მსოფლიოს ულამაზესი ჩანჩქერები

ჩანჩქერები ბუნების ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ქმნილებებია, მათმა სულისშემძვრელმა სილამაზემ შეიძლება ძალიან ღრმა შთაბეჭდილება დატოვოს დამთვალიერებელზე. Friday გთავაზობთ მსოფლიოს რამდენიმე ულამაზესი ჩანჩქერის ფოტოს: ჩანჩქერი ვიქტორია ზიმბაბვეში ვიქტორია ანუ მოსი-ოა-თუნია ზამბიისა და ზიმბაბვეს საზღვარზე მდებარეობს. მდინარე ზამბეზის წყალი 108 მეტრ სიმაღლეზე ეშვება. ჩანჩქერი ძალიან განიერია (1,708 მეტრი სიგანეში) და მისი შხეფები საკმაოდ დიდ სიმაღლესა და რადიუსზე იფრქვევა. ჩანჩქერი იგუაძუ არგენტინაში ჩანჩქერი … Continue reading

თერმული კურორტი ტიროლის მთებში

ავსტრიის მთებში, ტიროლის მხარეში მდებარეობს ულამაზესი კურორტი Aqua Dome, რომელიც თავისი თერმული წყლებითა და კონუსური არქიტექტურული ფორმებით არის ცნობილი. ეს არის ყველაზე თანამედროვე, უნიკალური არქიტექტურის მქონე თერმული “აბანო” მთელ ავსტრიაში. სასტუმროში არის აუზები როგორც შენობაში, ისე ღია ცის ქვეშ – ფერადი ეფექტებით, წყალქვეშა მუსიკით, მასაჟითა და რასაკვირველია, ცხელი წყლით, რომელიც მიწის ქვეშ 1865 მეტრის სიღრმეზე … Continue reading

სასტუმრო და რესტორანი ფონტევროს სააბატოში

საფრანგეთში, ლიონში მდებარე ფონტევროს (ბენედიქტელთა) სააბატო ჩვ.წ.აღ.-ით 1101 წელს დაარსდა, დღეს კი აქ 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო და ბარ-რესტორანია, რომელიც სააბატოს ოთხი მონასტრიდან ერთ-ერთში, სენთ ლაზარეს მონასტერშია განლაგებული. ფონტევროს სააბატოში სამონასტრო ცხოვრება 1792 წლის საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ დასრულდა. 1804 წლიდან 1963 წლამდე შენობაში ციხე იყო განთავსებული. 1975 წლიდან სააბატო კულტურულ ცენტრად გადაიქცა, 2000 წელს კი ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის … Continue reading

ქვემო სილეზიის ძეგლები მინიატურების პარკში

პოლონეთის ქალაქ ქოვარიში, იელენა გურას (ირმის მთა) ოლქში, ძველი ხალიჩების ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს “ქვემო სილეზიის ძეგლების მინიატურათა პარკი”, სადაც შეგიძლიათ ქვემო სილეზიის ულამაზესი ციხე-სიმაგრეები, სასახლეები, ეკლესიები და სხვა მნიშვნელოვანი შენობები 1:25 მასშტაბით დამზადებული მინიატურების ფორმით დაათვალიეროთ. პარკი 2003 წლის 14 აგვისტოს გაიხსნა. მას აქვს პარკინგი 150 მსუბუქი ავტომობილისა და 4 დიდი ავტობუსისთვის. პარკის ადმინისტრაცია ოთხ ენაზე: პოლონურად, … Continue reading

ლაქშმან საგარის კურორტი რაჯასტანში

XIX საუკუნის ბოლოს რაიპურის იმდროინდელმა თაკურმა ლაქშმან სინ ჯიმ ააშენა სანადირო სახლი ლაქშმან საგარი, რათა სათანადოდ გამასპინძლებოდა სხვა კეთილშობილ ოჯახებსა და ბრიტანელ ემისრებს. დღეს კი იქ ძველი ინდოეთის სურნელით გაჟღენთილი შესანიშნავი კურორტია, სადაც მრავლადაა მონადირული ტრადიციების ამსახველი ნიუანსები.    ლაქშმან საგარის კურორტი განლაგებულია ლაქშმან საგარის ხელოვნური ტბის ულამაზეს სანაპიროზე, რაიპურის ოლქის სოფელ რაჯასტანის შორიახლოს. ის რაჯასტანის მარვარისა და მიუარის … Continue reading

Casa Di Giulietta – ჯულიეტას სახლი ვერონაში

იტალიის ქალაქ ვერონაში ყველაზე პოპულარული ტურისტული სანახაობა უდავოდ ვია კაპელოს #23-ში მდებარე ჯულიეტას სახლია (Casa Di Giulietta). XIII საუკუნის შენობა, რომელიც დელ კაპელოს ოჯახის საკუთრება იყო, 1905 წელს ვერონას მერიამ გამოისყიდა. სახლის მფლობელებისა და კაპულეტის გვარების მსგავსების დამსახურებით შეიქმნა ტურისტული მითი, თითქოსდა ეს იყო კაპულეტების სახლი, რომლის აივანზე მდგომ ჯულიეტას რომეო სასიყვარულო სტროფებს უძღვნიდა. არავითარ … Continue reading

ლიხთენსთეინსლამი – მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ხეობა

ავსტრიის ალპებში, ზალცბურგიდან ჩრდილოეთით 50 კილომეტრზე, მდებარეობს ლიხთენსთეინსლამი – 4 კილომეტრის სიგრძის ვიწრო ხეობა, 300 მეტრამდე სიმაღლის კედლებით, რომლის ბოლოშიც ულამაზესი ჩანჩქერია. ხეობის სიგანე ზოგიერთ ადგილას რამდენიმე მეტრს არ აღემატება. ხეობაში შესვლა სპეციალურად გაკეთებული ხის მოაჯირიანი ბილიკითაა შესაძლებელი. ხეობის ფორმირება მთის მდინარის გროსარლერ ეიქის (Großarler Ache) “დამსახურებაა”. 1875 წელს ხეობაში ბილიკის გაყვანა ალპური კლუბის Pongau-ს წევრებმა … Continue reading

ძილი ღია ცის ქვეშ – Lion Sands Game Reserve სამხრეთ აფრიკაში

თქვენ ახლა დაკლიკეთ ზამთარში წასაკითხ პოსტზე – როცა გარეთ ცივა, თოვს და ტემპერატურის გამოწვეული სხვა დისკომფორტები გაწუხებთ, ცხელი ქვეყნების ეგზოტიკური კურორტების შესახებ კითხვა განსაკუთრებით სასიამოვნო ხდება. ასეთია სამხრეთ აფრიკაში, სეიბი სენდზე (Sabie Sand) მდებარე შესანიშნავი ადგილი Lion Sands Game Reserve,  სადაც შეგიძლიათ ველური ბუნების შვილების – ლომების, ჰიპოპოტამების, ჟირაფების ცხოვრებას ბუნებრივ პირობებში ადევნოთ თვალი და იმავდროულად, ისარგებლოთ კომფორტის სრული პაკეტით. … Continue reading

ვინჩესტერის იდუმალი სახლი – სტუმრად მოჩვენებებთან

კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან ჰოსეში მდებარე ვინჩესტერის იდუმალი სახლი ოდესღაც იარაღის მაგნატის უილიამ ვ. ვინჩესტერის (ვინჩესტერის მარკის იარაღის პირველი კონვეიერული მწარმოებლის ოლივერ ვინჩესტერის ვაჟი) ქვრივს სარა ვინჩესტერს ეკუთვნოდა. დედოფალ ანას სტილის ეს ვიქტორიანული სასახლე განთქმულია თავისი ზომით, არქიტექტურული ახირებულობითა და შენების ერთიანი გეგმის სრული არარსებობით. ის კალიფორნიის ისტორიული ღირშესანიშნაობაა და ისტორიულ ადგილთა ეროვნულ რეესტრშიც ირიცხება. ვინჩესტერის … Continue reading

ულამაზესი შალე კურშეველში

ეს ულამაზესი შალე, რომელსაც Pearl (მარგალიტი) ჰქვია,  საუკეთესო სერვისისა და ადგილმდებარეობის გამო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძო დასასვენებელი სახლია კურშეველში. შალე საკმაოდ ძველია – ის 1850 წელს არის აშენებული. შარშან შენობაა 1 მილიონი ევროს ღირებულების განახლების სამუშაოები ჩაუტარდა.  მარგალიტი” საფრანგეთის ალპებში, სამთო-სათხილამურო კურორტ კურშეველში მდებარეობს. შალეს მთავარი ღირსება დიდი დახურული აუზი, არაჩვეულებრივი სპა და ფიტნეს ოთახებია. გარდა … Continue reading

პოლუსი – სახლი ოკეანის პირას

Pole House – ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ფოტოგრაფირებადი სახლია ავსტრალიაში. სახლი, რომელიც ცნობილმა ავსტრალიურმა არქიტექტურისა და დიზაინის ბიურომ F2 Architecture-მ დააპროექტა, ახლახან განახლდა და გარემონტდა. “პოლუსის” კორპუსი რკინის მასიური კონსტრუქციაა, რომელსაც ოთხივე მხრიდან შუშის კედლები აქვს. საჭიროების შემთხვევაში გამჭვირვალე კედლები რკინისვე დარაბებით იფარება. ასევე შუშის მოაჯირი აქვს აივანს, რომლითაც სახლი ყველა მხრიდან არის გარშემორტყმული და ხიდს, რომელიც სახლს სანაპიროსთან აერთებს. … Continue reading

მდიდრული ვილა კუნძულ ფელისიტეზე

არქიტექტურული სტუდია RHE-ს მიერ დაპროექტებული დასასვენებელი კომპლექსი, სახელწოდებით Residence One, ერთ-ერთია კურორტ ზილ პასაიონის 17  არაჩვეულებრივი ვილიდან. თითოეულ ვილას აქვს საკუთარი ხიდი, ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი, რამდენიმე ინფინითი (უსასრულო) აუზი და ზოგადად, ყველაფერი, რაც ადამიანს კომფორტული დასვენებისთვის სჭირდება. კურორტ ზილ პასაიონის ვილები კუნძულ ფელისიტეზეა (სეიშელი) განლაგებული. მათ გასაყიდად 2015 წელს გამოიტანენ. ოთხსართულიანი Residence One თავისი არქიტექტურით და ინტერიერის დიზაინით ყველა დანარჩენი ვილისგან გამოირჩევა. … Continue reading

Giraffe Manor – საუზმე ჟირაფებთან ერთად

ეს არაჩვეულებრივი ბუტიკ-ოტელი სახელწოდებით Giraffe Manor კენიაში, ნაირობისა და ნგონგის ბუნებრივ ნაკრძალს შორის მდებარეობს. სასტუმრო ნამდვილად განსაკუთრებულია – როგორც მდებარეობით, ისე დიზაინით, რომელიც 30-იანი წლების არტ დეკოს სტილშია გადაწყვეტილი. თავად სასტუმროც 1930 წელს არის აშენებული. სასტუმროს მისაღები და ნომრები ელეგანტური ძველებური ავეჯითაა მოწყობილი. განსაკუთრებულად სასიამოვნო გარემოს ულამაზესი ბაღები, ტერასები და ვერანდები ქმნის. სასტუმრო განლაგებულია 5 ჰექტარამდე ტერიტორიაზეა და გარს აკრავს დაახლოებით 57 … Continue reading

ულამაზესი ვილა “მიოდულა” ზაკოპანეში

ულამაზესი ვილა „მიოდულა“ (Miodula) პოლონეთის ერთ-ერთ ულამაზეს კურორტზე, ზაკოპანეში მდებარეობს. ხის უზარმაზარი მორებით ნაშენი ვილა განსაკუთრებით ლამაზია ზამთრში, როცა სამთო-სათხილამურო ტრასები იხსნება და ყველაფერი თოვლითაა დაფარული. ვილაში არის ეთნიკური ელემენტებით დეკორირებული რესტორანი და ერთ, ორ და სამადგილიანი ნომრები. “მიოდულაში” დასვენება საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა – სხვადასხვა სეზონზე ფასები 331-დან 1081 დოლარამდე მერყეობს.  კურორტი ზაკოპანე ერთ-ერთი ყველაზე … Continue reading

შოტლანდია: სასტუმრო სახანძრო მანქანაში

ევიმორში (შოტლანდია) ინშრიაკების საგვარეულო მამულში ერთი უცნაური სასტუმრო არსებობს. ის ძველისძველ სახანძრო მანქანის ძარაზეა მოწყობილი და მხოლოდ ორ ადამიანზეა გათვლილი. არაორდინალურ სასტუმროს Beer Moth ჰქვია, ხოლო ავტომობილი, რომელშიც სასტუმროა განთავსებული, 1956 წლის Commer Q4-ია. მრავალი წლის წინ ის სახანძრო სამსახურის ბალანსზე ირიცხებოდა. სასტუმროს ინტერიერი თითქმის მთლიანად მეორადი ავეჯითა და აქსესუარეებითაა დეკორირებული. აქ დგას ვიქტორიანული სტილის ძველისძველი ფართო საწოლი, სავარძელი … Continue reading

ფერადი სასტუმრო კერძო კუნძულზე

Guanahani Hotel & Spa, ალბათ, საუკეთესოა 2014 წელს გახსნილ სასტუმროებს შორის. სპა-სასტუმრო “გუანაჰანი” კარიბის ზღვის აუზში ერთ პატარა კერძო კუნძულზე მდებარეობს. სულ კურორტზე 25 ხისგან ნაშენი ბუნგალოა თავისი აუზით, რომელთაგან თითოეულს პატარა ბაღი აკრავს. სასტუმროს არქიტექტურა და დიზაინი სტუდია Luis Pons Design Lab-ს ეკუთვნის. ბუნგალოების ინტერიერი ფერადი დეტალებით იქცევს ყურადღებას. ამასთან, თითოეულ ბუნგალოს საკუთარი დომინანტი ფერი აქვს … Continue reading

კატარი: მოტივტივე სასტუმროები მსოფლიო ჩემპიონატისთვის

არქიტექტურულმა კომპანიამ Sigge Architects დააპროექტა მოტივტივე სასტუმროებისა და მდიდრული ვილების სერია, რომელიც ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დოჰას სანაპიროსთან (კატარი) განლაგდება. მოტივტივე სასტუმროები გრანდიოზული არქიტექტურული პროექტის – Oryx Island-ის ნაწილია, რომლის მშენებლობასაც კატარის ხელისუფლება  2021 წელს დაასრულებს. პროექტის მიხედვით, სანაპირო ვილებისა და მოტივტივე სასტუმროების რიგი, რომელიც 25 ათას ადამიანზეა გათვლილი, ვიზუალურად კუნძულივით იქნება განლაგებული. დოჰას სანაპიროსა და მოტივტივე საცხოვრებელ კომპლექსს … Continue reading

რომანტიკული ვილა აფრიკაში

ეს რომანტიკული დასასვენებელი კომპლექსი ქვედა ზამბეზიში (აფრიკა) მდებარეობს და დამსვენებელს არაჩვეულებრივ გარემოსთან ერთად საოცარი აფრიკული ლანდშაფტით ტკბობის შესაძლებლობას სთვაზობს. კომპლექსის მთვარი კომპონენტი ულამაზესი ვილა – Chongwe River House სტუმრებს არა მხოლოდ დასვენებისა და განტვირთვის, არამედ აქტიური სპორტული ცხოვრებისა და ველურ ბუნებაში დროის გატარების შესაძლებლობას აძლევს. აქ ვიზიტორებს სთავაზობენ კანოეთი და ნავებით გასეირნებას, ასევე ზღაპრულ პიკნიკებს … Continue reading

საოცარი სასტუმრო ამსტერდამის ახლოს

ეს არქიტექტურული საოცრება ამსტერდამიდან 12 კილომეტრში, ზაანდამში მდებარე სასტუმროა, რომელიც სასტუმროთა ქსელს – Inntel Hotels-ს ეკუთვნის. სასტუმროს პროექტი დანიურმა არქიტექტურულმა კომპანიამ WAM architecten-მა შეიმუშავა. მწვანედ შეღებილი სახლები ტიპურია ზაანის რეგიონისთვის, სადაც სასტუმრო მდებარეობს – სწორედ ამ ფერში იყო შეღებილი მუშების კოტეჯები და ტრადიციული სახლები. თუმცა დანიელი არქიტექტორებისთვის შთაგონების მთავარ წყაროდ მაინც კლოდ მონეს ტილო Canal in Zaandam (1871) იქცა. … Continue reading

ჰენზელისა და გრეტელის სახლი ოლალას ველზე

ეს არაჩვეულებრივი ნაგებობა, რომელსაც Storybook House-ს უწოდებენ, 1980 წელს რიჩი და კარენ მორგანებმა ოლალას ველზე (ვაშინგტონის შტატი, აშშ) ააშენეს. წყვილი მრავალი წლის განმავლობაში ოცნებობდა სახლზე, სადაც ალბათ ჰენზელი და გრეტელიც კი იცხოვრებდნენ 🙂 ოცნების განხორციელებაში მათ ივონ ბესი დაეხმარა. სახლს ტალღისებური ტორფის სახურავი, ძველებური მასიური ხის ჯარები და მომრგვალებული პატარა ფანჯრები აქვს, რაც მას ზღაპრულ … Continue reading

კლუბური კურორტები: პაგი – ემოციის ბუნებრივი წყარო

პირველი ღამის კლუბები აშშ-ში XX საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა, ხოლო 50 წლებიდან კი კლუბური ცხოვრება ევროპაშიც განვითარდა. დღეისთვის კი კლუბები ისინი არა მხოლოდ დასვენებისა და გართობის საშუალება, არამედ თავისებური იდეოლოგიის მქონე ადგილებიცაა, რომლებიც ადამიანებს ცხოვრებისა და ქცევის სტილს კარნახობს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სულ უფრო მეტი და მეტი აქტიური ადამიანი ირჩევს კლუბურ კურორტებს დასასვენებლად. დღეს შევჩერდებით … Continue reading

საფრანგეთის თეთრი მარგალიტი

შალე White Pearl-ის (თეთრი მარგალიტი) პროექტი შეიმუშავა ცნობილმა ინტერიერის დიზაინერმა ფილიპ კაპეზონემ, რომელსაც საფრანგეთის ალპებში მდებარე არაერთი უმაღლესი კლასის სასტუმროსა თუ რესტორნის დიზაინი ეკუთვნის.  “თეთრი მარგალიტის” პროექტზე მუშაობისას დიზაინერი გარკვეულ რისკზე წავიდა, როცა შალესთვის  ნათელი ინტერიერის მოწყობა გადაწყვიტა – ღია ფერები ნაკლებად არის დამახასიათებელი ალპების არქიტექტურისთვის.  დიზაინერის კიდევ ერთი თამამი ჩანაფიქრი სავოის რეგიონისთვის (საფრანგეთი) დამახასიათებელი ტრადიციული … Continue reading

პრივატული შალე შვეიცარიის ალპებში

შალე Hidden Dragon შვეიცარიის ალპებში, დიდი და ხმაურიანი საკურორტო ზონიდან მოშორებით, შუა ტყეში მდებარეობს. განმარტოებული მდებარეობა სპეციალურად შეირჩა – შალეს მფლობელებს მშვიდი დასვენებისთვის აუცილებელი გარემოსა და პრივატული ატმოსფეროს შექმნა სჭირდებოდათ. შალე აშენებულია უზარმაზარ გამწვანებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის ნაწილიც წიწვოვანი ტყით არის დაფარული. შენობამდე ულამაზესი გზა მიდის, რომელიც ასევე კერძო საკუთრებაა.   ინტერიერი შვეიცარიული შალეს ტრადიციებს შეესაბამება – … Continue reading

იტალია: სასტუმრო გამოქვაბულში

სასტუმრო Corte San Pietro განლაგებულია ქალაქ მატერაში, ბაზილიკატას რეგიონში (იტალია). მატერა ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე უცნაური ადგილია იტალიაში – ქალაქის ისტორიული ნაწილი კლდეშია გამოკვეთილი და ჩაშენებული. ადგილობრივები გამოქვაბულებს საუკუნეების განმავლობაში საცხოვრებლად იყენებდნენ. არქიტექტორ დანიელა ამოროსოს მიერ დაპროექტებული სასტუმრო “კორტე სან პიეტროც” ამ ტრადიციის გაგრძელებაა. 500 კვ/მ ფართზე მოწყობილი სასტუმრო ისტორიული ღირშესანიშნაობის თანამედროვე ცხოვრების სტილზე მორგების არაჩვეულებრივი მაგალითია. გამოქვაბულების კომპლექსზე დაშენებული … Continue reading

Singita – აფრიკული სასწაულების სამყარო

Singita Sabi Sand – არასტანდარტული კურორტია აფრიკაში, რომელიც სტუმარს სრული განმარტოებისა და სიმშვიდის ატმოსფეროში დასვენებას სთავაზობს. Singita ნიშნავს ადგილს, სადაც სასწაულები ხდება. “სინგიტა სები სენდზე” დასვენება კი მართლა სასწაულია – აუზში ბანაობის, უბრალოდ ტერასაზე ან ქვიშის მდინარეზე დასვენების დროს სპილოების, კამეჩების, ლეოპარდებისა და ანტილოპების დაკვირვება შეიძლება. კომპლექსის ყოველი ნომერი აღჭურვილია აბაზანითა და საშხაპეთი ნომრის შიგნით, ერთი … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე