2016 წლის ნოემბრის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

novemberვერძი

ეს თვე ვერძებისთვის პრობლემების გარეშე არ ჩაივლის, თუმცა გულთან ახლოს ნურაფერს მიიტანთ – ნოემბრის ბოლოსთვის ყველაფერი ძველ კალაპოტში ჩადგება. თვის პირველ ორ დეკადაში პრობლემები შეიძლება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ბიზნეს პარტნიორებთან შეგექმნათ. უთანხმოების მიზეზი ერთობლივი ბიზნესი ან ქონების გაყოფა შეიძლება გახდეს. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი დროებითია და კედელს ჯიუტად ნუ დაეტაკებით, ეცადეთ მოუსმინოთ რისი თქმა უნდა პარტნიორს და დიპლომატიურობა გამოიჩინოთ. ამ შემთხვევაში დეკემბერში უკვე ყველაფერი მოგვარებული იქნება და ერთობლივ საქმიანობასაც განაგრძობთ. გაუგებრობები მოსალოდნელია საზღვარგარეთ ან სხვა ქალაქში მომუშავე პარტნიორებთანაც, თუმცა მთლიანობაში საქმე მაინც წარმატებულად მიდის. თვის მეორე ნახევარში ყველა პრობლემის მოგვარების გასაღები მოინახება. მესამე დეკადაში სიტუაცია უკვე თქვენ სასარგებლოდ შეიცვლება. ნოემბერში ვერძის ფინანსური მდგომარეობა შესაშური არ იქნება, ხარჯები იზრდება, შემოსავლები კი პირიქით, მცირდება. ეცადეთ ქამარი შემოიჭიროთ და აუცილებელი პუნქტების გარდა ყველა სხვა ხარჯის გაღებას მოერიდოთ. რაც მთავარია, არავის მისცეთ თქვენს საფულეში ჩაძრომის უფლება.

ვერძი ვერც პირად ცხოვრებაში ასცდება პრობლემებს. ამ ნიშნის დაოჯახებულ და რომანტიულ ურთიერთობებში მყოფ წარმომადგენლებს გარკვეული უთანხმოება შეექმნებათ პარტნიორთან, ერთ-ერთის მშობლების გამო. შესაძლოა რაიმე საყოფაცხოვრებო საკითხზე ვერ შეთანხმდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ უსიამოვნებას ძალიანაც ნუ განიცდით, რადგან ის მალე გაივლის. მოუსმინეთ ყველა დაინტერესებულ მხარეს. ნოემბრის შუაში შეიძლება კონფლიქტური სიტუაცია შეგექმნათ მეუღლის ნათესავებთან, ამავე დროს რაღაც არც ისე სასიამოვნო სიახლე შეიტყოთ. ამ უკანასკნელით ნოემბრის თვის ყველა უსიამოვნება დასრულდება და დეკემბერში თქვენს პირად ცხოვრებაში სრული ჰარმონია დაისადგურებს. ამ პერიოდში ვერძის ენერგეტიკული პოტენციალი მაინცდამაინც მაღალი არ იქნება, ამიტომ ძალების ნაკლებობას იგრძნობთ. უნდა აკონტროლოთ თქვენი ემოციები და ეცადოთ პრობლემებს მშვიდად შეხვდეთ. ივარჯიშეთ და იმუშავეთ თქვენი ორგანიზმის გაკაჟებისთვის.

კურო

ნოემბერი კუროებისთვის საკმაოდ რთული თვე იქნება. ვარსკვლავები მათ სიმშვიდესა და ნერვების დაზოგვას ურჩევენ როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. ნოემბერში კუროებმა ყველა საქმის კეთება და მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ უნდა აიღონ. ახლა სხვების ჯერია. ამ ნიშნის წამომადგენლები 22 ნოემბრამდე ჩრდილში უნდა დარჩნენ. ეს მიდგომა მათთვის არა მხოლოდ უფრო ეფექტური, არამედ უსაფრთხოც იქნება. ჯერჯერობით კი ჩაატარეთ წინასწარი მოლაპარაკებები სამომავლო ინვესტიციებზე, მოემზადეთ მივლინებისთვის, რომელიც თვის ბოლოს ან ცოტა კიდევ მოგვიანებით შეიძლება შედგეს. დაქირავებული კუროები ყურადღებით უნდა მოეკიდონ ხელმძღვანელობის განკარგულებებს და დიპლომატიის მაქსიმუმი გამოავლინონ, რადგან ნოემბერში უფროსობასთან პრობლემების შექმნის ალბათობა მაღალია. განსაკუთრებული სიფრთხილე ნოემბრის მეორე დეკადაშია საჭირო. კუროს მატერიალური მდგომარეობა ნოემბერში სტაბილური იქნება. ამ თვეში საკმაოდ ბევრი ხარჯის გაწევა მოგიხდებათ პირადი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ახლობლები დახმარების ხელსაც გამოგიწვდიან.  ამ პერიოდში დიდია შანსი მიიღოთ სასურველი კრედიტი ან ბიზნეს ინვესტიცია.

რომანტიულ ურთიერთობაში მყოფ კუროებს გარკვეული სირთულეები შეექმნებათ. თითქოს თქვენი პარტნიორი შეგნებულად ამბობს უარს, თქვენს მდგომარეობაში შემოვიდეს და გაგიგოთ. ეცადეთ ზეწოლა შეამციროთ და თითოეულ საქციელზე ანგარიშის ჩაბარება არ მოსთხოვოთ. ნოემბერში კურომ გაგება და მორიდება უნდა გამოიჩინოს, ასეთ შემთხვევაში ბევრი პრობლემა თავისით აუვლის გვერდს. თვის ბოლოსკენ სიტუაცია ნელ-ნელა ნორმალურ კალაპოტში ჩადგება და დეკემბერში სრულყოფილად მოგვარდება. სხვათა შორის, ნოემბერში ამ ნიშნის წარმომადგენლები საყვარელ ადამიანთან ერთად ერთობლივ მოგზაურობაში შეიძლება წავიდნენ, რაც მათ ურთიერთობას გაამყარებს. დაოჯახებულ კუროებს საკმაო თანხების დახარჯვა მოუწევთ შვილების პრობლემების აღმოსაფხვრელად. მომჭირნეობის გამოჩენა არ ღირს, რადგან რასაც ახლა დახარჯავთ, თქვენი ბავშვების მომავალ კეთილდღეობაში ჩადებული ინვესტიცია იქნება. ნოემბრის პირველ ორ დეკადაში კუროს ენერგეტიკული პოტენციალი დაბალ ნიშნულზე იქნება, რის გამოც მას სერიოზული დაავადებებისგან ჯანსაღი ცხოვრების წესი და კვება თუ გადაარჩენს. თვის ბოლოსკენ კი კურო კვლავ ენერგიით აღივსება და დეკემბერს შესანიშნავ ფორმასა და განწყობაზე შეხვდება.

ტყუპები

ნოემბერი ტყუპებისთვის გარღვევებისა და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების თვე არ არის, ამ პერიოდში ფრთხილად უნდა მოსინჯოთ თითოეული ადგილი, სადაც ფეხის დადგმას აპირებთ. იჩქარეთ ნელა – აი, ეს უნდა იყოს თქვენი დევიზი ნოემბერში. პროფესიულ ასპარეზზეც ბევრი დაყოვნება და გაუგებრობა გელოდებათ. საზღვარგარეთელი პარტნიორები დამატებით გარანტიებს მოითხოვენ. შესაძლოა მათი ინტერესები თქვენს გეგმებთან წინააღმდეგობაში მოვიდეს. დასაშვებია სიტუაციის სხვაგვარი განვითარებაც: ამ პერიოდში ტყუპები  იმდენად დაკავებულები იქნებიან ახალი პარტნიორების ძიებით, რომ ძველების უკმაყოფილებას დაიმსახურებენ. ნოემბერში ტყუპები ფინანსური პრეტენზიების ობიექტად შეიძლება იქცნენ. საშუალო პოზიციებზე მომუშავე ტყუპები კოლეგებთან კონფლიქტში აღმოჩნდებიან ჩართული და შექმნილ სიტუაციაში ორიენტირება გაუჭირდებათ. ბიზნესმენი და მაღალი დონის მენეჯერი ტყუპები მაკონტროლებელი ორგანოების ვიზიტებისთვის უნდა მოემზადონ, ეს უფრო თვის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი. მესამე დეკადაში კი სიტუაცია დამშვიდდება, კონფლიქტები მინავლდება ან სულაც ბოლომდე მოგვარდება. მოქმედების დროც მოვიდა: ჩაუშვით ახალი პროექტები და ბიზნესის განვითარების ახალ მიმართულებებზე იფიქრეთ. მით უფრო, რომ პერსპექტიული წინადადებების მიღების ალბათობა ამ პერიოდში მაღალია. ტყუპების ფინანსური მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელი იქნება. მართალია, ნოემბრის შუაში ოჯახის საჭიროებისთვის საკმაოდ დიდი თანხის გაღება მოგიხდებათ, მაგრამ თვის მესამე დეკადაში მიღებული შემოსავლის წყალობით ნოემბრის ბოლოს ბალანსი მაინც დადებითი იქნება.

პირადი ცხოვრება კი ნოემბერში ტყუპებს ძალიან უყურადღებოდ ექნებათ მიტოვებული, რადგან მთელ დროსა და ძალისხმევას კარიერას მოახმარენ. ყველაზე მთავარია, ეცადოთ აუხსნათ თქვენს ახლობლებს, რომ არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ მათთვისაც შრომობთ. ასეთ სიფრთხილეს თუ გამოიჩენთ მათთან ურთიერთობაში, უსიამოვნებებიც აგცდებათ. ამ თვეში ტყუპები თავს კარგად გრძნობენ და ჯანმრთელობის პრობლემები არ შეაწუხებთ. თუმცა საავტომობილო ავარიების ალბათობა მაღალია, ამიტომ საჭესთან განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

კირჩხიბი

ამ თვეში ძალიან მნიშვნელოვანია, იმოქმედოთ თანმიმდევრულად – არ ეცადოთ მოვლენებს წინ გაუსწროთ ან რამდენიმე საფეხურს ერთი ნაბიჯით გადაახტეთ. კირჩხიბი ჩვეული ამბიციებისგან უნდა გათავისუფლდეს, ამ პერიოდში მომეტებული ამბიციურობა მხოლოდ ხელს შეუშლის როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. ნოემბერში კირჩხიბის ყურადღების ცენტრში არა პროფესიული, არამედ პირადი ცხოვრება მოექცევა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი კირჩხიბი მაინც ბევრ დროს დაუთმობს სამსახურს, კერძოდ, ოფისის კეთილმოწყობას ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს. ნებისმიერი დონის რგოლის ხელმძღვანელები ყურადღებით უნდა იყვნენ თავიანთ დაქვემდებარებულებთან, რომლებიც სრულიად ზედმეტ ინიციატივებს გამოიჩენენ. ამ პერიოდში შეიძლება გუნდში პრობლემები შეიქმნას და ერთ-ერთი კოლეგის დაუდევრობის გამო საფრთხის წინაშე მთელი კომპანია დადგეს. ნოემბერში ამოტივტივდება თითქოსდა უკვე წარსულად ქცეული იურიდიული საკითხები, ასევე მოსალოდნელია მაკონტროლებელ ორგანოებთან გადაკვეთაც. აღელვებად არ ღირს, რადგან ნოემბრის ბოლოს უკვე ყველაფერი ჩვეულ, მშვიდ კალაპოტში ჩადგება. თუმცა ნურც მაინცდამაინც მოეშვებით, მეთოდურად მოაგვარეთ ეს პრობლემები, მათი ხვალისთვის გადადება აღარ ღირს. ნოემბერში კირჩხიბებს ფინანსური თვალსაზრისით საკმაოდ კარგი სიტუაცია ექნებათ. მართალია, დიდი შემოსავლები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ არც ბევრი ხარჯები გექნებათ.

ნოემბერში კირჩხიბი პირად ცხოვრებას დიდ დროს დაუთმობს. საკმაო დროის გამოყოფა მოგიწევთ უფროსი ნათესავების საჭიროებების, უძრავი ქონების საკითხებისა და მშობლებისთვის. სამწუხაროდ, თუ ამ პერიოდში კირჩხიბი თავის ამბიციებს ვერ მოერევა, ეს დიდ კონფლიქტამდე მიიყვანს, რადგან საკუთარ პოზიციებს მეორე მხარეც გააფთრებით დაიცავს. ეს სიტუაცია არა მხოლოდ თქვენს, არამედ თქვენი პარტნიორის ან მეუღლის ნათესავებს შეიძლება შეეხებოდეს. საუკეთესო გამოსავალია გახსოვდეთ, რომ უშეცდომო არავინაა, მათ შორის, არც თქვენ. საჭიროა დიპლომატიისა და მოთმინების გამოჩენა, რაც პირველ რიგში თქვენთვის იქნება სასარგებლო, მეორე რიგში კი გარშემომყოფებისთვის. ცოტაც მოითმინეთ, დეკემბერში სიტუაცია ჩაწყნარდება. ამ თვეში კირჩხიბები ჯანმრთელობას უნდა მოუფრთხილდნენ. ძალიან მაღალია გაციების ან რაიმე სერიოზული ინფექციის შეყრის ალბათობა. ასევე ქრონიკული დაავადებები შეიძლება გართულდეს, ამიტომ საჭიროა პროფილაქტიკის ჩატარება.

ლომი

რასაკვირველია, სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ხანდახან მაინც უნდა დაისვენოთ. და რატომაც არა ნოემბერში? შესანიშნავი დროა იმისათვის, რომ ლომმა დროის უმეტესი ნაწილი ოჯახურ საზრუნავს ან რომანტიულ პაემნებს დაუთმოს. ამ თვეში ლომისთვის კარიერაზე მნიშვნელოვანი პირადი ცხოვრება იქნება, ყოველ შემთხვევაში თვის პირველი ორი დეკადა მაინც, ამიტომ აჯობებს მცირე შვებულება აიღოთ და ცოტა დაისვენოთ. თუ სამსახურის გარეშე მაინც არ გამოდის, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ დოკუმენტების, მით უფრო, ფინანსური საბუთების ხელმოწერისას, რადგან უყურადღებობის ან გაუგებრობის გამო ფულის დაკარგვის ალბათობა მაღალია. თვის მეორე დეკადაში მოსალოდნელია უთანხმოებები საქმიან პარტნიორებთან, რაც ერთობლივი ბიზნესის სამომავლო განვითარების საკითხებით იქნება გამოწვეული. საშუალო თანამდებობაზე მომუშავე ლომები კი გულისყურით უნდა მოეკიდონ თავიანთ მოვალეობებს და პირადი საქმეების გამო სამსახურეობრივ პასუხისმგებლობას არ გაერიდონ. საწინააღმდეგო შემთხვევაში, მოსალოდნელია კონფლიქტი არა მხოლოდ ხელმძღვანელობასთან, არამედ კოლეგებთანაც. მთლიანობაში, პროფესიულ ცხოვრებაში საქმეები არც ისე კარგად მიდის და ასე გაგრძელდება მესამე დეკადამდე. თვის ბოლო დღეები კი საკმაოდ აქტიური იქნება. ლომი საქმეში საგრძნობ პოზიტიურ შედეგებს მიაღწევს. ნოემბრის მესამე დეკადამდე ლომებს დიდი ხარჯები ექნებათ, ძირითადად შვილების ან ახლობლების საჭიროებისთვის. თვის ბოლოს კი მოსალოდნელია საკმაოდ სოლიდური შემოსავლის მიღება, რაც წინა პერიოდის ხარჯებს სრულად აანაზღაურებს.

რომანტიულ ურთიერთობებში მყოფი ლომებისთვის ეს თვე შეიძლება საკმაოდ რთული აღმოჩნდეს. 2016 წლის ნოემბერში ლომი თავის ემოციებს ნებაზე მიუშვებს და მათი ზემოქმედების ქვეშ მყოფი არასწორად შეაფასებს, რას ამბობს ან აკეთებს პარტნიორი. რაც ყველაზე უარესია, ამ პერიოდში ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. დაოჯახებულ ლომებს შვილები ეყოლებათ საპატრონო, რასაც ასევე მნიშვნელოვანი ხარჯები დაჭირდება. გამორიცხული არ არის, ლომმა საერთოდ დაკარგოს თავის ფინანსებზე კონტროლი და გაცილებით მეტი დახარჯოს ამ პერიოდში, ვიდრე შეეძლო საკუთარი თავისთვის ამის უფლება მიეცა. ზოგიერთი ლომი 2016 წლის ნოემბერში იმიჯს შეიცვლის. ეს პროცესი საკმაოდ სასიამოვნო, მაგრამ ძვირადღირებული იქნება, თუმცა სიძუნწის გამოჩენა არ ღირს, რადგან ამ ცვლილებების წყალობით ლომი დახარჯულს იოლად აინაზღაურებს. ამ თვეში ლომი სასიცოცხლო ენერგიით სავსე, სრულიად ჯანსაღი და ძალიან მომხიბვლელი იქნება.

 ქალწული

ამ თვეში ქალწულები პრაქტიკული ხასიათის საკითხებით იქნებიან დაკავებული, რაც მათი ყურადღებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის კონცენტრირებას მოითხოვს. მდგომარეობა როგორც უნდა განვითარდეს, ქალწული ყველაფერს გაუმკლავდება. თვის მთელი პირველი ნახევარი ფინანსური საკითხების მოგვარებაში იქნებით ჩაფლული. მოგიწევთ ან ინვესტიცია ეძებოთ ახალი პროექტისთვის ან უკვე მოპოვებული თანხის განაწილებაზე იზრუნოთ. არც ისაა გამორიცხული, რომ პარტნიორებთან ფინანსურ ნიადაგზე დაპირისპირება მოგიხდეთ. 2016 წლის ნოემბერში ქალწულებს ბევრ დათმობაზე წასვლა მოუწევთ. რამდენად სერიოზულადაც უნდა გეჩვენებოდეთ ეს პრობლემა, ნოემბრის ბოლოს ის აუცილებლად დარეგულირდება. შეიძლება კუდები დეკემბერშიც გადაყვეს, მაგრამ იქითა წელში ნამდვილად აღარ. ნოემბერში ქალწულის მატერიალური მდგომარეობა სტაბილური იქნება. მართალია, საკმაოდ დიდი ხარჯები ელოდებათ, მაგრამ არც შემოსავლები დააყოვნებს და თვის ბოლოსთვის დადებითი ბალანსი დაჯდება.

ნოემბრის დიდ ნაწილს ქალწულები თავიანთ პარტნიორებთან ჩხუბსა და კამათში გაატარებენ.  ასეთი მდგომარეობა თვის ბოლო დღეებამდე გაგრძელდება. შემდეგ მოდავეები დამშვიდდებიან და შესაძლოა, ერთობლივ მოგზაურობაზეც კი დაფიქრდნენ, სადაც საბოლოოდ შერიგდებიან კიდეც. ჯანმრთელობის თვალსაზრისით ქალწულს ნოემბერში არაფერი ემუქრება. მისი სასიცოცხლო ტონუსი მაღალ ნიშნულზეა, ასე რომ, ვერანაირი ქრონიკული დაავადება ვერაფერს დააკლებს. თვის ბოლო დეკადისკენ გაიზრდება ხერხემლის პრობლემების, ასევე შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებების გაჩენის ალბათობა.

სასწორი

ნოემბერი საკმაოდ დაძაბული თვე იქნება სასწორისთვის. ახლობლების მხარდაჭერის იმედიც კი არ უნდა ჰქონდეს, თუმცა არც დაბრკოლებები იქნება იმდენი და ისეთი რთული, რომ მარტოხელას გადალახვა გაუჭირდეს. ამ ნიშნის წარმომადგენლები სამსახურში ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგან დიდია ერთი შეხედვით წვრილმანი, მაგრამ შედეგით მნიშვნელოვანი შეცდომების დაშვების ალბათობა. თუმცა ასეც რომ მოხდეს, უკან ნუ დაიხევთ, ყველაფერი მალე მოგვარდება. შესაძლოა თქვენს ფირმას მაკონტროლებელი ორგანო ეწვიოს ან ძველი, გადაუჭრელი იურიდიული საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგეს. შესაძლოა, საზღვარგარეთელმა კონტრაგენტებმა იმედები გაგიცრუონ ან დაგეგმილი საქმიანი მივლინება ჩაგეშალოთ. მოკლედ, წვრილმანი, მაგრამ უსიამოვნო მომენტები მრავლად იქნება. თვის ბოლოსკენ კი სასწორი ყველა პრობლემასთან გამკლავებას შეძლებს და დეკემბერს მშვიდად გაატარებს. ნოემბერი ფინანსური თვალსაზრისითაც პრობლემური პერიოდი იქნება. თვის შუა დეკადაში განსაკუთრებით მსხვილი ხარჯი გელოდებათ. ძირითადი გასავალი ოჯახისა და პირადი საჭიროებისთვის გექნებათ.

სასწორი პირად ცხოვრებაშიც პრობლემებისთვის უნდა ემზადოს. შეყვარებულები მუდმივად იკამათებენ, იჩხუბებენ და შესაძლოა მათი ურთიერთობა ჩიხშიც კი შევიდეს. თუ ფიქრობთ, რომ ამ ურთიერთობამ საკუთარი თავი ამოწურა, დროა ის დაასრულოთ. ნოემბერში მნიშვნელოვანი ხარჯები გელოდებათ შვილების საჭიროებისთვის. ნათესავებთან ურთიერთობაც იძაბება, რადგან მათ ისეთი მოთხოვნები შეიძლება წამოაყენონ, რომელთა ანგარიშის გაწევაც სასწორს იძულებით მოუწევს. რაც შეეხება ჯანმრთელობას, სასწორი ფრთხილად უნდა იყოს ქრონიკულ და ვირუსულ დაავადებებთან, ასევე ხერხემალთან. განსაკუთრებით ყურადღებით იყავით მძღოლი სასწორები.

 მორიელი

მორიელისთვის ნოემბერი საკმაოდ რთული თვე იქნება, თუმცა სირთულეებს იოლად გადალახავთ და თამამად განაგრძობთ წინსვლას. ამ პერიოდში მორიელი მოულოდნელ დაბრკოლებებს წააწყდება. თვის პირველ ნახევარში მაღალია საზღვარგარეთელ პარტნიორებთან დაპირისპირების ალბათობა. თქვენი კონკურენტები და მოშურნეები ჩასაფრებულები არიან, ასე რომ, ეცადეთ მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვების გარეშე გადამწყვეტი ნაბიჯები არ გადადგათ. ზოგიერთი სირთულე მორიელმა შეიძლება ძალიან მტკივნეულად აღიქვას, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გულთან ახლოს ნურაფერს მიიტანთ – ყველა პრობლემა მალე მოგვარდება. გამოიჩინეთ მოთმინება, პრობლემები სწორად დაასორტირეთ და ყურებს ნუ ჩამოყრით. მიუხედავად პროფესიულ ასპარეზზე შექმნილი სირთულეებისა, მორიელის მატერიალური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოსალოდნელია დიდი ხნის წინ გასესხებული თანხის დაბრუნება, ინვესტიციის მოზიდვა ან სასურველი კრედიტის აღება. ამ თვეში ხარჯის ძირითადი წილი ოჯახის საჭიროებებზე მოდის.

ნოემბრის თვეში მორიელთა პირადი ცხოვრებაც არ იქნება ია-ვარდით მოფენილი. შეყვარებულმა მორიელებმა პარტნიორისგან სიცივე შეიძლება იგრძნონ ან მოეჩვენოთ, რომ მათმა შეხვედრებმა და მისდამი გამოჩენილმა ყურადღებამ იკლო. მთავარია, სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეთ, რადგან შესაძლოა ყველაფერი გეჩვენებათ და რეალობა სულ სხვაა, რასაც მალე გააცნობიერებთ. დაელოდეთ თვის მიწურულს, როცა სიტუაცია უწინდელ კალაპოტში ჩადგება და ცხოვრება კვლავ მშვენივრად მოგეჩვენებათ. ამ თვეში ჯანმრთელობამაც შეიძლება გიღალატოთ, რადგან მაღალია ვირუსული დაავადებების გავრცელების ალბათობა და თქვენი იმუნიტეტიც საუკეთესო მდგომარეობაში არ არის. განსაკუთრებული სიფრთხილე ამ ნიშნის წარმომადგენლებს თვის დასაწყისში მართებთ. ასევე მაღალია საავტომობილო ავარიების რისკი და ფრთხილად იყავით.

მშვილდოსანი

ამ ნიშნის წარმომადგენლები ნოემბერში თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზები წყალში, ამიტომაც მათი დაწევა იოლი საქმე არ იქნება. ნოემბერი მშვილდოსნის პროფესიულ ცხოვრებაში ძალიან პოზიტიური პერიოდის დასაწყისი იქნება. ისინი მიაღწევენ დიდ წარმატებებს, თუმცა ერთი პირობით – გარშემომყოფებთან კომპრომისული შეთანხმების მიღწევა უნდა შეძლონ. ეს კი მშვილდოსანს მაინცდამაინც არასდროს გამოსდიოდა, თუმცა სხვა ადამიანებს მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი მოსაზრებები შეიძლება ჰქონდეთ და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. თუ ასე არ მოიქცევით, თვის პირველ ორ დეკადაში პრობლემები გექნებათ ხელმძღვანელობასთან ან ბიზნეს პარტნიორებთან. კარგი ამბავი კი ისაა, რომ თვის მესამე დეკადაში ყველა პრობლემა მოგვარდება და მშვილდოსანს დიდი ფინანსური მოგებაც ელის, რისი წყალობითაც მისი მატერიალური მდგომარეობა ნოემბერში დამაკმაყოფილებელზე ბევრად უკეთეს იქნება.

ნოემბერში მშვილდოსნის მთელი ძალისხმევა კარიერულ კიბეზე აღმასვლისკენაა მიმართული, შესაბამისად პირადი ცხოვრება მეორე პლანზე გადაინაცვლებს. თქვენს პარტნიორს ამ ნიადაგზე პრეტენზიები რომ არ გაუჩნდეს, კარგად აუხსენით შექმნილი სიტუაცია. 2014 წლის ნოემბერში მშვილდოსანს ნათესავებთან გაუგებრობები და დაპირისპირება ელოდება, თუმცა საბოლოოდ ეს პრობლემა იმდენად ღრმა არ აღმოჩნდება, როგორც თავიდან გეგონათ. მშვილდოსანი შეძლებს მათი კეთილდღეობისთვის დიდი ძალისხმევის დახარჯვას, რაც სათანადოდ დაუფასდება კიდეც. ამ პერიოდში მშვილდოსანი ენერგიული, მომხიბლავი, მხიარული და ჯანმრთელი იქნება, ამიტომაც მას ყველა დაავადება ფეხაკრეფით აუვლის გვერდს.

 თხის რქა

თხის რქა მზად იქნება ყველა გამოცდისთვის, რასაც მას ნოემბერი უმზადებს, თანაც ეს მზადყოფნა არა მხოლოდ მორალურ, არამედ ფიზიკურ მზადყოფნაშიც გამოიხატება. შეუძლებელია, ნოემბრის ბატალიებიდან გამარჯვებული არ გამოხვიდეთ. ამ რთულ თვეში თხის რქები ძირითადად სამსახურეობრივი საქმეებით იქნებიან დაკავებულნი და ამ ასპარესზზე ბევრსაც მიაღწევენ. ნოემბრის პირველ ორ დეკადაში ჩვეულებრივზე აქტიურად უნდა იმუშაოთ, რადგან არც თქვენს კონკურენტებს სძინავთ. ოპონენტებთან კონფლიქტები კვლავ გაგრძელდება. საბოლოოდ თხის რქა გამარჯვებული რჩება და უფრო მეტიც, გაცილებით მყარ მდგომარეობას მოიპოვებს, ვიდრე თვის დასაწყისში ჰქონდა. ნოემბრის ბოლოს კი თხის რქები სასურველ მხარდაჭერას მოიპოვებენ. თქვენს მეტოქეებს განზე გადგომა მოუწევთ, გარკვეული ხნით მაინც. თვის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ვიზიტები მაკონტროლებელი ორგანოებიდან, ასევე სხვადასხვა სახის ინტრიგები და მზად იყავით. მატერიალური თვალსაზრისით თხის რქებს სიახლეები არ ელოდებათ, შემოსავლები სტაბილური და რეგულარული იქნება, ხარჯები კი ზომიერი.

ნოემბერში თხის რქა ძალიან დატვირთული გრაფიკით იმუშავებს, შესაბამისად პირადი ცხოვრებისთვის ცოტა დრო დარჩება. ეს შეიძლება მის პარტნიორს ან მეუღლეს დიდად არ მოეწონოს, მით უფრო, თუ ეს უკანასკნელი ნოემბრის თვისთვის ერთობლივ გეგმებს აწყობდა. ამიტომ ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ თქვენს ახლობლებს მოუცლელობის მიზეზები დროულად და გულდასმით აუხსნათ, რათა მათ წყენას თავი აარიდოთ. ამ თვეში თხის რქა ძალ-ღონით აღსავსეა და მისი ენთუზიაზმი არა მხოლოდ მას, არამედ ყველა გარშემომყოფს ეყოფათ. თუმცა ნოემბერში მაღალია საავტომობილო ავარიების ალბათობა და მძღოლი თხის რქები ფრთხილად იყავით.

მერწყული

ნოემბერში მერწყულს საკუთარი ემოციების გაკონტროლება გაუჭირდება. სამწუხაროდ, ემოციურობა მას ლოგიკის „ჩართვაში“, შესაბამისად, მიმდინარე მოვლენების საღად შეფასებაში შეუშლის ხელს. ამ თვეში მერწყულმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს შესაძლებლობები, რასაც მას დღემდე დამყარებული კონტაქტები აძლევს. იქნებიან ეს მეგობრები, საქმიანი პარტნიორები თუ გავლენიანი ადამიანები. მერწყული სასურველ დახმარებას მიიღებს, მაგრამ იქნება კი მზად, რომ ამაში საკმაოდ დიდი ფასი გადაიხადოს?! ნოემბერში ამ ნიშნის წარმომადგენლები სერიოზულ კონფლიქტში იქნებიან ჩათრეულნი, თუ საჭირო მომენტში დათმობაზე არ წავლენ. თვის ბოლოსკენ სიტუაცია ან საბოლოოდ მოგვარდება, ან დარეგულირებისკენ მაინც წავა  და მერწყულებმა სწორედ ამ მომენტში მთელი ძალისხმევა უნდა დახარჯონ აუცილებელი ბალანსის მისაღწევად ისე, რომ მათი ინტერესები მინიმალურად დაზარალდეს. ეს საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ არა მიუღწეველი. ფინანსურ სფეროში კი შეიძლება მცირე პრობლემები შეგექმნათ. ნოემბერში მერწყულებს ვალების გადახდა მოუწევთ, შესაძლოა ისეთ ვალებისაც, რომლებიც არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ პირად საკითხებს უკავშირდება.

ნოემბერი არც პირად ცხოვრებაში ჩაივლის უპრობლემოდ. შეყვარებულ მერწყულებს გაციების, უთანხმოებების, გაუგებრობების ხანა შეიძლება დაუდგეთ, რაც ნაწილობრივ ფინანსური პრობლემებით იქნება გამოწვეული. დაქორწინებული მერწყული შესაძლოა ოჯახის უფროს წევრებთან ან თუნდაც მეუღლესთან დაკავშირებულ სირთულეებს წააწყდეს და ეს ყველაფერი მისივე სიხისტის გამო მოხდება. უთანხმოების საგანი კი რაიმე უძრავი ქონება ან მსხვილი საკუთრების უფლება იქნება. თქვენ გარდა დამნაშავე არავინაა და ბოლოს და ბოლოს, უკანაც თქვენვე უნდა დაიხიოთ, თუ არ გინდათ, ეს უთანხმოება გაცილებით ძვირად დაგიჯდეთ. ეს არ იქნება კამათი, რომელშიც შეიძლება ჭეშმარიტება დაიბადოს, ამიტომ ომის ფრონტის გახსნა არ ღირს. ნოემბერში მერწყულის ენერგეტიკული მარაგი საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა, ამიტომ თუ ზომიერებას არ მოუხმობს და ჯანსაღი ცხოვრების წესს არ აირჩევს, შესაძლოა ქრონიკული დაავადებებისადმი მოწყვლადი გახდეს.

თევზები

ნოემბერში ბიზნესმენი თევზების ცხოვრებაში პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღების დრო დადგება. შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად თევზებს ირგვლივმყოფთა – დაქვემდებარებულებისა თუ თანამშრომლების დახმარება დაჭირდება. სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მომუშავე კონტრაგენტებთან ურთიერთობაში გარკვეული სირთულეები შეიძლება შეიქმნას, რომლებსაც თვის მესამე დეკადის დადგომამდე უნდა მიხედოთ. დაქირავებულ თანამშრომლებად მომუშავე თევზებს ვარსკვლავები ორგანიზაციის შიდა წესებისა და დაკისრებული მოვალეობების პირნათლად შესრულებას ურჩევენ, რადგან ამ პერიოდში ხელმძღვანელობა მათ კონტროლს გააძლიერებს. განსაკუთრებული ყურადღება ფინანსურ საკითხებს უნდა მიაპყროთ. არ არის საჭირო თანამშრომლებთან კონფრონტაციაზე წასვლა. ნოემბრის ბოლო დეკადაში თევზები ამ თვეში შექმნილ ბევრ პრობლემას მოუღებენ ბოლოს და დეკემბერში მათი პროფესიული ცხოვრება შეუდარებლად მშვიდი იქნება. მიმდინარე თვეში თევზებს განსაკუთრებული ფინანსური შეფერხებები არ ელოდებათ. პირიქით, მათი შემოსავლები გაიზრდება კიდეც.

რომანტიულ ურთიერთობებში მყოფი თევზებისთვის ნოემბრის დასაწყისი და შუა პერიოდი ძალიან რთული დრო იქნება. შეიძლება თქვენი პარტნიორი არ იყოს მზად თქვენი მუდმივად სამსახურში ყოფნისთვის და ამ ურთიერთგაუცხოებამ გამუდმებულ კონფლიქტებთან მიგიყვანოთ. თუ შერიგება შეუძლებელი აღმოჩნდება, თევზები მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას და არც ახალი რომანის გაჩაღებას დააყოვნებენ. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებისთვის თვის ბოლოს მოსალოდნელია ახალი, ძალიან პერსპერქტიული ურთიერთობის დაწყება. ნოემბერში თევზებს სასიცოცხლო ძალების კლება დაეწყებათ, ამიტომ საჭიროა ზომიერების გამოჩენა და ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. მძღოლი თევზები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ.

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე