ტეხასელი დალაქი

მხატვარი და პარიკმახერი – ამ ორი პროფესიის შეხამებით რობერტო ფერელიმ საოცარი შედეგის მიღება მოახერხა. ტეხასელმა პარიკმახერმა ყველაფერი პატარა ბავშვების მიერ მოთხოვნილი მარტივი სიუჟეტებით დაიწყო და დღეს რობი ნებისმიერი სირთულის ნახატს ხატავს კლიენტების თავებზე. პირველი სერიოზული ნახატი რობიმ მისი ძმის თავზე გააკეთა – ეს იყო თუფაქ შაქურის პორტრეტი. “ყოველთვის მინდოდა, არტისტი ვყოფილიყავი. პატარაობიდანვე. მსურდა რაიმე სრულიად განსხვავებული გამეკეთებინა”, – … Continue reading

მაკიაჟი ქერებისთვის – წესები და საიდუმლოები

მაკიაჟის შერჩევისას თმის ნებისმიერი ფერი განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. მაკიაჟში, რომელიც თმის ამა თუ იმ ფერს შეეფერება, მნიშვნელოვანია ყველა შტრიხი: ფერთა გამა და ფერების სიმკვეთრე და გაჯერებულობა, ასევე ფერების ვარიაციების სწორი შეხამება. თუ ბუნებრივად ქერა ხართ, სავარაუდოდ ფერმკრთალი კანი და ნათელი თვალები გექნებათ, ხოლო თუ თქვენი ქერა თმა პარიკმახერის ხელოვნების ნიმუშია და კანისა და თვალის ფერი … Continue reading

რამდენიმე რჩევა მკერდის გადიდების მსურველებს

ძნელია იპოვო ქალი, რომელიც საკუთარი გარეგნობით სრულიად კმაყოფილია, მკერდის ფორმით კმაყოფილება კი კიდევ უფრო იშვიათია. უკმაყოფილების მიზეზები სხვადასხვანაირი არსებობს. პირველ რიგში, ეს მკერდის ზომაა, შემდეგ ასაკთან ან ფეხმძიმობასთან დაკავშირებით მისი ფორმის შეცვლა, და ბოლოს სარძევე ჯირკვლების სიმსივნის გამო ერთი ან ორივე ძუძუს მოკვეთა – მასტოექტომია. ამ ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე პლასტიკური ქირურგია დიდი ხანია … Continue reading

დეკორატიული კოსმეტიკის წესები: დავიცვათ თუ დავარღვიოთ?

დეკორატიული კოსმეტიკის მომხმარებელი ქალბატონების უმრავლესობა მუდმივად იცავს გარკვეულ წესებსა და სტანდარტებს თუმცა, ასეთი წესების უმრავლესობა უკვე დიდი ხნის წინ შეგვეძლო მშვიდად დაგვერღვია და დაგვევიწყებინა. პომადა და ტუჩის კონტური აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს ბევრი ლამაზმანი დღეს ფიქრობს, რომ ეს წესი ცოტა მოძველებულია და სრულიად მშვიდად შეგვიძლია პომადის წასმის შემდეგ ტუჩის კონტური განსხვავებული ფერის კოსმეტიკური საშუალებით შემოვივლოთ. … Continue reading

გინდათ გრძელი ფეხები გქონდეთ?

გრძელფეხება ქალები ყოველთვის იზიდავენ მამაკაცების მზერას და უდავოდ იწვევენ სხვა ქალების შურს. ეს კი უმიზეზო ნამდვილად არ არის, რადგან საშუალოზე დაბალ თუ ჩასხმული აგებულების ქალებს გრძელი ფეხები, როგორც წესი, არ აქვთ. თუმცა სწორად შერჩეული გარდერობისა და რამდენიმე ეშმაკობის წყალობით, ფეხები ვიზუალურად შეიძლება დაიგრძელოთ და სილუეტს მოხდენილობა შესძინოთ. მთავარია მოერიდოთ ფიგურის „გადამჭრელ“ კომპლექტებს, რაც არასწორ ადგილას … Continue reading

ექსპრეს-დიეტების TOP შვიდეული

ხშირად ხდება, რომ სასწრაფოდ გჭირდებათ თავის წესრიგში მოყვანა და წონის დაკლება. გინდათ პირველი პაემნის, შვებულების ან კორპორატიული ფართის დროს კარგად გამოიყურებოდეთ, სრულფასოვანი დიეტისთვის კი დრო აღარ გყოფნით. ამიტომაც ექსპრეს-დიეტისთვის მიმართვა მოგიწევთ. გთავაზობთ შვიდ ყველაზე ეფექტურ ექსპრეს-დიეტას, რომლებიც თქვენს ზედმეტ კილოგრამებს დროის შედარებით მცირე მონაკვეთში გაუმკლავდება. ექსპრეს-დიეტა #1 ეს ოთხდღიანი დიეტაა, რომლის დაცვის შემდეგაც დაახლოებით 2 … Continue reading

ჯანსაღი თმის საიდუმლო

ნებისმიერი ქალი, რომელიც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავს, ლამაზ და ჯანსაღ თმაზე ოცნებობს და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს. თუ მამაკაცს ვკითხავთ, „რას აქცევთ ქალის დანახვისას ყურადღებას პირველ რიგში?“, მათ ნახევარზე მეტი გვიპასუხებს – „მის თმას!“ დღეს თმის გამაგრება, მისი აკურატულად და მოვლილად შენარჩუნება პრობლემა აღარ არის. ამ სფეროს ტექნოლოგიების განვითარება კი არა მხოლოდ თმის ხარისხიანად მოვლის, … Continue reading

ჯინსი – გარდერობის აუცილებელი კომპონენტი

ჯინსი ყველა თანამედროვე ქალის გარდერობის აუცილებელი ნაწილია. ჯინსი ისე უნდა აირჩიოთ, რომ მან ხაზი გაუსვას თქვენი ფიგურის ღირსებებს, ნაკლი კი შეძლებისდაგვარად დაფაროს. მოდელებისა და ფერების დღევანდელი მრავალფეროვნების პირობებში, ეს საკმაოდ იოლი გასაკეთებელია. სწორად შერჩეული ჯინსის შარვალი კარგად უნდა იჯდეს წელსა და საჯდომზე და აკურატულად ეშვებოდეს ფეხსაცმელებზე. სილუეტი ვიწრო ჯინსი მთელ ფიგურას ჭიმავს. ასეთი მოდელი არ … Continue reading

ავტორუჯი – გამოყენების წესები

ავტორუჯი შეუცვლელი საშუალებაა მათთვის, ვისაც დიდხანს მზის აბაზანების მიღება არ უყვარს ან ეშინია და არც სოლარიუმში სიარული ხიბლავს. ავტორუჯი მაშინაც შეიძლება გამოგადგეთ, თუ ახალი ჩასული ხართ ზღვისპირეთში, ბუნებრივი ნარუჯის მიღება ჯერ ვერ მოასწარით და გარშემომყოფებისგან თქვენი ფერმკრთალი სახითა და ქათქათა თეთრი ფეხებით არ გინდათ გამოირჩეოდეთ. თითქოს ასახსნელიც არაფერია, ავტორუჯი როგორ უნდა წაისვათ, მაგრამ თუ გინდათ, … Continue reading

ზაკ ფოსენის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია, 2013

ეპილაცია – უძველესი კოსმეტიკური პროცედურა

სულ ცოტა ხნის წინ მოდა კატეგორიული და კაპრიზული ვინმე იყო. ისინი, ვინც მოდას ნაბიჯ-ნაბიჯ მისდევდნენ, ერთმანეთს ახლო ნათესავებივით ემსგავსებოდნენ. კანონიდან გადახვევა სისულელედ იყო მიჩნეული. ქუჩებში კი ერთნაირად ჩაცმული და ერთნაირ ვარცხნილობიანი გოგონები დასეირნობდნენ. დღეს ყველაფერი სხვანაირადაა. შეიძლება მოდას ისე მიყვებოდეთ, რომ ინდივიდუალობა შენარჩუნებული გქონდეთ: იყოთ ქერა, შავთმიანი ან წითური, ატაროთ მოკლე ან გრძელი კაბები, ან … Continue reading

ინგლისური დიეტა – საუკეთესო მსუბუქ დიეტებს შორის

ცნობილია, რომ ნებისმიერი მკაცრი დიეტა ძლიერ დარტყმას აყენებს ორგანიზმს, რადგან ის რაციონის კალორიულობის მნიშვნელოვნად შემცირებაზეა გათვლილი. შედეგმა კი იმედიც შეიძლება გაგიცრუოთ, რადგან თუ დიეტის დასრულების შემდეგ ისეთივე ინტენსიურობით გააგრძელებთ საკვების მიღებას, წონის დაკლების ნაცვლად შეიძლება მეტი კილოგრამებიც შეიძინოთ. ტრაგედიის შექმნა საჭირო არ არის, რადგან არსებობს ზედმეტი წონის მოშორების რამდენიმე ეფექტური მეთოდი, მათ შორისაა ინგლისური დიეტაც. … Continue reading

მუცლის პრესის ვარჯიშები – ნაწილი II

პრესის ქვედა კუნთები საკმაოდ ძნელი დასამუშავებელია. Friday გიამბობთ რამდენიმე სპეციფიკური ვარჯიშის შესახებ. აქ კი წაიკითხეთ პოსტის პირველი ნაწილი 😉 პირველი და უმთავრესი ვარჯიშია ე.წ „დახვევა“, რომელიც ასე სრულდება: დაწექით ჰორიზონტალურ ზედაპირზე, ასწიეთ ფეხები მაღლა ისე, რომ ბარძაყები სხეულის პერპენდიკულარულად იყოს, მუხლები ოდნავ, დაახლოებით 45 გრადუსით გქონდეთ მოხრილი. ვარჯიშის დასაწყისში აჯობებს თუ წვივები გადაჯვარედინებული გექნებათ. ხელებით … Continue reading

კასტორის ზეთის გამოყენება კოსმეტიკაში

კასტორის ზეთი აუცილებლად უნდა შედიოდეს იმ კოსმეტიკური საშუალებების ჩამონათვალში, რომლითაც ყოველდღიურად სარგებლობთ. კასტორის ზეთი სასარგებლოა არა მხოლოდ თქვენი თმებისა და წამწამებისთვის, არამედ თქვენს კანს ახალგაზრდობასა და ტენიანობას უნარჩუნებს. კასტორის ზეთი შეუცვლელი დამხმარეა ლამაზი თმის, კანისა და წამწამების შენარჩუნებისთვის „გამართულ მძიმე ბრძოლაში“. კასტორის ზეთში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები კვებავს და ატენიანებს თქვენს თმებს, წამწამებს, კანს და მას … Continue reading

ვიზიტი სილამაზის სალონში – სილამაზე და სიამოვნება

ძალიან კარგია, თუ სილამაზის სალონში მუდმივად ერთი სტილისტის მომსახურებით სარგებლობთ, რომელსაც თქვენი თმის თავისებურებებიც ახსოვს და ისიც კარგად იცის, რას ელით შეცვლილი ვარცხნილობისგან. როგორ უნდა მოიქცეთ, როცა შერჩეული პროფესიონალი სტილისტი არ გყავთ? ალბათ ხშირად სარგებლობთ იმ მეგობრის ან ნაცნობის რეკომენდაციით შერჩეული პარიკმახერის მომსახურებით, რომლის თმის ვარცხნილობაც ყოველთვის მოგწონდათ, თუმცა ეს არ არის 100%-იანი გარანტია, რომ … Continue reading

მუცლის პრესის ვარჯიშები – ნაწილი I

არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თუნდაც თქვენი მუცელი საკმაოდ ბრტყელი იყოს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ თქვენი პრესი ჩამოყალიბებულია. პრესს არა მხოლოდ ესთეტიური ფუნქცია აკისრია, ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. პრესი შინაგან ორგანოებს თავის ადგილას, ბუნებრივად სწორ მდგომარეობაში ინარჩუნებს, არ აძლევს მოშვებისა და ერთმანეთის დაჭყლეტის  საშუალებას. ის შიდა ორგანოების მასაჟს აკეთებს, რითიც მათ ნორმალურ ფუნქციონირებას … Continue reading

იაპონური დიეტა: 7 კილომდე 14 დღეში

14 დღის განმავლობაში იაპონური დიეტის წყალობით 6-7 კილოგრამი წონა იკარგება. მოკლე დროში ორგანიზმში დიდი ცვლილებები ხდება – რეგულირდება ნივთიერებათა ცვლა და  მისი სხვა რიტმზე გადაწყობა მიმდინარეობს. დიეტის შემქმნელები გარანტიას იძლევიან, რომ შედეგი დიდხანს გაგრძელდება – მინიმუმ 1 წლის განმავლობაში მაინც, რა თქმა უნდა, თუ ნორმალური კვების რიტმი შენარჩუნდება. „ნორმალური“ კვების რიტმი კი დღეში ერთი ქათმის … Continue reading

როგორ ინარჩუნებენ ფიგურას იაპონელი ქალები

გამხდარი და გრაციოზული იაპონელი ქალები პატივისცემასა და აღფრთოვანებას იწვევენ. როგორ ახერხებენ ისინი ყოველთვის ფორმაში ყოფნას და მოხდენილი ფიგურის შენარჩუნებას? იაპონიაში სიმსუქნე ეროვნული პრობლემა ნამდვილად არ არის. ამის მიზეზი კი სწორი კვებაა. ადგილობრივი მოსახლეობა არ ჭამს ქუჩაში, ბოროტად არ იყენებს მავნე ნახშირწყლებს და დაბალანსებულ, სწორ კვებას ხანგრძლივი, ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრების საწინდრად მიიჩნევს. ისინი არ ჩქარობენ … Continue reading

მშრალი კანის მოვლა სახლის პირობებში

კანი პრობლემურად მიიჩნევა და ყოველ დილა-საღამოს ინტენსიური მოვლის პროცედურებს საჭიროებს. მშრალი კანის მოვლის დილის პროცედურებია: კანის გასუფთავება სპეციალური საშუალებებით, როგორიცაა ლოსიონი, კოსმეტიკური რძე, ცხიმიანი კრემები, შემდეგ სახის დაბანა საპნის გარეშე, კანის ტონიზირება ტუალეტის წყლის მეშვეობით, დამცავი კრემის წასმა და ბოლოს მაკიაჟის გაკეთება. მშრალი კანის მოვლის საღამოს პროცედურებია: მაკიაჟის  მოშორება კოსმეტიკური რძით ან სპეციალურად ამ მიზნისთვის … Continue reading

მგრძნობიარე კანის მოვლა

თუ სახის კანი ხშირად გექერცლებათ, გიღიზიანდებათ, გიწითლდებათ და გექავებათ, ე.ი. მგრძნობიარე კანი გაქვთ, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. მგრძნობიარე კანის მოვლა ძალიან გავს მშრალი კანის მოვლას, რადგან ორივე შემთხვევაში ჯირკვლები საკმარისი რაოდენობით ცხიმს ვერ გამოიმუშავებს. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მგრძნობიარე კანის მოვლა სიმარტივით გამოირჩეოდეს – ეს ეხება როგორც გამოყენებული პრეპარატების რაოდენობას, ისე მათ რეცეპტურას. კანის ასეთი ტიპის … Continue reading

ბიჟუტერიის კანონი: არაფერი ზედმეტი

მძივები, სამაჯურები, გულსაბნევები და საყურეები  საკუთარი იმიჯის ხაზგასასმელად ყველაზე უბრალო და ხელმისაწვდომი საშუალებაა. ბიჟუტერია ბევრად მოსახერხებელია, ვიდრე საიუველირო სამშვენისები – ისინი სტილთან თავისუფალი ექსპერიმეტირების მეტ საშუალებას იძლევა. როგორ უნდა შევარჩიოთ და ვატაროთ ბიჟუტერული ნაწარმი, რომ თავიდან ავიცილოთ უგემოვნობა და ვულგარულობა? ჩვეულებრივ, ყველაფრი იმაზეა დამოკიდებული, რა გაცვიათ, როგორი ფეხსაცმელი გაცვიათ და სად მიდიხართ. ცხადია, ქორწილზე, ექიმთან … Continue reading

სუნამოს შერჩევა: რომელი არომატი შეგეფერებათ?

შესაფერისი სუნამოს არჩევა, უბრალოდ მაღაზიაში შერბენა და პურის ყიდვა არ არის –  სასურველი პარფიუმის შერჩევა, თუ დავფიქრდებით, საკმაოდ რთული პროცესია. ალბათ ყველა ქალს უყვარს სუნამოს დასხმა. მის სურნელებას ხომ სიამოვნება მოაქვს არა მარტო თქვენთვის, გარშემომყოფებისთვისაც. ზოგს ნაზი, დახვეწილი არომატები მოსწონს, ზოგს კი მდიდარი, გაჯერებული სურნელი ურჩევნია, თუმცა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რისთვის აპირებთ სუნამოს შერჩევას – … Continue reading

Magnetic Polish: რევოლუციური მანიკური Nails Inc-ისგან

ორიგინალური მანიკურის გაკეთება სულ უფრო იოლდება – ამას ყველანაირად უწყობენ ხელს ლაქის მწარმოებლები, რომლებიც თავიანთ პროდუქციას დამოუკიდებლად გამოყენებისთვის იოლსა და ხელმისაწვდომს ხდიან. თუ ადრე ორნამენტის გამოსახვისთვის მთავარი მიღწევა ფრჩხილის ხელით მოხატვა იყო, ახლა პრობლემა სპეციალური სტიკერების საშუალებით წყდება, რომლებიც ლაქის იმიტირებას ახდენს. კომპანია Nails Inc. კიდევ უფრო შორს წავიდა – მისი ახალი კოლექცია Magnetic Polish … Continue reading

პლასტიკური ქირურგიის ათი ჰოლივუდელი მსხვერპლი

ჰოლივუდი – ეს ის ადგილია, სადაც გარეგნობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ სელებრითები თავიანთი უზარმაზარი ჰონორარების უზარმაზარ ნაწილს სილამაზეზე ზრუნვას ახმარენ და პლასტიკურ ქირურგიასაც ხშირად მიმართავენ. ბოლო კვლევის თანახმად ყველაზე პოპულარული ჰოლივუდში კვლავ ტუჩების დაბერვისა და მკერდის გაზრდის ოპერაციებია. თუმცა სავალალო შედეგებს ხშირად ვერც დახარჯული მილიონები შველის, რის ცნობილი მაგალითებიც არიან მაიკლ ჯეკსონი, ჯოან რივერსი, ჯოსელინ … Continue reading

რა ვუყოთ ცხიმიან თმას?

ცხიმიან თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. გაეცანით რჩევებს ხალხური მედიცინის ნაცადი მეთოდებისა და ნიღბების შესახებ. ლამაზი თმა ქალური მომხიბლაობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. მამაკაცების უმრავლესობა ჭკუიდან გადადის სქელი, მოვლილი თმის დანახვაზე. იმისთვის, რომ თმამ მომხიბლავი შესახედაობა არ დაკარგოს და არ გაცხიმიანდეს, ხშირად მარტივი საშუალებებიც საკმარისია. ცხიმიანი თმის მოვლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ლიმნის წვენით დამზადებული ნიღაბია. ნაყენის დამზადების … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე