ბუნების ხუმრობა – მსოფლიოს უცნაური ხეები

ბუნებას რომ ხუმრობა უყვარს და საერთოდ, კარგი იუმორის გრძნობა აქვს, არაერთხელ დავრწმუნებულვართ ამაში. Friday.ge-მ შეაგროვა და გთავაზობთ მსოფლიოს საოცარი ხეების ფოტოებს, რომლებიც სხვადასხვა ბუნებრივი პირობების, ჯიშთა თავისებურებებისა და ზოგჯერ სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო, ძალიან უცნაურად გამოიყურებიან: Advertisements

მსოფლიოს ულამაზესი ტყეები

ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გაგვისეირნია ტყეში, ჩაგვიდგამს ფეხი შემოდგომის ფოთლების გროვაში და აშრიალებულან ისინი ჩვენს ფეხქვეშ, ან გაზაფხულზე დავმტკბარვართ ახლადკვირტგამოღებული ხეების, სიცოცხლის განახლების მშვენიერებით. ზაფხულის სიცხეში, ხშირ, დაბურულ ტყეში დაგვიტკბია მზერა უკიდეგანო სიმწვანით, დაგვილექავს ეს ხედი ჩვენს მეხსიერებაში და ცუდ ხასიათზე როცა დავმდგარვართ, გაგვიხსენებია რა მწვანე და საოცარი სურათი გვაქვს ნანახი და რა ლამაზია … Continue reading

მისტიკური ტყე ბელგიაში

გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ ეს მისტიკური, ზღაპრული ტყე “ჰელერბოს” (Hallerbos) ნამდვილად არსებობს და ის ბელგიაში მდებარეობს. მიზეზი, რის გამოც ტყე ზღაპრის სიუჟეტიდან გადმოტანილს ჰგავს, მაჩიტების სქელი ხალიჩაა. ეს ყვავილები გაზაფხულზე და ადრიან ზაფხულში ყვავის და ცისფერი და მოიისფრო შეფერილობის წყალობით მთელ მიდამოს ჯადოსნურ ელფერს ანიჭებს. ამ პერიოდში ჰელერბოსს უამრავი ტურისტი და ფოტოგრაფი სტუმრობს. ნისლიანი დღეები, რაც … Continue reading

ნაუტილუსი – ნიჟარის ფორმის სახლი მექსიკელი არქიტექტორისგან

მექსიკელი არქიტექტორის, ხავიერ სანოსიანის ქმნილებები მოწონებასაც იმსახურებს და კამათსაც იწვევს. იგი ე.წ. ორგანული არქიტექტურის შემქმნელად და მკვლევარად მიიჩნევა. ამჟამად ხავიერი მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის პროფესორია და სტუდენტებს არქიტექტურის საიდუმლოებებს უზიარებს. სანოსიანი თავის ქმნილებებს “ბიო არქიტექტურას” უწოდებს – ამ იდეის თანახმად შენობები ბუნებიდან აღებულ ორგანულ ფორმებს უნდა ერგებოდეს, რაც ადამიანებს მათ ისტორიასთან, ტრადიციებთან და კულტურულ ფესვებთან დააბრუნებს და … Continue reading

კანიო კრისტალეს – ხუთფეროვანი მდინარე

კოლუმბიაში, მეტას პროვინციაში, სერანია დე ლა მაკარენას მთებიდან მოედინება ხუთფეროვანი მდინარე კანიო კრისტალეს (Caño Cristales), რომელიც ბოლოს მდინარე გუაიაბეროს (Guayabero) უერთდება. მდინარეს ასევე უწოდებენ “თხევად ცისარტყელას” და “ხუთი ფერის მდინარეს”. კანიო კრისტალესი, მიუხედავად მოკრძალებული ზომისა – ის სიგრძეში დაახლოებით 100 კილომეტრია, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და ლამაზ მდინარედაა აღიარებული. მსოფლიოს უჭრელეს მდინარეში ხუთი ფერი – წითელი, … Continue reading

გაიცანით ვინუსი – ორსახიანი “ქიმერა” ფისო

ფოტოშოფი არ გეგონოთ! ეს ნამდვილი ფისოა – ორსახა “ქიმერა” კატა ვინუსი, რომელიც მისმა ახლანდელმა პატრონმა ქუჩაში იპოვა. ოდესღაც მაწანწალა ფისუნია დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კატაა, მას ფეისბუქის ფეიჯიც აქვს და მრავალ სხვა სოციალურ ქსელშიც “აქტიურობს”. საოცარი გარეგნობის გარდა, ვინუსი ძალიან თბილი და მშვიდობიანი ხასიათითაც გამოირჩევა. როგორც მისი პატრონი ამბობს, ფისოს სახლში ავეჯიც კი არასდროს დაუკაწრავს. ჯერჯერობით, … Continue reading

ქეთ ო’სალივანის ცისარტყელა სახლი

ამერიკელი არტისტი ქეთ ო’სალივანი 20 წელზე მეტია, მეორადი ტანსაცმლისგან არაჩვეულებრივ ჭრელ პალტოებს, სვიტრებსა და სხვადასხვა აქსესუარს კერავს. ცოტა ხნის წინ ქეთმა თავისი სახლი, რომელიც ნიუ იორკის შტატში მდებარეობს, როგორც თავად ამბობს, “პალტოსფრად” გადაღება 😉 😉 სახლი საკმაოდ ძველია, 1840 წელს არის აშენებული და არაფრით გამოირჩევა ახლომდებარე დასახლებაში მდებარე უღიმღამო სახლებისგან. “ალბათ, ჩემს სახლს ვერც კი შეამჩნევდით, თუ შემთხვევით გვერდზე … Continue reading

The Nook – ძველებური თანამედროვე ქოხი

ინდიელთა ვიგვემებით შთაგონებულმა არქიტექტორმა და დიზაინერმა ენთონი გიბონმა (Antony Gibbon) ​​კომპაქტური, მობილური ქოხის პროექტი შექმნა, რომელსაც მრავალფეროვანი გამოყენება შეიძლება მოეძებნოს. არქიტექტორმა თავის პროექტს The Nook (ნიშა, კუთხე) უწოდა. პროექტის განხორციელებისას მან უძველესი სამშენებლო ტექნოლოგიები გამოიყენა.   The Nook-ის კუთხეების განლაგების გეგმა: ხის ქოხში შეიძლება განთავსდეს სახლის ოფისი, ან სულაც გამოყენებული იყოს, როგორც დასასვენებელი ან სასტუმრო ოთახი.

ფეხსაცმელების საცხობის ახალი კოლექცია

ფეხსაცმელების მწარმოებელმა კომპანიამ მათთვის, ვინც ერთნაირად გიჟდება ნამცხვრებსა და ფეხსაცმელებზე, ორიგინალური დიზაინის პროდუქცია გამოუშვა – The Shoe Bakery-ს მიერ წარმოდგენილი ახალი კოლექციის თითოეული ექსპონატი ისე გამოიყურება, შეჭმა მოგინდება 😉 😉 კოლექციაში წარმოდგენილია ათამდე ქალის ფეხსაცმელი, რომელთა ზედაპირიც მეტისმეტად წააგავს ტორტებს, დონატებსა და სხვა ნამცხვრებს. “მთავარია სახლში, სადაც ბავშვებიც ცხოვრობენ, ასეთი ფეხსაცმელი უმეთვალყურეოდ არ დატოვოთ – მეტისმეტად მადისაღმძვრელად გამოიყურება 😉 ” – … Continue reading

მომავლის ქალაქი სამხრეთ კორეაში

სამხრეთ კორეის ხელისუფლება აეროპორტ ინჩიონის ახლოს მომავლის ქალაქების აშენებას გეგმავს. საბოლოო ჯამში ახალი ქალაქის ურბანული სივრცე ზომით მაკაოს ფართობს გადააჭარბებს. პროექტის თანახმად, აშენდება რვა ერთმანეთთან დაკავშირებული ქალაქი, რომლებიც ისე განლაგდება, რომ საბოლოოდ ოკეანეში ციფრ 8-ის ფორმა გამოიკვეთება. კორეელებს სჯერათ, რომ რიცხვი 8 იღბილის მომტანია, მათ ასევე სჯერათ, რომ ეს რიცხვი უსასრულო  შესაძლებლობების სიმბოლოცაა. პროექტის მიხედვით  8-იანის სხვადასხვა ნაწილში … Continue reading

ტაილანდი: 6 ათასად 6 კვირაში აშენებული თანამედროვე იგლუ

ფოტოგრაფმა და მუსიკოსმა ეტივ არინმა რამდენიმე ხნის წინ ტაილანდში მეგობრის მიერ ნაჩუქარ მიწაზე (მანგოს ველზე) იგლუს ტიპის სახლი საკუთარი ხელით ააშენა. ორიგინალური კონსტრუქციის აგებაში არინს მისი ორი მეგობარი – ადგილობრივი დიზაინერები თაო და ჰაჯაარ გიბრანი ეხმარებოდნენ.   კონსტრუქციის მშენებლობისთვის ერინსა და მის მეგობრებს ექვსი კვირა და დაახლოებით 6 ათასი დოლარი დასჭირდათ. იგლუს მსგავსი კონსტრუქციის საყრდენი სტრუქტურა დატკეპნილი მიწის ბლოკებისა და ხის ჩარჩოებისგანაა დამზადებული. როგორც ინტერიერი, ისე … Continue reading

მარტოსული სახლი ისლანდიაში

ისლანდიის სამხრეთ სანაპიროსთან ახლოს, ვესთმანეიარის არქიპელაგზე, პატარა კუნძულზე ერთადერთი სახლი დგას, რომლის ფოტოებმაც ინტერნეტში გამოჩენისთანავე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ზოგი ამტკიცებდა, რომ სახლი და კუნძული Elliðaey ისლანდიელ მომღერალს ბიორკს ეკუთვნის. მეორე ვერსიით სახლის მფლობელი ექსცენტრული მილიარდელი იყო.  სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა. დაახლოებით 300 წლის წინ კუნძულ Elliðaey-ზე ხუთი ოჯახი ცხოვრობდა. ისინი თავს თევზაობით და ალბატროსებზე ნადირობით ირჩენდნენ თავს.  რთული საცხოვრებელი … Continue reading

კასა ფაუცინოს დიდი აფეთქების თეორია

ამ გამაოგნებელი შენობის არქიტექტორისთვის შთაგონების წყარო დიდი აფეთქების თეორია გახდა – Casa Faustino-ს კონსტრუქცია მართლაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს სახლი ფეთქდება. სახლის არქიტექტურა და დიზაინი ეკუთვნის არქიტექტორ დიდიე ფაუცინოს, რომელიც ერთ-ერთია პროექტ Solo Houses-ში მონაწილე 12 არქიტექტორიდან. Solo Houses-ის მთავარი იდეა  ექსტრემალური არქიტექტურის შექმნა იყო. Casa Faustino მეორე სახლია, რომელიც პროექტის ფარგლებში განხორციელდა და არქიტექტორების ფანტაზია “ააფეთქა”. სახლის ნაწილები თითქოს სხვადასხვა მხარეს გარბის და … Continue reading

ფეხებიანი სახლი ტბაზე

პროექტი Treehouse Solling გერმანულმა არქიტექტურულმა ბიურომ Baumraum-მა წარმოადგინა. ეს არასტანდარტული სახლი პატარა ქალაქ უსლარში (გერმანია),  შუა ტყეში, ზედ პატარა ტბაზე დგას. სახლამდე მიმავალ გზაზე, ტყეში კიდევ რამდენიმე პატარა ტბა და მდინარეა. უცნაური კონსტრუქცია მეტყევის სახლის ერთგვარი დამატებაა და მფლობელის შვილისთვის აშენდა.  სახლი ხიდით უკავშირდება ტბის პირას მდგარ უზარმაზარ ხეს, რომლიდანაც ხის კიბე ეშვება. ორსართულიანი სახლის ინტერიერის უდიდესი ნაწილი … Continue reading

ვიოლინოს ფორმის აუზი რიჯვუდში

ეს ვიოლინოს ფორმის აუზის პროექტი დიზაინის სტუდიამ Cipriano Landscape and Design შექმნა. 125 კვარატული მეტრის ფართობის აუზი რიჯვუდში (ნიუ ჯერსი, აშშ) აშენდა. 12 ადამიანზე გათვლილი აუზი სტრადივარიუსის ვიოლინოს ფორმას იმეორებს. ორიგინალური კონსტრუქციის გასანათებლად 250 ნათურაა გამოყენებული. წყლის დონის, ასევე გათბობისა და აუდიო სისტემების გაკონტროლება მფლობელს iPhone-ს საშუალებით შეუძლია. დაათვალიერეთ არაჩვეულებრივი აუზის ფოტოები ჩვენს გალერეაში:

იაპონია: ზღაპრული სახლი ხეზე

ეს ზღაპრული სახლი ხეზე ჰოკუტოში (იაპონია) მდებარეობს. სახლი კვიპაროსის ხეზეა აგებული და ირგვლივ ულამაზესი ალუბლის ბაღი აკრავს. სახლი არქიტექტორმა ტეჰუნობუ ფუჯიმორიმ კიოჰარუ შირაკაბას მუზეუმისთვის ააშენა. სახლი იაპონური ჩის სახლის ტრადიციებზეა აგებული და ალუბლის ყვავილობის პერიოდში დასასვენებლადაა განკუთვნლი. ეს უნიკალური ცალფეხა სტრუქტურა საკმაოდ მყარია იმისთვის, რომ გაუძლოს ქარიან ამინდსა და მიწისძვრასაც კი. ექსტერიერისგან განსხვავებით, რომელსაც ზღაპრული … Continue reading

ახალგაზრდა ჩიკაგოელი ფოტოგრაფის სიურეალისტური ფოტოები

22 წლის ჩიკაგოელი ფოტოგრაფი ქაილ თომფსონი არაჩვეულებრივი სიურეალისტური სელფ-პორტრეტებითაა ცნობილი. რამდენიმე თვის წინ მან ამბიციური პროექტი “365 ფოტო” დაასრულა და საზოგადოებას წარუდგინა. ქაილ თომფსონის ფოტოები ერთგვარი ელემენტებთან თამაშია – იგი საკუთარ თავს ხან ტბებსა და ტალახიან გუბეებში ძირავს, ხან ტანსაცმელზე ცეცხლს იკიდებს და ხან სადღაც “მიჰყვება ქარს”. ახალგაზრდა ფოტოგრაფის ნამუშევრები სავსეა სიურეალისტური სიმბოლოებით, რომელთა ფონზე ხშირად იკვეთება მნიშვნელოვანი … Continue reading

შოტლანდია: სასტუმრო სახანძრო მანქანაში

ევიმორში (შოტლანდია) ინშრიაკების საგვარეულო მამულში ერთი უცნაური სასტუმრო არსებობს. ის ძველისძველ სახანძრო მანქანის ძარაზეა მოწყობილი და მხოლოდ ორ ადამიანზეა გათვლილი. არაორდინალურ სასტუმროს Beer Moth ჰქვია, ხოლო ავტომობილი, რომელშიც სასტუმროა განთავსებული, 1956 წლის Commer Q4-ია. მრავალი წლის წინ ის სახანძრო სამსახურის ბალანსზე ირიცხებოდა. სასტუმროს ინტერიერი თითქმის მთლიანად მეორადი ავეჯითა და აქსესუარეებითაა დეკორირებული. აქ დგას ვიქტორიანული სტილის ძველისძველი ფართო საწოლი, სავარძელი … Continue reading

ჭაღი, რომელიც სახლს ტყედ გადააქცევს

დიზაინის სტუდიამ Hilden & Diaz შეიმუშავა ჭაღის არასტანდარტული დიზაინი, რომელიც საღამოობით სულ სხვა სამყაროში გადაგიყვანთ. “შუქი ისე ეცემა ტოტებს, რომ ჩრდილებით ზღაპრული სამყარო იქმნება. ეს ჭაღი თავს შუა ტყეში, კოცონთან გაგრძნობინებთ”, – ასე აღწერეს Hilden & Diaz-ის წარმომადგენლებმა თავიანთი ინსტალაცია.  მართლაც, ჩრდილის 360-გრადუსიანი ფორმირების წყალობით, ოთახის ოთხივე კედელზე, ჭერსა და იატაკზეც კი ჯუნგლის იმიტაცია იქმნება.  კომპანიის დამფუძნებლებმა და … Continue reading

კატების კომფორტისთვის 35 ათას დოლარად გადაკეთებული სახლი

კალიფორნიელმა კატების მოყვარულმა, რომელსაც 18 ფისუნია ჰყავს, სახლის “კატების ოაზისად” გადაკეთება გადაწყვიტა. დახმარებისთვის მან არქიტექტურისა და დიზაინის სტუდიას Trillium Enterprises-ს მიმართა. სახლის ტრანსფორმაცია ხალისიანი ფერების, ე.წ. კატის ბილიკების, გვირაბების, საძინებელი და სათამაშო ზონების დამატებით გახდა შესაძლებელი. განსხვავებული დიზაინისა და ფერის კატის ბილიკები აბსოლუტურად ყველა ოთახში დამონტაჟდა სახლის მფლობელის საწოლი ოთახით დაწყებული, სამუშაო კაბინეტით, სამზარეულოთი და … Continue reading

“იაგუარის” მეორე სიცოცხლე

დანიურმა დიზაინის სტუდიამ Denieuwegeneratie კოპენჰაგენის ახლოს აშენებული მიწისქვეშა ვილის დეკორირებისას ორიგინალური აქსესუარი გამოიყენა. დიზაინერებმა ვინტაჟური “იაგუარი” წიგნის თაროდ გადააქციეს. დიზაინერებმა ავტომობილიდან მხოლოდ ძრავა ამოიღეს და სახურავი მოაშორეს, დანარჩენი დეტალები კი ადგილზეა. “იაგუარის” საბარგული და კაპოტი კარადებადაა გადაკეთებული, სალონში კი სამი თაროა დამატებული. კედელში ავტომობილი ბორბლებით არის ჩაშენებული 😉 😉

უეიდ დევისის ინოვაციური სახლის ოფისი და ბიბლიოთეკა

ვის მოუნდება სამსახურში სიარული, თუ სახლში ასეთი ოფისი აქვს? ეს პერსონალური სამუშაო ოთახი  National Geographic Society-ის მკვლევარს, ანტროპოლოგს და მწერალს უეიდ დევისს ეკუთვნის. დევისის  სახლი ვაშინგტონში, ხმაურიან ქუჩაზე მდებარეობს, მას კი ნაშრომების შესაქმნელად მყუდრო სამუშაო გარემო სჭირდებოდა, სადაც არაფერი შეაწუხებდა – არც ქუჩიდან შემომავალი ხმა და არც სახლის ხმაური. მკვლევარის თხოვნით, სამუშო ოთახი არქიტექტორმა და დიზაინერმა თრევის ფრაისმა … Continue reading

რესტორანი Twister კიევში

ამ პოსტში წარმოგიდგენთ უცნაურ რესტორანს სახელწოდებით Twister, რომელსაც არაორდინალური დიზაინი გამოარჩევს. კიევში მდებარე რესტორან Twister-ის პროექტი დიზაინერების – სერგეი მახნოსა და ვასილ ბუტენკოს ერთობლივი ნამუშევარია. რესტორანში ორი ზონაა გამოყოფილი – ორსართულიანი სასადილო ნაწილი და chill-out ბარი. პირველი მათგანის დიზაინის შესაქმნელად შთაგონების წყარო ორი სტიქია – წვიმა და ტორნადო იყო. მეორე სართულზე მოწყობილია ექვსი პრივატული ზონა, რომლებიც, როგორც დიზაინერები ამბობენ, “ტორნადოს მოტივებზეა … Continue reading

კარტოფილ-არტი ლიბანელი მხატვრისგან

ლამაზად ხატავთ ქაღალდზე ან ტილოზე? ამის გაკეთება ვის არ შეუძლია. მაგრამ რას იტყვით კარტოფილის მოხატვაზე? ზოგს ეს საკმაოდ კარგად გამოსდის. ლიბანელი არტისტი ჯინოუ ჩოუირი კარტოფილზე ნამდვილ მხატვრულ ინსტალაციებს ქმნის. მისი ნამუშევრების რაოდენობა უკვე რამდენიმე ასეულს ითვლის. “კარტოფილი ადამიანის სახის გამოსასახად მრავალი გამაოგნებელი პარალელის გამო ავირჩიე. მისი კანი ფერით ადამიანის კანს  წააგავს, ფორმით – ადამიანის თავს”, … Continue reading

ნაკლები ოფისი, მეტი ბუნება – საინტერესო ინსტალაცია დენვერში

ეს უჩვეულო არტ ინსტალაცია არქიტექტურისა და დიზაინის კომპანიამ Tres Birds, დენვერში (კოლორადო, აშშ) შექმნა. ქუჩაზე, სადაც მხოლოდ ოფისებია განლაგებული, ამ მწვანე პროექტის განხორციელება მეტად სიმბოლური იყო – ინსტალაცია ცხოვრების დამკვიდრებული სტილის კრიტიკას ისახვდა მიზნად და ადამიანებს ახსენებდა, რომ ბუნებაში მეტი დრო უნდა გაატარონ. პროექტის კიდევ ერთი მიზანი ბუნების დაცვისა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების აუცილებლობის ხაზგასმა … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე