საახალწლო ეზო – 40-ზე მეტი იდეა ზღაპრული ბაღის მოსაწყობად

საახალწლოდ ყველაფერი უნდა ბრწყინავდეს და კაშკაშებდეს! და არა მხოლოდ სახლში. მნიშვნელოვანია, რომ სადღესასწაულო განწყობა სახლში შემოსვლამდე – ეზოშივე იგრძნობოდეს. სანთლები, ლანტერნები, გვირგვინები, ლამაზად მორთული ნაძვის ხეები, საჩუქრები, კენკროვნებით, გირჩებითა და ტოტებით დამზადებული დეკორაციები, ბაღის სკულპტურები – წარმოგიდგენთ ეზოს, ბაღისა და ვერანდის გაფორმების 40-ზე მეტ იდეას. …და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ! ❤ ❤ ❤ Advertisements

საახალწლო დეკორი გირჩებით

ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება და მისი შეხვედრა ყველას ლამაზ გარემოში სურს. ლამაზი გარემოს შექმნას კი ცოტა შრომა და ცოტაც ფანტაზია სჭირდება. ავიღოთ, მაგალითად, ახალი წლის ერთ-ერთი სიმბოლო – უბრალო გირჩი, რომლის შეგროვება თბილისშიც შეიძლება და ცოტა “წავიჯადოქროთ”. რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ გირჩები? – უამრავი რამისთვის, საახალწლო სუფრისა და საშობაო გვირგვინების დეკორით, კედლების, თაროებისა და … Continue reading

ლურჯი და ცისფერი დეტალები საახალწლო ინტერიერში

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღე რჩება თუ აქამდე არ შეგირჩევიათ უამრავი საახალწლო დეტალის ფერი ან გამა,  დროა სასწრაფოდ განსაზღვროთ, რომელი ფერების გარემოცვაში გსურთ დღესასწაულის შეხვედრა. ბოლო დღეებში ჩვენ შევკრიბეთ საახალწლო ინტერიერის სხვადასხვა ფერის დეკორის დაახლოებით 300 ვარიანტი, რომელთაგან ბევრი დეტალის გაკეთება საკუთარი ხელით შეგიძლიათ ან თუ დრო არ გაქვთ, არც სასურველი ნივთების მოძებნაა ძნელი მაღაზიებში. … Continue reading

ვერცხლისფერი საახალწლო ინტერიერში. დეკორის იდეები

საახალწლო ინტერიერში ოქროსფერი, ვარდისფერი, თეთრი და წითელი დეკორის მაგალითებზე უკვე ვისაუბრეთ, დღევანდელ პოსტში კი დომინანტი ვერცხლისფერი იქნება.  დახვეწილი, ელეგანტური ვერცხლისფერი ბრწყინვალე ოქროსფერის ღირსეული ალტერნატივაა საახალწლოდ. ის კარგად ავსებს თეთრ, ლურჯ და იისფერ დეკორს, ასევე ლამაზად გამოიყურება წითელთან, ვარდისფერთან, შავთან და ზოგიერთ სხვა ფერთან შეხამებისას. ვერცხლისფერი დეტალები განსაკუთრებით მინიმალიზმის სტილში შესრულებული ინტერიერს უხდება. დაათვალიერეთ ჩვენი კოლექცია სერიიდან “საახალწლო … Continue reading

თეთრი ინტერიერი საახალწლოდ. დეკორის იდეები

ბევრი ჩვენგანი მოუთმენლად ელის თოვლის დანახვას საკუთარი ფანჯრებიდან, თუნდაც ახალი წლის ღამეს. ამინდის კონტროლი ნამდვილად არ გამოგვივა, თუმცა საკუთარ სახლში თოვლივით თეთრი საახალწლო ინტერიერის მოწყობას არავინ გვიშლის 😉 თუ თქვენ ინტერიერის სადღესასწაულო დეკორირებისთვის თეთრი ფერის არჩევა გადაწყვიტეთ, მაშინ გადახედეთ ჩვენს თეთრ პალიტრას. ინტერიერის დიზაინი შეიძლება იყოს ნებისმიერი – ქანთრის სტილით დაწყებული მინიმალიზმით დამთვრებული. თუ დეკორის ელემენტები გემოვნებით … Continue reading

ფანჯრების დეკორირება საახალწლოდ

ფანჯრის დეკორი სახლის საახალწლო მორთულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია და ინტერიერის კომპლექსური გაფორმების ეფექტს ქმნის. ჩვეულებრივ, ნაძვის ხე და შესაბამისად სადღესასწაულო განწყობა მისაღებ ოთახში იქმნება, ფანჯრების დეკორირების შემთხვევაში კი საზეიმო გარემოს შეიქმნება  ყველგან – სამზარეულოში, საძინებელში თუ საბავშვო ოთახში. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დეკორირების მოყვარულებს ტალანტის გამოვლენის არაჩვეულებრივი საშუალება ეძლევათ, ფანჯრების გაფორმება ხომ ძალიან საინტერესო და სასიამოვნო … Continue reading

საუკეთესო საჩუქარი საახალწლოდ: იდეები სქრაფბუქინგისთვის

ახალ წლამდე ცოტა ხანია დარჩენილი და დროა საჩუქრებზეც ვიფიქროთ. ჩვენ გვაქვს კარგი იდეა უბრალო, მაგრამ ძალიან სასიამოვნო საჩუქრისათვის, თქვენ კი, იმედი გვაქვს – საკმარისი დრო და სურვილი მისი რეალიზებისთვის 😉 პრაქტიკულად ყველგან, განსაკუთრებით კი იმ სახლებში სადაც ბავშვები ცხოვრობენ, მთელი წლის განმავლობაში გროვდება უამრავი ფოტო – ხშირად ძალიან სასაცილო და საყვარელი. რა თქმა უნდა, მათი … Continue reading

ვემზადებით საახალწლოდ: პატარა ნაძვის ხის უპირატესობები

ყველა ჩვენგანს გვინდა, ყველაზე ლამაზი სახლი გვქონდეს საახალწლოდ და ახალი წლის მთავარი სიმბოლოც – ნაძვის ხეც ყველაზე დიდი და ლამაზად დეკორირებული იყოს. თუმცა ხშირად სხვადასხვა მიზეზის გამო დიდი ნაძვის ხის დადგმა არ ხერხდება – ზოგს ფართი არ უწყობს ხელს, ზოგის სახლში შინაური ცხოველების გამო შეუძლებელია ნაძვის ხის მორთვა, ზოგსაც უბრალოდ საერთოდ არ აქვს დიდი ნაძვის … Continue reading

ვინტაჟური ქაღალდის ბურთები ნაძვის ხისთვის. მასტერ კლასი

ნაძვის ხის დიზაინის ელემენტების საკუთარი ხელით დამზადება შეიძლება ცოტა სახლაფორთო, მაგრამ ძალიან სასიამოვნო პროცესია, მით უმეტეს, თუ ამას ბავშვებთან ერთად აკეთებთ. ამ პოსტში მოცემულია ქაღალდის ბურთების დამზადების დეტალური ინსტრუქცია. ადრე საშობაო ნაძვის ხის სამშობლოში – გერმანიაში ღარიბები ნაძვის ხეს ხილითა და ტკბილეულით, ასევე ქაღალდისგან დამზადებული ბურთებითა და სხვა სათამაშოებით რთავდნენ, რადგან მაშინ შუშის სათამაშოები ფუფუნების … Continue reading

როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე ორიგინალურად – დები თრევისის 6 სტილი

შობა-ახალი წლის დღესასწაულები დეკორატორების უმეტესობისათვის საინტერესო იდეების წარმოჩენის დროა. ნაძვის ხის დეკორირება კი, ტრადიციულად, ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა. კანადელი დეკორატორი დები ტრევისი (Debbie Travis) შობისთვის ექვს თემატურ მიმართულებას გვთავაზობს, რომელთაგან თითოეულს თავისი ეშხი და ხიბლი აქვს. თემა N1: დათოვლილი ტყე საახალწლოდ ტყეები სავსეა სუფთა თოვლით, რომელის სითეთრე თითქოს ცისფერში გადადოს. აქედან გამომდინარე, ნაძვის ხის მოსართავად დები ტრევისი … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე