან. უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი სახელწოდებით Maison L ხუთი სამსართულიანი ბლოკისგან შედგება და  არქიტექტურული სტუდია  Pottgiesser … Continue reading

რა არის შალე?

შალეს (ფრანგულიდან chalet) უწოდებენ შვეიცარიულ სტილში აშენებულ სოფლის სახლებს,  რომლებსაც, ჩვეულებრივ, ალპებში აგებდნენ. თავიდან სიტყვა შალე ნიშნავდა მწყემსის ქოხს, ხოლო XVIII საუკუნის რომანტიკულ პარკებში ასე უწოდებდნენ ბაღის პავილიონებს, რომლებსაც სოფლის პატარა სახლებს წააგავდა და პეიზაჟში პასტორული ნოტები შეჰქონდა. შალეს ერთ-ერთი მთავარი ნიშანი მკვეთრად დახრილი სახურავია. ჩვეულებრივ, ამგვარი სახლის კედლები ხისგანაა აგებული, თუმცა ხშირად პირველი სართული … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე