ფეხსაცმელების საცხობის ახალი კოლექცია

ფეხსაცმელების მწარმოებელმა კომპანიამ მათთვის, ვინც ერთნაირად გიჟდება ნამცხვრებსა და ფეხსაცმელებზე, ორიგინალური დიზაინის პროდუქცია გამოუშვა – The Shoe Bakery-ს მიერ წარმოდგენილი ახალი კოლექციის თითოეული ექსპონატი ისე გამოიყურება, შეჭმა მოგინდება 😉 😉 კოლექციაში წარმოდგენილია ათამდე ქალის ფეხსაცმელი, რომელთა ზედაპირიც მეტისმეტად წააგავს ტორტებს, დონატებსა და სხვა ნამცხვრებს. “მთავარია სახლში, სადაც ბავშვებიც ცხოვრობენ, ასეთი ფეხსაცმელი უმეთვალყურეოდ არ დატოვოთ – მეტისმეტად მადისაღმძვრელად გამოიყურება 😉 ” – … Continue reading

Wildfox Couture-ს პლაჟის კოლექცია

Wildfox Couture-მ თვის ლუქბუქში საცურაო კოსტუმების კოლექცია წარმოადგინა. გადაღებებში მონაწილეობას იღებდნენ პროფესიონალი სერფერები ჰანალეი რეფონთი (Hanalei Reponty) და ემა შთერნ ნილსენი (Emma Stern Nielsen). დაათვალიერეთ Wildfox Couture-ს საცურაო კოსტუმების კოლექცია და ისიამოვნეთ 😉 ❤

ნარინჯისფერი მელია ჰერმესის მაღაზიის ვიტრინაში

დღეს, როცა დიზაინერების უმრავლესობა თავიანთი კრეატიული აზროვნების დემონსტრირებას ციფრული ტექნოლოგიებით ამჯობინებს, ფრანგული დიზაინ სტუდიის Zim & Zou შექმნილი ვიტრინა Hermes-ის მაღაზიისთვის ბარსელონაში ( Passeo de Gràcia, Barcelona) ორიგინალურობით ნამდვილად გამოირჩევა – ვიტრინაში გამოდებული ყველა ნივთი ტყავისა და ქაღალდისგან, ხელით არის დამზადებული. ვიტრინაში დასახლებულმა მელამ თან თავისი ავეჯი, დეკორაციები და პირადი ნივთები წამოიღო – ასეთია მისი ისტორია. მელას სახლის … Continue reading

ტეხასელი დალაქი

მხატვარი და პარიკმახერი – ამ ორი პროფესიის შეხამებით რობერტო ფერელიმ საოცარი შედეგის მიღება მოახერხა. ტეხასელმა პარიკმახერმა ყველაფერი პატარა ბავშვების მიერ მოთხოვნილი მარტივი სიუჟეტებით დაიწყო და დღეს რობი ნებისმიერი სირთულის ნახატს ხატავს კლიენტების თავებზე. პირველი სერიოზული ნახატი რობიმ მისი ძმის თავზე გააკეთა – ეს იყო თუფაქ შაქურის პორტრეტი. “ყოველთვის მინდოდა, არტისტი ვყოფილიყავი. პატარაობიდანვე. მსურდა რაიმე სრულიად განსხვავებული გამეკეთებინა”, – … Continue reading

ყველაზე ძვირადღირებული ჩანთები

ცნობილი დიზაინერების მიერ ზოგიერთი ჩანთა სტილის, ფუფუნებისა და სტატუსის სიმბოლოდ იქცა. ერთ-ერთი საპატიო ადგილი ამ სიაში, ალბათ, ჩანთა Birkin-ს ეკუთვნის, რომელსაც სახელი მსახიობის და მომღერლის ჯეინ ბირკინის პატივსაცემად დაერქვა. ამ ჩანთის ფასები 7 400 დოლარიდან 150 ათას დოლარამდეა და დამოკიდებულია მასალასა და ზომაზე. კომპანია „ჰერმესი“ ამ ჩანთებს ხბოს, ნიანგის, ხვლიკის და სირაქლემას ტყავისგან ამზადებს. ყველაზე … Continue reading

დეკორატიული კოსმეტიკის წესები: დავიცვათ თუ დავარღვიოთ?

დეკორატიული კოსმეტიკის მომხმარებელი ქალბატონების უმრავლესობა მუდმივად იცავს გარკვეულ წესებსა და სტანდარტებს თუმცა, ასეთი წესების უმრავლესობა უკვე დიდი ხნის წინ შეგვეძლო მშვიდად დაგვერღვია და დაგვევიწყებინა. პომადა და ტუჩის კონტური აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს ბევრი ლამაზმანი დღეს ფიქრობს, რომ ეს წესი ცოტა მოძველებულია და სრულიად მშვიდად შეგვიძლია პომადის წასმის შემდეგ ტუჩის კონტური განსხვავებული ფერის კოსმეტიკური საშუალებით შემოვივლოთ. … Continue reading

რატომ იკეთებენ პირსინგს

მიუხედავად იმისა, რომ პირსინგი დიდი ხანია უცხო ხილი აღარ არის, მაინც ხშირად მსმენია ფრაზა: „ვერ გამიგია, რატომ იკეთებენ პირსინგს“. ამაზე ჩემი პასუხი ყოველთვის ერთია – რატომაც არა?! იმ ადამიანების ქცევის მოტივის გარკვევისას, ვინც სხეულის ამა თუ იმ ადგილზე პირსინგს იკეთებს ანუ ე.წ. პირსინგის ფსიქოლოგიის გარკვევისას უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში პირსინგი – მორთულობაა. აქედან გამომდინარე … Continue reading

ჩანთის ისტორია: პირველად იყო… ტომარა

ლამაზი ჩანთა ბევრი ქალის სისუსტეა, ისევე როგორც ხარისხიანი ფეხსაცმელი. ამ აქსესუარის გარეშე ვერ ნახავთ ვერცერთ საკუთარი თავის პატივისმცემელ ქალს, ასაკისა თუ სოციალური მდგომარეობის მიუხედავად. ჩანთა ერთმნიშვნელოვნად უნდა ჰქონდეს ყველას და პრინციპი „რაც მეტი, მით უკეთესი“, ფაქტობრივად, ყოველთვის მოქმედებს. მოდის ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ქალის ჩანთა, მისი თანამედროვე გაგებით წარმოიშვა, როგორც მამაკაცის ტანსაცმელზე ჯიბის ალტერნატივა. შუასაუკუნეებში ევროპელები … Continue reading

10 კაბა სამეფო ქორწილისათვის

ბოლო სამეფო ქორწილი, რომელიც 2011 წლის 29 აპრილს შედგა, ალბათ, ყველას კარგად ახსოვს, ამიტომ  ქეით მიდლტონის კაბაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. მხოლოდ წარმოგიდგენთ 10 საქორწინო კაბას პრინცესებისთვის – საინტერესო ისტორიითა და დიზაინით.  მეთე მარით ჰეიბისა და ნორვეგიის პრინცის ჰააკონის ქორწილი მეთე მარით ჰეიბისა და ნორვეგიის პრინცის ჰააკონის ქორწილი, რომელიც 2001 წლის 25 აგვისტოს შედგა, საკმაოდ … Continue reading

საინტერესო ფაქტები მოდის ისტორიიდან

მოდის ისტორია, ალბათ, მაშინ დაიწყო, როცა ადამიანებმა პირველად მოიგონეს რაღაც ტანსაცმლის მაგვარი. მას შემდეგ კაცობრიობა სამოსს  არა მხოლოდ პირდაპირი ფუნქციით, არამედ არავერბალური კომუნიკაციის ერთგვარ საშუალებადაც იყენებს. ტანსაცმლის საშუალებით  მის მფლობელზე საკმაო ინფორმაციის მიღება ნებისმიერ ეპოქაში იყო შესაძლებელი. სწორედ ამ გარემოებასთანაა დაკავშირებული მოდის ისტორიის ზოგიერთი საინტერესო ფაქტი. ამბობენ, რომ მოდა სიტყვის თავისუფლების თავისებური ფორმაა, სამოსისა და აქსესუარების … Continue reading

ჯანსაღი თმის საიდუმლო

ნებისმიერი ქალი, რომელიც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავს, ლამაზ და ჯანსაღ თმაზე ოცნებობს და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს. თუ მამაკაცს ვკითხავთ, „რას აქცევთ ქალის დანახვისას ყურადღებას პირველ რიგში?“, მათ ნახევარზე მეტი გვიპასუხებს – „მის თმას!“ დღეს თმის გამაგრება, მისი აკურატულად და მოვლილად შენარჩუნება პრობლემა აღარ არის. ამ სფეროს ტექნოლოგიების განვითარება კი არა მხოლოდ თმის ხარისხიანად მოვლის, … Continue reading

ჯინსი – გარდერობის აუცილებელი კომპონენტი

ჯინსი ყველა თანამედროვე ქალის გარდერობის აუცილებელი ნაწილია. ჯინსი ისე უნდა აირჩიოთ, რომ მან ხაზი გაუსვას თქვენი ფიგურის ღირსებებს, ნაკლი კი შეძლებისდაგვარად დაფაროს. მოდელებისა და ფერების დღევანდელი მრავალფეროვნების პირობებში, ეს საკმაოდ იოლი გასაკეთებელია. სწორად შერჩეული ჯინსის შარვალი კარგად უნდა იჯდეს წელსა და საჯდომზე და აკურატულად ეშვებოდეს ფეხსაცმელებზე. სილუეტი ვიწრო ჯინსი მთელ ფიგურას ჭიმავს. ასეთი მოდელი არ … Continue reading

ვარსკვლავური პატარძლების საქორწინო ბეჭდები

ვარსკვლავური პატარძლები ხშირად არ კმაყოფილდებიან ტრადიციული ოქროს საქორწინო ბეჭდებით. ალბათ ყველაზე ცნობილი სამკაული ქეით მიდლთონის მსხვილი საფირონით შემკული პერსტენია. ეს საგვარეულო სამკაული კემბრიჯის ჰერცოგინიას მემკვიდრეობით ერგო, მანამდე კი ბეჭედს ლედი დი ატარებდა. საფირონიანი პერსტენი ოდესღაც დედოფალ ელიზაბეთ II ეკუთვნოდა. ქეით მიდლთონს ქორწილზე სხვა რამდენიმე ცნობილი ძვირფასეულობაც ეკეთა. პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ Cartier-ს ბრილიანტებიანი დიადემა, რომელიც … Continue reading

ზაკ ფოსენის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია, 2013

Alberta Ferretti 2013 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია

ალბერტა ფერეტის 2013 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია. 30 მოდელი.  

ქაღალდის კაბების კოლექცია მეთიუ ბროდისაგან

ბავშვობაში, ალბათ, ყველა გოგონას გამოუჭრია მუყაოს თოჯინები და ჩაუცმევია ქაღალდის კაბები, თუმცა ეს ბავშვური გასართობი ხანდახან მაღალი მოდის ნაწილიც ხდება. ცნობილმა ფოტოგრაფმა მეთიუ ბროდიმ ჟურნალ Madame Magazine-ს ერთ-ერთ ბოლო გამოშვებაში ახალი არტ პროექტი – ქაღალდის კაბების კოლექცია წარმოადგინა. რაღაც მსგავსს ოდესღაც იზაბელ დე ბორშგრავიც ქმნიდა, თუმცა ბროდის ნამუშევრები სრულებით არ ჰგავს მის ვიქტორიანული ეპოქის ქაღალდის … Continue reading

DuJour Magazine-ს საზაფხულო ფოტოსესია

DuJour Magazine-მ თავის ბოლო ნომერში ზაფხულის ფერადი იმიჯები გამოაქვეყნა. ფოტოსესიაში ამერიკელი მოდელი ჟაკლინ იაბლონსკი (Jacquelyn Jablonski)  მონაწილეობდა. ფოტოები ეკუთვნის ჰანს ფიურერს (Hans Feurer).

ლეგენდარული სინდი კროუფორდი Muse-ში

47 წლის ლეგენდარული ტოპ-მოდელი სინდი კროუფორდის (Cindy Crawford) ფოტოები Muse-ს ზაფხულის ნომერში (N34)  გამოქვეყნდა. კროუფორდის ულამაზესი ფოტოები ცნობილ ფოტოხელოვანს მარიანო ვივანკოს (Mariano Vivanco) ეკუთვნის. დაათვალიერეთ ჯერ კიდევ მშვენიერი სინდი კროუფორდის ფოტოები ჩვენს გალერეაში.

კარმენ პედარუ Massimo Dutti-ს ივნისის ლუქბუქში

ესპანური მარკის Massimo Dutti-ს ივნისის ფოტოსესიაში, რომელიც საზღვაო თემატიკას ეძღვნება, მომხიბლავი ტოპ მოდელი კარმენ პედარუ (Karmen Pedaru) მონაწილეობდა.  Massimo Dutti-ს ფოტოგალერეა friday.ge-ზე:

კოლექცია Swimwear & Beachwear 2013 ინკანტოსაგან

მათთვის, ვინც უკვე დაიწყო პლაჟისთვის მზადება,  INCANTO საცურაო კოსტიუმების ახალ კოლექციას – Swimwear & Beachwear 2013-ს სთავაზობს.  INCANTO-ს სარეკლამო კამპანიის სახე  20 წლის სამხრეთ აფრიკელი მოდელი, Sports Illustrated-ის ვარსკვლავი ნიკოლ მეიერი (Nicole Meyer) გახდა. გადაღებები კუნძულ სარდინიაზე მიმდინარეობდა.  კოლექციაში იდეების მთელი ბუკეტია წარმოდგენილი – გრაფიკა, ცხოველთა პრინტები, მხიარული ფერები, პასტელური ტონები და სხვ. ამ ზაფხულის პლაჟის Must Have ბიკინი და მონოკინია ცხოველების … Continue reading

კომბინეზონის ისტორია

მოდა დიდი ხნის განმავლობაში სათანადოდ ვერ აფასებდა კომბინეზონს და მას მხოლოდ პრაქტიკულ, სამუშაო ტანსაცმლად განიხილავდა. იმის შესახებ, რომ კომბინეზონი შეიძლება განსაკუთრებულ შემთხვევებში ჩასაცმელადაც განიხილებოდეს, დიზაინერები არცთუ დიდი ხნის წინ დაფიქრდნენ. კომბინეზონის (dungarees) წინაპარი პირველად შუა საუკუნეების ეპოქაში გამოჩნდა. მოდის ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ის ალქიმიკოსებმა, ფოკუსების ოსტატებმა  და მასხრებმა გამოიგონეს – ერთიან ტანსაცმელში პუბლიკის წინაშე … Continue reading

Givenchy: ელეგანტური ავანგარდული მოდა

ფრანგული მოდის სახლი – Givenchy დღემდე რჩება მოდის ინდუსტრიის იმ არცთუ ბევრ წარმომადგენელს შორის, რომლებიც haute couture-სა და pret-a-porte-ს უძვირფასეს კოლექციებს ქმნიან. ჟივენშის სახლის ისტორია 1952 წელს დაიწყო, როცა 25 წლის დიზაინერმა იუბერ დე ჟივენშიმ საკუთარი ბრენდი დააარსა და ამგვარად  მოდის ინდუსტრიის ისტორიაში მოდის სახლის ყველაზე ახალგაზრდა დამფუძნებელი გახდა. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ჟივენშის საკუთარი მოდის … Continue reading

ამსტერდამის მაღაზიები

ამსტერდამის მაღაზიების კარგად გაცნობის საუკეთესო საშუალება სადგურიდან მომავალი ქუჩის Niuewendijk შესწავლაა. აქ შეგხვდებათ მოდურად ჩაცმის მოყვარული ახალგაზრდებისთვის, როკერებისა და მეტალისტებისთვის განკუთვნილი სპეციალური მაღაზიები. ქუჩებზე Kalverstraat, Spui და Heiligeweg  განლაგებულია უამრავი პატარა მაღაზია, სადაც ყველაფრის შეძენა შეიძლება – ნებისმიერი გემოვნების ტანსაცმლითა და საიუველირო ნაკეთობებით დაწყებული, მუსიკალური დისკებით დამთავრებული. სპეციალიზებული მაღაზიები (რადიო და ფოტოაპარატურა, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი) განლაგებულია … Continue reading

სუნამოს შერჩევა: რომელი არომატი შეგეფერებათ?

შესაფერისი სუნამოს არჩევა, უბრალოდ მაღაზიაში შერბენა და პურის ყიდვა არ არის –  სასურველი პარფიუმის შერჩევა, თუ დავფიქრდებით, საკმაოდ რთული პროცესია. ალბათ ყველა ქალს უყვარს სუნამოს დასხმა. მის სურნელებას ხომ სიამოვნება მოაქვს არა მარტო თქვენთვის, გარშემომყოფებისთვისაც. ზოგს ნაზი, დახვეწილი არომატები მოსწონს, ზოგს კი მდიდარი, გაჯერებული სურნელი ურჩევნია, თუმცა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რისთვის აპირებთ სუნამოს შერჩევას – … Continue reading

Magnetic Polish: რევოლუციური მანიკური Nails Inc-ისგან

ორიგინალური მანიკურის გაკეთება სულ უფრო იოლდება – ამას ყველანაირად უწყობენ ხელს ლაქის მწარმოებლები, რომლებიც თავიანთ პროდუქციას დამოუკიდებლად გამოყენებისთვის იოლსა და ხელმისაწვდომს ხდიან. თუ ადრე ორნამენტის გამოსახვისთვის მთავარი მიღწევა ფრჩხილის ხელით მოხატვა იყო, ახლა პრობლემა სპეციალური სტიკერების საშუალებით წყდება, რომლებიც ლაქის იმიტირებას ახდენს. კომპანია Nails Inc. კიდევ უფრო შორს წავიდა – მისი ახალი კოლექცია Magnetic Polish … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე