ვინჩესტერის იდუმალი სახლი – სტუმრად მოჩვენებებთან

კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან ჰოსეში მდებარე ვინჩესტერის იდუმალი სახლი ოდესღაც იარაღის მაგნატის უილიამ ვ. ვინჩესტერის (ვინჩესტერის მარკის იარაღის პირველი კონვეიერული მწარმოებლის ოლივერ ვინჩესტერის ვაჟი) ქვრივს სარა ვინჩესტერს ეკუთვნოდა. დედოფალ ანას სტილის ეს ვიქტორიანული სასახლე განთქმულია თავისი ზომით, არქიტექტურული ახირებულობითა და შენების ერთიანი გეგმის სრული არარსებობით. ის კალიფორნიის ისტორიული ღირშესანიშნაობაა და ისტორიულ ადგილთა ეროვნულ რეესტრშიც ირიცხება. ვინჩესტერის … Continue reading

საახალწლო იდეები: კიბეების გაფორმება

საახალწლო სამზადისის კიდევ ერთი საინტერესო და სასიამოვნო ეტაპი კიბეების დეკორირებაა – ლამაზად დეკორირებული კიბე სახლში არაჩვეულებრივ სადღესასწაულო განწყობას და სიმყუდროვეს შექმნის. კიბის დეკორირების პროცესი მოაჯირის მორთვით იწყება. ამისთვის გამოგადგებათ ბუნებრივი გირლანდა (ნაძვის, ფიჭვის ან ნებისმიერი მარადმწვანე მცენარის დრეკადი ტოტები, კენკროვნები) მანათობელ გირლანდებთან ერთად, რბილი სათამაშოები – საშობაო ანგელოზები, ნაძვის ხეები, წინდები, სხვადასხვა ზომისა და ფერის … Continue reading

ვარსკვლავები საახალწლო დეკორში

წინასაახალწლო პოსტების სერიაში ჩვენ უკვე შევეხეთ სახლის სადღესასწაულო გაფორმების თითქმის ყველა ასპექტს გირჩების დეკორით დაწყებული, საახალწლო ლანტერნებით  და ალტერნატიული ნაძვის ხეებით დამთავრებული. საახალწლო დიზაინის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ვარსკვლავებით შექმნილი კომპოზიციები და სათამაშოებია. ვარსკვლავებით შეიძლება გაფორმდეს ყველაფერი – კედლები, მაგიდის კომპოზიციები, ნაძვის ხე, ხმელი ტოტები. ბუხრები, საშობაო გვირგვინები და სხვ. გთავაზობთ საახალწლო დიზაინის 30-ზე მეტ … Continue reading

სახლი ჩანჩქერზე

პირდაპირ ჩანჩქერის თავზე აშენებული ამ ლამაზი სახლის პროექტი არქიტექტორ ფრენკ ლოიდ რაითს (Frank Lloyd Wright) ეკუთვნის. სახლი პენსილვანიის შტატში (აშშ), პიტსბურგიდან დაახლოებით 69 კილომეტრში მდებარეობს. მდებარეობიდან გამომდინარე, არქიტექტორმა თავის ქმნილებას Fallingwater უწოდა. ულამაზეს ხეობას, სადაც სახლია აშენებული, Bear Spring (დათვების წყარო) ჰქვია. მას ყოველწლიურად ათობით ათასი ტურისტი სტუმრობს. სახლი ეკოლოგიური არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია. მისი მშენებლობა … Continue reading

ინგლისელი არტისტის სოკოს ქოხები

ინგლისელ რეივენ რაინერს (Raven Rayner) საინტერესო ჰობი აქვს – იგი პატარა ხის ნაჭრებისგან სოკოს ფორმის ზღაპრულ ქოხებს თლის. რაინერი არასდროს ჭრის ცოცხალ ხეს – მხოლოდ მოტეხილ ტოტებს ან შეშას იყენებს. იგი ნორთუმბერლენდის საგრაფოში, ქანთრისაიდში ცხოვრობს და სამუშაო მასალას იოლად პოულობს ახლომდებარე ტყეებში. დაათვალიერეთ რაინერის ზღაპრული სოკო-ქოხების ფოტოები ჩვენს გალერეაში და ისიამოვნეთ 😉 🙂

სააბაზანო ოთახის დიზაინი: ქვის აბაზანები

ქვა არაჩვეულებრივი ნატურალური სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალაა, რომელიც არაჩვეულებრივ იერს აძლევს როგორც სახლის ექსტერიერს, ისე ინტერიერს. ქვის თუნდაც ერთი დეტალის დამატება ოთახს სიმყუდროვეს და განსაკუთრებულ ატმოსფეროს სძენს. თუმცა დღეს მხოლოდ სააბაზანო ოთახის დიზაინზე შევჩერდებით და შემოგთავაზებთ 15 იდეას, სადაც თანამედროვე მოსაპირკეთებელი მასალები ნატურალური ქვით არის შეცვლილი. ქვით მოპირკეთებული სააბაზანო ოთახები და არაჩვეულებრივად ლამაზი ქვის აბაზანები ჩვენს გალერეაში:

ქეთ ო’სალივანის ცისარტყელა სახლი

ამერიკელი არტისტი ქეთ ო’სალივანი 20 წელზე მეტია, მეორადი ტანსაცმლისგან არაჩვეულებრივ ჭრელ პალტოებს, სვიტრებსა და სხვადასხვა აქსესუარს კერავს. ცოტა ხნის წინ ქეთმა თავისი სახლი, რომელიც ნიუ იორკის შტატში მდებარეობს, როგორც თავად ამბობს, “პალტოსფრად” გადაღება 😉 😉 სახლი საკმაოდ ძველია, 1840 წელს არის აშენებული და არაფრით გამოირჩევა ახლომდებარე დასახლებაში მდებარე უღიმღამო სახლებისგან. “ალბათ, ჩემს სახლს ვერც კი შეამჩნევდით, თუ შემთხვევით გვერდზე … Continue reading

კალიფორნია: სახლი ოკეანის პირას

ეს თანამედროვე შუშის სახლი, სახელწოდებით The Fall House, კალიფორნიაში (აშშ) ოკეანის პირას, კლდეზეა აშენებული. სახლის პროექტის ავტორია  საპროექტო სტუდია Fougeron Architecture, რომლის სათავო ოფისიც სან ფრანცისკოში მდებარეობს. The Fall house ეკოლოგიურად სუფთა სახლის პრინციპებითაა აშენებული. შუშის კონსტრუქციის აურაცხელი ფანჯრები ნატურალურ ვენტილაციას უზრუნველყოფს, ხოლო ელექტროენერგიის წყაროდ მზის ენერგია გამოიყენება. კლდის რელიეფზე მორგებული უცნაური კონსტრუქცია  ტიპური რეზიდენციაა სამი საძინებელი ოთახით, სამზარეულოთი, … Continue reading

ესპანური სოფლის სახლის რომანტიკა

როდესაც არქიტექტორმა ლუის აუქუერმა ამ არაჩვეულებრივი მყუდრო სახლის დიზაინის სამუშაოები დაასრულა და  ნამუშევარი საზოგადოებას წარუდგინა, ვერავინ იფიქრებდა, რომ რამდენიმე წლის წინ ნაგებობა მხოლოდ და მხოლოდ ბეღელის ფუნქციას ასრულებდა. კატალონიის (ესპანეთი) ერთ-ერთ სოფელში მდებარე ორსართულიანი სახლის დიზაინი ქანთრი სტილშია შესრულებული. პირველი სართულის დეკორში ფრანგული რასთიქ სტილის (სოფლის სტილი) გავლენა იგრძნობა, მეორე სართული კი ესპანური ქანთრის სტანდარტებითაა … Continue reading

ოთახის მცენარეები: ზაფხული ზამთარში

XVIII საუკუნეში, როცა ოთახის ყვავილებმა ქალაქელების გულების მონადირება დაიწყო, მათ შორის ყველაზე პოპულარული პომიდორი იყო, რომელიც ორანჟერეებში გამოყავდათ პატარა, ყვითელი ყვავილების გამო. იმ დროს თავად პომიდვრის ნაყოფი შხამიანად მიიჩნეოდა. დრო იცვლება, მაგრამ ადამიანის სურვილი, სახლი სხვადასხვა მცენარით გაალამაზოს, უცვლელი რჩება. მეყვავილეობის მოკლე ისტორია ოთახის ყვავილების ისტორია ძველ ეგვიპტეში იწყება – ფლორის სხვადასხვა წარმომადგენლები კარგად ჩანს … Continue reading

ხის სანათების დიზაინი Tom Rossau-სგან

სანათები სახლში არა მხოლოდ ფუნქციონალური, გასანათებელი მოწყობილობის როლს უნდა ასრულებდეს, არამედ შეიძლება ესთეტიკური დანიშნულებითაც იყოს გამოყენებული. დღეს განათების დიზაინს დიდი ყურადღება ეთმობა და ის  ცალკე, ძალიან შემოსავლიან ინდუსტრიადაც კი ჩამოყალიბდა. სანათების გასაფორმებლად სხვადასხვა მასალა გამოიყენება – ლითონითა და პლასტმასით დაწყებული, ქაღალდითა და ნაჭრით დამთავრებული. დღეს გვინდა შევჩერდეთ ისეთ მასალაზე, როგორიცაა ხე – ის სანათების დამზადებისას … Continue reading

წიგნების უსასრულო კედლის კონცეპტი სტოკჰოლმის ბიბლიოთეკისთვის

არქიტექტორმა ოლივიე ჩარლზმა (Olivier Charles) არმელ ნიოუზთან (Armel Neouze) და ჟაკ გელეზთან (Jacques Gelez) ერთად შექმნა სტოკჰოლმის საზოგადოებრივი ბიბლიოთეკის კონცეპტი, რომელიც განკუთვნილი იყო კონკურსისთვის Expose 7 Master Award. პროექტი ბიბლიოთეკაში წიგნებისგან შექმნილი „უსასრულო“ კედლის აგებას გულისხმობს. კონცეპტი წარმოსახვის მრავალფეროვნების ნამდვილი მწვერვალია. ოლივიე ჩარლზი ამ პროექტში არქიტექტურისა და თანამედროვე ციფრული ხელოვნების გაერთიანებას შეეცადა და გამოუვიდა კიდეც. … Continue reading

საძინებელი ოთახების ინტერიერი სხვადასხვა ფერებში

საძინებელი ოთახი ყველაზე რომანტიული ადგილია თქვენს სახლში და ამიტომ მისი ინტერიერის მოწყობა განსაკუთრებით საყურადღებო საქმეა. Friday გთავაზობთ სხვადასხვა ფერში გაფორმებული საძინებელი ოთახების ფოტოებს იდეებისა და შთაგონებისთვის.   თეთრი საძინებელი ოთახები: წითელი საძინებელი ოთახები: მწვანე საძინებელი ოთახები: იისფერი საძინებელი ოთახები: ლურჯი საძინებელი ოთახები: რომანტიკული საძინებელი ოთახები სხვადასხვა ფერებში: ტკბილ ძილს გისურვებთ 😉

კომპოზიციები ყვავილებისგან – პატარა ოაზისები თქვენს სახლში

ეპოქის, წლის დროისა და მოდის მიუხედავად, ყვავილები ყოველთვის რჩება ყველაზე პოპულარულ საჩუქრად საყვარელი ადამიანისთვის დღესასწაულის დღეს. ყვავილები მთავარი საჩუქარიც შეიძლება იყოს და დამატებითიც. მისი ფერები და სურნელი თქვენს ცხოვრებას სიახლის აურითა და ბედნიერების შეგრძნებით შეავსებს. ახლადმოჭრილი ყვავილებისგან დამზადებულ თაიგულებსა და კომპოზიციებს განსაკუთრებული  განწყობის შექმნაც შეუძლია: საზეიმო თუ რომანტიკული, ნოსტალგიისა თუ ოცნების, გამარჯვებისა თუ სიხარულის. საჩუქრად … Continue reading

ვალენტინობის მოლოდინში: მაგიდის სერვირება შეყვარებულთა დღისთვის

წლის განმავლობაში არც ისე ბევრი დღესასწაულია, რომელიც სადღესასწაულო სუფრის განსაკუთრებულად სერვირებას რომ მოითხოვს. არადა მაგიდის გაფორმების რიტუალი თავისთავად ქმნის განსაკუთრებულ განწყობას. შეყვარებულთა დღე სმა-ჭამის ზეიმი ნამდვილად არ არის, ეს უფრო მშვენიერი საბაბია რომანტიკული ვახშმისთვის, რომელმაც სასიამოვნო მოგონებებისა და ზრუნვის ატმოსფეროში უნდა ჩაიაროს. თუ გინდათ ეს დღეც თქვენს მეხსიერებაში ერთ-ერთ სასიამოვნო მოგონებად დარჩეს, მაგიდის დახვეწილი სერვირებისთვის დროს ნუ … Continue reading

იდეები წმინდა ვალენტინის დღის საჩუქრების გაფორმებისთვის

იქნებ ვალენტინობის დღეს საყვარელი ადამიანებისთვის თბილი სიტყვების თქმით არც შემოიფარგლოთ და პატარ-პატარა საჩუქრებიც მოუმზადოთ?! სიყვარულისა და სინაზის ფერებში გაფორმებული საჩუქრები დამატებით სიხარულს მიანიჭებს თქვენს საყვარელ ადამიანს. დაათვალიერეთ ჩვენი კოლექცია და ნახეთ, რა აქცევს თქვენს საჩუქრებს უფრო საინტერესოდ მათთვის, ვინც გიყვართ: 

იდეები რომანტიკული საღამოსთვის

ვალენტინობის დღე კარზეა მომდგარი და უფრო მეტიც, სულაც არ არის საჭირო განსაკუთრებულ დღესასწაულს ელოდოთ, რათა საყვარელ ადამიანთან ერთად საღამო რომანტიკულ და სასიამოვნო გარემოში გაატაროთ. აირჩიეთ ნებისმიერი დღე და მოიწყვეთ სახლში ან ბუნებაში სიყვარულის დღესასწაული. friday რამდენიმე საინტერესო იდეას გთავაზობთ სპეციალურად ამ დღისთვის. დაათვალიერეთ ფოტო-იდეები ჩვენს გალერეაში:

წმინდა ვალენტინის დღე: იდეები სახლის სადღესასწაულო მორთულობისთვის

რამდენად ხშირად ემიჯნებით მომაბეზრებელ ყოველდღიურობას და იძირებით სასიამოვნო ფიქრებში? გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების რომანტიკული მომენტები, იოცნებეთ სურვილების ასრულებაზე, იფიქრეთ, რა კარგია, როცა საყვარელი ადამიანები – მეუღლე, შვილები, მშობლები, მეგობრები თქვენ გვერდით არიან… ბევრი ფიქრობს, რომ წმინდა ვალენტინის დღე მხოლოდ ახალგაზრდული დღესასწაულია და უფროს ხალხს ისედაც საკმარისი საზრუნავი აქვს, რომ რაღაც რომანტიკისთვის დრო არ დაკარგონ… იქნებ ცხოვრებას … Continue reading

საახალწლო სერვირება ეკო სტილში: ნატურალური სილამაზე

მოდური ეკო სტილი – ნატურალური მასალები და თავდაჭერილი, ნეიტრალური შეფერილობები, რბილი და ბუნებრივი ატმოსფერო, რომელშიც არაფერია ზედმეტი, რადგან ამ სტილის დეკორატორი თვით ბუნებაა. ეკო-სტილი ნამდვილი ფუფუნებაა თანამედროვე ადამიანისთვის, რომლის ცხოვრებაც სტრესით არის სავსე. დეკორისთვის გამოყენებული მასალების სტილით ის ცოტათი წააგავს ქანთრის, მაგრამ კონტრასტების არარსებობა ფრანგი არისტოკრატის ქალაქგარე სახლის ასოციაციას ბადებს 😉 ჩვეულებრივად ეკო სტილი დეტალებში გამოიყენება, … Continue reading

საახალწლო დეკორაციები: სანათი საკუთარი ხელით

ასეთი სანათის დამზადება ნებისმიერს შეუძლია. ამისთვის მხოლოდ ყველაზე ხელმისაწვდომი მასალა, ცოტა მონდომება და ცოტაც სიფრთხილეა საჭირო. მასალა: ცარიელი ბოთლი,  საბურღი აპარატი (სპეციალური შუშის საბურღი პირით), სათვალე, საიზოლაციო ლენტა (ან სკოჩი), ნათურებიანი გირლანდა და თუ სურვილი გაქვთ, სანათის მზა “ქუდიც”.  დამზადების პროცესი: ბოთლი გარეცხეთ, მოაცალეთ ეტიკეტი (თუმცა თუ ეტიკეტი ლამაზია, ის დეკორის ელემენტადაც შეიძლება დატოვოთ) და კარგად გააშრეთ. იმ … Continue reading

საახალწლო სუფრის დეკორი 2014 წლისთვის

დამდეგი 2014 წლის სიმბოლო ლურჯი ხის ცხენია. ის შემოქმედებითი ნატურაა, ამიტომაც საახალწლო სუფრის სერვირებისას არაორდინალურ, შემოქმედებით ხერხებს უნდა მიმართოთ. ეს დღე თქვენი დეკორატორის ნიჭის წარმოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. სუფრის დეკორი უნდა გაკეთდეს თეთრ, ცისფერ, ლურჯ და ვერცხლისფერ ტონებში, რადგან წლის სიმბოლოს ფერი ლურჯია. მაგიდის გადასაფარებელი ღია, პასტელის ტონებში უნდა იყოს, თეფშები კი ლურჯი ან მწვანე, მხოლოდ … Continue reading

ყველაზე ლამაზი და იაფი განათება

ბაღის მზის სინათლის ბატარეებზე მომუშავე სანათებს გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, დეკორატიული ფუნქციაც აქვს და ბაღის, ბილიკების თუ გალავნების გასაფორმებლად გამოიყენება. ამ ტიპის სანათების კონსტრუქცია მზის პანელისგან, აკუმულატორისა და სინათლის გამომსხივებელი დიოდებისგან შედგება. მისი ენერგიის წყარო მზის შუქია. დღის შუქზე აკუმულატორი იმუხტება და ეს ენერგია სანათს 7-8 საათს მაინც ყოფნის. ბაღის მზის სანათების უდავო უპირატესობა სხვა ტიპის … Continue reading

თარო-სავარძელი Bookworm

ჰოლანდიური სტუდია Atelier 010-ის დიზაინერებმა არასტანდარტული წიგნების თარო Bookworm შექმნეს, რომელიც დამატებით დასასვენებელ ადგილადაც შეიძლება იქნას გამოყენებული. Bookworm არის სკულპტურული და ფუნქციური ელემენტი, რომელიც საინტერესო დიზაინისა და მკვეთრი შეფერილობის გამო ნებისმიერ თანამედროვე ინტერიერს მოუხდებოდა. წიგნის თარო შედგება სამი ნაწილისგან, რომელთა აწყობა ძალიან მარტივია. ის დამონტაჟებულია რკინის საფუძველზე და არ საჭიროებს დამატებით დამაგრებას. რკინის კონსტრუქცია შეიძლება … Continue reading

სააღდგომო სუფრის დეკორი. 50 ვარიაცია

ევროპელი და ამერიკელი დეკორატორები აღდგომის დღესასწაულში მხოლოდ რელიგიურ აზრს არ დებენ, მათთვის ეს დღე საგაზაფხულო განახლებისთვის შთაგონების მიზეზიც არის. მართლაც, აღდგომის არსი ხომ აღორძინება და განახლებაა! გაზაფხულთანაც ხომ იგივე ასოციაციები გვექმნება. friday.ge ამ პოსტში გთავაზობთ სააღდგომო სუფრის სერვირების ვერსიებს დღესასწაულის სიმბოლიკისა და ფერთა პალიტრის ვარიაციებით: ათი „ყვავილოვანი იდეა“ სააღდგომო სუფრისთვის:  ბუდეები, ყვავილები, ნაქსოვი და ქაღალდის ხელსახოცები, … Continue reading

სააღდგომო მაგიდის სახალისო მორთულობა

ორიგინალური დეკორისა და ხელსაქმის მოყვარულები,  ასევე art de la table ოსტატები ერთმანეთს კრეატიულობაში ეჯიბრებიან  და ცდილობენ სახლისა და სუფრის სააღდგომოდ მორთვის ჩვეულ სტილში მრავალფეროვნება შეიტანონ. ამ პოსტში გთავაზობთ ერთ იდეას, რომელიც არაბანალური მიდგომითა და პოზიტივითაა საინტერესო. მისი ავტორია სერვირების ფრანგი ოსტატი მიშელი, რომელმაც არა მხოლოდ წარმატებით შეახამა აღდგომისა და გაზაფხულის თემები ფერთა გამაში, არამედ კარგ … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე