ხის რესტორანი ლიუბლიანას გოლფის მოედანზე

სლოვენიის დედალაქ ლიუბლიანასა და მისსავე აეროპორტს შორის მდებარეობს გოლფის 18 ორმოიანი მოედანი ლამაზად შეკრეჭილი ბალახით, ორი ტბითა და ღია სათამაშო სივრცით, სადაც გოლფის როგორც დამწყებ, ისე პროფესიონალ მოთამაშეებსაც შეუძლიათ ისიამოვნონ საყვარელი საქმიანობით. 2010 წელს აქვე გაიხსნა ხის რესტორანი “ევერგრინი”, რომელიც ახალი ხის შენობის პირველ სართულებზეა განლაგებული. ეს არის ხის, ჟანგისფერი რკინის ფირფიტებისა და ძროხის ტყავის მასალის … Continue reading

სასტუმრო და რესტორანი ფონტევროს სააბატოში

საფრანგეთში, ლიონში მდებარე ფონტევროს (ბენედიქტელთა) სააბატო ჩვ.წ.აღ.-ით 1101 წელს დაარსდა, დღეს კი აქ 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო და ბარ-რესტორანია, რომელიც სააბატოს ოთხი მონასტრიდან ერთ-ერთში, სენთ ლაზარეს მონასტერშია განლაგებული. ფონტევროს სააბატოში სამონასტრო ცხოვრება 1792 წლის საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ დასრულდა. 1804 წლიდან 1963 წლამდე შენობაში ციხე იყო განთავსებული. 1975 წლიდან სააბატო კულტურულ ცენტრად გადაიქცა, 2000 წელს კი ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის … Continue reading

რესტორანი Story ჰელსინკის ბაზარში

რესტორანი Story, რომელიც ჰელსინკიში (ფინეთი), ძველი ბაზრის დარბაზის ტერიტორიაზე მდებარეობს, ძირითადად მარკეტის მყიდველზეა გათვლილი. თუმცა ამ ლამაზ ადგილს ყოველდღიურად უამრავი ტურისტი და უბრალოდ, დროის სასიამოვნოდ გატარების მსურველიც სტუმრობს.  რესტორნის მენიუ მთლიანად ექსკლუზიურია – აქ ჰელსინკის ყველაზე გამოცდილი მზარეულები მუშაობენ. როგორც ამბობენ, აქ “საუკეთესო საჭმელი საუკეთესო ინგრედიენტებისაგან მზადდება” – რესტორნის მენიუში შემავალი ყველა კერძი ამავე მარკეტში შეძენილი პროდუქციით … Continue reading

განახლებული რესტორანი Noma – ისევ საუკეთესო მსოფლიოში

ცნობილი დანიური რესტორანი “ნომა” რამდენიმე თვის წინ განახლებული ინტერიერით წარდგა. შენობის რესტავრაციისა და  ინტერიერის დიზაინის პროექტი არქიტექტურულმა სტუდიამ Space შეიმუშავა. მფლობელების პრინციპული მოთხოვნის თანახმად, დიზაინერებს შენობაში მაღალტექნოლოგიური და კონცეპტუალური დეტალების შეტანისგან თავი შეეკავებინათ, რათა რესტორანს თავისი უნიკალური ატმოსფერო და დახვეწილი სტილი შეენარჩუნებინა. ძველი საწყობის შენობაში მოწყობილი რესტორნის რესტავრირების პროცესს მხოლოდ სამი კვირა დასჭირდა. რესტორნის ინტერიერში სულ რამდენიმე … Continue reading

რესტორანი Twister კიევში

ამ პოსტში წარმოგიდგენთ უცნაურ რესტორანს სახელწოდებით Twister, რომელსაც არაორდინალური დიზაინი გამოარჩევს. კიევში მდებარე რესტორან Twister-ის პროექტი დიზაინერების – სერგეი მახნოსა და ვასილ ბუტენკოს ერთობლივი ნამუშევარია. რესტორანში ორი ზონაა გამოყოფილი – ორსართულიანი სასადილო ნაწილი და chill-out ბარი. პირველი მათგანის დიზაინის შესაქმნელად შთაგონების წყარო ორი სტიქია – წვიმა და ტორნადო იყო. მეორე სართულზე მოწყობილია ექვსი პრივატული ზონა, რომლებიც, როგორც დიზაინერები ამბობენ, “ტორნადოს მოტივებზეა … Continue reading

ფერადი ინდური რესტორანი მონრეალში

სანელებლების არაჩვეულებრივი არომატი, ფერებისა და უჩვეულო ფორმების სიმრავლე, ჰარმონიული ქაოსი – ასე წარმოადგინა ინდური ხასიათი კრეატიულმა დიზაინერმა ჟან დე ლესარმა მონრეალში (კანადა) მდებარე ინდური რესტორნის Rasoï-ს პროექტირებისას. რესტორნის ინტერიერის პროექტზე მუშობისას ლესარი შეეცადა ინდური სამზარეულო არქიტექტურული ელემენტებისა და მკვეთრი შეფერილობების უჩვეულო კომბინაციებით წარმოედგინა. კონტრასტული მასალების შეხამებით მან თანამედროვე, ეკლექტური ატმოსფერო შექმნა. რესტორანში ოთხი სასადილო ზონაა, რომელთა მოსაწყობადაც ხის კომფორტული ავეჯი … Continue reading

The Churchill Arms – ყვავილოვანი პაბი ლონდონში

ეს არაჩვეულებრივი შენობა ლონდონურ პაბს The Churchill Arms-ს ეკუთვნის. პაბი განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულზე და ზაფხულში, როცა მისი ფასადი მთლიანად ყვავილებით არის დაფარული. The Churchill Arms 1750 წელს აშენდა და ლონდონის ერთ-ერთ უძველეს პაბად მიიჩნევა. მე-19 საუკუნის დასაწყისში  პაბის ხშირი სტუმარი ყოფილა უინსტონ ჩერჩილის ბაბუა და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მას ჩერჩილის სახელი ეწოდა. პაბის ინტერიერი … Continue reading

რესტორანი Dabbous ლონდონში

რესტორანი Dabbous, რომელიც დღეისათვის მეტად პოპულარულ ინდუსტრიულ სტილშია მოწყობილი, ლონდონში 2012 წელს გაიხსნა. რესტორნის ინტერიერის დიზაინის პროექტი ეკუთვნის სტუდია Brinkworth-ის დიზაინერებს, რომლებმაც უპირატესობა სადა, თავდაჭერილ, მაგრამ ამავდროულად დიდებულ სტილს მიანიჭეს. რესტორნის ინტერიერი გაფორმებულია უჟანგავი მავთულის ბადეებით, ფოლადის, დეკორატიული შუშისა და ბეტონის ელემენტებით, ხოლო ავეჯი ნატურალური ხისა და მუქი ტყავისგანაა დამზადებული. მფლობელმა თავიდანვე უარი თქვა დეკორის ნივთების გამოყენებაზე. რესტორნის გახსნილი სივრცის მთავარი … Continue reading

MOJO iCuisine – ინტერაქტიული რესტორანი ტაიბეიში

კომპანია Moxie Design-ის არქიტექტორებმა ქალაქ ტაიბეიში (ტაივანი) რესტორან MOJO iCuisine-ს უნიკალური პროექტი განახორციელეს. პროექტის უნიკალურობას მაღალი ტექნოლოგიების ორიგინალურად გამოყენება განაპირობებს – რესტორნის სასადილო ზონაში განთავსებულია ორადგილიანი მაგიდები სენსორული ეკრანებით, რომელთა საშუალებითც შესაძლებელია მენიუს ნახვა, შეკვეთის გაფორმება, რეკლამებისა და საუკეთესო კომპიუტერული გრაფიკით შესრულებული კლიპების ყურება, თამაში, ანგარიშის მოთხოვნა, გადახდა და ციფრული “მაგიდის გადასაფარებლის” შეცვლაც კი 

ორიგინალური რესტორანი შვედეთში

რესტორანი Tusen, რომელიც სამთო-სათხილამურო კურორტ რამუნდბერგეტში (შვედეთი) მდებარეობს, არქიტექტურული ბიუროს Murman Arkitekter-ის პროექტია. რესტორანი 125 სტუმარზეა გათვლილი და სტუმრებს ძირითადად შვედური სამზარეულოს კერძებს სთავაზობს. ეს არქიტექტურული თვალსაზრისით საოცარი ნაგებობა მთლიანად არყის ხის მასალით აშენდა. რესტორნის ინტერიერი თანამედროვე სტილშია მოწყობილი. მაგიდების უმეტესობა ფანჯრებთანაა მიდგმული, საიდანაც ულამაზესი, ხელუხლებელი ბუნების არაჩვეულებრივი ხედი იშლება.

Hoto Fudo – იაპონური რესტორნის უცნაური არქიტექტურა

რესტორანი HOTO FUDO, რომელშიც მხოლოდ ტრადიციული იაპონური კერძები შეიძლება შეუკვეთოთ, იამანაშის პრეფექტურაში მდებარეობს. რესტორნის პროექტი კომპანია Takeshi Hosaka Architects-მა განახორციელა. უცნაური ფორმის რესტორანი, რომელიც უზარმაზარ ღრუბელს მოგვაგონებს, არაჩვეულებრივად ეხამება მთის ბუნებას – თითქოს შენობა ადამიანმა კი არა, თავად ბუნებამ ააგო. რესტორნის მთლიანი ფართი 530 კვადრატული მეტრია, საიდანაც 140 კვ/მ სამზარეულოს უჭირავს, ხოლო 50 – სამეურნეო … Continue reading

ალისა საოცრებათა რესტორანში

ლუის კეროლის ზღაპრის “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” მოტივებზე შექმნილი რესტორანი ერთ-ერთი ყველაზე უცნაურია ტოკიოში. რესტორნის ინტერიერი დრამატული დეკორაციებით არის გაფორმებული, ოფიციანტები კი “ალისას” გმირების კოსტიუმებში არიან გამოწყობილი. რესტორანში გამოყოფილია რამდენიმე თემატური ზონა, რომლებიც ფილმის სხვადასხვა სცენას ასახავს. რესტორნის ინტერიერის დიზაინზე იაპონური არქიტექტურული სტუდია Fantastic Design Works მუშაობდა. “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” მეოთხეა კომპანია Diamond Dining-ის სარესტორნო ქსელში.

ბოსნია-ჰერცოგოვინა: რესტორანი მთაში

რესტორანი Raduša ბოსნია-ჰერცოგოვინას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული სამთო-სათხილამურო ტრასასთან მდებარეობს. ზღვის დონიდან 1720 მეტრზე აგებული შენობიდან  მთებსა და ხეობაზე არაჩვეულებრივად ლამაზი ხედი იშლება. რესტორანი არქიტექტურულმა სტუდიამ 3LHD დააპროექტა. ამ არასტანდარტული შენობის ფასადი ფაქტობრივად მთლიანად შუშისაა და ჰარმონიულად ეხამება გარემოს. სტუმრებისათვის რესტორანში ადგილობრივი სამზარეულოს საუკეთესო კერძები მზადდება, რომელთა მირთმევა საოცრად მყუდრო ინტერიერში, უზარმაზარ ბუხართან შეიძლება. ინტერიერის მოსაპირკეთებლად და ავეჯის … Continue reading

უცნაური რესტორანი ბაობაბში

სამხრეთ აფრიკაში მდგარი სახელგანთქმული, გიგანტური ბაობაბის სანლენდის დიამეტრი 33 მეტრს აღწევს, ხოლო სიმაღლე – 33 მეტრს. ის მსოფლიოში უდიდეს ბაობაბად მიიჩნევა და რეგიონის ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობაა. ხე იმდენად დიდია, რომ მასში მთელი პაბი დაეტია და აბა ვის არ მოუნდება, ამ უზარმაზარი და უძველესი ხის ფუღუროში ფინჯანი ყავა ან ლუდი მიირთვას? ბაობაბი სანლენდი მასში რესტორნის გაკეთების … Continue reading

წყალქვეშა რესტორანი წითელ ზღვაში

ეს საოცარი ადგილი ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ნახოს. რესტორანი განლაგებულია ეილათში, ისრაელის უკიდურეს სამხრეთით მდებარე ქალაქში. ის 1998 წელს ეკოლოგიურად მეტად დაბინძურებულ ადგილზე ააშენეს. წყალქვეშა სტრუქტურის პროექტირებისა და დაგეგმვის პროცესი ოთხი წელი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ხელოვნურად შეიქმნა მარჯნის რიფები, რათა ოდესღაც მშვენიერი წყალქვეშა სამყარო ნელ-ნელა აღედგინათ. შენობის აგებას კიდევ ოთხი წელი დასჭირდა. … Continue reading

ფუტურისტული რესტორანი ნორვეგიის მთებში

უცნაური, ფუტურისტული რესტორანი „ტროლების კედელი“ ნორვეგიის მთებში მდებარეობს და საოცრად ეხამება იქაურ ულამაზეს გარემოს. Reiulf Ramstad Arkitekter-ის გუნდისა და ადგილობრივი მცხოვრებლების წყალობით, ტურისტებს მთაზე გამოკიდებულ უნიკალურ რესტორანში სადილობის შესაძლებლობა ეძლევათ. ეს არაჩვეულებრივი არქიტექტურული ქმნილება 7600 ფუტ ტერიტორიას იკავებს და ტურისტებზე ჰიპნოზივით მოქმედებს. რესტორნის კედლები მთლიანად შუშისგანაა გაკეთებული – მათზე ძალიან ლამაზად ირეკლება მზის სხივები და … Continue reading

მსოფლიოს ყველაზე ძველი რესტორნები

გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, მადრიდის რესტორანი ბოთინი (Botin) ყველაზე ძველი მოქმედი რესტორანია მსოფლიოში, რომელმაც მუშაობა ჯერ კიდევ 1725 წელს დაიწყო. მაგრამ ბევრ სხვა რესტორანსაც უძველესის წოდებაზე სრულიად სამართლიანად აქვს პრეტენზია. St. Peter Stiftskeller – das Restaurant (წმინდა პეტრეს მონასტრის სარდაფი). ზალცბურგი, ავსტრია ეს რესტორანი უძველესად მიიჩნევა ცენტრალურ ევროპაში. რესტორანი წმინდა პეტრეს მონასტრის კედლებში ამოქმედდა. მის … Continue reading

ზანზიბარი: უჩვეულო რესტორანი კლდეზე

ინდოეთის ოკეანეში, ზანზიბარის სანაპიროს ახლომახლო, რესტორანი პირდაპირ სალ კლდეზეა მოწყობილი. პატარა რესტორანს, სადაც ზღვის პროდუქტებისაგან დამზადებული კერძები შეგიძლიათ მიირთვათ, მოკლე და გასაგები სახელი აქვს – Rock (კლდე). იქამდე მიღწევა სხვადასხვა საშუალებით შეიძლება. ყველაფერი ზღვის მიქცევა-მოქცევაზეა დამოკიდებული. იქ შეგიძლიათ მიხვიდეთ ფეხით (მიქცევის დროს) და ნავით (შესაბამისად, მოქცევის დროს). რესტორანი ზღვის პროდუქტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. არის სასმელების დიდი … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე