WIESMANN-ის კონცეპტი SPYDER

გერმანული ავტომწარმოებლის Wiesmann-ის კონცეპტი Spyder  სიჩქარის ფანატებზეა ორიენტირებული. მართალია კონცეპტის დიზაინში Wiesmann-ის ტრადიციული შტრიხებიც იკვეთება, მაგრამ კომპანიის რეტრო სტილის მოდელებთან შედარებით Spyder ცოტა ფუტურისტულადაც კი გამოიყურება. 420 ცხენის ძალიანი V-ტიპის რვაცილინდრიანი ძრავა 4 წამში 100 კმ/სთ-ს აკრეფის საშუალებას და 290 კმ/სთ-ს განვითარების საშუალებას იძლევა. დაათვალიერეთ Spyder-ის ფოტოები ჩვენს გალერეაში:  Advertisements

ინოვაციური სუპერავტობუსი სტუდენტებისთვის

ნიდერლანდების ერთ-ერთი უნივერსიტეტის UT Delft-ის სტუდენტებმა შეიმუშავეს სამგზავრო ეკოავტობუსის პროტოტიპი, რომელსაც 23 მგზავრის 250 კმ/სთ-ით გადაადგილება შეუძლია. ავტობუსი აკუმულატორების ენერგიაზე მუშაობს. ფუტურისტული ავტობუსი დაფუძნებულია ექვსბორბლიან პლატფორმაზე. Superbus-ის ინტერიერი, როგორც მოსალოდნელი იყო, მეტად კომფორტულია და შეესაბამება თვითმფრინავის ბიზნეს კლასის კომფორტს. შესაბამისად, მგზავრობის ღირებულებაც საზოგადოებრივ ტრანსპორტთან შედარებით ბევრად მაღალი იქნება. სუპერბასის პროექტის შემმუშავებელთა ჯგუფს გამომგონებელი ბუბო ოკელსონი … Continue reading

4 წლის ქალიშვილისთვის სამოგზაურო ტრაილერის ასაგებად დახარჯული რამდენიმე მილიონი და 4 წელი

მრავალმხრივი ნიჭის მქონე, მეტად წარმატებული ადამიანი ბრენ ფერენი ტექნოლოგიებისა და დიზაინის კომანიას Applied Minds-ს ხელმძღვანელობს. მანამდე იგი უოლტ დისნეის ვიზუალური პროდუქციის კვლევისა და განვითარების ცენტრის პრეზიდენტი იყო. თუმცა მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოწვევა 4 წლის ქალიშვილისთვის მოგზაურობის, გამოცდილებისა და ცოდნის უსაფრთხო გზის შემუშავება აღმოჩნდა. შვილისთვის კარგი მომავლის უზრუნველსაყოფად ყველა თავისებურ გზას პოულობს, ბრენ ფერენმა კი საკუთარი ქალიშვილისთვის მსოფლიოში უდიდესი … Continue reading

შოტლანდია: სასტუმრო სახანძრო მანქანაში

ევიმორში (შოტლანდია) ინშრიაკების საგვარეულო მამულში ერთი უცნაური სასტუმრო არსებობს. ის ძველისძველ სახანძრო მანქანის ძარაზეა მოწყობილი და მხოლოდ ორ ადამიანზეა გათვლილი. არაორდინალურ სასტუმროს Beer Moth ჰქვია, ხოლო ავტომობილი, რომელშიც სასტუმროა განთავსებული, 1956 წლის Commer Q4-ია. მრავალი წლის წინ ის სახანძრო სამსახურის ბალანსზე ირიცხებოდა. სასტუმროს ინტერიერი თითქმის მთლიანად მეორადი ავეჯითა და აქსესუარეებითაა დეკორირებული. აქ დგას ვიქტორიანული სტილის ძველისძველი ფართო საწოლი, სავარძელი … Continue reading

მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომობილი

მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომობილს, რომელსაც საგზაო მოძრაობის ლიცენზია აქვს, Wind Up ეწოდება. ავტომობილი სათამაშოს უფრო გავს და ალბათ, ქუჩაში მისი ყოველი გამოსვლისას ცნობისმოყვარეთა ჯგუფები იკრიბება, რომლებსაც ტექნიკის ამ საოცრების დათვალიერება სურთ. ავტომობილის სიმაღლე სულ 104 სანტიმეტრია, სიგრძე 129,5 სმ, ხოლო სიგანე 66 სმ. თუმცა მას აქვს ყველაფერი, რაც ჩვეულებრივი ზომის ავტომობილს სჭირდება – უსაფრთხოების ღვედით დაწყებული, … Continue reading

V8 Hotel – ავტოსასტუმრო შტუტგარტში

გინდათ დაიძინოთ როლს როისში ან კადილაკში? – სასტუმრო V8 Hotel-ში, რომლის დიზაინიც მთლიანად საავტომობილო თემატიკაზეა აგებული,ეს პრობლემა არ არის. სასტუმროს 34 ნომრიდან თითოეული ავტომობილის სხვადასხვა მარკის ისტორიას ასახავს. საწოლები ძველი მანქანებისგან არის გაკეთებული, კედლები კი ავტომობილების ფოტოებით ან ავტო და საგზაო თემატიკასთან დაკავშირებული აქსესუარებითაა გაფორმებული. ავტოდიზაინი წვრილმანებამდეა გათვლილი –  ძველი ძრავისაგან გაკეთებული მაგიდა, საგზაო ნიშნები და ვარსკვლავებიანი … Continue reading

Cadillac 2014 ELR-ის წარმოებას წელს დაიწყებენ

კომპანია Cadillac-ის ახალი ელეგანტური მოდელის Cadillac 2014 ELR-ის სერიულ წარმოებაში ჩაშვება 2014 წლის ბოლოს იგეგმება. მწარმოებელი, ჯერჯერობით, არ ჩქარობს ამ მეტად კომფორტული კუპეს ყველა ტექნიკური დეტალის გამხელას, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ავტომობილს ექნება ელექტროძრავა, ლითიუმ-იონური აკუმულატორი და ოთხცილინდრიანი ბენზინის ძრავა-გენერატორი. ავტომობილი Cadillac 2014 ELR პირველ რიგში იყენებს ელექტროძრავას, ხოლო მარაგების ამოწურვის შემდეგ გადაერთვება ბენზინის ძრავაზე. ჯერჯერობით, … Continue reading

BMW X5 2014-ის გაყიდვა დიდ ბრიტანეთში ნოემბერში დაიწყება

BMW X5-ს დებიუტი ფრანკფურტის ავტოშოუზე შედგა და ზოგიერთი აქამდე დამალული დეტალიც გახმაურდა.  კერძოდ,  ავტომობილი გაყიდვაში 16 ნოემბერს გამოვა. პირველი ეგზემპლარები დიდ ბრიტანეთში გაიყიდება. ახალ BMW X5-ს ევოლუციური დიზაინი აქვს, რაც ავტომობილის ძველი ვერსიიდან არის აღებული. ინტერიერიც BMW-ს ნებისმიერი მოყვარულისთვის ნაცნობია, მხოლოდ თვალში გხვდება 10,2 დიუიმიანი დისპლეი და სენსორული სისტემა iDrive. ყველა მასალა, რომელიც ქროსოვერის სალონის მოპირკეთებისთვისაა გამოყენებული – … Continue reading

მსოფლიო სუპერმანქანები

მსოფლიო სუპერმანქანებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული: Hennessey Verom GT. ეს ავტომობილი შეიქმნა Lotus Elise-ს ბაზაზე და აქვს Chevrolet Corvette-ს ძრავა. მისი მაქსიმალური სიჩქარეა 442 კმ/სთ, ასე რომ, სიმძლავრით Bugatti Veyron 16,4 Super Sport-საც კი აღემატება. Bugatti Veyron 16,4 Super Sport. თავისი სიმძლავრითა და რეკორდული სისწრაფით ავტომობილმა ნამდვილად დაიმსახურა საპატიო ადგილი რეიტინგში. მან გერმანიის ტრეკზე 431 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე განავითარა. … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე