რამდენიმე რჩევა მკერდის გადიდების მსურველებს

ძნელია იპოვო ქალი, რომელიც საკუთარი გარეგნობით სრულიად კმაყოფილია, მკერდის ფორმით კმაყოფილება კი კიდევ უფრო იშვიათია. უკმაყოფილების მიზეზები სხვადასხვანაირი არსებობს. პირველ რიგში, ეს მკერდის ზომაა, შემდეგ ასაკთან ან ფეხმძიმობასთან დაკავშირებით მისი ფორმის შეცვლა, და ბოლოს სარძევე ჯირკვლების სიმსივნის გამო ერთი ან ორივე ძუძუს მოკვეთა – მასტოექტომია. ამ ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე პლასტიკური ქირურგია დიდი ხანია … Continue reading

ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა და კარგი ხასიათი

თუ ბოლოს და ბოლოს, მოგბეზრდათ ოფისში საათობით ერთ ადგილას ჯდომა, ფეხზე ადგომისას სახსრების ჭრაჭუნი, 100 მეტრის გავლის შემდე დაღლილობისგან ქოშინი და ამ ყველაფრის გასანეიტრალებლად ვარჯიში გადაწყვიტეთ, ისეთი დატვირთვით უნდა ივარჯიშოთ, თითქოს კუნთებზე ცეცხლი გეკიდებათ. რასაკვირველია, მას შემდეგ რაც სხეულს ვარჯიშს შეაჩვევთ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ინტენსიური ვარჯიში არა მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობის, არამედ ფსიქიკისთვისაც სასარგებლოა. განწყობას სწორედ აქტიური დატვირთვა … Continue reading

ფეხმძიმობის ტესტი… კურდღლებითა და სხვა ცხოველებით

ნებისმიერ ქალს უნდა ფეხმძიმობის შესახებ რაც შეიძლება ადრე გაიგოს, რათა მშობიარობისთვის ფიზიკურადაც და მორალურადაც უკეთ მომზადების საშუალება ქონდეს, მავნე ჩვევებზე დროულად თქვას უარი, თავი დაანებოს სმას და მოწევას. ბუნებრივია, კაცობრიობის ისტორიაში ფეხმძიმობის დადგენის უამრავი მეთოდია გამოგონილი და მათი უმრავლესობა თანამედროვე, განათლებულ ადამიანს სრულ ველურობად მოეჩვენება. ძველ საბერძნეთში და ეგვიპტეში ფეხმძიმობის დასადგენად ხორბლისა და ქერის მარცვლებს … Continue reading

მისის უინსლოუს დამამაშვიდებელი სიროფი

XIX-XX საუკუნეებში მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის ზრდის გამო მრეწველობის ბევრი დარგი სამკურნალო პრეპარატების ფართო სპექტრზე ატარებდა ექსპერიმენტებს. ამ პერიოდს ეკუთვნის უამრავი სამეცნიერო ექსპერიმენტი ახალ წამლებზე, რომელთა მიმდინარეობის დროსაც ბევრჯერ აღმოუჩენიათ ნივთიერება ადამიანის ტვინზე პირდაპირი ზემოქმედების უნარით. ზოგიერთ შემთხვევებში საერთაშორისო კომპანიები ბაზრის თავისუფალ სტანდარტებს თავიანთი ინტერესებისთვის იყენებდნენ და პოტენციურად საშიშ წამლებს უშვებდნენ. ამის კარგი მაგალითია მისის უინსლოუს … Continue reading

სწორად კვების ოქროს წესები

კარგი ფორმის შესანარჩუნებლად ყველაზე მნიშვნელოვანია დაიცვათ უბრალო და გასაგები წესები, რომელთაც თქვენი გრაფიკის, კვების რაციონისა და კულტურის თავისებურად გადაწყობა შეუძლია. ადამიანის ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი განმპიროებებელი ფაქტორი სწორი და დაბალანსებული კვებაა. ჩვენ მიერ მოხმარებული პროდუქტები ორგანიზმს ამარაგებს ორგანოების მუშაობისთვის აუცილებელი ნივთიერებებით და ასევე ენერგიით, რომელსაც ჩვენ არა მხოლოდ სიფხიზლის, არამედ ძილის დროსაც კი ვხარჯავთ. რაც უფრო ახალია … Continue reading

მოტივაცია: როგორ გავუძლოთ დიეტის სიმკაცრეს?

ყველა, ვისაც გახდომის ამა თუ იმ მეთოდის გამოყენება უცდია, საკუთარ თავს უსვამს კითხვას – როგორ გავუძლო დიეტას? მწირი რაციონი ბევრ პრობლემას აჩენს – უარესდება გუნება-განწყობილება, მიღებული საკვების უმარილობა კი სიტუაციას უფრო ამძიმებს. რამდენიმე რჩევა მათთვის, ვისაც ჯერ არ მიუგნია პასუხისთვის ამ კითხვაზე 😉 ესთეტიკა და საჭმლის გემო ყველაზე მკაცრი დიეტაც კი გახდომის მსურველებს პროდუქტების გარკვეული … Continue reading

ექსპრეს-დიეტების TOP შვიდეული

ხშირად ხდება, რომ სასწრაფოდ გჭირდებათ თავის წესრიგში მოყვანა და წონის დაკლება. გინდათ პირველი პაემნის, შვებულების ან კორპორატიული ფართის დროს კარგად გამოიყურებოდეთ, სრულფასოვანი დიეტისთვის კი დრო აღარ გყოფნით. ამიტომაც ექსპრეს-დიეტისთვის მიმართვა მოგიწევთ. გთავაზობთ შვიდ ყველაზე ეფექტურ ექსპრეს-დიეტას, რომლებიც თქვენს ზედმეტ კილოგრამებს დროის შედარებით მცირე მონაკვეთში გაუმკლავდება. ექსპრეს-დიეტა #1 ეს ოთხდღიანი დიეტაა, რომლის დაცვის შემდეგაც დაახლოებით 2 … Continue reading

სწორად შერჩეული დიეტა – ჯანმრთელობისა და სილამაზის საწინდარი

დიეტის შერჩევის წესები დღეისთვის ეფექტურად გახდომას უამრავი დიეტა გვპირდება. შეგიძლიათ ის თქვენი გემოვნების მიხედვით აირჩიოთ. თუმცა აქ ერთი პრობლემაა – როგორ უნდა ამოიცნოთ ის ერთადერთი დიეტა, რომელიც თქვენს ფიგურას გააუმჯობესებს და თან ჯანმრთელობასაც არ დაგიზიანებთ? კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, დამოუკიდებლად დიეტის შერჩევა კატეგორიულად ეკრძალებათ ადამიანებს, ვისაც ზედმეტი ცხიმი აწუხებს, განსაკუთრებით თუ მას თან შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონია … Continue reading

სტრესი – XXI საუკუნის ლაიტმოტივი

სტრესი – თანამედროვე ადამიანისთვის ეს ცნება ისეთივე ნაცნობია, როგორც ძილი – სტრესს მხოლოდ ძილში ვივიწყებთ, ისიც დროებით. არადა სჯობს ვისწავლოთ, როგორ ვიყოთ ფხიზლად და თანაც კარგ ხასიათზე, მით უფრო, რომ სტრესის დამარცხებისთვის საკმაოდ ეფექტური საშუალებები არსებობს 🙂 სამსახურში მოსმენილი საყვედურები, კამათი საზოგადოებრივ ტრანსპორტში შემთხვევით შემხვედრებთან, გაუგებრობები საყვარელ ადამიანთან თუ ახლობლებთან – მიზეზები ჭკუიდან შეშლისთვის ჩვენს … Continue reading

ჯანსაღი თმის საიდუმლო

ნებისმიერი ქალი, რომელიც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავს, ლამაზ და ჯანსაღ თმაზე ოცნებობს და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს. თუ მამაკაცს ვკითხავთ, „რას აქცევთ ქალის დანახვისას ყურადღებას პირველ რიგში?“, მათ ნახევარზე მეტი გვიპასუხებს – „მის თმას!“ დღეს თმის გამაგრება, მისი აკურატულად და მოვლილად შენარჩუნება პრობლემა აღარ არის. ამ სფეროს ტექნოლოგიების განვითარება კი არა მხოლოდ თმის ხარისხიანად მოვლის, … Continue reading

ფუტკრის თაფლის სამკურნალო თვისებები

ადამიანის ორგანიზმში წარმოებული ენერგიის ნახევარზე მეტი საკვებთან ერთად მიღებული ტკბილი ნივთიერებების ხარჯზე წარმოიქმნება, თუმცა სიტკბოს სხვადასხვა სახეობას ჩვენი ორგანიზმი სხვადასხვაგვარად ითვისებს. გლუკოზა სისხლში ყოველგვარი გარდაქმნების გარეშე ხვდება (გლუკოზის პირდაპირ სისხლში შეყვანა მრავალი დაავადების მკურნალობისას არის მისაღები), ჩვეულებრივმა შაქარმა  (ჭარხლის და ლერწმის) კი ფერმენტების დახმარებით ჯერ ჰიდროლიზის (გახლეჩვის) პროცესი უნდა გაიაროს. ფრუქტოზას ორგანიზმი გლუკოზაზე გაცილებით ნელა … Continue reading

თაფლის ხარისხის განსაზღვრის მეთოდები

თხევადი თაფლის ასაკის განსაზღვრისთვის მასში უნდა ჩადოთ კოვზი და მოურიოთ. ახალგაზრდა თაფლი კოვზიდან იოლად ჩამოდის, ხოლო უკვე მომწიფებული კოვზზე ლენტის მსგავს ფენებად ეხვევა. თხევადი, ჩაუშაქრებელი თაფლიდან სინჯი რაიმე წვრილი ღერის ჩაშვებით აიღეთ. თუ თაფლი ნამდვილია, ის ქვემოთ უწყვეტ ძაფად ჩამოეშვება, გაწყვეტილი ძაფი კი ზედაპირზე კოშკის, პაგოდის ფორმით დაეცემა და შემდეგ ნელ-ნელა, ზედაპირის ფორმის მიხედვით გასწორდება. … Continue reading

როგორ შევინახოთ თაფლი

თაფლი სრულ სიბნელეში უნდა ინახებოდეს, რადგან სინათლის ზემოქმედება ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შლის (ეს ყველა საკვებ პროდუქტს ეხება!). უკეთესი იქნება, თუ თაფლს მჭიდროდ თავდახურულ მინის ჭურჭელში (მაგალითად, ხრახნიან თავსახურიან მინის ქილაში) შეინახავთ, გრილ და ბნელ ადგილას. დიდხანს შენახვის პირობებში, არამჭიდროდ თავდახურულმა თაფლმა შეიძლება ძლიერად შეიცვალოს კუთრი წონა, საკუთარი წონა და წყლის შემცველობა. თუ მას მშრალ ადგილას … Continue reading

მექსიკელი ინდიელების „მოშინაურებული“ სიმინდი

ადამიანებმა სიმინდის საკვებად გამოყენება ჯერ კიდევ 6–7 ათასი წლის წინ დაიწყეს. სიმინდი შრომისმოყვარე მექსიკელმა ინდიელებმა „მოიშინაურეს“ და მიწათმოქმედების მთავარ  კულტურადაც აქციეს. ევროპაში სიმინდი კოლუმბის წყალობით მოხვდა, ხოლო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ის ნიკიტა ხრუშჩოვის დამსახურებით გავრცელდა, რომელმაც სიმინდს „მინდვრის დედოფალი“ უწოდა. სიმინდი – კალორიულობა სიმინდის ოქროსფერმა მარცვლებმა კალორიულობით ყველა ბოსტნეულს, მათ შორის, მწვანე ბარდასა და ლობიოსაც … Continue reading

ნიორის 10 ჯადოსნური თვისება

დღეს მოდური საკვები დანამატები ყველა დაავადებისგან განკურნებას გპირდებათ. ჩვენ კი გთავაზობთ საშუალებას, რომლის მრავალფუნქციურობაც საუკუნეების განმავლობაშია დამტკიცებული. ეს უაღრესად სასარგებლო პროდუქტი – ნიორი ყველა სახლში უნდა იყოს. მისი გამოყენებისთვის ყველაზე შესაფერი დრო კი ზამთარია. ნიორის 10 ჯადოსნურად სასარგებლო თვისება ავად გახდომას თავი რომ ავარიდოთ, იმუნიტეტი უნდა გავაძლიეროთ, რადგან გაციების გამომწვევი ვირუსებისგან ხშირად ძლიერი ანტიბიოტიკებიც ვერ … Continue reading

ავტორუჯი – გამოყენების წესები

ავტორუჯი შეუცვლელი საშუალებაა მათთვის, ვისაც დიდხანს მზის აბაზანების მიღება არ უყვარს ან ეშინია და არც სოლარიუმში სიარული ხიბლავს. ავტორუჯი მაშინაც შეიძლება გამოგადგეთ, თუ ახალი ჩასული ხართ ზღვისპირეთში, ბუნებრივი ნარუჯის მიღება ჯერ ვერ მოასწარით და გარშემომყოფებისგან თქვენი ფერმკრთალი სახითა და ქათქათა თეთრი ფეხებით არ გინდათ გამოირჩეოდეთ. თითქოს ასახსნელიც არაფერია, ავტორუჯი როგორ უნდა წაისვათ, მაგრამ თუ გინდათ, … Continue reading

მითები და რეალობა ჰიპნოზის შესახებ

თანამედროვე მედიცინა ჰიპნოზის კლინიკური გამოყენებისთვის ხელმძღვანელობს ნაშრომით „ჰიპნოზი და მკურნალობა“ („Trance and Treatment“, 1978 წ.). სახელმძღვანელოს ავტორები – მამა–შვილი დევიდ და ჰერბერტ შპიგელები მედიცინის დოქტორები არიან. ჰიპნოზის ისტორია ექიმები პაციენტს თვითჩაგონების (თვითჰიპნოზისა) და მოგვრილი ჰიპნოზის კომბინაციის მეშვეობით საკუთარი ფსიქიკის გაკონტროლებაში ეხმარებიან. სეანსის დროს ადამიანი იძირება ჰიპნოზურ მდგომარეობაში, შემდეგ ექიმი პაციენტს სთავაზობს ისეთ ადგილას თავის წარმოდგენას, … Continue reading

ბადრიჯანი – ბერძნული „შეშლილობის ვაშლი“

სხვადასხვა კვლევებით დადგენილია, რომ ძველი ბერძნები, რომელთაც არაერთხელ უნახავთ ბადრიჯანი თავიანთ ბაღ–ბოსტნებში, მეწამულ ნაყოფს „შეშლილობის ვაშლს“ უწოდებდნენ და დარწმუნებული იყვნენ, რომ ამ ნაყოფის შეჭმა ჭკუიდან შეშლიდათ. ბადრიჯნის გასინჯვა ევროპელებმა მხოლოდ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ გაბედეს. საქმე ისაა, რომ ევროპელმა მოგზაურებმა ნახეს, როგორ მოყავთ ამერიკელ ინდიელებს ბადრიჯანი და რა სიამოვნებით მიირთმევენ მეწამული ნაყოფისგან დამზადებულ კერძებს, თანაც მათ … Continue reading

ეპილაცია – უძველესი კოსმეტიკური პროცედურა

სულ ცოტა ხნის წინ მოდა კატეგორიული და კაპრიზული ვინმე იყო. ისინი, ვინც მოდას ნაბიჯ-ნაბიჯ მისდევდნენ, ერთმანეთს ახლო ნათესავებივით ემსგავსებოდნენ. კანონიდან გადახვევა სისულელედ იყო მიჩნეული. ქუჩებში კი ერთნაირად ჩაცმული და ერთნაირ ვარცხნილობიანი გოგონები დასეირნობდნენ. დღეს ყველაფერი სხვანაირადაა. შეიძლება მოდას ისე მიყვებოდეთ, რომ ინდივიდუალობა შენარჩუნებული გქონდეთ: იყოთ ქერა, შავთმიანი ან წითური, ატაროთ მოკლე ან გრძელი კაბები, ან … Continue reading

თაფლის მრავალსახეობა

მონოფლორული თაფლი. თაფლი მხოლოდ ერთი სახეობის მცენარის ნექტრისგან არასდროს გროვდება, ამიტომ მონოფლორული (წიწიბურას, ცაცხვის და სხვ.) ეწოდება თაფლის მხოლოდ იმ სახეობებს, რომლებშიც კონკრეტული მცენარისგან მიღებული ნექტარი 40%-ია. ამ მაჩვენებელმა მაქსიმუმ 60%-ს შეიძლება მიაღწიოს, რადგან შეუძლებელია ფუტკარმა ერთი სახეობის მცენარიდან აგროვოს მხოლოდ ნექტარი, თუ მიდამოებში სხვა სახის მცენარეებიც იზრდება. გარდა ამისა მონოფლორული თაფლის მისაღებად მისი დამზადების … Continue reading

ინგლისური დიეტა – საუკეთესო მსუბუქ დიეტებს შორის

ცნობილია, რომ ნებისმიერი მკაცრი დიეტა ძლიერ დარტყმას აყენებს ორგანიზმს, რადგან ის რაციონის კალორიულობის მნიშვნელოვნად შემცირებაზეა გათვლილი. შედეგმა კი იმედიც შეიძლება გაგიცრუოთ, რადგან თუ დიეტის დასრულების შემდეგ ისეთივე ინტენსიურობით გააგრძელებთ საკვების მიღებას, წონის დაკლების ნაცვლად შეიძლება მეტი კილოგრამებიც შეიძინოთ. ტრაგედიის შექმნა საჭირო არ არის, რადგან არსებობს ზედმეტი წონის მოშორების რამდენიმე ეფექტური მეთოდი, მათ შორისაა ინგლისური დიეტაც. … Continue reading

მუცლის პრესის ვარჯიშები – ნაწილი II

პრესის ქვედა კუნთები საკმაოდ ძნელი დასამუშავებელია. Friday გიამბობთ რამდენიმე სპეციფიკური ვარჯიშის შესახებ. აქ კი წაიკითხეთ პოსტის პირველი ნაწილი 😉 პირველი და უმთავრესი ვარჯიშია ე.წ „დახვევა“, რომელიც ასე სრულდება: დაწექით ჰორიზონტალურ ზედაპირზე, ასწიეთ ფეხები მაღლა ისე, რომ ბარძაყები სხეულის პერპენდიკულარულად იყოს, მუხლები ოდნავ, დაახლოებით 45 გრადუსით გქონდეთ მოხრილი. ვარჯიშის დასაწყისში აჯობებს თუ წვივები გადაჯვარედინებული გექნებათ. ხელებით … Continue reading

კასტორის ზეთის გამოყენება კოსმეტიკაში

კასტორის ზეთი აუცილებლად უნდა შედიოდეს იმ კოსმეტიკური საშუალებების ჩამონათვალში, რომლითაც ყოველდღიურად სარგებლობთ. კასტორის ზეთი სასარგებლოა არა მხოლოდ თქვენი თმებისა და წამწამებისთვის, არამედ თქვენს კანს ახალგაზრდობასა და ტენიანობას უნარჩუნებს. კასტორის ზეთი შეუცვლელი დამხმარეა ლამაზი თმის, კანისა და წამწამების შენარჩუნებისთვის „გამართულ მძიმე ბრძოლაში“. კასტორის ზეთში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები კვებავს და ატენიანებს თქვენს თმებს, წამწამებს, კანს და მას … Continue reading

სწორი და არასწორი ტკივილი ვარჯიშისას და ცოტა რამ უსაფრთხოების ტექნიკის შესახებ

თუ გადაწყვიტეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიოთ და ერთ–ერთ პუნქტად სატრენაჟორო დარბაზში სიარული აირჩიეთ, ჩვენი რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ. არის რამდენიმე მომენტი, რაც ვარჯიშის დაწყებამდე უნდა იცოდეთ. ვარჯიშზე კუნთები აუცილებლად გეტკინებათ, მაგრამ ეს კბილის ექიმის კაბინეტში განცდილ ტკივილს სულაც არ ემსგავსება, პირიქით, სასიამოვნოც კი იქნება. თუ კუნთები არ გეტკინათ, ე.ი. ვარჯიშის ეფექტურობა ნულის ტოლია. ეს ტკივილი ოდნავ … Continue reading

ყაბაყი – სასარგებლო და დაბალკალორიული ბოსტნეული

ყაბაყი ძალიან სასარგებლო და დაბალკალორიული ბოსტნეულია გოგრისებრთა ოჯახიდან. ის მალე მზადდება, დიდხანს ინახება, მონელებაც იოლია და ჩვენს ფიგურასა და ჯანმრთელობაზეც კარგ მოქმედებას ახდენს. ყაბაყის კალორიულობა ყაბაყის კალორიულობა ყოველგვარ რეკორდს ხსნის. პროდუქტის 100 გრამში სულ რაღაც 23 კალორიაა! კვებითი ფასეულობის მიხედვით ახლოსაა კიტრთან, ბადრიჯანთან, ჭარხალთან და მწვანე ხახვთან. ამის გამო ყაბაყი არაჩვეულებრივი დიეტური პროდუქტია. მისი შემადგენლობის … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე