დამწვარი ასანთის ღერების ახალი სიცოცხლე სტანისლავ არისტოვისგან

გიფიქრიათ როდესმე, რაში შეიძლება ასანთის დამწვარი ღერების გამოყენება? ალბათ არა. არც რუსი ფოტოგრაფი სტანისლავ არისტოვი იკლავდა თავს მათი გამოყენების სარგებლიანობაზე ფიქრისგან. შთაგონება ერთ მშვენიერ დღეს ეწვია, როცა ცდილობდა მიეღო გადაწყვეტილება, რა აღებეჭდა ფირზე ფოტოგრაფთა მორიგ კონკურსში გასამარჯვებლად და თან ხელში ასანთის კოლოფს ათამაშებდა. სწორედ რაიმე მშვენიერის შექმნის მწველმა სურვილმა მიიყვანა ფოტოგრაფი ასანთის დამწვარი ღერებიდან შესანიშნავი მინი სკულპტურების შექმნამდე. მათთან … Continue reading

საშობაო კრაფტი: ხელნაკეთი სათამაშოები, 50 იდეა

საახალწლო სათამაშოების საკუთარი ხელით დამზადება არა მხოლოდ იაფი ან საერთოდ უფასო საშუალებაა სახლის მოსართავად, არამედ ძალიან სახალისოც, მით უმეტეს, თუ საქმეში ბავშვებსაც ჩართავთ. ხელნაკეთი ნივთები, რომელსაც ჩვენს ფოტოგალერეაში წარმოგიდგენთ, ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი მასალით არის გაკეთებული. მაგალითად, გამოყენებულია ძველი ძველი ტანსაცმლის ან ტილოს ნაჭრები, სვიტერები, ფურცლები ნოტების რვეულიდან, გირჩები, მუყაო, ფერადი ქაღალდი, ძველი წერილები და მისალოცი … Continue reading

სადღესასწაულო იდეები: ხელნაკეთი საჩუქრები შობა-ახალი წლისთვის

წინასაახალწლო პერიოდი საუკეთესო დროა საკუთარი კრეატიულობის გამოსავლენად, ასევე დროის სასიამოვნოდ გასატარებლად, მით უმეტეს, თუ საჩუქრებსა და დეკორის ნივთებს ბავშვებთან ერთად აკეთებთ. FRIDAY.GE წარმოგიდგენთ  სახლისა და ეზოს საახალწლო დეკორის 35 იდეას, ასევე პერსონალიზებულ ხელნაკეთ საჩუქრებს, მათ შორის “ტკბილი საჩუქრების” გაფორმების იდეებსაც 😉 😉 ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ ❤

ინგლისელი არტისტის სოკოს ქოხები

ინგლისელ რეივენ რაინერს (Raven Rayner) საინტერესო ჰობი აქვს – იგი პატარა ხის ნაჭრებისგან სოკოს ფორმის ზღაპრულ ქოხებს თლის. რაინერი არასდროს ჭრის ცოცხალ ხეს – მხოლოდ მოტეხილ ტოტებს ან შეშას იყენებს. იგი ნორთუმბერლენდის საგრაფოში, ქანთრისაიდში ცხოვრობს და სამუშაო მასალას იოლად პოულობს ახლომდებარე ტყეებში. დაათვალიერეთ რაინერის ზღაპრული სოკო-ქოხების ფოტოები ჩვენს გალერეაში და ისიამოვნეთ 😉 🙂

კრეატიული სადილები სინგაპურელი დედისგან

ამ პოსტში წარმოგიდგენთ იაპონური ბენტოს ოსტატს სინგაპურელ ლი მინგს (Li Ming), რომელიც სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ულამაზესი სასკოლო სადილების ფოტოებით გახდა ცნობილი. ლი მინგი მის მიერ მომზადებული ბენტოების ფოტოებს და თუთორიალებს საკუთარ ბლოგზეც აქვეყნებს; პარალელურად თავის პირველ წიგნზე მუშაობს, სადაც ბენტოს მომზადების ტექნიკა და ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციები იქნება აღწერილი. მინგი ულამაზეს სასკოლო სადილებს თავისი ორი შვილისთვის – 10 წლის აივენისა … Continue reading

ქეთ ო’სალივანის ცისარტყელა სახლი

ამერიკელი არტისტი ქეთ ო’სალივანი 20 წელზე მეტია, მეორადი ტანსაცმლისგან არაჩვეულებრივ ჭრელ პალტოებს, სვიტრებსა და სხვადასხვა აქსესუარს კერავს. ცოტა ხნის წინ ქეთმა თავისი სახლი, რომელიც ნიუ იორკის შტატში მდებარეობს, როგორც თავად ამბობს, “პალტოსფრად” გადაღება 😉 😉 სახლი საკმაოდ ძველია, 1840 წელს არის აშენებული და არაფრით გამოირჩევა ახლომდებარე დასახლებაში მდებარე უღიმღამო სახლებისგან. “ალბათ, ჩემს სახლს ვერც კი შეამჩნევდით, თუ შემთხვევით გვერდზე … Continue reading

შეხედეთ ცხოვრებას ოპტიმისტურად – ფინელი ილუსტრატორის მხიარული მოხუცები

ამ პოსტში გვინდა წარმოგიდგინოთ ფინელი ილუსტრატორის ინგე ლუკის (Inge Löök) არაჩვეულებრივი ილუსტრაციები, რომლებიც აუცილებლად დადებითი ემოციებით აგავსებთ 😉 ინგეს ნამდვილი სახელი ინგებორგ ლივონენია. მრავალი წლის განმავლობაში პროფესიონალი მებაღე იყო. ხატვა მოგვიანებით დაიწყო და ძალიან მალე გახდა პოპულარული ნახატებით, რომლებზეც მხიარული მოხუცების თავგადასავლებია ასახული. ინგე 1951 წეკს ჰელსინკიში დაიბადა. ბავშვობა შვიდსართულიანი სახლის ბინაში გაატარა, სადაც მის მეზობლად ორი … Continue reading

ხე მთავარ როლში – 30 იდეა სახლისა და ბაღის დეკორისთვის

ხის მასალა – მორები, წვრილი თუ მსხვილი ტოტები, ნაფოტები თავისი ბუნებრივი ფაქტურით, ყოველგვარი ზედმეტი დამუშავების გარეშეც შეიძლება გახდეს სახლის, ბაღის ან თუნდაც ოფისის დეკორის ელემენტი. ბევრი მათ მცირედ დამუშავების შემდეგ საინტერესო დანიშნულებას უძებნის. წარმოგიდგენთ დეკორის ნივთებს, რომლებიც სწორედ ნატურალური, დაუმუშავებელი ხისგანაა შექმნილი. აქ ნახავთ ხის ტუმბოებს, მაგიდებსა და სხვა ავეჯს, ასევე შანდლებს, მასიურ ქოთნებს, სანათებს, ლარნაკებს, … Continue reading

შეშის ხელოვნება კრეატიული ადამიანებისთვის

თუ ადამიანი კრეატიულია და არც მუშაობა ეზარება, ალბათ, ყველაფრის ხელოვნებად გარდაქმნას შეძლებს, მათ შორის, უბრალო შეშის გროვისაც 🙂 დაჩეხილი შეშით უამრავი საინტერესო იდეის განხორციელება შეიძლება, მაგალითად, ადამიანის პორტრეტის, ცხოველის თუ ფრინველის სილუეტის შექმნა, ან სულაც მთელი სახლის აშენება. ამ მხრივ ყველაზე შთამაგონებელია 81 წლის ნორვეგიელის ოლი ქრისთიან ჯენინგის შემოქმედება. 2012 წელს ოლიმ მეუღლის დახმარებით შეშისგან ნორვეგიის მეფე ჰარალდ V … Continue reading

ბრაზილიელი დიასახლისის კულინარიული არტი

ბრაზილიელი ნივეა სალგადო, რომელმაც შვილის გამო წარმატებული კარიერა შეწყვიტა, საკვები პროდუქტებისგან ულამაზეს დეკორაციებს ქმნის. კულინარიული ხელოვნების ამ ნიმუშებს სალგადო, რა თქმა უნდა, საკუთარი ქალიშვილისთვის ამზადებს. “კატარინა ვაშლის გარდა არცერთ ხილს ჭამს, მე კი მინდოდა, სხვა ხილიც გაესინჯა და შეყვარებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, მიზნისთვის ორიგინალური გზით მიმეღწია. მოგვიანებით კომპოზიციებში ბოსტნეულიც ჩავრთე. ასეთი საჭმლის მირთმევაზე ბავშვი უარს აღარ ამბობდა”, – … Continue reading

ამერიკელი მხატვრის ნაქარგი პეპლები

ხელნაკეთი პეპლების ეს ელეგანტური  კოლექცია  სამხრეთ კაროლინელმა მხატვარმა იუმი ოკიტამ (Yumi Okita) შექმნა. არაჩვეულებრივი პეპლების შესაქმნელად იუმიმ ჩვეულებრივი ბამბის ძაფი, სხვადასხვა ფაქტირის ხელოვნური ბეწვი, მავთულები და ფრთები გამოიყენა. დაათვალიერეთ იუმი ოკიტას ნაქარგი პეპლების კოლექცია ჩვენს გალერეაში:

ქრისთინ მაკკონელის გემრიელი მონსტრები და ობობები 50-იანი წლებიდან

ლოს ანჯელესში მცხოვრები არტისტი ქრისთინ მაქქონელი (Christine McConnell) არაჩვეულებრივ, თუმცა ცოტა შიშისმომგვრელ ნამცხვრებს აცხობს. მის კოლექციაშია მონსტრების, ობობების, გველებისა და სხვა საშიში ქმნილებების ფორმის ქმნილებები. ქრისთინ მაქქონელი პროფესიონალი სტილისტი, ფოტოგრაფი და მოდელია. მისი ფოტოები და არტ-პროექტები ხშირად იბეჭდება ჟურნალებსა და ბილბორდებზე. სტილისტის ამპლუაში ქრისთინი სელებრითიებისთვის და ფილმებისთვის მუშაობდა. კულინარიული არტის ნიმუშების შექმნისას, როგორც თავად ამბობს, “ყველა თავისი პროფესიული უნარ-ჩვევა … Continue reading

ბუბუს და მისი მეგობრების გლამურული ფოტოები

23 წლის ნიდერლანდელი ფოტოგრაფი მეგან ვან დერ ელსტი (Megan van der Elst), რომელსაც Lieveheersbeestje-ის სახელით უფრო იცნობენ, პოპულარული თავისი ზღვის გოჭის ბუბუს (Booboo) და მისი მეგობრების გლამურული ფოტოებით გახდა. “ძალიან მიყვარს ფოტოგადაღების პროცესი, განსაკუთრებით, ისეთი დეტალების დაფიქსირება, რომლებიც, ჩვეულებრივ, ფოკუსს მიღმა რჩება”, – ამბობს მეგანი. “ასევე ძალიან მიყვარს ჩემი ზღვის გოჭის ფოტოგრაფირება და ვფიქრობ, ის ძალიან ფოტოგენურია!” “ბუბუს … Continue reading

ზაჰირ ბეთინის “ვარსკვლავური ომები”

მალაიზიელმა ფოტოხელოვანმა ზაჰირ ბეთინმა  “ვარსკვლავური ომები” კიდევ უფრო დრამატული (და  თან სახალისოც) გახადა. ამისთვის მას რამდენიმე დროიდი,  შტორმთრუფერი და შესაფერისი ბუნებრივი “დეკორაციები” დასჭირდა. დაუვიწყარ და შეიძლება ითქვას, საკულტო “ვარსკვლავურ ომებს” მილიონობით ფანი ჰყავს მთელ მსოფლიოში და მის სამყაროს ყველა თავისებურად ხედავს.  მალაიზიელი ფოტოხელოვანის პროექტიც “ვარსკვლავური ომების” სამყაროს ინტერპრეტირების მორიგი მცდელობაა. კრეატიული სცენების მოწყობა ზაჰირმა სხვადასხვა მინიატურული ფიგურის საშუალებით მოახერხა. ფაქტობრივად, მან ვარსკვლავური … Continue reading

რობ ჰერდის ხის სასახლეები პრინცესებისთვის

სომერსეთელი არტისტი რობ ჰერდი (Rob Heard) ხის უნიკალურ სასახლეებს ქმნის. ხელნაკეთი სასახლეების სიმაღლე საკმაოდ შთამბეჭდავია და ხშირად 3 მეტრსაც აღწევს. “ერთადერთი ლიმიტი ჭერის სიმაღლეა, თუმცა, ალბათ, ეს ერთგვარი გამოსავალიც კია – რომ არა ეს შეზღუდვა, ვინ იცის, ჩემი კონსტრუქციები რამხელა გაიზრდებოდა ;)” – ამბობს რობ ჰერდი. ამჟამად რობი ექსმურის განაპირას (დევონი, გაერთიანებული სამეფო) ცხოვრობს. მისი შთაგონების წყაროც … Continue reading

მაიკლ ჯექსონის და მერაია ქერის პროდიუსერის რეზიდენცია

ჰემპტონსში მდებარე ამ ლამაზი დასასვენებელი სახლის მფლობელი წარმატებული პროდიუსერი სენდი გელინია. გელინი წლების განმავლობაში მერაია ქერისთან და მაიკლ ჯექსონთან მუშობდა, მუსიკალურ ინდუსტრიაში კარიერის დასრულების შემდეგ კი ინტერიერის დიზაინით დაინტერესდა. სენდი გელინის პირველი პრაქტიკა საკუთარი სახლების დიზაინის პროექტების შექმნა იყო. მისი კუთვნილი სახლების რაოდენობა კი ნამდვილად შთამბეჭდავია – სულ 49 სახლი! საბოლოოდ დიზაინერულმა იდეებმა გელინი ისე გაიტაცა, … Continue reading

იაპონელი სტუდენტის ქაღალდის სასახლე

ეს არაჩვეულებრივი ქაღალდის ინსტალაცია ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტმა უათრუ აითუმ შექმნა. ურთულესი კონსტრუქციის შესაქმნელად აითუს 4 წელი და საკმაოდ მძიმე შრომა დასჭირდა. სასახლის აბსოლუტურად ყველა დეტალი, მათ შორის მოძრავი მატარებელიც, ქაღალდისგან არის დამზადებული. ინსტალაციას ტოკიოელმა სტუდენტმა A Castle On the Ocean – სასახლე ოკეანეზე უწოდა.

ჯესიკა დენსის ნაქსოვი საჭმელი

ლონდონელმა არტისტმა  ჯესიკა დენსმა მადისაღმძვრელი საჭმელები მოქსოვა 😉 😉   ჯესიკა პროფესიონალი სტილისტია და სხვადასხვა მასალისგან საინტერესო მოდელებს ქმნის. “ჩემს წარმოსახვას მოდის, ინტერიერის, ფილმებისა და ანიმაციის სამყაროში გადავყავვარ, თემასაც სწორედ ამ სამყაროებიდან ვიღებ”, – ამბობს არტისტი.  მოქსოვილი საჭმელების სერიის შექმნაში ჯესიკას ფოტოგრაფი დევიდ საიქსი დაეხმარა.

სლაგო, ფილომენა და სხვები მიჩიგანში

ძალიან სასაცილო და საყვარელი მწვანე არსება სლაგო თვითნასწავლმა მხატვარმა და დიზაინერმა დევიდ ზინმა შექმნა და მიჩიგანის ქალაქებში “გაასეირნა”. თუმცა სლაგო უსაქმოდ არ დახეტიალებს – ან ქუჩას გვის, ან ვიღაცას ემალება, ან რაღაც ფათერაკში ებმება 🙂 ცარცით 3D ნახატების შექმნა დევიდ ზინმა 2001 წელს დაიწყო, თუმცა სხვადასხვა მიმართულების არტვორქს (ძირითადად პოსტერების, აბრების,  ბიზნეს-ლოგოების დიზაინს), კომერციული კლიენტების დაკვეთით 1987 წლიდან ასრულებდა. რესტორნების, ბარებისა და … Continue reading

გაი ლარამის ბუქარტი

კანადელი ხელოვანი გაი ლარამი (Guy Laramee) წიგნებისგან საინტერესო სკულპტურებს ქმნის – ლამაზი ლანდშაფტები, გამოქვაბულები, ციხესიმაგრეები წიგნებზე არაჩვეულებრივი ოსტატობითაა ამოჭრილი. ლარამი თავისი ბუქარტისთვის ძველ ლექსიკონებსა და ენციკლოპედიებს იყენებს. ყველაზე ხშირად იგი მთიან ლანდშფტებს ჭრის და შემდეგ ბუნებრივი ფერებით ღებავს. “დროთა განმავლობაში სახლში მოძველებული და უსარგებლო წიგნების მთები დგება. მეც ასეთ წიგნებს ფუნქციას ვუბრუნებ – სწორედ მთის ფორმას … Continue reading

ნადირობა წყალქვეშ – ჰობი ექსტრემალებისთვის და არა მხოლოდ

თანამედროვე ადამიანების თვალში დასვენების პასიური სახეობები სულ უფრო კარგავს მომხიბლავობას. რასაკვირველია, დროის გაყვანის ასეთ მეთოდებზე საბოლოო უარს არავინ ამბობს, მაგრამ თანდათანობით სულ უფრო მეტი ადამიანი არჩევს თავისუფალი დროის გატარების აქტიურ, შემოქმედებით გზებს, როდესაც შეგიძლია საკუთარი თავი წარმოაჩინო და დაამტკიცო, რომ მხოლოდ კლავიატურაზე კაკუნსა და ტელეფონზე ლაპარაკზე მეტი შეგიძლია და ამასთან, მოსინჯო რათაც ახალი, უჩვეულო, გაეცნო საინტერესო ადამიანებს, … Continue reading

სქრიბლერის კრეატიული ისტორიები

კადრირების სპეციალისტმა მართი კუპერმა ანუ როგორც საკუთარ თავს უწოდებს, სქრიბლერმა (scribbler – მჯღაბნელი), კრეატიული პროექტი doodle-ramblings შექმნა. პროექტის განსახორციელებლად კუპერმა მხოლოდ გამჭვირვალე შუშა, ნახატი პერსონაჟები და ფოტოაპარატი გამოიყენა. კრეატიულ ფოტო-ისტორიებში ჩანს, როგორ აპირებენ პატარა სასაცილო და საძაგელი არსებები მანქანების შეხრამუნებას, იპარავენ ბენზინს, მიაჭენებენ თოლიებს,  დასეირნობენ ცათამბჯენების სახურავებზე, მიირთმევენ ყავას თუ თამაშობენ გოლფს 😉 😉 დაათვალიერეთ სქრიბლერის სახალისო … Continue reading

აკინობუ იოშიკავას მინიატურული სამყარო ქილაში

იაპონელმა არქიტექტორმა აკინობუ იოშიკავამ ალტერნატიული სამყარო შექმნა – მან 5-7 სმ სიმაღლის ქილებში საოცარი ოსტატობით დამზადებული მინიატურულ ქმნილებები განათავსა. აკინობუს მინიატურების კოლექციაში ყველაფრის ნახვა შეიძლება – დინოზავრებით დაწყებული, ტროპიკული კუნძულით, შეყვარებული წყვილებით და აფრიკული პეიზაჟებით დამთავრებული. 32 წლის აკინობუ იოშიკავას, რომელმაც უკვე მოასწრო საკუთარი არქიტექტურული სტუდიის დაფუძნება, რამდენიმე მასშტაბური არქიტექტურული პროექტი აქვს განხორციელებული. თავისუფალ დროს კი … Continue reading

კარლ უორნერის ფუდარტი

ლონდონელი ფოტოხელოვანი კარლ უორნერი (Carl Warner) არაჩვეულებრივად რეალისტური პეიზაჟების შესაქმნელად სხვადასხვა საკვებ პროდუქტს იყენებს. მის ნამუშევრებში პურის ქერქი მთებად იქცევა, კიტრი ხის ღეროდ, ხოლო კომბოსტო, ბროკოლი და სხვადასხვა მწვანილი – ფოთლებად. უორნერი და მისი ასისტენტები პეიზაჟის თუ შენობების სტრუქტურას პროდუქტების ელემენტების გამოყენებით ზედმიწევნით ზუსტად აგებენ. ბოსტნეულით და სხვა საკვები პროდუქტებით შექმნილი ტაჯ მაჰალი, ჩინეთის დიდი კედელი, ლონდონის … Continue reading

შეშლილი ჰობი – ბანჯი ჯამფინგი

თავისუფალი ვარდნის შეგრძნება სიცოცხლისთვის საშიში რისკის გარეშე რჩეულთა ხვედრია. მისი მიღწევა რთულია, თითქმის შეუძლებელიც კი. ჯერ კიდევ კლასიკოსები გვეუბნებოდნენ რომ ის, ვინც ხოხვისთვის იყო დაბადებული, ფრენას ვერ შეძლებდა. მას შეუძლია მხოლოდ ჩამოვარდეს, თანაც ხშირად – ფატალური დასასრულის მოლოდინით… თუ თქვენი ოცნება  თავისუფალი ვარდნა და მიწის მიზიდულობის შეგრძნებით ტკბობაა, ბანჯი–ჯამფინგი თქვენი სპორტია. ბანჯი „ჯამფინგად“ წოდებული ოჯახის … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე