არაჩვეულებრივი ავეჯი ბავშვის ოთახისთვის

დახვეწილი გემოვნება და სტილის შეგრძნება ადამიანს ბავშვობიდან უნდა გამოუმუშავდეს – ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა ავეჯის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Restoration Hardware თავისი არაჩვეულებრივი საბავშვო კოლექციის შექმნისას. კოლექციაში სახელწოდებით Baby & Child რამდენიმე ათეული საბავშვო ოთახის დიზაინია წარმოდგენილი. ავეჯისა და აქსესუარების თითოეულ სეთში ყოველი კომპონენტი დიდი გემოვნებით არის შეხამებული. FRIDAY.GE წარმოგიდგენთ 40-მდე ფოტოს Restoration Hardware-ს ახალი კოლექციიდან – ასეთ ოთახებში ბავშვები დასვენებასაც შეძლებენ და განვითარებასაც! Advertisements

CATable – მოხერხებული მაგიდა კატებისა და მათი პატრონებისთვის

იაპონელმა დიზაინერმა რუან ჰაომ მაგიდის ორიგინალური დიზაინი მიიფიქრა თავის პროექტს ჰაომ CATablе დაარქვა. როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, მაგიდა კატებისათვის კომფორტის შესაქმნელად არის განკუთვნილი  🙂 მაგიდის ზედა ნაწილში კატებისთვის ნამდვილი ლაბირინთია მოწყობილი – სანამ თქვენ მუშაობთ, ფისოს შეუძლია გაერთოს და თუ მობეზრდება დაიძინოს კიდეც 😉

ვინტაჟური ავეჯის კოლექცია შვედური კომპანიისგან

ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მწარმოებელმა ცნობილმა შვედურმა კომპანიამ Artwood საგაზაფხულო ავეჯისა და ტექსტილის ვინტაჟური კოლექცია წარმოადგინა. ჩვეულებრივ საგაზაფხულო კოლექციებში მხიარული, მკვეთრი ფერები ფიგურირებს, თუმცა ამჯერად “არტვუდმა” დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე მოდური მიმართულების – ვინტაჟის დამახასიათებელი სადა ფერები გამოიყენა. კოლექციაში რამდენიმე ფერი დომინირებს – თეთრი, ხისფერი, შავი და ყავისფერი. “არტვუდის” კოლექცია მოიცავს ნივთებს როგორც ინტერიერისათვის, ისე ვერანდისა და … Continue reading

ინტერიერის დიზაინის პროგრამები. ნაწილი II

ინტერიერის დიზაინის ზოგიერთ პროგრამაზე უკვე ვისაუბრეთ ჩვენს ერთ-ერთ პოსტში, დღეს კიდევ ორი პროგრამას – Sweet Home 3D-სა და Room Arranger-ს გაგაცნობთ. პროგრამები საკმაოდ მარტივი ასათვისებელია, თუ ინტერიერის დიზაინი გაინტერესებთ, ყველაზე თამამი იდეების განხორციელებისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. Sweet Home 3D Sweet Home 3D, ჩემი აზრით, ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამაა. ჯერ ერთი, მისი ჩამოტვირთვა უფასოდ შეიძლება და მეორე – … Continue reading

შეზლონგი-სავარძელი კომფორტული დასვენებისთვის

პოლონელმა დიზაინერმა მიხეილ ბონიკოვსკიმ დააპროექტა მოხერხებული სავარძელი, რომელიც ნებისმიერი სტილის დიზაინს მოუხდება. სავარძელი, რომელიც  შეზლონგს უფრო წააგავს, გასული საუკუნის შუა წლების ავეჯის მოხაზულობას იმეორებს, თუმცა, ამავდროულად, ძალიან თანამედროვედ გამოიყურება. ბოლო დროს არქიტექტურასა და დიზაინში სწორი ხაზები გახდა პოპულარული, რამაც, ბუნებრივია, ავეჯის დიზაინზეც მოახდინა გავლენა. დამკვიდრებული სტილის საპირისპიროდ, ბონიკოვსკი შეეცადა დაემტკიცებინა, რომ მრუდე ხაზების გამოყენება ინტერიერს ორიგინალურობას მატებს. სავარძლის ორიგინალური მოდელის შესაქმნელად  მან არც … Continue reading

სკამი, როგორც ადრენალინის წყარო

გერმანელმა დიზაინერმა თორსთენ ფრანკმა (Thorsten Franck) დამაბალანსებელი სკამები შექმნა. სკამებს მკვეთრი ფერის დასაჯდომი აქვს, ამიტომ თუ სახლს ფერადი აქცენტები აკლია, რამდენიმე ამგვარი სკამის დამატება განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნიდა. თუმცა სკამის ფერი აქ მთავარი არ არის. მასზე წონასწორობის შენარჩუნება არც ისე იოლია – კვერცხის ნაჭუჭის პრინციპით შექმნილი სკამის სიმძიმის ცენტრი ქვედა ნაწილზეა ფოკუსირებული, ამიტომ მათზე ჯდომა და … Continue reading

წიგნის თარო Equilibrium – წონასწორობის საიდუმლო

ეს არასტანდარტული წიგნის თაროები აშშ-ში მცხოვრებმა წარმოშობით კოლუმბიელმა დიზაინერმა ალეხანდრო გომეზმა (Alejandro Gomez) შექმნა. თარო რამდენიმე ბლოკისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს აბალანსებს და აწონასწორებს. თაროს სიმაღლე 2 მეტრს აღწევს. მისი 5 კომპონენტი 55 კგ სიმძიმეზეა გათვლილი. თაროების გარე მხარე ყოველთვის კაკლის ხის მასალისაგან არის დამზადებული, შიდა მხარე კი  სხვადასხვა ფერის შეიძლება იყოს – ცისფერი, თეთრი ან ნებისმიერი სხვა – ფერი შემკვეთის … Continue reading

ელეგანტური ავეჯი არმანისაგან

არმანის მოდის სახლმა ავეჯის ხაზის კოლექცია წარმოადგინა. კოლექციის მთავარი შტრიხები სრულად ჯდება არმანის მოდის სახლის ესთეტიკაში, რომელიც ყველა მის ქმნილებაშია გამოსახული – სწორი და ამავდროულად მოქნილი ხაზების გაერთიანება, ელეგანტურობა და თანამედროვე სტილი. ახალ კოლექციაში ორი სხვადასხვა სერია შევიდა – Metropolitan Home, რომლის დიზაინის საფუძველი მეგაპოლისების მცხოვრებლებისთვის ფასეული გლამური და დახვეწილობაა, და მეორე Holiday Home – … Continue reading

უმბერტო დათოლას გიგანტური ავეჯი

ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა უმბერტო დათოლამ (Umberto Dattola) მილანის დიზაინის კვირეულზე ავეჯის უცნაური კოლექცია წარმოადგინა. ექსტრავაგანტური ავეჯის შესაქმნელად დიზაინერმა ძველი რესტავრირებული ანტიკვარული კარადები, საწოლები, ტუმბოები და სკამები გამოიყენა, რომლებსაც უზარმაზარი კლაკნილი ფეხები მიამაგრა. როდესაც დათოლას ავეჯის კოლექციას ათვალიერებ, გგონია, ეს ფანტასტიკური ნივთები პირდაპირ ზღაპრიდან გადმოვიდნენ და  ერთმანეთთან სასაუბროდ შეჩერდნენ. “ადამიანმა ნივთებს არ უნდა მიანიჭოს იმხელა მნიშვნელობა, რომ მათ … Continue reading

წიგნის თარო „პოლიგონი“

დიზაინერმა ლუკა სტეფანიმ (Luka Stepan) ეს ორიგინალური სტელაჟები სპეციალურად Made.com-ისთვის შეიმუშავა. წიგნის თარო “პოლიგონი” დახვეწილი ფორმის ფუნქციური სტელაჟია. ეს ტალღისებური დიზაინის მქონე კონსტრუქცია ნებისმიერი ინტერიერს მოუხდებოდა. ამ კონკრეტული სტელაჟის დასამზადებლად გამოყენებულია მაღალი ხარისხის თეთრი მუხის მასალა, თუმცა შემკვეთის სურვილის შემთხვევაში დიზაინერი მუხის ნაცვლად კაკლის ხის მასალასაც იყენებს.

Lastika – მარტივი და მოსახერხებელი სავარძელი

ყველაფერი გენიალური მარტივია – ალბათ ეს გამოთქმა შეეფერება სავარძელს, რომელიც დიზაინერმა ველიჩკო ველიკოვმა (Velichko Velikov) იტალიური ავეჯის მწარმოებელი კომპანიისათვის LAGO შეიმუშავა. კრეატიული სავარძელი სახელწოდებით Lastika გარეგნულად ფერად გვირილას წააგავს. მას საკმაოდ მარტივი კონსტრუქცია აქვს, რომელიც ლითონის კარკასისა და 40 ელასტიკური ფერადი ლენტისაგან შედგება. მიუხედავად ამისა, Lastika მეტად მსუბუქია, თუმცა ძალიან მოსახერხებელი და მყარი.  

თანამედროვე ხის სახლი პოლონეთში

ეს არაჩვეულებრივი ხის სახლი პოლონეთში, ტბის პირას, ულამაზეს ბუნებაში მდებარეობს – უკეთესი ადგილის მოძებნა ქალაქგარე სახლის ასაშენებლად უკეთესი ადგილის პოვნა წარმოუდგენელია. კოტეჯი მოგზაურობის მოყვარულ ოჯახს ეკუთვნის, ამიტომ ინტერიერი ეგზოტიკური ქვეყნებიდან ჩამოტანილი დეკორის ნივთებით არის მოწყობილი.  ხის ავეჯთან და დეკორის ელემენტებთან ერთად სახლში მრავლადაა საინტერესო დიზაინის მქონე რბილი ავეჯი. ასევე ლამაზადაა მოწყობილი სასადილო და  დასასვენებელი ოთახი … Continue reading

ორიგინალური ბილიარდის მაგიდა Nottage Design-ისგან

არ ვიცნობ ადამიანს, რომელსაც არ უნდა, სახლში ბილიარდის მაგიდა ჰქონდეს – თან ხშირად მნიშვნელობა არ აქვს, იცის თუ არა ბილიარდის თამაში 🙂 დღევანდელი პოსტის თემაც საინტერესო დიზაინის ბილიარდის მაგიდებია, რომელთაგანაც კომპანია Nottage Design-ის მრავალფუნქციურ მაგიდებს გამოვარჩევ. Nottage Design-ის გასაშლელი მაგიდის მოდელი შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც  მაგიდის ჩოგბურთის, ისე ბილიარდის სათამაშოდ. ერთი პოზიციიდან მეორეში გადაყვანისას მხოლოდ მოსახსნელი სახურავის … Continue reading

არაჩვეულებრივი სახლი ლონდონში

ბენ რუსო (Ben Rousseau) ინტერიერისა და ავეჯის ცნობილი დიზაინერია, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში მოღვაწეობს. მისი მომზადებულია Batcave-ს ლონდონური აპარტამენტების დიზაინი და ბევრი სხვა ცნობილი პროექტი. ამ არაჩვეულებრივი სახლის დიზაინის პროექტის მომზადებისას ბენ რუსომ აქცენტი განათების ორიგინალურ სისტემაზე გააკეთა. ბინაში სხვადასხვა ფერად ანათებს ყველაფერი, რისი განათებაც შეიძლება – საქანელა სავარძლები, ჭერი, იატაკი, ავეჯი. განათების ფერები დისტანციური მართვის პულტით … Continue reading

ფერადი დეტალები სამზარეულოში – რატომაც არა?

სახლის მოწყობის დროს ფერადი დეტალების უხვად გამოყენების ტენდენცია ბოლო წლებში ინტერიერისა და ავეჯის დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე მოდური მიმართულებაა.  თუმცა ჩვენთან იშვიათად თუ შეხვდებით მსგავს “მხიარულ სახლებს”. არადა, მკვეთრი ფერის დეკორის ელემენტები ადამიანს ხალისიან განწყობას უქმნის და გარკვეულწილად, სტრესის დაძლევაშიც ეხმარება. ყველა იმ სამზარეულოს, რომლებსაც ჩვენს ფოტოგალერეაში წარმოგიდგენთ, ერთი რამ აერთიანებს – მათი დიზაინის დროს აქცენტი … Continue reading

არაჩვეულებრივი ლოფტი სან ფრანცისკოში

ბოლო დროს სულ უფრო მეტ და მეტ ადამიანს იზიდავს ძველ ინდუსტრიულ შენობებში მოწყობილი სახლები. დიზაინერები, რომლებიც ამგვარი სივრცეებისთვის ქმნიან დიზაინს, დეკორსა და ავეჯში თანამედროვე ტენდენციების ძველებურ ინდუსტრიულ სტილთან შეხამებას ცდილობენ. ეს ლოფტიც, რომელიც სან ფრანცისკოში მდებარეობს, მსგავსი მცდელობის დემონსტრირებაა. ინტერიერში უხვადაა გამოყენებული ნატურალური მასალა – ხე, აგური და სხვა. ეს ყველაფერი კი კარგადაა შეხამებული თანამედროვე ავეჯთან … Continue reading

თარო-სავარძელი Bookworm

ჰოლანდიური სტუდია Atelier 010-ის დიზაინერებმა არასტანდარტული წიგნების თარო Bookworm შექმნეს, რომელიც დამატებით დასასვენებელ ადგილადაც შეიძლება იქნას გამოყენებული. Bookworm არის სკულპტურული და ფუნქციური ელემენტი, რომელიც საინტერესო დიზაინისა და მკვეთრი შეფერილობის გამო ნებისმიერ თანამედროვე ინტერიერს მოუხდებოდა. წიგნის თარო შედგება სამი ნაწილისგან, რომელთა აწყობა ძალიან მარტივია. ის დამონტაჟებულია რკინის საფუძველზე და არ საჭიროებს დამატებით დამაგრებას. რკინის კონსტრუქცია შეიძლება … Continue reading

ინტერიერის დიზაინის პროგრამები. ნაწილი I

თუ სახლში რემონტი წამოიწყეთ და საკუთარი უნიკალური პროექტის გაკეთება გსურთ, არ იქნებოდა ცუდი,  დიზაინიც თავადვე გაგეკეთებინათ – არც ბევრი წვალება უნდა და რაც მთავარია, არც ძვირადღირებული დიზაინერის მოწვევაა საჭირო. არსებობს ინტერიერის დიზაინის უამრავი 3D პროგრამა, რომლებიც რემონტის დროს არასასიამოვნო სიურპრიზებს მინიმუმამდე დაიყვანს. VisiCon VisiCon – ეს პროგრამა ორი ნაწილისგან შედგება. პირველი შედარებით მარტივია – დამწყებთათვის, … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე