ქეთ ო’სალივანის ცისარტყელა სახლი

ამერიკელი არტისტი ქეთ ო’სალივანი 20 წელზე მეტია, მეორადი ტანსაცმლისგან არაჩვეულებრივ ჭრელ პალტოებს, სვიტრებსა და სხვადასხვა აქსესუარს კერავს. ცოტა ხნის წინ ქეთმა თავისი სახლი, რომელიც ნიუ იორკის შტატში მდებარეობს, როგორც თავად ამბობს, “პალტოსფრად” გადაღება 😉 😉 სახლი საკმაოდ ძველია, 1840 წელს არის აშენებული და არაფრით გამოირჩევა ახლომდებარე დასახლებაში მდებარე უღიმღამო სახლებისგან. “ალბათ, ჩემს სახლს ვერც კი შეამჩნევდით, თუ შემთხვევით გვერდზე … Continue reading

R.Brant-ის სექსუალური ინტერიერები

ინტერიერის დიზაინერი ბრენტ მაკფარლეინი (Brant McFarlain), როგორც თავად ამბობს, “ყველაზე სექსუალურ დიზაინს” ქმნის. მაკფარლეინი დიდი ხანია მოდის სამყაროთია გატაცებული, რამაც ინტერიერის დიზაინის სფეროში მისი გემოვნების ფორმირებაზეც მოახდინა გავლენა. “მე მიყვარს მოდა და სწორედ ის არის ჩემი დიზაინის შთაგონების წყარო. განწყობას ხშირად ფერთა გამის საშუალებით გადმოვცემ, თუმცა რასაც უნდა ვქმნიდე, ჩემს ნამუშევრებს ერთი საერთო ნიშანი აქვს – ჩემი ინტერიერები ყოველთვის სექსუალურია!” – ამბობს მაკფარლეინი. “ჩემი ყოველი … Continue reading

ყველაზე ძვირადღირებული ჩანთები

ცნობილი დიზაინერების მიერ ზოგიერთი ჩანთა სტილის, ფუფუნებისა და სტატუსის სიმბოლოდ იქცა. ერთ-ერთი საპატიო ადგილი ამ სიაში, ალბათ, ჩანთა Birkin-ს ეკუთვნის, რომელსაც სახელი მსახიობის და მომღერლის ჯეინ ბირკინის პატივსაცემად დაერქვა. ამ ჩანთის ფასები 7 400 დოლარიდან 150 ათას დოლარამდეა და დამოკიდებულია მასალასა და ზომაზე. კომპანია „ჰერმესი“ ამ ჩანთებს ხბოს, ნიანგის, ხვლიკის და სირაქლემას ტყავისგან ამზადებს. ყველაზე … Continue reading

ჩანთის ისტორია: პირველად იყო… ტომარა

ლამაზი ჩანთა ბევრი ქალის სისუსტეა, ისევე როგორც ხარისხიანი ფეხსაცმელი. ამ აქსესუარის გარეშე ვერ ნახავთ ვერცერთ საკუთარი თავის პატივისმცემელ ქალს, ასაკისა თუ სოციალური მდგომარეობის მიუხედავად. ჩანთა ერთმნიშვნელოვნად უნდა ჰქონდეს ყველას და პრინციპი „რაც მეტი, მით უკეთესი“, ფაქტობრივად, ყოველთვის მოქმედებს. მოდის ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ქალის ჩანთა, მისი თანამედროვე გაგებით წარმოიშვა, როგორც მამაკაცის ტანსაცმელზე ჯიბის ალტერნატივა. შუასაუკუნეებში ევროპელები … Continue reading

ხის სანათების დიზაინი Tom Rossau-სგან

სანათები სახლში არა მხოლოდ ფუნქციონალური, გასანათებელი მოწყობილობის როლს უნდა ასრულებდეს, არამედ შეიძლება ესთეტიკური დანიშნულებითაც იყოს გამოყენებული. დღეს განათების დიზაინს დიდი ყურადღება ეთმობა და ის  ცალკე, ძალიან შემოსავლიან ინდუსტრიადაც კი ჩამოყალიბდა. სანათების გასაფორმებლად სხვადასხვა მასალა გამოიყენება – ლითონითა და პლასტმასით დაწყებული, ქაღალდითა და ნაჭრით დამთავრებული. დღეს გვინდა შევჩერდეთ ისეთ მასალაზე, როგორიცაა ხე – ის სანათების დამზადებისას … Continue reading

სალონიკი: Met Hotel-ის ორიგინალური დიზაინი

ბერძნულმა არქიტექტურულმა სტუდიამ Zeppos Georgiadi Architects ქალაქ სალონიკის პორტთან ახლოს მდებარე  სასტუმრო Met Hotel-ის დიზაინის პროექტი შეიმუშავა. პროექტის შემუშავების პროცესში Zeppos Georgiadi Architects-ის დიზაინერებთნ ერთად ცნობილი ავსტრალიელი დეკორატორი ენდი მარტინიც იყო ჩართული. ორი განსხვავებული დიზაინერული ხედვის შერწყმამ კი არაჩვეულებრივი შედეგი გამოიღო. სასტუმროს დიზაინი მოდერნისტულ სტილშია გადაწყვეტილი. ლამაზი განათების სისტემა და ეკო-ელემენტები მას ორიგინალურობასა და მყუდროებას მატებს.  სასტუმროში 212 თანამედროვე კომფორტული ნომერია. იქვე … Continue reading

ჯინსი – გარდერობის აუცილებელი კომპონენტი

ჯინსი ყველა თანამედროვე ქალის გარდერობის აუცილებელი ნაწილია. ჯინსი ისე უნდა აირჩიოთ, რომ მან ხაზი გაუსვას თქვენი ფიგურის ღირსებებს, ნაკლი კი შეძლებისდაგვარად დაფაროს. მოდელებისა და ფერების დღევანდელი მრავალფეროვნების პირობებში, ეს საკმაოდ იოლი გასაკეთებელია. სწორად შერჩეული ჯინსის შარვალი კარგად უნდა იჯდეს წელსა და საჯდომზე და აკურატულად ეშვებოდეს ფეხსაცმელებზე. სილუეტი ვიწრო ჯინსი მთელ ფიგურას ჭიმავს. ასეთი მოდელი არ … Continue reading

ბარსელონა: სახლი ყოფილ თავშესაფარში

არაჩვეულებრივ სახლს, რომელსაც ამ პოსტში შევეხებით, უცნაური ისტორია აქვს – თავიდან აქ საჯინიბო იყო, შემდეგ თავშესაფარი და შემდეგ კი სტამბა. დღეს კი ამ ბარსელონაში მდგომ ამ შენობაში ლამაზი აპარტამენტია – მთლიანად სახეცვლილი და გარემონტებული. შენობის „ახალი ცხოვრება“დიზაინერების ნებიტო ესკატისა და ალბერტო როვირას წყალობით დაიწყო. ესკატი და როვიტა არქიტექტურულ სტუდია Minim-ს წარმოადგენენ და უშუალოდ ლოფტებსა და ქალაქური … Continue reading

სტივ გერმანის შუშის პავილიონი

არაჩვეულებრივი სახლი კალიფორნიაში დიზაინერ სთივ გერმანისაგან 28,500,000 მილიონად გაიყიდა. შუშის პავილიონი  (The Glass Pavilion) განთავსებულია მუხის ჭალაში და 1,4 ჰექტარი ტერიტორია ეკუთვნის. ის პრაქტიკულად მთლიანად შუშისაგანაა აგებული, რაც მფლობელებს საშუალებას აძლევს ერთდროულად იყვნენ სახლში და თავი იგრძნონ ბუნების ნაწილადაც. ეს მოდერნისტული პროექტი იდეალურად იქნა შემუშავებული, გათვლილია უმცირესი დეტალებიც კი. ამ სახლის აშენებას და დიზაინის მოწყობას … Continue reading

ოლივიე დოულის ტოტი-თარო

ტოტი-თარო ფრანგი დიზაინიერის ოლივიე დოულისაგან – ეს არის უნიკალური წიგნის თარო, რომელიც მუხისა და არყის უამრავი დეტალისგან შედგება. ესთეტიკური, პოეტური, ფუნქციური და სკულპტურულიც კი -ალბათ, ასე შეიძლება დახასიათდეს დოულის ნამუშევარი. ეს არაჩვეულებრივი თარო ძირითადად ორი ზომის მზადდება – 3,2 მეტრისა და 4,2 მეტრის სიგრძის. თუმცა, კერძო შეკვეთის შემთხვევაში შესაძლებელია როგორც  ზომების კორექტირება, ისე თაროს განსხვავებული, მაგალითად კაკლის ხის … Continue reading

კომფორტული სასადილო ოთახები WEST ELM-ისგან

ამერიკული კომპანია West Elm ავეჯსა და სახლის დეკორის ნივთებს აწარმოებს. კომპანიის დიზაინერთა ნამუშევრები უბრალოებისა და დახვეწილი გემოვნების ნიმუშია. ბრენდის ნიშა კი ხელმისაწვდომი და ამავდროულად ხარისხიანი პროდუქციაა, რომლის შეძენაც West Elm-ის ინტერნეტ-მაღაზიაშია შესაძლებელი.  განსაკუთრებით საინტერესოა West Elm-ის მიერ წარმოებული სასადილო ოთახის ავეჯი და დეკორის ნივთები. მათ დასამზადებლად უმეტესად ნატურალური ხის მასალა არის გამოყენებული.  მოგვიანებით ჩვენ მოგითხრობთ კომპანიის მიერ წარმოებულ … Continue reading

ელეგანტური რეზიდენცია ხედით ლოს ანჯელესზე

არქიტექტურულმა სტუდიებმა La Kaza და Meridith Baer Home თანამედროვე კერძო რეზიდენციის ერთობლივი პროექტი წარმოადგინეს. რეზიდენცია ლოს ანჯელესში (კალიფორნია, აშშ) შემაღლებულ ადგილასაა განლაგებული და მისი ფანჯრებიდან ქალაქის ულამაზესი  ხედი იშლება. კერძო რეზიდენცია გამოირჩევა მოდური ინტერიერით, სადაც არაა არაფერი ზედმეტი, გამომწვევი ან უგემოვნო. ინტერიერის დიზაინში უხვადაა გამოყენებული მწვანე ელემენტები – ვერტიკალური მწვანე კედლები, კონტეინერებში მოთავსებული მცენარეები, მწვანე … Continue reading

BBC Worldwide-ს ოფისი სიდნეიში

სიდნეიში (ავსტრალია) BBC Worldwide-ის 2 ათასი კვ/მ ფართობის ოფისის დიზაინის პროექტი ავსტრალიურმა დიზაინერულმა სტუდიამ – Thoughtspace-მ განახორციელა. პროექტის მიზანი იყო შექმნილიყო ოფისის მაგიდებისგან და ზოგადად ოფისის სტანდარტული ატრიბუტებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სივრცე, ორიგინალური დასასვენებელი ოთახები და დინამიური სამუშაო ატმოსფერო. BBC-ში სჯერათ, რომ მხიარულების ელემენტი აუცილებლად უნდა არსებობდეს ნებისმიერ ოფისში, რა თქმა უნდა, ფუნქციური ინტერიერის კომერციულ ასპექტებთან … Continue reading

სააღდგომო სუფრის მორთვა: სერვირების 3 სტილი დეტალებში

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შინაური სუფრა ყველა ოჯახში ახლავს. თქვენ კი დეკორატორის ნიჭის გამოვლენის შესანიშნავი საბაბი გეძლევათ. ყველაფერი თავად იდეით იწყება: მთავარი ფერის შერჩევა და ფერთა პალიტრის შეხამება. შემდეგ კი მოდის დეტალები: ტექსტილი (სუფრა, ხელსახოცები და სკამების მორთულობა); ჭურჭელი (თეფშები, ჭიქები, დოქები, კვერცხების სადგამები); დეკორი (კვერცხების, ყვავილების, სანთლების სააღდგომოდ მორთვა, სუფრის შუაგულის მორთულობა); ცხოველების ფიგურები (წიწილები, კურდღლები, იხვები … Continue reading

სამზარეულოს დიზაინი: მინიმალიზმი თუ სიმყუდროვე?

სამზარეულო ის ოთახია, სადაც საკმაოდ დიდ დროს ვატარებთ. საჭმლის მომზადებისას, საუზმის, სადილისა და ვახშმის მირთმევისას და ძალიან ხშირად სტუმრებთან ერთადაც. მართალია, ზოგიერთ ოჯახში ე.წ. რესტორნული კვების ევროპულ ტრადიციას მისდევენ, მაგრამ ეს ტრადიცია არა მხოლოდ ფინანსების, არამედ ურთიერთობების საკითხიცაა. მათთვის კი, ვინც ოჯახურ, შინაურ სიმყუდროვეს აფასებს, სამზარეულო კიდევ დიდხანს დარჩება სახლში ყველაზე საყვარელ ოთახად. სამზარეულოს თანამედროვე … Continue reading

კომბინეზონის ისტორია

მოდა დიდი ხნის განმავლობაში სათანადოდ ვერ აფასებდა კომბინეზონს და მას მხოლოდ პრაქტიკულ, სამუშაო ტანსაცმლად განიხილავდა. იმის შესახებ, რომ კომბინეზონი შეიძლება განსაკუთრებულ შემთხვევებში ჩასაცმელადაც განიხილებოდეს, დიზაინერები არცთუ დიდი ხნის წინ დაფიქრდნენ. კომბინეზონის (dungarees) წინაპარი პირველად შუა საუკუნეების ეპოქაში გამოჩნდა. მოდის ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ის ალქიმიკოსებმა, ფოკუსების ოსტატებმა  და მასხრებმა გამოიგონეს – ერთიან ტანსაცმელში პუბლიკის წინაშე … Continue reading

Givenchy: ელეგანტური ავანგარდული მოდა

ფრანგული მოდის სახლი – Givenchy დღემდე რჩება მოდის ინდუსტრიის იმ არცთუ ბევრ წარმომადგენელს შორის, რომლებიც haute couture-სა და pret-a-porte-ს უძვირფასეს კოლექციებს ქმნიან. ჟივენშის სახლის ისტორია 1952 წელს დაიწყო, როცა 25 წლის დიზაინერმა იუბერ დე ჟივენშიმ საკუთარი ბრენდი დააარსა და ამგვარად  მოდის ინდუსტრიის ისტორიაში მოდის სახლის ყველაზე ახალგაზრდა დამფუძნებელი გახდა. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ჟივენშის საკუთარი მოდის … Continue reading

წითელი ხის Vespa

კომპანიამ Digital Veneer ახალზელანდიელ დიზაინერებთან ერთად ლეგენდარული იტალიური მოტოროლერის – VESPA-ს ტუნინგი Limited Edition Tribute წარმოადგინა. Digital Veneer-ის დიზაინერებს ტუნინგის შექმნისკენ თანამედროვე სუპერიახტების მოპირკეთების ესთეტიკამ შთააგონა. VESPA-ს კორპუსი პრიალა ლაქით დაფარული წითელი  ხითაა მოპირკეთებული. დასაჯდომები ხელითაა შეკერილი ტყავისაგან. ყოველ ეგზემპლარს აქვს ორიგინალური დიზაინი და ვერცხლის სანომრე დაფა. ყოველი ახალი ამგვარი მოტოროლერი, ფაქტობრივად, ხელოვნების ნიმუში ხდება.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე