ტირანა: თანამედროვე სახლი მიწაში
არქიტექტურულმა კომპანიამ MOLOS Group (კოსოვო) ალბანეთის დედაქალაქის ტირანას შორიახლოს განახორციელა პროექტი – თანამედროვე სახლი მიწაში. არქიტექტორთა მიზანი იყო, სახლის მცხოვრებლები ტირანას ხმაურიან ქუჩებს მოშორებოდნენ და მაქსიმალურად ახლოს ეგრძნოთ თავი ბუნებასთან. შენობა დიდწილად ლანდშაფტთან არის ინტეგრირებული, მისი გარე კედლები ბალახით დაფარული პატარა ბორცვია. ამ ინოვაციური, თანამედროვე სახლის ინტერიერი ძალიან ღიაა, რადგან მისი ადგილმდებარეობა კონფიდენციალობას თავისთავად უზრუნველყოფს. სახლს ორივე მხრიდან დიდი … Continue reading
ცათამბჯენი ხე – როგორი უნდა იყოს 21 საუკუნის შენობა
საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში იაპონელი არქიტექტორი სოუ ფუჯიმოტო, ფრანგულ არქიტექტურულ სტუდიებთან Manal Rachdi OXO და Nicolas Laisne Architects ერთად ააშენებს “XXI საუკუნის არქიტექტურული სიგიჟეების” სერიის მეორე შენობას Arbre Blank ანუ “თეთრი ხე”. მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2015 წლის ივლისში, ხოლო პროექტის დასრულება 2017 წლის დეკემბერში. შენობას ექნება 17 იარუსი და მთლიანობაში 10 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს. იაპონელი არქიტექტორის სოუ ფუჯიმოტოს იდეოლოგიის მიხედვით, … Continue reading
დეილ ჩიჰულის შუშის სკულპტურების ბაღი
ამერიკელ მინის სკულპტორს დეილ ჩიჰულის (Dale Chihuly) მინის დნობასთან შეხება პირველად 1961 წელს, სიეტლში, ვაშინგტონის უნივერსიტეტში ინტერიერის დიზაინის სწავლისას ჰქონდა. ექსპერიმენტირება მინასაბერ საქმეში ჩიჰულიმ 1965 წელს დაიწყო, ხოლო მინის ბერვისადმი გუნდურ მიდგომას ვენაში, ვენინის მინის ქარხანაში გაეცნო. ჩიჰულის ნამუშევრები მინასაბერი საქმის სფეროში უნიკალურად მიიჩნევა. 1979 წელს ბოდისერფინგის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად არტისტმა მხარი იღრძო და მინასაბერი … Continue reading
სახლი “ნიჟარა” იაპონიის ტყეში
იაპონიაში, ნაგანოს პრეფექტურაში, კაროიზავას ტყეში იაპონელი არქიტექტორის კოტარო იდეს (Kotaro Ide, ARTechic) შედევრის – “ნიჟარა” სახლის მშენებლობა 2008 წელს დასრულდა. ორსართულიანი, ნიჟარის მსგავსი კონსტრუქცია გარშემორტყმულ ტყესა და კლდეებში თითქოს უცხოდ გამოიყურება. თუმცა მომრგვალებული, ნატიფი ფორმების წყალობით მაქსიმალურად ესადაგება ლანდშაფტს და თითქოს ბუნებასთან ჰარმონიზებას ცდილობს. სახლი განკუთვნილია ზაფხულობით დასვენებისა და შაბათ-კვირაობით ხშირი ვიზიტებისთვის, შესაბამისად მფლობელები მის მრავალწლიან … Continue reading
ულამაზესი პატარა სახლი კოლორადოს მთებში
ამ ულამაზეს სახლს, რომელიც კოლორადოს მთებში, გოლდენში მდებარეობს, გარეგნულად არც კი ეტყობა, როგორი პაწაწინაა – მისი ფართობი სულ რაღაც 500 კვადრატული ფუტია (დაახლოებით 46 კვ/მ). კიდევ უფრო დაუჯერებელია, რამდენ საინტერესო შტრიხს შეიცავს ეს ციცქნა შენობა. TKR Architects-ის დაპროექტებული და Old Greenwich Builders მიერ აშენებული კოტეჯი სავსეა ძველთაძველი დეტალებით, როგორიცაა ძველი ხის მასალა, ბებერი ფიჭვის მორები და ფართო … Continue reading
საახალწლო ეზო – 40-ზე მეტი იდეა ზღაპრული ბაღის მოსაწყობად
საახალწლოდ ყველაფერი უნდა ბრწყინავდეს და კაშკაშებდეს! და არა მხოლოდ სახლში. მნიშვნელოვანია, რომ სადღესასწაულო განწყობა სახლში შემოსვლამდე – ეზოშივე იგრძნობოდეს. სანთლები, ლანტერნები, გვირგვინები, ლამაზად მორთული ნაძვის ხეები, საჩუქრები, კენკროვნებით, გირჩებითა და ტოტებით დამზადებული დეკორაციები, ბაღის სკულპტურები – წარმოგიდგენთ ეზოს, ბაღისა და ვერანდის გაფორმების 40-ზე მეტ იდეას. …და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ! ❤ ❤ ❤
რა არის სასაუბრო ორმო?
სასაუბრო ორმო (conversation pit) არქიტექტურული დეტალია, რომელსაც პირველ ეტაპზე საცხოვრებელ სახლებში ამონტაჟებდნენ, შემდეგ კი ოფისებში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. თანამედროვე არქიტექტორები ამ დეტალს ხშირად იყენებენ ლანდშაფტის დიზაინშიც. სასაუბრო ორმო არის მყუდრო, ჩაღრმავებული ადგილი დიდი ოთახის შუაში, რომელიც განკუთვნილია საოჯახო სადილის ან მოლაპარაკებების მოსაწყობად, მოსახერხებელია მაგიდის თამაშებისთვისაც; დასაჯდომი ადგილებზე მოთავსებულია ბალიშები, ორმოს ცენტრში კი, ჩვეულებრივ, პატარა მაგიდაა ჩამონტაჟებული. სასაუბრო ორმო პოპულარული … Continue reading
ჩარლ ჯენქსის სკულპტურების ბაღი შოტლანდიაში
სკულპტურების არაჩვეულებრივი ბაღი, რომელსაც Garden of Cosmic Speculation ეწოდება, ლანდშაფტის არქიტექტორმა და დიზაინერმა ჩარლზ ჯენქსმა (Charles Jencks) საკუთარი ხელით შექმნა. 12 ჰექტარის ფართობის სკულპტურების ბაღი სამხრეთ-დასავლეთ შოტლანდიაში, დამფრისთან ახლოს, ჯენქსის კუთვნილ Portrack House-ის მიმდებარედ მდებარეობს. პირობითად, ბაღი დაყოფილია 40 ზონად, რომლებზეც წარმოდგენილია კიბეები, ხიდები, მიწის კონსტრუქციები, ტერასები, ღობეები, გეომეტრიული ფიგურები და სხვა არქიტექტურული ნამუშევრები. ბაღის კონცეფცია მარტივია – აქ ყველაფერი … Continue reading
ბრუნო ტორფსის ფანტასტიკური ხის სკულპტურები
ავსტრალიელ სკულპტორს ბრუნო ტორფსს საკუთრ ბაღში ხის უცნაური ფიგურების მთელი კოლექცია აქვს. დაახლოებით ადამიანის სიმაღლის სკულპტურების უმეტესობა უცნაური, ზღაპრული არსებებია. ტორფსის სკულპტურები ლანდშაფტთან არის შერწყმული – ნამუშევრების შესაქმნელად ავსტრალიელ არტისტს მორები, ჯირკები, ფოთლები და ტოტები აქვს გამოყენებული. ხის სკულპტურების შექმნისას შთაგონების წყარო, როგორც ტორფსი ამბობს, სახასიათო გარეგნობის ადამიანები იყვნენ, რომლებიც მოგზაურობის დროს ხვდებოდნენ. ბრუნომ თავისი … Continue reading
ლანდაშაფტის არაჩვეულებრივი დიზაინი სინგაპურში
Tangga House – კიდევ ერთი არაჩვეულებრივი დიზაინი ჩემი ყველა დროის ფავორიტი კომპანიისგან Guz Architects, რომელიც სინგაპურში საუკეთესო კერძო რეზიდენციებს აშენებს. ეკოლოგიურად სუფთა გარემო Guz Architects-ის არქიტექტურის ამოსავალი წერტილია. ყველა მათი ნამუშევარში, მათ შორის Tangga House-შიც, დიდი ყურადღება ექცევა ლანდშაფტის დიზაინს. მიწის თუნდაც ყველაზე მცირე ფართობზეც კი, კომპანია ყოველთვის ახერხებს ორიგინალური გამოსავლის პოვნას და ნაგებობის სიმწვანეში … Continue reading
ოთახის მცენარეები: ზაფხული ზამთარში
XVIII საუკუნეში, როცა ოთახის ყვავილებმა ქალაქელების გულების მონადირება დაიწყო, მათ შორის ყველაზე პოპულარული პომიდორი იყო, რომელიც ორანჟერეებში გამოყავდათ პატარა, ყვითელი ყვავილების გამო. იმ დროს თავად პომიდვრის ნაყოფი შხამიანად მიიჩნეოდა. დრო იცვლება, მაგრამ ადამიანის სურვილი, სახლი სხვადასხვა მცენარით გაალამაზოს, უცვლელი რჩება. მეყვავილეობის მოკლე ისტორია ოთახის ყვავილების ისტორია ძველ ეგვიპტეში იწყება – ფლორის სხვადასხვა წარმომადგენლები კარგად ჩანს … Continue reading
ჰენზელისა და გრეტელის სახლი ოლალას ველზე
ეს არაჩვეულებრივი ნაგებობა, რომელსაც Storybook House-ს უწოდებენ, 1980 წელს რიჩი და კარენ მორგანებმა ოლალას ველზე (ვაშინგტონის შტატი, აშშ) ააშენეს. წყვილი მრავალი წლის განმავლობაში ოცნებობდა სახლზე, სადაც ალბათ ჰენზელი და გრეტელიც კი იცხოვრებდნენ 🙂 ოცნების განხორციელებაში მათ ივონ ბესი დაეხმარა. სახლს ტალღისებური ტორფის სახურავი, ძველებური მასიური ხის ჯარები და მომრგვალებული პატარა ფანჯრები აქვს, რაც მას ზღაპრულ … Continue reading
უილ ბეკერსის გამაოგნებელი სკულპტურები
დანიელი არტისტი უილ ბეკერსი (Will Beckers) რომელსაც ასევე უილოუმენს – ტირიფის კაცს უწოდებენ, ტირიფის ტოტებისა და სხვადასხვა მეორადი მასალისგან არაჩვეულებრივ სკულპტურებს ქმნის. ტირიფის ნაგებობები არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ფუნქციურიცაა – მათში ადამიანს ღამის გათენება შეუძლია, თუ სურვილი ექნება 😉 ეს მაგიური სკულპტურები დრეკადი ხმელი ტოტების დაწვნის, გადაგრეხვის გზით არის შექმნილი და ნამდვილად ზღაპრულ გარემოს ქმნის. … Continue reading
EDGELAND RESIDENCE – თანამედროვე მიწური
სტუდიამ Bercy Chen დააპროექტა რეზიდენცია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის უძველეს მკვიდრთა მიწურების თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს. რეზიდენცია მდინარე კოლორადოს ნაპირზე, მიტოვებულ მიწის ნაკვეთზე აშენდა. სახლის ნაწილი მიწის ქვეშაა განთავსებული, ხოლო სახურავი მთლიანად მიწითა და მცენარეებითაა დაფარული. საცხოვრებლის ამგვარად მოწყობის ტრადიცია საუკუნეების წინ იყო დამკვიდრებული და მთელი წლის განმავლობაში ტემპერატურის სასურველ ნიშნულზე შენარჩუნების საშუალებას იძლეოდა. ამგვარი წესით აშენებულ … Continue reading
მზის სახლი სინგაპურში
Sun House – ნამდვილად არაჩვეულებრივი და კრეატიული პროექტია, რომელიც სტუდია Guz Architects-მა სინგაპურში განახორციელა. Sun House-ს L-ს ფორმა აქვს. მისი კედლები მთლიანად იმეორებს ნაკვეთის კიდეების ფორმას, რათა მეტი ადგილი დარჩეს გამაოგნებელი შიდა ეზოსთვის. “მზის სახლის” შიდა ეზო მართლაც საოცარია – მასში ცენტრალური ელემენტი უდავოდ ულამაზესი პატარა ტბაა, რომელშიც რამდენიმე მინიატურული მწვანე კუნძულია განთავსებული. თითოეულ კუნძულზე ხე … Continue reading
საიდუმლო სახლი სამხრეთ აფრიკაში
მთებით შემოსაზღვრულ ტერიტორიას, სადაც ეს სახლი დგას, Godswindow ჰქვია. ადგილი კილომეტრებით არის დაშორებული უახლოესი დასახლებული პუნქტიდან და ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს მათთვის, ვისაც სიწყნარეში განმარტოებით ცხოვრება უყვარს. სახლის პროექტი Gass Architecture Design Studio-ს დიზაინერმა გეორგ ვან დერ გასმა შეიმუშავა, ლანდშაფტის დიზაინზე კი პატრიკ უოტსონი მუშაობდა. სახლს ნალის ფორმა აქვს, ისევე როგორც მის ირგვლივ არსებულ გარემოს. ნაგებობის ფორმისა და … Continue reading
ოთახი ღია ცის ქვეშ
ამერიკელი ფოტოგრაფი ტომ მაკუილიამი ინტერიერისა და ლანდშაფტის დიზაინის ნიმუშების ფოტოგრაფირებაზე სპეციალიზდება. მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი ღია ცის ქვეშ მოწყობილი დასასვენებელი ზონებს ფოტოკოლექციაა. მაკუილიამსის პორტფოლიოში შეტანილია გემოვნებით მოწყობილი ბაღების, პატიოებისა და ტერასების ფოტოები. “მნიშვნელობა არ აქვს სად გაქვთ სახლი, ქალაქში თუ ქალაქგარეთ – ყოველთვის სასიამოვნო და აუცილებელია შექმნათ ორიგინალურად გაფორმებული მწვანე კუთხე, სადაც თავს კომფორტულად და … Continue reading
თანამედროვე ხის სახლი პოლონეთში
ეს არაჩვეულებრივი ხის სახლი პოლონეთში, ტბის პირას, ულამაზეს ბუნებაში მდებარეობს – უკეთესი ადგილის მოძებნა ქალაქგარე სახლის ასაშენებლად უკეთესი ადგილის პოვნა წარმოუდგენელია. კოტეჯი მოგზაურობის მოყვარულ ოჯახს ეკუთვნის, ამიტომ ინტერიერი ეგზოტიკური ქვეყნებიდან ჩამოტანილი დეკორის ნივთებით არის მოწყობილი. ხის ავეჯთან და დეკორის ელემენტებთან ერთად სახლში მრავლადაა საინტერესო დიზაინის მქონე რბილი ავეჯი. ასევე ლამაზადაა მოწყობილი სასადილო და დასასვენებელი ოთახი … Continue reading
ოცნების ბაღი საკუთარი ხელით. ნაწილი II
პოსტის დასაწყისის წასაკითხად გადადით ამ ლინკზე. აზომვა როდესაც თქვენი მომავალი ბაღის სტილს აირჩევთ, შეუდექით შემდეგ ეტაპს – ნაკვეთის აზომვას. უნდა გაარკვიოთ მისი კონფიგურაცია (სწორკუთხა, ტრაპეცია, არათანაბარი ფორმა და სხვ.), ასევე აღნიშნოთ უსწორმასწორობები და რელიეფის ცვლილებები. ყურადღება მიაქციეთ, როგორ არის განათებული ნაკვეთი დღის განმავლობაში და საით მიცოცავს ჩრდილი. გარდა ამისა, უნდა გადაწყვიტოთ, რელიეფის რომელ დეტალებს დატოვებთ … Continue reading
ელეგანტური რეზიდენცია ხედით ლოს ანჯელესზე
არქიტექტურულმა სტუდიებმა La Kaza და Meridith Baer Home თანამედროვე კერძო რეზიდენციის ერთობლივი პროექტი წარმოადგინეს. რეზიდენცია ლოს ანჯელესში (კალიფორნია, აშშ) შემაღლებულ ადგილასაა განლაგებული და მისი ფანჯრებიდან ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. კერძო რეზიდენცია გამოირჩევა მოდური ინტერიერით, სადაც არაა არაფერი ზედმეტი, გამომწვევი ან უგემოვნო. ინტერიერის დიზაინში უხვადაა გამოყენებული მწვანე ელემენტები – ვერტიკალური მწვანე კედლები, კონტეინერებში მოთავსებული მცენარეები, მწვანე … Continue reading
უკუღმართი ხეები ალასკაზე
ათობით ხე, წვერით მიწაში ჩარჭობილი, ფესვები კი ჰაერში! ესაა ლანდშაფტის დიზაინერების – სთივ და სინდი ბოუჰეის შემოქმედება, რამაც ალიასკის მყინვარის ბაღებს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი და ტურისტების საყვარელ ადგილად აქცია. მყინვარის ბაღები – Glacier Gardens ალასკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, Thunder Mountain-ის (ჭექა-ქუხილის მთა) ფერდობზეა განლაგებული. ხის წვერები მიწაში რამდენიმე ფუტზეა ჩაფლული, ხოლო ფესვები ფერადი ბეგონიების, პერუნიების, … Continue reading
გლიცინიას გვირაბი Wisteria იაპონიაში
ქალაქ კიტაკიუსიუში (იაპონია) არსებულ კავაჩი ფუჯის ბაღში რამდენიმე სახეობის 150-მდე გლიცინია ყვავის. ბაღში არა მხოლოდ გლიცინია, არამედ სხვა ბევრი ულამაზესი ყვავილიც ხარობს, რომელთა ნაწილი სპეციალურ სათბურებშია განთავსებული. მთავარი ღირშესანიშნაობაა გვირაბი Wisteria – გლიცინიების გვირაბი, სადაც ბაღის სტუმრებს ყვავილების სამყაროში დაუვიწყარი გასეირნება ელით. Wisteria გლიცინიას ლათინური სახელწოდებაა. იაპონიაში ეს მცენარე ახალგაზრდობის, პოეზიის, ქალური სილამაზისა და განკურნების … Continue reading
ყვავილების ქვეყანა – Dubai Miracle Garden
დუბაი უკვე დიდი ხანია გადაიქცა ადგილად, სადაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ისვენებენ. ამ ქალაქში არის არა მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროები, არამედ უამრავი გამაოგნებელი ღირშესანიშნაობა, რომელთაგანაც ნებისმიერს შეეძლო მსოფლიოს ახალი საოცრების წოდებაზე გამოეცხადებინა პრეტენზია. ერთ-ერთი ასეთი საოცრებაა Dubai Miracle Garden, რომელიც მსოფლიოს უდიდეს ბაღად მიიჩნევა. ის 6500 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას იკავებს, სადაც 45 მილიონზე მეტი ყვავილი იზრდება. … Continue reading
ყველაზე ლამაზი და იაფი განათება
ბაღის მზის სინათლის ბატარეებზე მომუშავე სანათებს გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, დეკორატიული ფუნქციაც აქვს და ბაღის, ბილიკების თუ გალავნების გასაფორმებლად გამოიყენება. ამ ტიპის სანათების კონსტრუქცია მზის პანელისგან, აკუმულატორისა და სინათლის გამომსხივებელი დიოდებისგან შედგება. მისი ენერგიის წყარო მზის შუქია. დღის შუქზე აკუმულატორი იმუხტება და ეს ენერგია სანათს 7-8 საათს მაინც ყოფნის. ბაღის მზის სანათების უდავო უპირატესობა სხვა ტიპის … Continue reading
საიდუმლო ბაღი ცათამბჯენზე
არც ერთი კვადრატული სანტიმეტრი გაუმწვანებლად – დაახლოებით ასე შეგვიძლია დავახასიათოთ ბაღის დიზაინის შედარებით ახალი მიმართულება, რომელიც დიდ ქალაქებში მიწისა და სუფთა ჰაერის სიმცირის გამო გაჩნდა. დღევანდელი პოსტის თემა სიდნეის (ავსტრალია) ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავზე მოწყობილი ბაღია, რომლის დიზაინიც ავსტრალიურ კომპანია Secret Gardens-ს ეკუთვნის. ესაა ერთგვარი ოაზისი ამ უზარმაზარ, ხმაურიან და მანქანების გამონაბოლქვით დაბინძურებულ ქალაქში. 25-ე სართულის … Continue reading