მისტიკური ტყე ბელგიაში

გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ ეს მისტიკური, ზღაპრული ტყე “ჰელერბოს” (Hallerbos) ნამდვილად არსებობს და ის ბელგიაში მდებარეობს. მიზეზი, რის გამოც ტყე ზღაპრის სიუჟეტიდან გადმოტანილს ჰგავს, მაჩიტების სქელი ხალიჩაა. ეს ყვავილები გაზაფხულზე და ადრიან ზაფხულში ყვავის და ცისფერი და მოიისფრო შეფერილობის წყალობით მთელ მიდამოს ჯადოსნურ ელფერს ანიჭებს. ამ პერიოდში ჰელერბოსს უამრავი ტურისტი და ფოტოგრაფი სტუმრობს. ნისლიანი დღეები, რაც … Continue reading

თერმული კურორტი ტიროლის მთებში

ავსტრიის მთებში, ტიროლის მხარეში მდებარეობს ულამაზესი კურორტი Aqua Dome, რომელიც თავისი თერმული წყლებითა და კონუსური არქიტექტურული ფორმებით არის ცნობილი. ეს არის ყველაზე თანამედროვე, უნიკალური არქიტექტურის მქონე თერმული “აბანო” მთელ ავსტრიაში. სასტუმროში არის აუზები როგორც შენობაში, ისე ღია ცის ქვეშ – ფერადი ეფექტებით, წყალქვეშა მუსიკით, მასაჟითა და რასაკვირველია, ცხელი წყლით, რომელიც მიწის ქვეშ 1865 მეტრის სიღრმეზე … Continue reading

ქვემო სილეზიის ძეგლები მინიატურების პარკში

პოლონეთის ქალაქ ქოვარიში, იელენა გურას (ირმის მთა) ოლქში, ძველი ხალიჩების ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს “ქვემო სილეზიის ძეგლების მინიატურათა პარკი”, სადაც შეგიძლიათ ქვემო სილეზიის ულამაზესი ციხე-სიმაგრეები, სასახლეები, ეკლესიები და სხვა მნიშვნელოვანი შენობები 1:25 მასშტაბით დამზადებული მინიატურების ფორმით დაათვალიეროთ. პარკი 2003 წლის 14 აგვისტოს გაიხსნა. მას აქვს პარკინგი 150 მსუბუქი ავტომობილისა და 4 დიდი ავტობუსისთვის. პარკის ადმინისტრაცია ოთხ ენაზე: პოლონურად, … Continue reading

კანიო კრისტალეს – ხუთფეროვანი მდინარე

კოლუმბიაში, მეტას პროვინციაში, სერანია დე ლა მაკარენას მთებიდან მოედინება ხუთფეროვანი მდინარე კანიო კრისტალეს (Caño Cristales), რომელიც ბოლოს მდინარე გუაიაბეროს (Guayabero) უერთდება. მდინარეს ასევე უწოდებენ “თხევად ცისარტყელას” და “ხუთი ფერის მდინარეს”. კანიო კრისტალესი, მიუხედავად მოკრძალებული ზომისა – ის სიგრძეში დაახლოებით 100 კილომეტრია, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და ლამაზ მდინარედაა აღიარებული. მსოფლიოს უჭრელეს მდინარეში ხუთი ფერი – წითელი, … Continue reading

ულამაზესი შალე კურშეველში

ეს ულამაზესი შალე, რომელსაც Pearl (მარგალიტი) ჰქვია,  საუკეთესო სერვისისა და ადგილმდებარეობის გამო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძო დასასვენებელი სახლია კურშეველში. შალე საკმაოდ ძველია – ის 1850 წელს არის აშენებული. შარშან შენობაა 1 მილიონი ევროს ღირებულების განახლების სამუშაოები ჩაუტარდა.  მარგალიტი” საფრანგეთის ალპებში, სამთო-სათხილამურო კურორტ კურშეველში მდებარეობს. შალეს მთავარი ღირსება დიდი დახურული აუზი, არაჩვეულებრივი სპა და ფიტნეს ოთახებია. გარდა … Continue reading

პოლუსი – სახლი ოკეანის პირას

Pole House – ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ფოტოგრაფირებადი სახლია ავსტრალიაში. სახლი, რომელიც ცნობილმა ავსტრალიურმა არქიტექტურისა და დიზაინის ბიურომ F2 Architecture-მ დააპროექტა, ახლახან განახლდა და გარემონტდა. “პოლუსის” კორპუსი რკინის მასიური კონსტრუქციაა, რომელსაც ოთხივე მხრიდან შუშის კედლები აქვს. საჭიროების შემთხვევაში გამჭვირვალე კედლები რკინისვე დარაბებით იფარება. ასევე შუშის მოაჯირი აქვს აივანს, რომლითაც სახლი ყველა მხრიდან არის გარშემორტყმული და ხიდს, რომელიც სახლს სანაპიროსთან აერთებს. … Continue reading

ქვის სახურავიანი არტ ვილები კუნძულ ჯეჯუზე

ამ პოსტში წარმოგიდგენთ იაპონურ არქიტექტურისა და დიზაინის ბიუროს Kengo Kuma–ს კიდევ ერთ მასშტაბურ ნამუშევარს – ქვის სახურავებიანი ვილების კომპლექსს – Lotte Jeju Resort Art Villas, რომელიც სამხრეთ კორეაში, კუნძულ ჯეჯუზე, ამავე სახელწოდების ქალაქში აშენდა. Kengo Kuma–სთან ერთად ვილების პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა რამდენიმე ცნობილმა არქიტექტორმა და  დიზაინის ბიურომ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის არიან DA Global Group, დომინიკ პერო და სხვ. კურორტზე 10-მდე ვილა … Continue reading

ოკეანეში მოტივტივე სახლი

როგორ გინდა ზოგჯერ ადგე და წახვიდე ზღვაზე, ან კიდევ უკეთესი, ოკეანისკენ; დაისვენო ქალაქის ხმაურისგან ბუნებაში, ახლობელ ადამიანებთან… იდეალური ვარიანტი იქნებოდა  პატარა სახლი ზღვასთან ახლოს, სადაც არავინ შეგაწუხებს. მაგრამ იქნებ სჯობდეს სახლი პირდაპირ ზღვაში გქონდეს? – ამ კითხვას პასუხობს ფრანგი არქიტექტორისა და დიზაინერის ჯინ-ბატისტ მეიოტის კონცეფცია სახელწოდებით Origin. პროექტი Origin – ესაა  ნამდვილი სახლი, რომელსაც წყალზე ტივტივი შეუძლია და … Continue reading

ვიეტნამი: მსოფლიოში უდიდესი გამოქვაბული

გამოქვაბული სონ დუნგი (ვიეტნამი) მსოფლიოში ყველაზე დიდ გამოქვაბულად არის მიჩნეული. მისი სიგრძე 9 კილომეტრია, სიგანე 200 მ, ხოლო სიმაღლე 150 მ. გამოქვაბული 1991 წელს ადგილობრივმა მცხოვრებმა ხანჰმა აღმოაჩინა, თუმცა 2009 წლამდე წარმოდგენა არავის ჰქონდა, რამდენად გრანდიოზულია სონ დუნგის (ანუ მთის მდინარის) გამოქვაბული სინამდვილეში. 2009 წელს ბრიტანელმა სპელეოლოგებმა ჰოვარდ ლიმბერტის ხელმძღვანელობით პირველად გამოიკვლიეს სონ დუნგი და დაასკვნეს, რომ … Continue reading

მდიდრული ვილა კუნძულ ფელისიტეზე

არქიტექტურული სტუდია RHE-ს მიერ დაპროექტებული დასასვენებელი კომპლექსი, სახელწოდებით Residence One, ერთ-ერთია კურორტ ზილ პასაიონის 17  არაჩვეულებრივი ვილიდან. თითოეულ ვილას აქვს საკუთარი ხიდი, ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი, რამდენიმე ინფინითი (უსასრულო) აუზი და ზოგადად, ყველაფერი, რაც ადამიანს კომფორტული დასვენებისთვის სჭირდება. კურორტ ზილ პასაიონის ვილები კუნძულ ფელისიტეზეა (სეიშელი) განლაგებული. მათ გასაყიდად 2015 წელს გამოიტანენ. ოთხსართულიანი Residence One თავისი არქიტექტურით და ინტერიერის დიზაინით ყველა დანარჩენი ვილისგან გამოირჩევა. … Continue reading

პატარა ლამაზი სახლი შვეიცარიის ალპებში

Vorstadt 14 —  შვეიცარიის ალპების პატარა სოფელ ცუგში მდებარე არაჩვეულებრივი სახლია, სადაც უბრალოებისა და კომფორტის ატმოსფეროა გამეფებული. ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება დაღლილი დაბრუნდე და სულიერად დაისვენო, წამოწვე და საათობით იკითხო წიგნი, ბუხრის წინ მჯდომმა მიირთვა ცხელი ჩაი ან უბრალოდ დატკბე ულამაზესი ხედით.  ამ პატარა ლამაზი რეზიდენციის რესტავრაციის პროექტი შექმნა არქიტექტურულმა სტუდიამ Roger Stussi. ინტერიერის დიზაინი მოიცავს როგორც ტრადიციულ ელემენტებს, … Continue reading

Giraffe Manor – საუზმე ჟირაფებთან ერთად

ეს არაჩვეულებრივი ბუტიკ-ოტელი სახელწოდებით Giraffe Manor კენიაში, ნაირობისა და ნგონგის ბუნებრივ ნაკრძალს შორის მდებარეობს. სასტუმრო ნამდვილად განსაკუთრებულია – როგორც მდებარეობით, ისე დიზაინით, რომელიც 30-იანი წლების არტ დეკოს სტილშია გადაწყვეტილი. თავად სასტუმროც 1930 წელს არის აშენებული. სასტუმროს მისაღები და ნომრები ელეგანტური ძველებური ავეჯითაა მოწყობილი. განსაკუთრებულად სასიამოვნო გარემოს ულამაზესი ბაღები, ტერასები და ვერანდები ქმნის. სასტუმრო განლაგებულია 5 ჰექტარამდე ტერიტორიაზეა და გარს აკრავს დაახლოებით 57 … Continue reading

ულამაზესი ვილა “მიოდულა” ზაკოპანეში

ულამაზესი ვილა „მიოდულა“ (Miodula) პოლონეთის ერთ-ერთ ულამაზეს კურორტზე, ზაკოპანეში მდებარეობს. ხის უზარმაზარი მორებით ნაშენი ვილა განსაკუთრებით ლამაზია ზამთრში, როცა სამთო-სათხილამურო ტრასები იხსნება და ყველაფერი თოვლითაა დაფარული. ვილაში არის ეთნიკური ელემენტებით დეკორირებული რესტორანი და ერთ, ორ და სამადგილიანი ნომრები. “მიოდულაში” დასვენება საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა – სხვადასხვა სეზონზე ფასები 331-დან 1081 დოლარამდე მერყეობს.  კურორტი ზაკოპანე ერთ-ერთი ყველაზე … Continue reading

4 წლის ქალიშვილისთვის სამოგზაურო ტრაილერის ასაგებად დახარჯული რამდენიმე მილიონი და 4 წელი

მრავალმხრივი ნიჭის მქონე, მეტად წარმატებული ადამიანი ბრენ ფერენი ტექნოლოგიებისა და დიზაინის კომანიას Applied Minds-ს ხელმძღვანელობს. მანამდე იგი უოლტ დისნეის ვიზუალური პროდუქციის კვლევისა და განვითარების ცენტრის პრეზიდენტი იყო. თუმცა მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოწვევა 4 წლის ქალიშვილისთვის მოგზაურობის, გამოცდილებისა და ცოდნის უსაფრთხო გზის შემუშავება აღმოჩნდა. შვილისთვის კარგი მომავლის უზრუნველსაყოფად ყველა თავისებურ გზას პოულობს, ბრენ ფერენმა კი საკუთარი ქალიშვილისთვის მსოფლიოში უდიდესი … Continue reading

შოტლანდია: სასტუმრო სახანძრო მანქანაში

ევიმორში (შოტლანდია) ინშრიაკების საგვარეულო მამულში ერთი უცნაური სასტუმრო არსებობს. ის ძველისძველ სახანძრო მანქანის ძარაზეა მოწყობილი და მხოლოდ ორ ადამიანზეა გათვლილი. არაორდინალურ სასტუმროს Beer Moth ჰქვია, ხოლო ავტომობილი, რომელშიც სასტუმროა განთავსებული, 1956 წლის Commer Q4-ია. მრავალი წლის წინ ის სახანძრო სამსახურის ბალანსზე ირიცხებოდა. სასტუმროს ინტერიერი თითქმის მთლიანად მეორადი ავეჯითა და აქსესუარეებითაა დეკორირებული. აქ დგას ვიქტორიანული სტილის ძველისძველი ფართო საწოლი, სავარძელი … Continue reading

ფერადი სასტუმრო კერძო კუნძულზე

Guanahani Hotel & Spa, ალბათ, საუკეთესოა 2014 წელს გახსნილ სასტუმროებს შორის. სპა-სასტუმრო “გუანაჰანი” კარიბის ზღვის აუზში ერთ პატარა კერძო კუნძულზე მდებარეობს. სულ კურორტზე 25 ხისგან ნაშენი ბუნგალოა თავისი აუზით, რომელთაგან თითოეულს პატარა ბაღი აკრავს. სასტუმროს არქიტექტურა და დიზაინი სტუდია Luis Pons Design Lab-ს ეკუთვნის. ბუნგალოების ინტერიერი ფერადი დეტალებით იქცევს ყურადღებას. ამასთან, თითოეულ ბუნგალოს საკუთარი დომინანტი ფერი აქვს … Continue reading

რომანტიკული ვილა აფრიკაში

ეს რომანტიკული დასასვენებელი კომპლექსი ქვედა ზამბეზიში (აფრიკა) მდებარეობს და დამსვენებელს არაჩვეულებრივ გარემოსთან ერთად საოცარი აფრიკული ლანდშაფტით ტკბობის შესაძლებლობას სთვაზობს. კომპლექსის მთვარი კომპონენტი ულამაზესი ვილა – Chongwe River House სტუმრებს არა მხოლოდ დასვენებისა და განტვირთვის, არამედ აქტიური სპორტული ცხოვრებისა და ველურ ბუნებაში დროის გატარების შესაძლებლობას აძლევს. აქ ვიზიტორებს სთავაზობენ კანოეთი და ნავებით გასეირნებას, ასევე ზღაპრულ პიკნიკებს … Continue reading

ვარდისფერი მეჩეთი ირანში – ფერების კალეიდოსკოპი

ნასირ ალ-მალქის მეჩეთი ან როგორც უფრო ხშირად უწოდებენ, ვარდისფერი მეჩეთი შირაზში (ირანი) მდებარეობს. მშვენიერი ნაგებობის არქიტექტურა და დიზაინი მუჰამედ ჰასან-ე-მემარსა და მუჰამედ რეზა კაში პეზ-ე-შირაზის ეკუთვნით. მეჩეთის მშენებლობისას გამოყენებული იყო ისეთი ტრადიციული ელემენტები, როგორებიცაა panj kāseh-i (ხუთი თაღი), ვიტრაჟული ფერადი შუშის ფასადები, მოხატული თაღები თუ ნიშები და სხვ. მეჩეთში ვიტრაჟებიდან შემომავალი “შეფერილი სინათლე” კედლებსა და იატაკს ეცემა და განსაკუთრებულ … Continue reading

საოცარი სასტუმრო ამსტერდამის ახლოს

ეს არქიტექტურული საოცრება ამსტერდამიდან 12 კილომეტრში, ზაანდამში მდებარე სასტუმროა, რომელიც სასტუმროთა ქსელს – Inntel Hotels-ს ეკუთვნის. სასტუმროს პროექტი დანიურმა არქიტექტურულმა კომპანიამ WAM architecten-მა შეიმუშავა. მწვანედ შეღებილი სახლები ტიპურია ზაანის რეგიონისთვის, სადაც სასტუმრო მდებარეობს – სწორედ ამ ფერში იყო შეღებილი მუშების კოტეჯები და ტრადიციული სახლები. თუმცა დანიელი არქიტექტორებისთვის შთაგონების მთავარ წყაროდ მაინც კლოდ მონეს ტილო Canal in Zaandam (1871) იქცა. … Continue reading

სამოთხე დედამიწაზე – კუნძული ჯეჯუ

თეთრი ქვიშა და ფირუზისფერი ზღვა,  კლდიდან მჩქეფარე ჩანჩქერები, რომლებიც პირდაპირ ოკეანეში ჩაედინება, უამრავი მღვიმე, ულამაზესი ეგზოტიკური ტყეები, ლურჯი ტბა მთის შუაგულში… სამოთხე დედამიწაზე – კუნძული ჯეჯუ. ჯეჯუ ვულკანური წარმოშობისა და სილამაზის გამო ჯეჯუს კორეის ჰავაისაც უწოდებენ. ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშიც კი არის შეტანილი. ჯეჯუ ან ჯეჯუ დო კორეის სრუტეში მდებარე კუნძულის ოფიციალური დასახელებაა, ადგილობრივები კი ჩეჯუდ … Continue reading

უისთმენის მისტიკური ტყე

უისთმენის ტყე, რომელიც ნესტიანი კლიმატის გამო ფაქტობრივად მთლიანად ხავსითაა დაფარული, დართმურში (დევონი, ინგლისი) მდებარეობს. უისთმანის ტყე, სადაც ძირითადად მუხა ხარობს, ბევრად მეტია ვიდრე ხეების უბრალო ჯგუფი – ხავსით დაფარული უზარმაზარი ხეები, ასევე ხავსიანი უზარმაზარი ლოდები და ნაკადულების კალაპოტები, ხავსის მთელი “კუნძულები” მისტიკურ და ცოტა შიშისმომგვრელ გარემოს ქმნის. უისთმანის ტყის სახელწოდება მომდინარეობს დიალექტური სიტყვისგან wisht, რაც შემზარავს, საშინელს ნიშნავს. … Continue reading

ჰენზელისა და გრეტელის სახლი ოლალას ველზე

ეს არაჩვეულებრივი ნაგებობა, რომელსაც Storybook House-ს უწოდებენ, 1980 წელს რიჩი და კარენ მორგანებმა ოლალას ველზე (ვაშინგტონის შტატი, აშშ) ააშენეს. წყვილი მრავალი წლის განმავლობაში ოცნებობდა სახლზე, სადაც ალბათ ჰენზელი და გრეტელიც კი იცხოვრებდნენ 🙂 ოცნების განხორციელებაში მათ ივონ ბესი დაეხმარა. სახლს ტალღისებური ტორფის სახურავი, ძველებური მასიური ხის ჯარები და მომრგვალებული პატარა ფანჯრები აქვს, რაც მას ზღაპრულ … Continue reading

თემატური პარკი “იტალია მინიატურაში”

ადგილმდებარეობა: იტალია, ვიზერბა (15 წუთის გზა რიმინიდან) გახსნის წელი: 1970 ფართობი: 85 ჰექტარი თავისებურება: თემატური პარკში წარმოდგენილია ევროპის არქიტექტურული შედევრების შემცირებული ასლები. “იტალია მინიატურაში” ერთ-ერთი უძველესი თემატური პარკია იტალიაში. აქ შეიძლება ნახოთ იტალიისა და ევროპის ქვეყნების ყველა ძირითადი ღირშესანიშნაობა, ორიგინალებთან შედარებით 25-30-ჯერ შემცირებული ზომებით. თემატურ პარკში მინიატურული შედევრების ირგვლივ გაყვანილია გზები, სარკინიგზო ხაზები, აეროპორტები, რაც … Continue reading

კლუბური კურორტები: პაგი – ემოციის ბუნებრივი წყარო

პირველი ღამის კლუბები აშშ-ში XX საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა, ხოლო 50 წლებიდან კი კლუბური ცხოვრება ევროპაშიც განვითარდა. დღეისთვის კი კლუბები ისინი არა მხოლოდ დასვენებისა და გართობის საშუალება, არამედ თავისებური იდეოლოგიის მქონე ადგილებიცაა, რომლებიც ადამიანებს ცხოვრებისა და ქცევის სტილს კარნახობს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სულ უფრო მეტი და მეტი აქტიური ადამიანი ირჩევს კლუბურ კურორტებს დასასვენებლად. დღეს შევჩერდებით … Continue reading

საფრანგეთის თეთრი მარგალიტი

შალე White Pearl-ის (თეთრი მარგალიტი) პროექტი შეიმუშავა ცნობილმა ინტერიერის დიზაინერმა ფილიპ კაპეზონემ, რომელსაც საფრანგეთის ალპებში მდებარე არაერთი უმაღლესი კლასის სასტუმროსა თუ რესტორნის დიზაინი ეკუთვნის.  “თეთრი მარგალიტის” პროექტზე მუშაობისას დიზაინერი გარკვეულ რისკზე წავიდა, როცა შალესთვის  ნათელი ინტერიერის მოწყობა გადაწყვიტა – ღია ფერები ნაკლებად არის დამახასიათებელი ალპების არქიტექტურისთვის.  დიზაინერის კიდევ ერთი თამამი ჩანაფიქრი სავოის რეგიონისთვის (საფრანგეთი) დამახასიათებელი ტრადიციული … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე