მსოფლიოს ულამაზესი ჩანჩქერები

ჩანჩქერები ბუნების ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ქმნილებებია, მათმა სულისშემძვრელმა სილამაზემ შეიძლება ძალიან ღრმა შთაბეჭდილება დატოვოს დამთვალიერებელზე. Friday გთავაზობთ მსოფლიოს რამდენიმე ულამაზესი ჩანჩქერის ფოტოს: ჩანჩქერი ვიქტორია ზიმბაბვეში ვიქტორია ანუ მოსი-ოა-თუნია ზამბიისა და ზიმბაბვეს საზღვარზე მდებარეობს. მდინარე ზამბეზის წყალი 108 მეტრ სიმაღლეზე ეშვება. ჩანჩქერი ძალიან განიერია (1,708 მეტრი სიგანეში) და მისი შხეფები საკმაოდ დიდ სიმაღლესა და რადიუსზე იფრქვევა. ჩანჩქერი იგუაძუ არგენტინაში ჩანჩქერი … Continue reading

მსოფლიოს ყველაზე პატარა მდინარეები: აზია და ევროპა, ნაწილი I

მსოფლიოში ყველაზე მოკლე მდინარის სტატუსისთვის რამდენიმე მდინარე “იბრძვის”. Friday წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს, კონტინენტების მიხედვით. აზიის ყველაზე მოკლე მდინარეა ტამბორასი, რომელიც ინდონეზიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ სულავესის პროვინციაში, ქალაქ კოლაკასთან მიედინება. მისი სიგრძე სულ რაღაც 20 მეტრია: ევროპაში ერთ-ერთი უმოკლესი მდინარე არის ომბლა – ხორვატიაში, დალმატიის რეგიონში, დუბროვნიკის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.  ომბლა დაახლოებით 30 მეტრია სიგრძეში: ჩვენს სიაში შემდეგია მდინარე … Continue reading

ნეიშენალ გეოგრაფიკის ფოტოების 20-ეული 2015 წლისთვის

friday.ge გთავაზობთ National Geographic-ის მიერ 2015 წლის საუკეთესოდ აღიარებული ფოტოების კოლაჟს, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოყვარული თუ პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ იქნა გადაღებული:

ჟარდინ მაჟურილი – ლურჯი ბაღი მაროკოში

მაროკოს ქალაქ მარაქეშში მდებარე ბაღი “მაჟურილი” მსოფლიოს სხვა ბოტანიკური ბაღებისგან ლურჯი ფერის დომინირებით არის გამორჩეული. ბაღის გაშენება ფრანგმა მხატვარმა ჟაკ მაჟურილიმ 1920 წელს დაიწყო და თითქმის 40 წლის განმავლობაში მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან ჩამოტანილი მცენარეებით ამდიდრებდა. ბაღის შენახვის ფინანსური სიმძიმიდან გამომდინარე, ჟაკ მაჟურილი იძულებული გახდა, 1947 წელს ბაღი დამთვალიერებლებისთვის გაეღო და შემოსვლისთვის გარკვეული საფასური დაეწესებინა. 1937 წელს მაჟურილიმ გადაწყვიტა ბაღში მდებარე შენობები, ტალავრები, … Continue reading

ბუნების ხუმრობა – მსოფლიოს უცნაური ხეები

ბუნებას რომ ხუმრობა უყვარს და საერთოდ, კარგი იუმორის გრძნობა აქვს, არაერთხელ დავრწმუნებულვართ ამაში. Friday.ge-მ შეაგროვა და გთავაზობთ მსოფლიოს საოცარი ხეების ფოტოებს, რომლებიც სხვადასხვა ბუნებრივი პირობების, ჯიშთა თავისებურებებისა და ზოგჯერ სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო, ძალიან უცნაურად გამოიყურებიან:

მსოფლიოს ულამაზესი ტყეები

ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გაგვისეირნია ტყეში, ჩაგვიდგამს ფეხი შემოდგომის ფოთლების გროვაში და აშრიალებულან ისინი ჩვენს ფეხქვეშ, ან გაზაფხულზე დავმტკბარვართ ახლადკვირტგამოღებული ხეების, სიცოცხლის განახლების მშვენიერებით. ზაფხულის სიცხეში, ხშირ, დაბურულ ტყეში დაგვიტკბია მზერა უკიდეგანო სიმწვანით, დაგვილექავს ეს ხედი ჩვენს მეხსიერებაში და ცუდ ხასიათზე როცა დავმდგარვართ, გაგვიხსენებია რა მწვანე და საოცარი სურათი გვაქვს ნანახი და რა ლამაზია … Continue reading

დედამიწა ზემოდან – ნაწილი I

ეკოლოგიური პროექტის “დედამიწა ზემოდან” კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელი ფრანგი ფოტოგრაფი, ჟურნალისტი და ეკოლოგი იან ართუს-ბერნარდია. ამ პროექტის ფარგლებში ფოტოგრაფმა 10 წლის განმავლობაში დედამიწის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადგილები, სხვადასხვა სახის საფრენი აპარატებიდან და მაღალი შენობებიდან, განსხვავებული პერსპექტივით გადაიღო. პროექტი “გაერთიანებული ერების ორგანიზაციის” მხარდაჭერით განხორციელდა და მისი დასრულების შემდეგ იგივე დასახელების წიგნიც გამოიცა. დღეისთვის წიგნის “დედამიწა ზემოდან” მილიონობით ეგზემპლარია გაყიდული. … Continue reading

მისტიკური ტყე ბელგიაში

გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ ეს მისტიკური, ზღაპრული ტყე “ჰელერბოს” (Hallerbos) ნამდვილად არსებობს და ის ბელგიაში მდებარეობს. მიზეზი, რის გამოც ტყე ზღაპრის სიუჟეტიდან გადმოტანილს ჰგავს, მაჩიტების სქელი ხალიჩაა. ეს ყვავილები გაზაფხულზე და ადრიან ზაფხულში ყვავის და ცისფერი და მოიისფრო შეფერილობის წყალობით მთელ მიდამოს ჯადოსნურ ელფერს ანიჭებს. ამ პერიოდში ჰელერბოსს უამრავი ტურისტი და ფოტოგრაფი სტუმრობს. ნისლიანი დღეები, რაც … Continue reading

თერმული კურორტი ტიროლის მთებში

ავსტრიის მთებში, ტიროლის მხარეში მდებარეობს ულამაზესი კურორტი Aqua Dome, რომელიც თავისი თერმული წყლებითა და კონუსური არქიტექტურული ფორმებით არის ცნობილი. ეს არის ყველაზე თანამედროვე, უნიკალური არქიტექტურის მქონე თერმული “აბანო” მთელ ავსტრიაში. სასტუმროში არის აუზები როგორც შენობაში, ისე ღია ცის ქვეშ – ფერადი ეფექტებით, წყალქვეშა მუსიკით, მასაჟითა და რასაკვირველია, ცხელი წყლით, რომელიც მიწის ქვეშ 1865 მეტრის სიღრმეზე … Continue reading

ჰაერში მოლივლივე რეცეპტები

გერმანელმა არტისტებმა – დიზაინერმა ნორა ლუთერმა და ფოტოგრაფმა პაველ ბექერმა ეს ფოტოსესია ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნებას – ჭამას მიუძღვნეს. დღემდე შემონახული პირველი რეცეპტი ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდს ეკუთვნის და უნდა აღინიშნოს, რომ მას მერე ბევრი არაფერი შეცვლილა. ერთი ისაა, რომ დღეს ქვის ფილებზე რეცეპტებს აღარ ვწერთ 😉 უბრალო ჩამონათვალზე გაცილებით საინტერესო ფორმით წარმოდგენილ რეცეპტებში კერძის მოსამზადებლად … Continue reading

ნაუტილუსი – ნიჟარის ფორმის სახლი მექსიკელი არქიტექტორისგან

მექსიკელი არქიტექტორის, ხავიერ სანოსიანის ქმნილებები მოწონებასაც იმსახურებს და კამათსაც იწვევს. იგი ე.წ. ორგანული არქიტექტურის შემქმნელად და მკვლევარად მიიჩნევა. ამჟამად ხავიერი მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის პროფესორია და სტუდენტებს არქიტექტურის საიდუმლოებებს უზიარებს. სანოსიანი თავის ქმნილებებს “ბიო არქიტექტურას” უწოდებს – ამ იდეის თანახმად შენობები ბუნებიდან აღებულ ორგანულ ფორმებს უნდა ერგებოდეს, რაც ადამიანებს მათ ისტორიასთან, ტრადიციებთან და კულტურულ ფესვებთან დააბრუნებს და … Continue reading

ცხოვრება წყალქვეშ – რა იქნებოდა, სუნთქვა რომ არ გვჭირდებოდეს

წარმოიდგინეთ, რომ ტიტანიკის ჩაძირვის შემდეგ გემის მგზავრებს წყალქვეშ ცხოვრების გაგრძელება შესძლებოდათ, ან იდუმალებით მოცული კუნძული ატლანტიდა ახლაც დასახლებული ყოფილიყო. ეს იდეა ამერიკელმა ფოტოგრაფმა სქოთ რეამ თავის შესანიშნავ ფოტოსერიაში – “წყლისქვეშეთი” განავითარა. ფოტოგრაფის წყალქვეშა სამყარო წარმოგიდგენთ მომხიბლავ თავგადასავალს, რაც ყველას გადაგვხდებოდა თავს, ჰაერის მუდმივად სუნთქვა რომ არ გვჭირდებოდეს. სქოთ რეა ლუიზიანაში დაიბადა. ტანსაცმლის მოდელირებისა და ფოტოგრაფიისადმი სიყვარულმა იგი მოდის ფოტოგრაფის კარიერამდე მიიყვანა. … Continue reading

კანიო კრისტალეს – ხუთფეროვანი მდინარე

კოლუმბიაში, მეტას პროვინციაში, სერანია დე ლა მაკარენას მთებიდან მოედინება ხუთფეროვანი მდინარე კანიო კრისტალეს (Caño Cristales), რომელიც ბოლოს მდინარე გუაიაბეროს (Guayabero) უერთდება. მდინარეს ასევე უწოდებენ “თხევად ცისარტყელას” და “ხუთი ფერის მდინარეს”. კანიო კრისტალესი, მიუხედავად მოკრძალებული ზომისა – ის სიგრძეში დაახლოებით 100 კილომეტრია, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და ლამაზ მდინარედაა აღიარებული. მსოფლიოს უჭრელეს მდინარეში ხუთი ფერი – წითელი, … Continue reading

დეილ ჩიჰულის შუშის სკულპტურების ბაღი

ამერიკელ მინის  სკულპტორს დეილ ჩიჰულის (Dale Chihuly) მინის დნობასთან შეხება პირველად 1961 წელს, სიეტლში, ვაშინგტონის უნივერსიტეტში ინტერიერის დიზაინის სწავლისას ჰქონდა. ექსპერიმენტირება მინასაბერ საქმეში ჩიჰულიმ 1965 წელს დაიწყო, ხოლო მინის ბერვისადმი გუნდურ მიდგომას ვენაში, ვენინის მინის ქარხანაში გაეცნო. ჩიჰულის ნამუშევრები მინასაბერი საქმის სფეროში უნიკალურად მიიჩნევა. 1979 წელს ბოდისერფინგის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად არტისტმა მხარი იღრძო და მინასაბერი … Continue reading

სახლი “ნიჟარა” იაპონიის ტყეში

იაპონიაში, ნაგანოს პრეფექტურაში, კაროიზავას ტყეში იაპონელი არქიტექტორის კოტარო იდეს (Kotaro Ide, ARTechic) შედევრის – “ნიჟარა” სახლის მშენებლობა 2008 წელს დასრულდა. ორსართულიანი, ნიჟარის მსგავსი კონსტრუქცია გარშემორტყმულ ტყესა და კლდეებში თითქოს უცხოდ გამოიყურება. თუმცა მომრგვალებული, ნატიფი ფორმების წყალობით მაქსიმალურად ესადაგება ლანდშაფტს და თითქოს ბუნებასთან ჰარმონიზებას ცდილობს. სახლი განკუთვნილია ზაფხულობით დასვენებისა და შაბათ-კვირაობით ხშირი ვიზიტებისთვის, შესაბამისად მფლობელები მის მრავალწლიან … Continue reading

125 წლის როდოდენდრონი “სინთია”

ეს უზარმაზარი და უძველესი როდოდენდრონი კანადაში, კუნძულ ვანკუვერზე, ქალაქ ლედისმითში დგას. როდოდენდრონი მანანისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა. ეს ოჯახი 8,000-ზე მეტ ხესა და ბუჩქს აერთიანებს. როდოდენდრონებიც ძირითადად ბუჩქის, მართალია საკმაოდ მოზრდილი, მაგრამ ბუჩქის სახით ხარობს. თუმცა 125 წლის ლამაზმანი, რომელსაც “სინთია” დაარქვეს, თამამად შეგვიძლია ხედ მივიჩნიოთ მისი უჩვეულო ზომისა და ასაკის გამო. დაათვალიერეთ სხვა ულამაზესი როდოდენდრონები ჩვენს გალერეაში:

ლიხთენსთეინსლამი – მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ხეობა

ავსტრიის ალპებში, ზალცბურგიდან ჩრდილოეთით 50 კილომეტრზე, მდებარეობს ლიხთენსთეინსლამი – 4 კილომეტრის სიგრძის ვიწრო ხეობა, 300 მეტრამდე სიმაღლის კედლებით, რომლის ბოლოშიც ულამაზესი ჩანჩქერია. ხეობის სიგანე ზოგიერთ ადგილას რამდენიმე მეტრს არ აღემატება. ხეობაში შესვლა სპეციალურად გაკეთებული ხის მოაჯირიანი ბილიკითაა შესაძლებელი. ხეობის ფორმირება მთის მდინარის გროსარლერ ეიქის (Großarler Ache) “დამსახურებაა”. 1875 წელს ხეობაში ბილიკის გაყვანა ალპური კლუბის Pongau-ს წევრებმა … Continue reading

გაიცანით ვინუსი – ორსახიანი “ქიმერა” ფისო

ფოტოშოფი არ გეგონოთ! ეს ნამდვილი ფისოა – ორსახა “ქიმერა” კატა ვინუსი, რომელიც მისმა ახლანდელმა პატრონმა ქუჩაში იპოვა. ოდესღაც მაწანწალა ფისუნია დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კატაა, მას ფეისბუქის ფეიჯიც აქვს და მრავალ სხვა სოციალურ ქსელშიც “აქტიურობს”. საოცარი გარეგნობის გარდა, ვინუსი ძალიან თბილი და მშვიდობიანი ხასიათითაც გამოირჩევა. როგორც მისი პატრონი ამბობს, ფისოს სახლში ავეჯიც კი არასდროს დაუკაწრავს. ჯერჯერობით, … Continue reading

დამწვარი ასანთის ღერების ახალი სიცოცხლე სტანისლავ არისტოვისგან

გიფიქრიათ როდესმე, რაში შეიძლება ასანთის დამწვარი ღერების გამოყენება? ალბათ არა. არც რუსი ფოტოგრაფი სტანისლავ არისტოვი იკლავდა თავს მათი გამოყენების სარგებლიანობაზე ფიქრისგან. შთაგონება ერთ მშვენიერ დღეს ეწვია, როცა ცდილობდა მიეღო გადაწყვეტილება, რა აღებეჭდა ფირზე ფოტოგრაფთა მორიგ კონკურსში გასამარჯვებლად და თან ხელში ასანთის კოლოფს ათამაშებდა. სწორედ რაიმე მშვენიერის შექმნის მწველმა სურვილმა მიიყვანა ფოტოგრაფი ასანთის დამწვარი ღერებიდან შესანიშნავი მინი სკულპტურების შექმნამდე. მათთან … Continue reading

ვინჩესტერის იდუმალი სახლი – სტუმრად მოჩვენებებთან

კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან ჰოსეში მდებარე ვინჩესტერის იდუმალი სახლი ოდესღაც იარაღის მაგნატის უილიამ ვ. ვინჩესტერის (ვინჩესტერის მარკის იარაღის პირველი კონვეიერული მწარმოებლის ოლივერ ვინჩესტერის ვაჟი) ქვრივს სარა ვინჩესტერს ეკუთვნოდა. დედოფალ ანას სტილის ეს ვიქტორიანული სასახლე განთქმულია თავისი ზომით, არქიტექტურული ახირებულობითა და შენების ერთიანი გეგმის სრული არარსებობით. ის კალიფორნიის ისტორიული ღირშესანიშნაობაა და ისტორიულ ადგილთა ეროვნულ რეესტრშიც ირიცხება. ვინჩესტერის … Continue reading

საახალწლო ეზო – 40-ზე მეტი იდეა ზღაპრული ბაღის მოსაწყობად

საახალწლოდ ყველაფერი უნდა ბრწყინავდეს და კაშკაშებდეს! და არა მხოლოდ სახლში. მნიშვნელოვანია, რომ სადღესასწაულო განწყობა სახლში შემოსვლამდე – ეზოშივე იგრძნობოდეს. სანთლები, ლანტერნები, გვირგვინები, ლამაზად მორთული ნაძვის ხეები, საჩუქრები, კენკროვნებით, გირჩებითა და ტოტებით დამზადებული დეკორაციები, ბაღის სკულპტურები – წარმოგიდგენთ ეზოს, ბაღისა და ვერანდის გაფორმების 40-ზე მეტ იდეას. …და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ! ❤ ❤ ❤

ყინულის ცისარტყელა-იგლუ – სასიდედროსა და სასიძოს ერთობლივი კრეატიული პროექტი ;)

ამ ფერადი ყინულის იგლუს აშენების იდეა კრეატიულ დედას ედმონთონიდან (კანადა) ბრიჯიდ ბართონს ეკუთვნის. საშობაოდ ბრიჯიდი თავისი შვილის ქეთლინ სთარისა და მისი ბოიფრენდის დენიელ გრეის სტუმრობას ელოდა და ფიქრობდა, რით შეეძლო თავის შექცევა კანადის -31°C ყინვაში ახალ ზელანდიელ დენიელს, რომელიც საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტია. ოქტომბრიდან ბრიგიდმა რძის ყუთების ფერადი წყლით ავსება დაიწყო, რათა მოგვიანებით ფერადი გაყინული “აგურები” … Continue reading

საახალწლო მაგიდის ცენტრის გაფორმება ეკო-სტილში

მაგიდის ცენტრის დეკორირება ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი კომპონენტია. მაგიდის ცენტრალური ნაწილის დეკორირების სტილი სერვირების დანარჩენი კომპონენტების სტილს, ფერსა და ხასიათს განსაზღვრავს. ამ პოსტში წარმოგიდგენთ სადღესასწაულო მაგიდის ცენტრის გაფორმების ნიმუშებს, ძირითადად ეკო-სტილში. კომპოზიციებში გამოყენებულია ხის ნაჭრები, მარადმწვანე და ხმელი ტოტები, გირჩები, პოინსეტიები, კენკროვნები, ნაძვის ხის სათამაშოები, ლანტერნები, სანთლები და სხვა დეკორატიული ელემენტები. დაათვალიერეთ … Continue reading

საშობაო კრაფტი: ხელნაკეთი სათამაშოები, 50 იდეა

საახალწლო სათამაშოების საკუთარი ხელით დამზადება არა მხოლოდ იაფი ან საერთოდ უფასო საშუალებაა სახლის მოსართავად, არამედ ძალიან სახალისოც, მით უმეტეს, თუ საქმეში ბავშვებსაც ჩართავთ. ხელნაკეთი ნივთები, რომელსაც ჩვენს ფოტოგალერეაში წარმოგიდგენთ, ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი მასალით არის გაკეთებული. მაგალითად, გამოყენებულია ძველი ძველი ტანსაცმლის ან ტილოს ნაჭრები, სვიტერები, ფურცლები ნოტების რვეულიდან, გირჩები, მუყაო, ფერადი ქაღალდი, ძველი წერილები და მისალოცი … Continue reading

საახალწლო იდეები: კიბეების გაფორმება

საახალწლო სამზადისის კიდევ ერთი საინტერესო და სასიამოვნო ეტაპი კიბეების დეკორირებაა – ლამაზად დეკორირებული კიბე სახლში არაჩვეულებრივ სადღესასწაულო განწყობას და სიმყუდროვეს შექმნის. კიბის დეკორირების პროცესი მოაჯირის მორთვით იწყება. ამისთვის გამოგადგებათ ბუნებრივი გირლანდა (ნაძვის, ფიჭვის ან ნებისმიერი მარადმწვანე მცენარის დრეკადი ტოტები, კენკროვნები) მანათობელ გირლანდებთან ერთად, რბილი სათამაშოები – საშობაო ანგელოზები, ნაძვის ხეები, წინდები, სხვადასხვა ზომისა და ფერის … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე