გუგლის თელ ავივის ოფისი

მეეჭვება არსებობდეს კომპიუტერის თუნდაც ერთი მომხმარებელი დედამიწაზე, რომელსაც ერთხელ მაინც არ გამოუყენებია გუგლის რომელიმე პროდუქტი. მე ყოველთვის ვუსმენ მუსიკას მუშაობის დროს, მას მერე, რაც Youtube არსებობს, სწორედ მისი მეშვეობით. კომპანია გუგლის ფილოსოფიაც სწორედ ესაა – აურდაურიონ სერიოზული სამუშაო და ყოველდღიური სიამოვნებები თავიანთ ოფისებში, მუშაობის პროცესსა თუ პროდუქციაში. გუგლის თელ ავივის ოფისის ინტერიერი კომპანიის ამ მიდგომის დასტურია. აქ შეგვიძლია ვნახოთ ნატურალური … Continue reading

მაღაზიად გადაკეთებული საწყობი – “კენგო კუმას” კრეატიული პროექტი

იაპონურმა არქიტექტურისა და დიზაინის ბიურომ “კენგო კუმა” კრეატიული პროექტი – სოიოს პროდუქციის მაღაზიის დიზაინი წარმოადგინა. “კენგო კუმას” დიზაინერებმა პროექტი “კაიანოიასთვის” – იაპონური კომპანიისთვის შექმნეს, რომელიც სოიოს ინდრუსტრიაში უკვე 120 წელზე მეტია, ლიდერის პოზიციებს იკავებს. როგორც “კენგო კუმას” წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი მაღაზიის დიზაინითვის შთაგონების წყარო ქაიშუში, იაპონიის სამხრეთში მდებარე სოიოს გადამამუშავებელი ქარხნის ინტერიერი იყო.  მაღაზიაში ხის კასრები ერთგვარი ლიფტის ფუნქციას ასრულებს და … Continue reading

ფირმის პრეზენტაცია – წარმატების ნახევარი

კომპანიის ეფექტური პრეზენტაცია – მისი წარმატების ნახევარია. წარმატების მეორე, წყალქვეშა ნაწილი კი კოლექტივის შრომის, მათი ცოდნისა და ტალანტისგან შედგება. პრეზენტაციის მიზანი კლიენტისთვის ფირმის სარგებლიანობისა და უნიკალურობის ჩვენებაა. რაც უფრო მეტყველი და იოლად გასაგები იქნება პრეზენტაცია, მით მეტი მომხმარებელი ეყოლება კომპანიას. ნებისმიერი ბიზნესის შექმნის საფუძველი რაც შეიძლება მეტი მოგების მიღებაა, კლიენტების გარეშე კი ეს შეუძლებელია. სწორედ … Continue reading

შოფინგი – მაღაზიები ბრატისლავაში

ბრატისლავაში იყიდება ყველაფერი, როგორც ეს ევროპულ დედაქალაქს ეკადრება, ფასები კი სხვა მეგაპოლისებთან შედარებით, საკმაოდ დაბალია. ყველა ტიპის მაღაზია ბრატისლავაში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 10 საათიდან საღამოს 18 საათამდე ღიაა. დიდი საბითუმო მაღაზიები უფრო ადრეც იღება და სავაჭრო ცენტრებთან ერთად საღამოს 21 საათამდე მუშაობს, ისინი ღიაა შაბათ-კვირასაც. სხვა მაღაზიების უმრავლესობა შაბათ შუადღიდან ორშაბათ დილამდე დაკეტილია. მაღაზიების … Continue reading

ბრენდის წარმატების ძირითადი კრიტერიუმები

სულ უფრო მზარდი კონკურენციისა და ბაზარზე მოთამაშეთა რიცხვის ზრდის გამო, ამა თუ იმ შენაძენის გაკეთების მიზეზების ირაციონალიზაცია გარდაუვალი ხდება. კლიენტი უკვე ორიენტირებულია არა ტრადიციულ ფასი–ხარისხი–ადგილის შესაბამისობაზე, არამედ არჩევანის გაკეთებისას სხვა კრიტერიუმებითაც ხელმძღვანელობს. შედეგად კი, წარმოიქმნება ბრენდირების – ასობით მსგავსი  პროდუქტისგან თქვენი ნაწარმის ინდივიდუალური იმიჯით გამორჩევის აუცილებლობა. მომხმარებელი უნდა მივიზიდოთ და მარტო ამით არ დავკმაყოფილდეთ – … Continue reading

ორიგინალური ტყავის სალონი იაპონიაში

ეს არაჩვეულებრივი შოურუმი ტყავის აქსესუარების მწარმოებელ კომპანია Sisii-ს ეკუთვნის.  შოურუმი ეკოლოგიურად სუფთა შენობის პრინციპებითაა მოწყობილი. საგამოფენო სივრცის მთავარი დეკორაცია ცოცხალი მცენარეები, მათ შორის, ხეები და ნატურალური ქვებია. შოურუმისა და ოფისის დიზაინის პროექტი 2004 წელს შექმნა იაპონურმა კომპანიამ Yuko Nagayama & Associates, რომელიც არაორდინალური პროექტებითაა ცნობილი. Sisii-ს შოურუმი ჰიოგოს პრეფექტურაში (იაპონია) მდებარეობს. 

როგორ ავიცილოთ თავიდან იმპულსური შოფინგი?

მაღაზიაში პურის საყიდლად წასული ადამიანი ჩვეულებრივად, იშვიათად ბრუნდება შინ მხოლოდ ახლადგამომცხვარი არომატული პურით. მარკეტოლოგები მომხმარებელზე ზემოქმედების სულ ახალ-ახალ მეთოდებს იგონებენ – მოქმედებს მოსახლეობისათვის ფულის „კანონიერი წართმევის“ უამრავი ფსიქოლოგიური საშუალება და მომხმარებელიც საკუთარი ნებით ტოვებს მთელ ფულს მაღაზიაში. შესაბამისად, გაუთვალისწინებელი ხარჯების მაჩვენებელიც უსასრულოდ იზრდება. როგორ ავიცილოთ თავიდან იმპულსური შოფინგი? იმპულსური შოფინგი – რა არის ეს? თუ … Continue reading

შოფინგი – პარიზის მაღაზიები

პარიზის ყველაზე სახელგანთქმულები მაღაზიები განლაგებულია ქუჩებზე Champs-Élysées, Rue du Faubourg Saint-Honoré, Avenue Montaigne. პატარა, მეტად დახვეწილი და ძვირი მაღაზიები Saint German ბულვარის ლათინურ კვარტალში შეგხვდებათ. მაღაზიებს, სადაც ხარისხიან საქონელს შედარებით ნორმალურ ფასად იყიდით, Rue St. Placide და Rue D’Alesia–ზე იპოვით. ზოგიერთ მაღაზიას საქონელს მოდის სახლები აწვდიან. თავად ცნობილი დიზაინერების მოდის სახლები მდიდრულ ქუჩებზე გეორგ V, ფრანსუა … Continue reading

შოფინგი – პრაღის მაღაზიები

პრაღაში სუვენირების სახით შეგიძლიათ იყიდოთ ფაიფური, ბოჰემიური ბროლი, ძვირფასეულობა, ტყავის ნაწარმი, ტექსტილი, მაქმანები, ფეხსაცმელი, კლასიკური მუსიკის ფირფიტები, წიგნები ფერადი ფოტოგრაფიებით და უამრავი სხვა რამ. მაღაზიებისა და სუპერმარკეტების უმრავლესობაში კალათებით და პატარა ურიკებით უნდა ისარგებლოთ. მათ გარეშე შიგნით შესვლას ვერ შეძლებთ, თანაც რიგში მოგიწევთ ჩადგომა. წიგნის მაღაზიებშიც კი კალათით შესვლაა მიღებული. სანამ მსხვილ შენაძენს გააკეთებთ, კარგად … Continue reading

კორპორაცია SONY

1947 წელს ორმა დამწყებმა იაპონელმა მეწარმემ აკიო მორიტამ და მასარუ იბუკამ პაწაწინა კომპანია Tokyo Telecomunications Engineering Corporation დააარსეს. მისი გამოშვებული პირველი პროდუქცია ძველი გრამოფონების სათადარიგო ნაწილები იყო, პირველი სერიოზული შეკვეთა კი პულტები საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანიისთვის. ომის შემდგომ პერიოდში იაპონური კომპანიების უმრავლესობის აღორძინებას მიზანმიმართულ სახელმწიფო მხარდაჭერას უკავშირებენ. ცალკეულ, განსაკუთრებით ომის დროს სრულიად განადგურებულ დარგებში სწორედ ასე იყო, … Continue reading

სუვენირები ესპანეთიდან

სუვენირი შეიძლება იყოს არა მხოლოდ სამშვენისი, რომელიც უცხო ქვეყანას გვაგონებს და თანაც ნამდვილი მტვრის ბუდეა, არამედ ძალიან სასარგებლო, საჭირო ნივთები და ზოგჯერ გემრიელიც კი. Friday გიამბობთ, რისი ჩამოტანა შეიძლება ესპანეთიდან და სად შეგიძლიათ ამ სუვენირების შეძენა. ხარის ფიგურა ესპანეთში ყველაზე გავრცელებული სუვენირია. ქვეყნის ეს სიმბოლო ყველგან შეგხვდებათ – დიდი თუ პატარა, ნებისმიერი მასალისა თუ ფერის, … Continue reading

საქმიანი ეტიკეტის ისტორია

თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეტიკეტის ნორმების დარღვევამ შეიძლება ზოგჯერ მაინც უმტკივნეულოდ ჩაიაროს, ბიზნესის სამყაროში ასეთი ქცევა არა მხოლოდ საქმიანი რეპუტაციის დაკარგვად შეიძლება დაგიჯდეთ, არამედ პირდაპირი კომერციული წაგებაც კი მოიტანოს. საქმიან ეტიკეტს რამდენიმე სიტყვით ფორმულირებული, ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება არ აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ის ქცევის საქმიან წრეებში მიღებული წესების ერთობლიობაა. საქმიანი ეტიკეტი, სინამდვილეში, მჭიდროდაა დაკავშირებული სამართლებრივ … Continue reading

მაღაზიები ბერლინში

ბერლინი შოფინგისთვის ძალიან მოსახერხებელი ქალაქია. თქვენ განკარგულებაშია ნებისმიერი ტიპის მაღაზია, ბუტიკი, „ალტერნატიული მაღაზიები“ მათთვის, ვისაც ეგზოტიკური ტანსაცმელი უყვარს და შესაბამისი ჩვევებიც ახასიათებს. საუკეთესო გადაწყვეტილება შოფინგზე მსხვილ უნივერმაღებში წასვლაა. ბერლინში (შესაძლოა, მთელ ევროპაშიც კი) ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსია – KaDeWe (Tauentzienstrasse, 21). აქ შეგიძლიათ ტრადიციული მოდელის ტანსაცმელი, ელეგანტური და ძვირადღირებული ფეხსაცმელი შეიძინოთ. სასურსათო განყოფილება პროდუქტების უზარმაზარ … Continue reading

შოფინგი ვენის მაღაზიებში

ვენაში მაღაზიების სამუშაო დროის შესახებ არსებულ კანონს მკაცრად იცავენ. ჩვეულებრივ, ავსტრიის დედაქალაქში მაღაზიები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00–18:00 საათებში, ხოლო შაბათობით 9:00–13:00 საათებში მუშაობენ, თვის პირველ შაბათ დღეს კი საღამოს 17:00 საათამდე. სადგურებზე განლაგებული მაღაზიები (პროდუქტის, ყვავილების, თამბაქოს ნაწარმის, წიგნებისა და ა.შ.) ღიაა ყოველდღიურად დილის 7 საათიდან საღამოს 22:30 საათამდე. ყველაზე ელეგანტური ქუჩები, სადაც ფუფუნების საგნების … Continue reading

შოფინგის მოყვარულებისთვის – ლონდონის მაღაზიები

ძნელია, ლონდონში ჩახვიდე და შოფინგის ციებ–ცხელება არ დაგემართოს. მსოფლიოს საუკეთესო მოდელიორების უახლესი ქმნილებები შეგიძლიათ იხილოთ მაღაზიებში ქუჩებზე Knigthbridge, Rrompton Cross, Bond Street და Sloanes Street. მოდის კანონმდებლები თავმოყრილნი არიან Beacham Place–ზე, ხოლო Oxford Street–ის მაღაზიებში მისაღებ ფასად შესანიშნავ ტანსაცმელს იყიდით. ავანგარდული და ეგზოტიკური ტანსაცმელი Kings Road–ზე იყიდება, ასევე High Kensington-ზე Kensington ბაზარში. სეზონურ სეილებზე – … Continue reading

საქმიანი ურთიერთობები უცხოელ პარტნიორებთან

საქმიანი ურთიერთობები საერთაშორისო დონეზე საერთაშორისო საქმიანი ეტიკეტის წესებს ემორჩილება. თუმცა სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობისას ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ნაციონალური თავისებურებებისა და ქცევის ნორმების გათვალისწინება აუცილებელია. ეროვნული განსხვავებები და თავისებურებები, როგორც წესი, კონფლიქტურ სიტუაციებს არ იწვევს, თუმცა კულტურული ტრადიციების მკვეთრი სხვაობისას მხარეებს უჯობთ ერთიანი ნორმები და წესები დაიცვან. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები არა მხოლოდ მოლაპარაკებებს … Continue reading

Alberta Ferretti 2013 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია

ალბერტა ფერეტის 2013 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია. 30 მოდელი.  

ჰობიტების საქათმე

თუ ქათმები გყავთ, რატომ არ უნდა იცხოვრონ ლამაზ საქათმეში? მეინში (აშშ) მცხოვრებმა წყვილმა საკუთარი ხელით არაჩვეულებრივი საქათმეები ააშენა – ხისგან დამზადებულ პატარა ნაგებობებს ჰობიტის სოროს ფორმა აქვს. ცხადია, ასეთი ფორმის საქათმეების მშენებლობის იდეა ცოლ-ქმარს “ბეჭდების მბრძანებლისა” და “ჰობიტის” გავლენით გაუჩნდა. საქათმეებში, რომლებიც ფიჭვის ხის მასალისგანაა დამზადებული, მაქსიმუმ 15 ქათმი ეტევა. თავდაპირველად წყვილმა საქათმეები საკუთარი ქათმებისთვის … Continue reading

Harrods – მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრი

Harrods – ლონდონის ყველაზე დიდი და ცნობილი სავაჭრო ცენტრია, რომელსაც  ყოველდღიურად 300 ათასამდე ადამიანი სტუმრობს. Harrods-ში ძირითადად ფუფუნების საგნების მოყვარულები დადიან. მიუხედავად იმისა, რომ აქ მხოლოდ ძალიან მაღალფასიანი ნივთები იყიდება, მყიდველის ნაკლებობას არავინ უჩივის. და თუნდაც ვერაფრის ყიდვა მოახერხო, Harrods-ში სტუმრობა მაინც სასურველია, რადგან ის დამსახურებულად ატარებს ყველაზე სახელგანთქმული სავაჭრო ქსელის ტიტულს მთელ გაერთიანებულ სამეფოში. … Continue reading

ამსტერდამის მაღაზიები

ამსტერდამის მაღაზიების კარგად გაცნობის საუკეთესო საშუალება სადგურიდან მომავალი ქუჩის Niuewendijk შესწავლაა. აქ შეგხვდებათ მოდურად ჩაცმის მოყვარული ახალგაზრდებისთვის, როკერებისა და მეტალისტებისთვის განკუთვნილი სპეციალური მაღაზიები. ქუჩებზე Kalverstraat, Spui და Heiligeweg  განლაგებულია უამრავი პატარა მაღაზია, სადაც ყველაფრის შეძენა შეიძლება – ნებისმიერი გემოვნების ტანსაცმლითა და საიუველირო ნაკეთობებით დაწყებული, მუსიკალური დისკებით დამთავრებული. სპეციალიზებული მაღაზიები (რადიო და ფოტოაპარატურა, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი) განლაგებულია … Continue reading

ბარბის ტანსაცმლის ინტერნეტ მაღაზია

ნიუ იორკელმა დიზაინერებმა პამელა თომპსონმა (Pamela Thompson) და ანა სიუიმ (Anna Sui) ბარბის მოდური ტანსაცმლის ინტერნეტ-მაღაზია TinyFrockShop.com გახსნეს. ანა სიუი Sartorialist of Barbie-ს შემქმნელია, პამელა თომპსონი კი საკუთარი ბიზნესის წამოწყებამდე Betsey Johnson-ის მთავარი დიზაინერი  იყო, ასევე აშშ-ის ყველაზე ცნობილ მოდის სახლებთანაც თანამშრომლობდა. მას ბარბის მოდური ტანსაცმლის მაღაზიის გახსნის იდეა შვილის – ლილის დაბადების შემდეგ გაუჩნდა. ინტერნეტ-მაღაზიაში წარმოდგენილია … Continue reading

მსოფლიოს პირველი სუპერმარკეტი

ჯერ კიდევ XIX საუკუნეში არავინ იცოდა რა იყო სუპერმარკეტი – ყიდვა-გაყიდვის პროცესი გამყიდველისა და მყიდველის ურთიერთობაზე იყო დამყარებული. არ არსებობდა ფიქსირებული ფასები – გამყიდველი საქონლის ფასს ძალიან ხშირად კონკრეტული მყიდველის მსყიდველობითუნარიანობის მიხედვით, შეთანხმების საფუძველზე ადგენდა და ცხადია, ასეთი წესი ხშირად სულაც არ იყო სამართლიანი. ასე გრძელდებოდა, სანამ ახალგაზრდა ამერიკელმა ფრენკ ვულვორთმა ყოველ გასაყიდ ნივთს ოფიციალური … Continue reading

როგორ შეიცვალა მსოფლიო ღვინის წარმოება

1976 წელს პარიზში ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული შეჯიბრი მოეწყო, რომელმაც  დაამსხვრია მითი, რომ საუკეთესო ღვინოები მხოლოდ საფრანგეთში შეიძლება დამზადდეს. საუკეთესო ბურგუნდიულ ღვინოებთან ერთად პარიზის გამოფენაზე რამდენიმე კალიფორნიული მეურნეობის ღვინოც იყო წარმოდგენილი. ბრმად გასინჯვის შემდეგ თერთმეტი წამყვანი ფრანგი ექსპერტიდან უმაღლესი ქულა თერთმეტივემ კალიფორნიულ ღვინოს მიანიჭა. ეს ღვინო  შატო მონტელენას 1973 წლის მოსავლის შარდონე იყო. შედეგმა ყველა შოკში … Continue reading

შოფაჰოლიკის დღიური

როცა ძალიან დაღლილი ან ცუდ ხასიათზე ხარ, პატარ-პატარა სიამოვნებებზე საკუთარი თავისთვის უარის თქმა გიჭირს. შედეგად კი აღმოაჩენ, იმდენი უაზრო ნივთი შეგიძენია და კიდევ უარესი – იმდენი ფული გადაგიყრია, იმით რაიმე ფასეულს და პრაქტიკულს, ვთქვათ, მანქანას იყიდდი. ზოგი ისტერიულად ყიდულობს ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს ან სულაც პროდუქტს, რომელიც არაფერში ჭირდება, მე კი გართულება მაქვს სამზარეულოს ნივთებზე – … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე