ფირმის პრეზენტაცია – წარმატების ნახევარი

კომპანიის ეფექტური პრეზენტაცია – მისი წარმატების ნახევარია. წარმატების მეორე, წყალქვეშა ნაწილი კი კოლექტივის შრომის, მათი ცოდნისა და ტალანტისგან შედგება. პრეზენტაციის მიზანი კლიენტისთვის ფირმის სარგებლიანობისა და უნიკალურობის ჩვენებაა. რაც უფრო მეტყველი და იოლად გასაგები იქნება პრეზენტაცია, მით მეტი მომხმარებელი ეყოლება კომპანიას. ნებისმიერი ბიზნესის შექმნის საფუძველი რაც შეიძლება მეტი მოგების მიღებაა, კლიენტების გარეშე კი ეს შეუძლებელია. სწორედ … Continue reading

მცირე რამ საკადრო პოლიტიკის შესახებ

ორგანიზაციებში კადრების ბუნებრივი დენა, დაახლოებით, წელიწადში 20%-ია. ეს ნიშნავს, რომ ფირმის დირექტორს, სადაც 10 ადამიანი მუშაობს, სულ მცირე, წელიწადში ორჯერ უწევს ახალი თანამშრომლის ძებნა. და თუ კომპანიაში 100 თანამშრომელია, ვაკანტური პოზიციის დაკავების მსურველებთან გასაუბრება საშუალოდ 3 კვირაში ერთხელ გაიმართება. დაფიქრება აშკარად ღირს. ორგანიზაციას კადრების გამოცდილი და საიმედო მენეჯერიც რომ ყავდეს, დირექტორი ყოველ ახალ თანამშრომელს თავად … Continue reading

ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა და კარგი ხასიათი

თუ ბოლოს და ბოლოს, მოგბეზრდათ ოფისში საათობით ერთ ადგილას ჯდომა, ფეხზე ადგომისას სახსრების ჭრაჭუნი, 100 მეტრის გავლის შემდე დაღლილობისგან ქოშინი და ამ ყველაფრის გასანეიტრალებლად ვარჯიში გადაწყვიტეთ, ისეთი დატვირთვით უნდა ივარჯიშოთ, თითქოს კუნთებზე ცეცხლი გეკიდებათ. რასაკვირველია, მას შემდეგ რაც სხეულს ვარჯიშს შეაჩვევთ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ინტენსიური ვარჯიში არა მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობის, არამედ ფსიქიკისთვისაც სასარგებლოა. განწყობას სწორედ აქტიური დატვირთვა … Continue reading

ტესტი: რამდენად კრეატიული ადამიანი ხართ?

XXI საუკუნეში ორიგინალურად აზროვნებისა და შესაძლებლობების აღმოჩენის უნარი იქ, სადაც ამას სხვები ვერ ამჩნევენ – ნებისმიერ პროფესიაში წარმატების მთავარი გასაღებია. 1. შეიძლება თუ არა ჩვენ ირგვლივ არსებული სამყაროს შეცვლა? დიახ – 3 არა, ის ასეთიც საკმაოდ კარგია – 1 დიახ, მხოლოდ გარკვეულ მომენტებში – 2 2. როდესაც რაიმე საქმეს იწყებთ, ხართ მის წარმატებაში დარწმუნებული? დიახ … Continue reading

რატომ იკეთებენ პირსინგს

მიუხედავად იმისა, რომ პირსინგი დიდი ხანია უცხო ხილი აღარ არის, მაინც ხშირად მსმენია ფრაზა: „ვერ გამიგია, რატომ იკეთებენ პირსინგს“. ამაზე ჩემი პასუხი ყოველთვის ერთია – რატომაც არა?! იმ ადამიანების ქცევის მოტივის გარკვევისას, ვინც სხეულის ამა თუ იმ ადგილზე პირსინგს იკეთებს ანუ ე.წ. პირსინგის ფსიქოლოგიის გარკვევისას უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში პირსინგი – მორთულობაა. აქედან გამომდინარე … Continue reading

სტრესი – XXI საუკუნის ლაიტმოტივი

სტრესი – თანამედროვე ადამიანისთვის ეს ცნება ისეთივე ნაცნობია, როგორც ძილი – სტრესს მხოლოდ ძილში ვივიწყებთ, ისიც დროებით. არადა სჯობს ვისწავლოთ, როგორ ვიყოთ ფხიზლად და თანაც კარგ ხასიათზე, მით უფრო, რომ სტრესის დამარცხებისთვის საკმაოდ ეფექტური საშუალებები არსებობს 🙂 სამსახურში მოსმენილი საყვედურები, კამათი საზოგადოებრივ ტრანსპორტში შემთხვევით შემხვედრებთან, გაუგებრობები საყვარელ ადამიანთან თუ ახლობლებთან – მიზეზები ჭკუიდან შეშლისთვის ჩვენს … Continue reading

საქმიანი ეტიკეტის ისტორია

თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეტიკეტის ნორმების დარღვევამ შეიძლება ზოგჯერ მაინც უმტკივნეულოდ ჩაიაროს, ბიზნესის სამყაროში ასეთი ქცევა არა მხოლოდ საქმიანი რეპუტაციის დაკარგვად შეიძლება დაგიჯდეთ, არამედ პირდაპირი კომერციული წაგებაც კი მოიტანოს. საქმიან ეტიკეტს რამდენიმე სიტყვით ფორმულირებული, ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება არ აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ის ქცევის საქმიან წრეებში მიღებული წესების ერთობლიობაა. საქმიანი ეტიკეტი, სინამდვილეში, მჭიდროდაა დაკავშირებული სამართლებრივ … Continue reading

კარგი ხასიათის საშემოდგომო საიდუმლოებები

წვიმიან დღეებში გვეჩვენება, რომ ცხელ ზაფხულს არაფერი სჯობს. ამიტომაც გვიჭირს ხშირად ცხოვრების საშემოდგომო რიტმზე გადაწყობა. თუმცა სიხარულის ახალი წყაროების მოძებნასა და საკუთარი თავის რწმენის მოპოვებაში თავად ბუნება დაგვეხმარება. წლის მზიანი ამინდების მოღრუბლული დღეებით შეცვლა ჩვენდაუნებურად ნაღველის მოძალებას იწვევს, რის დაძლევაშიც თანდაყოლილ ოპტიმიზმთან ერთად სულიერი სიმშვიდის უმარტივესი რეცეპტები დაგვეხმარება. ახლა, როგორც არასდროს გვჭირდება სითბო და კომფორტი, … Continue reading

მოვიჯახუნოთ ზურგსუკან კარი თუ არა?

ცხოვრება უსამართლოა ყველა მიმართულებით. სულ ახლახანს დაიმახსოვრეთ საბოლოოდ, რა ქვიათ თანამშრომლებს თქვენს ახალ სამსახურში, გაიცანით კოლეგები და გაცვალეთ ტელეფონის ნომრები, მოასწარით სამსახურეობრივ კომპიუტერზე პარამეტრების დაყენება თქვენი ჩვეულების მიხედვით და უცებ, როგორც ზაფხულში თოვლს არ ელოდით –გასასვლელისკენ მიგითითეს! არ დაგაფასეს, ვერ გაგიგეს, სულში ჩაგაფურთხეს! ხელმძღვანელი ღორია, მისი მოადგილე – გაბერილი ინდაური, კოლეგები ცხვრები, მთავარი ბუღალტერი კი … Continue reading

ჩვენი ბავშვური ჩვევები

ბავშვები იზრდებიან და სერიოზულ ადამიანებად ყალიბდებიან, თუმცა ბავშვური ჩვევები ხანდახან დიდობაშიც მოგვყვება. რატომ სძინავთ უფროსებს… და მოგზაურობენ სათამაშოებთან ერთად ბრიტანელ მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ უფროსი ასაკის ბრიტანელთა მესამედს ხავერდის დათუნიებთან ერთად სძინავს. ბრიტანელთა მეოთხედს კი საყვარელი სათამაშო მგზავრობისასაც თან დააქვს, რადგან ის მშობლიურ სახლს აგონებთ. ქვეყანაში დაკარგული Teddy-ების ძებნის სამსახურიც კი არსებობს, … Continue reading

როგორ ხდებიან მილიონერები?

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ მსოფლიოში მილიონერთა რიცხვი გაიზარდა – თანაც აზიური რესურსების ხარჯზე. კომპანია „მერილ ლინჩის“ (Merrill Lynch) კვლევის მიხედვით, 2010 წლის განმავლობაში მდიდარი ხალხის რაოდენობამ, რომლებიც 30 მილიონ დოლარზე მეტ ქონებას ფლობენ, საგრძნობლად – დაახლოებით 20%–ით იმატა. მილიონების შოვნისთვის ყველამ სხვადასხვა გზა გაიარა. საყოველთაოდ მიღებული განსაზღვრებით, მილიონერი შეიძლება ვუწოდოთ ადამიანს, რომლის კაპიტალის მოცულობა ერთ … Continue reading

საქმიანი ურთიერთობები უცხოელ პარტნიორებთან

საქმიანი ურთიერთობები საერთაშორისო დონეზე საერთაშორისო საქმიანი ეტიკეტის წესებს ემორჩილება. თუმცა სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობისას ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ნაციონალური თავისებურებებისა და ქცევის ნორმების გათვალისწინება აუცილებელია. ეროვნული განსხვავებები და თავისებურებები, როგორც წესი, კონფლიქტურ სიტუაციებს არ იწვევს, თუმცა კულტურული ტრადიციების მკვეთრი სხვაობისას მხარეებს უჯობთ ერთიანი ნორმები და წესები დაიცვან. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები არა მხოლოდ მოლაპარაკებებს … Continue reading

აუცილებელი თვისებები წარმატების მისაღწევად

ადამიანების უმრავლესობა ცდილობს თავის პროფესიაში მაქსიმალურ სიმაღლეს მიაღწიოს, მაგრამ მათ ნაწილი პირველივე საფეხურებზე ე.წ. „მინის სახურავს“ ანუ ბარიერს აწყდება, რაც კარიერული კიბის სიმაღლეების დაპყრობაში ეღობება წინ. ეს შეიძლება იყოს უფრო უკეთესი მონაცემების მქონე კონკურენტი-თანამშრომელი ან პირადი თვისებები, რაც პროფესიონალური აღიარების გზაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა. წარმატებული ადამიანის თვისებები – მსგავსი დაბრკოლებების გადალახვისა და პროფესიული წარმატების მიღწევისთვის აუცილებელი … Continue reading

მითები და რეალობა ჰიპნოზის შესახებ

თანამედროვე მედიცინა ჰიპნოზის კლინიკური გამოყენებისთვის ხელმძღვანელობს ნაშრომით „ჰიპნოზი და მკურნალობა“ („Trance and Treatment“, 1978 წ.). სახელმძღვანელოს ავტორები – მამა–შვილი დევიდ და ჰერბერტ შპიგელები მედიცინის დოქტორები არიან. ჰიპნოზის ისტორია ექიმები პაციენტს თვითჩაგონების (თვითჰიპნოზისა) და მოგვრილი ჰიპნოზის კომბინაციის მეშვეობით საკუთარი ფსიქიკის გაკონტროლებაში ეხმარებიან. სეანსის დროს ადამიანი იძირება ჰიპნოზურ მდგომარეობაში, შემდეგ ექიმი პაციენტს სთავაზობს ისეთ ადგილას თავის წარმოდგენას, … Continue reading

დროის მენეჯმენტი – რამდენიმე საკვანძო წესი

დღეს დროის მენეჯმენტის სრულყოფილად ფლობა საქმიანი ადამიანისთვის ისევე აუცილებელია, როგორც დაწყებითი განათლების მიღება. დროის მენეჯმენტი ნიშნავს სამუშაო დროის ეფექტურად მართვას და გეგმის დალაგებას მისი მაქსიმალური ხარისხით შესრულებისთვის. დროის მართვის თეორიები და მეთოდიკები უამრავია, თუმცა ყველა ამ სწავლების არსი ისაა, რომ დროის მართვა შეუძლებელია, ის ჩვენი სურვილებისა და მოსაზრებებისგან დამოუკიდებლად მიდის. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ისე განვკარგოთ … Continue reading

პიროვნების ანალიზი ნეიროლინგვისტიკური პროგრამირების მეთოდებით

ტრადიციული ფსიქოლოგიის მეთოდები, როგორც წესი, საკმაოდ რთული და ფორმალიზებულია საიმისოდ, რომ მათი გამოყენება ადამიანმა სპეციალური მომზადების გარეშე შეძლოს. უფრო მარტივი და მოსახერხებელია გამოყენებითი ფსიქოლოგიის ახალი მიმართულების – ნეიროლინგვისტური პროგრამირების მეთოდები. სამსახურში აყვანისას კანდიდატის პიროვნების თავისებურებების ანალიზისთვის რეკომენდებულია მეტაპროგრამების გამოყენება. მეტაპროგრამა – ესაა თავისებური „შაბლონი“, რომლის მიხედვითაც ადამიანის ქცევის მოდელი იგება. შეიძლება ითქვას, რომ მეტაპროგრამა ქცევითი … Continue reading

გრაფოლოგია – რას გვიამბობს ხელწერა ადამიანის შესახებ

გრაფოლოგია – ხელწერის მიხედვით ადამიანის ხასიათის განსაზღვრის მეთოდიკა ძველი დროიდან ცნობილი მეცნიერებაა. ამ თემაზე პირველი შრომა 1622 წელს გამოქვეყნდა: „იმის შესახებ, როგორ გავიგოთ წერილის მიხედვით მისი დამწერის ხასიათი და თავისებურებანი“, რომლის ავტორიც კამილო ბალდი გახლდათ. ბალდის დროს ნაშრომი გრაფოლოგიაზე შეუმჩნეველი დარჩა, რადგან იმ დროს წერა მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილმა იცოდა. XX საუკუნის 70-იანი წლებიდან კი … Continue reading

დაუპატიჟებელი სტუმრები: როგორ მოვიშოროთ თავიდან

„დედამთილი ჩამომდის სტუმრად. რამდენიმე კვირით ხომ არავინ წაიყვანთ?!“ ფრაზა ქალების ფორუმიდან გიყვართ სტუმრები? რასაკვირველია, აქ არ ვგულისხმობთ დაქალს, რომელმაც ჭიქა ყავის დასალევად შემოიბინა და არც მეგობრებს, ვისთან ერთადაც სიამოვნებით ერთობით. საუბარია სტუმრის კლასიკურ გაგებაზე – ვის მერეც რჩება ცარიელი მაცივარი, თქვენი საყვარელი შინაური ცხოველი სრულ ისტერიკაშია და თქვენც გიყალიბდებათ მტკიცე გადაწყვეტილება: „ეს მეტად აღარასდროს განმეორდება!“ შემოსევა … Continue reading

თუ მუშაობა მოგბეზრდათ

ყველაზე საყვარელი საქმეც კი როდესმე მომაბეზრებელი, გამაღიზიანებელი და დამღლელი გახდება. თუ ერთ დღეს ყველაფრის მიტოვება მოგინდათ, ე.ი. დადგა დრო თვითმოტივაციას მიმართოთ! ალბათ ეს სიტუაცია ყველასთვის ნაცნობია: გუშინ ოფისში სიხარულით მიდიოდით, დღეს კი ერთი სული გაქვთ, შესვენება როდის დადგება. ანგარიში გაქვთ დასამთავრებელი, თქვენ კი ამაზე ფიქრიც ცუდად გხდით და გინდათ, რაც შეიძლება მალე მოშორდეთ ყველანაირ კომპიუტერს, … Continue reading

ოცნება – მომავალი წარმატების გასაღები

„ყოველი ოცნება ადამიანს იმ ძალებთან ერთად ეძლევა, რაც მის განსახორციელებლადაა საჭირო. თუმცა შეიძლება ცოტა შრომაც დაგჭირდეთ“. რიჩარდ ბახი ალბათ ადამიანი, რომელიც არაფერზე ოცნებობს, არც არსებობს. მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანი ოცნებას ადრეულ ასაკში, დაახლოებით 4 წლიდან იწყებს. შესაძლოა ოცნება ადამიანების გარდა სხვა არსებებსაც შეუძლიათ, მაგრამ სწავლულები ვარაუდობენ, რომ მხოლოდ ადამიანის წარმოსახვას ძალუძს პოზიტიური ემოციების გამომწვევი სახეების … Continue reading

ოფისური სკანდალები და მენეჯერის პოზიცია

როგორ უნდა მოიქცეს წარმატებული მენეჯერი, თუ მის დაქვემდებარებულ ოფისში ნერვულ ნიადაგზე სკანდალი მოხდა? ასეთ სიტუაციაში, როდესაც თანამშრომელი თავის  რისხვას კოლეგებს ან ხელმძღვანელობას ატეხავს თავს, გამოცდილმა მენეჯერმა მოთმინება უნდა გამოიჩინოს და მხარი დაუჭიროს მას – დადებითი შედეგის მიღწევა მხოლოდ ასეთი ქცევით შეიძლება. თანამშრომლის ნერვულ აფეთქებაზე ნეგატიური ან გულგრილი რეაქცია პრობლემურ სიტუაციას ვერ მოაგვარებს. აშშ-ის თემპლის უნივერსიტეტის … Continue reading

ფული ბედნიერებაა?

წარმოიდგინეთ, რა შედეგი ექნება გრანდიოზულ სოციოლოგიურ გამოკვლევას ერთადერთი შეკითხვით: „ფული ბედნიერებაა?“. დიდი ალბათობით, გამოკითხულთა დაახლოებით 90% დაუფიქრებლად უპასუხებს, რომ „არა, ფული ბედნიერება არ არის“ – ეს იქნება პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელსაც დიდი ან თუნდაც საკმაოდ სოლიდური თანხა არასდროს ქონია ხელთ და „ოქროს საწმისზე“ ასე იოლად უარს ამიტომაც ამბობს. გამოკითხულთა 9%, ვისაც, სხვადასხვა მიზეზებისა და … Continue reading

იდეალური ბოსი – მითი თუ რეალობა

ძლივს! ასრულდა! ახალ თანამდებობაზე დაგნიშნეს და ახლა ხელმძღვანელის მოვალეობების შესრულება მოგიწევთ. როგორი ბოსი იქნებით? თუ მოულოდნელად ვკითხავთ, რას ფიქრობენ თავიანთ ხელმძღვანელზე, მომუშავეთა უმრავლესობა ცოტა ხნით გაჩუმდება, სიტყვების შერჩევას დაიწყებს და შეეცდება არანორმატიული ლექსიკისგან მაქსიმალურად შეიკავოს თავი. ძალიან მცირეა ისეთ ბედნიერთა რიცხვი, რომლებსაც ამაყად და ხმამაღლა შეუძლიათ თქვან: „მე სუპერბოსი მყავს“. შესანიშნავი ხელმძღვანელი: 10 წესი იგი … Continue reading

სამსახურშიც მეუღლესთან ერთად

თანამედროვე ადამიანი დღე-ღამის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებს, ამიტომაც ცხოვრების თანამგზავრის მოძებნასაც ბევრი იქვე ამჯობინებს. თუმცა რამდენად უწყობს ოჯახის სიმტკიცეს ხელს ერთად მუშაობა? მოდით, გავერკვეთ სამსახურეობრივი რომანების პლუსებსა და მინუსებში. მინუსი: რთულია კონცენტრირება ბევრ კომპანიაში სამსახურეობრივ რომანებს მაინცდამაინც არ სწყალობენ, რადგან შეყვარებულებს საქმეზე კონცენტრირება უჭირთ. საქმის კეთების ნაცვლად, განსაკუთრებით ურთიერთობის საწყის ეტაპზე, წყვილი ცდილობს რაც შეიძლება … Continue reading

მოვკვდი სიცილით!

ადამიანის ორგანიზმზე სიცილის სამკურნალო ზემოქმედების შესახებ მრავალი ფაქტი და კიდევ უფრო მეტი  მოსაზრება არსებობს. სიცილის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი მრავალრიცხოვანი კვლევებითაა დამტკიცებული, ხოლო ფიტნესის ზოგიერთ პროგრამაში სიცილი აღიარებულია, როგორც „ხანგრძლივი ვარჯიშის შემდეგ კუნთების მოდუნების ერთ-ერთი ყველაზე უვნებელი მეთოდი“. „მოვკვდი სიცილით“ – ეს ფრთიანი ფრაზა ალბათ არაერთხელ გსმენიათ და საკუთარ თავზეც გამოგიცდიათ, რას ნიშნავს „მოკვდეთ სიცილით“. თუმცა სერიოზულად … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე