მისტერ ბინის ახალი თავგადასავალი

მისტერ ბინის როლის შემსრულებელმა როუენ ატკინსონმა კარიკატურისტ როდნი ფაიქის წყალობით ისტორიულ წარსულში გაისეირნა 😉 😉 კარიკატურისტმა მსოფლიოში ყველაზე ცნობილ პორტრეტებზე ორიგინალური სახეები ეტკინსონის გმირებით შეცვალა და არაჩვეულებრივად ექსპრესიული ხასიათები შექმნა. დაათვალიერეთ მისტერ ბინის ახალი თავგადასავლები ჩვენს გალერეაში და ისიამოვნეთ 😉 Advertisements

რობერტ პატინსონი Esquire UK-ში

მსახიობი რობერტ პატინსონი (Robert Pattinson) ჟურნალ Esquire UK-ს სექტემბრის ნომრისთვის გადაიღეს. სელებრითის ფოტოსესიის ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი საიმონ ემეტია (Simon Emmett). Esquire UK-ის სექტემბრის ნომრის ყდა და პატინსონის ფოტოების ნაწილი ჩვენს გალერეაში:

ფრუნზიკ მკრტჩიანი – სომხეთის მზე

ერთ მშვენიერ დღეს, ფილმ „მიმინოს“ კინოეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ფრუნზიკ მკრტჩიანი მეტროში მოხვდა. ვაგონი ხალხით იყო გაჭედილი. წამსაც არ გაუვლია მსახიობის შესვლიდან, რომ მეტრო ოვაციებმა გააყრუა. მსახიობი ყველას უყვარდა, თუმცა ცოტამ თუ იცოდა, რატომ ქონდა სახელგანთქმულ კომიკოსს ნაღვლიანი თვალები… ფრუნზიკის მომავალ მშობლებს – მუშეგსა და სანამს, ერთმანეთის გარდა, ქვეყნიერებაზე არავინ ყავდათ, მათ საკუთარი დედ-მამაც არ ახსოვდათ. … Continue reading

ეშლი გრინი – ყველაზე საყვარელი ვამპირი

უკვე რამდენიმე წელი გავიდა ვამპირების ეპიკური საგის Twihlight პირველი ნაწილის ეკრანზებზე გამოჩენიდან, რომელმაც 23 წლის მსახიობს სახელი გაუთქვა და ახლა ეშლი გრინს უკვე ყველგან ცნობენ. საგის მომდევნო ფილმების გამოსვლისა და კოსმეტიკური ბრენდ Mark-თან დადებული კონტრაქტის ამოქმედების კვალდაკვალ ახალგაზრდა მსახიობის პოპულარობამ ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა. ეშლის გაბრწყინებული სახიდან თუ ვიმსჯელებთ, იგი ცხოვრებით აღფრთოვანებულია. თუ მისი კოლეგები გადასაღები … Continue reading

ბენედიქტ ქამბერბეთჩი – XXI საუკუნის შერლოკ ჰოლმსი

ეკრანებზე BBC-ის სერიალის „შერლოკის“ გამოსვლის შემდეგ ბენედიქტ ქამბერბეთჩის ცხოვრება მხიარული და მოულოდნელობებით აღსავსე გახდა. ოდესღაც ერთ-ერთ რეცენზიაში მოხსენიებული „ხის ცხენის სახიანი და იდიოტურ გვარიანი უნიჭო ჯირკი“ ახლა ბრიტანეთის პირველ სექს-სიმბოლოდ იქცა. სწორედ მან, სკოლაში „მისტერ კიტრად“ წოდებულმა ბენიმ მოიპოვა ისეთი პოპულარობა, რომ მის საყვარელ Carluccio-ში ომლეტის ჭამაც კი „გაურთულდა“ – ჭამის დროს უამრავი ადამიანი პირში … Continue reading

რობერტ პატინსონი – მომხიბლავი ვამპირი

მსოფლიო ბესთსელერად ქცეულ „ბინდის“ საგაში ედვარდ კალენის როლის შემსრულებელი, მოზარდი გოგონების საყვარელი ინგლისელი მსახიობი რობერტ პატინსონი 1986 წლის 13 მაისს დაიბადა. დედამისი, კლერი სამოდელო სააგენტოში მუშაობდა, რიჩარტ პატინსონს კი აშშ-დან რარიტეტული მანქანები ჩამოყავდა. პატარა რობერტი 12 წლამდე ბიჭების სკოლაში სწავლობდა და მუსიკით იყო გატაცებული. ფორტეპიანოც და კლასიკური გიტარაც, რომელიც თავიდან იოლად აითვისა, შემდეგ მალევე მიივიწყა. … Continue reading

ხუთი უცნობი ფაქტი პაპარაცების შესახებ

პაპარაცებზე კარგი რამ ცოტას თუ  წამოცდება. პაპარაცი დროის უმეტეს ნაწილს ცნობილ სახეებზე ნადირობაში, უსასრულო მოლოდინსა და ფარული ადგილებიდან გადაღებებში ატარებს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ზოგიერთი ადამიანი მზადაა თავისი ერთადერთი და უძვირფასესი სიცოცხლე ამ მოსაწყენ საქმიანობაში გალიოს. ზოგს კი ის აღაშფოთებს, რომ რამდენიმე წამში გადაღებულ ფოტოში პაპარაცს შეიძლება ათასობით დოლარი – ძალიან იოლი ფული გადაუხადონ. ამ პროფესიის … Continue reading

ოლივია უაილდი – 13

ოლივია უაილდი ირლანდიელი მწერლის შვილიშვილი და ცნობილი ჟურნალისტების შვილია. დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა ოლივიამ ბავშვობიდანვე დაიწყო, 11 წლის იყო, როცა პირსინგი გაიკეთა, 13-სას უკვე ტატუირებაც ქონდა და თმაც მთლიანად გადაპარსული… „ძმები არ მყოლია, მაგრამ მეგობარი ბიჭები შესანიშნავად მიწევდნენ ძმის მაგივრობას. 13 წლისას მხოლოდ 19-20 წლის ბიჭები მიყვარდებოდა თუმცა, რასაკვირველია, სერიოზულ ურთიერთობებზე ამ დროს საუბარიც არ იყო, … Continue reading

ხუსკარი – სმურფების ქალაქი ანდალუსიაში

რამდენიმე წლის წინ ხუსკარი (Juzcar) ანდალუსიის ერთ-ერთი პატარა “თეთრი ქალაქი” იყო, რომელიც არაფრით გამოირჩეოდა ამ რეგიონის სხვა დასახლებული პუნქტებისაგან. თუმცა 2011 წლის გაზაფხულზე ხუსკარში, რომლის მოსახლეობაც სულ 220 ადამიანს შეადგენს, Sony Pictures-ის წარმომადგენლები მივიდნენ და ადგილობრივებს თეთრი სახლების ცისფრად შეღებვა შესთავაზეს. სოფლის საერთო კრებაზე ამ უცნაურ შეთავაზებაზე თანხმობის მიცემა გადაწყდა, მით უმეტეს, რომ თითოეულ მცხოვრებს … Continue reading

ემმა უოტსონი – ცხოვრება „ჰარი პოტერის“ გარეშე

ჰარი პოტერის თავგადასავლების ბოლო ნაწილი უკვე გადაღებულია და პოტერიადის ვალდებულებებისგან გათავისუფლებულმა მსახიობებმა შვებით ამოისუნთქეს. ყველაზე მეტად ალბათ ეს ალბათ ჰერმიონ გრეინჯერის როლის შემსრულებელს ემმა უოტსონს გაუხარდა, რომელმაც გადაღებების დასრულებისთანავე მთელი წლების განმავლობაში მობეზრებული გრძელი თმა სასწრაფოდ შეიჭრა. ელოდეთ უკიდეგანო თავხედობას – ემმა, რასთან არის დაკავშირებული გარეგნობის რადიკალურად შეცვლის სურვილი? – ჰარი პოტერის საგა დასრულდა, საჭიროა … Continue reading

“დექსტერის” ფინალური სეზონისადმი მიძღვნილი ფოტოსესია

ჟურნალში Entertainment Weekly დაიბეჭდა ფოტოსესია, რომელიც სერიალ “დექსტერის” (Dexter) ფინალურ სეზონს მიეძღვნა. ფოტოსესიის გმირები “დექსტერის” მთავარი როლების შემსრულებლები – მაიკლ სი ჰოლი და ჯენიფერ კარპენტერი იყვნენ.

ჩვენ მივდივართ დისნეის სამყაროში! ნაწილი II

პოსტის დასაწყისი წაიკითხეთ ამ ლინკზე „ფიფქიას“ ეკრანზე გამოსვლის შემდეგ დისნეიმ უდიდესი აღიარება მოიპოვა, მაგრამ, მეორე მხრივ, კრიტიკოსებმა და ინტელექტუალებმა მას ფინანსური წარმატება ვერ აპატიეს. დისნეი კრიტიკას ყურადღებას არ აქცევდა – მას უკვე შეეძლო საკუთარი თავისთვის ამის უფლება მიეცა. ამ დროითვის მან უკვე გადააიარაღა სტუდია და  კომპანია უახლესი კინოტექნიკით აღჭურვილ სტუდია-ქარხანაში, ქალაქ ბერბანკში (კალიფორნიის შტატი) გადაიტანა, … Continue reading

ჩვენ მივდივართ დისნეის სამყაროში! ნაწილი I

როგორ მოხდა, რომ პროვინციელმა მხატვარ-მულტიპლიკატორმა მოახერხა მრავალმილიარდიანი იმპერიის შექმნა, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგაც სტაბილურად ლიდერობს გართობის მსოფლიო ინდუსტრიაში? რატომ შედის უოლტ დისნეი მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიან ბიზნესმენთა ყველა სიაში, რომლებმაც გავლენა მოახდინეს მთელი მსოფლიოს განვითარებაზე? ბევრი ექსპერტი თანხმდება, რომ დისნეიმ მოახერხა შეექმნა ერთგვარი პარალელური სამყარო, რომელშიც შეგიძლია დაემალო შენს პრობლემებს, დამალო შვილები და ოჯახიც. ამისთვის … Continue reading

ათი ძალიან კარგი და… ძალიან მობეზრებული მსახიობი

ასეთი რამ ხშირად ყველაზე კარგ მსახიობებსაც კი ემართებათ. მას შემდეგ, რაც სახელგანთქმულები ხდებიან, როლებს უარესად შეიძლება არ ასრულებენ, მაგრამ როგორღაც თითქოს ნაპერწკლის გარეშე თამაშობენ და არ გადიან იმ ამპლუისა თუ სტილის ფარგლებს გარეთ, რომელმაც ისინი თავის დროს წარმატებული გახადა. მაშ ასე, ათი მსახიობი, რომელიც მრავალი წელია,  ყველა ფილმში თითქოს ერთსა და იმავე როლს ასრულებს: მორგან … Continue reading

რა მოუვიდათ „მეგობრებს“?

ბევრი სერიალი ვერ იამაყებს ნომინაციებისა და პრემიების ისეთი რაოდენობით, მათ შორის ემითა და ოქროს გლობუსით, როგორც ახალგაზრდების საყვარელი საპნის ოპერა „მეგობრები“. თავის ჟანრში „მეგობრებმა“ პატარა რევოლუცია მოახდინა და მიუხედავად იმისა, რომ პროექტი 7 წელზე მეტი ხანია დახურულია, ის კიდევ ინარჩუნებს პოპულარობას როგორც თავად, ისე მრავალრიცხოვანი კლონი სერიალებისა და მიმბაძველების წყალობით. ძველი სერიალებიდან, პოპულარობის თვალსაზრისით, „მეგობრებს“, … Continue reading

ტეილორ ლოტნერი

„ჯეიკობი-მაქცია მე სულაც არ მგავს, უფრო ინდიელი ჯეიკი ვარ – მეგობრული, ენერგიული, ურთიერთობაში მსუბუქი და გულღია. მაქციის როლის თამაში, რომელიც გულში ბრაზსა და სიძლიერეს მალავს, ჩემთვის ცოტა უჩვეულო იყო. თუმცა მაპროვოცირებელი როლები, როგორც მსახიობს, მომწონს“, – ამბობს ტეილორ ლოტნერი, რომელიც კინოინდუსტრიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოზარდი მსახიობია. იგი ჟურნალის People Magazine-ს რეიტინგში – მსოფლიოს 100 ულამაზეს ადამიანს … Continue reading

პლასტიკური ქირურგიის ათი ჰოლივუდელი მსხვერპლი

ჰოლივუდი – ეს ის ადგილია, სადაც გარეგნობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ სელებრითები თავიანთი უზარმაზარი ჰონორარების უზარმაზარ ნაწილს სილამაზეზე ზრუნვას ახმარენ და პლასტიკურ ქირურგიასაც ხშირად მიმართავენ. ბოლო კვლევის თანახმად ყველაზე პოპულარული ჰოლივუდში კვლავ ტუჩების დაბერვისა და მკერდის გაზრდის ოპერაციებია. თუმცა სავალალო შედეგებს ხშირად ვერც დახარჯული მილიონები შველის, რის ცნობილი მაგალითებიც არიან მაიკლ ჯეკსონი, ჯოან რივერსი, ჯოსელინ … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე