ხის რესტორანი ლიუბლიანას გოლფის მოედანზე

სლოვენიის დედალაქ ლიუბლიანასა და მისსავე აეროპორტს შორის მდებარეობს გოლფის 18 ორმოიანი მოედანი ლამაზად შეკრეჭილი ბალახით, ორი ტბითა და ღია სათამაშო სივრცით, სადაც გოლფის როგორც დამწყებ, ისე პროფესიონალ მოთამაშეებსაც შეუძლიათ ისიამოვნონ საყვარელი საქმიანობით. 2010 წელს აქვე გაიხსნა ხის რესტორანი “ევერგრინი”, რომელიც ახალი ხის შენობის პირველ სართულებზეა განლაგებული. ეს არის ხის, ჟანგისფერი რკინის ფირფიტებისა და ძროხის ტყავის მასალის … Continue reading

დეილ ჩიჰულის შუშის სკულპტურების ბაღი

ამერიკელ მინის  სკულპტორს დეილ ჩიჰულის (Dale Chihuly) მინის დნობასთან შეხება პირველად 1961 წელს, სიეტლში, ვაშინგტონის უნივერსიტეტში ინტერიერის დიზაინის სწავლისას ჰქონდა. ექსპერიმენტირება მინასაბერ საქმეში ჩიჰულიმ 1965 წელს დაიწყო, ხოლო მინის ბერვისადმი გუნდურ მიდგომას ვენაში, ვენინის მინის ქარხანაში გაეცნო. ჩიჰულის ნამუშევრები მინასაბერი საქმის სფეროში უნიკალურად მიიჩნევა. 1979 წელს ბოდისერფინგის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად არტისტმა მხარი იღრძო და მინასაბერი … Continue reading

ვინჩესტერის იდუმალი სახლი – სტუმრად მოჩვენებებთან

კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან ჰოსეში მდებარე ვინჩესტერის იდუმალი სახლი ოდესღაც იარაღის მაგნატის უილიამ ვ. ვინჩესტერის (ვინჩესტერის მარკის იარაღის პირველი კონვეიერული მწარმოებლის ოლივერ ვინჩესტერის ვაჟი) ქვრივს სარა ვინჩესტერს ეკუთვნოდა. დედოფალ ანას სტილის ეს ვიქტორიანული სასახლე განთქმულია თავისი ზომით, არქიტექტურული ახირებულობითა და შენების ერთიანი გეგმის სრული არარსებობით. ის კალიფორნიის ისტორიული ღირშესანიშნაობაა და ისტორიულ ადგილთა ეროვნულ რეესტრშიც ირიცხება. ვინჩესტერის … Continue reading

ულამაზესი პატარა სახლი კოლორადოს მთებში

ამ ულამაზეს სახლს, რომელიც კოლორადოს მთებში, გოლდენში მდებარეობს, გარეგნულად არც კი ეტყობა, როგორი პაწაწინაა – მისი ფართობი სულ რაღაც 500 კვადრატული ფუტია (დაახლოებით 46 კვ/მ). კიდევ უფრო დაუჯერებელია, რამდენ საინტერესო შტრიხს შეიცავს ეს ციცქნა შენობა. TKR Architects-ის დაპროექტებული და Old Greenwich Builders მიერ აშენებული კოტეჯი სავსეა ძველთაძველი დეტალებით, როგორიცაა ძველი ხის მასალა, ბებერი ფიჭვის მორები და ფართო … Continue reading

საშობაო კრაფტი: ხელნაკეთი სათამაშოები, 50 იდეა

საახალწლო სათამაშოების საკუთარი ხელით დამზადება არა მხოლოდ იაფი ან საერთოდ უფასო საშუალებაა სახლის მოსართავად, არამედ ძალიან სახალისოც, მით უმეტეს, თუ საქმეში ბავშვებსაც ჩართავთ. ხელნაკეთი ნივთები, რომელსაც ჩვენს ფოტოგალერეაში წარმოგიდგენთ, ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი მასალით არის გაკეთებული. მაგალითად, გამოყენებულია ძველი ძველი ტანსაცმლის ან ტილოს ნაჭრები, სვიტერები, ფურცლები ნოტების რვეულიდან, გირჩები, მუყაო, ფერადი ქაღალდი, ძველი წერილები და მისალოცი … Continue reading

საახალწლო იდეები: კიბეების გაფორმება

საახალწლო სამზადისის კიდევ ერთი საინტერესო და სასიამოვნო ეტაპი კიბეების დეკორირებაა – ლამაზად დეკორირებული კიბე სახლში არაჩვეულებრივ სადღესასწაულო განწყობას და სიმყუდროვეს შექმნის. კიბის დეკორირების პროცესი მოაჯირის მორთვით იწყება. ამისთვის გამოგადგებათ ბუნებრივი გირლანდა (ნაძვის, ფიჭვის ან ნებისმიერი მარადმწვანე მცენარის დრეკადი ტოტები, კენკროვნები) მანათობელ გირლანდებთან ერთად, რბილი სათამაშოები – საშობაო ანგელოზები, ნაძვის ხეები, წინდები, სხვადასხვა ზომისა და ფერის … Continue reading

ფერადი საშობაო წვეულება ხელნაკეთი დეტალებით

ამ პოსტში წარმოგიდგენთ  საახალწლო/საშობაო ვინტაჟური წვეულების გაფორმების იდეებს. დეკორაციების მნიშვნელოვანი დეტალებია: ფერად პრინტერზე ამობეჭდილი იარლიყები და პერსონალური ბარათები სასმელის ჩასასხმელად გამოყენებული მეორადი ბოთლებისთვის; პრინტერზე ამობეჭდილი ლოგოები და ლამაზი ლენტები სკამების, საჩუქრების, ქაფქეიქებისა და სხვადასხვა ტკბილეულის გასაფორმებლად; სადღესასწაულო მაგიდის ცენტრის გაფორმება სამი ხელოვნური ნაძვის ხისა და სხვა საახალწლო ელემენტებისგან შემდგარი კომპოზიციით; ბუხრის დეკორაცია –  შუშის ჭურჭელში … Continue reading

საახალწლო იდეები: სასადილო ოთახის დიზაინი

სასადილო ოთახის ან რომელიმე (სამზარეულო ან მისაღებ) ოთახთან ინტეგრირებული სასადილო კუთხის დიზაინი საახალწლო მზადებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. ეს ის ადგილია, სადაც, ალბათ, ახალ წელს შეხვდებით ან სადღესასწაულო სუფრას გაშლით, ამიტომ საახალწლო განწყობა ყველაზე მეტად აქ უნდა იგრძნობოდეს. საახალწლო განწყობის შესაქმნელად, სასურველია ოთახში იდგას ნაძვის ხე (თუნდაც, მცირე ზომის – იმ შემთხვევაში, თუ “მთავარი” ნაძვის ხე … Continue reading

ვარსკვლავები საახალწლო დეკორში

წინასაახალწლო პოსტების სერიაში ჩვენ უკვე შევეხეთ სახლის სადღესასწაულო გაფორმების თითქმის ყველა ასპექტს გირჩების დეკორით დაწყებული, საახალწლო ლანტერნებით  და ალტერნატიული ნაძვის ხეებით დამთავრებული. საახალწლო დიზაინის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ვარსკვლავებით შექმნილი კომპოზიციები და სათამაშოებია. ვარსკვლავებით შეიძლება გაფორმდეს ყველაფერი – კედლები, მაგიდის კომპოზიციები, ნაძვის ხე, ხმელი ტოტები. ბუხრები, საშობაო გვირგვინები და სხვ. გთავაზობთ საახალწლო დიზაინის 30-ზე მეტ … Continue reading

დაამზადეთ საკუთარი ხელით – ქილების დეკორირება საახალწლოდ

წინასაახალწლო დღეები არაჩვეულებრივი დროა საკუთარი ფანტაზიისა და დიზაინის ნიჭის გამოსავლენად. მურაბის, ყავის თუ ხიზილალის ლამაზი ქილები კი საუკეთესო საშუალებაა სახლის დეკორის ექსკლუზიური ნივთების – მაგალითად, ლარნაკების, თოვლის გლობუსების ან ლანტერნების დასამზადებლად. ასევე შეგიძლიათ შექმნათ საკმაოდ პრაქტიკული კონტეინერები კანფეტების, ტკბილეულის ან თუნდაც სანელებლების შესანახად. დაათვალიერეთ ქილების დეკორირების 40-მდე მაგალითი და მოძებნეთ თქვენი შთაგონების წყარო 😉 ❤ … Continue reading

სადღესასწაულო სიმყუდროვე: შობა-ახალი წელი ქანთრი სტილში

რა შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე დღესასწაულის სოფლის სახლში გატარება? გარეთ – თოვლი, სახლში – ბუხარი, სითბო, სიმყუდროვე და საახალწლო სამზადისი ❤ ❤ ქანთრი სტილის სახლის საკუთარი ხელით დეკორირება ძალიან სასიამოვნო პროცესია, ამავე დროს საკმაოდ იაფიც. თითქმის ყველაფერი, რაც გჭირდებათ – წიწვოვანი და უბრალოდ, ხმელი ტოტები, გირჩები, ლამაზი ქვები, ხის ქერქი, ხილი, თხილეული – შეიძლება საკუთარ … Continue reading

საახალწლო იდეები: საძინებელი ოთახის გაფორმება

საახალწლო ნაძვის ხის და მისაღები ოთახის დეკორირების შემდეგ საძინებელის რიგი დგება – სადღესასწაულო განწყობა ყველა ოთახში უნდა იგრძნობოდეს! თუ ფართი პატარაა, სჯობს მარტივი, უბრალო დიზაინი მოიფიქროთ, რომ ოთახი მეტისმეტად არ გადაიტვირთოს, დიდი ფართი კი ფანტაზიის გამოვლენის მეტ შესაძლებლობას იძლევა. საძინებლის დეკორიდებისთვის საუკეთესო დეტალი თეთრი მანათობელი გირლანდებია, რომლებიც ოთახში სასიამოვნო, ინტიმურ გარემოს და სიმყუდროვეს ქმნის. ოთახის … Continue reading

ტრადიციული საახალწლო ნაძვის ხის ალტერნატივა: 38 იდეა

ნაძვის ხის მორთვა საახალწლო სამზადისის ყველაზე სასიამოვნო ნაწილია, თუმცა დეკორირების მოყვარულებისთვის ხშირად მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. საკუთარი ფანტაზიის გამოვლენის საუკეთესო გზა კი ალტერნატიული ნაძვის ხის შექმნაა. ალტერნატიული ნაძვის ხის ასაწყობად შეიძლება გამოიყენო წიგნები, პალეტის ფიცრები, ტოტები, ჯოხები, საახალწლო სათამაშოები, ნაჭერი, ბოთლები, კენკროვანი მცენარეები, ნაძვის ტოტები, მუყაო, კიბე, კორპი და თუნდაც ბალიშები – ყველაფერი რაც … Continue reading

მაგიური საახალწლო ლანტერნები: 37 იდეა

სანთლების დეკორაციებთან ერთად სადღესასწაულო დეკორის ერთ-ერთი მომხიბლავი კომპონენტი, რომელიც სახლში არაჩვეულებრივ სადღესასწაულო განწყობას და სიმყუდროვეს შექმნის, საშობაო ლანტერნებიც შეიძლება იყოს. გალერეაში, რომელსაც ამ პოსტში წარმოგიდგენთ, სახლის ლანტერნების 37 მაგალითია მოყვანილი, რომელთა უმეტესობა ჰენდმეიდია – დამზადებულია უბრალო ქილების ან ძველი ლანტერნების გამოყენებით. დაათვალიერეთ საშობაო ლანტერნების ფოტოები და შექმენით სადღესასწაულო განწყობა საკუთარი ხელით 😉 ბედნიერ შობა-ახალ წელს … Continue reading

საახალწლო სამზადისი: კარის დეკორირების 45 იდეა

ინტერიერის დეკორირებასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანი და სახალისოა ექსტერიერის დეკორირებაც, მით უმეტეს, თუ კერძო სახლში ცხოვრობთ. ეს პროცესი კი, სასურველია დაიწყოს ერთგვარი სავიზიტო ბარათის – შესასვლელი კარის დეკორირებით 😉 კარის დეკორირებისას ცენტრალური და შეიძლება ითქვას, აუციელებელი ელემენტი, რა თქმა უნდა, საშობაო გვირგვინია, რომლის დიზაინმაც დეკორის დანარჩები კომპონენტები უნდა განსაზღვროს. მაგალითად, თუ საშობაო გვირგვინი ნაძვის ან ფიჭვის … Continue reading

საშობაო გვირგვინების დეკორირების იდეები

შობა-ახალი წლის დღესასწაულებზე საშობაო გვირგვინებით სახლის დეკორირებას საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. ადვენთის გვირგვინი (Adventskranz – საშობაო გვირგვინი), როგორც “ოთხი სანთლის კომპოზიციის” ნაწილი პირველად მე-19 საუკუნეში გერმანიაში გამოიყენეს (წაიკითხეთ პოსტი ადვენთის გვირგვინის შესახებ ამ ლინკზე), შემდეგ კი ის საშობაო დეკორის შეუცვლელი კომპონენტი გახდა. საშობაო გვირგვინით აფორმებენ სადღესასწაულო მაგიდებს, ბუხრებს, კარებს, ფანჯრებს და სხვ. გთავაზობთ საშობაო გვირგვინის … Continue reading

საახალწლო იდეები: სანთლების დეკორირების 45 იდეა

ლამაზად დეკორირებული სანთლები საახალწლო დიზაინის შეუცვლელი კომპონენტია. ევროპის ქვეყნებში, საშობაო სანთლებთან ლამაზი ტრადიციაა დაკავშირებული, რომლის შესახებ ჩვენ უკვე დავწერეთ ერთ-ერთ პოსტში. განსაკუთრებით სასიამოვნო კი მათი საკუთარი ხელით დეკორირება და ორიგინალური კომპოზიციების შექმნაა. ნაძვის ან ფიჭვის ტოტები, სხვა მარადმწვანე მცენარეების ფოთლები, ქილები, კენკრები, უბრალო ფერადი ქაღალდი, თექა, ხმელი ტოტები, ციტრუსები, ნაძვის ხის სათამაშოები, წვიმები, მძივები, გირჩები … Continue reading

საახალწლო იდეები: მისაღები ოთახის სადღესასწაულო დეკორი

რა თქმა უნდა, სადღესასწაულო განწყობა ყველა ოთახში უნდა იგრძნობოდეს, თუმცა მისაღები ოთახი – საკვანძოა საახალწლო დიზაინში. ოთახში, სადაც ჩვეულებრივ, ახალი წლის მთავარი სიმბოლო – ნაძვის ხე დგას, სტუმრებს იღებთ და ოჯახთან ახალ წელს ხვდებით, ყველაფერი უნდა ბრწყინავდეს და ლაპლაპებდეს 😉 😉 ამიტომ საახალწლო ატმოსფეროს შექმნა სწორედ ამ ოთახით უნდა დაიწყოთ – წარმოგიდგენთ მისაღები ოთახის დეკორირების … Continue reading

საახალწლო იდეები: ნაძვის ხის დიზაინი

ახალ წლამდე რამდენიმე კვირა რჩება და ნაძვის ხის მორთვა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, დეკორირების მოყვარულებისთვის კი ფანტაზიის და კრეატიულობის გამოვლენის საუკეთესო საშუალება. საახალწლოდ ნაძვის ხე ერთგვარი სავიზიტო ბარათი და ამავე დროს სახლში სასიამოვნო განწყობის შექმნის საუკეთესო საშუალებაა, ამიტომ რაც უფრო მალე მორთავთ, მით მეტხანს გაგყვებათ სასიამოვნო შეგრძნებები 😉 სახლის სადღესასწაულო დეკორისა და კონკრეტულად ნაძვის ხის … Continue reading

სადღესასწაულო იდეები: ხელნაკეთი საჩუქრები შობა-ახალი წლისთვის

წინასაახალწლო პერიოდი საუკეთესო დროა საკუთარი კრეატიულობის გამოსავლენად, ასევე დროის სასიამოვნოდ გასატარებლად, მით უმეტეს, თუ საჩუქრებსა და დეკორის ნივთებს ბავშვებთან ერთად აკეთებთ. FRIDAY.GE წარმოგიდგენთ  სახლისა და ეზოს საახალწლო დეკორის 35 იდეას, ასევე პერსონალიზებულ ხელნაკეთ საჩუქრებს, მათ შორის “ტკბილი საჩუქრების” გაფორმების იდეებსაც 😉 😉 ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ ❤

სკანდინავიური სტილის ინტერიერის დახვეწილი საშობაო დეკორი

ამ პოსტში წარმოგიდგენთ დანიელი ჰელ თუბორგის სახლის საშობაო დიზაინს. თუბორგი დასთან – კამილასთან ერთად დეკორის ნივთების არტსალონის Cahetu-ს მფლობელია და საკუთარი საცხოვრებელიც არაჩვეულებრივად აქვს მოწყობილი. სკანდინავიურ სტილში მოწყობილი სახლის ინტერიერი ფერთა სიჭარბით არ გამოირჩევა – აბსოლუტურად ყველა ოთახში თეთრი ფერი დომინირებს ღია ყავისფერთან, შავთან და ნაცრისფერის სხვადასხვა ტონალობასთან შეხამებით. ამ ჰარმონიას არც საშობაო დეკორის ნივთები … Continue reading

სახლი ჩანჩქერზე

პირდაპირ ჩანჩქერის თავზე აშენებული ამ ლამაზი სახლის პროექტი არქიტექტორ ფრენკ ლოიდ რაითს (Frank Lloyd Wright) ეკუთვნის. სახლი პენსილვანიის შტატში (აშშ), პიტსბურგიდან დაახლოებით 69 კილომეტრში მდებარეობს. მდებარეობიდან გამომდინარე, არქიტექტორმა თავის ქმნილებას Fallingwater უწოდა. ულამაზეს ხეობას, სადაც სახლია აშენებული, Bear Spring (დათვების წყარო) ჰქვია. მას ყოველწლიურად ათობით ათასი ტურისტი სტუმრობს. სახლი ეკოლოგიური არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია. მისი მშენებლობა … Continue reading

ულამაზესი ქოხი ხეზე

ამ პოსტში წარმოგიდგენთ ინგლისელი დიზაინერის საიმონ პეინის (Simon Payne) მიერ დაპროექტებულ ულამაზეს ქოხს ხეზე, რომელიც მან ბერძენი ბიზნესმენისთვის ათენის მახლობლად ააშენა. დიზაინის კომპანიის Blue Forest-ის დამფუძნებელმა და მთავარმა დიზაინერმა საიმონ პეინმა ბავშვობა დასავლეთ აფრიკაში გაატარა, სადაც ადგილობრივ თანატოლებთან ერთად ხშირად აშენებდა სათამაშო ჩალის ქოხებს. დამკვეთის კარმიდამოს დათვალიერებისას დიზაინერს ბავშვობის გამოცდილების გამოყენების სურვილი გაუჩნდა და შესაბამისი … Continue reading

რკინიგზა მაგიდაზე – ბრიტანელი დიზაინერის კრეატიული პროექტი

ბრიტანელმა დიზაინერმა პოლ მოთრამმა (Paul Mottram) სასადილო მაგიდის კრეატიული დიზაინი შექმნა, რომელსაც TrackTile Dining Tables უწოდა. მასიური ხის მაგიდაზე მოწყობილია “სარკინიგზო ხაზები”, რომლებზეც რამდენიმე სატვირთო მატარებელი გადაადგილდება. რკინიგზის ხაზებს შორის თეფშების დასადგმელი ადგილია გათვალისწინებული. მატარებლების შემადგენლობები ერთგვარი მოძრავი თეფშებია, რომლებზეც პატარა ტვირთების, მაგალითად, შოკოლადის, სხვადასხვა ტკბილეულის დალაგება და მაგიდის ერთი კუთხიდან მეორეზე გაგზავნა შეიძლება 😉

რა არის სასაუბრო ორმო?

სასაუბრო ორმო (conversation pit) არქიტექტურული დეტალია, რომელსაც პირველ ეტაპზე საცხოვრებელ სახლებში ამონტაჟებდნენ, შემდეგ კი ოფისებში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. თანამედროვე არქიტექტორები ამ დეტალს ხშირად იყენებენ ლანდშაფტის დიზაინშიც.  სასაუბრო ორმო არის მყუდრო, ჩაღრმავებული ადგილი დიდი ოთახის შუაში, რომელიც განკუთვნილია საოჯახო სადილის ან მოლაპარაკებების მოსაწყობად, მოსახერხებელია მაგიდის თამაშებისთვისაც; დასაჯდომი ადგილებზე მოთავსებულია ბალიშები, ორმოს ცენტრში კი, ჩვეულებრივ, პატარა მაგიდაა ჩამონტაჟებული. სასაუბრო ორმო პოპულარული … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე