მისტიკური ტყე ბელგიაში

bluebells-blooming-hallerbos-forest-belgium-4

გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ ეს მისტიკური, ზღაპრული ტყე “ჰელერბოს” (Hallerbos) ნამდვილად არსებობს და ის ბელგიაში მდებარეობს. მიზეზი, რის გამოც ტყე ზღაპრის სიუჟეტიდან გადმოტანილს ჰგავს, მაჩიტების სქელი ხალიჩაა. ეს ყვავილები გაზაფხულზე და ადრიან ზაფხულში ყვავის და ცისფერი და მოიისფრო შეფერილობის წყალობით მთელ მიდამოს ჯადოსნურ ელფერს ანიჭებს. ამ პერიოდში ჰელერბოსს უამრავი ტურისტი და ფოტოგრაფი სტუმრობს. ნისლიანი დღეები, რაც … Continue reading

ვინჩესტერის იდუმალი სახლი – სტუმრად მოჩვენებებთან

26

კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან ჰოსეში მდებარე ვინჩესტერის იდუმალი სახლი ოდესღაც იარაღის მაგნატის უილიამ ვ. ვინჩესტერის (ვინჩესტერის მარკის იარაღის პირველი კონვეიერული მწარმოებლის ოლივერ ვინჩესტერის ვაჟი) ქვრივს სარა ვინჩესტერს ეკუთვნოდა. დედოფალ ანას სტილის ეს ვიქტორიანული სასახლე განთქმულია თავისი ზომით, არქიტექტურული ახირებულობითა და შენების ერთიანი გეგმის სრული არარსებობით. ის კალიფორნიის ისტორიული ღირშესანიშნაობაა და ისტორიულ ადგილთა ეროვნულ რეესტრშიც ირიცხება. ვინჩესტერის … Continue reading

ყინულის ცისარტყელა-იგლუ – სასიდედროსა და სასიძოს ერთობლივი კრეატიული პროექტი ;)

igloo-8

ამ ფერადი ყინულის იგლუს აშენების იდეა კრეატიულ დედას ედმონთონიდან (კანადა) ბრიჯიდ ბართონს ეკუთვნის. საშობაოდ ბრიჯიდი თავისი შვილის ქეთლინ სთარისა და მისი ბოიფრენდის დენიელ გრეის სტუმრობას ელოდა და ფიქრობდა, რით შეეძლო თავის შექცევა კანადის -31°C ყინვაში ახალ ზელანდიელ დენიელს, რომელიც საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტია. ოქტომბრიდან ბრიგიდმა რძის ყუთების ფერადი წყლით ავსება დაიწყო, რათა მოგვიანებით ფერადი გაყინული “აგურები” … Continue reading

მტვერსასრუტის სახლი – ჰოლანდიელი მხატვრის კრეატიული პროექტი

6

სახლი – მტვერსასრუტი – ასეთი უჩვეულო  მეტაფორული პროექტი მოიფიქრა ჰოლანდიელმა მხატვარმა ფრენკ ჰელმანსმა (Frank Halmans). მისი თქმით, პროექტის მიზანი იყო ეჩვენებინა კავშირი კარგ განწყობასა და სულიერ “ნაგავს” შორის, რომელიც ადამიანს დროთა განმავლობაში უგროვდება. “ნაგავი, რომელიც მტვერსასრუტში გროვდება, ერთი მხრივ, სახლის დაბინძურების მაჩვენებელია, მეორე მხრივ კი, სიმბოლურად თავად ადამიანის სამყაროს მდომარეობას ასახავს – ადამიანი მტვერსასრუტივით ისრუტავს ნეგატივსა … Continue reading

ქალაქი ცაში – ბულგარელი არქიტექტორის მომავლის სამყარო

1-1

City in the Sky – ქალაქი ცაში  – ასე უწოდა სამყაროს ურბანული განვითარების შესახებ კონცეფციას ბულგარელმა არქიტექტორმა ცვეტან ტოშკოვმა (Tsvetan Toshkov). ტოშკოვმა შეიმუშვა 3D მოდელი, რომელიც გულისხმობს ქალაქის მშენებლობას ქალაქშივე, ან უფრო ზუსტად, ქალაქის თავზე. ესაა ლითონის გიგანტურ ღერძებზე დამაგრებული ლოტოსის ფორმის სიბრტყე, რომელზეც ქალაქის მთელი ინფრასტრუქტურა შეიძლება მოეწყოს ბაღებით, დასასვენებელი პარკებით, საცხოვრებელი სახლებით, გასართობი ცენტრებით და სხვ. ამ ლამაზი … Continue reading

სახლი ავტობუსში – მინესოტას უნივერსიტეტის სტუდენტის კრეატიული პროექტი

bustour01.gif.pagespeed.ce.q3f43lRoBK

ჰენკ ბათითამ ცოტა ხნის წინ მინესოტას უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლა დაასრულა და მაგისტრის ხარისხიც მიიღო. მის მიერ მომზადებული ფინალური პროექტი საკმაოდ ორიგინალური იყო – მან ძველი ავტობუსი სრულფასოვან საცხოვრებელ სახლად გადააკეთა.  პროექტის განხორციელება ბათითას 6 ათასი დოლარი დაუჯდა, საიდანაც 3 ათასით ავტობუსი იყიდა. ავტობუსის სალონის მოსაწყობად კი ძირითადად მეორადი მასალა გამოიყენა. სამუშოების ძირითადი ნაწილის დასასრულებლად ახალგაზრდა არქიტექტორს 15 … Continue reading

გოგრების სოფელი დალასის ბოტანიკურ ბაღში

pumpkin-village-9

დალასის ბოტანიკურ ბაღში ყოველწლიურად იმართება საშემოდგომო ფესტივალი, რომლის მთავარი მოვლენა გოგრების სოფლის შთამბეჭდავი ექსპოზიციაა. სექტემბრის ბოლოდან 26 ნოემბრის ჩათვლით ბოტანიკურ ბაღსა ყოველდღიურად ათასობით დამთვალიერებელი სტუმრობს. ფერადი გოგრებისგან აგებული შენობები, კონკიას ეტლი, უამრავი ყვავილი და ფოთოლცვენა ნამდვილად დაუვიწყარი სანახაობაა ბოტანიკური ბაღის ვიზიტორებისთვის. გოგრების სოფლის მოსაწყობად შარშან 50 ათასი გოგრა და 150 ათასი ყვავილი გამოიყენეს, წელს გოგრების … Continue reading

მორების სახლი

log-house13

ეს პატარა კონსტრუქცია შორიდან მორების გროვას წააგავს. მაგრამ თუ უფრო ახლოს მიხვალთ, მორების გროვაზე მართკუთხედის ფორმის შავ ხაზებს შენიშნავთ, რომლებიც სინამდვილეში საუკეთესოდ შენიღბული ფანჯრების დარაბებია. უცნაური პატარა სახლი დანიელ პერფორმერს ჰანს ლიბერგს (Hans Liberg) ეკუთვნის. მისმა მეგობარმა პიტ ჰეინ იკმა ნაგებობა ნამდვილი მორებით ააშენა. ფანჯრების ჩარჩოები და კარი რკინისგანაა დამზადებული და ჯერ პლასტმასით, ხოლო შემდეგ ხის თხელი გადანაჭრებით … Continue reading

საჩუქარი საკუთარი თავისთვის – განქორწინების შემდეგ

tiny-house2

ეს პატარა სახლი, რომლის მშენებლობა და მოწყობა მხოლოდ 11 ათასი დოლარი დაჯდა, აიდაჰოელ არქიტექტორს მეისი მილერს ეკუთვნის. პატარა კომფორტული სახლის აშენებაზე მეისი წლების განმავლობაში ოცნებობდა, თუმცა დაძაბული სამუშაო სურვილის განხორციელების დროს არასოდეს უტოვებდა. თუმცა გასულ წელს მილერის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა და სახლის აშენების მოტივაციაც უცებ “მოიძებნა” –  განქორწინების შემდეგ სახლი დაკარგა და ახალი საცხოვრებლის მაქსიმალურად სწრაფად … Continue reading

თოკის ხიდები ბერლინელი ციყვებისთვის

bridge-for-squirrel-6

ბერლინის ქუჩებში, სადაც ძალიან ბევრი სიმწვანეა, ხშირად შეხვდებით ველური სამყაროს წარმომადგენლებს – ციყვებს, კვერნებს, მელიებსა და ზღარბებს. შეიძლება ღამის 3 საათზე კლუბიდან გამოხვიდეთ და ქუჩის ფარნის შუქზე დაინახოთ, როგორ გადაირბინა მელიამ ქუჩაზე და იქვე, ბუჩქებში შეიმალა. ქალაქში ბევრია ცარიელი შენობა, სადაც მშვიდად ცხოვრობენ გარეული ცხოველები. ევროპის დედაქალაქებს შორის ბერლინის მოსახლეობას ყველაზე მეტი ველური “თანამოქალაქე” ჰყავს. ქალაქში ბევრი ხიდია და … Continue reading

მცირე რამ ლოცმანთა სამსახურის ისტორიიდან

Shippilot-3

უხსოვარი დროიდან ზღვაში არც ერთი ხომალდი გამოცდილი ლოცმანის გარეშე, ვინც დანიშნულების ადგილამდე გზა და უსაფრთხო გასასვლელები შესანიშნავად იცოდა, არ შედიოდა. ჩვენამდე მოღწეული უძველესი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ შრომის დანაწილება ხომალდებზე ასეთი იყო: კაპიტანი წარმოადგენდა გემის მფლობელის ინტერესებს, პასუხს აგებდა ხომალდზე, ტვირთზე და ეკიპაჟსაც ხელმძღვანელობდა, გემის მართვაში კი არ ერეოდა. ამ საქმეს მესაჭე და ლოცმანი აკეთებდნენ. მესაჭე … Continue reading

უცნაური მეგობრები – მგელი და ვირი

wolf-donkey-friendship-1

2007 წლის 9 მაისს ალბანეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ პატოკში Patoc დაიჭირეს მგელი და გალიაში დაამწყვდიეს. გარეული ცხოველი ძალიან ცოტას ჭამდა და ამიტომ მისთვის ცოცხალი საკვების მიცემა გადაწყდა. ამ ცოცხალი საკვების როლის შემსრულებლად კი ბებერი ვირი შეარჩიეს, რომელიც სიბერისა და უძლურების გამო პატრონებს უკვე ვეღარ ემსახურებოდა. და აქ მოხდა მეტად უცნაური რამ: მშიერი მგლის გალიაში ვირის … Continue reading

ფოკუს-მოკუს  ანუ ილუზიონისტის ჯადოსნური პროფესია

magic_and_magicians-11

ბავშვობაში სასწაულების ყველას გვჯეროდა. შემდეგ კი გამოირკვა, რომ სანტა კლაუსი გადაცმული მეზობელია, ჩვენი ლოგინის ქვეშ კი მონსტრები სულაც არ ცხოვრობენ, იქ ჩვეულებრივი მტვერი ყრია, ისიც თუ კარგად დავგვით, არ ეყრება. ასაკის მატებასთან ერთად ნელნელა პრაგმატულ მატერიალისტებად და მოსაწყენ ადამიანებად ვიქცევით. თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც ბავშვურ ოცნებებთან განშორება არ მოინდომეს და ჯადოქრობა თავიანთ პროფესიად აქციეს. ამ … Continue reading

4 წლის ქალიშვილისთვის სამოგზაურო ტრაილერის ასაგებად დახარჯული რამდენიმე მილიონი და 4 წელი

branferren1

მრავალმხრივი ნიჭის მქონე, მეტად წარმატებული ადამიანი ბრენ ფერენი ტექნოლოგიებისა და დიზაინის კომანიას Applied Minds-ს ხელმძღვანელობს. მანამდე იგი უოლტ დისნეის ვიზუალური პროდუქციის კვლევისა და განვითარების ცენტრის პრეზიდენტი იყო. თუმცა მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოწვევა 4 წლის ქალიშვილისთვის მოგზაურობის, გამოცდილებისა და ცოდნის უსაფრთხო გზის შემუშავება აღმოჩნდა. შვილისთვის კარგი მომავლის უზრუნველსაყოფად ყველა თავისებურ გზას პოულობს, ბრენ ფერენმა კი საკუთარი ქალიშვილისთვის მსოფლიოში უდიდესი … Continue reading

ნახევარსაუკუნოვანი ბაღი უზარმაზარ ბოთლში

davidlatimer1 - Copy

როდესაც დევიდ ლათიმერმა 1960 წლის აღდგომის დღესასწაულზე შუშის უზარმაზარ ბოცაში მიწა და მცენარის თესლები ჩაყარა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ცოტა ხანში ნამდვილ ჯუნგლებს მიიღებდა, რომელიც ათეულობით წელს გაძლებდა. ახლა, ნახევარი საუკუნის შემდეგ ლათიმერის ბაღი შუშაში ისევ აგრძელებს ზრდას, მიუხედავად იმისა, რომ პატრონმა ის ბოლოს 1972 წელს მორწყო. 54 წლის წინ ლათიმერმა უზარმაზარ ბოთლში ცოტა კომპოსტი … Continue reading

მინას ტირითის მოდელი 420 ათასი ასანთით

patactonminastirith5

ხელოვანმა აიოვას შტატიდან (აშშ) პეტ ექთონმა 420 ათასი ღერი ასანთისგან დიდი თეთრი ქალაქის – მინას ტირითის მასიური მოდელი ააწყო (“ბეჭდების მბრძანებელი”, ჯ. რ. რ. ტოლკინი). ექთონი ასანთის სკულპტურებს უკვე მრავალი წელია, აგებს. პირველი ნამუშევარი 1977 წელს შექმნა, კოლეჯის დასრულების შემდეგ. მინას ტირითის მოდელზე ექთონი სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. ნაგებობა ქალაქის ასობით შენობას მოიცავს ციტადელის, გონდორის თეთრი ხისა და ექთელიონის … Continue reading

მედიტაცია თითქმის მიწის ქვეშ

1

მიწაში თითქმის დამალული სამედიტაციო სივრცე კუერნავაკაში (მექსიკა) არქიტექტურული კომპანია BNKR Arquitectura-ს პროექტით აიგო. დამკვეთის სურვილის თანახმად, ეს უნდა ყოფილიყო ადგილი მედიტაციისთვის – შენობაში შემსვლელს თავი განსაკუთრებულად, ძალიან მშვიდად უნდა ეგრძნო და საკუთარი ცხოვრების არსის გააზრების შესაძლებლობა მისცემოდა. ნაგებობის დაპროექტების დროს არქიტექტორებმა დიდი ხნის წინ შემუშავებული კონცეფცია გამოიყენეს – პროექტის მთავარი იდეა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ბალანსის ასახვაა. … Continue reading

თანამედროვე ნოეს კიდობანი

1

სერბმა არქიტექტორებმა ალექსანდარ იოკსიმოვიჩმა და ელინა ნიკოლიკმა წარმოადგინეს მოტივტივე ქალაქის ინოვაციური კონცეფცია, რომელიც ნოეს კიდობნის თანამედროვე ვერსიაა. კონცეფციის თანახმად, ბუნებრივი კატაკლიზმების შემთხვევაში მოტივტივე ნაგებობა ადამიანებს და ცხოველებს სიცოცხლის შენარჩუნებაში დაეხმარება. კუნძული-ქალაქი თვითკმარი იქნება – ადამიანებს შეეძლებათ  ბაღებისა და ბოსტნების გაშენება, შინაური ცხოველებისა თუ ფრინველების გამოკვება და მოვლა, თევზის მოშენება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა აუცილებელი ნივთის წარმოება. კონცეფცია “კიდობანში” … Continue reading

სქრიბლერის კრეატიული ისტორიები

martycooper1

კადრირების სპეციალისტმა მართი კუპერმა ანუ როგორც საკუთარ თავს უწოდებს, სქრიბლერმა (scribbler – მჯღაბნელი), კრეატიული პროექტი doodle-ramblings შექმნა. პროექტის განსახორციელებლად კუპერმა მხოლოდ გამჭვირვალე შუშა, ნახატი პერსონაჟები და ფოტოაპარატი გამოიყენა. კრეატიულ ფოტო-ისტორიებში ჩანს, როგორ აპირებენ პატარა სასაცილო და საძაგელი არსებები მანქანების შეხრამუნებას, იპარავენ ბენზინს, მიაჭენებენ თოლიებს,  დასეირნობენ ცათამბჯენების სახურავებზე, მიირთმევენ ყავას თუ თამაშობენ გოლფს😉😉 დაათვალიერეთ სქრიბლერის სახალისო ისტორიები ჩვენს … Continue reading

ნამდვილი საჭმლით დამზადებული რუკები

3

ახალ ზელანდიელმა არტისტმა ჰენრი ჰენგრიევესმა ნამდვილი საჭმლისგან სხვადასხვა ქვეყნისა და კონტინენტის რუკები შექმნა. პროექტის განხორციელებაში მას ნიუ იორკელი სტილისტი ქეთლინ ლევინი ეხმარებოდა. ჰენგრიევესის თქმით, საჭმელი რუკების შექმნის იდეა მოგზაურობის სიყვარულმა უკარნახა. თითოეული რუკის დასამზადებლად მან იმ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული საკვები გამოიყენა, რომლის რუკასაც ამზადებდა. მაგალითად, სანელებლები – ინდოეთის რუკის შესაქმნელად, პომიდორი – იტალიის რუკისთვის, კივი – ახალი … Continue reading

ჩიკაგო: გამჭვირვალე აივანი 103-ე სართულზე

1

ეს გამჭვირვალე აივანი, რომელიც ჩიკაგოს სიმბოლოდ მიიჩნევა, Sears Tower-ის 103-ე სართულზეა დამონტაჟებული და ადრენალინის წყაროა  ექსტრიმის მოყვარულთათვის.   Sears Tower-ს ყოველდღიურად ასობით ვიზიტორი ჰყავს. გამჭვირვალე აივანზე, რომელსაც Ledge-ს (შვერილი) უწოდებენ, ფეხის კანკალით დგებიან, წვებიან, ფოტოებს იღებენ. ამ წერტილიდან მიწამდე 412 მეტრია და აივანზე ყოფნისას ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ჰაერში დგახარ😉 შუშის აივანი ცათამბჯენიდან 1,3 მეტრზეა გამოწეული და საკმარისი ადგილია 9-10 … Continue reading

ფერების ფესტივალი ინდოეთში

10

მარტის შუა რიცხვებში ინდოეთში ჰოულის დღესასწაული იმართება, რომლის დროსაც დროს ინდოელები გაზაფხულის მოსვლას აღნიშნავენ, ერთმანეთს ფერად საღებავებს ასხამენ  და ცდილობენ, რაც შეიძლება მხიარულად გაატარონ დრო. ფესტივალს ფერების ან სიყვარულის ფესტივალსაც უწოდებენ. ჰოული რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც ინდოელები და ნეპალელები მრავალი საუკუნის განმავლობაში აღნიშნავენ. ბოლო დროს ჰოულის აღნიშვნის ტრადიცია აზიის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ჰოულის დღესასწაული ღამით იწყება. ინდოელები … Continue reading

დარსი – მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ზღარბი

35

დარსი ისეთი პაწაწინაა, ალბათ, ხელის გულზეც კი დაეტევა, მაგრამ მინიატურულ ზომას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ ინსტაგრამის ახალი ვარსკვლავი გამხდარიყო. დღევანდელი მდგომარეობით დარსის ინსტაგრამზე 418 105 ათასი ფანი ჰყავს, რომლებსაც ყოველდღიურად შეუძლიათ ნახონ მისი მონაწილეობით დადგმული “ფოტო-სცენები” – დარსი ფეხსაცმელში, დარსი და კაკტუსი, დარსი საუზმის თეფშზე, ფლამენგოზე ამხედრებული დარსი და სხვ. დარსი მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც … Continue reading

ფეხმძიმობის ტესტი… კურდღლებითა და სხვა ცხოველებით

pregnancy-test-1

ნებისმიერ ქალს უნდა ფეხმძიმობის შესახებ რაც შეიძლება ადრე გაიგოს, რათა მშობიარობისთვის ფიზიკურადაც და მორალურადაც უკეთ მომზადების საშუალება ქონდეს, მავნე ჩვევებზე დროულად თქვას უარი, თავი დაანებოს სმას და მოწევას. ბუნებრივია, კაცობრიობის ისტორიაში ფეხმძიმობის დადგენის უამრავი მეთოდია გამოგონილი და მათი უმრავლესობა თანამედროვე, განათლებულ ადამიანს სრულ ველურობად მოეჩვენება. ძველ საბერძნეთში და ეგვიპტეში ფეხმძიმობის დასადგენად ხორბლისა და ქერის მარცვლებს … Continue reading

მისი უდიდებულესობა წაბლი

Chestnut_5

ქალაქის ქუჩები და წაბლის გამყიდველი, რომელიც ამ სურნელოვან ნაყოფს უზარმაზარ ტაფაზე პირდაპირ ქუჩაში წვავს. წაბლის მადისაღმძვრელი სუნი მთელ ქუჩაზე ვრცელდება, ფანჯრებშიც შედის და რომანტიკის შეგრძნებას ქმნის. მასში არის რაღაც ისეთი, რაც ყველა ქვეყნის ხალხებს ბავშვობას აგონებს… წაბლი სასურველი სასუსნავია მისი მომზადების სიიოლის გამოც. ევროპის ბაზრებსა თუ სუპერმარკეტებში წაბლი არა მხოლოდ შემოდგომაზე, არამედ  ზამთრის პირველ ნახევარშიც … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე

გამოწერა

Get every new post delivered to your Inbox.

Join 12,111 other followers