სარა ილენბერგერის კრეატიული ფუდარტი

გერმანელ არტისტს სარა ილენბერგერს (Sarah Illenberger) აქვს შესანიშნავი ნიჭი, აიღოს უბრალო ნივთები, შექმნას მათგან გონებამახვილური, ნათელი კომბინაციები და ეს ნივთები სრულიად ახალი კუთხით დაგვანახოს. სარა ბერლინში ცხოვრობს და გრაფიკული დიზაინისა და ფოტოგრაფიის სფეროში მუშაობს. ამ პოსტში წარმოგიდგენთ ხილისა და ბოსტნეულის “ახალი ცხოვრების” ამსახველ პორტფოლიოს სახელად “Tutti Frutti“, რომლის იდეაც სარა ილენბერგერს იტალიაში, კერძოდ ტოსკანას ბაზარში სეირნობისას დაებადა. … Continue reading

საშობაო კრაფტი: ხელნაკეთი სათამაშოები, 50 იდეა

საახალწლო სათამაშოების საკუთარი ხელით დამზადება არა მხოლოდ იაფი ან საერთოდ უფასო საშუალებაა სახლის მოსართავად, არამედ ძალიან სახალისოც, მით უმეტეს, თუ საქმეში ბავშვებსაც ჩართავთ. ხელნაკეთი ნივთები, რომელსაც ჩვენს ფოტოგალერეაში წარმოგიდგენთ, ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი მასალით არის გაკეთებული. მაგალითად, გამოყენებულია ძველი ძველი ტანსაცმლის ან ტილოს ნაჭრები, სვიტერები, ფურცლები ნოტების რვეულიდან, გირჩები, მუყაო, ფერადი ქაღალდი, ძველი წერილები და მისალოცი … Continue reading

ფერადი საშობაო წვეულება ხელნაკეთი დეტალებით

ამ პოსტში წარმოგიდგენთ  საახალწლო/საშობაო ვინტაჟური წვეულების გაფორმების იდეებს. დეკორაციების მნიშვნელოვანი დეტალებია: ფერად პრინტერზე ამობეჭდილი იარლიყები და პერსონალური ბარათები სასმელის ჩასასხმელად გამოყენებული მეორადი ბოთლებისთვის; პრინტერზე ამობეჭდილი ლოგოები და ლამაზი ლენტები სკამების, საჩუქრების, ქაფქეიქებისა და სხვადასხვა ტკბილეულის გასაფორმებლად; სადღესასწაულო მაგიდის ცენტრის გაფორმება სამი ხელოვნური ნაძვის ხისა და სხვა საახალწლო ელემენტებისგან შემდგარი კომპოზიციით; ბუხრის დეკორაცია –  შუშის ჭურჭელში … Continue reading

ტრადიციული საახალწლო ნაძვის ხის ალტერნატივა: 38 იდეა

ნაძვის ხის მორთვა საახალწლო სამზადისის ყველაზე სასიამოვნო ნაწილია, თუმცა დეკორირების მოყვარულებისთვის ხშირად მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. საკუთარი ფანტაზიის გამოვლენის საუკეთესო გზა კი ალტერნატიული ნაძვის ხის შექმნაა. ალტერნატიული ნაძვის ხის ასაწყობად შეიძლება გამოიყენო წიგნები, პალეტის ფიცრები, ტოტები, ჯოხები, საახალწლო სათამაშოები, ნაჭერი, ბოთლები, კენკროვანი მცენარეები, ნაძვის ტოტები, მუყაო, კიბე, კორპი და თუნდაც ბალიშები – ყველაფერი რაც … Continue reading

მაგიური საახალწლო ლანტერნები: 37 იდეა

სანთლების დეკორაციებთან ერთად სადღესასწაულო დეკორის ერთ-ერთი მომხიბლავი კომპონენტი, რომელიც სახლში არაჩვეულებრივ სადღესასწაულო განწყობას და სიმყუდროვეს შექმნის, საშობაო ლანტერნებიც შეიძლება იყოს. გალერეაში, რომელსაც ამ პოსტში წარმოგიდგენთ, სახლის ლანტერნების 37 მაგალითია მოყვანილი, რომელთა უმეტესობა ჰენდმეიდია – დამზადებულია უბრალო ქილების ან ძველი ლანტერნების გამოყენებით. დაათვალიერეთ საშობაო ლანტერნების ფოტოები და შექმენით სადღესასწაულო განწყობა საკუთარი ხელით 😉 ბედნიერ შობა-ახალ წელს … Continue reading

საშობაო გვირგვინების დეკორირების იდეები

შობა-ახალი წლის დღესასწაულებზე საშობაო გვირგვინებით სახლის დეკორირებას საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. ადვენთის გვირგვინი (Adventskranz – საშობაო გვირგვინი), როგორც “ოთხი სანთლის კომპოზიციის” ნაწილი პირველად მე-19 საუკუნეში გერმანიაში გამოიყენეს (წაიკითხეთ პოსტი ადვენთის გვირგვინის შესახებ ამ ლინკზე), შემდეგ კი ის საშობაო დეკორის შეუცვლელი კომპონენტი გახდა. საშობაო გვირგვინით აფორმებენ სადღესასწაულო მაგიდებს, ბუხრებს, კარებს, ფანჯრებს და სხვ. გთავაზობთ საშობაო გვირგვინის … Continue reading

საახალწლო იდეები: სანთლების დეკორირების 45 იდეა

ლამაზად დეკორირებული სანთლები საახალწლო დიზაინის შეუცვლელი კომპონენტია. ევროპის ქვეყნებში, საშობაო სანთლებთან ლამაზი ტრადიციაა დაკავშირებული, რომლის შესახებ ჩვენ უკვე დავწერეთ ერთ-ერთ პოსტში. განსაკუთრებით სასიამოვნო კი მათი საკუთარი ხელით დეკორირება და ორიგინალური კომპოზიციების შექმნაა. ნაძვის ან ფიჭვის ტოტები, სხვა მარადმწვანე მცენარეების ფოთლები, ქილები, კენკრები, უბრალო ფერადი ქაღალდი, თექა, ხმელი ტოტები, ციტრუსები, ნაძვის ხის სათამაშოები, წვიმები, მძივები, გირჩები … Continue reading

სადღესასწაულო იდეები: ხელნაკეთი საჩუქრები შობა-ახალი წლისთვის

წინასაახალწლო პერიოდი საუკეთესო დროა საკუთარი კრეატიულობის გამოსავლენად, ასევე დროის სასიამოვნოდ გასატარებლად, მით უმეტეს, თუ საჩუქრებსა და დეკორის ნივთებს ბავშვებთან ერთად აკეთებთ. FRIDAY.GE წარმოგიდგენთ  სახლისა და ეზოს საახალწლო დეკორის 35 იდეას, ასევე პერსონალიზებულ ხელნაკეთ საჩუქრებს, მათ შორის “ტკბილი საჩუქრების” გაფორმების იდეებსაც 😉 😉 ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ ❤

შოტლანდიური ორნამენტი საახალწლო დიზაინში: 22 იდეა

პლედი, იგივე თართანი (შოტლანდიური ორნამენტი, უჯრედი) ძალიან ხშირად გამოიყენება საშობაო დეკორში. შობის ტრადიციული ფერების – წითელისა და მწვანეს შეხამებამ შოტლანდიური ორნამენტი დღესასწაულის ერთგვარ სიმბოლოდაც კი აქცია. სადღესასწაულო მაგიდის გადასაფარებლები,ნაძვის ხის მოსართავები, გვირგვინის დეტალები, ბაფთები, სკამების დეკორის ელემენტები,  ბალიშები, საჩუქრების შესაფუთი, ნაძვის ხის სათამაშოები… უამრავი იდეის განხორციელება შეიძლება! გთავაზობთ 20-ზე მეტ იდეას შოტლანდიური ორნამენტის “მონაწილეობით”, დაათვალიერეთ … Continue reading

მტვერსასრუტის სახლი – ჰოლანდიელი მხატვრის კრეატიული პროექტი

სახლი – მტვერსასრუტი – ასეთი უჩვეულო  მეტაფორული პროექტი მოიფიქრა ჰოლანდიელმა მხატვარმა ფრენკ ჰელმანსმა (Frank Halmans). მისი თქმით, პროექტის მიზანი იყო ეჩვენებინა კავშირი კარგ განწყობასა და სულიერ “ნაგავს” შორის, რომელიც ადამიანს დროთა განმავლობაში უგროვდება. “ნაგავი, რომელიც მტვერსასრუტში გროვდება, ერთი მხრივ, სახლის დაბინძურების მაჩვენებელია, მეორე მხრივ კი, სიმბოლურად თავად ადამიანის სამყაროს მდომარეობას ასახავს – ადამიანი მტვერსასრუტივით ისრუტავს ნეგატივსა … Continue reading

ხე მთავარ როლში – 30 იდეა სახლისა და ბაღის დეკორისთვის

ხის მასალა – მორები, წვრილი თუ მსხვილი ტოტები, ნაფოტები თავისი ბუნებრივი ფაქტურით, ყოველგვარი ზედმეტი დამუშავების გარეშეც შეიძლება გახდეს სახლის, ბაღის ან თუნდაც ოფისის დეკორის ელემენტი. ბევრი მათ მცირედ დამუშავების შემდეგ საინტერესო დანიშნულებას უძებნის. წარმოგიდგენთ დეკორის ნივთებს, რომლებიც სწორედ ნატურალური, დაუმუშავებელი ხისგანაა შექმნილი. აქ ნახავთ ხის ტუმბოებს, მაგიდებსა და სხვა ავეჯს, ასევე შანდლებს, მასიურ ქოთნებს, სანათებს, ლარნაკებს, … Continue reading

თარო მეტამორფოზა

დიზაინერმა სებასთიან ერაზარიზმა (Sebastian Errazuriz) არასტანდარტული ფორმის თარო შექმნა, რომელიც უფრო მეტად ხელოვნების ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს, ვიდრე სახლის აქსესუარად. თავის ქმნილებას კრეატიულმა დიზაინერმა The Metamorfosis (მეტამორფოზა) უწოდა. მიუხედავად არასტანდარტული ფორმისა, თარო საკმაოდ ფუნქციური და მყარია. ის თითქოს სუროსავითაა შემოხვეული წიგნებზე. ჯერჯერობით ცნობილი არ არის ერაზარისის მიერ შექმნილი აქსესუარის ფასი, თუმცა ვინც მას შეიძენს, შეუძლია თამამად თქვას, რომ მსოფლიოში ყველაზე … Continue reading

ამერიკელი მხატვრის ნაქარგი პეპლები

ხელნაკეთი პეპლების ეს ელეგანტური  კოლექცია  სამხრეთ კაროლინელმა მხატვარმა იუმი ოკიტამ (Yumi Okita) შექმნა. არაჩვეულებრივი პეპლების შესაქმნელად იუმიმ ჩვეულებრივი ბამბის ძაფი, სხვადასხვა ფაქტირის ხელოვნური ბეწვი, მავთულები და ფრთები გამოიყენა. დაათვალიერეთ იუმი ოკიტას ნაქარგი პეპლების კოლექცია ჩვენს გალერეაში:

იაპონელი სტუდენტის ქაღალდის სასახლე

ეს არაჩვეულებრივი ქაღალდის ინსტალაცია ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტმა უათრუ აითუმ შექმნა. ურთულესი კონსტრუქციის შესაქმნელად აითუს 4 წელი და საკმაოდ მძიმე შრომა დასჭირდა. სასახლის აბსოლუტურად ყველა დეტალი, მათ შორის მოძრავი მატარებელიც, ქაღალდისგან არის დამზადებული. ინსტალაციას ტოკიოელმა სტუდენტმა A Castle On the Ocean – სასახლე ოკეანეზე უწოდა.

ჩრდილის ყუთები – დენვერელი არტისტების გამაოგნებელი სანათები

წელს ნიუ იორკის SCOPE არტ-შოუზე, Black Book გალერეაში ხელნაკეთი სანათების პრეზენტაცია შედგა. ე.წ. ჩრდილის ყუთები, რომლებიც ქაღალდისგან არის დამზადებული, კოლორადოელმა არტისტებმა ჰერიმ და დიფთიმ წარმოადგინეს. სანათების შექმნაში ორივე არტისტმა საკუთრი წვლილი შეიტანა. ჰერი (ჰერიქრიშნან ფენიქერი) გრაფიკის დიზაინერია, ხოლო დიფთი (დიფთი ნაირი) პროფესიით ილუსტრატორია და ქაღალდის არტზეა სპეციალიზებული. არტისტებმა პირველი ექსპერიმენტი ე.წ. ჩრდილის ყუთებზე 2010 წელს … Continue reading

აკინობუ იოშიკავას მინიატურული სამყარო ქილაში

იაპონელმა არქიტექტორმა აკინობუ იოშიკავამ ალტერნატიული სამყარო შექმნა – მან 5-7 სმ სიმაღლის ქილებში საოცარი ოსტატობით დამზადებული მინიატურულ ქმნილებები განათავსა. აკინობუს მინიატურების კოლექციაში ყველაფრის ნახვა შეიძლება – დინოზავრებით დაწყებული, ტროპიკული კუნძულით, შეყვარებული წყვილებით და აფრიკული პეიზაჟებით დამთავრებული. 32 წლის აკინობუ იოშიკავას, რომელმაც უკვე მოასწრო საკუთარი არქიტექტურული სტუდიის დაფუძნება, რამდენიმე მასშტაბური არქიტექტურული პროექტი აქვს განხორციელებული. თავისუფალ დროს კი … Continue reading

ჭაღი, რომელიც სახლს ტყედ გადააქცევს

დიზაინის სტუდიამ Hilden & Diaz შეიმუშავა ჭაღის არასტანდარტული დიზაინი, რომელიც საღამოობით სულ სხვა სამყაროში გადაგიყვანთ. “შუქი ისე ეცემა ტოტებს, რომ ჩრდილებით ზღაპრული სამყარო იქმნება. ეს ჭაღი თავს შუა ტყეში, კოცონთან გაგრძნობინებთ”, – ასე აღწერეს Hilden & Diaz-ის წარმომადგენლებმა თავიანთი ინსტალაცია.  მართლაც, ჩრდილის 360-გრადუსიანი ფორმირების წყალობით, ოთახის ოთხივე კედელზე, ჭერსა და იატაკზეც კი ჯუნგლის იმიტაცია იქმნება.  კომპანიის დამფუძნებლებმა და … Continue reading

ქირსთი ელსონის ხის ინგლისი

ბრიტანელი კრაფტერი ქირსთი ელსონი ხის ნაფოტებისა და ჟანგიანი ლურსმნებისაგან პატარა მომხიბლავ კომპოზიციებს ქმნის. “ამ ხის ქმნილებებს განსაკუთრებული შარმი აქვს. პატარა კოტეჯების პატარა ფანჯრები, ამინდისგან შელახული ხის კარები და სახურავები, ძველი ჟანგიანი ლურსმნებისგან გაკეთებული საკვამურები მე-19 საუკუნის ნაივ-არტის წარმომადგენლის მეთევზე-მხატვარ ალფრედ უოლისის ნამუშევრებს მოგვაგონებს”, – წერს ჟურნალისტი სარა პიტი ქირსთი ელსონის ნამუშევრების შესახებ. “წილად მხვდა ბედნიერება, მომხიბლავ … Continue reading

დეკორატიული სასანთლე საკუთარი ხელით

ლამაზი სასანთლეები და სანათები ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება, მაგრამ საკუთარი ხელით რაღაც ლამაზისა და ორიგინალურის შექმნას სულ სხვა ეშხი აქვს 😉 მით უმეტეს, რომ ამისთვის არც რაიმე განსაკუთრებული მასალაა საჭირო და არც დიდი დრო. რა დაგჭირდებათ: ლამაზი ფორმის ქილები; კანაფის თოკი ან მსხვილი ძაფი; საღებავი (სასურველია სფრეი); ძველი ტილო; პატარა სანთლები. დამზადება:  ქილებს უსწორმასწოროდ შემოახვიეთ … Continue reading

დეკორი ვალენტინობისთვის – სიყვარულის ხე

ვალენტინობის დღესასწაული მოახლოვდა, თუმცა ჯერ კიდევ არის დრო პატარ-პატარა დეკორაციებისა და საჩუქრების მოსამზადებლად. ამ პოსტში გაჩვენებთ, როგორ უნდა გააკეთოთ სურნელოვანი “სიყვარულის ხე” 😉 დაგჭირდებათ: სხვადასხვა ფერის მაუდი/თექა, ნემსი, მსხვილი ძაფი, მაკრატელი, ხმელი სურნელოვანი მცენარეები, ტოტი, ლარნაკი, მადუღარა, ქოთანი ან ლამაზი ფორმის ჭიქა. დამზადება:გამოჭერით გულის ფორმის შაბლონი. ნაჭერი გადაკეცეთ რამდენიმეჯერ, დაადეთ შაბლონი და გამოჭერით გულები. გულების … Continue reading

ფანტაზიები სიყვარულის თემაზე – გულები, გულები, გულები

რომანტიულ განწყობაზე დასადგომად მაინცდამაინც დღესასწაული საჭირო არ არის. თუმცა ყოველდღიურ ფუსფუსში, როგორც წესი, ასეთი ფაქიზი თემები იშვიათად გვახსოვს. არადა ბევრ ადამიანს რომანტიკა ჰაერივით სჭირდება – შთაგონებისთვის, პოზიტივისთვის, სიცოცხლის სრულყოფილად აღსაქმელად. სწორედ ასეთი ხალხი აღნიშნავს ყოველწლიურად შეყვარებულთა დღეს, საყვარელი ადამიანებისთვის ორიგინალურ საჩუქრებსაც იგონებს და სახლსაც შესაბამისად რთავს. თუ რომანტიკა თქვენთვის უცხო არ არის და ხელსაქმეც გიყვართ, … Continue reading

იდეები წმინდა ვალენტინის დღის საჩუქრების გაფორმებისთვის

იქნებ ვალენტინობის დღეს საყვარელი ადამიანებისთვის თბილი სიტყვების თქმით არც შემოიფარგლოთ და პატარ-პატარა საჩუქრებიც მოუმზადოთ?! სიყვარულისა და სინაზის ფერებში გაფორმებული საჩუქრები დამატებით სიხარულს მიანიჭებს თქვენს საყვარელ ადამიანს. დაათვალიერეთ ჩვენი კოლექცია და ნახეთ, რა აქცევს თქვენს საჩუქრებს უფრო საინტერესოდ მათთვის, ვინც გიყვართ: 

რომანტიკული სანთლები ვალენტინობის დღესასწაულისთვის

ახლოვდება წმინდა ვალენტინის დღე – შეყვარებულების დღესასწაული. მზადების პროცესი ნებისმიერი დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია და უფრო მეტიც, ნახევარი დღესასწაული ხშირად სწორედ მზადებაა. არც ვალენტინობაა გამონაკლისი. ჩვენს გალერეაში შეგიძლიათ ნახოთ რომანტიკული სანთლების მეშვეობით შექმნილი დეკორი. რომანტიკა ხშირად საღამოსთან ასოცირდება, სანთლები კი ინტიმურობისა და სასიამოვნო სიმყუდროვის ატმოსფეროს ქმნის. შეგიძლიათ მაღაზიებში „სასიყვარულო თემატიკის“ მზა სანთლები იყიდოთ ან სულაც საკუთარი … Continue reading

საახალწლო დეკორი გირჩებით

ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება და მისი შეხვედრა ყველას ლამაზ გარემოში სურს. ლამაზი გარემოს შექმნას კი ცოტა შრომა და ცოტაც ფანტაზია სჭირდება. ავიღოთ, მაგალითად, ახალი წლის ერთ-ერთი სიმბოლო – უბრალო გირჩი, რომლის შეგროვება თბილისშიც შეიძლება და ცოტა “წავიჯადოქროთ”. რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ გირჩები? – უამრავი რამისთვის, საახალწლო სუფრისა და საშობაო გვირგვინების დეკორით, კედლების, თაროებისა და … Continue reading

როგორ შევფუთოთ საახალწლო საჩუქრები

საჩუქრების მიღება ყოველთვის სასიამოვნოა, ახალი წელი კი საერთოდაც საჩუქრების სეზონია. საჩუქრები ყველას: მეგობრებს, ნათესავებს, ბავშვებსა და კოლეგებს, საყვარელ ადამიანებს და, რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, უბრალოდ სასარგებლო და საჭირო ადამიანებს. ლამაზი შეფუთვა დღეს კარგი ტონის ნიშანია. ბევრ ქვეყანაში მას იმდენად დიდი ყურადღება ექცევა, რომ ზოგჯერ შესაფუთი ქაღალდი და აქსესუარები უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე თავად საჩუქარი. საჩუქრის … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე