KNIGHT XV – ჯავშნიანი მონსტრი

Knight XV – ეს ჯავშნიანი ყველგანმავალი, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება Hammer-ს როგორც ზომით, ისე ნებისმიერი სხვა პარამეტრით, კომპანია Conquest Vehicles-მა შეიმუშავა. ავტომობილი მთლიანად ჯავშნიანია და მდგრადია როგორც ტყვიების, ისე აფეთქების მიმართაც. Knight XV სალონი ძალიან კომფორტულია. მასში არის ტელევიზორი, კომპიუტერი, მულტიმედია ცენტრი და ბევრი სხვა დევაისი. კომპანიამ ამ ავტომობილის მხოლოდ შეზღუდული სერია (100 ეგზემპლარი) გამოუშვა. მისი … Continue reading

WIESMANN-ის კონცეპტი SPYDER

გერმანული ავტომწარმოებლის Wiesmann-ის კონცეპტი Spyder  სიჩქარის ფანატებზეა ორიენტირებული. მართალია კონცეპტის დიზაინში Wiesmann-ის ტრადიციული შტრიხებიც იკვეთება, მაგრამ კომპანიის რეტრო სტილის მოდელებთან შედარებით Spyder ცოტა ფუტურისტულადაც კი გამოიყურება. 420 ცხენის ძალიანი V-ტიპის რვაცილინდრიანი ძრავა 4 წამში 100 კმ/სთ-ს აკრეფის საშუალებას და 290 კმ/სთ-ს განვითარების საშუალებას იძლევა. დაათვალიერეთ Spyder-ის ფოტოები ჩვენს გალერეაში: 

ინოვაციური სუპერავტობუსი სტუდენტებისთვის

ნიდერლანდების ერთ-ერთი უნივერსიტეტის UT Delft-ის სტუდენტებმა შეიმუშავეს სამგზავრო ეკოავტობუსის პროტოტიპი, რომელსაც 23 მგზავრის 250 კმ/სთ-ით გადაადგილება შეუძლია. ავტობუსი აკუმულატორების ენერგიაზე მუშაობს. ფუტურისტული ავტობუსი დაფუძნებულია ექვსბორბლიან პლატფორმაზე. Superbus-ის ინტერიერი, როგორც მოსალოდნელი იყო, მეტად კომფორტულია და შეესაბამება თვითმფრინავის ბიზნეს კლასის კომფორტს. შესაბამისად, მგზავრობის ღირებულებაც საზოგადოებრივ ტრანსპორტთან შედარებით ბევრად მაღალი იქნება. სუპერბასის პროექტის შემმუშავებელთა ჯგუფს გამომგონებელი ბუბო ოკელსონი … Continue reading

FERRARI F40 ისევ მონაკოს აუქციონზეა

ეს არის ძალიან იშვიათი 1987 წლის Ferrari F40-ის პროტოტიპი, რომელიც შარშან, 12 მაისს RM Auctions – მონაკოს აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს. თუმცა, როგორც ჩანს, ავტომობილს მყიდველი ჯერ კიდევ არ გამოუჩნდა. F40-ის ეს პროტოტიპი ერთ-ერთია აქამდე ცნობილი ფერარის F40-ის რვა პროტოტიპიდან. მისი ღირებულება თავიდან 700-დან 900 ათას ფუნტ სტერლინგამდე იყო, დღევანდელი მონაცემებით კი საწყისი ფასი 600 ათასი ფუნტი … Continue reading

ლეგენდარული ავტომობილი BMW 328

ლეგენდარული ავტომობილი BMW 328 კომპანიამ BMW პირველად 1936 წელს გამოუშვა. მაშინ ცოტა თუ ფიქრობდა, რომ ეს სპორტული ავტო სამუდამოდ შეცვლიდა კომპანიის იმიჯს. მანქანის წინა ნაწილის დიზაინი, ზოგიერთი მონაცემით, Peter Szymanowski-მა შექმნა, ხოლო სხვა ცნობით, Kurt Joachimson-მა. რაც შეეხება პროგრესულ საინჟინრო გადაწყვეტებს, რომლებიც ახლა BMW-ს სხვადასხვა მოდელში გამოიყენება, Fritz Fiedler-ს ეკუთვნის. BMW 328-ის მთავარი ღირსებები მაღალი … Continue reading

CITROEN SURVOLT – სარბოლო ელექტრომობილი

Citroen Survolt – თითქმის უხმაურო სარბოლო ავტომანქანა, რომელიც მხოლოდ ელექტროენერგიით იკვებება! 100 კმ/სთ-ს 5 წამში კრეფს. ეს ავტომობილი სერიულ წარმოებაში არაა ჩაშვებული, ექსკლუზიური ეგზემპლარის ფასი კი 1 500 000 დოლარია. დაათვალიერეთ Citroen Survolt-ის ინტერიერისა და ექსტერიერის ფოტოები:

მავთულის ტრანსპორტი

ჩინელმა მხატვარმა ში ცზინდიანმა ფოლადის მავთულის გამოყენებით სატრანსპორტო საშუალებების იდეალური ასლები შექმნა. „არ მომწონს მძიმე და მაგარი მასალა, მე მშვენიერ და დახვეწილ საგნებს ვამჯობინებ“, – ამბობს ში ცზინდიანი. „ფოლადის მავთული შესანიშნავი საშუალება აღმოჩნდა ჩემი ჩანაფიქრის განსახორციელებლად“. თავისი ნამუშევრების შესაქმნელად მხატვარმა ჯერ სამგანზომილებიანი სტრუქტურების შექმნის ტექნოლოგია შეისწავლა, შემდეგ კი ტრანსპორტი მავთულით „მოქსოვა“. მავთულით დამზადებული მოდელები რეალურ ობიექტებს აბსოლუტური სიზუსტით … Continue reading

4 წლის ქალიშვილისთვის სამოგზაურო ტრაილერის ასაგებად დახარჯული რამდენიმე მილიონი და 4 წელი

მრავალმხრივი ნიჭის მქონე, მეტად წარმატებული ადამიანი ბრენ ფერენი ტექნოლოგიებისა და დიზაინის კომანიას Applied Minds-ს ხელმძღვანელობს. მანამდე იგი უოლტ დისნეის ვიზუალური პროდუქციის კვლევისა და განვითარების ცენტრის პრეზიდენტი იყო. თუმცა მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოწვევა 4 წლის ქალიშვილისთვის მოგზაურობის, გამოცდილებისა და ცოდნის უსაფრთხო გზის შემუშავება აღმოჩნდა. შვილისთვის კარგი მომავლის უზრუნველსაყოფად ყველა თავისებურ გზას პოულობს, ბრენ ფერენმა კი საკუთარი ქალიშვილისთვის მსოფლიოში უდიდესი … Continue reading

შოტლანდია: სასტუმრო სახანძრო მანქანაში

ევიმორში (შოტლანდია) ინშრიაკების საგვარეულო მამულში ერთი უცნაური სასტუმრო არსებობს. ის ძველისძველ სახანძრო მანქანის ძარაზეა მოწყობილი და მხოლოდ ორ ადამიანზეა გათვლილი. არაორდინალურ სასტუმროს Beer Moth ჰქვია, ხოლო ავტომობილი, რომელშიც სასტუმროა განთავსებული, 1956 წლის Commer Q4-ია. მრავალი წლის წინ ის სახანძრო სამსახურის ბალანსზე ირიცხებოდა. სასტუმროს ინტერიერი თითქმის მთლიანად მეორადი ავეჯითა და აქსესუარეებითაა დეკორირებული. აქ დგას ვიქტორიანული სტილის ძველისძველი ფართო საწოლი, სავარძელი … Continue reading

მერსედესი ზომბებისგან თავდასაცავად – 5 მილიონად

როგორც ჩანს ზომბების შესაძლო შემოსევის იდეა ბევრს, მაგალითად, “მერსედეს ბენცის” წარმომადგენლებს, სულაც არ ეჩვენება სასაცილოდ – როდესაც/თუ ზომბების შემოსევა დაიწყება, სიცოცხლის გადასარჩენად ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი Mercedes Hunter X6 იქნება. ზომბების აპოკალიფსის დროს თავდასაცავად შექმნილი Mercedes Hunter X6 ფაქტობრივად ყველაზე უსაფრთხო მობილური სახლია მსოფლიოში. მისი ღირებულება 5 მილიონ დოლარს შეადგენს. ავტომობილს, რომელიც ექვსი ადამიანის საცხოვრებლად არის განკუთვნილი, კომფორტული … Continue reading

საბრძოლო ტანკები. ნაწილი II

ომებს შორის პერიოდის (1919-1938) ტანკები მსოფლიო ომებს შორის პერიოდში ტანკების კონსტრუირების სამუშაოებში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის გარდა, სხვა „მოთამაშეებიც“ ჩაერთნენ. ამ პერიოდში მსოფლიო ზესახელმწიფოების გენერალური შტაბები და მთავრობები პირველი მსოფლიო ომის შედეგებს აფასებდნენ და მომდევნო, გაცილებით სისხლიანი ომის გარდაუვალობაც ესმოდათ, შესაბამისად ისინი გლობალური სამხედრო მოქმედებების სტრატეგიაზეც მუშაობდნენ. გენერალური შტაბების შემუშავებული სტრატეგიები სატანკო ნაწილებს დიდ … Continue reading

ხის “მერსედესი”

ორმა გერმანელმა ოსტატმა დუისბერგიდან 1955 წლის Mercedes-Benz 300SL-ის ნატურალური ზომის ხის მოდელი დაამზადა. ორიგინალისაგან მოდელს მხოლოდ ფარების ფორმა გამასხვავებს. ხის ავტომობილის სიგრძე 4520 მილიმეტრია, სიგანე – 1790 მმ, ხოლო სიმაღლე 1300 მმ. ავტომობილი შესრულებულია მასშტაბით 1:1 ტექის (ტექტონას) ხის მასალისგან. საინტერესოა, რომ ავტომობილის ბორბლები ფუნქციურია და სურვილის შემთხვევაში მანქანის გაგორებაც შეიძლება. შარშან ხის მერსედესი გასაყიდად eBay-ს აუქციონზეც გაიტანეს. საწყისი … Continue reading

მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომობილი

მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომობილს, რომელსაც საგზაო მოძრაობის ლიცენზია აქვს, Wind Up ეწოდება. ავტომობილი სათამაშოს უფრო გავს და ალბათ, ქუჩაში მისი ყოველი გამოსვლისას ცნობისმოყვარეთა ჯგუფები იკრიბება, რომლებსაც ტექნიკის ამ საოცრების დათვალიერება სურთ. ავტომობილის სიმაღლე სულ 104 სანტიმეტრია, სიგრძე 129,5 სმ, ხოლო სიგანე 66 სმ. თუმცა მას აქვს ყველაფერი, რაც ჩვეულებრივი ზომის ავტომობილს სჭირდება – უსაფრთხოების ღვედით დაწყებული, … Continue reading

საბრძოლო ტანკები. ნაწილი I

ტანკი შეჯავშნული, მუხლუხებიანი საბრძოლო მანქანაა და როგორც წესი, მისი ძირითადი შეიარაღება ქვემეხის ტიპისაა. ტანკთმშენებლობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე პერიოდულად უშვებდნენ ტანკებს ტყვიამფრქვევის ტიპის შეიარაღებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი სარაკეტო შეიარაღების მქონე ტანკის შექმნის ექსპერიმენტებიც ჩატარდა. ცნობილია ასევე ცეცხლსატყორცნიანი ტანკის ვარიანტებიც. ტანკების ძირითადი განსხვავება სხვა ქვემეხით შეიარაღებული, მუხლუხებიანი საბრძოლო მანქანებისგან მაღლობებსა და ჰორიზონტალური სამიზნეებისკენ სროლის კუთხის … Continue reading

ვუპერტალის დაკიდებული ტრამვაი

ეს უკუღმა დაკიდებული გზა ქალაქ ვუპერტალში (გერმანია) 1901 წელს აშენდა და დღეისთვის მსოფლიოში უძველეს მონორელსურ გზად მიიჩნევა – საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსგავს მოდელს დღეს მსოფლიოში ვერსად შეხვდებით.  ვუპერტალის ინდუსტრიალიზაცია მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო. იმ დროისთვის ქალაქის მოსახლეობის რიცხვმა 400 ათას ადამიანს მიაღწია და განვითარების დონით კიოლნსაც გადააჭარბა. ქალაქის ეტლებითა და ფეხით მოსიარულეებით სავსე გზებზე ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის … Continue reading

ქრის მერლოუს „მოტომფრენი“ – მოტოციკლი და ვერტმფრენი ერთად

ყოფილმა ვერტმფრენის მფრინავმა და ენთუზიასტმა ქრის მერლოუმ ააგო ვერტმფრენი, რომელიც მოტოციკლის მსგავსად იმართება. საფრენ აპარატს ორი პროპელერი აქვს, რომელიც იგივე პრინციპითაა შექმნილი, როგორც ამერიკული კომპანია „ბოინგის“ CH-47 „ჩინუკი“. ამ ვერტმფრენზე ისევე ჯდება პილოტი, როგორც მოტოციკლზე და იგივენაირად მართავს – გაზის მიცემის შემდეგ მიემართება წინ და შემდეგ ორი დიდი პროპელერის დახმარებით ზემოთ ფრინდება. მერლოუმ თავის პირმშოს … Continue reading

V8 Hotel – ავტოსასტუმრო შტუტგარტში

გინდათ დაიძინოთ როლს როისში ან კადილაკში? – სასტუმრო V8 Hotel-ში, რომლის დიზაინიც მთლიანად საავტომობილო თემატიკაზეა აგებული,ეს პრობლემა არ არის. სასტუმროს 34 ნომრიდან თითოეული ავტომობილის სხვადასხვა მარკის ისტორიას ასახავს. საწოლები ძველი მანქანებისგან არის გაკეთებული, კედლები კი ავტომობილების ფოტოებით ან ავტო და საგზაო თემატიკასთან დაკავშირებული აქსესუარებითაა გაფორმებული. ავტოდიზაინი წვრილმანებამდეა გათვლილი –  ძველი ძრავისაგან გაკეთებული მაგიდა, საგზაო ნიშნები და ვარსკვლავებიანი … Continue reading

Cadillac 2014 ELR-ის წარმოებას წელს დაიწყებენ

კომპანია Cadillac-ის ახალი ელეგანტური მოდელის Cadillac 2014 ELR-ის სერიულ წარმოებაში ჩაშვება 2014 წლის ბოლოს იგეგმება. მწარმოებელი, ჯერჯერობით, არ ჩქარობს ამ მეტად კომფორტული კუპეს ყველა ტექნიკური დეტალის გამხელას, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ავტომობილს ექნება ელექტროძრავა, ლითიუმ-იონური აკუმულატორი და ოთხცილინდრიანი ბენზინის ძრავა-გენერატორი. ავტომობილი Cadillac 2014 ELR პირველ რიგში იყენებს ელექტროძრავას, ხოლო მარაგების ამოწურვის შემდეგ გადაერთვება ბენზინის ძრავაზე. ჯერჯერობით, … Continue reading

მსოფლიოში ყველაზე საშიში გზა

დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გზად ჩინეთის პროვინცია ჰუნანში, ტიან მენ შანში არსებული გზა მიიჩნევა, რომელსაც “99 მოსახვევის გზასაც “უწოდებენ. “ზეცისკენ მიმავალი გზის” მშენებლობა1998 წელს დაიწყო და რვა წელი გრძელდებოდა. გზის ყველაზე დაბალი ნაწილი ზღვის დონეზე 200 მერტით დაბლაა გაყვანილი, ხოლო ყველაზე მაღალი წერტილი კი – ზღვის დონიდან 1300 მეტრ სიმაღლეზეა. მათთვის, ვისაც ამ შიშისმომგვრელ გზაზე … Continue reading

BMW X5 2014-ის გაყიდვა დიდ ბრიტანეთში ნოემბერში დაიწყება

BMW X5-ს დებიუტი ფრანკფურტის ავტოშოუზე შედგა და ზოგიერთი აქამდე დამალული დეტალიც გახმაურდა.  კერძოდ,  ავტომობილი გაყიდვაში 16 ნოემბერს გამოვა. პირველი ეგზემპლარები დიდ ბრიტანეთში გაიყიდება. ახალ BMW X5-ს ევოლუციური დიზაინი აქვს, რაც ავტომობილის ძველი ვერსიიდან არის აღებული. ინტერიერიც BMW-ს ნებისმიერი მოყვარულისთვის ნაცნობია, მხოლოდ თვალში გხვდება 10,2 დიუიმიანი დისპლეი და სენსორული სისტემა iDrive. ყველა მასალა, რომელიც ქროსოვერის სალონის მოპირკეთებისთვისაა გამოყენებული – … Continue reading

Terrafugia-ს მფრინავი ავტომობილი

ამერიკულმა კომპანიამ Terrafugia ჰიბრიდულ ძრავაზე მომუშავე მფრინავი ავტომობილის კონცეფცია შეიმუშავა. ავტომობილი ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის ფუნქციებით არის აღჭურვილი.  მფრინავი ავტომობილი დროებითი სახელწოდებაა TF-X. მისი ჰიბრიდული ძრავის დამუხტვა ჩვეულებრივ ელექტროქსელშიც იქნება შესაძლებელი. ძრავა Terrafugia TF-X-ს სიმძლავრე 500 ცხენის ძალას შეადგენს და ერთი დამუხტვით 800 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. Terrafugia TF-X-ის მართვის ყველა მექანიკური ელემენტი ელექტრონულით შეიცვლება. ამასთან, როგორც კომპანიის წარმომადგენლები … Continue reading

საბრძოლო ტანკი Vickers Mk–7

ტანკ Mk–7 ვიკერსის ტაქტიკურ–ტექნიკური მახასიათებლები საბრძოლო წონა, ტ. – 54, 64. ეკიპაჟი – 4 ადამიანი. გაბარიტული ზომები, მმ: სიგრძე წინ გაშვერილი ქვემეხის გათვალისწინებით – 10,950 სიგანე – 3,420 სიმაღლე – 2,540 კლინერსი – 500. ჭურვსაწინააღმდეგო ჯავშანი. შეიარაღება: 120 მმ–იანი ნაჭდევიანი ქვემეხი; ორი 7,62 მმ–იანი ტყვიამფრქვევი. საბრძოლო კომპლექტი: 50 გასროლა, 2000 პატრონა. ძრავი: MB-873 Ka-51,12–ცილინდრიანი; V-ს … Continue reading

სუპერჯიპი Ener-G-Force 2025

მერსედესის ეს Hi-Tech-ვერსია სახელგანთქმული გელენდვაგენების სტილური შტრიხების საფუძველზე შეიქმნა და შესაძლოა მომავალში G-კლასის ავტომობილები მთლიანად ჩაანაცვლოს. გერმანული ავტომწარმოებლის Mercedes-Benz-ის სუპერქროსოვერი – Ener-G-Force 2025 კომპანიის დიზაინის ამერიკულმა ბრენჩმა Mercedes-Benz Advanced Design Studio-მ მოამზადა. ამ „ფუტურისტული ჯიპის“ პროექტის მთავარი ავტორი კორეელი ავტოდიზაინერი ჰიუბერტ ლია (Hubert Lee). ლის ნამუშევრებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული Mercedes F 800-ის კონცეფციაა. თავდაპირველი ჩანაფიქრით … Continue reading

3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

ავსტრიულმა კომპანიამ Marchi შექმნა უნიკალური სახლი-ავტომობილი, რომელსაც EleMMent Palazzo უწოდა. ეს არის უნიკალური ორსართულიანი სახლი-ფურგონი უამრავი ორიგინალური ფუნქციითა და შესაძლებლობით. მაგალითად, ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით დივანი შეიძლება გადააქციოთ ბარის პატარა მაგიდად და სკამად. EleMMent Palazzo-ში არის ფაქტობრივად ყველაფერი, რაც ოჯახს კომფორტული ცხოვრებისთვის შეიძლება დასჭირდეს – სამზარეულო, სააბაზანო, საძინებელი და დასასვენებელი ზონები, ასევე ყველანაირი ტექნიკა და … Continue reading

სწრაფი და ლამაზი Dodge SRT Viper GTS

Dodge SRT Viper GTS – ულამაზესი დიზაინის მქონე სუპერავტომობილია, რომელსაც Dodge-ს ტექნოლოგები ხელით აწყობენ დეტროიტში. ავტომობილი კომპანია Dodge-მ პირველად ის ნიუ იორკის საერთაშორისო ავტოშოუზე წარადგინა, სადაც კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა. Dodge SRT Viper GTS-ის წარმოების პროცესში ყველაზე თანამედროვე მასალები გამოიყენება. ათცილინდრიანი ძრავისთვის რეკომენდებულია მხოლოდ სპეციალური სინთეტიკური ზეთი Pennzoil 0W40, რომლის შეცვლაც საჭიროა ყოველ 10 ათას … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე