საახალწლო იდეები: საძინებელი ოთახის გაფორმება

საახალწლო ნაძვის ხის და მისაღები ოთახის დეკორირების შემდეგ საძინებელის რიგი დგება – სადღესასწაულო განწყობა ყველა ოთახში უნდა იგრძნობოდეს! თუ ფართი პატარაა, სჯობს მარტივი, უბრალო დიზაინი მოიფიქროთ, რომ ოთახი მეტისმეტად არ გადაიტვირთოს, დიდი ფართი კი ფანტაზიის გამოვლენის მეტ შესაძლებლობას იძლევა. საძინებლის დეკორიდებისთვის საუკეთესო დეტალი თეთრი მანათობელი გირლანდებია, რომლებიც ოთახში სასიამოვნო, ინტიმურ გარემოს და სიმყუდროვეს ქმნის. ოთახის … Continue reading

ტრადიციული საახალწლო ნაძვის ხის ალტერნატივა: 38 იდეა

ნაძვის ხის მორთვა საახალწლო სამზადისის ყველაზე სასიამოვნო ნაწილია, თუმცა დეკორირების მოყვარულებისთვის ხშირად მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. საკუთარი ფანტაზიის გამოვლენის საუკეთესო გზა კი ალტერნატიული ნაძვის ხის შექმნაა. ალტერნატიული ნაძვის ხის ასაწყობად შეიძლება გამოიყენო წიგნები, პალეტის ფიცრები, ტოტები, ჯოხები, საახალწლო სათამაშოები, ნაჭერი, ბოთლები, კენკროვანი მცენარეები, ნაძვის ტოტები, მუყაო, კიბე, კორპი და თუნდაც ბალიშები – ყველაფერი რაც … Continue reading

მაგიური საახალწლო ლანტერნები: 37 იდეა

სანთლების დეკორაციებთან ერთად სადღესასწაულო დეკორის ერთ-ერთი მომხიბლავი კომპონენტი, რომელიც სახლში არაჩვეულებრივ სადღესასწაულო განწყობას და სიმყუდროვეს შექმნის, საშობაო ლანტერნებიც შეიძლება იყოს. გალერეაში, რომელსაც ამ პოსტში წარმოგიდგენთ, სახლის ლანტერნების 37 მაგალითია მოყვანილი, რომელთა უმეტესობა ჰენდმეიდია – დამზადებულია უბრალო ქილების ან ძველი ლანტერნების გამოყენებით. დაათვალიერეთ საშობაო ლანტერნების ფოტოები და შექმენით სადღესასწაულო განწყობა საკუთარი ხელით 😉 ბედნიერ შობა-ახალ წელს … Continue reading

საახალწლო სამზადისი: კარის დეკორირების 45 იდეა

ინტერიერის დეკორირებასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანი და სახალისოა ექსტერიერის დეკორირებაც, მით უმეტეს, თუ კერძო სახლში ცხოვრობთ. ეს პროცესი კი, სასურველია დაიწყოს ერთგვარი სავიზიტო ბარათის – შესასვლელი კარის დეკორირებით 😉 კარის დეკორირებისას ცენტრალური და შეიძლება ითქვას, აუციელებელი ელემენტი, რა თქმა უნდა, საშობაო გვირგვინია, რომლის დიზაინმაც დეკორის დანარჩები კომპონენტები უნდა განსაზღვროს. მაგალითად, თუ საშობაო გვირგვინი ნაძვის ან ფიჭვის … Continue reading

საშობაო გვირგვინების დეკორირების იდეები

შობა-ახალი წლის დღესასწაულებზე საშობაო გვირგვინებით სახლის დეკორირებას საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. ადვენთის გვირგვინი (Adventskranz – საშობაო გვირგვინი), როგორც “ოთხი სანთლის კომპოზიციის” ნაწილი პირველად მე-19 საუკუნეში გერმანიაში გამოიყენეს (წაიკითხეთ პოსტი ადვენთის გვირგვინის შესახებ ამ ლინკზე), შემდეგ კი ის საშობაო დეკორის შეუცვლელი კომპონენტი გახდა. საშობაო გვირგვინით აფორმებენ სადღესასწაულო მაგიდებს, ბუხრებს, კარებს, ფანჯრებს და სხვ. გთავაზობთ საშობაო გვირგვინის … Continue reading

საახალწლო იდეები: სანთლების დეკორირების 45 იდეა

ლამაზად დეკორირებული სანთლები საახალწლო დიზაინის შეუცვლელი კომპონენტია. ევროპის ქვეყნებში, საშობაო სანთლებთან ლამაზი ტრადიციაა დაკავშირებული, რომლის შესახებ ჩვენ უკვე დავწერეთ ერთ-ერთ პოსტში. განსაკუთრებით სასიამოვნო კი მათი საკუთარი ხელით დეკორირება და ორიგინალური კომპოზიციების შექმნაა. ნაძვის ან ფიჭვის ტოტები, სხვა მარადმწვანე მცენარეების ფოთლები, ქილები, კენკრები, უბრალო ფერადი ქაღალდი, თექა, ხმელი ტოტები, ციტრუსები, ნაძვის ხის სათამაშოები, წვიმები, მძივები, გირჩები … Continue reading

საახალწლო იდეები: მისაღები ოთახის სადღესასწაულო დეკორი

რა თქმა უნდა, სადღესასწაულო განწყობა ყველა ოთახში უნდა იგრძნობოდეს, თუმცა მისაღები ოთახი – საკვანძოა საახალწლო დიზაინში. ოთახში, სადაც ჩვეულებრივ, ახალი წლის მთავარი სიმბოლო – ნაძვის ხე დგას, სტუმრებს იღებთ და ოჯახთან ახალ წელს ხვდებით, ყველაფერი უნდა ბრწყინავდეს და ლაპლაპებდეს 😉 😉 ამიტომ საახალწლო ატმოსფეროს შექმნა სწორედ ამ ოთახით უნდა დაიწყოთ – წარმოგიდგენთ მისაღები ოთახის დეკორირების … Continue reading

საახალწლო იდეები: ნაძვის ხის დიზაინი

ახალ წლამდე რამდენიმე კვირა რჩება და ნაძვის ხის მორთვა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, დეკორირების მოყვარულებისთვის კი ფანტაზიის და კრეატიულობის გამოვლენის საუკეთესო საშუალება. საახალწლოდ ნაძვის ხე ერთგვარი სავიზიტო ბარათი და ამავე დროს სახლში სასიამოვნო განწყობის შექმნის საუკეთესო საშუალებაა, ამიტომ რაც უფრო მალე მორთავთ, მით მეტხანს გაგყვებათ სასიამოვნო შეგრძნებები 😉 სახლის სადღესასწაულო დეკორისა და კონკრეტულად ნაძვის ხის … Continue reading

სადღესასწაულო იდეები: ხელნაკეთი საჩუქრები შობა-ახალი წლისთვის

წინასაახალწლო პერიოდი საუკეთესო დროა საკუთარი კრეატიულობის გამოსავლენად, ასევე დროის სასიამოვნოდ გასატარებლად, მით უმეტეს, თუ საჩუქრებსა და დეკორის ნივთებს ბავშვებთან ერთად აკეთებთ. FRIDAY.GE წარმოგიდგენთ  სახლისა და ეზოს საახალწლო დეკორის 35 იდეას, ასევე პერსონალიზებულ ხელნაკეთ საჩუქრებს, მათ შორის “ტკბილი საჩუქრების” გაფორმების იდეებსაც 😉 😉 ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ ❤

ხე მთავარ როლში – 30 იდეა სახლისა და ბაღის დეკორისთვის

ხის მასალა – მორები, წვრილი თუ მსხვილი ტოტები, ნაფოტები თავისი ბუნებრივი ფაქტურით, ყოველგვარი ზედმეტი დამუშავების გარეშეც შეიძლება გახდეს სახლის, ბაღის ან თუნდაც ოფისის დეკორის ელემენტი. ბევრი მათ მცირედ დამუშავების შემდეგ საინტერესო დანიშნულებას უძებნის. წარმოგიდგენთ დეკორის ნივთებს, რომლებიც სწორედ ნატურალური, დაუმუშავებელი ხისგანაა შექმნილი. აქ ნახავთ ხის ტუმბოებს, მაგიდებსა და სხვა ავეჯს, ასევე შანდლებს, მასიურ ქოთნებს, სანათებს, ლარნაკებს, … Continue reading

ამერიკელი მხატვრის ნაქარგი პეპლები

ხელნაკეთი პეპლების ეს ელეგანტური  კოლექცია  სამხრეთ კაროლინელმა მხატვარმა იუმი ოკიტამ (Yumi Okita) შექმნა. არაჩვეულებრივი პეპლების შესაქმნელად იუმიმ ჩვეულებრივი ბამბის ძაფი, სხვადასხვა ფაქტირის ხელოვნური ბეწვი, მავთულები და ფრთები გამოიყენა. დაათვალიერეთ იუმი ოკიტას ნაქარგი პეპლების კოლექცია ჩვენს გალერეაში:

ბრუნო ტორფსის ფანტასტიკური ხის სკულპტურები

ავსტრალიელ სკულპტორს ბრუნო ტორფსს საკუთრ ბაღში ხის უცნაური ფიგურების მთელი კოლექცია აქვს. დაახლოებით ადამიანის სიმაღლის სკულპტურების უმეტესობა უცნაური, ზღაპრული არსებებია. ტორფსის სკულპტურები ლანდშაფტთან არის შერწყმული – ნამუშევრების შესაქმნელად ავსტრალიელ არტისტს მორები, ჯირკები, ფოთლები და ტოტები აქვს გამოყენებული. ხის სკულპტურების შექმნისას შთაგონების წყარო, როგორც ტორფსი ამბობს, სახასიათო გარეგნობის ადამიანები იყვნენ, რომლებიც მოგზაურობის დროს ხვდებოდნენ. ბრუნომ თავისი … Continue reading

ჩრდილის ყუთები – დენვერელი არტისტების გამაოგნებელი სანათები

წელს ნიუ იორკის SCOPE არტ-შოუზე, Black Book გალერეაში ხელნაკეთი სანათების პრეზენტაცია შედგა. ე.წ. ჩრდილის ყუთები, რომლებიც ქაღალდისგან არის დამზადებული, კოლორადოელმა არტისტებმა ჰერიმ და დიფთიმ წარმოადგინეს. სანათების შექმნაში ორივე არტისტმა საკუთრი წვლილი შეიტანა. ჰერი (ჰერიქრიშნან ფენიქერი) გრაფიკის დიზაინერია, ხოლო დიფთი (დიფთი ნაირი) პროფესიით ილუსტრატორია და ქაღალდის არტზეა სპეციალიზებული. არტისტებმა პირველი ექსპერიმენტი ე.წ. ჩრდილის ყუთებზე 2010 წელს … Continue reading

ჭაღი, რომელიც სახლს ტყედ გადააქცევს

დიზაინის სტუდიამ Hilden & Diaz შეიმუშავა ჭაღის არასტანდარტული დიზაინი, რომელიც საღამოობით სულ სხვა სამყაროში გადაგიყვანთ. “შუქი ისე ეცემა ტოტებს, რომ ჩრდილებით ზღაპრული სამყარო იქმნება. ეს ჭაღი თავს შუა ტყეში, კოცონთან გაგრძნობინებთ”, – ასე აღწერეს Hilden & Diaz-ის წარმომადგენლებმა თავიანთი ინსტალაცია.  მართლაც, ჩრდილის 360-გრადუსიანი ფორმირების წყალობით, ოთახის ოთხივე კედელზე, ჭერსა და იატაკზეც კი ჯუნგლის იმიტაცია იქმნება.  კომპანიის დამფუძნებლებმა და … Continue reading

ქირსთი ელსონის ხის ინგლისი

ბრიტანელი კრაფტერი ქირსთი ელსონი ხის ნაფოტებისა და ჟანგიანი ლურსმნებისაგან პატარა მომხიბლავ კომპოზიციებს ქმნის. “ამ ხის ქმნილებებს განსაკუთრებული შარმი აქვს. პატარა კოტეჯების პატარა ფანჯრები, ამინდისგან შელახული ხის კარები და სახურავები, ძველი ჟანგიანი ლურსმნებისგან გაკეთებული საკვამურები მე-19 საუკუნის ნაივ-არტის წარმომადგენლის მეთევზე-მხატვარ ალფრედ უოლისის ნამუშევრებს მოგვაგონებს”, – წერს ჟურნალისტი სარა პიტი ქირსთი ელსონის ნამუშევრების შესახებ. “წილად მხვდა ბედნიერება, მომხიბლავ … Continue reading

კრეატივი: სინჯარებიანი ჭაღის ტრანსფორმირება

პოლონურმა დიზაინის სტუდიამ Gang Design შექმნა ჭაღის კრეატიული მოდელი, რომელიც სახლს იმიჯს იმდენჯერ შეუცვლის, რამდენჯერაც მოისურვებთ. ჭაღს ძალიან მარტივი დიზაინი აქვს – ესაა ხის რგოლში ჩამაგრებული უბრალო სინჯარები, რომლებშიც ყოველდღე სხვადასხვა ყვავილი შეიძლება ჩააწყო ან თუნდაც მხოლოდ სხვადასხვა ფერის საღებავშერეული წყალი ჩაასხა. სინჯარებში ასევე შეიძლება ჩაყარო ფერადი დეკორატიული ქვიშა ან სულაც გუაშის საღებავშერეული მარილი (მომზადების წესის სანახავად გადადით ამ … Continue reading

დეკორატიული სასანთლე საკუთარი ხელით

ლამაზი სასანთლეები და სანათები ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება, მაგრამ საკუთარი ხელით რაღაც ლამაზისა და ორიგინალურის შექმნას სულ სხვა ეშხი აქვს 😉 მით უმეტეს, რომ ამისთვის არც რაიმე განსაკუთრებული მასალაა საჭირო და არც დიდი დრო. რა დაგჭირდებათ: ლამაზი ფორმის ქილები; კანაფის თოკი ან მსხვილი ძაფი; საღებავი (სასურველია სფრეი); ძველი ტილო; პატარა სანთლები. დამზადება:  ქილებს უსწორმასწოროდ შემოახვიეთ … Continue reading

დეკორი ვალენტინობისთვის – სიყვარულის ხე

ვალენტინობის დღესასწაული მოახლოვდა, თუმცა ჯერ კიდევ არის დრო პატარ-პატარა დეკორაციებისა და საჩუქრების მოსამზადებლად. ამ პოსტში გაჩვენებთ, როგორ უნდა გააკეთოთ სურნელოვანი “სიყვარულის ხე” 😉 დაგჭირდებათ: სხვადასხვა ფერის მაუდი/თექა, ნემსი, მსხვილი ძაფი, მაკრატელი, ხმელი სურნელოვანი მცენარეები, ტოტი, ლარნაკი, მადუღარა, ქოთანი ან ლამაზი ფორმის ჭიქა. დამზადება:გამოჭერით გულის ფორმის შაბლონი. ნაჭერი გადაკეცეთ რამდენიმეჯერ, დაადეთ შაბლონი და გამოჭერით გულები. გულების … Continue reading

ფანტაზიები სიყვარულის თემაზე – გულები, გულები, გულები

რომანტიულ განწყობაზე დასადგომად მაინცდამაინც დღესასწაული საჭირო არ არის. თუმცა ყოველდღიურ ფუსფუსში, როგორც წესი, ასეთი ფაქიზი თემები იშვიათად გვახსოვს. არადა ბევრ ადამიანს რომანტიკა ჰაერივით სჭირდება – შთაგონებისთვის, პოზიტივისთვის, სიცოცხლის სრულყოფილად აღსაქმელად. სწორედ ასეთი ხალხი აღნიშნავს ყოველწლიურად შეყვარებულთა დღეს, საყვარელი ადამიანებისთვის ორიგინალურ საჩუქრებსაც იგონებს და სახლსაც შესაბამისად რთავს. თუ რომანტიკა თქვენთვის უცხო არ არის და ხელსაქმეც გიყვართ, … Continue reading

წმინდა ვალენტინის დღე: იდეები სახლის სადღესასწაულო მორთულობისთვის

რამდენად ხშირად ემიჯნებით მომაბეზრებელ ყოველდღიურობას და იძირებით სასიამოვნო ფიქრებში? გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების რომანტიკული მომენტები, იოცნებეთ სურვილების ასრულებაზე, იფიქრეთ, რა კარგია, როცა საყვარელი ადამიანები – მეუღლე, შვილები, მშობლები, მეგობრები თქვენ გვერდით არიან… ბევრი ფიქრობს, რომ წმინდა ვალენტინის დღე მხოლოდ ახალგაზრდული დღესასწაულია და უფროს ხალხს ისედაც საკმარისი საზრუნავი აქვს, რომ რაღაც რომანტიკისთვის დრო არ დაკარგონ… იქნებ ცხოვრებას … Continue reading

რომანტიკული სანთლები ვალენტინობის დღესასწაულისთვის

ახლოვდება წმინდა ვალენტინის დღე – შეყვარებულების დღესასწაული. მზადების პროცესი ნებისმიერი დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია და უფრო მეტიც, ნახევარი დღესასწაული ხშირად სწორედ მზადებაა. არც ვალენტინობაა გამონაკლისი. ჩვენს გალერეაში შეგიძლიათ ნახოთ რომანტიკული სანთლების მეშვეობით შექმნილი დეკორი. რომანტიკა ხშირად საღამოსთან ასოცირდება, სანთლები კი ინტიმურობისა და სასიამოვნო სიმყუდროვის ატმოსფეროს ქმნის. შეგიძლიათ მაღაზიებში „სასიყვარულო თემატიკის“ მზა სანთლები იყიდოთ ან სულაც საკუთარი … Continue reading

ვინტაჟური ქაღალდის ბურთები ნაძვის ხისთვის. მასტერ კლასი

ნაძვის ხის დიზაინის ელემენტების საკუთარი ხელით დამზადება შეიძლება ცოტა სახლაფორთო, მაგრამ ძალიან სასიამოვნო პროცესია, მით უმეტეს, თუ ამას ბავშვებთან ერთად აკეთებთ. ამ პოსტში მოცემულია ქაღალდის ბურთების დამზადების დეტალური ინსტრუქცია. ადრე საშობაო ნაძვის ხის სამშობლოში – გერმანიაში ღარიბები ნაძვის ხეს ხილითა და ტკბილეულით, ასევე ქაღალდისგან დამზადებული ბურთებითა და სხვა სათამაშოებით რთავდნენ, რადგან მაშინ შუშის სათამაშოები ფუფუნების … Continue reading

საახალწლო დეკორაციები: სანათი საკუთარი ხელით

ასეთი სანათის დამზადება ნებისმიერს შეუძლია. ამისთვის მხოლოდ ყველაზე ხელმისაწვდომი მასალა, ცოტა მონდომება და ცოტაც სიფრთხილეა საჭირო. მასალა: ცარიელი ბოთლი,  საბურღი აპარატი (სპეციალური შუშის საბურღი პირით), სათვალე, საიზოლაციო ლენტა (ან სკოჩი), ნათურებიანი გირლანდა და თუ სურვილი გაქვთ, სანათის მზა “ქუდიც”.  დამზადების პროცესი: ბოთლი გარეცხეთ, მოაცალეთ ეტიკეტი (თუმცა თუ ეტიკეტი ლამაზია, ის დეკორის ელემენტადაც შეიძლება დატოვოთ) და კარგად გააშრეთ. იმ … Continue reading

თამაში საჭმელთან. ვანესა დუალიბის მხიარული ფოტოები. ნაწილი II

ფუდფოტოგრაფის ვანესა დუალიბის ბოსტნეულის კომპოზიციებზე უკვე ვისაუბრეთ, friday.ge-ს დღევანდელი თემა კი მისი კომპოზიციების სერიაა, რომლის მთავარი გმირიც არის მისი აღმატებულება კვერცხი! „თავისთავად კვერცხის ჭამაც ძალიან მიყვარს, ხასიათების შესაქმნელად კი ის გადასარევი მასალაა“, – ამბობს ვანესა. „სასაცილო ფიზიონომიები ძალიან მამხიარულებს და შესაბამისად, ფოტოებიც სასაცილო გამომდის“. „კვერცხის თავგადასავალი“ ვანესა დუალიბის ფოტოებში: ვანესა დუალიბის ოფიციალური საიტია: vanessadualib.com  

ორიგინალური ლარნაკები საკუთარი ხელით

მაღაზიაში სტანდარტული ლარნაკის შეძენას ნამდვილად სჯობს ფანტაზიას გასაქანი მისცეთ და ლამაზი ნივთები საკუთარი ხელით დაამზადოთ. ამ პოსტში ნახავთ უამრავ იდეას თემაზე: უჩვეულო კონტეინერის შერჩევიდან მზა ლარნაკების ქსოვილით, ქაღალდით, სტიკერებით და ბუნებრივი მასალებით მორთვამდე. ასევე, სხვადასხვა ტექნოლოგიის 3 ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმძღვანელოს სურათებთან ერთად. ჩვენი გალერეა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ლამაზ და მოდურ დეკორს დიდი ხარჯები  არ ჭირდება. … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე