მსოფლიოს ყველაზე პატარა მდინარეები: აზია და ევროპა, ნაწილი I

მსოფლიოში ყველაზე მოკლე მდინარის სტატუსისთვის რამდენიმე მდინარე “იბრძვის”. Friday წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს, კონტინენტების მიხედვით. აზიის ყველაზე მოკლე მდინარეა ტამბორასი, რომელიც ინდონეზიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ სულავესის პროვინციაში, ქალაქ კოლაკასთან მიედინება. მისი სიგრძე სულ რაღაც 20 მეტრია: ევროპაში ერთ-ერთი უმოკლესი მდინარე არის ომბლა – ხორვატიაში, დალმატიის რეგიონში, დუბროვნიკის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.  ომბლა დაახლოებით 30 მეტრია სიგრძეში: ჩვენს სიაში შემდეგია მდინარე … Continue reading

Casa Di Giulietta – ჯულიეტას სახლი ვერონაში

იტალიის ქალაქ ვერონაში ყველაზე პოპულარული ტურისტული სანახაობა უდავოდ ვია კაპელოს #23-ში მდებარე ჯულიეტას სახლია (Casa Di Giulietta). XIII საუკუნის შენობა, რომელიც დელ კაპელოს ოჯახის საკუთრება იყო, 1905 წელს ვერონას მერიამ გამოისყიდა. სახლის მფლობელებისა და კაპულეტის გვარების მსგავსების დამსახურებით შეიქმნა ტურისტული მითი, თითქოსდა ეს იყო კაპულეტების სახლი, რომლის აივანზე მდგომ ჯულიეტას რომეო სასიყვარულო სტროფებს უძღვნიდა. არავითარ … Continue reading

სარა ილენბერგერის კრეატიული ფუდარტი

გერმანელ არტისტს სარა ილენბერგერს (Sarah Illenberger) აქვს შესანიშნავი ნიჭი, აიღოს უბრალო ნივთები, შექმნას მათგან გონებამახვილური, ნათელი კომბინაციები და ეს ნივთები სრულიად ახალი კუთხით დაგვანახოს. სარა ბერლინში ცხოვრობს და გრაფიკული დიზაინისა და ფოტოგრაფიის სფეროში მუშაობს. ამ პოსტში წარმოგიდგენთ ხილისა და ბოსტნეულის “ახალი ცხოვრების” ამსახველ პორტფოლიოს სახელად “Tutti Frutti“, რომლის იდეაც სარა ილენბერგერს იტალიაში, კერძოდ ტოსკანას ბაზარში სეირნობისას დაებადა. … Continue reading

მსოფლიოს ულამაზესი კიბეები

ამ პოსტში წარმოგიდგენთ 18 კიბეს, რომელიც მხატვრებმა ხელოვნების ნიმუშებად და თავიანთი ქალაქების ღირშესანიშნაობად აქციეს. მსოფლიოს ულამაზესი კიბეები FRIDAY.GE-ზე. სან ფრანცისკო, აშშ. ვალპარაისო, ჩილე ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმის კიბე (აშშ) სეული, სამხრეთ კორეა ვუპერტალი, გერმანია სიცილია, იტალია რიო დე ჟანეირო, ბრაზილია ბეირუთი, ლიბანი კიბე მუსიკალური თეატრთან, სეული, სამხრეთ კორეა „მსოფლიოს კიბე“, სირია ანჟე, საფრანგეთი სტამბული, თურქეთი მორლე, საფრანგეთი … Continue reading

წმინდა ვალენტინის დღის ისტორია

რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წმინდანის წმინდა ვალენტინის ირგვლივ უამრავი ისტორია არსებობს, მათი უმრავლესობა ყოველგვარი  მტკიცებულების გარეშეა. ისტორიამ კი რეალურად მხოლოდ წმინდანის სახელი და მისი თავის ხმლით მოკვეთის შესახებ თქმულება შემოინახა. 1969 წელს წმინდა ვალენტინის დღის აღნიშნვა გაუქმდა და რომაულ-კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანთა კალენდრიდან მისი სახელიც ამოიღო. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ვალენტინი ჩვ.წ.აღ-ით III საუკუნეში, რომაულ ქალაქ ტერნიში ცხოვრობდა და … Continue reading

საქმიანი ეტიკეტის ისტორია

თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეტიკეტის ნორმების დარღვევამ შეიძლება ზოგჯერ მაინც უმტკივნეულოდ ჩაიაროს, ბიზნესის სამყაროში ასეთი ქცევა არა მხოლოდ საქმიანი რეპუტაციის დაკარგვად შეიძლება დაგიჯდეთ, არამედ პირდაპირი კომერციული წაგებაც კი მოიტანოს. საქმიან ეტიკეტს რამდენიმე სიტყვით ფორმულირებული, ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება არ აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ის ქცევის საქმიან წრეებში მიღებული წესების ერთობლიობაა. საქმიანი ეტიკეტი, სინამდვილეში, მჭიდროდაა დაკავშირებული სამართლებრივ … Continue reading

ფერმერის ძველი სახლის ახლებური დიზაინი

პატარა სოფელ რიომაჯორში არქიტექტურულმა სტუდიამ A2BC ფერმერის ძველი სახლის აღდგენისა და განახლების სამუშაოები დაასრულა. სახლის დაგეგმარება და ინტერიერი ესთეტიკის, კომფორტისა და ფუნქციურობის შერწყმის მაგალითია. აქ გამოყენებულია როგორც თანამედროვე, ისე ძველი ნივთების კომბინაცია, რაც სახლს ინდივიდუალობასა და ორიგინალურობას სძენს.   A2BC-ის პროექტის თანახმად, უცვლელი დარჩა ქვის კედლები და ხის ხარიხები, რომლებიც მხოლოდ მსუბუქად დაამუშავეს და შეათეთრეს. თეთრ ფონს კი კარგად მიესადაგა … Continue reading

საქმიანი ურთიერთობები უცხოელ პარტნიორებთან

საქმიანი ურთიერთობები საერთაშორისო დონეზე საერთაშორისო საქმიანი ეტიკეტის წესებს ემორჩილება. თუმცა სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობისას ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ნაციონალური თავისებურებებისა და ქცევის ნორმების გათვალისწინება აუცილებელია. ეროვნული განსხვავებები და თავისებურებები, როგორც წესი, კონფლიქტურ სიტუაციებს არ იწვევს, თუმცა კულტურული ტრადიციების მკვეთრი სხვაობისას მხარეებს უჯობთ ერთიანი ნორმები და წესები დაიცვან. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები არა მხოლოდ მოლაპარაკებებს … Continue reading

მსოფლიოს გიჟური ფესტივალები

ბავშვობაში ალბათ არაერთხელ გაგვიგია, რომ საჭმელთან თამაში არ შეიძლება, თუმცა, მსოფლიოს ზოგიერთ ქალაქში არათუ აკრძალულია საჭმელთან თამაში, არამედ წახალისებულია მისი თაყვანისცემა, სროლა, დაჭრა და სხვა უგვანი საქციელების ჩადენა 😉 ფორთოხლების სროლა, იტალია იტალიის ქალაქ ივრეის მცხოვრებლები მარხვის წინა სამ დღეს ერთმანეთისთვის ფორთოხლების სროლით ზეიმობენ. ლეგენდის მიხედვით, ივრეის შუა საუკუნეების თავადი იმდენად ძუნწი იყო, რომ გლეხებს … Continue reading

პენტჰაუსის დიზაინი ანდრეა მენცოსაგან

იტალიის ქალაქ უდინში პენტჰაუსის ინტერიერის დიზაინზე არქიტექტორი ანდრეა მენცო (Andrea Menzo) მუშაობდა. ლოფტის სტილში გაფორმებული ინტერიერი ასევეა მოწყობილი და დეკორის მოდური ელემენტებითაა გაფორმებული. პენტჰაუსის დიზაინში დაუმუშავებელი ხის ელემენტები დომინირებს, რომლებიც ლითონის დეტალებთანაა შეხამებული. პენტჰაუსის დეკორირებისას მშვიდი ფერებია გამოყენებული. გაშლილი სივრცე გაფორმებულია დიზაინერული ავეჯითა და შეზღუდული რაოდენობის აქსესუარებით, რომლებიც დიდი გემოვნებითაა შერჩეული და ინტერიერს მყუდროებას მატებს.

კაზინოების ისტორია – რომიდან ჩვენამდე

პირველი სათამაშო სახლები რომის იმპერიაში გაჩნდა. მსგავსი დაწესებულებების დაბადების თარიღად ისტორიკოსები ჩვ.წ.აღ.–მდე 557–ე წელს ასახელებენ, როდესაც რომის მეფემ ლუციუს ტარკვინიუს პრისკუსმა მოსავლის მფარველი ღმერთის ქონსის პატივსაცემად ე.წ. „დიდი ცირკი“ აღმართა. აქ თავმოყრილი იყო სხვადასხვაგვარი გასართობები, ხალხი ფსონს დებდა ტოტალიზატორში, თამაშობდნენ ძვლისგან გამოთლილი კამათლებით. პუბლიკა დიდ ცირკში, თამაშსა და გართობაში ათენ–აღამებდა. თანამედროვე კაზინოების „წინაპრები“ კი ხმელთაშუა … Continue reading

კრეატიული შპალერი Wall & Deco-სგან

იტალიური კომპანია Wall & Deco არაჩვეულებრივ შპალერებს აწარმოებს, რომლებიც გულგრილს ვერავის დატოვებს.  ყველა იმ ინტერიერში, რომელთა ფოტოებსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, სწორედ ამ კომპანიის მიერ დამზადებული შპალერია გამოყენებული. Wall & Deco-ს პროდუქციის მთავარი ხიბლი 3D ეფექტია, რომლის წყალობითაც კედლებზე გამოსახული ობიექტებს მაქსიმალურად რეალისტური შესახედაობა აქვს. კომპანიის პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია – Wall & Deco-ს კოლექციებში სასურველი შპალერის არჩევა ნებისმიერს შეუძლია. … Continue reading

სწავლა იტალიაში

რა ასოციაციებს იწვევს იტალია? მზე, ზღვის პროდუქტები, ვენეცია, Bellissimo, რომი, სოფი ლორენი. ამ ყველაფრის გარდა კი იტალია თავისი ტემპერამენტიანი ხალხით, მუსიკისა და ფერწერისადმი სიყვარულით, ცხელი მზითა და სურნელოვანი ჰაერით – იტალია, რომელიც დასვენებისთვის შექმნილ ქვეყანას გაქვს – ევროპული განათლების აკვანია. ევროპის პირველი უნივერსიტეტი სწორედ აქ, ძალიან დიდი ხნის წინ, XI საუკუნეში გაიხსნა. მხოლოდ ასიოდე წლის … Continue reading

Marchi Cucine – არაჩვეულებრივი ვინტაჟური სამზარეულოები

Marchi Cucine განსაკუთრებულ წარდგენას, ალბათ, არ საჭიროებს. ეს ლეგენდარული იტალიური ბრენდი უკვე მრავალი წელია, სამზარეულოს დიზაინის მოდას კარნახობს მთელ სფეროს. კომპანია Marchi Group-ის მიერ წარმოებული სამზარეულოები არა მხოლოდ ლამაზი, არამედ მეტად პრაქტიკული და მაღალტექნოლოგიურია.  კომპანია Marchi Group-ის ოფიციალური ვებსაიტია: http://www.marchicucine.it. მასზე ინფორმაციის მოძიება სამ ენაზე – იტალიურად, ინგლისურად და ფრანგულად შეიძლება. დაათვალიერეთ Marchi–ს ვინტაჟური სამზარეულოს ფოტოები 😉

ტოსკანას ცის ქვეშ

Castelletto  – ნატურალური ქვით ნაშენი მშვენიერი ვილაა, რომელიც ტოსკანას (იტალია) ერთ-ერთ ძველ დასახლებაში მდებარეობს. სახლის ისტორია საუკუნეებს ითვლის – ის ისტორიულ წყაროებში პირველად 1213 წელს არის მოხსენიებული. რამდენიმე წლის წინ ნაგებობის მასშტაბური რეკონსტრუქცია განხორციელდა და მას შემდეგ ვილა ქირავდება მათზე, ვისაც ნამდვილ იტალიურ გარემოში დასვენება სურს. რეკონსტრუირებული ვილის ინტერიერში თეთრთან ერთად მდიდარი მუქი ფერები ფიგურირებს, … Continue reading

კოლექცია Swimwear & Beachwear 2013 ინკანტოსაგან

მათთვის, ვინც უკვე დაიწყო პლაჟისთვის მზადება,  INCANTO საცურაო კოსტიუმების ახალ კოლექციას – Swimwear & Beachwear 2013-ს სთავაზობს.  INCANTO-ს სარეკლამო კამპანიის სახე  20 წლის სამხრეთ აფრიკელი მოდელი, Sports Illustrated-ის ვარსკვლავი ნიკოლ მეიერი (Nicole Meyer) გახდა. გადაღებები კუნძულ სარდინიაზე მიმდინარეობდა.  კოლექციაში იდეების მთელი ბუკეტია წარმოდგენილი – გრაფიკა, ცხოველთა პრინტები, მხიარული ფერები, პასტელური ტონები და სხვ. ამ ზაფხულის პლაჟის Must Have ბიკინი და მონოკინია ცხოველების … Continue reading

Torri Superiore – ეკოსოფელი იტალიაში

დაბრუნდი შუა საუკუნეებში და მიმოიხედე ირგვლივ – იქნებ უკვე ყველაფერი გაქვს, რაც ბედნიერი ცხოვრებისთვის გჭირდება. ჩვეულებრივ, friday.ge-ზე ვსაუბრობთ თანამედროვე ცხოვრების სტილზე, ტექნოლოგიებსა და დიზაინზე, რომლებიც ადამიანის ცხოვრებას ცვლის, მაგრამ დღეს საწინააღმდეგო პროცესზე გვინდა გიამბოთ, რომელიც იტალიურ სოფელში Torri Superiore-ში განვითარდა: აქაურებმა შუა საუკუნეებში დაბრუნება გადაწყვიტეს, იმ დროისგან ყველაფერი საუკეთესო აიღეს, ხოლო ყოველივე ცუდს იგნორირება გაუკეთეს. … Continue reading

ევროპის ყველაზე რომანტიკული სასტუმროები. ნაწილი III

სასტუმრო Hacienda de San Rafael, სევილია, ესპანეთი XVIII საუკუნეში აშენებული ეს ოტელი ქალაქ სევილიასა და ხერესს შორის, სოფლურ გარემოშია განლაგებული. როგორც დამსვენებლები ამბობენ, აქედან მზის ჩასვლის ცქერას არაფერი სჯობს. საუზმისა და ვახშმის მირთმევა ღია ცის ქვეშ, სასტუმროს შიდა ეზოში, რომანტიკულ რესტორანში შეიძლება, დანარჩენი დრო კი სამიდან ერთ-ერთ ულამაზეს აუზში ნებივრობას შეგიძლიათ დაუთმოთ. ერთი ღამის გათევის … Continue reading

სალათი კაპრეზე

სალათი კაპრეზე (Insalata Caprese) იტალიაში ისეთივე პოპულარულია, როგორც ჩვენთან კიტრისა და პომიდვრის სალათი. ესაა მსუბუქი სალათი, რომლითაც ისე დანაყრებაა შესაძლებელი, რომ ორგანიზმი არ გადაიტვირთოს. ასევე მის ინგრედიენტებში უამრავი ვიტამინია და გასაკვირი არაა, რომ ეს სალათი ჯანსაღი კვებისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმდევრების ფავორიტია. სალათმა სახელწოდება  მიიღო კუძულ კაპრისგან, სადაც იზრდება პომიდორი „ხარის გული“. ამ ჯიშის პომიდორი … Continue reading

გასართობი პარკი Mirabilandia

ადგილმდებარეობა: იტალია, კურორტ რიმინიდან 40 კილომეტრში გახსნის თარიღი: 1992 წელი თავისებურება: ბევრი წყლის ატრაქციონი, პლუს აკვაპარკი Mirabilandia Beach. გასართობი პარკი „მირაბილენდია“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პარკია არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელ ევროპაში. პარკი ორი ნაწილისგან შედგება: ესაა ატრაქციონების თემატური პარკი და აკვაპარკი, რომელიც კომპლექსს 2003 წელს დაემატა. თავისი სტრუქტურით „მირაბილენდია“ ასევე პოპულარულ ევროპულ პარკს – „პორტ … Continue reading

ნივრიანი ბრუსკეტა

ნივრიანი ბრუსკეტა (Bruschetta) – ეს არის ნამდვილი იტალიური ნივრიანი პური. ხშირად მას კარაქსა და სხვადასხვა ტიპის ყველთან ერთად მიირთმევენ. მთავარი ეშმაკობა ბრუსკეტას მომზადებისას ისაა, რომ შეწვისას ნიორი მაშინვე ამოიღოთ, როგორც კი შიშხინს დაიწყებს. საჭიროა, რომ ნიორი იყოს მხოლოდ ოდნავ შეყავისფრებული, ცომს სასიამოვნო გემო მისცეს და არ გაამწაროს. რადგანაც ამ პურის მოსამზადებლად მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტია საჭირო, … Continue reading

Lamborghini Aventador J – 2,2 მილიონად

ჟენევის საერთაშორისო ავტოშოუზე (Geneva Motor Show 2012) წარმოდგენილი Lamborghini Aventador J, რომელმაც კრიტიკოსების და ავტომოყვარულების დიდი მოწონება დაიმსახურა, უკვე გაიყიდა 2 200 000 ევროდ. მყიდველის ვინაობა გასაიდუმლოებულია. ეს ექსკლუზიური მოდელი მხოლოდ ერთ ეგზემპლარად იყო გამოშვებული. კომპანია Lamborghini, ჯერჯერობით, განცხადებას არ აკეთებს სფიდსთერის სერიულ წარმოებაში ჩაშვებაზე, მაგრამ გამორიცხული არაფერია. თუმცა, თუ Lamborghini Aventador J-ის სერიულ წარმოებაში … Continue reading

DigitalGlobe – თანამგზავრული ფოტოს მსოფლიო ლიდერი

ფუჯის მთის (იაპონია) ეს თანამგზავრული ფოტო კომპანია DigitalGlobe-ს ეკუთვნის, რომელიც 1993 წელს დაარსდა სახელწოდებით WorldView Imaging Corporation. კომპანიამ სახელი საბოლოოდ 2002 წელს შეიცვალა. DigitalGlobe პირველი კერძო ორგანიზაცია იყო, რომელსაც აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა თანამგზავრული სისტემის აგებისა და მართვის ლიცენზია მისცა. ლიცენზიის პირობებში ასევე შედიოდა პუნქტი, რომლის მიხედვითაც DigitalGlobe-ს ციფრული გადაღებისა და გაყიდვის უფლება მიენიჭა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში … Continue reading

Nabito Architects-ის სენსაციური ბაღი

კომპანიამ Nabito Architects იტალიის ქალაქ ფროზინონეში საზოგადოებრივი პარკი დააპროექტა, რომელსაც Sensational Garden ეწოდა. ეს ფროზინონეს გარეუბანში კორსო ლაციოში პირველი საზოგადოებრივი პარკია, რომლის მოწყობასაც 25 წლის განმავლობაში ითხოვდნენ დასახლების მაცხოვრებლები. ნაბიტო არქიტექტსის ეს პროექტი მეტად ორიგინალურია – ყვავილნარები და ხეები ბეტონის მომრგვალებული კონსტრუქციებითაა შემოსაზღვრული, რომლებიც ქვევრის თავს მოგაგონებთ. დაათვალიერეთ სენსაციური ბაღის 12 ფოტო.

თანამედროვე სახლის დიზაინი რომში

საპროექტო ბიურომ Forme d’arte Italia რომში (იტალია)კერძო რეზიდენციის დიზაინზე  მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაასრულა. სამსართულიანი სახლის  ფართობი 240 კვადრატული მეტრია. ინტერიერის დიზაინი აქცენტირებულია ნატურალური მასალებისა და მკვეთრი ფერების გამოყენებაზე.  პირველ სართულზე განლაგებულია მისაღები ოთახი, სამზარეულო და სააბაზანო, მეორეზე – ორი საძინებელი და ორი სააბაზანო, მესამე სართული კი მთლიანად გასართობ და დასასვენებელ ზონას წარმოადგენს. სახლს აქვს მყუდრო ტერასა, სადაც … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე