გუგლის თელ ავივის ოფისი

google-tel-aviv-17

მეეჭვება არსებობდეს კომპიუტერის თუნდაც ერთი მომხმარებელი დედამიწაზე, რომელსაც ერთხელ მაინც არ გამოუყენებია გუგლის რომელიმე პროდუქტი. მე ყოველთვის ვუსმენ მუსიკას მუშაობის დროს, მას მერე, რაც Youtube არსებობს, სწორედ მისი მეშვეობით. კომპანია გუგლის ფილოსოფიაც სწორედ ესაა – აურდაურიონ სერიოზული სამუშაო და ყოველდღიური სიამოვნებები თავიანთ ოფისებში, მუშაობის პროცესსა თუ პროდუქციაში. გუგლის თელ ავივის ოფისის ინტერიერი კომპანიის ამ მიდგომის დასტურია. აქ შეგვიძლია ვნახოთ ნატურალური … Continue reading

ცხოვრება წყალქვეშ – რა იქნებოდა, სუნთქვა რომ არ გვჭირდებოდეს

underwater-photos-scott

წარმოიდგინეთ, რომ ტიტანიკის ჩაძირვის შემდეგ გემის მგზავრებს წყალქვეშ ცხოვრების გაგრძელება შესძლებოდათ, ან იდუმალებით მოცული კუნძული ატლანტიდა ახლაც დასახლებული ყოფილიყო. ეს იდეა ამერიკელმა ფოტოგრაფმა სქოთ რეამ თავის შესანიშნავ ფოტოსერიაში – “წყლისქვეშეთი” განავითარა. ფოტოგრაფის წყალქვეშა სამყარო წარმოგიდგენთ მომხიბლავ თავგადასავალს, რაც ყველას გადაგვხდებოდა თავს, ჰაერის მუდმივად სუნთქვა რომ არ გვჭირდებოდეს. სქოთ რეა ლუიზიანაში დაიბადა. ტანსაცმლის მოდელირებისა და ფოტოგრაფიისადმი სიყვარულმა იგი მოდის ფოტოგრაფის კარიერამდე მიიყვანა. … Continue reading

ხე სახლში და სახლი ტყეში – ყაზახი არქიტექტორის პროექტი

treeinthehouse-2

2013 წელს ინგლისურენოვან გამოცემებში დაიწერა ყაზახი არქიტექტორის, აიბეკ ალმასოვის პროექტის “ხესახლის” შესახებ. ეს უცნაური შუშის შენობა უნდა აგებულიყო ყაზახეთში, ალმაატას მიმდებარე ტყეში, 38 წლის ბიზნესმენის შეკვეთით, რომელსაც სურდა ქალაქის ხმაურისა და ფუსფუსისგან მოშორებით განმარტოების საშუალება ჰქონოდა. “ხესახლი” 4 სართულიანი, მეტალის საყრდენებზე დაფუძნებული შენობაა, რომელიც ნამდვილი ნაძვის ხის ირგვლივ აიგება. უწყვეტი წრიული კიბით შესაძლებელი იქნება ბოლო სართულამდე … Continue reading

დეილ ჩიჰულის შუშის სკულპტურების ბაღი

chihuly-2

ამერიკელ მინის  სკულპტორს დეილ ჩიჰულის (Dale Chihuly) მინის დნობასთან შეხება პირველად 1961 წელს, სიეტლში, ვაშინგტონის უნივერსიტეტში ინტერიერის დიზაინის სწავლისას ჰქონდა. ექსპერიმენტირება მინასაბერ საქმეში ჩიჰულიმ 1965 წელს დაიწყო, ხოლო მინის ბერვისადმი გუნდურ მიდგომას ვენაში, ვენინის მინის ქარხანაში გაეცნო. ჩიჰულის ნამუშევრები მინასაბერი საქმის სფეროში უნიკალურად მიიჩნევა. 1979 წელს ბოდისერფინგის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად არტისტმა მხარი იღრძო და მინასაბერი … Continue reading

სარა ილენბერგერის კრეატიული ფუდარტი

02

გერმანელ არტისტს სარა ილენბერგერს (Sarah Illenberger) აქვს შესანიშნავი ნიჭი, აიღოს უბრალო ნივთები, შექმნას მათგან გონებამახვილური, ნათელი კომბინაციები და ეს ნივთები სრულიად ახალი კუთხით დაგვანახოს. სარა ბერლინში ცხოვრობს და გრაფიკული დიზაინისა და ფოტოგრაფიის სფეროში მუშაობს. ამ პოსტში წარმოგიდგენთ ხილისა და ბოსტნეულის “ახალი ცხოვრების” ამსახველ პორტფოლიოს სახელად “Tutti Frutti“, რომლის იდეაც სარა ილენბერგერს იტალიაში, კერძოდ ტოსკანას ბაზარში სეირნობისას დაებადა. … Continue reading

შეხედეთ ცხოვრებას ოპტიმისტურად – ფინელი ილუსტრატორის მხიარული მოხუცები

19

ამ პოსტში გვინდა წარმოგიდგინოთ ფინელი ილუსტრატორის ინგე ლუკის (Inge Löök) არაჩვეულებრივი ილუსტრაციები, რომლებიც აუცილებლად დადებითი ემოციებით აგავსებთ😉 ინგეს ნამდვილი სახელი ინგებორგ ლივონენია. მრავალი წლის განმავლობაში პროფესიონალი მებაღე იყო. ხატვა მოგვიანებით დაიწყო და ძალიან მალე გახდა პოპულარული ნახატებით, რომლებზეც მხიარული მოხუცების თავგადასავლებია ასახული. ინგე 1951 წეკს ჰელსინკიში დაიბადა. ბავშვობა შვიდსართულიანი სახლის ბინაში გაატარა, სადაც მის მეზობლად ორი მოხუცი … Continue reading

გარფი – ყველაზე საყვარელი ბრაზიანი კატა

4

ამ პოსტში გვინდა წარმოგიდგინოთ გარფი – ბრაზიანი გამომეტყველების მქონე სპარსული კატა, ნამდვილი ინტერნეტ-სელებრითი😉 გარფი პოპულარული მისი პატრონის ჰულია ოზკოკის მიერ გადაღებული ფოტოების წყალობით გახდა. როგორც ჰულია ამბობს, გარფი არაჩვეულებრივი მოდელია – გადაღების დროს საკმაოდ კარგად იქცევა და მისი მონაწილეობით სახალისო სცენების დადგმაც ძალიან სასიამოვნო პროცესია. გარფი ჰულიას სხვა კატებთან ერთად თურქეთში ცხოვრობს. როგორც ოზკოკი ამბობს, ბრაზიანი გამომეტყველების … Continue reading

ჩინელი სკულპტორის ხეში ნაკვეთი ქალაქი

tree-sculpture-zheng-chunhui-5

როდესაც სიტყვა “შედევრი” გესმის, ალბათ უფრო ვინმე ცნობილი მხატვრის ტილოს წარმოიდგენ, თუმცა შედევრები თანამედროვე დროშიც იქმნება. მაგალითად, ჩინელი არტისტის ჟენგ ჩანჰაის გამაოგნებელი ხის სკულპტურა. მასიურ ხეში ამოკვეთილი სკულპტურის სიგრძე 12,2 მეტრია და  მსოფლიოში ყველაზე გრძელ სკულპტურად მიიჩნევა. ამ ნიშნით ის გინესის რეკორდებს შორისაც მოხვდა. სკულპტურა გამაოგნებელი სიზუსტით შესრულებული დეტალებითაა დახუნძლული. მის შესაქმნელად ჟენგ ჩანჰაის 4 წელი დასჭირდა. სკულპტურაზე … Continue reading

რობ ჰერდის ხის სასახლეები პრინცესებისთვის

31

სომერსეთელი არტისტი რობ ჰერდი (Rob Heard) ხის უნიკალურ სასახლეებს ქმნის. ხელნაკეთი სასახლეების სიმაღლე საკმაოდ შთამბეჭდავია და ხშირად 3 მეტრსაც აღწევს. “ერთადერთი ლიმიტი ჭერის სიმაღლეა, თუმცა, ალბათ, ეს ერთგვარი გამოსავალიც კია – რომ არა ეს შეზღუდვა, ვინ იცის, ჩემი კონსტრუქციები რამხელა გაიზრდებოდა ;)” – ამბობს რობ ჰერდი. ამჟამად რობი ექსმურის განაპირას (დევონი, გაერთიანებული სამეფო) ცხოვრობს. მისი შთაგონების წყაროც … Continue reading

სლაგო, ფილომენა და სხვები მიჩიგანში

2 - Copy

ძალიან სასაცილო და საყვარელი მწვანე არსება სლაგო თვითნასწავლმა მხატვარმა და დიზაინერმა დევიდ ზინმა შექმნა და მიჩიგანის ქალაქებში “გაასეირნა”. თუმცა სლაგო უსაქმოდ არ დახეტიალებს – ან ქუჩას გვის, ან ვიღაცას ემალება, ან რაღაც ფათერაკში ებმება🙂 ცარცით 3D ნახატების შექმნა დევიდ ზინმა 2001 წელს დაიწყო, თუმცა სხვადასხვა მიმართულების არტვორქს (ძირითადად პოსტერების, აბრების,  ბიზნეს-ლოგოების დიზაინს), კომერციული კლიენტების დაკვეთით 1987 წლიდან ასრულებდა. რესტორნების, ბარებისა და ტურისტული … Continue reading

ახალგაზრდა ჩიკაგოელი ფოტოგრაფის სიურეალისტური ფოტოები

kylethompsonphoto4

22 წლის ჩიკაგოელი ფოტოგრაფი ქაილ თომფსონი არაჩვეულებრივი სიურეალისტური სელფ-პორტრეტებითაა ცნობილი. რამდენიმე თვის წინ მან ამბიციური პროექტი “365 ფოტო” დაასრულა და საზოგადოებას წარუდგინა. ქაილ თომფსონის ფოტოები ერთგვარი ელემენტებთან თამაშია – იგი საკუთარ თავს ხან ტბებსა და ტალახიან გუბეებში ძირავს, ხან ტანსაცმელზე ცეცხლს იკიდებს და ხან სადღაც “მიჰყვება ქარს”. ახალგაზრდა ფოტოგრაფის ნამუშევრები სავსეა სიურეალისტური სიმბოლოებით, რომელთა ფონზე ხშირად იკვეთება მნიშვნელოვანი … Continue reading

18 წლის ფოტოგრაფის კონცეპტუალური სელფ-პორტრეტები

laurawilliams1

არაჩვეულებრივი სიურეალისტური სელფ-პორტრეტების წყალობით, 18 წლის ინგლისელი ფოტოგრაფი ლორა უილიამსი მსოფლიოს უნიჭიერეს თინეიჯერ არტისტთა შორის მოხვდა. უილიამსის ფოტოების საფუძველი, ასე ვთქვათ, დამალვის კონცეფციაა – ნამუშევრების უმრავლესობაში ნიღბებით, სარკეებით, კვამლით მას ან სახე აქვს დამალული ან ტანი. “მიყვარს ისეთი ფოტოების გადაღება, რომლებიც შეიძლება ჩვეულებრივი არ იყოს, რომლებიც თვალს ატყუებს დაა  გარკვეულ ილუზიას ქმნის”, – ამბობს არტისტი. ფოტოგრაფის შთაგონების წყარო ნებისმიერი … Continue reading

გაი ლარამის ბუქარტი

2

კანადელი ხელოვანი გაი ლარამი (Guy Laramee) წიგნებისგან საინტერესო სკულპტურებს ქმნის – ლამაზი ლანდშაფტები, გამოქვაბულები, ციხესიმაგრეები წიგნებზე არაჩვეულებრივი ოსტატობითაა ამოჭრილი. ლარამი თავისი ბუქარტისთვის ძველ ლექსიკონებსა და ენციკლოპედიებს იყენებს. ყველაზე ხშირად იგი მთიან ლანდშფტებს ჭრის და შემდეგ ბუნებრივი ფერებით ღებავს. “დროთა განმავლობაში სახლში მოძველებული და უსარგებლო წიგნების მთები დგება. მეც ასეთ წიგნებს ფუნქციას ვუბრუნებ – სწორედ მთის ფორმას … Continue reading

ფრუნზიკ მკრტჩიანი – სომხეთის მზე

frunzik-mkrtchian-6

ერთ მშვენიერ დღეს, ფილმ „მიმინოს“ კინოეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ფრუნზიკ მკრტჩიანი მეტროში მოხვდა. ვაგონი ხალხით იყო გაჭედილი. წამსაც არ გაუვლია მსახიობის შესვლიდან, რომ მეტრო ოვაციებმა გააყრუა. მსახიობი ყველას უყვარდა, თუმცა ცოტამ თუ იცოდა, რატომ ქონდა სახელგანთქმულ კომიკოსს ნაღვლიანი თვალები… ფრუნზიკის მომავალ მშობლებს – მუშეგსა და სანამს, ერთმანეთის გარდა, ქვეყნიერებაზე არავინ ყავდათ, მათ საკუთარი დედ-მამაც არ ახსოვდათ. … Continue reading

NASA-ს ყოფილი ინჟინრის გამაოგნებელი ტორტები

apple

NASA-ს ყოფილი ინჟინერი ბეთ ენ გოლდბერგი თავის საინჟინრო განათლებასა და სამუშაო გამოცდილებას გამაოგნებელი კონსტრუქციების შესაქმნელად იყენებს – ამჯერად უკვე კულინარიაში. NASA-ში სამუშაო კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ბეთ ენ გოლდბერგმა საკუთარი ცხოვრების კარდინალურად შეცვლა გადაწყვიტა და ყველასთვის მოულოდნელად მენლო პარკში, კალიფორნიაში საკონდიტრო Studio Cake გახსნა. “საინჟინრო სკოლამ პრობლემების საუკეთესო გადამჭრელად ჩამომაყალიბა. რასაც უნდა ვაკეთებდე – მცირე ბიზნესის გახსნით დაწყებული, … Continue reading

დარსი – მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ზღარბი

35

დარსი ისეთი პაწაწინაა, ალბათ, ხელის გულზეც კი დაეტევა, მაგრამ მინიატურულ ზომას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ ინსტაგრამის ახალი ვარსკვლავი გამხდარიყო. დღევანდელი მდგომარეობით დარსის ინსტაგრამზე 418 105 ათასი ფანი ჰყავს, რომლებსაც ყოველდღიურად შეუძლიათ ნახონ მისი მონაწილეობით დადგმული “ფოტო-სცენები” – დარსი ფეხსაცმელში, დარსი და კაკტუსი, დარსი საუზმის თეფშზე, ფლამენგოზე ამხედრებული დარსი და სხვ. დარსი მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც … Continue reading

ქირსთი ელსონის ხის ინგლისი

35

ბრიტანელი კრაფტერი ქირსთი ელსონი ხის ნაფოტებისა და ჟანგიანი ლურსმნებისაგან პატარა მომხიბლავ კომპოზიციებს ქმნის. “ამ ხის ქმნილებებს განსაკუთრებული შარმი აქვს. პატარა კოტეჯების პატარა ფანჯრები, ამინდისგან შელახული ხის კარები და სახურავები, ძველი ჟანგიანი ლურსმნებისგან გაკეთებული საკვამურები მე-19 საუკუნის ნაივ-არტის წარმომადგენლის მეთევზე-მხატვარ ალფრედ უოლისის ნამუშევრებს მოგვაგონებს”, – წერს ჟურნალისტი სარა პიტი ქირსთი ელსონის ნამუშევრების შესახებ. “წილად მხვდა ბედნიერება, მომხიბლავ … Continue reading

ეშლი გრინი – ყველაზე საყვარელი ვამპირი

Ashley-Greene-14

უკვე რამდენიმე წელი გავიდა ვამპირების ეპიკური საგის Twihlight პირველი ნაწილის ეკრანზებზე გამოჩენიდან, რომელმაც 23 წლის მსახიობს სახელი გაუთქვა და ახლა ეშლი გრინს უკვე ყველგან ცნობენ. საგის მომდევნო ფილმების გამოსვლისა და კოსმეტიკური ბრენდ Mark-თან დადებული კონტრაქტის ამოქმედების კვალდაკვალ ახალგაზრდა მსახიობის პოპულარობამ ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა. ეშლის გაბრწყინებული სახიდან თუ ვიმსჯელებთ, იგი ცხოვრებით აღფრთოვანებულია. თუ მისი კოლეგები გადასაღები … Continue reading

ვარსკვლავური სკანდალები თვითმფრინავის ბორტზე

jonathan-rhys-meyers

როცა თვითმფრინავში ვინმე გააფრენს, აღარავის აინტერესებს ვის რამდენი პლატინის დისკი ან რამდენი ოსკარი აქვს მიღებული🙂 ქევინ სმითი რეჟისორმა, სცენარისტმა და მსახიობმა ქევინ სმითმა ლაინერ Southwest Airline-ზე სამართლიანად ატეხა სკანდალი. წონის გამო დისკრიმინაცია ბევრი ვერაფერი მიზეზია. ამიტომ ცოტა ხანში ავიაკომპანია იძულებული გახდა ბოდიშიც კი მოეხადა იმის გამო, რომ სმითი, რომელიც ერთ სავარძელზე ვერ ეტეოდა, თვითმფრინავიდან არცთუ … Continue reading

ბენედიქტ ქამბერბეთჩი – XXI საუკუნის შერლოკ ჰოლმსი

??????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????

ეკრანებზე BBC-ის სერიალის „შერლოკის“ გამოსვლის შემდეგ ბენედიქტ ქამბერბეთჩის ცხოვრება მხიარული და მოულოდნელობებით აღსავსე გახდა. ოდესღაც ერთ-ერთ რეცენზიაში მოხსენიებული „ხის ცხენის სახიანი და იდიოტურ გვარიანი უნიჭო ჯირკი“ ახლა ბრიტანეთის პირველ სექს-სიმბოლოდ იქცა. სწორედ მან, სკოლაში „მისტერ კიტრად“ წოდებულმა ბენიმ მოიპოვა ისეთი პოპულარობა, რომ მის საყვარელ Carluccio-ში ომლეტის ჭამაც კი „გაურთულდა“ – ჭამის დროს უამრავი ადამიანი პირში … Continue reading

კორპორაცია SONY

sony-corporation-1

1947 წელს ორმა დამწყებმა იაპონელმა მეწარმემ აკიო მორიტამ და მასარუ იბუკამ პაწაწინა კომპანია Tokyo Telecomunications Engineering Corporation დააარსეს. მისი გამოშვებული პირველი პროდუქცია ძველი გრამოფონების სათადარიგო ნაწილები იყო, პირველი სერიოზული შეკვეთა კი პულტები საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანიისთვის. ომის შემდგომ პერიოდში იაპონური კომპანიების უმრავლესობის აღორძინებას მიზანმიმართულ სახელმწიფო მხარდაჭერას უკავშირებენ. ცალკეულ, განსაკუთრებით ომის დროს სრულიად განადგურებულ დარგებში სწორედ ასე იყო, … Continue reading

რობერტ პატინსონი – მომხიბლავი ვამპირი

Robert-Pattinson-3

მსოფლიო ბესთსელერად ქცეულ „ბინდის“ საგაში ედვარდ კალენის როლის შემსრულებელი, მოზარდი გოგონების საყვარელი ინგლისელი მსახიობი რობერტ პატინსონი 1986 წლის 13 მაისს დაიბადა. დედამისი, კლერი სამოდელო სააგენტოში მუშაობდა, რიჩარტ პატინსონს კი აშშ-დან რარიტეტული მანქანები ჩამოყავდა. პატარა რობერტი 12 წლამდე ბიჭების სკოლაში სწავლობდა და მუსიკით იყო გატაცებული. ფორტეპიანოც და კლასიკური გიტარაც, რომელიც თავიდან იოლად აითვისა, შემდეგ მალევე მიივიწყა. … Continue reading

ოლივია უაილდი – 13

Olivia-wilde-1

ოლივია უაილდი ირლანდიელი მწერლის შვილიშვილი და ცნობილი ჟურნალისტების შვილია. დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა ოლივიამ ბავშვობიდანვე დაიწყო, 11 წლის იყო, როცა პირსინგი გაიკეთა, 13-სას უკვე ტატუირებაც ქონდა და თმაც მთლიანად გადაპარსული… „ძმები არ მყოლია, მაგრამ მეგობარი ბიჭები შესანიშნავად მიწევდნენ ძმის მაგივრობას. 13 წლისას მხოლოდ 19-20 წლის ბიჭები მიყვარდებოდა თუმცა, რასაკვირველია, სერიოზულ ურთიერთობებზე ამ დროს საუბარიც არ იყო, … Continue reading

ბრუს უილისი – ენაბლუ მოზარდიდან ჰოლივუდის ვარსკვლავამდე

bruce-willis-1

ბავშვობაში ენა მებმებოდა, თანაც ძალიან – სიტყვებს ძლივს ვაბამდი ერთმანეთს. ასეთი ადამიანი ყოველთვის უხერხულად გრძნობს თავს, ქვეცნობიერად რაღაც სულ ხელს უშლის. ადამიანებიც უხერხულად გრძნობენ თავს, რადგან დახმარება უნდათ წინადადების დამთავრებაში, ამით კი თქვენ კიდევ უფრო უარესად გებმებათ ენა – მოკლედ, მოჯადოებული წრეა. მშობლები მხოლოდ იმით მეხმარებოდნენ, რომ ჩემს ნაკლს არ იმჩნევდნენ. ასეთ შემთხვევებში თანაგრძნობა და … Continue reading

ჯორჯო ლოკატელი – იტალიელი მზარეული ლონდონში

Giorgio Locatelli-1

ჯორჯო ლოკატელი ცნობილი იტალიელი შეფ-მზარეული და კულინარიული ბესთსელერის „დამზადებულია იტალიაში“ ავტორია. იგი ასევე არის იტალიის ფარგლებს გარეთ ყველაზე პოპულარული იტალიური რესტორნის Locanda Locatelli-ს მფლობელი. ჯორჯო იტალიის პატარა ქალაქ ქორჟემოში დაიბადა, სადაც მის ოჯახს – ლოკატელის მზარეულთა დინასტიას რესტორანი La Cinzianella აქვს გახსნილი, რომელიც მიშელინის ვარსკვლავითაა დაჯილდოებული. ასე რომ, მსოფლიო გასტრონომიის მომავალი ვარსკვლავი სამზარეულოს ამბებში ბავშვობიდან … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე