გუგლის თელ ავივის ოფისი

მეეჭვება არსებობდეს კომპიუტერის თუნდაც ერთი მომხმარებელი დედამიწაზე, რომელსაც ერთხელ მაინც არ გამოუყენებია გუგლის რომელიმე პროდუქტი. მე ყოველთვის ვუსმენ მუსიკას მუშაობის დროს, მას მერე, რაც Youtube არსებობს, სწორედ მისი მეშვეობით. კომპანია გუგლის ფილოსოფიაც სწორედ ესაა – აურდაურიონ სერიოზული სამუშაო და ყოველდღიური სიამოვნებები თავიანთ ოფისებში, მუშაობის პროცესსა თუ პროდუქციაში. გუგლის თელ ავივის ოფისის ინტერიერი კომპანიის ამ მიდგომის დასტურია. აქ შეგვიძლია ვნახოთ ნატურალური … Continue reading

თერმული კურორტი ტიროლის მთებში

ავსტრიის მთებში, ტიროლის მხარეში მდებარეობს ულამაზესი კურორტი Aqua Dome, რომელიც თავისი თერმული წყლებითა და კონუსური არქიტექტურული ფორმებით არის ცნობილი. ეს არის ყველაზე თანამედროვე, უნიკალური არქიტექტურის მქონე თერმული “აბანო” მთელ ავსტრიაში. სასტუმროში არის აუზები როგორც შენობაში, ისე ღია ცის ქვეშ – ფერადი ეფექტებით, წყალქვეშა მუსიკით, მასაჟითა და რასაკვირველია, ცხელი წყლით, რომელიც მიწის ქვეშ 1865 მეტრის სიღრმეზე … Continue reading

სახლის დეკორი: ავეჯი ბოთლებით

ბოთლებზე “შემდგარი” მაგიდების დიზაინი ბრაზილიელ დეკორატორს თათი გიუმარეესს (Tati Guimarães) ეკუთვნის. გიუმარეესი ეკოდიზაინის ბიუროს Ciclus-ის (https://ciclus.com) დამფუძნებელი და დეკორატორია, რომელიც ამჟამად  ბარსელონაში ცხოვრობს. ბარსელონაში თათი ბოიფრენდთან ერთად ცხოვრობს.  საღამოობით კარგი ღვინის დაგემოვნება ორივეს ძალიან უყვარს, შედეგად კი დროთა განმავლობაში სახლში უამრავი ბოთლი დაუგროვდათ, რომელთაც დიზაინერი გადასაყრელად ვერ იმეტებდა. ან მე ან ეს ბოთლები! – გამოაცხადა … Continue reading

Eazy Wallz-ის ცოცხალი კედლები

ამ პოსტში გვინდა წარმოგიდგინოთ კომპანია Eazy Wallz-ის მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ინტერიერის დეკორირების პროცესს სასიამოვნო საქმიანობად აქცევს. Eazy Wallz-ის 3D  შპალერების მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში “ტელეპორტირება” შეუძლია – იქნება ეს იაპონია თუ საფრანგეთი, ავსტრალია თუ საბერძნეთი. კომპანიის ვებსაიტზე (eazywallz.com) პროდუქციის არჩევანი მეტად მრავალფეროვანია, შპალერებზე გამოსახული ნებისმიერი სიუჟეტი კი – რეალისტური. Eazy Wallz-ის შპალერი საკმაოდ ფუნქციურიცაა – არ იჭმუჭნება, არ  სველდება და არ … Continue reading

ორიგინალური სახლი ხეზე გერმანელი არქიტექტორებისგან

ეს პატარა დასასვენებელი სახლი ხეზე, რომელიც არქიტექტურული ბიუროს Baumraum-ის პროექტით აშენდა, გერმანიაში, ერთ-ერთი სოფლის განაპირას, ტყეში მდებარეობს. შემკვეთებს პატარა, უჩვეულო და კომფორტული სახლი, ნამდვილი ოჯახური ბუდე სჭირდებოდათ, თუმცა რაიმე კონკრეტული რეკომენდაცია ან სურვილი არ გამოუთქვამთ, იდეების მოფიქრება და განხორციელება მთლიანად Baumraum-ის კრეატიულ გუნდს მიანდეს. გერმანელმა არქიტექტორებმაც ნამდვილი ბუდე ააშენეს – პატარა მომრგვალებული ფორმის სახლი, რომელიც მიწაზე რკინის, ხოლო მუხის … Continue reading

ქვის სახურავიანი არტ ვილები კუნძულ ჯეჯუზე

ამ პოსტში წარმოგიდგენთ იაპონურ არქიტექტურისა და დიზაინის ბიუროს Kengo Kuma–ს კიდევ ერთ მასშტაბურ ნამუშევარს – ქვის სახურავებიანი ვილების კომპლექსს – Lotte Jeju Resort Art Villas, რომელიც სამხრეთ კორეაში, კუნძულ ჯეჯუზე, ამავე სახელწოდების ქალაქში აშენდა. Kengo Kuma–სთან ერთად ვილების პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა რამდენიმე ცნობილმა არქიტექტორმა და  დიზაინის ბიურომ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის არიან DA Global Group, დომინიკ პერო და სხვ. კურორტზე 10-მდე ვილა … Continue reading

მაღაზიად გადაკეთებული საწყობი – “კენგო კუმას” კრეატიული პროექტი

იაპონურმა არქიტექტურისა და დიზაინის ბიურომ “კენგო კუმა” კრეატიული პროექტი – სოიოს პროდუქციის მაღაზიის დიზაინი წარმოადგინა. “კენგო კუმას” დიზაინერებმა პროექტი “კაიანოიასთვის” – იაპონური კომპანიისთვის შექმნეს, რომელიც სოიოს ინდრუსტრიაში უკვე 120 წელზე მეტია, ლიდერის პოზიციებს იკავებს. როგორც “კენგო კუმას” წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი მაღაზიის დიზაინითვის შთაგონების წყარო ქაიშუში, იაპონიის სამხრეთში მდებარე სოიოს გადამამუშავებელი ქარხნის ინტერიერი იყო.  მაღაზიაში ხის კასრები ერთგვარი ლიფტის ფუნქციას ასრულებს და … Continue reading

სახლები ხეებისთვის – ვიეტნამელი არქიტექტორების კრეატიული ეკოპროექტი

ამ პოსტში გვინდა წარმოგიდგინოთ ვიეტნამური არქიტექტურისა და დიზაინის ბიუროს Vo Trong Nghia Architects-ის ორიგინალური ეკოპროექტი სახელწოდებით House for Trees, რომელიც ურბანიზაციის თანმდევი პრობლემების გადაჭრას ემსახურება. როგორც Vo Trong Nghia Architects-ის ვებსაიტზეა აღნიშნული, სწრაფმა ურბანიზაციამ ვიეტნამის ქალაქებში გამწვანების შემცირება გამოიწვია. “მაგალითად, ქალაქ ჰო ჩი მინში, სადაც “სახლები ხეებისთვის” პროექტი განხორციელდა, მთელი ტერიტორიის მხოლოდ 0.25%-ია გამწვანებული”. “რადგან მიწის თითოეული კვადრატული მეტრი უკვე დაკავებულია, … Continue reading

Meera House – სინგაპურელი არქიტექტორების შედევრი

The Meera House ულამაზესი რეზიდენციაა სინგაპურში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე კრეატიულმა არქიტექტურულმა სტუდიამ – Guz Architects-მა შექმნა. სახლი კუნძულ სენტოსაზე, სიგნაპურის ახლოს მდებარეობს. Meera House, რომელსაც მთლიანად მწვანე სახურავი აქვს, ზოგადად ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ. მწვანე სახლის საუკეთესო მაგალითია. როგორც Guz Architects-ის წარმომადგენლები აცხადენენ, სახლის არასტანდარტული კონსტრუქცია ლანდშაფტის თავისებურებებმა და მეზობელი სახლების სიახლოვემ განაპირობა. “გვინდოდა აგვეშინებინა მასიური კედლები, რომლებიც ჩვენს … Continue reading

თვითერის კრეატიული ოფისი სან ფრანცისკოში

მეგობრობა, კომუნიკაცია, იდეების გაზიარება, მხიარულება – ყოველივე ამის ასახვას შეეცადნენ თვითერის სათავო ოფისის ახალ დიზაინში, რომელიც ორი კომპანიის – IA Interior Architects-ისა და  Lundberg Design-ის ერთობლივი ნამუშევარია. თვითერის სათავო ოფისი, რომელიც სან ფრანცისკოში მდებარეობს, ორ ნაწილად არის გაყოფილი. პირველი ნაწილი სტანდარტული საოფისე სივრცეა, მეორე კი,  რომელიც უფრო დასასვენებელ კომპლექსს წააგავს, უზარმაზარ ბაღშია მოწყობილი.  “ბაღის ოფისში” სამუშაო ადგილები პირდაპირ ღია ცის ქვეშ … Continue reading

R.Brant-ის სექსუალური ინტერიერები

ინტერიერის დიზაინერი ბრენტ მაკფარლეინი (Brant McFarlain), როგორც თავად ამბობს, “ყველაზე სექსუალურ დიზაინს” ქმნის. მაკფარლეინი დიდი ხანია მოდის სამყაროთია გატაცებული, რამაც ინტერიერის დიზაინის სფეროში მისი გემოვნების ფორმირებაზეც მოახდინა გავლენა. “მე მიყვარს მოდა და სწორედ ის არის ჩემი დიზაინის შთაგონების წყარო. განწყობას ხშირად ფერთა გამის საშუალებით გადმოვცემ, თუმცა რასაც უნდა ვქმნიდე, ჩემს ნამუშევრებს ერთი საერთო ნიშანი აქვს – ჩემი ინტერიერები ყოველთვის სექსუალურია!” – ამბობს მაკფარლეინი. “ჩემი ყოველი … Continue reading

არაჩვეულებრივი ავეჯი ბავშვის ოთახისთვის

დახვეწილი გემოვნება და სტილის შეგრძნება ადამიანს ბავშვობიდან უნდა გამოუმუშავდეს – ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა ავეჯის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Restoration Hardware თავისი არაჩვეულებრივი საბავშვო კოლექციის შექმნისას. კოლექციაში სახელწოდებით Baby & Child რამდენიმე ათეული საბავშვო ოთახის დიზაინია წარმოდგენილი. ავეჯისა და აქსესუარების თითოეულ სეთში ყოველი კომპონენტი დიდი გემოვნებით არის შეხამებული. FRIDAY.GE წარმოგიდგენთ 40-მდე ფოტოს Restoration Hardware-ს ახალი კოლექციიდან – ასეთ ოთახებში ბავშვები დასვენებასაც შეძლებენ და განვითარებასაც!

Giraffe Manor – საუზმე ჟირაფებთან ერთად

ეს არაჩვეულებრივი ბუტიკ-ოტელი სახელწოდებით Giraffe Manor კენიაში, ნაირობისა და ნგონგის ბუნებრივ ნაკრძალს შორის მდებარეობს. სასტუმრო ნამდვილად განსაკუთრებულია – როგორც მდებარეობით, ისე დიზაინით, რომელიც 30-იანი წლების არტ დეკოს სტილშია გადაწყვეტილი. თავად სასტუმროც 1930 წელს არის აშენებული. სასტუმროს მისაღები და ნომრები ელეგანტური ძველებური ავეჯითაა მოწყობილი. განსაკუთრებულად სასიამოვნო გარემოს ულამაზესი ბაღები, ტერასები და ვერანდები ქმნის. სასტუმრო განლაგებულია 5 ჰექტარამდე ტერიტორიაზეა და გარს აკრავს დაახლოებით 57 … Continue reading

ფირმის პრეზენტაცია – წარმატების ნახევარი

კომპანიის ეფექტური პრეზენტაცია – მისი წარმატების ნახევარია. წარმატების მეორე, წყალქვეშა ნაწილი კი კოლექტივის შრომის, მათი ცოდნისა და ტალანტისგან შედგება. პრეზენტაციის მიზანი კლიენტისთვის ფირმის სარგებლიანობისა და უნიკალურობის ჩვენებაა. რაც უფრო მეტყველი და იოლად გასაგები იქნება პრეზენტაცია, მით მეტი მომხმარებელი ეყოლება კომპანიას. ნებისმიერი ბიზნესის შექმნის საფუძველი რაც შეიძლება მეტი მოგების მიღებაა, კლიენტების გარეშე კი ეს შეუძლებელია. სწორედ … Continue reading

გუგლის ოფისი ამსტერდამში

სარემონტო სამუშაოების შემდეგ გუგლის ამსტერდამის ოფისი ახალი, ორიგინალური იმიჯით წარდგა. ამსტერდამის ოფისის დიზაინი გუგლის სხვა ყველა ოფისი დიზაინისაგან განსხვავდება – ფაქტობრივად, ის კომპანიის ისტორიას ასახავს. გუგლის დამფუძნებლებმა ლარი ფეიჯმა და სერგეი ბრინმა მსოფლიო გიგანტი კომპანიის შექმნა ერთ პატარა გარაჟში დაიწყეს. ამსტერდამის ოფისის დიზაინიც გარაჟის თემაზეა აგებული აქ შეიძლება ნახოთ  ძველი აგურებით ნაშენი კედლები, ძველმოდური პუფები, მაგიდის ფეხბურთი, მეთევზის სკამი … Continue reading

სან პაულუ: წიგნის მაღაზია ცისარტყელის ფერებში

ბავშვების უმეტესობას წიგნის მაღაზიაში შესვლას სათამაშოების მაღაზიის თაროების თვალიერება ურჩევნია. თუმცა სან პაულუში (ბრაზილია) მდებარე Saraiva Bookstore  სულაც არ არის მოსაწყენი. მაღაზიის ინტერიერის დიზაინი არქიტექტორმა არტურ კასასმა შექმნა. ტრადიციული თაროების ზემოთ გეომეტრიული ფიგურების ფორმის თაროებია, სადაც წიგნებთან ერთად სხვადასხვა სააზროვნო სათამაშოც არის გამოფენილი. თაროების გასწვრივ, თარო-იატაკზე დაფენილი ხალიჩა ცისარტყელას ფერებშია გადაწყვეტილი, შუაში კი საკითხავი ზონაა მოწყობილი თეთრი … Continue reading

ღვინის სახლი ავსტრიაში

დიზაინის ბიურომ March Gut არქიტექტურულ კომპანია Wolfgang Wimmer-თან ერთად წარმოადგინა ღვინის სახლის Stroblkeller-ის პროექტი, რომელიც ავსტრიის ყველაზე მსხვილი ღვინის მწარმოებელი კომპანიის Clemens Strobl-ის შეკვეთით მომზადდა. შენობის ისტორიული ნაწილი მთლიანად რესტავრირდა და გაფართოვდა – შენობის ისტორიულ ელემენტებს ერთი სართული და მანსარდი დაემატა. სარდაფის სივრცის დიდი ნაწილი ღვინის საწყობს დაეთმო, აქვე მოეწყო ღვინის საპრეზენტაციო დარბაზიც. შენობის პირველ სართულზე სადეგუსტაციო დარბაზი და … Continue reading

განახლებული რესტორანი Noma – ისევ საუკეთესო მსოფლიოში

ცნობილი დანიური რესტორანი “ნომა” რამდენიმე თვის წინ განახლებული ინტერიერით წარდგა. შენობის რესტავრაციისა და  ინტერიერის დიზაინის პროექტი არქიტექტურულმა სტუდიამ Space შეიმუშავა. მფლობელების პრინციპული მოთხოვნის თანახმად, დიზაინერებს შენობაში მაღალტექნოლოგიური და კონცეპტუალური დეტალების შეტანისგან თავი შეეკავებინათ, რათა რესტორანს თავისი უნიკალური ატმოსფერო და დახვეწილი სტილი შეენარჩუნებინა. ძველი საწყობის შენობაში მოწყობილი რესტორნის რესტავრირების პროცესს მხოლოდ სამი კვირა დასჭირდა. რესტორნის ინტერიერში სულ რამდენიმე … Continue reading

ულამაზესი ვილა “მიოდულა” ზაკოპანეში

ულამაზესი ვილა „მიოდულა“ (Miodula) პოლონეთის ერთ-ერთ ულამაზეს კურორტზე, ზაკოპანეში მდებარეობს. ხის უზარმაზარი მორებით ნაშენი ვილა განსაკუთრებით ლამაზია ზამთრში, როცა სამთო-სათხილამურო ტრასები იხსნება და ყველაფერი თოვლითაა დაფარული. ვილაში არის ეთნიკური ელემენტებით დეკორირებული რესტორანი და ერთ, ორ და სამადგილიანი ნომრები. “მიოდულაში” დასვენება საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა – სხვადასხვა სეზონზე ფასები 331-დან 1081 დოლარამდე მერყეობს.  კურორტი ზაკოპანე ერთ-ერთი ყველაზე … Continue reading

ინსტაგრამის ვინტაჟური ოფისი სან ფრანცისკოში

მაღალი ტექნოლოგიების სწრაფად განვითარებად სამყაროში კომპანიები ერთმანეთს ეჯიბრებიან ყველაზე ფერადი, ეკოლოგიურად სუფთა, მოდერნისტული და მომავალზე ორიენტირებული ოფისის დიზაინის შექმნაში. ამ ფონზე ინსტაგრამმა სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო – სან ფრანცისკოში ახლად გახსნილი ოფისის დიზაინის პროექტი მთლიანად ვინტაჟურ მოტივებზეა შექმნილი. რეტრო-სტილის ოფისის დიზაინი არქიტექტურულ სტუდია Geremia Design-ს ეკუთვნის. სამუშაო სივრცე ფოტოგრაფიის ისტორიასთან დაკავშირებული ნივთების არაჩვეულებრივ გამოფენას უფრო მოგვაგონებს. … Continue reading

ოფისი ტყეში

თანამედროვე მსოფლიოში ბევრი პროგრესული კომპანია ცდილობს თანამშრომლებს ეკოლოგიურად სუფთა სამუშაო გარემო  და ბუნებასთან სიახლოვის განცდა შეუქმნას. შესაბამისად, იქმნება ოფისის დიზაინის უფრო და უფრო კრეატიული პროექტები. თუმცა ესპანური არქიტექტურული კომპანიის Selgas Cano-ს ოფისის იდეამ, რომელიც არქიტექტორ ივან ბაანს ეკუთვნის, ეკო-ოფისების ყველა სხვა ექსპერიმენტი გააუფერულა. კომპანის ოფისი შუა ტყეშია ჩადგმული. კონსტრუქციის 60 პროცენტი შუშისაა და მასში მყოფებს ისეთ … Continue reading

Evernote-ის ოფისი კალიფორნიაში

არქიტექტურისა და დიზაინის სტუდიამ O+A კალიფორნიაში (აშშ) Evernote-ის ახალი ოფისის დიზაინის პროექტი განახორორციელა. პროექტის სავიზიტო ბარათი უდავოდ ულამაზესი  კედლის არტია, რომლის მაგალითიც ვიზიტორთა მოსაცდელ ოთახშია წარმოდგენილი – აქ ლამაზი პატარა მცენარეები თითქოს პირდაპირ კედლიდანაა ამოზრდილი.  ევერნოუთის ოფისის პროექტის შექმნისას დიზაინის თანამედროვე მიმართულებები – მოდერნი და ინდუსტრიული სტილია გამოყენებული. სწორედ ინდუსტრიულ სტილშია შესრულებული სამუშაო სივრცის დიდი ნაწილი, სადაც ცემენტის … Continue reading

ყველაზე ძვირადღირებული ჩანთები

ცნობილი დიზაინერების მიერ ზოგიერთი ჩანთა სტილის, ფუფუნებისა და სტატუსის სიმბოლოდ იქცა. ერთ-ერთი საპატიო ადგილი ამ სიაში, ალბათ, ჩანთა Birkin-ს ეკუთვნის, რომელსაც სახელი მსახიობის და მომღერლის ჯეინ ბირკინის პატივსაცემად დაერქვა. ამ ჩანთის ფასები 7 400 დოლარიდან 150 ათას დოლარამდეა და დამოკიდებულია მასალასა და ზომაზე. კომპანია „ჰერმესი“ ამ ჩანთებს ხბოს, ნიანგის, ხვლიკის და სირაქლემას ტყავისგან ამზადებს. ყველაზე … Continue reading

ვინტაჟური ავეჯის კოლექცია შვედური კომპანიისგან

ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მწარმოებელმა ცნობილმა შვედურმა კომპანიამ Artwood საგაზაფხულო ავეჯისა და ტექსტილის ვინტაჟური კოლექცია წარმოადგინა. ჩვეულებრივ საგაზაფხულო კოლექციებში მხიარული, მკვეთრი ფერები ფიგურირებს, თუმცა ამჯერად “არტვუდმა” დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე მოდური მიმართულების – ვინტაჟის დამახასიათებელი სადა ფერები გამოიყენა. კოლექციაში რამდენიმე ფერი დომინირებს – თეთრი, ხისფერი, შავი და ყავისფერი. “არტვუდის” კოლექცია მოიცავს ნივთებს როგორც ინტერიერისათვის, ისე ვერანდისა და … Continue reading

კატარი: მოტივტივე სასტუმროები მსოფლიო ჩემპიონატისთვის

არქიტექტურულმა კომპანიამ Sigge Architects დააპროექტა მოტივტივე სასტუმროებისა და მდიდრული ვილების სერია, რომელიც ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დოჰას სანაპიროსთან (კატარი) განლაგდება. მოტივტივე სასტუმროები გრანდიოზული არქიტექტურული პროექტის – Oryx Island-ის ნაწილია, რომლის მშენებლობასაც კატარის ხელისუფლება  2021 წელს დაასრულებს. პროექტის მიხედვით, სანაპირო ვილებისა და მოტივტივე სასტუმროების რიგი, რომელიც 25 ათას ადამიანზეა გათვლილი, ვიზუალურად კუნძულივით იქნება განლაგებული. დოჰას სანაპიროსა და მოტივტივე საცხოვრებელ კომპლექსს … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე