ვიოლინოს ფორმის აუზი რიჯვუდში

ეს ვიოლინოს ფორმის აუზის პროექტი დიზაინის სტუდიამ Cipriano Landscape and Design შექმნა. 125 კვარატული მეტრის ფართობის აუზი რიჯვუდში (ნიუ ჯერსი, აშშ) აშენდა. 12 ადამიანზე გათვლილი აუზი სტრადივარიუსის ვიოლინოს ფორმას იმეორებს. ორიგინალური კონსტრუქციის გასანათებლად 250 ნათურაა გამოყენებული. წყლის დონის, ასევე გათბობისა და აუდიო სისტემების გაკონტროლება მფლობელს iPhone-ს საშუალებით შეუძლია. დაათვალიერეთ არაჩვეულებრივი აუზის ფოტოები ჩვენს გალერეაში: Advertisements

ესპანური სოფლის სახლის რომანტიკა

როდესაც არქიტექტორმა ლუის აუქუერმა ამ არაჩვეულებრივი მყუდრო სახლის დიზაინის სამუშაოები დაასრულა და  ნამუშევარი საზოგადოებას წარუდგინა, ვერავინ იფიქრებდა, რომ რამდენიმე წლის წინ ნაგებობა მხოლოდ და მხოლოდ ბეღელის ფუნქციას ასრულებდა. კატალონიის (ესპანეთი) ერთ-ერთ სოფელში მდებარე ორსართულიანი სახლის დიზაინი ქანთრი სტილშია შესრულებული. პირველი სართულის დეკორში ფრანგული რასთიქ სტილის (სოფლის სტილი) გავლენა იგრძნობა, მეორე სართული კი ესპანური ქანთრის სტანდარტებითაა … Continue reading

Leaf House – კრეატიული არქიტექტურული პროექტი

Leaf House – ეს ორიგინალური კონსტრუქცია არქიტექტურული სტუდია Mareines + Patalano Arquitetura-ს დიზაინერებმა და არქიტექტორებმა რამდენიმე წლის წინ დააპროექტეს. საოცარი ბრაზილიური “ყვავილი”  რიო დე ჟანეიროს ახლოს, ულამაზეს პლაჟზეა “დარგული” და ეკოლოგიურად სუფთა ნაგებობათა რიცხვს ეკუთვნის. კონსტრუქციის შექმნის იდეა ინდური წარმოშობის ბრაზილიელ არქიტექტორს გაუჩნდა.  Leaf House იდეალურია ცხელი ტროპიკული კლიმატისთვის. ფოთლის ფორმის თიხის სახურავი სახლს სიცხისაგან იცავს, მრავალრიცხოვან … Continue reading

ლონდონი: თანამედროვე სახლის დიზაინი

დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ თანამედროვე ელეგანტური სახლი, რომელიც ლონდონის ჩრდილოეთში, პრესტიჟულ საცხოვრებელ რაიონში მდებარეობს. ფასადის უმეტესი ნაწილი ხის საიდინგითაა დაფარული, ნაწილი კი მარმარილოს ფილებით, რაც სახლს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს. სახლში საკმაოდ ორიგინალური დიზაინის მქონე რამდენიმე სასტუმრო და მისაღები ოთახია. განსაკუთრებით გამოირჩევა მისაღები ოთახი ლამაზი შავ-თეთრი შპალერით. კრეატიული დიზაინის მქონე ავეჯით გაფორმებულ საძინებელ და საბავშვო ოთახებს დიდი პანორამული ფანჯრები … Continue reading

კამბოჯა: ულამაზესი კერძო კუნძული Song Saa

კამბოჯის სანაპიროსთან ახლოს, ინდოეთის ოკეანეში ბევრი პატარა კუნძულია, რომელთა უმეტესობა დაუსახლებელია. თუმცა ბოლო დროს  კუნძულების ათვისების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ულამაზესი კურორტ-სასტუმროს Song Saa-ს ორი ახლომდებარე პატარა კუნძული უჭირავს, რომლებსაც ადგილობრივები “შეყვარებულებს” უწოდებენ. კუნძულები ერთმანეთთან ხის ხიდითაა დაკავშირებული. Song Saa 27 ვილას, რესტორნებს, სპა-ცენტრს, საერთო დარბაზსა და ინფინიტი აუზს მოიცავს. კურორტი დამსვენებლებს სტანდარტულ სერვისებთან ერთად სთვაზობს იოგის კურსებსა და … Continue reading

ტროპიკული საზაფხულო რეზიდენცია რიოში

ეს შთამბეჭდავი რეზიდენცია რიო დე ჟანეიროში (ბრაზილია) არქიტექტურულმა სტუდიამ Fernanda Marques Arquitetos Associados შექმნა. 950 კვ.მ რეზიდენციის არქიტექტურასა და დიზაინში ყველაზე მომხიბლავი ის ფაქტია, რომ სტუდიის შემოქმედებითმა ჯგუფმა ტროპიკული ბუნებისა და თანამედროვე არქიტექტურის ასე ბუნებრივად შერწყმა მოახერხა. დიზაინერებმა  კედლების დიდი უმეტესობა შუშისგან გააკეთეს, რათა სახლსა და ბუნებას შორის ზღვარი მაქსიმალურად წაშლილიყო. შედეგად კი მიიღეს გარემო, სადაც ნებისმიერ … Continue reading

აი აქ ცხოვრობს ზაფხული – ფერადი სასტუმრო სიდნეიში

ახალი ოტელის – QT Gold Cost-ის დევიზი ასეთია: “თუ თქვენი სტიქიაა გემრიელად მირთმევა, კარგი ღვინო, ხარისხიანი მუსიკა, მოდა, დიზაინი და მხიარული განწყობა – მაშინ ჩვენი ოტელი სწორედ თქვენი შესაფერისი ყოფილა!” სასტუმრო QT Gold Cost სიდნეიში (ავსტრალია), ოკეანის სანაპიროსთანაა განლაგებული. მისი ინტერიერის დიზაინი ნამდვილად არაჩვეულებრივია – უამრავი ფერადი დეტალი აქ თითქოს იმისთვისაა, რომ ზაფხულის მთელი მშვენიერებით … Continue reading

ოცნების ბაღი საკუთარი ხელით. ნაწილი II

პოსტის დასაწყისის წასაკითხად გადადით ამ ლინკზე. აზომვა როდესაც თქვენი მომავალი ბაღის სტილს აირჩევთ, შეუდექით შემდეგ ეტაპს – ნაკვეთის აზომვას. უნდა გაარკვიოთ მისი კონფიგურაცია (სწორკუთხა, ტრაპეცია, არათანაბარი ფორმა და სხვ.), ასევე აღნიშნოთ უსწორმასწორობები და რელიეფის ცვლილებები. ყურადღება მიაქციეთ, როგორ არის განათებული ნაკვეთი დღის განმავლობაში და საით მიცოცავს ჩრდილი. გარდა ამისა, უნდა გადაწყვიტოთ, რელიეფის რომელ დეტალებს დატოვებთ … Continue reading

ელეგანტური რეზიდენცია ხედით ლოს ანჯელესზე

არქიტექტურულმა სტუდიებმა La Kaza და Meridith Baer Home თანამედროვე კერძო რეზიდენციის ერთობლივი პროექტი წარმოადგინეს. რეზიდენცია ლოს ანჯელესში (კალიფორნია, აშშ) შემაღლებულ ადგილასაა განლაგებული და მისი ფანჯრებიდან ქალაქის ულამაზესი  ხედი იშლება. კერძო რეზიდენცია გამოირჩევა მოდური ინტერიერით, სადაც არაა არაფერი ზედმეტი, გამომწვევი ან უგემოვნო. ინტერიერის დიზაინში უხვადაა გამოყენებული მწვანე ელემენტები – ვერტიკალური მწვანე კედლები, კონტეინერებში მოთავსებული მცენარეები, მწვანე … Continue reading

დახვეწილი სასტუმრო კუნძულ ჰამილტონზე

დახვეწილი სასტუმრო Qualia კუნძულ ჰამილტონზეა (ქუინსლენდი, ავსტრალია)  განლაგებული. ის სტუმრებს დაუვიწყარ დასვენებას სთავაზობს უმაღლესი კლასის ნომრებსა და მშვიდ გარემოში. ოტელის ჰარმონიული დიზაინი ავსტრალიელმა არქიტექტორმა კრის ბექინჰემმა (Chris Beckingham) შექმნა. პროექტში აქცენტი შენობის შიდა სივრცისა და ბუნების მშვენიერების შერწყმაზეა გაკეთებული. სასტუმროში  70 ნომერი-პავილიონი და რამდენიმე რესტორანი მთლიანად ნატურალური მასალებითაა მოპირკეთებული, მათ შორის, გამოყენებულია დეკორატიული ქვა და ხის მასალა. … Continue reading

ელიტური შალე საფრანგეთის ალპებში

Chalet K2 – ეს უზარმაზარი რეზიდენცია საფრანგეთში, სამთო-სათხილამურო კურორტ კურშეველში მდებარეობს. 500 კვადრატული მეტრი ფართობის შალეს დახვეწილი დიზაინი ტრადიციებსა და თანამედროვე ფუნქციურობას შორის იდეალური ბალანსის შედეგია. საფრანგეთის ალპებში დასასვენებლად ჩასულებს შეუძლიათ დატკბნენ ერთი მხრივ ფუფუნებითა და კომფორტით, მეორე მხრივ რეტრო-ინტერიერისა და ულამაზესი გარემოს ხიბლით. შალეს აქვს ხუთი საძინებელი, ფართო მისაღები ოთახი ბუხრით, თანამედროვე სასადილო ოთახი … Continue reading

ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე

ქალაქ პარატიში (რიო დე ჟანეიროს შტატი, ბრაზილია) ოკეანის სანაპიროზე ულამაზესი სახლი დგას, რომელიც არქიტექტორმა მარსიო კოგანმა (Marcio Kogan) დააპროექტა. სახლის ინტერიერში ცნობილი დიზაინერების ჯორჯ ნაკაშიმას, ლუის ბარაგანის, ლინა ბო ბარდის, სერხიო როდრიგესის, ხოაკიმ ტენრეიროსა და ხოსე ზანინ კალდასის მიერ დამზადებული ავეჯია გამოყენებული. სახლთან მოხვედრა შესაძლებელია როგორც სახმელეთო გზით, ისე ზღვით. მეორე შემთხვევაში კატერიდან პლაჟის გავლით … Continue reading

Ralston Avenue – რეზიდენცია კალიფორნიაში

რეზიდენცია Ralston Avenue, რომელიც კალიფორნიის შტატის ქალაქ მილ ველიშია (აშშ) განლაგებული, უფრო სასტუმროს წააგავს, ვიდრე კერძო სახლს. თავიდან ის არქიტექტორმა ჩარლზ მურმა (Charles Moore) დააპროექტა, ორი წლის წინ კი რეზიდენციის დიზაინი არქიტექტურულმა სტუდიამ Urrutia Design შეცვალა და განაახლა. განახლებული და ფუნქციური თვალსაზრისით გაუმჯობესებული რეზიდენცია გასაყიდად გაიტანეს. მყიდველი თვეზე ნაკლებ დროში გამოჩნდა – რეზიდენცია 4,85 მლნ … Continue reading

ცაში გამოკიდებული აუზები

აუზები, რომელშიც შეიძლება გული გაუსკდეს ისეთ ადამიანსაც კი, ვინც სიმაღლის შიშს არასდროს შეუწუხებია. ზოგიერთ სასტუმროში ისეთი აუზებია მოწყობილი, რომელშიც არა მხოლოდ ცურვა და ყვინთვა შეიძლება, არამედ პარალელურად ულამაზესი ხედების ცქერა და იმის გაგებაც კი, რა ხდება აუზის ქვემოთ – ქუჩაში. საუბარია ე.წ. მაღლივ აუზებზე, რომლებიც სასტუმროების ზედა სართულებიდან აივნებივით არის „გადმოკიდებული“. აუზები წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას ახდენს … Continue reading

საიდუმლო ბაღი ცათამბჯენზე

არც ერთი კვადრატული სანტიმეტრი გაუმწვანებლად – დაახლოებით ასე შეგვიძლია დავახასიათოთ  ბაღის დიზაინის შედარებით ახალი მიმართულება, რომელიც დიდ ქალაქებში მიწისა და სუფთა ჰაერის სიმცირის გამო გაჩნდა. დღევანდელი პოსტის თემა სიდნეის (ავსტრალია) ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავზე მოწყობილი ბაღია, რომლის დიზაინიც ავსტრალიურ კომპანია Secret Gardens-ს ეკუთვნის. ესაა ერთგვარი ოაზისი ამ უზარმაზარ, ხმაურიან და მანქანების გამონაბოლქვით დაბინძურებულ ქალაქში. 25-ე სართულის … Continue reading

ყველაზე დიდი საკრუიზო ხომალდები. ნაწილი II

Freedom of the Seas ხომალდის წონა: 160 ათასი ტონა, სიგრძე 339 მეტრი, მგზავრების ტევადობა – 3 634 ადამიანი. ამ ხომალდს ზოგჯერ მცურავ აკვაპარკს უწოდებენ, რადგან ხომალდზე არის წყლის უამრავი ატრაქციონი, აუზი და ჯაკუზი. აქვე ფუნქციონირებს საბავშვო აკვაპარკი სახელწოდებით H2O და ყინულის სასრიალო მოედანიც კი. Splendida ეს საკრუიზო ხომალდი 137 936 ტონას იწონის, მისი სიგრძე კი … Continue reading

სიდნეის საიდუმლო ბაღები

ლანდშაფტის დიზაინისა და ზოგადად, ბაღების მოწყობის კრეატიულმა იდეებმა ავსტრალიური Secret Gardens კონტინენტზე ყველაზე მოთხოვნად კომპანიად აქცია. Secret Gardens, რომლის ოფისიც სიდნეიში მდებარეობს, 1994 წელს მეთიუ ქენთველმა რამდენიმე მეგობართან ერთად დააარსა და ამჟამად მასში 35 გამოცდილი ლანდშაფტის დიზაინერი, არქიტექტორი და მებაღე მუშაობს. კომპანიის მთავარი პრინციპი თავიდანვე კრეატიულობა და ორიგინალური შესრულება იყო. უამრავ ძვირადღირებულ პროექტს შორის, რომელიც … Continue reading

ვილა Vilamoura პორტუგალიის სამხრეთში

ვილა Vilamoura, რომელიც პორტუგალიის სამხრეთში, ფარუშია განლაგებული, თანამედროვე ფუფუნების კარგი მაგალითია. ის არქიტექტურულმა სტუდიამ Duna Plana 2010 წელს დააპროექტა. 600 კვადრატულ მეტრ ფართობის სახლი სამსართულიანია და მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი.  რეზიდენციის ინტერიერის წამყვანი ფერი თეთრია, თუმცა სხვადასხვა ოთახში დამატებული აქვს სალათისფერი, შინდისფერი, ღია ნაცრისფერი, ღია ყავისფერი და სხვა შეფერილობები. დეკორისთვის გამოყენებულია ხის, შუშისა და ლითონის ელემენტები, მცენარეები. რეზიდენციას აქვს აუზი და კეთილმოწყობილი უკანა … Continue reading

ოცნების ბაღი საკუთარი ხელით

ცოცხალის კიდევ უფრო გაცოცხლება – ამ ამოცანას ისახავს ლანდშაფტის დიზაინერი, რომელიც ბუნებრივი მასალებისგან – რელიეფისა და მცენარეებისგან ახალ პეიზაჟს ქმნის. მაგრამ როგორც ცნობილია „ჯადოსნობა შეკვეთით“ საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურებაა, შესაბამისად, ოცნების ბაღის მოსაწყობად ლანდშაფტის არქიტექტორის მოწვევა ყველას არ შეუძლია. თუმცა ყურების ჩამოყრა არ ღირს. თუ პროექტირების ძირითადი პრინციპები იცით, ისე შეგიძლიათ საკუთარი ბაღის გადასხვაფერება, რომ ბოლოს … Continue reading

ვილა მალდივებზე

მალდივებზე, სადაც უამრავი არაჩვეულებრივი კურორტი, ვილა და სასტუმროა, ვილა Ayada Maldives ყურადღებას თავისი განსაკუთრებული სილამაზითა და კომფორტულობით იქცევს. ვილა საკურორტო კუნძულზე, ფესდუზე მდებარეობს და ათობით ბუნგალოს აერთიანებს. როგორც მალდივების სასტუმროების უმრავლესობა, Ayada Maldives-იც წყალზეა განთავსებული. ბუნგალოების აივნებიდან და ვერანდებიდან ოკეანის ულამაზესი ხედი იშლება. ზოგიერთი მათგანის იატაკი გამჭვირვალეა, რაც წყალქვეშა სამყაროზე დაკვირვების საშუალებასაც იძლევა. ვილა უახლესი … Continue reading

სამოთხის კუნძული-იახტა

ბრიტანული კომპანია Yacht Island Design-ის სპეციალისტებმა შექმნეს იახტის კონცეფცია, რომელიც მოცურავე კუნძულის ილუზიას ქმნის და კრეატიულობით საზღვაო ტრანსპორტის ფაქტობრივად ყველა დიზაინერი უკან მოიტოვეს. საუბარია იახტა-კუნძულზე Tropical Island Paradise, რომლის შექმნისას არ გამოუყენებიათ არცერთი ძვირფასი მასალა, სამაგიეროდ, მასზე არის ვულკანი, რომლიდან ლავაც კი გადმოდის. ასევე ჩამოედინება მდინარე, რომელიც პატარა ტბას წყლით ავსებს. ისევე, როგორც ნებისმიერ კუნძულზე, … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე