ნეკერჩხლის სახლი კალიფორნიაში

ამერიკულმა საპროექტო კომპანიამ Klopf Architecture ბარლინგემში (კალიფორნია, აშშ) მდებარე სახლში სარეკონსტრუქციო სამუშაოები შეასრულა. პროექტი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, განსაკუთრებით კრეატიული – დასასვენებელი ზონაა, რომელიც მარაკანული არქიტექტურის თანამედროვე, მინიმალისტურ ვერსიადაც შეიძლება განვიხილოთ. ეს სახლი ერთ-ერთია ე.წ. ეიხლერის სახლებიდან. ჯოზეფ ეიხლერი 20 საუკუნის უძრავი ქონების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეველოფერი იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მან კალიფორნიაში ორიგინალური საცხოვრებელი სახლების სამშენებლო პროცესი … Continue reading

Evernote-ის ოფისი კალიფორნიაში

არქიტექტურისა და დიზაინის სტუდიამ O+A კალიფორნიაში (აშშ) Evernote-ის ახალი ოფისის დიზაინის პროექტი განახორორციელა. პროექტის სავიზიტო ბარათი უდავოდ ულამაზესი  კედლის არტია, რომლის მაგალითიც ვიზიტორთა მოსაცდელ ოთახშია წარმოდგენილი – აქ ლამაზი პატარა მცენარეები თითქოს პირდაპირ კედლიდანაა ამოზრდილი.  ევერნოუთის ოფისის პროექტის შექმნისას დიზაინის თანამედროვე მიმართულებები – მოდერნი და ინდუსტრიული სტილია გამოყენებული. სწორედ ინდუსტრიულ სტილშია შესრულებული სამუშაო სივრცის დიდი ნაწილი, სადაც ცემენტის … Continue reading

18 წლის ალექს სთოდარდის კრეატიული ფოტოარტი

ლორა უილიამსისა და ქაილ თომფსონის შემდეგ FRIDAY.GE წარმოგიდგენთ კიდევ ერთ კრეატიულ ახალგაზრდა ფოტოგრაფს ალექს სთოდარდს. 18 წლის სთოდარდის ნამუშევრები ადამიანურ ფორმებსა და მათ გარემო სამყაროსთან შერწყმაზეა ფოკუსირებული. იგი ასევე ექსცენტრიულ, სიურეალისტურ სელფ-პორტრეტებსაც ქმნის. ალექსი  ჯექსონვილში (ფლორიდა, აშშ) დაიბადა და, როგორც თავად ამბობს, “ბავშვობა ღრმა სამხრეთში გაატარა”. სელფ-პორტრეტების გადაღება 16 წლის ასაკში დაიწყო, რათა თვითრეალიზება ფოტოკრაფტის მეშვეობით მოეხდინა. ამჟამად ალექს სთოდარდი ლოს … Continue reading

NASA-ს ყოფილი ინჟინრის გამაოგნებელი ტორტები

NASA-ს ყოფილი ინჟინერი ბეთ ენ გოლდბერგი თავის საინჟინრო განათლებასა და სამუშაო გამოცდილებას გამაოგნებელი კონსტრუქციების შესაქმნელად იყენებს – ამჯერად უკვე კულინარიაში. NASA-ში სამუშაო კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ბეთ ენ გოლდბერგმა საკუთარი ცხოვრების კარდინალურად შეცვლა გადაწყვიტა და ყველასთვის მოულოდნელად მენლო პარკში, კალიფორნიაში საკონდიტრო Studio Cake გახსნა. “საინჟინრო სკოლამ პრობლემების საუკეთესო გადამჭრელად ჩამომაყალიბა. რასაც უნდა ვაკეთებდე – მცირე ბიზნესის გახსნით დაწყებული, … Continue reading

კატების კომფორტისთვის 35 ათას დოლარად გადაკეთებული სახლი

კალიფორნიელმა კატების მოყვარულმა, რომელსაც 18 ფისუნია ჰყავს, სახლის “კატების ოაზისად” გადაკეთება გადაწყვიტა. დახმარებისთვის მან არქიტექტურისა და დიზაინის სტუდიას Trillium Enterprises-ს მიმართა. სახლის ტრანსფორმაცია ხალისიანი ფერების, ე.წ. კატის ბილიკების, გვირაბების, საძინებელი და სათამაშო ზონების დამატებით გახდა შესაძლებელი. განსხვავებული დიზაინისა და ფერის კატის ბილიკები აბსოლუტურად ყველა ოთახში დამონტაჟდა სახლის მფლობელის საწოლი ოთახით დაწყებული, სამუშაო კაბინეტით, სამზარეულოთი და … Continue reading

Skype-ს ოფისი პალო ალტოში

Skype-ს ჩრდილოეთ ამერიკის განახლებული ოფისის დიზაინი კომპანია Blitz-ის არქიტექტორებმა და დიზაინერებმა შეიმუშავეს. ოფისი, რომლის ფართიც 5,015 კვადრატული მეტრია,პალო ალტოში (კალიფორნია, აშშ) მდებარეობს და მოხერხებულ სამუშაო ატმოსფეროს ქმნის 250 თანამშრომლისთვის.  ოფისის ინტერიერი  Skype-ს “სულს” ასახავს – ინოვაციურობა, ფუნქიცურობა, შემოქმედებითობა და სპონტანურობა კომპანიის წარმატების გარანტიაა. ოფისის პროექტი სრულად შეესატყვისება “მწვანე” სტანდარტებს და LEED-ის სასერთიფიკატო პროგრამაში ვერცხლის ნიშანზე აქვს პრეტენზია.  ექსპლუატაციის ათი წლის … Continue reading

ელეგანტური რეზიდენცია ხედით ლოს ანჯელესზე

არქიტექტურულმა სტუდიებმა La Kaza და Meridith Baer Home თანამედროვე კერძო რეზიდენციის ერთობლივი პროექტი წარმოადგინეს. რეზიდენცია ლოს ანჯელესში (კალიფორნია, აშშ) შემაღლებულ ადგილასაა განლაგებული და მისი ფანჯრებიდან ქალაქის ულამაზესი  ხედი იშლება. კერძო რეზიდენცია გამოირჩევა მოდური ინტერიერით, სადაც არაა არაფერი ზედმეტი, გამომწვევი ან უგემოვნო. ინტერიერის დიზაინში უხვადაა გამოყენებული მწვანე ელემენტები – ვერტიკალური მწვანე კედლები, კონტეინერებში მოთავსებული მცენარეები, მწვანე … Continue reading

გლიცინიას გვირაბი Wisteria იაპონიაში

ქალაქ კიტაკიუსიუში (იაპონია) არსებულ კავაჩი ფუჯის ბაღში რამდენიმე სახეობის 150-მდე გლიცინია ყვავის. ბაღში არა მხოლოდ გლიცინია, არამედ სხვა ბევრი ულამაზესი ყვავილიც ხარობს, რომელთა ნაწილი სპეციალურ სათბურებშია განთავსებული. მთავარი ღირშესანიშნაობაა გვირაბი Wisteria – გლიცინიების გვირაბი, სადაც ბაღის სტუმრებს ყვავილების სამყაროში დაუვიწყარი გასეირნება ელით. Wisteria გლიცინიას ლათინური სახელწოდებაა. იაპონიაში ეს მცენარე ახალგაზრდობის, პოეზიის, ქალური სილამაზისა და განკურნების … Continue reading

Hayden Place – მუშაობისა და დასვენების ბალანსი

საპროექტო ბიურომ Cuningham Group წარმოადგინა თავისი ახალი ოფისი Hayden Place, რომელიც LEED-ის სერთიფიკაციის ოქროს სტანდარტის მიღებაზეა ორიენტირებული. Cuningham Group-ის ოფისი კალიფორნიის შტატში, კალვერ სითიში (აშშ) ყოფილი საწყობის შენობაშია განლაგებული. ოფისს საკმაოდ დიდი ფართობი – 790 კვადრატული მეტრი უჭირავს. აქ ვერ ნახავთ პერსონალურ კაბინეტებს – სივრცე ფუნქციურ ზონებადაა დაყოფილი. დღის განათების მაქსიმალურად გამოსაყენებლად ნაგებობას უზარმაზარი ფანჯრები … Continue reading

14,9 მილიონად ღირებული ვილა ჰავაიზე

Jewel of Kahana – ეს არაჩვეულებრივი ვილა ოკეანის სანაპიროზე, კუნძულ მაიუიზე (ჰავაი) მდებარეობს. ვილის პროექტი არქიტექტურულმა სტუდიამ Arri LeCron (კალიფორნია, აშშ) განახორციელა. 850 კვადრატულ მეტრზე განლაგებულია შვიდი საძინებელი ორი მისაღები ოთახი ორიგინალური დიზაინის სააბაზანო ოთახებით, რომლებიც უფრო მინი სპა სალონს მოგვაგონებს. პირდაპირ სანაპიროზე ვილას აქვს აპარტამენტები სპეციალურად სტუმრებისთვის. ვილის ერთ-ერთ აუზში პატარა ხელოვნური ჩანჩქერი ჩაედინება, … Continue reading

ქვიშის მხატვრის ახალი ნამუშევრები

სანფრანცისკოელი მხატვარი ანდრეს ამადორი (Andres Amador) მხოლოდ ქვიშიან სანაპიროებზე ხატავს. საბოლოოდ ნახატები  მხოლოდ ფოტოებსა და ვიდეომასალაში რჩება, მაგრამ ნამუშევრები იმდენად შთამბეჭდავია, რომ მისი მუშაობის პროცესის დასაკვირვებლად ასობით ადამიანი მიდის. ანდრეს ამადორი 1971 წელს დაიბადა. მისი წინაპრები აშშ-ში ეკვადორიდან დაახლოებით საუკუნის წინ გადასახლდნენ. 1994 წელს ანდრესმა კალიფორნიის უნივერსიტეტი დაასრულა ეკოლოგიის სპეციალობით, რის შემდეგაც სკულპტურის დიზაინის შესწავლა … Continue reading

როგორ შეიცვალა მსოფლიო ღვინის წარმოება

1976 წელს პარიზში ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული შეჯიბრი მოეწყო, რომელმაც  დაამსხვრია მითი, რომ საუკეთესო ღვინოები მხოლოდ საფრანგეთში შეიძლება დამზადდეს. საუკეთესო ბურგუნდიულ ღვინოებთან ერთად პარიზის გამოფენაზე რამდენიმე კალიფორნიული მეურნეობის ღვინოც იყო წარმოდგენილი. ბრმად გასინჯვის შემდეგ თერთმეტი წამყვანი ფრანგი ექსპერტიდან უმაღლესი ქულა თერთმეტივემ კალიფორნიულ ღვინოს მიანიჭა. ეს ღვინო  შატო მონტელენას 1973 წლის მოსავლის შარდონე იყო. შედეგმა ყველა შოკში … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე