ნაუტილუსი – ნიჟარის ფორმის სახლი მექსიკელი არქიტექტორისგან

მექსიკელი არქიტექტორის, ხავიერ სანოსიანის ქმნილებები მოწონებასაც იმსახურებს და კამათსაც იწვევს. იგი ე.წ. ორგანული არქიტექტურის შემქმნელად და მკვლევარად მიიჩნევა. ამჟამად ხავიერი მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის პროფესორია და სტუდენტებს არქიტექტურის საიდუმლოებებს უზიარებს. სანოსიანი თავის ქმნილებებს “ბიო არქიტექტურას” უწოდებს – ამ იდეის თანახმად შენობები ბუნებიდან აღებულ ორგანულ ფორმებს უნდა ერგებოდეს, რაც ადამიანებს მათ ისტორიასთან, ტრადიციებთან და კულტურულ ფესვებთან დააბრუნებს და … Continue reading

მედიტაცია თითქმის მიწის ქვეშ

მიწაში თითქმის დამალული სამედიტაციო სივრცე კუერნავაკაში (მექსიკა) არქიტექტურული კომპანია BNKR Arquitectura-ს პროექტით აიგო. დამკვეთის სურვილის თანახმად, ეს უნდა ყოფილიყო ადგილი მედიტაციისთვის – შენობაში შემსვლელს თავი განსაკუთრებულად, ძალიან მშვიდად უნდა ეგრძნო და საკუთარი ცხოვრების არსის გააზრების შესაძლებლობა მისცემოდა. ნაგებობის დაპროექტების დროს არქიტექტორებმა დიდი ხნის წინ შემუშავებული კონცეფცია გამოიყენეს – პროექტის მთავარი იდეა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ბალანსის ასახვაა. … Continue reading

სკულპტურების წყალქვეშა ექსპოზიცია მექსიკაში

მექსიკის საზღვაო აკვატორიაში სკულპტურების წყალქვეშა ექსპოზიციის მოწყობის იდეა ბრიტანელ სკულპტორს ჯეისონ დეკაირეს ტეილორს ეკუთვნის. იდეის განხორციელების ოფიციალური მიზეზი გარემოს დაცვის პრობლემაზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება იყო, თუმცა ფინანსური დაინტერესებაც არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა – წყალქვეშა მუზეუმის ბილეთი 40-დან 90 დოლარამდე ღირს, შესაბამისად, ექსპოზიციიდან შემოსული შემოსავალიც შთამბეჭდავია. სკულპტურული კომპოზიციებით ოკეანის ფსკერის გაფორმებაში ტეილორს მექსიკის ნაციონალური საზღვაო პარკის დირექტორი ჯეიმს გონსალეს … Continue reading

მექსიკა: სახლი ნაკრძალში

ეს ულამაზესი სახლი  ქალაქ ვალიე დე ბრავოში (მექსიკა) არქიტექტურული სტუდია Parque Humano-ს დიზაინერებმა დააპროექტეს. სახლი ნაკრძალის ტერიტორიაზეა განლაგებული და მის ირგვლივ მეტად მრავალფეროვანი, უსწორმასწორო ლანდშაფტია. მექსიკის ამ ნაწილში ტემპერატურა წლის განმავლობაში 35°C-დან -2°C-მდე მერყეობს, ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით კი მუდმივად თავსხმა წვიმაა. ამიტომ შენობის პროექტირების დროს მოცემული კლიმატისა და ლანდშაფტის თავისებურებები გაითვალისწინეს.  სახლი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა დონეზეა განლაგებული და ერთმანეთს კიბეებით უკავშირდება. ამგვარი … Continue reading

მექსიკელი ინდიელების „მოშინაურებული“ სიმინდი

ადამიანებმა სიმინდის საკვებად გამოყენება ჯერ კიდევ 6–7 ათასი წლის წინ დაიწყეს. სიმინდი შრომისმოყვარე მექსიკელმა ინდიელებმა „მოიშინაურეს“ და მიწათმოქმედების მთავარ  კულტურადაც აქციეს. ევროპაში სიმინდი კოლუმბის წყალობით მოხვდა, ხოლო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ის ნიკიტა ხრუშჩოვის დამსახურებით გავრცელდა, რომელმაც სიმინდს „მინდვრის დედოფალი“ უწოდა. სიმინდი – კალორიულობა სიმინდის ოქროსფერმა მარცვლებმა კალორიულობით ყველა ბოსტნეულს, მათ შორის, მწვანე ბარდასა და ლობიოსაც … Continue reading

მსოფლიოს გიჟური ფესტივალები

ბავშვობაში ალბათ არაერთხელ გაგვიგია, რომ საჭმელთან თამაში არ შეიძლება, თუმცა, მსოფლიოს ზოგიერთ ქალაქში არათუ აკრძალულია საჭმელთან თამაში, არამედ წახალისებულია მისი თაყვანისცემა, სროლა, დაჭრა და სხვა უგვანი საქციელების ჩადენა 😉 ფორთოხლების სროლა, იტალია იტალიის ქალაქ ივრეის მცხოვრებლები მარხვის წინა სამ დღეს ერთმანეთისთვის ფორთოხლების სროლით ზეიმობენ. ლეგენდის მიხედვით, ივრეის შუა საუკუნეების თავადი იმდენად ძუნწი იყო, რომ გლეხებს … Continue reading

ჩვენი პლანეტის ყველაზე საოცარი ხეები

ჩვენ ვიცით, როგორ გამოიყურება ნაძვი, ფიჭვი, მუხა, ცაცხვი და მათ ვიზუალს მიჩვეული ვართ, ამიტომაც როცა განსხვავებულ ხეებს ვხედავთ, შეიძლება არც დავიჯეროთ, რომ ისინი რეალურად არსებობენ. არადა ეს საოცარი ხეები მშვენივრად იზრდება საკუთარ სამშობლოში და ადგილობრივებისთვის არანაირ საოცრებას არ წარმოადგენს. მაგალითად, ბაობაბი ძნელად შეიძლება ჩვეულებრივ ხედ ჩაითვალოს, მით უფრო, რომ ბაობაბს ასაკის განმსაზღვრელი რგოლებიც კი არ … Continue reading

გიჟური ჰობი: ცურვა ზვიგენთან ერთად

ნერვების დაწყვეტის უამრავი გზა არსებობს, თუმცა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი  რეალურ მტაცებელთან მისივე საცხოვრებელ გარემოში აღმოჩენა იქნებოდა – მაგალითად, ზვიგენთან ერთად ოკეანის სიღრმეში. მიუხედავად იმისა, რომ ზვიგენებთან ერთად ცურვა სიგიჟეს გავს, ამ ტიპის დაივინგს მსოფლიოში უამრავი თაყვანისმცემელი ყავს. საშიშად არის აღიარებული ზვიგენის მხოლოდ ის სახეობები, რომელთა მიერ ადამიანის დაგლეჯის შემთხვევა ერთხელ მაინც არის რეგისტრირებული და დამტკიცებული. … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე