მსოფლიოს ყველაზე პატარა მდინარეები: აზია და ევროპა, ნაწილი I

მსოფლიოში ყველაზე მოკლე მდინარის სტატუსისთვის რამდენიმე მდინარე “იბრძვის”. Friday წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს, კონტინენტების მიხედვით. აზიის ყველაზე მოკლე მდინარეა ტამბორასი, რომელიც ინდონეზიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ სულავესის პროვინციაში, ქალაქ კოლაკასთან მიედინება. მისი სიგრძე სულ რაღაც 20 მეტრია: ევროპაში ერთ-ერთი უმოკლესი მდინარე არის ომბლა – ხორვატიაში, დალმატიის რეგიონში, დუბროვნიკის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.  ომბლა დაახლოებით 30 მეტრია სიგრძეში: ჩვენს სიაში შემდეგია მდინარე … Continue reading

მსოფლიოს ულამაზესი ტყეები

ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გაგვისეირნია ტყეში, ჩაგვიდგამს ფეხი შემოდგომის ფოთლების გროვაში და აშრიალებულან ისინი ჩვენს ფეხქვეშ, ან გაზაფხულზე დავმტკბარვართ ახლადკვირტგამოღებული ხეების, სიცოცხლის განახლების მშვენიერებით. ზაფხულის სიცხეში, ხშირ, დაბურულ ტყეში დაგვიტკბია მზერა უკიდეგანო სიმწვანით, დაგვილექავს ეს ხედი ჩვენს მეხსიერებაში და ცუდ ხასიათზე როცა დავმდგარვართ, გაგვიხსენებია რა მწვანე და საოცარი სურათი გვაქვს ნანახი და რა ლამაზია … Continue reading

ვიეტნამი: მსოფლიოში უდიდესი გამოქვაბული

გამოქვაბული სონ დუნგი (ვიეტნამი) მსოფლიოში ყველაზე დიდ გამოქვაბულად არის მიჩნეული. მისი სიგრძე 9 კილომეტრია, სიგანე 200 მ, ხოლო სიმაღლე 150 მ. გამოქვაბული 1991 წელს ადგილობრივმა მცხოვრებმა ხანჰმა აღმოაჩინა, თუმცა 2009 წლამდე წარმოდგენა არავის ჰქონდა, რამდენად გრანდიოზულია სონ დუნგის (ანუ მთის მდინარის) გამოქვაბული სინამდვილეში. 2009 წელს ბრიტანელმა სპელეოლოგებმა ჰოვარდ ლიმბერტის ხელმძღვანელობით პირველად გამოიკვლიეს სონ დუნგი და დაასკვნეს, რომ … Continue reading

ყველაზე კრეატიული ყავის ფინჯნები

ყავის ან ჩაის გემრიელად მირთმევა ყველას უყვარს, თუმცა ეს პროცესი ბევრად სასიამოვნოა, თუ ფინჯანი ლამაზად არის დეკორირებული – უბრალო ჭურჭელი ზოგჯერ ისე მოსაწყენია… 10 ყველაზე კრეატიული ფინჯანი FRIDAY.GE-ზე. Ctrl + Alt + Delete – კლავიატურის ცნობილი ღილაკები 😉 მეტად ფუნქციური დიზაინი – ნამცხვრისთვის თეფშის გასვრა აღარაა საჭირო 😉 ფინჯნის გარეცხვის შემდეგ იოლად უპოვნი გასაშრობ ადგილს … Continue reading

10 კაბა სამეფო ქორწილისათვის

ბოლო სამეფო ქორწილი, რომელიც 2011 წლის 29 აპრილს შედგა, ალბათ, ყველას კარგად ახსოვს, ამიტომ  ქეით მიდლტონის კაბაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. მხოლოდ წარმოგიდგენთ 10 საქორწინო კაბას პრინცესებისთვის – საინტერესო ისტორიითა და დიზაინით.  მეთე მარით ჰეიბისა და ნორვეგიის პრინცის ჰააკონის ქორწილი მეთე მარით ჰეიბისა და ნორვეგიის პრინცის ჰააკონის ქორწილი, რომელიც 2001 წლის 25 აგვისტოს შედგა, საკმაოდ … Continue reading

წლის საუკეთესო სახლი კალიფორნიაში

HGTV-მ  2014 წელს აშშ-ის ყველაზე მოდური სახლის ფოტოები წარმოადგინა. სახლი კალიფორნიაში (აშშ), შუა ტყეშია აშენებული და გარემოსთან ჰარმონიული შეხამების საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. სახლის ექსტერიერი ხის საიდინგითაა მოპირკეთებული და ბოლო წლებში ყველაზე მოდურ – ქანთრი სტილშია გადაწყვეტილი.  ლამაზი მუქი ფერის ფასადი კარგად ეხამება ნაძვნარს და თითქოს ბუნების ორგანულ ნაწილად აქცევს. არქიტექტორების ჩანაფიქრით, დიდი ფანჯრებიც ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნების … Continue reading

ჰამბურგის მინიატურების მუზეუმი

Miniatur Wunderland (მინიატურული საოცრებათა სამყარო)  მინიატურების უდიდესი მუზეუმია მსოფლიოში, რომელიც  ჰამბურგის პორტის ყოფილ საწყობში ფუნქციონირებს. 1:87 მასშტაბით შექმნილ Miniatur Wunderland-ში ყველაფერი არაჩვეულებრივად რეალისტურად და ზუსტადაა  შესრულებული. აქ შეიძლება ნახოთ დიდი კანიონისა და ალპების მთიანი ლანდშაფტები და ველები, რომლებსაც გვირაბები, გზები და რკინიგზები კვეთს, ათასობით სახლი თუ მანქანა, ხიდები, ქარხნები, ეკლესიები, ფერმები, წისქვილები, სტადიონი და აეროპორტიც კი.  Miniatur Wunderland-ს რკინიგზებზე სხვადასხვა დანიშნულების მინიატურული შემადგენლობები … Continue reading

მსოფლიოს TOP 10 ყველაზე უცნაური ბიბლიოთეკა

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინტერნეტი და მილიონობით ელექტრონული წიგნია, რომელიც მთელ მსოფლიოში იყიდება, ჯერ კიდევ არსებობს ხალხი, ვინც ბიბლიოთეკაში დადის. თანაც ამ რეტროგრადებისთვის სულ ახალი და ახალი ბიბლიოთეკები შენდება, რომელთაგანაც ზოგი არქიტექტურის შედევრი ხდება. Friday ათი ყველაზე უცნაური ბიბლიოთეკის შესახებ გიამბობთ. კურორტი–ბიბლიოთეკა ბევრ ადამიანს შვებულების დროსაც კი არ შეუძლია წიგნს მოწყდეს. სწორედ მათთვისაა ზედგამოჭრილი სასტუმრო … Continue reading

ნორტლენდი – მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხელნაკეთი რკინიგზა

ხელნაკეთი რკინიგზის სიგრძე, რომელზეც მთლიანობაში 100 ვაგონი მოძრაობს, 13 კილომეტრია. მის მთელ პერიმეტრზე 400-მზე მინიატურული ხიდია განლაგებული, ირგვლივ კი მთელი ინფრასტრუქტურაა შექმნილი, რომელიც 3 ათასი მინიატურული შენობისგან, 50 ათასი ხისგან, კანიონებისგან, ქალაქებისა და სოფლებისგან შედგება. კონსტრუქციას სულ 4,83 კვადრატული მეტრი უჭირავს. მთელი ამ საოცრების შექმნისთვის ბრუს უილიამსს რამდენიმე მილიონი დოლარი და 16 წელი დასჭირდა. მთელი … Continue reading

25 საოცარი კიბე

ბოლო დროს ინტერიერის დიზაინერები განსაკუთრებულ ყურადღებას კიბის დიზაინს უთმობენ. ზოგიერთი მათგანი არქიტექტურის ნამდვილ შედევრს წარმოადგენს.  friday.ge-მ ცნობილი არქიტექტურული სტუდიების მიერ შექმნილი კიბის დიზაინის 25 მაგალითი შეკრიბა – მარტო ამ კიბეებისთვის ღირს სახლის აშენება! კიბე-კარადა. Deriba Furniture-ს დიზაინი. კიბე “მგრძნობიარე ხაზები”. Atmos Studio-ს დიზაინი. “ტეხილი საფეხურები”.  TAF arkitektkontor-ის დიზაინი. “მოლივლივე კიბე”. Ecole-ს დიზაინი კიბე “ხე”. Architetture del Ferro-ს … Continue reading

20 ულამაზესი ციხე-სიმაგრე წყალზე

ისტორიულად ციხე-სიმაგრეების ირგვლივ წყლით სავსე არხები თავდაცვის დამატებით საშუალებას წარმოადგენდა. friday.ge-მ  ევროპის, აზიისა და ამერიკის 20 ყველაზე ლამაზი ციხე-სიმაგრის ფოტო შეკრიბა. ციხე-სიმაგრე ბოდიამი, აღმოსავლეთ სასექსი, ინგლისი ციხე-სიმაგრე მაცუმოტო, იაპონია ანგკორ-ვატი, კამბოჯა ციხე-სიმაგრე გუდენაუ, გერმანია ციხე-სიმაგრე კაირფილი, დიდი ბრიტანეთი აკრძალული ქალაქი, პეკინი, ჩინეთი ციხე-სიმაგრე ბელაი, ბელგია ციხე-სიმაგრე ეგესკოვი, დანია ციხე-სიმაგრე ვადსტენა, შვედეთი ციხე-სიმაგრე ბოდიამი, აღმოსავლეთ სასექსი, ინგლისი … Continue reading

ხუთი საუკეთესო ბუნგალო წყალზე

ბრიტანულმა გამოცემამ The Independent ხუთი საუკეთესო წყლის ბუნგალო წარმოადგინა. Likuliku Lagoon Resort, ფიჯი ეს ულამაზესი კურორტი-სოფელი  შედგება ათი ქოხისგან, რომლებიც წყლის ზედაპირზეა განთავსებული. როცა მამანუკის არქიპელაგის კუნძულ მალოლოზე   კურორტი Likuliku (თარგმანში „წყნარი წყალი“) გაიხსნა, ასეთი წყლის ქოხები ფიჯიზე ჯერ კიდევ სიახლე იყოს, ამიტომ სასტუმრომ პოპულარობა მალე მოიპოვა –  Likuliku-ში ნომერი მინიმუმ ხუთი თვით ადრე მაინც … Continue reading

19 მიტოვებული სასახლე

მთელ მსოფლიოში უამრავი მიტოვებული ციხე-სიმაგრე და სასახლე არსებობს, რომლებიც დღეს თითქმის ნანგრევებადაა ქცეული. ამის მიზეზი ყველგან სხვადასხვაა – ომი, თავდასხმა, გადასახლება, გაკოტრება, მკვლელობა და სხვ. friday.ge-მ არაჩვეულებრივი მიტოვებული სასახლებისა და სახლების ფოტოები შეკრიბა: მიტოვებული სასახლე სტამბულის სანაპირო ზოლზე, თურქეთი მიტოვებული სასახლე Сhateau de Noisy, ბელგია მიტოვებული სამფლობელოს კორპუსი ფილიპინებზე მიტოვებული ბრწყინვალება – სიუთონ სქარსდეილის დარბაზი … Continue reading

მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენები

ცათამბჯენები, თავისთავად, არქიტექტურული აზროვნების განვითარების დამადასტურებელია, თუმცა, რეკორდსმენები ამ გიგანტებს შორისაც არის. ბურჯ დუბაი/ბურჯ ხალიფა – ამ დროისთვის ყველაზე მაღალი ცათამბჯენი სიმაღლე ანტენით: 828 მეტრი ზედა სართული: 624 მეტრი აშენების წელი: 2009 მდებარეობა: დუბაი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები ცათამბჯენის 2004 წელს დაწყებული მშენებლობა 4 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. 2009 წლის 4 დეკემბერს, გახსნის ცერემონიაზე ემირატების პრემიერ … Continue reading

ევროპის ყველაზე რომანტიკული სასტუმროები. ნაწილი III

სასტუმრო Hacienda de San Rafael, სევილია, ესპანეთი XVIII საუკუნეში აშენებული ეს ოტელი ქალაქ სევილიასა და ხერესს შორის, სოფლურ გარემოშია განლაგებული. როგორც დამსვენებლები ამბობენ, აქედან მზის ჩასვლის ცქერას არაფერი სჯობს. საუზმისა და ვახშმის მირთმევა ღია ცის ქვეშ, სასტუმროს შიდა ეზოში, რომანტიკულ რესტორანში შეიძლება, დანარჩენი დრო კი სამიდან ერთ-ერთ ულამაზეს აუზში ნებივრობას შეგიძლიათ დაუთმოთ. ერთი ღამის გათევის … Continue reading

მსოფლიოს ხუთი ყველაზე ძვირადღირებული კაზინო

იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიზიდონ თავიანთ კაზინოებში, სათამაშო ბიზნესის ოპერატორები ყველაზე თამამ ნაბიჯებზეც კი მიდიან და ცდილობენ, კონკურენტებს ექსტრავაგანტურობით, თავიანთი პროექტების ღირებულებითა და მოცულობით, ექსკლუზიური გასართობებითა და არნახული ფუფუნებით აჯობონ. შედეგად, ლას ვეგასში, სინგაპურსა და მაკაოში  ჩნდება ეგვიპტური პირამიდები, ეიფელის კოშკი და სხვა ცნობილი არქიტექტურული ძეგლების ასლები… მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კაზინოები მილიარდობით დოლარადაა … Continue reading

ევროპის ყველაზე რომანტიკული სასტუმროები. ნაწილი II

Friday აგრძელებს პოსტების სერიას ევროპის ყველაზე რომანტიული სასტუმროების შესახებ. სასტუმრო Portobello, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო   ესაა ძველებური სასტუმრო, სადაც შეიძლება დატკბეთ არაჩვეულებრივად ლამაზი  ძველებური სტილის ინტერიერითა და ექსტერიერით, რომანტიკული ბაღებითა და ზოგადად, რომანტიკული გარემოთი, რომელიც მხოლოდ ძველი ინგლისის ცხოვრების წესისთვისაა დამახასიათებელი. ნომრების ღირებულება 174 ფუნტი სტერლინგიდან იწყება. Pegasus Suites and Spa, სანტორინი, საბერძნეთი   ამ … Continue reading

Milestii Mici – ღვინის მიწისქვეშა ქალაქი მოლდოვაში

ღვინის მარანს Milestii Mici, რომელიც  მოლდოვის დედაქალაქის, კიშინიოვის აღმოსავლეთით, იმავე სახელწოდების დასახლებაში მდებარეობს, გარეგნულად დანარჩენი მარნებისგან ვერაფრით გამოარჩევთ, მაგრამ რეალურად განსხვავება მაინც არის: Milestii Mici ყველაზე დიდი ღვინის მარანია ევროპაში. ეს ადგილი არა თავისი დიზაინითაა გამორჩეული და არაჩვეულებრივი, არამედ ღვინის შთამბეჭდავი კოლექციით, რომელსაც „ოქროს კოლექციასაც“ უწოდებენ. მარანი გინესის რეკორდების წიგნშიც არის შეტანილი, როგორც ევროპაში ღვინის … Continue reading

ევროპის ყველაზე რომანტიკული სასტუმროები. ნაწილი I

ამ პოსტში, რომელსაც სამ ნაწილად გთავაზობთ, გვინდა გაჩვენოთ ევროპის ყველაზე რომანტიკული სასტუმროები, სადაც არაჩვეულებრივად წყნარ და რომანტიკულ სიტუაციაში დასვენება შეგიძლიათ. სასტუმროები სხვადასხვა ტიპისა და კლასისაა – პატარა რომანტიკული ქოხებიდან თანამედროვე ევროპულ ოტელებამდე, თუმცა, სიმყუდროვე და ლამაზი ატმოსფერო ყველასთვის ერთნაირადაა დამახასიათებელი. პირველი ჩვენს სიაში არის სასტუმრო Scarlet (ქორნუოლი, გაერთიანებული სამეფო). სასტუმრო Scarlet განლაგებულია ჩრდილოეთ ქორნუოლის  სანაპიროზე და სტუმრებს … Continue reading

ყველაზე დიდი საკრუიზო ხომალდები. ნაწილი III

Celebrity Eclipse ეს ხომალდი 122 ათას ტონას იწონის, მისი სიგრძე კი 315 მეტრია. ერთ ხაზზე ოთხი ბოინგ 747 რომ დააყენო, ამ საკრუიზო ხომალდის სიგრძეს მაინც ვერ გადააჭარბებს. ხომალდს 19 ბაქანი აქვს, მათ შორის, სათამაშო მინდორიც, სადაც, მაგალითად, შეგიძლია კრიკეტით შეიქციო თავი. Voyager of the seas ხომალდი 138 ათას ტონას იწონის, ხოლო მისი სიგრძე 311 მეტრია. Voyager … Continue reading

მოოქროვილი გრილი 165 ათას დოლარად

კარგი BBQ-ს მოყვარულებს ახლა უკვე კარგი (უბრალოდ კარგი კი არა, მეტისმეტად კარგი) გრილის ყიდვა შეუძლიათ – თუ სამუშაო ზედაპირს არ ჩავთვლით, გრილი მთლიანად ოქროთია დაფარული. Golden Burner SL400 მთლიანად ხელითაა ნაკეთი და 165 ათასი დოლარი ღირს. გრილის მწარმოებელია კომპანია BeefEater Barbecues. თავიდან გრილი გამოფენა  Sydney Home Show-ში მონაწილეობის მისაღებად დამზადდა და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ გრილადაც … Continue reading

მსოფლიოს ყველაზე ძველი რესტორნები

გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, მადრიდის რესტორანი ბოთინი (Botin) ყველაზე ძველი მოქმედი რესტორანია მსოფლიოში, რომელმაც მუშაობა ჯერ კიდევ 1725 წელს დაიწყო. მაგრამ ბევრ სხვა რესტორანსაც უძველესის წოდებაზე სრულიად სამართლიანად აქვს პრეტენზია. St. Peter Stiftskeller – das Restaurant (წმინდა პეტრეს მონასტრის სარდაფი). ზალცბურგი, ავსტრია ეს რესტორანი უძველესად მიიჩნევა ცენტრალურ ევროპაში. რესტორანი წმინდა პეტრეს მონასტრის კედლებში ამოქმედდა. მის … Continue reading

ყველაზე დიდი საკრუიზო ხომალდები. ნაწილი II

Freedom of the Seas ხომალდის წონა: 160 ათასი ტონა, სიგრძე 339 მეტრი, მგზავრების ტევადობა – 3 634 ადამიანი. ამ ხომალდს ზოგჯერ მცურავ აკვაპარკს უწოდებენ, რადგან ხომალდზე არის წყლის უამრავი ატრაქციონი, აუზი და ჯაკუზი. აქვე ფუნქციონირებს საბავშვო აკვაპარკი სახელწოდებით H2O და ყინულის სასრიალო მოედანიც კი. Splendida ეს საკრუიზო ხომალდი 137 936 ტონას იწონის, მისი სიგრძე კი … Continue reading

ყველაზე რეზონანსული საპირველაპრილო ხუმრობები

საპირველაპრილო ხუმრობები უმარტივესიდან იწყება, მაგალითად „ფეხსაცმელზე თასმა გაგეხსნა“ და საკმაოდ დახვეწილი ოინებით გრძელდება. თუმცა განსაკუთრებით „მძიმე წონას“ იძენს ხუმრობები, როცა საქმეში მასმედია ერთვება. friday.ge მოგიყვებათ ყველაზე სასაცილო და მასობრივი საპირველაპრილო ხუმრობის შესახებ, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. Taco Liberty Bell 1996 წელს სწრაფი კვების კომპანიამ Tako Bell-მა გამოაცხადა, რომ მან ქვეყნის ეროვნული ვალის შემცირების … Continue reading

ყველაზე დიდი საკრუიზო ხომალდები. ნაწილი I

კრუიზის ხომალდებს ხშირად „ზღვის ქალაქებსაც“ უწოდებენ, რაც რეალობისგან არცთუ ისე შორსაა. დღევანდელი საკრუიზო გემების მასშტაბების გასააზრებლად მათი „ტიტანიკთან“ შედარებაც  საკმარისია. ეს უკანასკნელი ჩვენს დროში რომ აეგოთ, ის ალბათ 50 ყველაზე დიდ საკრუიზო გემს შორისაც ვერ მოხვდებოდა. friday.ge იწყებს პოსტების სერიას მსოფლიოს უდიდესი საკრუიზო ხომალდების შესახებ, რომლებიც ახლო წარსულში, 2000 წლის შემდეგ აშენდა. წაიკითხეთ პოსტის მეორე და მესამე … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე