ჟარდინ მაჟურილი – ლურჯი ბაღი მაროკოში

მაროკოს ქალაქ მარაქეშში მდებარე ბაღი “მაჟურილი” მსოფლიოს სხვა ბოტანიკური ბაღებისგან ლურჯი ფერის დომინირებით არის გამორჩეული. ბაღის გაშენება ფრანგმა მხატვარმა ჟაკ მაჟურილიმ 1920 წელს დაიწყო და თითქმის 40 წლის განმავლობაში მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან ჩამოტანილი მცენარეებით ამდიდრებდა. ბაღის შენახვის ფინანსური სიმძიმიდან გამომდინარე, ჟაკ მაჟურილი იძულებული გახდა, 1947 წელს ბაღი დამთვალიერებლებისთვის გაეღო და შემოსვლისთვის გარკვეული საფასური დაეწესებინა. 1937 წელს მაჟურილიმ გადაწყვიტა ბაღში მდებარე შენობები, ტალავრები, … Continue reading

მსოფლიოს ულამაზესი ტყეები

ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გაგვისეირნია ტყეში, ჩაგვიდგამს ფეხი შემოდგომის ფოთლების გროვაში და აშრიალებულან ისინი ჩვენს ფეხქვეშ, ან გაზაფხულზე დავმტკბარვართ ახლადკვირტგამოღებული ხეების, სიცოცხლის განახლების მშვენიერებით. ზაფხულის სიცხეში, ხშირ, დაბურულ ტყეში დაგვიტკბია მზერა უკიდეგანო სიმწვანით, დაგვილექავს ეს ხედი ჩვენს მეხსიერებაში და ცუდ ხასიათზე როცა დავმდგარვართ, გაგვიხსენებია რა მწვანე და საოცარი სურათი გვაქვს ნანახი და რა ლამაზია … Continue reading

ყვავილების დღესასწაული თქვენი სახლისთვის

ყვავილების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია (რასაკვირველია, ეს მათ არ ეხებათ, ვისაც საგაზაფხულო ალერგია ტანჯავს). დანარჩენებისთვის კი გაზაფხულის მოსვლის სრულყოფილი შეგრძნება დახლებზე ნამდვილი „გაზაფხულის შვილების“ გამოჩენას მოაქვს. გაზაფხულის ყვავილების ერთ-ერთი უდავო პლუსი მათი სრულიად ხელმისაწვდომი ფასია. არ ღირს ამ რომანტიული და ნაზი არომატებით ტკბობაზე უარის თქმა! ვისაც სახლის მოწყობის ორიგინალური იდეები გიტაცებთ, მათ friday.ge „გაზაფხულის თაიგულების“ შექმნისთვის … Continue reading

როგორ მოვრთოთ სააღდგომო კვერცხები

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მთელ ქრისტიანულ სამყაროში ზეიმობენ: დღეს, რომელშიც გაერთიანებულია მსუბუქი სევდა და მათი მოგონება, ვინც უკვე მხოლოდ ჩვენს მახსოვრობაში ცოცხლობს… მაგრამ ეს დღე ხომ დღესასწაულიც არის! თავისუფლად შეგვიძლია ჩვენს ფანტაზიას გასაქანი მივცეთ – სააღდგომო პასკა და წითელი კვერცხები პრაქტიკულად ყველა ოჯახში მზადდება. შემოქმედი ადამიანები კი თავიანთი ნიჭის გამოვლინების ამ შესანიშნავ შანსს ხელიდან არ უშვებენ. სააღდგომო … Continue reading

სააღდგომო საჩუქრები და დეკორაციები: 43 ფოტო-იდეა

friday.ge გთავაზობთ სააღდგომო კვერცხების გაფორმების ვარიანტებს, როგორ შეგიძლიათ მიართვათ ისინი სტუმრებს სუფრასთან ან მეგობრებს საჩუქრად. მყუდრო ბუდე პირველი იდეა, რასაკვირველია, ბუდეა: ყველაზე შესაფერისი ადგილი „ფრთოსანთა შთამომავლობისთვის“. ასე გაფორმებული კვერცხები სუფრასთანაც შეგიძლიათ დადოთ და საჩუქრადაც გამოიყენოთ. ბუდეს ფორმაზე მოწნული ნამდვილი ლერწები, წიწვები ან ხელოვნური ბალახი ერთ-ერთი ვარიანტია. დანარჩენად არსებობს არანაკლებ საინტერესო „ვარიაციები თემაზე“. მასალად შეგიძლიათ ნებისმიერი … Continue reading

მარტა სტიუარტის სააღდგომო იდეები. ნაწილი II

დღესასწაულებს სხვადასხვანაირად შეიძლება მივუდგეთ. მაგალითად, აღვიქვათ ის, როგორც დამატებითი დასვენების დღე და მცირე ან დიდი წვეულება გავმართოთ. ან ჩვენი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის სტიმულად გამოვიყენოთ. სადღესასწაულო დეკორი ხომ როგორც წესი, ლოკალურ მასშტაბებში იქმნება ანუ დროისა და რესურსების დიდ დანახარჯს არ მოითხოვს. სამაგიეროდ პროცესი და შედეგი სახალისოა, რადგან ყოველდღიურობისგან გამიჯვნასა და სახლში განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნაში გეხმარებათ. ასევე … Continue reading

მარტა სტიუარტის სააღდგომო დეკორი. ნაწილი I

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს დეკორატორები შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენისთვის მშვენიერ საბაბად მიიჩნევენ. სააღდგომო კვერცხების მორთვა და სუფრის სერვირება სახალისო და თან საკმაოდ იოლი საქმეა. საჭიროა მხოლოდ ფანტაზია, რათა თქვენი ნაშრომი უჩვეულოდ გამოიყურებოდეს. მთელ მსოფლიოში ცნობილ სახლის დეკორის გურუს მარტა სტიუარტს სააღდგომო თემაზე უამრავი იდეა აქვს. გთავაზობთ მის მიგნებებს ორ ნაწილად არა ტექნოლოგიის, არამედ სიუჟეტის მიხედვით, რადგან ასე … Continue reading

მსოფლიოს ქვეყნების სააღდგომო კვერცხები

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მთელი ქრისტიანული სამყარო ზეიმობს, სააღდგომო კვერცხი კი ამ დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა. სხვადასხვა ქვეყანაში სააღდგომო კვერცხების მოხატვისა და გაფორმების განსხვავებული წესი აქვთ. friday.ge გთავაზობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სააღდგომო კვერცხების ფოტოკოლექციას. ტრადიციული ხელით მოხატული კვერცხი, რომელიც სოფიის ცენტრში ბაზრობაზეა გასაყიდად გამოტანილი. ოსტატების მიერ ხელით შესრულებული ტრადიციული ნაყში. ბელგიელი კონდიტერის დომინიკ პერსუნის სააღდგომო … Continue reading

როგორ დღესასწაულობენ აღდგომას მსოფლიოს ქვეყნებში. ნაწილი II

გერმანია ქრისტეს აღდგომას გერმანელები, როგორც სხვა ქრისტიანები, გაზაფხულის პირველი სავსემთვარეობის მომდევნო კვირას ზეიმობენ – არა უადრეს 22 მარტისა და არა უგვიანეს 25 აპრილისა. თანამედროვე დროში გერმანელები აღდგომას (Ostern) ორი დღის განმავლობაში აღნიშნავენ: აღდგომის კვირას და მომდევნო დღეს – აღდგომის ორშაბათს. ორივე დღე საყოველთაო დასვენების დღეა. თავდაპირველად ძველი გერმანელები ამ დღეს გაზაფხულის ბუნიობას აღნიშნავდნენ და გაზაფხულისა … Continue reading

როგორ დღესასწაულობენ აღდგომას მსოფლიოს ქვეყნებში. ნაწილი I

აღდგომა ყველა ქრისტიანისთვის დიდი და ბრწყინვალე დღესასწაულია. საუკუნეების განმავლობაში მთელ მსოფლიოში მისი აღნიშვნის სხვადასხვა ტრადიციები ჩამოყალიბდა. friday.ge გიამბობთ, როგორ აღნიშნავენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. საფრანგეთი საფრანგეთში დიდი ხუთშაბათიდან ვნების შაბათამდე იესოს სიკვდილის გლოვის ნიშნად ზარები დუმს. მხოლოდ აღდგომის კვირას იწყებს ზარები რეკვას ქრისტეს აღდგომის სიხარულის გამოსახატად. ფრანგები აღდგომის დილას ზარების ხმაზე ერთმანეთს ეხვევიან … Continue reading

მოდური ტენდენციები: დეკორის იდეები მარტა სტიუარტისგან

ცნობილი შოუ ლედი და დეკორატორი მარტა სტიუარტი ამჯერად სააღდგომო და საგაზაფხულო იდეებს წარმოგიდგენთ – საჩუქრებისა და მორთულობის გაფორმება, სუფრის სერვირება და ყვავილების თაიგულები, სახალისო სააღდგომო ფიგურები და საგაზაფხულო სანთლები, გვირგვინები და გირლანდები. სააღდგომო და საგაზაფხულო დეკორის იდეები მარტა სტიუარტისგან:

გაზაფხულის ხიბლი ინტერიერში

გაზაფხულს უამრავი ადამიანი მიიჩნევს წელიწადის საუკეთესო დროდ, რის ერთ-ერთი უმთავრესი ბუნების გამოღვიძებაა. გაზაფხული ასევე შესანიშნავი საბაბია სახლის განახლებისთვის. თუ ამ მოსაზრებას იზიარებთ და თანაც ახალი იდეების ძიებაში ხართ, მოკავშირედ გაზაფხულის ბუნებას გთავაზობთ. მისი შთამაგონებელი ფერები და ცვლილებების სურვილი (რომელიც თქვენ უნდა გქონდეთ) შესანიშნავი პარტნიორები გახდებიან. ამ პოსტში სახლის საგაზაფხულო განახლების ერთ-ერთ ყველაზე მარტივ და სასიამოვნო … Continue reading

სააღდგომო დეკორი სახლისთვის: 33 შესანიშნავი იდეა ნებისმიერი გემოვნებისთვის

თუ სეზონის ან დღესასწაულის მიხედვით ინტერიერის შეცვლა გიყვართ – ეს პოსტი შთაგაგონებთ და მრავალ  იდეას გაგიჩენთ. friday.ge გთავაზობთ რამდენიმე იდეას სასტუმრო და საძინებელი ოთახების, სამზარეულოსა და საბავშვო ოთახის, ასევე ბაღისა და ტერასის მოსართავად. იპოვეთ თქვენი გემოვნების შესაბამისი საინტერესო სიუჟეტები და შექმენით ლამაზი სააღდგომო მოსართავები, რომელთა წყალობით თქვენი სახლი საგაზაფხულო, საზეიმო იერს შეიძენს.

როგორ გავაფორმოთ გაზაფხულის სუფრა

სუფრაზე მწვანე ტონების შემოტანა საკმაოდ იოლია საკვების სახით: მწვანილი, ხილ-ბოსტნეული და სასმელებიც კი. მაგალითად, Art de la table-ის ფრანგი ოსტატები კი მწვანეს ლამაზი და ორიგინალური სერვირებისთვის იყენებენ. ორიგინალურობა ორ ნიუანსს ემყარება: მწვანის განსაზღვრული ტონი + დეკორატიული (სტილური) იდეა. ძირითადი ტონის მასშტაბურობა, ისევე როგორც დამატებითი ფერების, სრულიად სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. friday.ge შემოგთავაზებთ სერვირების მაგალითებს აღმოსავლურ და … Continue reading

სააღდგომო სუფრის მორთვა: სერვირების 3 სტილი დეტალებში

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შინაური სუფრა ყველა ოჯახში ახლავს. თქვენ კი დეკორატორის ნიჭის გამოვლენის შესანიშნავი საბაბი გეძლევათ. ყველაფერი თავად იდეით იწყება: მთავარი ფერის შერჩევა და ფერთა პალიტრის შეხამება. შემდეგ კი მოდის დეტალები: ტექსტილი (სუფრა, ხელსახოცები და სკამების მორთულობა); ჭურჭელი (თეფშები, ჭიქები, დოქები, კვერცხების სადგამები); დეკორი (კვერცხების, ყვავილების, სანთლების სააღდგომოდ მორთვა, სუფრის შუაგულის მორთულობა); ცხოველების ფიგურები (წიწილები, კურდღლები, იხვები … Continue reading

სააღდგომო სუფრის დეკორი. 50 ვარიაცია

ევროპელი და ამერიკელი დეკორატორები აღდგომის დღესასწაულში მხოლოდ რელიგიურ აზრს არ დებენ, მათთვის ეს დღე საგაზაფხულო განახლებისთვის შთაგონების მიზეზიც არის. მართლაც, აღდგომის არსი ხომ აღორძინება და განახლებაა! გაზაფხულთანაც ხომ იგივე ასოციაციები გვექმნება. friday.ge ამ პოსტში გთავაზობთ სააღდგომო სუფრის სერვირების ვერსიებს დღესასწაულის სიმბოლიკისა და ფერთა პალიტრის ვარიაციებით: ათი „ყვავილოვანი იდეა“ სააღდგომო სუფრისთვის:  ბუდეები, ყვავილები, ნაქსოვი და ქაღალდის ხელსახოცები, … Continue reading

სააღდგომო მაგიდის სახალისო მორთულობა

ორიგინალური დეკორისა და ხელსაქმის მოყვარულები,  ასევე art de la table ოსტატები ერთმანეთს კრეატიულობაში ეჯიბრებიან  და ცდილობენ სახლისა და სუფრის სააღდგომოდ მორთვის ჩვეულ სტილში მრავალფეროვნება შეიტანონ. ამ პოსტში გთავაზობთ ერთ იდეას, რომელიც არაბანალური მიდგომითა და პოზიტივითაა საინტერესო. მისი ავტორია სერვირების ფრანგი ოსტატი მიშელი, რომელმაც არა მხოლოდ წარმატებით შეახამა აღდგომისა და გაზაფხულის თემები ფერთა გამაში, არამედ კარგ … Continue reading

სააღდგომო სუფრა ეკო სტილში

ამ პოსტში გთავაზობთ იდეას, რომლის ავტორია სერვირების ფრანგი ოსტატი მიშელი. მან  არა მხოლოდ წარმატებით შეახამა აღდგომისა და გაზაფხულის თემები, არამედ კარგ განწყობაზეც გააკეთა აქცენტი. მაგიდის სერვირებისას რამდენიმე ნიშნით საინტერესო მაგალითია მოცემული: მასში სააღდგომო სიმბოლიკა უხვად არის გამოყენებული, მაგრამ თავს არ გაბეზრებთ; ელემენტები ძალიან დახვეწილადაა განლაგებული – „მაგიდის ცენტრი – პერსონალური ნაკრების“ ბალანსის დაცვით; აშკარად იგრძნობა … Continue reading

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე