შეზლონგი მზის ენერგიაზე მომუშავე დამტენით

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტებმა ეკოლოგიურად სუფთა, ულტრა მოდერნისტული შეზლონგი Soft Rocker დააპროექტეს. ორიგინალური მოხაზულობის შეზლონგზე დამონტაჟებულია მზის ენერგიის პანელები, რომლებიც ელექტროენერგიის წყაროა ლეპტოპისთვის, მობილური ტელეფონის ან ნებისმიერი სხვა გაჯეტისთვის. Soft Rocker-ის პროექტი სტუდენტებმა პროფესორ შეილა კენედის ხელმძღვანელობით შექმნეს. მზის ენერგიაზე მომუშავე რამდენიმე ათეული შეზლონგი უკვე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კამპუსის ტერიტორიაზეა ინსტალირებული. Advertisements

მინი ლუდსახარში საკუთარ სახლში

ბოლოს და ბოლოს, ახდა იმ ადამიანების ოცნება, რომელთაც საკუთარ სახლში საკუთარი საფირმო ლუდის მომზადება სურთ –  ხარისხიანი ლუდის გამოხდა WilliamsWarn-ის მინი ლუდსახარშში 7 დღეშია შესაძლებელი. მინი ლუდსახარში ლუდის ტექნოლოგმა იენ უილიამსმა და საკვები პროდუქტების ტექნოლოგიების ინჟინერმა ანდერს უორნმა შექმნეს. მინი ლუდსახარში საშუალებას აძლევს როგორც პროფესიონალებს, ისე მოყვარულებს, დროისა და ენერგიის მინიმალური დანახარჯით მოამზადონ ლუდი. შეიძლება ითქვას, რომ WilliamsWarn … Continue reading

MOJO iCuisine – ინტერაქტიული რესტორანი ტაიბეიში

კომპანია Moxie Design-ის არქიტექტორებმა ქალაქ ტაიბეიში (ტაივანი) რესტორან MOJO iCuisine-ს უნიკალური პროექტი განახორციელეს. პროექტის უნიკალურობას მაღალი ტექნოლოგიების ორიგინალურად გამოყენება განაპირობებს – რესტორნის სასადილო ზონაში განთავსებულია ორადგილიანი მაგიდები სენსორული ეკრანებით, რომელთა საშუალებითც შესაძლებელია მენიუს ნახვა, შეკვეთის გაფორმება, რეკლამებისა და საუკეთესო კომპიუტერული გრაფიკით შესრულებული კლიპების ყურება, თამაში, ანგარიშის მოთხოვნა, გადახდა და ციფრული “მაგიდის გადასაფარებლის” შეცვლაც კი 

მობილური გრილ-ბარი BONGOS BEER

სხვადასხვა ტიპის მოწყობილობების პორტატულობა და მობილურობა მნიშვნელოვნად ზრდის მათი გამოყენების პოტენციალს, ამიტომ კომპანიამ Alpina შექმნა ფუნქციური გრილ-ბარი ბორბლებზე Bongos Beer Bar. მოდური დიზაინის კონსტრუქციას ოთხი ბორბალი აქვს, რომელთაც სხვადასხვა ტიპის საფარზე გადაადგილება შეუძლია. ეს მოწყობილობა იდეალურია წვეულებების მოსაწყობად – მასზე შეიძლება მომზადდეს ბარბექიუ და ცივი სასმელები. Bongos Beer Bar-ზე ასევე დამონტაჟებულია ლუდის ჩამოსასხმელი პროფესიონალური ონკანი. … Continue reading

მსოფლიოში უდიდესი ტელესკოპი ჰავაიზე აშენდება

ჰავაის ვულკანების ეროვნული პარკის ყველაზე მაღალ წერტილში – ვულკან მაუნა კეაზე მსოფლიოში უდიდესი ტელესკოპი დაიდგმება. ტელესკოპი მეცნიერებს საშუალებას მისცემს, მაუნა კეას ობსერვატორიიდან დააკვირდნენ ობიექტებს, რომლებიც დედამიწიდან 13 მილიარდი სინათლის წელიწადის მანძილზე იმყოფებიან. ტელესკოპის492 სეგმენტისგან შემდგარი გიგანტური შიდა სარკის დიამეტრი 30 მეტრზე მეტი იქნება.  ადგილობრივი ტომების წარმომადგენლები ტელესკოპის დადგმის წინააღმდეგ გამოდიან, რადგან, მათი აზრით ამ გიგანტურმა მოწყობილობამ ვულკანის სული შეიძლება … Continue reading

გამჭვირვალე iPad-ის კონცეფცია

დიზაინერმა რიკარდო ლიოს მონტეირო აფონსომ გაჭვირვალე iPad-ის კონცეფცია წარმოადგინა. გამჭვირვალე iPad-ს ქვედა კიდის გასწვრივ თხელი ლითონის ვიწრო “სარტყელი” აქვს. კონცეპტში ასევე მოიძებნა ადგილი ღილაკისთვის Home, ასევე კამერისთვის iSight. კონცეფციაში გათვალისწინებულია მეორე კამერაც, რომელიც პლანშეტს უკანა მხარეს აქვს. ამ დეტალების განსათავსებლად დიზაინერმა მოწყობილობის ზედა და ქვედა მხარეს ლითონის ორი „კუნძული“ შექმნა, სადაც უნდა განთავსდეს  iPad-ის მთელი … Continue reading

GPS-იანი საათები ტურისტებისა და სპორტსმენებისათვის

ცხოვრების აქტიური სტილის მომხრეებს მრავალფუნქციური მოწყობილობები ყოველთვის იზიდავთ. ერთ გაჯეტში მიკროტალღური ღუმელის, მაცივრის, ტელევიზორისა და კარვის გაერთიანება, თანაც ისე, რომ ეს ურჩხული მოწყობილობა ჩვეულებრივ ზურგჩანთაში ეტეოდეს – ნებისმიერი ტურისტის ოცნებაა 🙂 🙂 ასევე საოცნებო, მრავალფუნქციური გაჯეტია საათი GPS-ით, რომელიც მის მფლობელს არა მხოლოდ პუნქტუალობის გამოჩენაში დაეხმარება, არამედ იოლადაც მოაძებნინებს გზას ნებისმიერი დახლართული მარშრუტის პირობებში. შესაბამისად, … Continue reading

კინოთეატრი ოკეანეში

ეს საოცარი კონსტრუქცია ერთგვარი ტივტივაა, რომელზეც კინოთეატრის ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველანაირი აღჭურვილობაა მოთავსებული. კინოთეატრის  პროექტი არქიტექტორ ოლ შირენს ეკუთვნის. საოცარი კინოთეატრის მოსაწყობად საჭირო აღჭურვილობის ტრანსპორტირება და აწყობა საკმაოდ მარტივად მოხერხდა. საჭიროების შემთხვევაში მისი დემონტაჟი და სხვა ადგილზე გადატანაც შესაძლებელია. უჩვეულო კინოთეატრი კერძო კუნძულთან, ტაილანდის მახლობლად არის განთავსებული. თუ არ ჩავთვლით ორ სალ კლდეს, მის ირგვლივ მხოლოდ … Continue reading

D-Box Technologies: სავარძლები 4D კინოთეატრებისთვის

კომპანია D-Box Technologies, რომლის სათავო ოფისი კანადის ქალაქ მონრეალში მდებარეობს, 4D ტექნოლოგიების სფეროს ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ მიიჩნევა. ამ კომპანიამ უკვე მოასწრო მთელი მსოფლიოს მასშტაბით 70 კინოთეატრის 4D სავარძლებით აღჭურვა. უნდა აღინიშნოს, რომ 70-დან 50 კინოთეატრი, რომელიც D-Box Technologies-ის ტექნიკითაა აღჭურვილი, აშშ-ის ქალაქებშია. სამგანზომილებიანმა გამოსახულებამ ბოლო წლების განმავლობაში უამრავი თაყვანისმცემელი მოიპოვა, თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. … Continue reading

Qumo Colibri: ბიბლიოთეკა ჯიბეში

Qumo Colibri-ს მწარმოებელი მას „მსოფლიოში ყველაზე თხელ ბუქრიდერს“ უწოდებს – ამ მოწყობილობის სისქე მხოლოდ 7,7 მილიმეტრია. თუმცა უფრო თხელი ბუქრიდერებიც არსებობს, მაგალითად, Orizon-A-ს სისქე 7,4 მმ-ს შეადგენს, ასე რომ, მწარმოებლებს განცხადების გაკეთბისას ცოტა ზედმეტი მოუვიდათ 🙂 სხვა მხრივ კი Qumo Colibri არსებულ ასორტიმენტში ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ბუქრიდერია – მცირე ზომების გამო Qumo Colibri-ს როგორც ხელში … Continue reading

მომავლის მოდულური სამზარეულო

კომპანიამ Astros Studios მოდულური სამზარეულო აღჭურვილობა KitchenScape წარმოადგინა. მოდულური სამზარეულო KitchenScape შედგება სამზარეულოს ტექნიკისა და მოწყობილობებისგან, რომლებიც ერთმანეთზე ფიქსირდება და პირველ რიგში, ნაკლებ სივრცეს იკავებს და მეორეც, ერთმანეთში გადახლართულ ათასნაირ კაბელს გამორიცხავს. მოდულურ სამზარეულოში ყველა მოწყობილობა – ყავის მადუღარა, ტოსტერი, წვენსაწური და ჩაიდანი ერთმანეთს უერთდება. ელექტროობა ერთიდან მეორეში გადის, ასე რომ, ამ ოთხი საგნის ელექტროობაში … Continue reading

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მაცივრის ყიდვისას

დღეს მაცივარი იმდენად ჩვეული ნივთია, რომ ძნელი წარმოსადგენია, როგორ ახერხებდა ადრე ხალხი მის გარეშე ცხოვრებას. არც კი ვფიქრობთ, რამდენი დროის ეკონომიას გვიკეთებს ეს ნივთი. არითმეტიკა კი ძალიან მარტივია – თუ მაცივარში ერთი კვირის სამყოფ პროდუქტებს შეინახავთ, მაღაზიაში ყოველდღე წასვლა არ მოგიწევთ. არც ყოველდღე მზარეულობა გჭირდებათ, მაცივრის ტემპერატურა მომზადებულ სადილს რამდენიმე დღე ინახავს. გამოდის, რომ დღეში … Continue reading

Full HD 3D პანასონიკისგან

დღეს 3D სახლის გასართობების ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ცხელ თემად მიიჩნევა. ელექტროტექნიკის მწარმოებლები ლამის ყოველდღიურად წარმოადგენენ 3D ტელევიზორებისა და სპეციალური Blu-ray ფლეერების ახალ-ახალ მოდელებს. შესაბამისად, ჰოლივუდის სტუდიებიც  ბაზრის შესაბამისი პროდუქციით გავსებას ცდილობენ. თუმცა, ჯერჯერობით, ამ ინდუსტრიაში ძალიან იშვიათია სახლის 3D სისტემის კომპლექსური გადაწყვეტის შეთავაზება საშუალო ფასად. ერთ-ერთი გამონაკლისი „პანასონიკის“ Full HD 3D კონცეფციაა, რომელიც ითვალისწინებს არა … Continue reading

Twimal: მოლაპარაკე თვითერი

სოციალური ქსელი, ბლოგები და ურთიერთობის სხვა ელექტრონული საშუალებები დღეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია და მათზე უარის თქმით უამრავ საინტერესო ინფორმაციას თუ ურთიერთობებს მოვიკლებდით. თუმცა ზოგჯერ მონიტორთან  ან ტელეფონით ხელში ჯდომა და საჭირო ტექსტის კითხვა გვეზარება, ხანდახან კი მონიტორთან დასაჯდომადაც არ გვცალია. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა გამოგონილი თვიმალი. ამ მოწყობილობის არსი ისაა, რომ კომპიუტერთან მიერთების შემდეგ მას თვითერის … Continue reading

ყველაზე ძვირადღირებული ტელევიზორი

კომპანიამ Bang & Olufsen გამოუშვა 85-დიუიმიანი პლაზმური  3D ტელევიზორი, რომელიც FullHD-ის მხარდაჭერით მუშაობს და თავისი მახასიათებლებით სახლის კინოთეატრს არაფრით ჩამოუვარდება. BeoVision 4-ის ხაზის ტელევიზორს ეფექტური არეკვლის საწინააღმდეგო საფარი აქვს, მოთავსებულია უმაღლესი ხარისხის ალუმინის კორპუსში და იყიდება ცენტრალური არხის აკუსტიკასთან ერთად, რომელიც თავისი მახასიათებლებით სახლის კინოთეატრების – B&O-ს  აკუსტიკას ემთხვევა. მოტორიზებული სადგამი ავტომატურად სწევს ტელევიზორს და … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე