ცათამბჯენი ხე – როგორი უნდა იყოს 21 საუკუნის შენობა

საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში იაპონელი არქიტექტორი სოუ ფუჯიმოტო, ფრანგულ არქიტექტურულ სტუდიებთან Manal Rachdi OXO და Nicolas Laisne Architects ერთად ააშენებს “XXI საუკუნის არქიტექტურული სიგიჟეების” სერიის მეორე შენობას Arbre Blank  ანუ “თეთრი ხე”. მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2015 წლის ივლისში, ხოლო პროექტის დასრულება 2017 წლის დეკემბერში. შენობას ექნება 17 იარუსი და მთლიანობაში 10 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს. იაპონელი არქიტექტორის სოუ ფუჯიმოტოს იდეოლოგიის მიხედვით, … Continue reading

სახლი “ნიჟარა” იაპონიის ტყეში

იაპონიაში, ნაგანოს პრეფექტურაში, კაროიზავას ტყეში იაპონელი არქიტექტორის კოტარო იდეს (Kotaro Ide, ARTechic) შედევრის – “ნიჟარა” სახლის მშენებლობა 2008 წელს დასრულდა. ორსართულიანი, ნიჟარის მსგავსი კონსტრუქცია გარშემორტყმულ ტყესა და კლდეებში თითქოს უცხოდ გამოიყურება. თუმცა მომრგვალებული, ნატიფი ფორმების წყალობით მაქსიმალურად ესადაგება ლანდშაფტს და თითქოს ბუნებასთან ჰარმონიზებას ცდილობს. სახლი განკუთვნილია ზაფხულობით დასვენებისა და შაბათ-კვირაობით ხშირი ვიზიტებისთვის, შესაბამისად მფლობელები მის მრავალწლიან … Continue reading

მაღაზიად გადაკეთებული საწყობი – “კენგო კუმას” კრეატიული პროექტი

იაპონურმა არქიტექტურისა და დიზაინის ბიურომ “კენგო კუმა” კრეატიული პროექტი – სოიოს პროდუქციის მაღაზიის დიზაინი წარმოადგინა. “კენგო კუმას” დიზაინერებმა პროექტი “კაიანოიასთვის” – იაპონური კომპანიისთვის შექმნეს, რომელიც სოიოს ინდრუსტრიაში უკვე 120 წელზე მეტია, ლიდერის პოზიციებს იკავებს. როგორც “კენგო კუმას” წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი მაღაზიის დიზაინითვის შთაგონების წყარო ქაიშუში, იაპონიის სამხრეთში მდებარე სოიოს გადამამუშავებელი ქარხნის ინტერიერი იყო.  მაღაზიაში ხის კასრები ერთგვარი ლიფტის ფუნქციას ასრულებს და … Continue reading

იაპონელი სტუდენტის ქაღალდის სასახლე

ეს არაჩვეულებრივი ქაღალდის ინსტალაცია ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტმა უათრუ აითუმ შექმნა. ურთულესი კონსტრუქციის შესაქმნელად აითუს 4 წელი და საკმაოდ მძიმე შრომა დასჭირდა. სასახლის აბსოლუტურად ყველა დეტალი, მათ შორის მოძრავი მატარებელიც, ქაღალდისგან არის დამზადებული. ინსტალაციას ტოკიოელმა სტუდენტმა A Castle On the Ocean – სასახლე ოკეანეზე უწოდა.

ბუნებაზე მორგებული სახლი იაპონიაში

იაპონური არქიტექტურული სტუდიის Hiroshi Nakamura & NAP-ის სპეციალისტებმა ტოკიოში (იაპონია) უჩვეულო საცხოვრებელი კომპლექსი დააპროექტეს. პროექტის ორიგინალობას სახლის ბუნებასთან მეტისმეტად ახლო კონტაქტი განაპირობებს. სახლი აშენებული მთის ფერდობზე, რომელიც მთლიანად ტყის მასივით არის დაფარული. დამკვეთთან შეთანხმებით არქიტექტორებმა გადაწყვიტეს, რომ სახლის მშენებლობის პროცესში არცერთი ხე უნდა მოეჭრათ. შესაბამისად, შენობის კედლები მასიურ ხეებს შორისაა ამოყვანილი და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, … Continue reading

იაპონია: ზღაპრული სახლი ხეზე

ეს ზღაპრული სახლი ხეზე ჰოკუტოში (იაპონია) მდებარეობს. სახლი კვიპაროსის ხეზეა აგებული და ირგვლივ ულამაზესი ალუბლის ბაღი აკრავს. სახლი არქიტექტორმა ტეჰუნობუ ფუჯიმორიმ კიოჰარუ შირაკაბას მუზეუმისთვის ააშენა. სახლი იაპონური ჩის სახლის ტრადიციებზეა აგებული და ალუბლის ყვავილობის პერიოდში დასასვენებლადაა განკუთვნლი. ეს უნიკალური ცალფეხა სტრუქტურა საკმაოდ მყარია იმისთვის, რომ გაუძლოს ქარიან ამინდსა და მიწისძვრასაც კი. ექსტერიერისგან განსხვავებით, რომელსაც ზღაპრული … Continue reading

ტოკიო: სასრიალო სამსართულიან სახლში

იაპონურმა არქიტექტურულმა სტუდიამ Level Architects ტოკიოში ყველა ბავშვის ოცნების სახლი დააპროექტა – ნაგებობის სამ სართულს ერთმანეთთან სასრიალო აერთებს. სახლის ერთ მხარეს კიბეებია დამონტაჟებული, მეორე მხარეს კი შთამბეჭდავი ზომის სასრიალო. სასრიალო, რა თქმა უნდა, მესამე სართულიდან ეშვება, მეორე სართულზე “გაჩერებით” და სრულდება პირველ სართულზე, სადაც ფერადი ბურთებით სავსე სათამაშო ზონაა მოწყობილი. სამსართულიან სახლში სამზარეულო, მისაღები, დასასვენებელი და სათამაშო ზონები პირველ … Continue reading

აკინობუ იოშიკავას მინიატურული სამყარო ქილაში

იაპონელმა არქიტექტორმა აკინობუ იოშიკავამ ალტერნატიული სამყარო შექმნა – მან 5-7 სმ სიმაღლის ქილებში საოცარი ოსტატობით დამზადებული მინიატურულ ქმნილებები განათავსა. აკინობუს მინიატურების კოლექციაში ყველაფრის ნახვა შეიძლება – დინოზავრებით დაწყებული, ტროპიკული კუნძულით, შეყვარებული წყვილებით და აფრიკული პეიზაჟებით დამთავრებული. 32 წლის აკინობუ იოშიკავას, რომელმაც უკვე მოასწრო საკუთარი არქიტექტურული სტუდიის დაფუძნება, რამდენიმე მასშტაბური არქიტექტურული პროექტი აქვს განხორციელებული. თავისუფალ დროს კი … Continue reading

ყველაზე უჩვეულო და საყვარელი კატები

ათასობით წელიწადია კატა ადამიანის გვერდით ცხოვრობს და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შინაური ცხოველია. საუკუნეების განმავლობაში ხელოვნური თუ ბუნებრივი გზით კატებს შორის სრულიად უნიკალური ჯიშები გაჩნდა. დევონ-რექსი პირველად დევონ-რექსები XX საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა. მიუხედავად სახელწოდებისა, ის  ქორნიშ-რექსისა და გერმანული რექსის პოპულარულ ჯიშებთან გენეტიკურად დაკავშირებული არ არის. ამ ჯიშს უნიკალური სტრუქტურის ფუმფულა, დატალღული ბეწვი აქვს. დევონ-რექსებს უჩვეულო … Continue reading

ორიგინალური ტყავის სალონი იაპონიაში

ეს არაჩვეულებრივი შოურუმი ტყავის აქსესუარების მწარმოებელ კომპანია Sisii-ს ეკუთვნის.  შოურუმი ეკოლოგიურად სუფთა შენობის პრინციპებითაა მოწყობილი. საგამოფენო სივრცის მთავარი დეკორაცია ცოცხალი მცენარეები, მათ შორის, ხეები და ნატურალური ქვებია. შოურუმისა და ოფისის დიზაინის პროექტი 2004 წელს შექმნა იაპონურმა კომპანიამ Yuko Nagayama & Associates, რომელიც არაორდინალური პროექტებითაა ცნობილი. Sisii-ს შოურუმი ჰიოგოს პრეფექტურაში (იაპონია) მდებარეობს. 

ვალენტინობის დღის ტრადიციები და კიდევ მცირე რამ ისტორიიდან

აშშ-ში წმინდა ვალენტინის დღე 1777 წლიდან აღინიშნება, დასავლეთ ევროპაში კი XIII საუკუნიდან. დიდ ბრიტანეთში ვალენტინის დღის ბარათების გაგზავნა მოდაში XIX საუკუნეში შემოვიდა. დანიაში ამ დღეს საყვარელ ადამიანებს გამხმარ, თეთრ ყვავილებს ჩუქნიან; საფრანგეთში ვალენტინობის დღეს ძვირფასეულობის ჩუქებაა მიღებული, საუდის არაბეთში კი წმინდა ვალენტინის დღის აღნიშვნისთვის უზარმაზარი ჯარიმებია დაწესებული. იაპონიაში ვალენტინობას XX საუკუნის 30-იანი წლებიდან აღნიშნავენ. თავდაპირველად … Continue reading

შეუკვეთეთ თქვენი კლონი 1770 დოლარად

იაპონური არტ სტუდია ადამიანის კლონ თოჯინებს ქმნის, რომლებიც, როგორც თვითმხილველები ამბობენ, “ორიგინალების” ზუსტი ასლები არიან. კლონ თოჯინებს ამზადებს არტ სტუდია Clone Factory, რომლის ოფისი ტოკიოს კომპიუტერულ კვარტალში – აკიჰაბარაში მდებარეობს. სტუდიაში კლონი თოჯინები 3D მოდელირებისა და ბეჭდვის ტექნოლოგიების გამოყენებით მზადდება. თითოეული თოჯინა არა უბრალოდ გავს კონკრეტულ ადამიანს, არამედ მისი ზუსტი ასლია შემცირებულ ვარიანტში. თოჯინური ორეულის შექმნა … Continue reading

მიმიზუკა 耳塚 – „ყურების სასაფლაო“ იაპონიაში

იაპონიის ისტორიაში სენგოკუს ეპოქა გამუდმებული სოციალური კონფლიქტებით, პოლიტიკური ინტრიგებითა და განუწყვეტელი ომებით ხასიათდებოდა. მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის თანახმად, იაპონელი მებრძოლი სამურაები ალაფის სახით ბრძოლის ველზე დამარცხებული მტრის სხეულის ნაწილს, კერძოდ კი, თავს იტოვებდნენ. ხშირად იაპონელი ფეოდალები სამურაებს მიტანილი თავების რაოდენობის მიხედვით უხდიდნენ გასამრჯელოს. 1585 წელს იაპონიის ერთპიროვნული მბრძანებელი იყო სასტიკი ტოიოტომი ჰიდეიოში, რომელსაც „იაპონიის მიწების მეორე დიად … Continue reading

11 იანვარი – მადლობის საერთაშორისო დღე

პირველად ბეჭდური სახით სიტყვა „მადლობა“ 1586 წელს პარიზში გამოცემულ ლექსიკონ–სასაუბროში მოხვდა, თუმცა ამ სიტყვის გაჩენის მომენტი უცნობია. ადამიანი ყოველდღიურად უამრავჯერ ამბობს „მადლობას“ისე, რომ ამ სიტყვის აზრსა და მნიშვნელობას არც უფიქრდება. ხშირად ამას არა გულწრფელი მადლიერების გრძნობით, არამედ ავტომატურად ამბობს, რადგან უბრალოდ მიჩვეულია. ამ დროს კი გულწრფელმა „მადლობამ“ შეიძლება ძალიან დადებითი ემოცია დატოვოს ადამიანზე და ერთგვარი … Continue reading

კორპორაცია SONY

1947 წელს ორმა დამწყებმა იაპონელმა მეწარმემ აკიო მორიტამ და მასარუ იბუკამ პაწაწინა კომპანია Tokyo Telecomunications Engineering Corporation დააარსეს. მისი გამოშვებული პირველი პროდუქცია ძველი გრამოფონების სათადარიგო ნაწილები იყო, პირველი სერიოზული შეკვეთა კი პულტები საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანიისთვის. ომის შემდგომ პერიოდში იაპონური კომპანიების უმრავლესობის აღორძინებას მიზანმიმართულ სახელმწიფო მხარდაჭერას უკავშირებენ. ცალკეულ, განსაკუთრებით ომის დროს სრულიად განადგურებულ დარგებში სწორედ ასე იყო, … Continue reading

საქმიანი ეტიკეტის ისტორია

თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეტიკეტის ნორმების დარღვევამ შეიძლება ზოგჯერ მაინც უმტკივნეულოდ ჩაიაროს, ბიზნესის სამყაროში ასეთი ქცევა არა მხოლოდ საქმიანი რეპუტაციის დაკარგვად შეიძლება დაგიჯდეთ, არამედ პირდაპირი კომერციული წაგებაც კი მოიტანოს. საქმიან ეტიკეტს რამდენიმე სიტყვით ფორმულირებული, ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება არ აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ის ქცევის საქმიან წრეებში მიღებული წესების ერთობლიობაა. საქმიანი ეტიკეტი, სინამდვილეში, მჭიდროდაა დაკავშირებული სამართლებრივ … Continue reading

ჩინური ჩხირებით ჭამა: „ჭკვიანური ხელოვნება“

ე.წ. ჩინური ჩხირებით თანამედროვე მსოფლიოში ბევრი ადამიანი ჭამს – ზოგი მათ  ნებისმიერი საჭმლისთვის იყენებს, ზოგი კი ჩხირებით მხოლოდ ჩინურ ან იაპონურ რესტორნებში სარგებლობს. დღეისთვის ჩხირების ბევრნაირი ტიპი არსებობს, რადგან მას ბევრი ერი მასობრივად იყენებს. XII საუკუნეში ეს ტრადიცია ჩინელებისგან იაპონელებმა, კორეელებმა და ვიეტნამელებმა – ანუ თითქმის ყველა მეზობელმა ქვეყანამ გადაიღო. თუმცა ჩხირების ფორმამ ყველა ერში … Continue reading

საქმიანი ურთიერთობები უცხოელ პარტნიორებთან

საქმიანი ურთიერთობები საერთაშორისო დონეზე საერთაშორისო საქმიანი ეტიკეტის წესებს ემორჩილება. თუმცა სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობისას ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ნაციონალური თავისებურებებისა და ქცევის ნორმების გათვალისწინება აუცილებელია. ეროვნული განსხვავებები და თავისებურებები, როგორც წესი, კონფლიქტურ სიტუაციებს არ იწვევს, თუმცა კულტურული ტრადიციების მკვეთრი სხვაობისას მხარეებს უჯობთ ერთიანი ნორმები და წესები დაიცვან. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები არა მხოლოდ მოლაპარაკებებს … Continue reading

მსოფლიოს გიჟური ფესტივალები

ბავშვობაში ალბათ არაერთხელ გაგვიგია, რომ საჭმელთან თამაში არ შეიძლება, თუმცა, მსოფლიოს ზოგიერთ ქალაქში არათუ აკრძალულია საჭმელთან თამაში, არამედ წახალისებულია მისი თაყვანისცემა, სროლა, დაჭრა და სხვა უგვანი საქციელების ჩადენა 😉 ფორთოხლების სროლა, იტალია იტალიის ქალაქ ივრეის მცხოვრებლები მარხვის წინა სამ დღეს ერთმანეთისთვის ფორთოხლების სროლით ზეიმობენ. ლეგენდის მიხედვით, ივრეის შუა საუკუნეების თავადი იმდენად ძუნწი იყო, რომ გლეხებს … Continue reading

იაპონია: ხე ინტერიერის დიზაინში

როდესაც პროექტის დამკვეთმა არქიტექტურულ კომპანიას Hironaka Ogawa & Associates მშობლების კუთვნილ ეზოში საკუთარი სახლის აშენება შეუკვეთა, სთხოვა, რომ მიწის ნაკვეთზე არსებული ძელქვისა და ქაფურის ხეები ამა თუ იმ ფორმით უნდა შენარჩუნებულიყო. მეორე მხრივ, ხეების მოჭრა არქიტექტორების მთავარი მოთხოვნა იყო, რადგან ეზოში კიდევ ერთი სახლის ასაშენებლად საკმარისი ადგილი არ იყო. ამ სიტუაციაში დიზაინერებმა Hironaka Ogawa & … Continue reading

ალისა საოცრებათა რესტორანში

ლუის კეროლის ზღაპრის “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” მოტივებზე შექმნილი რესტორანი ერთ-ერთი ყველაზე უცნაურია ტოკიოში. რესტორნის ინტერიერი დრამატული დეკორაციებით არის გაფორმებული, ოფიციანტები კი “ალისას” გმირების კოსტიუმებში არიან გამოწყობილი. რესტორანში გამოყოფილია რამდენიმე თემატური ზონა, რომლებიც ფილმის სხვადასხვა სცენას ასახავს. რესტორნის ინტერიერის დიზაინზე იაპონური არქიტექტურული სტუდია Fantastic Design Works მუშაობდა. “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” მეოთხეა კომპანია Diamond Dining-ის სარესტორნო ქსელში.

20 ულამაზესი ციხე-სიმაგრე წყალზე

ისტორიულად ციხე-სიმაგრეების ირგვლივ წყლით სავსე არხები თავდაცვის დამატებით საშუალებას წარმოადგენდა. friday.ge-მ  ევროპის, აზიისა და ამერიკის 20 ყველაზე ლამაზი ციხე-სიმაგრის ფოტო შეკრიბა. ციხე-სიმაგრე ბოდიამი, აღმოსავლეთ სასექსი, ინგლისი ციხე-სიმაგრე მაცუმოტო, იაპონია ანგკორ-ვატი, კამბოჯა ციხე-სიმაგრე გუდენაუ, გერმანია ციხე-სიმაგრე კაირფილი, დიდი ბრიტანეთი აკრძალული ქალაქი, პეკინი, ჩინეთი ციხე-სიმაგრე ბელაი, ბელგია ციხე-სიმაგრე ეგესკოვი, დანია ციხე-სიმაგრე ვადსტენა, შვედეთი ციხე-სიმაგრე ბოდიამი, აღმოსავლეთ სასექსი, ინგლისი … Continue reading

Tobu World Square – მინიატურული მსოფლიო

იაპონიის ტოტიგის პრეფექტურის ქალაქ ნიკკოში, კურორტ კინუგავა–ონსენში მდებარეობს თემატური პარკი Tobu World Square, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს ცნობილი არქიტექტურული და ინჟინრული ნაგებობების 1:25 მასშტაბიანი 100–ზე მეტი მოდელი. მათ შორისაა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. მოდელები 140,000 ცალი მინიატურული, 1:25–იანი მასშტაბის მანეკენითაა გარშემორტყმული, რაც სანახაობას რეალურობის ელფერს მატებს. ამ უნიკალურ თემატურ პარკში შეგიძლიათ რამდენიმე საათში მოინახულოთ მსოფლიოს … Continue reading

პიკნიკი სახლში

თუ გინდათ მოაწყოთ პიკნიკი სახლში, ამისთვის არსებობს picNYC TABLE – მისი მეშვეობით ურბანულ აპარტამენტში მწვანე გარემოს „შეტანა“ არის შესაძლებელი. მაგიდის დიზაინი არქიტექტურულ სტუდია Haiko Cornelissen Architects-ს ეკუთვნის. „ამგვარი მაგიდა საშუალებას მოგცემთ, ურბანულ აპარტამენტში  სოფლური  პიკნიკი მოაწყოთ და სტრესულ გარემოს თავი დააღწიოთ“ – ასე აღწერენ მაგიდის შექმნის იდეას კომპანიის წარმომადგენლები. „მაგიდა დაეხმარება ქალაქში მცხოვრებ ადამიანს იგრძნოს … Continue reading

გლიცინიას გვირაბი Wisteria იაპონიაში

ქალაქ კიტაკიუსიუში (იაპონია) არსებულ კავაჩი ფუჯის ბაღში რამდენიმე სახეობის 150-მდე გლიცინია ყვავის. ბაღში არა მხოლოდ გლიცინია, არამედ სხვა ბევრი ულამაზესი ყვავილიც ხარობს, რომელთა ნაწილი სპეციალურ სათბურებშია განთავსებული. მთავარი ღირშესანიშნაობაა გვირაბი Wisteria – გლიცინიების გვირაბი, სადაც ბაღის სტუმრებს ყვავილების სამყაროში დაუვიწყარი გასეირნება ელით. Wisteria გლიცინიას ლათინური სახელწოდებაა. იაპონიაში ეს მცენარე ახალგაზრდობის, პოეზიის, ქალური სილამაზისა და განკურნების … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე