ინგლისელი არტისტის სოკოს ქოხები

ინგლისელ რეივენ რაინერს (Raven Rayner) საინტერესო ჰობი აქვს – იგი პატარა ხის ნაჭრებისგან სოკოს ფორმის ზღაპრულ ქოხებს თლის. რაინერი არასდროს ჭრის ცოცხალ ხეს – მხოლოდ მოტეხილ ტოტებს ან შეშას იყენებს. იგი ნორთუმბერლენდის საგრაფოში, ქანთრისაიდში ცხოვრობს და სამუშაო მასალას იოლად პოულობს ახლომდებარე ტყეებში. დაათვალიერეთ რაინერის ზღაპრული სოკო-ქოხების ფოტოები ჩვენს გალერეაში და ისიამოვნეთ 😉 🙂 Advertisements

მტვერსასრუტის სახლი – ჰოლანდიელი მხატვრის კრეატიული პროექტი

სახლი – მტვერსასრუტი – ასეთი უჩვეულო  მეტაფორული პროექტი მოიფიქრა ჰოლანდიელმა მხატვარმა ფრენკ ჰელმანსმა (Frank Halmans). მისი თქმით, პროექტის მიზანი იყო ეჩვენებინა კავშირი კარგ განწყობასა და სულიერ “ნაგავს” შორის, რომელიც ადამიანს დროთა განმავლობაში უგროვდება. “ნაგავი, რომელიც მტვერსასრუტში გროვდება, ერთი მხრივ, სახლის დაბინძურების მაჩვენებელია, მეორე მხრივ კი, სიმბოლურად თავად ადამიანის სამყაროს მდომარეობას ასახავს – ადამიანი მტვერსასრუტივით ისრუტავს ნეგატივსა … Continue reading

ბულტერიერის თავგადასავალი ბრაზილიელი ილუსტრატორის კომპოზიციებში

როდესაც ბრაზილიელი ილუსტრატორი რაფაელ მანტესო განქორწინდა, ყოფილმა ცოლმა სახლიდან აბსოლუტურად ყველაფერი წაიღო. დატოვა მხოლოდ ცარიელი კედლები და კიდევ ბულტერიერი, სახელად ჯიმი ჩუ. განქორწინების შემდეგ მანტესოს სტრესის დასაძლევად საკმაო ხანი დასჭირდა. თვეების განმავლობაში იგი უსაქმოდ იჯდა და ერთი ნახატის დახატვასაც კი ვერ ახერხებდა. საბოლოოდ ილუსტრატორს დეპრესია საყვარელმა ძაღლმა დააძლევინა. ასე გაჩნდა ჯიმი ჩუს თავგადასავლების ამსახველი არტპროექტი. … Continue reading

ჰამბურგის მინიატურების მუზეუმი: აეროპორტი

ჩვენ უკვე მიმოვიხილეთ ჰამბურგის მინიატურების მუზეუმი Miniatur Wunderland (მინიატურული საოცრებათა სამყარო), რომელიც მსოფლიოში მინიატურების უდიდეს მუზეუმად არის მიჩნეული. 1:87 მასშტაბით შექმნილ Miniatur Wunderland-ში ყველაფერი არაჩვეულებრივად რეალისტურად და ზუსტადაა შესრულებული. აქ შეიძლება ნახოთ დიდი კანიონისა და ალპების მთიანი ლანდშაფტები და ველები, რომლებსაც გვირაბები, გზები და რკინიგზები კვეთს, ათასობით სახლი, მანქანა, ხიდები, ქარხნები, წისქვილები და სხვ. თუმცა მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ჩემი აზრით, … Continue reading

სქრიბლერის კრეატიული ისტორიები

კადრირების სპეციალისტმა მართი კუპერმა ანუ როგორც საკუთარ თავს უწოდებს, სქრიბლერმა (scribbler – მჯღაბნელი), კრეატიული პროექტი doodle-ramblings შექმნა. პროექტის განსახორციელებლად კუპერმა მხოლოდ გამჭვირვალე შუშა, ნახატი პერსონაჟები და ფოტოაპარატი გამოიყენა. კრეატიულ ფოტო-ისტორიებში ჩანს, როგორ აპირებენ პატარა სასაცილო და საძაგელი არსებები მანქანების შეხრამუნებას, იპარავენ ბენზინს, მიაჭენებენ თოლიებს,  დასეირნობენ ცათამბჯენების სახურავებზე, მიირთმევენ ყავას თუ თამაშობენ გოლფს 😉 😉 დაათვალიერეთ სქრიბლერის სახალისო … Continue reading

ნამდვილი საჭმლით დამზადებული რუკები

ახალ ზელანდიელმა არტისტმა ჰენრი ჰენგრიევესმა ნამდვილი საჭმლისგან სხვადასხვა ქვეყნისა და კონტინენტის რუკები შექმნა. პროექტის განხორციელებაში მას ნიუ იორკელი სტილისტი ქეთლინ ლევინი ეხმარებოდა. ჰენგრიევესის თქმით, საჭმელი რუკების შექმნის იდეა მოგზაურობის სიყვარულმა უკარნახა. თითოეული რუკის დასამზადებლად მან იმ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული საკვები გამოიყენა, რომლის რუკასაც ამზადებდა. მაგალითად, სანელებლები – ინდოეთის რუკის შესაქმნელად, პომიდორი – იტალიის რუკისთვის, კივი – ახალი … Continue reading

ნაკლები ოფისი, მეტი ბუნება – საინტერესო ინსტალაცია დენვერში

ეს უჩვეულო არტ ინსტალაცია არქიტექტურისა და დიზაინის კომპანიამ Tres Birds, დენვერში (კოლორადო, აშშ) შექმნა. ქუჩაზე, სადაც მხოლოდ ოფისებია განლაგებული, ამ მწვანე პროექტის განხორციელება მეტად სიმბოლური იყო – ინსტალაცია ცხოვრების დამკვიდრებული სტილის კრიტიკას ისახვდა მიზნად და ადამიანებს ახსენებდა, რომ ბუნებაში მეტი დრო უნდა გაატარონ. პროექტის კიდევ ერთი მიზანი ბუნების დაცვისა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების აუცილებლობის ხაზგასმა … Continue reading

უილ ბეკერსის გამაოგნებელი სკულპტურები

დანიელი არტისტი უილ ბეკერსი (Will Beckers) რომელსაც ასევე უილოუმენს – ტირიფის კაცს უწოდებენ, ტირიფის ტოტებისა და სხვადასხვა მეორადი მასალისგან არაჩვეულებრივ სკულპტურებს ქმნის. ტირიფის ნაგებობები არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ფუნქციურიცაა – მათში ადამიანს ღამის გათენება შეუძლია, თუ სურვილი ექნება 😉 ეს მაგიური სკულპტურები დრეკადი ხმელი ტოტების დაწვნის, გადაგრეხვის გზით არის შექმნილი და ნამდვილად ზღაპრულ გარემოს ქმნის. … Continue reading

ფანქრის ხელოვნება

ფიქრობთ, ფანქრებით მხოლოდ ხატვა შეიძლება? არავითარ შემთხვევაში! ეს საკუთარი შემოქმედებით დაამტკიცა სამხრეთ აფრიკელმა დიზაინერმა ჯენიფერ მაესტრემ, რომელიც ფერადი ფანქრებისგან ულამაზეს ნაკეთობებს ქმნის. ჯენიფერის ყოველი ნამუშევარი ორიგინალური და ნამდვილად გამაოგნებელია. მან ფანქრებისგან ისეთი სკულპტურების (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ) შექმნა მოახერხა, რომ მათში ნებისმიერი აღმოაჩენს რაიმე საინტერესოს. მით უმეტეს, რომ ზოგჯერ ვერც კი იტყვი, კონკრეტულად რას გამოხატავს  ესა თუ ის პროექტი. … Continue reading

მუხის ყვავილობა სემ სპენსერისაგან

ეს ლამაზი არტ ინსტალაცია, სახელწოდებით “ყვავილობა” ბრიტანელ სკულპტორს სემ სპენსერს ეკუთვნის. პროექტის განსახორციელებლად მან 100-ზე მეტი ყვითელი ქოლგა გამოიყენა.  ქოლგები აღმოსავლეთ ლონდონში, ჰიდროელექტროსადგურის შენობის ახლოს, უზარმაზარ მუხის ხეზეა დამაგრებული. ქოლგების ფერი შემთხვევით არ შერჩეულა – სწორედ მუქი ყვითელი (pantone #137C) იყო და არის ლეგენდარული ფრანგული შამპანურის – Veuve Clicquot-ის ეტიკეტის ფერი მე-18 საუკუნიდან დღემდე.  2007 წელს, როდესაც სპენსერმა … Continue reading

სად სძინავთ ბავშვებს – ჯეიმს მოლისონის არაჩვეულებრივი პროექტი

ფოტოხელოვანმა ჯეიმს მოლისონმა ჟურნალისტ კრის ბუთთან ერთად თითქმის მთელი მსოფლიო შემოიარა, მაგრამ მოგზაურობის მიზანი უბრალოდ რაიმეს დათვალიერება კი არა, ბავშვებისა და მათი საძინებელი ოთახების გადაღება იყო. მოგვიანებით, გადაღებული ფოტოების საფუძველზე წიგნიც გამოვიდა სახელწოდებით „სად სძინავთ ბავშვებს“ (Where Children Sleep). ფოტოებზე აღბეჭდილი ბავშვები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ბევრი მათგანის სახეზე ბავშვურ გამომეტყველებას საერთოდ ვერ შენიშნავთ. ასევე ყურადღებას … Continue reading

კარლ უორნერის ფუდარტი

ლონდონელი ფოტოხელოვანი კარლ უორნერი (Carl Warner) არაჩვეულებრივად რეალისტური პეიზაჟების შესაქმნელად სხვადასხვა საკვებ პროდუქტს იყენებს. მის ნამუშევრებში პურის ქერქი მთებად იქცევა, კიტრი ხის ღეროდ, ხოლო კომბოსტო, ბროკოლი და სხვადასხვა მწვანილი – ფოთლებად. უორნერი და მისი ასისტენტები პეიზაჟის თუ შენობების სტრუქტურას პროდუქტების ელემენტების გამოყენებით ზედმიწევნით ზუსტად აგებენ. ბოსტნეულით და სხვა საკვები პროდუქტებით შექმნილი ტაჯ მაჰალი, ჩინეთის დიდი კედელი, ლონდონის … Continue reading

ჰამბურგის მინიატურების მუზეუმი

Miniatur Wunderland (მინიატურული საოცრებათა სამყარო)  მინიატურების უდიდესი მუზეუმია მსოფლიოში, რომელიც  ჰამბურგის პორტის ყოფილ საწყობში ფუნქციონირებს. 1:87 მასშტაბით შექმნილ Miniatur Wunderland-ში ყველაფერი არაჩვეულებრივად რეალისტურად და ზუსტადაა  შესრულებული. აქ შეიძლება ნახოთ დიდი კანიონისა და ალპების მთიანი ლანდშაფტები და ველები, რომლებსაც გვირაბები, გზები და რკინიგზები კვეთს, ათასობით სახლი თუ მანქანა, ხიდები, ქარხნები, ეკლესიები, ფერმები, წისქვილები, სტადიონი და აეროპორტიც კი.  Miniatur Wunderland-ს რკინიგზებზე სხვადასხვა დანიშნულების მინიატურული შემადგენლობები … Continue reading

ბორტონის მინიატურული ასლი

ეს საოცარი კომპოზიცია – სოფელ ბორტონის მინიატურული ასლი, ან როგორც მას უწოდებენ, ბორტონი წყალზე (Bourton-on-the-Water) ისტორიულ ძეგლად არის აღიარებული. ბორტონის მინიატურული ასლი გლოსტერშირში (ინგლისი) 1937 წლის მაისში გაიხსნა. სოფლის ასაშენებლად (მასშტაბით 1:9) ადგილობრივ მშენებლებს ხუთი წელი დასჭირდათ. სულ 117 ქვის შენობა აიგო. სოფლის დეტალიზება იმდენად კარგადაა გათვლილი, რომ მაგალითად, ეკლესიის შენობაში ძელსკამები და დასაჩოქი ადგილები შეიძლება … Continue reading

იდა სკივენესის ფუდარტი

ბევრი მშობლისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა ბავშვები უარს ამბობენ საუზმეზე. თუმცა, ალბათ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, თუ პატარებს ყოველ დილით  ისეთ საუზმეს მიართმევდით, როგორსაც მხატვარი იდა სქივენესი (Ida Skivenes) ქმნის.  კერძების ვიზუალური მხარის მიმართ შემოქმედებითმა მიდგომამ რომ გაამართლა, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება – ჩვეულებრივი საჭმელს ადამიანები ყოველთვის ლამაზად გაფორმებულ კერძს ამჯობინებენ. დროთა განმავლობაში ამგვარი მიდგომა ნამდვილ ხელოვნებად … Continue reading

ქაღალდის კაბების კოლექცია მეთიუ ბროდისაგან

ბავშვობაში, ალბათ, ყველა გოგონას გამოუჭრია მუყაოს თოჯინები და ჩაუცმევია ქაღალდის კაბები, თუმცა ეს ბავშვური გასართობი ხანდახან მაღალი მოდის ნაწილიც ხდება. ცნობილმა ფოტოგრაფმა მეთიუ ბროდიმ ჟურნალ Madame Magazine-ს ერთ-ერთ ბოლო გამოშვებაში ახალი არტ პროექტი – ქაღალდის კაბების კოლექცია წარმოადგინა. რაღაც მსგავსს ოდესღაც იზაბელ დე ბორშგრავიც ქმნიდა, თუმცა ბროდის ნამუშევრები სრულებით არ ჰგავს მის ვიქტორიანული ეპოქის ქაღალდის … Continue reading

პიკნიკი სახლში

თუ გინდათ მოაწყოთ პიკნიკი სახლში, ამისთვის არსებობს picNYC TABLE – მისი მეშვეობით ურბანულ აპარტამენტში მწვანე გარემოს „შეტანა“ არის შესაძლებელი. მაგიდის დიზაინი არქიტექტურულ სტუდია Haiko Cornelissen Architects-ს ეკუთვნის. „ამგვარი მაგიდა საშუალებას მოგცემთ, ურბანულ აპარტამენტში  სოფლური  პიკნიკი მოაწყოთ და სტრესულ გარემოს თავი დააღწიოთ“ – ასე აღწერენ მაგიდის შექმნის იდეას კომპანიის წარმომადგენლები. „მაგიდა დაეხმარება ქალაქში მცხოვრებ ადამიანს იგრძნოს … Continue reading

თაგუნიას მინიატურული სახლი

თაგუნიას მინიატურული სახლი ხეში (Mouse Tree House) ბრიტანელმა ჰობისტმა მედი ბრინდლიმ (Maddie Brindley) საბავშვო წიგნების გავლენით შექმნა. მედი ბრინდლი ჩესტერფილდში ცხოვრობს და საინტერესო მინიატურულ პროექტებს ახორციელებს. „როცა პატარა ვიყავი, დედამ ჯილ ბარკლემის (Jill Barklem) მიერ ილუსტრირებული საბავშვო წიგნები მომიტანა სერიიდან Brambly Hedge“, – ამბობს მედი. „ეს წიგნები ძალიან მიყვარდა. მუდმივად რაღაცას ვიხატავდი და ამ ნახატებით … Continue reading

თამაში საჭმელთან. ვანესა დუალიბის მხიარული ფოტოები. ნაწილი II

ფუდფოტოგრაფის ვანესა დუალიბის ბოსტნეულის კომპოზიციებზე უკვე ვისაუბრეთ, friday.ge-ს დღევანდელი თემა კი მისი კომპოზიციების სერიაა, რომლის მთავარი გმირიც არის მისი აღმატებულება კვერცხი! „თავისთავად კვერცხის ჭამაც ძალიან მიყვარს, ხასიათების შესაქმნელად კი ის გადასარევი მასალაა“, – ამბობს ვანესა. „სასაცილო ფიზიონომიები ძალიან მამხიარულებს და შესაბამისად, ფოტოებიც სასაცილო გამომდის“. „კვერცხის თავგადასავალი“ ვანესა დუალიბის ფოტოებში: ვანესა დუალიბის ოფიციალური საიტია: vanessadualib.com  

სენდვიჩ არტი ბრითანისა და თაისგან

Low-Commitment Projects-ის დიზაინერებმა თაი კიტაკარამ (Tae Kitakata) და ბრითანი პოუელმა (Brittany Powell) სენდვიჩები თანამედროვე ხელოვნების ობიექტად აქციეს. ცხრა დახვეწილმა სენდვიჩმა მეგობრებს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი. მათ შესახებ უამრავ საინფორმაციო საშუალებაში ითქვა და დაიწერა. თაისა და ბრითანის პრინციპია – გააკეთო ყველაფერი მცირე დროში მცირე ძალისხმევით. მათი ბუტერბროდებიც ამ ფილოსოფიას ასახავს – მარტივი, იოლად გასაკეთებელი და ლამაზი. … Continue reading

ტანკი-ბიბლიოთეკა

მხატვარმა რაულ ლემესოფმა (Raul Lemesoff) თავისი ძველი ავტომობილი – 1979 წლის  Ford Falcon მობილურ ბიბლიოთეკად გადააქცია. ამ მარკის ავტომობილები თავის დროს არგენტინის შეიარაღებულ ძალებში საკმაოდ პოპულარული იყო. პროექტი, რომლის სახელწოდებაც არის Arma De Instruccion Masiva (მასობრივი ინსტრუქციის იარაღი), ბუენოს აირესის ქუჩებში მოძრაობს და გამვლელებს „ესხმის თავს“: უფასოდ აძლევს წიგნებს იმ პირობით, რომ აუცილებლად წაიკითხავენ. ბიბლიოთეკა … Continue reading

ხიროსიმა: ტყე შუშის სახლში

საპროექტო ბიურომ NAP Architects წარმოადგინა ინოვაციური სახლი, რომლის კედლების ნაწილი მთლიანად ოპტიკური შუშისგან არის აშენებული. ეს თანამედროვე სახლი ქალაქ ხიროსიმაში (იაპონია), მრავალსართულიან სახლებს შორის არის ჩადგმული და უნიკალური ფასადით გამოირჩევა. ფასადი მთლიანად შუშის “აგურებითაა” შესრულებული და მეტად ორიგინალურად გამოიყურება მიმდებარე სტანდარტულ შენობებს შორის. მრავალსართულიან სახლებს შორის აშენებული ამ შუშის სახლის ფასადი ხმაურიან, მუდმივად მსუბუქი ავტომობილებითა და საზოგადოებრივი … Continue reading

ინდოელი ილუსტრატორის კრეატიული ნამუშევრები

ინდოელი ილუსტრატორი ნითინ რაო კუმბლეკერის (Nithin Rao Kumblekar) ორიგინალური კომპოზიციები მხატვრულ ილუსტრაციასა და ფოტოგრაფიას აერთიანებს. ყოველ ნამუშევარს თავისი თემა აქვს – ოფისი, სპორტის სახეობა, სუპერგმირების ცხოვრება და სხვ. საინტერესო სიუჟეტი პლუს იუმორი და საუკეთესო შესრულება – ასე შეიძლება დახასიათდეს ნითინის ნამუშევრები. მათ შესაქმნელად გამოყენებულია მხოლოდ ნახშირი, ცარცი და რა თქმა უნდა, ჰორიზონტალური ზედაპირი, მაგალითად, ბეტონის … Continue reading

ქვიშის მხატვრის ახალი ნამუშევრები

სანფრანცისკოელი მხატვარი ანდრეს ამადორი (Andres Amador) მხოლოდ ქვიშიან სანაპიროებზე ხატავს. საბოლოოდ ნახატები  მხოლოდ ფოტოებსა და ვიდეომასალაში რჩება, მაგრამ ნამუშევრები იმდენად შთამბეჭდავია, რომ მისი მუშაობის პროცესის დასაკვირვებლად ასობით ადამიანი მიდის. ანდრეს ამადორი 1971 წელს დაიბადა. მისი წინაპრები აშშ-ში ეკვადორიდან დაახლოებით საუკუნის წინ გადასახლდნენ. 1994 წელს ანდრესმა კალიფორნიის უნივერსიტეტი დაასრულა ეკოლოგიის სპეციალობით, რის შემდეგაც სკულპტურის დიზაინის შესწავლა … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე