სან პაულუ: წიგნის მაღაზია ცისარტყელის ფერებში

ბავშვების უმეტესობას წიგნის მაღაზიაში შესვლას სათამაშოების მაღაზიის თაროების თვალიერება ურჩევნია. თუმცა სან პაულუში (ბრაზილია) მდებარე Saraiva Bookstore  სულაც არ არის მოსაწყენი. მაღაზიის ინტერიერის დიზაინი არქიტექტორმა არტურ კასასმა შექმნა. ტრადიციული თაროების ზემოთ გეომეტრიული ფიგურების ფორმის თაროებია, სადაც წიგნებთან ერთად სხვადასხვა სააზროვნო სათამაშოც არის გამოფენილი. თაროების გასწვრივ, თარო-იატაკზე დაფენილი ხალიჩა ცისარტყელას ფერებშია გადაწყვეტილი, შუაში კი საკითხავი ზონაა მოწყობილი თეთრი … Continue reading

წიგნების უსასრულო კედლის კონცეპტი სტოკჰოლმის ბიბლიოთეკისთვის

არქიტექტორმა ოლივიე ჩარლზმა (Olivier Charles) არმელ ნიოუზთან (Armel Neouze) და ჟაკ გელეზთან (Jacques Gelez) ერთად შექმნა სტოკჰოლმის საზოგადოებრივი ბიბლიოთეკის კონცეპტი, რომელიც განკუთვნილი იყო კონკურსისთვის Expose 7 Master Award. პროექტი ბიბლიოთეკაში წიგნებისგან შექმნილი „უსასრულო“ კედლის აგებას გულისხმობს. კონცეპტი წარმოსახვის მრავალფეროვნების ნამდვილი მწვერვალია. ოლივიე ჩარლზი ამ პროექტში არქიტექტურისა და თანამედროვე ციფრული ხელოვნების გაერთიანებას შეეცადა და გამოუვიდა კიდეც. … Continue reading

მსოფლიოს 10 საუკეთესო კულინარიული წიგნი. ნაწილი II

Forbes–მა შეადგინა 10 საუკეთესო კულინარიული წიგნის სია, რომლებიც ბოლო 100 წლის განმავლობაში გამოიცა. პოსტის I ნაწილის წასაკითხად გადადით ამ ლინკზე. Japanese Cooking: Simple Art (1980), სიძუო ცუძი იაპონური სამზარეულოს შესახებ უამრავი წიგნი არსებობს, მაგრამ, ჯერჯერობით, ამ კლასიკური წიგნის დაჩრდილვა ვერც ერთმა მოახერხა. სენსეი ცუძიმ მოსაკაში ცუძის კულინარიული ინსტიტუტი დააარსა და იყო და რჩება ყველაზე გავლენიან იაპონელად მათ შორის, … Continue reading

მსოფლიოს TOP 10 ყველაზე უცნაური ბიბლიოთეკა

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინტერნეტი და მილიონობით ელექტრონული წიგნია, რომელიც მთელ მსოფლიოში იყიდება, ჯერ კიდევ არსებობს ხალხი, ვინც ბიბლიოთეკაში დადის. თანაც ამ რეტროგრადებისთვის სულ ახალი და ახალი ბიბლიოთეკები შენდება, რომელთაგანაც ზოგი არქიტექტურის შედევრი ხდება. Friday ათი ყველაზე უცნაური ბიბლიოთეკის შესახებ გიამბობთ. კურორტი–ბიბლიოთეკა ბევრ ადამიანს შვებულების დროსაც კი არ შეუძლია წიგნს მოწყდეს. სწორედ მათთვისაა ზედგამოჭრილი სასტუმრო … Continue reading

365 სულელური და კრეატიული საუზმე

მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში კალორიებთან ბრძოლა და ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, ნიუ იორკელმა წყვილმა გადაწყვიტა, მხიარული ნოტა შეეტანა ამ კამპანიაში. ბილ და კლერ ვერცელებმა საუზმის რეცეპტების წიგნი გამოაქვეყნეს, სადაც, როგორც თავადვე ამბობენ, შეტანილია “365 პროვოკაციული, ჯანმრთელი, სულელური, კრეატიული საუზმე, რომლებიც კვების პროცესს თამაშად აქცევს”. ჩვეულებრივ, ბავშვებს სასარგებლო საჭმელი დიდად გულზე არ ეხატებათ. … Continue reading

Google Images წიგნად

ინგლისელმა მხატვრებმა  ფელიქს ჰეიესმა (Felix Heyes) და ბენ უესთმა (Ben West) გამოუშვეს წიგნი სახელწოდებით Google Images. წიგნში მოცემულია 21 ათასი ინგლისური სიტყვის შესაბამისი 21 ათასი ფოტო, რომლებიც გუგლის საძიებო სისტემაში პირველ გამოსახულებად არის წარმოდგენილი. დაათვალიერეთ ასევე Google–ის რეგიონული ოფისები და მათ შორის, ლონდონის ოფისიც 😉 წიგნი საკმაოდ სქელტანიანია – მასში 1200 ფურცელია.

მილერ ლაგოსის იგლუ-ბიბლიოთეკა

კოლუმბიელმა მილერ ლაგოსმა (Miler Lagos) რამდენიმე ასეული წიგნისგან იგლუ ააგო. რა არ გაკეთებულა აქამდე წიგნებისგან – სკულპტურები, წიგნებისგან კონსტრუირებული Ford Falcon, აბრაამ ლინკოლნის შესახებ დაწერილი წიგნებისაგან აგებული კოშკი და წიგნის სახლიც კი ლისაბონის თანამედროვე კულტურის ცენტრში, მაგრამ წიგნებისგან ესკიმოსების საცხოვრებლის აგება ლაგოსამდე აზრად ჯერ არავის მოსვლია. წიგნებისგან აგებული იგლუ, რომელსაც ლაგოსმა Home (სახლი) დაარქვა, პირველად … Continue reading

მსოფლიოს 10 საუკეთესო კულინარიული წიგნი. ნაწილი I

ბოლო 100 წლის განმავლობაში გამოცემული 10 საუკეთესო კულინარიული წიგნი Forbes-ის რეიტინგის მიხედვით.  პოსტის მეორე ნაწილი წაიკითხეთ ამ ბმულზე. Larousse Gastronomique (1938) ეს არის მსოფლიოს მთავარი გასტრონომიული ენციკლოპედია. მისი რედაქტორი ცნობილი ფრანგი შეფ–მზარეული პროსპერ მონტანი იყო. წიგნის პირველად გამოცემის დროს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ფრანგული სამზარეულოს მეფე ოგიუსტ ესკოფიე, რომელმაც ენციკლოპედიას წინასიტყვაობა დაუწერა და სულაც არ … Continue reading

Qumo Colibri: ბიბლიოთეკა ჯიბეში

Qumo Colibri-ს მწარმოებელი მას „მსოფლიოში ყველაზე თხელ ბუქრიდერს“ უწოდებს – ამ მოწყობილობის სისქე მხოლოდ 7,7 მილიმეტრია. თუმცა უფრო თხელი ბუქრიდერებიც არსებობს, მაგალითად, Orizon-A-ს სისქე 7,4 მმ-ს შეადგენს, ასე რომ, მწარმოებლებს განცხადების გაკეთბისას ცოტა ზედმეტი მოუვიდათ 🙂 სხვა მხრივ კი Qumo Colibri არსებულ ასორტიმენტში ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ბუქრიდერია – მცირე ზომების გამო Qumo Colibri-ს როგორც ხელში … Continue reading

ჰენრი ფორდი ხელფასისა და ქველმოქმედების შესახებ

Ford Motor Company-ს დამაარსებლის ჰენრი ფორდი წიგნი „ჩემი ცხოვრება და მუშაობა“, დღემდე აქტუალური ნაშრომია ბიზნესისა და ზოგადად, ეკონომიკის განვითარების სფეროში. ამ პოსტში წაიკითხავთ მის მოსაზრებებს ხელფასისა და ქველმოქმედების შესახებ. ფორდი არა მხოლოდ წარმატებული ბიზნესმენი, არამედ სოციალურ-ეკონომიკური თეორიის, ე.წ. ფორდიზმის ავტორიც იყო. ამ თეორიის უმთავრესი პოსტულატები ამერიკული ეკონომიკის წარმატებული განვითარების ერთ-ერთი საფუძველი გახდა. ფორდის თეორიის თანახმად, … Continue reading

პატარა სახლების უპირატესობა

Tiny Homes: Simple Shelter -ასე ჰქვია ლოიდ ქანის (Lloyd Kahn) წიგნს, რომელიც პატარა სახლების  უპირატესობებსა და მშენებლობის ინსტრუქციებს ეხება. წიგნში წარმოდგენილია 150-ზე მეტი პატარა სახლის 1300-მდე ფოტო, რომლებიც ადამიანებმა თავად, პროფესიონალების დახმარების გარეშე ააგეს. ზოგიერთი სახლი ჩვეულებრივ, მიწაზეა აშენებული, ზოგი წყალზე, გზაზე, ხეებზეც კი. სახლების ნაწილი მობილურია – ბორბლებზე დგას. წიგნში ასევე დაწვრილებითაა აღწერილი სტუდიის … Continue reading

ტანკი-ბიბლიოთეკა

მხატვარმა რაულ ლემესოფმა (Raul Lemesoff) თავისი ძველი ავტომობილი – 1979 წლის  Ford Falcon მობილურ ბიბლიოთეკად გადააქცია. ამ მარკის ავტომობილები თავის დროს არგენტინის შეიარაღებულ ძალებში საკმაოდ პოპულარული იყო. პროექტი, რომლის სახელწოდებაც არის Arma De Instruccion Masiva (მასობრივი ინსტრუქციის იარაღი), ბუენოს აირესის ქუჩებში მოძრაობს და გამვლელებს „ესხმის თავს“: უფასოდ აძლევს წიგნებს იმ პირობით, რომ აუცილებლად წაიკითხავენ. ბიბლიოთეკა … Continue reading

რეცეპტების შესაჭმელი წიგნი

გერმანულმა კრეატიულმა სააგენტომ Korefe მსოფლიოში პირველი შესაჭმელი სამზარეულო რეცეპტების წიგნი შეიმუშავა. მისი სახელწოდებაა The Real Cookbook. წიგნი დამზადებულია ლაზანიას ტიპის პასტით. „ფურცლები“, რომელთა გადაშლაც შესაძლებელია, ინგრედიენტებით ივსება და შემდეგ კი ეს ყოველივე აირღუმელში ცხვება. ფაქტობრივად, წიგნი შეიძლება კიდეც წაიკითხო, საჭმელიც მოამზადო და ბოლოს კი შეჭამო. ეს უკვე მომზადებული წიგნია. სააგენტო Korefe-ს ოფიციალური საიტის მისამართია: korefe.de.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე