ჟარდინ მაჟურილი – ლურჯი ბაღი მაროკოში

Jardin_Majorelle-6

მაროკოს ქალაქ მარაქეშში მდებარე ბაღი “მაჟურილი” მსოფლიოს სხვა ბოტანიკური ბაღებისგან ლურჯი ფერის დომინირებით არის გამორჩეული. ბაღის გაშენება ფრანგმა მხატვარმა ჟაკ მაჟურილიმ 1920 წელს დაიწყო და თითქმის 40 წლის განმავლობაში მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან ჩამოტანილი მცენარეებით ამდიდრებდა. ბაღის შენახვის ფინანსური სიმძიმიდან გამომდინარე, ჟაკ მაჟურილი იძულებული გახდა, 1947 წელს ბაღი დამთვალიერებლებისთვის გაეღო და შემოსვლისთვის გარკვეული საფასური დაეწესებინა. 1937 წელს მაჟურილიმ გადაწყვიტა ბაღში მდებარე შენობები, ტალავრები, … Continue reading

ხის რესტორანი ლიუბლიანას გოლფის მოედანზე

2

სლოვენიის დედალაქ ლიუბლიანასა და მისსავე აეროპორტს შორის მდებარეობს გოლფის 18 ორმოიანი მოედანი ლამაზად შეკრეჭილი ბალახით, ორი ტბითა და ღია სათამაშო სივრცით, სადაც გოლფის როგორც დამწყებ, ისე პროფესიონალ მოთამაშეებსაც შეუძლიათ ისიამოვნონ საყვარელი საქმიანობით. 2010 წელს აქვე გაიხსნა ხის რესტორანი “ევერგრინი”, რომელიც ახალი ხის შენობის პირველ სართულებზეა განლაგებული. ეს არის ხის, ჟანგისფერი რკინის ფირფიტებისა და ძროხის ტყავის მასალის … Continue reading

ქვემო სილეზიის ძეგლები მინიატურების პარკში

Silesia-Park-of-Miniatur-11

პოლონეთის ქალაქ ქოვარიში, იელენა გურას (ირმის მთა) ოლქში, ძველი ხალიჩების ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს “ქვემო სილეზიის ძეგლების მინიატურათა პარკი”, სადაც შეგიძლიათ ქვემო სილეზიის ულამაზესი ციხე-სიმაგრეები, სასახლეები, ეკლესიები და სხვა მნიშვნელოვანი შენობები 1:25 მასშტაბით დამზადებული მინიატურების ფორმით დაათვალიეროთ. პარკი 2003 წლის 14 აგვისტოს გაიხსნა. მას აქვს პარკინგი 150 მსუბუქი ავტომობილისა და 4 დიდი ავტობუსისთვის. პარკის ადმინისტრაცია ოთხ ენაზე: პოლონურად, … Continue reading

ლაქშმან საგარის კურორტი რაჯასტანში

10

XIX საუკუნის ბოლოს რაიპურის იმდროინდელმა თაკურმა ლაქშმან სინ ჯიმ ააშენა სანადირო სახლი ლაქშმან საგარი, რათა სათანადოდ გამასპინძლებოდა სხვა კეთილშობილ ოჯახებსა და ბრიტანელ ემისრებს. დღეს კი იქ ძველი ინდოეთის სურნელით გაჟღენთილი შესანიშნავი კურორტია, სადაც მრავლადაა მონადირული ტრადიციების ამსახველი ნიუანსები.    ლაქშმან საგარის კურორტი განლაგებულია ლაქშმან საგარის ხელოვნური ტბის ულამაზეს სანაპიროზე, რაიპურის ოლქის სოფელ რაჯასტანის შორიახლოს. ის რაჯასტანის მარვარისა და მიუარის … Continue reading

ფოკუს-მოკუს  ანუ ილუზიონისტის ჯადოსნური პროფესია

magic_and_magicians-11

ბავშვობაში სასწაულების ყველას გვჯეროდა. შემდეგ კი გამოირკვა, რომ სანტა კლაუსი გადაცმული მეზობელია, ჩვენი ლოგინის ქვეშ კი მონსტრები სულაც არ ცხოვრობენ, იქ ჩვეულებრივი მტვერი ყრია, ისიც თუ კარგად დავგვით, არ ეყრება. ასაკის მატებასთან ერთად ნელნელა პრაგმატულ მატერიალისტებად და მოსაწყენ ადამიანებად ვიქცევით. თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც ბავშვურ ოცნებებთან განშორება არ მოინდომეს და ჯადოქრობა თავიანთ პროფესიად აქციეს. ამ … Continue reading

თემატური პარკი “იტალია მინიატურაში”

26

ადგილმდებარეობა: იტალია, ვიზერბა (15 წუთის გზა რიმინიდან) გახსნის წელი: 1970 ფართობი: 85 ჰექტარი თავისებურება: თემატური პარკში წარმოდგენილია ევროპის არქიტექტურული შედევრების შემცირებული ასლები. “იტალია მინიატურაში” ერთ-ერთი უძველესი თემატური პარკია იტალიაში. აქ შეიძლება ნახოთ იტალიისა და ევროპის ქვეყნების ყველა ძირითადი ღირშესანიშნაობა, ორიგინალებთან შედარებით 25-30-ჯერ შემცირებული ზომებით. თემატურ პარკში მინიატურული შედევრების ირგვლივ გაყვანილია გზები, სარკინიგზო ხაზები, აეროპორტები, რაც … Continue reading

მსოფლიოს გასართობი პარკები

amusement-park-1

გასართობი პარკი – ეს ერთიანი ტერმინია, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ხალხის გასართობად განკუთვნილი ატრაქციონებისა და სხვა გასართობი მოწყობილობების ერთიანობას. გასართობი პარკების შექმნასა და შენახვაზე გაცილებით მეტი ძალისხმევა იხარჯება, ვიდრე ჩვეულებრივი პარკისა თუ სათამაშო მოედნისთვის, რადგან მსგავსი ადგილები, ჩვეულებრივ, ერთდროულად უფროსების, ახალგაზრდობისა და სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. დღეისთვის გასართობ პარკებს უკვე თემატური პარკები ამჭიდროვებს, თუმცა ამ … Continue reading

მსოფლიოს გიჟური ფესტივალები

monkey-fest-2

ბავშვობაში ალბათ არაერთხელ გაგვიგია, რომ საჭმელთან თამაში არ შეიძლება, თუმცა, მსოფლიოს ზოგიერთ ქალაქში არათუ აკრძალულია საჭმელთან თამაში, არამედ წახალისებულია მისი თაყვანისცემა, სროლა, დაჭრა და სხვა უგვანი საქციელების ჩადენა😉 ფორთოხლების სროლა, იტალია იტალიის ქალაქ ივრეის მცხოვრებლები მარხვის წინა სამ დღეს ერთმანეთისთვის ფორთოხლების სროლით ზეიმობენ. ლეგენდის მიხედვით, ივრეის შუა საუკუნეების თავადი იმდენად ძუნწი იყო, რომ გლეხებს ნახევარ … Continue reading

კაზინოების ისტორია – რომიდან ჩვენამდე

flamingo

პირველი სათამაშო სახლები რომის იმპერიაში გაჩნდა. მსგავსი დაწესებულებების დაბადების თარიღად ისტორიკოსები ჩვ.წ.აღ.–მდე 557–ე წელს ასახელებენ, როდესაც რომის მეფემ ლუციუს ტარკვინიუს პრისკუსმა მოსავლის მფარველი ღმერთის ქონსის პატივსაცემად ე.წ. „დიდი ცირკი“ აღმართა. აქ თავმოყრილი იყო სხვადასხვაგვარი გასართობები, ხალხი ფსონს დებდა ტოტალიზატორში, თამაშობდნენ ძვლისგან გამოთლილი კამათლებით. პუბლიკა დიდ ცირკში, თამაშსა და გართობაში ათენ–აღამებდა. თანამედროვე კაზინოების „წინაპრები“ კი ხმელთაშუა … Continue reading

თეატრალური ცრურწმენების სამყაროში

?????????????

თეატრალები ძალიან ცრუმორწმუნე ხალხია. გასაკვირი არაფერია, თუ გავითვალისწინებთ ყველა წვრილმანს, რაც სპექტაკლის დროს შეიძლება ერთმანეთს დაემთხვეს – ასეთი შემთხვევითობები დროთა განმავლობაში ერთი შეხედვით დაუჯერებელ მიზეზ–შედეგობრივ კავშირებში გადაიზარდა და საბოლოოდ ცრურწმენებადაც ჩამოყალიბდა. ეს არ არის ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო ცრურწმენები, რომ შენობაში ქოლგის გაშლა არ შეიძლება და ორშაბათობით ფულის გაცემამ სიღარიბე იცის. ესაა კულისებში დაბადებული და მსახიობებისა და … Continue reading

მსოფლიოს ხუთი ყველაზე ძვირადღირებული კაზინო

2-the-best-casinos-valentin-macao

იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიზიდონ თავიანთ კაზინოებში, სათამაშო ბიზნესის ოპერატორები ყველაზე თამამ ნაბიჯებზეც კი მიდიან და ცდილობენ, კონკურენტებს ექსტრავაგანტურობით, თავიანთი პროექტების ღირებულებითა და მოცულობით, ექსკლუზიური გასართობებითა და არნახული ფუფუნებით აჯობონ. შედეგად, ლას ვეგასში, სინგაპურსა და მაკაოში  ჩნდება ეგვიპტური პირამიდები, ეიფელის კოშკი და სხვა ცნობილი არქიტექტურული ძეგლების ასლები… მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კაზინოები მილიარდობით დოლარადაა … Continue reading

გასართობი კომპლექსი დისნეილენდი-პარიზი

Disneyland Paris Becomes One Of Europe's Most Popular Attractions

ადგილმდებარეობა: 32 კილომეტრი პარიზიდან. გახსნის თარიღი: 1992 წელი. თავისებურება: ევროპის უდიდესი გასართობი კომპლექსი, რომელიც შედგება ორი პარკ-ატრაქციონისგან, გოლფის მოედნისა და ათი სასტუმროსაგან.  ყოველწლიურად საფრანგეთის დისნეილენდს 13 მილიონ ადამიანზე მეტი სტუმრობს. ფაქტობრივად, ეს არა მხოლოდ ატრაქციონების პარკია, არამედ უზარმაზარი გასართობი კომპლექსი, რომელიც 2 ათას ჰექტარ ტერიტორიას იკავებს და  შედგება ორი თემატური პარკისა და გოლფის მოედნისგან (Golf … Continue reading

კინოთეატრი ოკეანეში

cinemackalzefriday4

ეს საოცარი კონსტრუქცია ერთგვარი ტივტივაა, რომელზეც კინოთეატრის ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველანაირი აღჭურვილობაა მოთავსებული. კინოთეატრის  პროექტი არქიტექტორ ოლ შირენს ეკუთვნის. საოცარი კინოთეატრის მოსაწყობად საჭირო აღჭურვილობის ტრანსპორტირება და აწყობა საკმაოდ მარტივად მოხერხდა. საჭიროების შემთხვევაში მისი დემონტაჟი და სხვა ადგილზე გადატანაც შესაძლებელია. უჩვეულო კინოთეატრი კერძო კუნძულთან, ტაილანდის მახლობლად არის განთავსებული. თუ არ ჩავთვლით ორ სალ კლდეს, მის ირგვლივ მხოლოდ … Continue reading

საინტერესო ამბები კაზინოს შესახებ

30-gambling-casino-roulette

რულეტი ფრანგმა მათემატიკოსმა და ფილოსოფოსმა პასკალმა მუდმივი ძრავის შექმნის მიზნით ჩატარებული ექსპერიმენტების დროს გამოიგონა. სახელწოდება კი ფრანგული სამაგიდო თამაშისგან ისესხა. თუმცა ადამიანები აზარტულ თამაშებს ბევრად დიდი ხნის წინ თამაშობდნენ. შემორჩენილია ისტორიული ცნობები აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი სპეციალური ადგილების შესახებ ძველ ჩინეთში, ძველ ეგვიპტესა და ძველ საბერძნეთში, სადაც მოთამაშეები სათამაშო კოჭებს თხის ჩლიქებისგან აკეთებდნენ. თავად სიტყვა კაზინო … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე