საახალწლო ეზო – 40-ზე მეტი იდეა ზღაპრული ბაღის მოსაწყობად

საახალწლოდ ყველაფერი უნდა ბრწყინავდეს და კაშკაშებდეს! და არა მხოლოდ სახლში. მნიშვნელოვანია, რომ სადღესასწაულო განწყობა სახლში შემოსვლამდე – ეზოშივე იგრძნობოდეს. სანთლები, ლანტერნები, გვირგვინები, ლამაზად მორთული ნაძვის ხეები, საჩუქრები, კენკროვნებით, გირჩებითა და ტოტებით დამზადებული დეკორაციები, ბაღის სკულპტურები – წარმოგიდგენთ ეზოს, ბაღისა და ვერანდის გაფორმების 40-ზე მეტ იდეას. …და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ! ❤ ❤ ❤ Advertisements

საახალწლო მაგიდის ცენტრის გაფორმება ეკო-სტილში

მაგიდის ცენტრის დეკორირება ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი კომპონენტია. მაგიდის ცენტრალური ნაწილის დეკორირების სტილი სერვირების დანარჩენი კომპონენტების სტილს, ფერსა და ხასიათს განსაზღვრავს. ამ პოსტში წარმოგიდგენთ სადღესასწაულო მაგიდის ცენტრის გაფორმების ნიმუშებს, ძირითადად ეკო-სტილში. კომპოზიციებში გამოყენებულია ხის ნაჭრები, მარადმწვანე და ხმელი ტოტები, გირჩები, პოინსეტიები, კენკროვნები, ნაძვის ხის სათამაშოები, ლანტერნები, სანთლები და სხვა დეკორატიული ელემენტები. დაათვალიერეთ … Continue reading

საშობაო კრაფტი: ხელნაკეთი სათამაშოები, 50 იდეა

საახალწლო სათამაშოების საკუთარი ხელით დამზადება არა მხოლოდ იაფი ან საერთოდ უფასო საშუალებაა სახლის მოსართავად, არამედ ძალიან სახალისოც, მით უმეტეს, თუ საქმეში ბავშვებსაც ჩართავთ. ხელნაკეთი ნივთები, რომელსაც ჩვენს ფოტოგალერეაში წარმოგიდგენთ, ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი მასალით არის გაკეთებული. მაგალითად, გამოყენებულია ძველი ძველი ტანსაცმლის ან ტილოს ნაჭრები, სვიტერები, ფურცლები ნოტების რვეულიდან, გირჩები, მუყაო, ფერადი ქაღალდი, ძველი წერილები და მისალოცი … Continue reading

საახალწლო იდეები: კიბეების გაფორმება

საახალწლო სამზადისის კიდევ ერთი საინტერესო და სასიამოვნო ეტაპი კიბეების დეკორირებაა – ლამაზად დეკორირებული კიბე სახლში არაჩვეულებრივ სადღესასწაულო განწყობას და სიმყუდროვეს შექმნის. კიბის დეკორირების პროცესი მოაჯირის მორთვით იწყება. ამისთვის გამოგადგებათ ბუნებრივი გირლანდა (ნაძვის, ფიჭვის ან ნებისმიერი მარადმწვანე მცენარის დრეკადი ტოტები, კენკროვნები) მანათობელ გირლანდებთან ერთად, რბილი სათამაშოები – საშობაო ანგელოზები, ნაძვის ხეები, წინდები, სხვადასხვა ზომისა და ფერის … Continue reading

ფერადი საშობაო წვეულება ხელნაკეთი დეტალებით

ამ პოსტში წარმოგიდგენთ  საახალწლო/საშობაო ვინტაჟური წვეულების გაფორმების იდეებს. დეკორაციების მნიშვნელოვანი დეტალებია: ფერად პრინტერზე ამობეჭდილი იარლიყები და პერსონალური ბარათები სასმელის ჩასასხმელად გამოყენებული მეორადი ბოთლებისთვის; პრინტერზე ამობეჭდილი ლოგოები და ლამაზი ლენტები სკამების, საჩუქრების, ქაფქეიქებისა და სხვადასხვა ტკბილეულის გასაფორმებლად; სადღესასწაულო მაგიდის ცენტრის გაფორმება სამი ხელოვნური ნაძვის ხისა და სხვა საახალწლო ელემენტებისგან შემდგარი კომპოზიციით; ბუხრის დეკორაცია –  შუშის ჭურჭელში … Continue reading

საახალწლო იდეები: სასადილო ოთახის დიზაინი

სასადილო ოთახის ან რომელიმე (სამზარეულო ან მისაღებ) ოთახთან ინტეგრირებული სასადილო კუთხის დიზაინი საახალწლო მზადებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. ეს ის ადგილია, სადაც, ალბათ, ახალ წელს შეხვდებით ან სადღესასწაულო სუფრას გაშლით, ამიტომ საახალწლო განწყობა ყველაზე მეტად აქ უნდა იგრძნობოდეს. საახალწლო განწყობის შესაქმნელად, სასურველია ოთახში იდგას ნაძვის ხე (თუნდაც, მცირე ზომის – იმ შემთხვევაში, თუ “მთავარი” ნაძვის ხე … Continue reading

ვარსკვლავები საახალწლო დეკორში

წინასაახალწლო პოსტების სერიაში ჩვენ უკვე შევეხეთ სახლის სადღესასწაულო გაფორმების თითქმის ყველა ასპექტს გირჩების დეკორით დაწყებული, საახალწლო ლანტერნებით  და ალტერნატიული ნაძვის ხეებით დამთავრებული. საახალწლო დიზაინის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ვარსკვლავებით შექმნილი კომპოზიციები და სათამაშოებია. ვარსკვლავებით შეიძლება გაფორმდეს ყველაფერი – კედლები, მაგიდის კომპოზიციები, ნაძვის ხე, ხმელი ტოტები. ბუხრები, საშობაო გვირგვინები და სხვ. გთავაზობთ საახალწლო დიზაინის 30-ზე მეტ … Continue reading

დაამზადეთ საკუთარი ხელით – ქილების დეკორირება საახალწლოდ

წინასაახალწლო დღეები არაჩვეულებრივი დროა საკუთარი ფანტაზიისა და დიზაინის ნიჭის გამოსავლენად. მურაბის, ყავის თუ ხიზილალის ლამაზი ქილები კი საუკეთესო საშუალებაა სახლის დეკორის ექსკლუზიური ნივთების – მაგალითად, ლარნაკების, თოვლის გლობუსების ან ლანტერნების დასამზადებლად. ასევე შეგიძლიათ შექმნათ საკმაოდ პრაქტიკული კონტეინერები კანფეტების, ტკბილეულის ან თუნდაც სანელებლების შესანახად. დაათვალიერეთ ქილების დეკორირების 40-მდე მაგალითი და მოძებნეთ თქვენი შთაგონების წყარო 😉 ❤ … Continue reading

სადღესასწაულო სიმყუდროვე: შობა-ახალი წელი ქანთრი სტილში

რა შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე დღესასწაულის სოფლის სახლში გატარება? გარეთ – თოვლი, სახლში – ბუხარი, სითბო, სიმყუდროვე და საახალწლო სამზადისი ❤ ❤ ქანთრი სტილის სახლის საკუთარი ხელით დეკორირება ძალიან სასიამოვნო პროცესია, ამავე დროს საკმაოდ იაფიც. თითქმის ყველაფერი, რაც გჭირდებათ – წიწვოვანი და უბრალოდ, ხმელი ტოტები, გირჩები, ლამაზი ქვები, ხის ქერქი, ხილი, თხილეული – შეიძლება საკუთარ … Continue reading

საახალწლო იდეები: საძინებელი ოთახის გაფორმება

საახალწლო ნაძვის ხის და მისაღები ოთახის დეკორირების შემდეგ საძინებელის რიგი დგება – სადღესასწაულო განწყობა ყველა ოთახში უნდა იგრძნობოდეს! თუ ფართი პატარაა, სჯობს მარტივი, უბრალო დიზაინი მოიფიქროთ, რომ ოთახი მეტისმეტად არ გადაიტვირთოს, დიდი ფართი კი ფანტაზიის გამოვლენის მეტ შესაძლებლობას იძლევა. საძინებლის დეკორიდებისთვის საუკეთესო დეტალი თეთრი მანათობელი გირლანდებია, რომლებიც ოთახში სასიამოვნო, ინტიმურ გარემოს და სიმყუდროვეს ქმნის. ოთახის … Continue reading

ტრადიციული საახალწლო ნაძვის ხის ალტერნატივა: 38 იდეა

ნაძვის ხის მორთვა საახალწლო სამზადისის ყველაზე სასიამოვნო ნაწილია, თუმცა დეკორირების მოყვარულებისთვის ხშირად მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. საკუთარი ფანტაზიის გამოვლენის საუკეთესო გზა კი ალტერნატიული ნაძვის ხის შექმნაა. ალტერნატიული ნაძვის ხის ასაწყობად შეიძლება გამოიყენო წიგნები, პალეტის ფიცრები, ტოტები, ჯოხები, საახალწლო სათამაშოები, ნაჭერი, ბოთლები, კენკროვანი მცენარეები, ნაძვის ტოტები, მუყაო, კიბე, კორპი და თუნდაც ბალიშები – ყველაფერი რაც … Continue reading

მაგიური საახალწლო ლანტერნები: 37 იდეა

სანთლების დეკორაციებთან ერთად სადღესასწაულო დეკორის ერთ-ერთი მომხიბლავი კომპონენტი, რომელიც სახლში არაჩვეულებრივ სადღესასწაულო განწყობას და სიმყუდროვეს შექმნის, საშობაო ლანტერნებიც შეიძლება იყოს. გალერეაში, რომელსაც ამ პოსტში წარმოგიდგენთ, სახლის ლანტერნების 37 მაგალითია მოყვანილი, რომელთა უმეტესობა ჰენდმეიდია – დამზადებულია უბრალო ქილების ან ძველი ლანტერნების გამოყენებით. დაათვალიერეთ საშობაო ლანტერნების ფოტოები და შექმენით სადღესასწაულო განწყობა საკუთარი ხელით 😉 ბედნიერ შობა-ახალ წელს … Continue reading

საახალწლო სამზადისი: კარის დეკორირების 45 იდეა

ინტერიერის დეკორირებასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანი და სახალისოა ექსტერიერის დეკორირებაც, მით უმეტეს, თუ კერძო სახლში ცხოვრობთ. ეს პროცესი კი, სასურველია დაიწყოს ერთგვარი სავიზიტო ბარათის – შესასვლელი კარის დეკორირებით 😉 კარის დეკორირებისას ცენტრალური და შეიძლება ითქვას, აუციელებელი ელემენტი, რა თქმა უნდა, საშობაო გვირგვინია, რომლის დიზაინმაც დეკორის დანარჩები კომპონენტები უნდა განსაზღვროს. მაგალითად, თუ საშობაო გვირგვინი ნაძვის ან ფიჭვის … Continue reading

საშობაო გვირგვინების დეკორირების იდეები

შობა-ახალი წლის დღესასწაულებზე საშობაო გვირგვინებით სახლის დეკორირებას საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. ადვენთის გვირგვინი (Adventskranz – საშობაო გვირგვინი), როგორც “ოთხი სანთლის კომპოზიციის” ნაწილი პირველად მე-19 საუკუნეში გერმანიაში გამოიყენეს (წაიკითხეთ პოსტი ადვენთის გვირგვინის შესახებ ამ ლინკზე), შემდეგ კი ის საშობაო დეკორის შეუცვლელი კომპონენტი გახდა. საშობაო გვირგვინით აფორმებენ სადღესასწაულო მაგიდებს, ბუხრებს, კარებს, ფანჯრებს და სხვ. გთავაზობთ საშობაო გვირგვინის … Continue reading

საახალწლო იდეები: სანთლების დეკორირების 45 იდეა

ლამაზად დეკორირებული სანთლები საახალწლო დიზაინის შეუცვლელი კომპონენტია. ევროპის ქვეყნებში, საშობაო სანთლებთან ლამაზი ტრადიციაა დაკავშირებული, რომლის შესახებ ჩვენ უკვე დავწერეთ ერთ-ერთ პოსტში. განსაკუთრებით სასიამოვნო კი მათი საკუთარი ხელით დეკორირება და ორიგინალური კომპოზიციების შექმნაა. ნაძვის ან ფიჭვის ტოტები, სხვა მარადმწვანე მცენარეების ფოთლები, ქილები, კენკრები, უბრალო ფერადი ქაღალდი, თექა, ხმელი ტოტები, ციტრუსები, ნაძვის ხის სათამაშოები, წვიმები, მძივები, გირჩები … Continue reading

საახალწლო იდეები: მისაღები ოთახის სადღესასწაულო დეკორი

რა თქმა უნდა, სადღესასწაულო განწყობა ყველა ოთახში უნდა იგრძნობოდეს, თუმცა მისაღები ოთახი – საკვანძოა საახალწლო დიზაინში. ოთახში, სადაც ჩვეულებრივ, ახალი წლის მთავარი სიმბოლო – ნაძვის ხე დგას, სტუმრებს იღებთ და ოჯახთან ახალ წელს ხვდებით, ყველაფერი უნდა ბრწყინავდეს და ლაპლაპებდეს 😉 😉 ამიტომ საახალწლო ატმოსფეროს შექმნა სწორედ ამ ოთახით უნდა დაიწყოთ – წარმოგიდგენთ მისაღები ოთახის დეკორირების … Continue reading

საახალწლო იდეები: ნაძვის ხის დიზაინი

ახალ წლამდე რამდენიმე კვირა რჩება და ნაძვის ხის მორთვა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, დეკორირების მოყვარულებისთვის კი ფანტაზიის და კრეატიულობის გამოვლენის საუკეთესო საშუალება. საახალწლოდ ნაძვის ხე ერთგვარი სავიზიტო ბარათი და ამავე დროს სახლში სასიამოვნო განწყობის შექმნის საუკეთესო საშუალებაა, ამიტომ რაც უფრო მალე მორთავთ, მით მეტხანს გაგყვებათ სასიამოვნო შეგრძნებები 😉 სახლის სადღესასწაულო დეკორისა და კონკრეტულად ნაძვის ხის … Continue reading

სადღესასწაულო იდეები: ხელნაკეთი საჩუქრები შობა-ახალი წლისთვის

წინასაახალწლო პერიოდი საუკეთესო დროა საკუთარი კრეატიულობის გამოსავლენად, ასევე დროის სასიამოვნოდ გასატარებლად, მით უმეტეს, თუ საჩუქრებსა და დეკორის ნივთებს ბავშვებთან ერთად აკეთებთ. FRIDAY.GE წარმოგიდგენთ  სახლისა და ეზოს საახალწლო დეკორის 35 იდეას, ასევე პერსონალიზებულ ხელნაკეთ საჩუქრებს, მათ შორის “ტკბილი საჩუქრების” გაფორმების იდეებსაც 😉 😉 ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ ❤

სკანდინავიური სტილის ინტერიერის დახვეწილი საშობაო დეკორი

ამ პოსტში წარმოგიდგენთ დანიელი ჰელ თუბორგის სახლის საშობაო დიზაინს. თუბორგი დასთან – კამილასთან ერთად დეკორის ნივთების არტსალონის Cahetu-ს მფლობელია და საკუთარი საცხოვრებელიც არაჩვეულებრივად აქვს მოწყობილი. სკანდინავიურ სტილში მოწყობილი სახლის ინტერიერი ფერთა სიჭარბით არ გამოირჩევა – აბსოლუტურად ყველა ოთახში თეთრი ფერი დომინირებს ღია ყავისფერთან, შავთან და ნაცრისფერის სხვადასხვა ტონალობასთან შეხამებით. ამ ჰარმონიას არც საშობაო დეკორის ნივთები … Continue reading

შოტლანდიური ორნამენტი საახალწლო დიზაინში: 22 იდეა

პლედი, იგივე თართანი (შოტლანდიური ორნამენტი, უჯრედი) ძალიან ხშირად გამოიყენება საშობაო დეკორში. შობის ტრადიციული ფერების – წითელისა და მწვანეს შეხამებამ შოტლანდიური ორნამენტი დღესასწაულის ერთგვარ სიმბოლოდაც კი აქცია. სადღესასწაულო მაგიდის გადასაფარებლები,ნაძვის ხის მოსართავები, გვირგვინის დეტალები, ბაფთები, სკამების დეკორის ელემენტები,  ბალიშები, საჩუქრების შესაფუთი, ნაძვის ხის სათამაშოები… უამრავი იდეის განხორციელება შეიძლება! გთავაზობთ 20-ზე მეტ იდეას შოტლანდიური ორნამენტის “მონაწილეობით”, დაათვალიერეთ … Continue reading

მინიატურული საშობაო სახლი – ნორვეგიელი არტისტების კულინარიული შედევრი

ნორვეგიელმა სტილისტმა ჰეჯ ბერნბჰოლთმა და კულინარმა სვერ საეთრმა არაჩვეულებრივი საშობაო დეკორაცია შექმნეს. ესაა ჯინჯერბრედის (კოჭას თაფლაკვერი) სახლი, რომელიც ერთი შეხედვით, საერთოდ არ გავს ნამცხვარს. ჯინჯერბრედის საშობაო სახლების ცხობას და დეკორირებას დიდი ისტორია აქვს როგორც ევროპის, ისე ამერიკის ქვეყნებში, თუმცა აქამდე შექმნილი ნიმუშების აბსოლუტური უმეტესობა ტრადიციული საშობაო სახლების მოხაზულობას იმეორებდა. რაც შეეხება ნორვეგიელი არტისტების ნამუშევარს, მას … Continue reading

ბუხრის გაფორმება საახალწლოდ: 20 არაჩვეულებრივი იდეა

ახალი წელი ახლოვდება და თუ აქამდე არ დაგიწყიათ, დროა, სასწრაფოდ შეუდგეთ სახლის დეკორირებას. ბუხარი სადღესასწაულო დეკორის ცენტრალური ელემენტი და შეიძლება ითქვას, ერთგვარი სიმბოლოც კია, ამიტომ სახლის საახალწლოდ დეკორირება, სჯობს, ბუხრით დაიწყოთ. რასაკვირველია, ბუხრის დიზაინის მთავარი ელემენტი საშობაო წინდები და გვირგვინია. ასევე შეიძლება გამოიყენოთ გირლანდები, საახალწლო განათება, მწვანე ან ხმელი ტოტები, გირჩებისგან დამზადებული დეკორის ელემენტები, საშობაო … Continue reading

საშობაო აქსესუარები სადღესასწაულო მაგიდის გასაფორმებლად

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი და ალბათ, უკვე ფიქრობთ, როგორ გააფორმოთ თქვენი სადღესასწაულო სუფრა. ჩვენს  საახალწლო კოლექციაში  სადღესასწაულო სუფრის და ზოგადად, სახლის  დეკორირების უამრავი იდეა და სტილი გვაქვს თავმოყრილი, ამ პოსტში კი წარმოგიდგენთ საახალწლო სუფრის სერვირების ყველაზე სახალისო იდეებს. თუ ახალ წელს ბავშვებთან ერთად ხვდებით, ალბათ, დეკორირებისას საუკეთესო გადაწყვეტილება მთავარი საახალწლო ატრიბუტების – საშობაო წინდების, … Continue reading

რომანტიკული ვარდისფერი ინტერიერი საახალწლოდ. დეკორის 50 იდეა

წითელი და ოქროსფერი საახალწლო დეკორის შემდეგ ვარდისფერის რიგი დადგა და თუ თქვენ ეს ფერი მოგწონთ, შეეცადეთ ახალი წელი მის გარემოცვაში გაატაროთ. თუ უკვე თინეიჯერი აღარ ხართ, ვარდისფერი კაბა დღესასწაულისთვის საჯმაოდ თამამი ნაბიჯია. თუმცა ვარდისფერის სხვადასხვა ტონში გადაწყვეტილი სახლის დეკორი ნამდვილად ქალური და დახვეწილი იქნება, მით უმეტეს, რომ ეს ფერი ლამაზად ირეკლება სახეზე და უფრო ახალგაზრდულ იერს … Continue reading

საშობაო გვირგვინი და საახალწლო სანთლები: ლამაზი გერმანული ტრადიცია

ჩვენ უკვე მოგიყევით ლამაზი საახალწლო ტრადიციის – ადვენთ კალენდრის შესახებ, რომელიც მე-19 საუკუნეში გერმანიაში გაჩნდა. ასევე გაჩვენეთ ადვენთ კალენდრის დეკორირების არაერთი იდეა. მაგრამ პატარა სახალისო სიურპრიზები 24 დღის განმავლობაში, ერთადერთი ტრადიცია არაა რომელიც გერმანიასა და შობის დღესასწაულს უკავშირდება. ქვეყნებში სადაც გერმანულად საუბრობენ და ლუთერანობას მისდევენ, უსაყვარლესი ტრადიციაა Weihnachten  – წმინდა ღამე. შობის აღნიშვნა მათთან 24 … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე