2016 წლის მაისის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

მაივერძი

მაისი ვერძს პრაქტიკულად ყველა ჩანაფიქრისა და გეგმის შესრულების საშუალებას მისცემს. მართალია, დასახული მიზნისკენ სწრაფად ვერ ივლით, მაგრამ ამ გზაზე ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ. ვერძი ბოლოს და ბოლოს მოაგვარებს ურთიერთობას უცხოელ პარტნიორებთან და მათთან კონტაქტი შესაბამის ნაყოფს მოიტანს. იგი შეეცდება წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყველა დაბრკოლება გადალახოს და მოსალოდნელ შედეგსაც მიაღწევს. მაისის თვეში ვერძი ადრე გაწყვეტილ, სასარგებლო კავშირებს აღადგენს. მოლაპარაკებები და მივლინებებიც კარგად ჩაივლის. საქმეში ძველი და საიმედო ბიზნეს-პარტნიორები ჩაერთვებიან. თუმცა სიფრთხილეს ნუ დაკარგავთ – ახლო წარსულში არსებულმა აქტუალურმა პრობლემებმა შესაძლოა კვლავ თავი წამოყოს. თუმცა ვერძმა უკვე იცის, როგორ შეიძლება მათი მოგვარება. მთავარია, არ შეჩერდეთ და წინსვლა აუჩქარებლად და გზიდან გადახვევის გარეშე განაგრძოთ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა სულ უფრო მყარდება და ეს ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევი თვის მეორე ნახევარში გახდება. ვარსკვლავები ვერძს 28 მაისს საკმაოდ მსხვილი შემოსავლის მიღებას პირდებიან.

ვერძს დიპლომატიური ნიჭი ნათესავებთან დიდი ხნის წინ შექმნილი უსიამოვნო სიტუაციის მოგვარებაში დაეხმარება და ბოლოს და ბოლოს, კომპრომისის გზით სიტუაცია უწინდელ კალაპოტში ჩადგება. ნათესავებს, ვისაც მაისში ვერძის დახმარება დასჭირდება, უარი არ უნდა უთხრათ. პირად ურთიერთობებში, ოჯახი იქნება ეს თუ ახლახანს წამოწყებული რომანტიკული ნაცნობობა, ყველაფერი კარგად მიდის. მოსალოდნელია ერთობლივი მოგზაურობა, შეიძლება საზღვარგარეთაც კი. ან შესაძლოა პირიქით, საზღვარგარეთ მცხოვრები ნათესავი ან მეგობარი გესტუმროთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ვერძს მაისში სასიამოვნო შეხვედრები ელის. მაისში ვერძი სასიცოცხლო ძალებისა და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობს. თუმცა არის ავარიაში მოხვედრის საფრთხე, ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

კურო

საკმაოდ ხშირად კუროს სასურველი მიზნის მიღწევაში ფულის უკმარისობა უშლის ხელს, თუმცა მაისში მას ფინანსური პრობლემები არ ექნება. ამ თვეში კუროს პროფესიულ საქმიანობაში დიდი აქტიურობა დაფიქსირდება. ბიზნესმენი და მენეჯერი კურო მომგებიან კონტრაქტს დადებს ან დიდ პროექტს დაასრულებს და შესაბამისად, სერიოზულ მოგებას მიიღებს. რიგით თანამშრომელ კუროს კი პრემია, ბონუსი ან რაიმე დამატებითი, მოულოდნელი შემოსავალი ელოდება. თუმცა ეს არ იქნება ლატარიაში მოგება, ამ ფულს კურო პატიოსანი და კეთილსინდისიერი შრომით დაიმსახურებს. საქმიან პარტნიორებთან კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნება, თუმცა მისი დასასრული დიდხანს არ გალოდინებთ. დაძაბულობა ნელნელა განიმუხტება და ლოგიკური დასასრულისკენ წავა. მომდევნო თვეში ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში დაბრუნდება და კუროს გონება სულ სხვა გეგმებით იქნება დაკავებული. კერძოდ, კუროს საქმიანი მივლინების დაგეგმვა მოუხდება, რაც მაისის ბოლოს უნდა დაიწყოს. მისი მატერიალური მდგომარეობა მაისში საკმაოდ განმტკიცდება, შემოსავალი იქნება არა მხოლოდ რეგულარული და სტაბილური, არამედ გაიზრდება კიდეც.

პირად ცხოვრებაში კი კუროს არ უმართლებს. შეყვარებული კურო კვლავ მთლიანად პარტნიორსა და მისი ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული, რაც არანაირად არ არის დამაკმაყოფილებელი სიტუაცია. დაოჯახებული კურო სახლში სერიოზულ ცვლილებებს დაგეგმავს და ამ თემაზე მეუღლესთან გაცხარებული კამათი ექნება. განქორწინების პროცესში მყოფი კურო, თავის ყოფილ პარტნიორთან ქონების გაყოფის საკითხს განიხილავს და უნდა ითქვას, რომ ორივე მხარე საკმაოდ სასტიკი მეთოდებით შეეცდება მაქსიმალური სარგებელი ნახოს ამ პროცესისგან. მაისის თვის ბოლომდე სიტუაცია არ დალაგდება, ასე რომ, მოთმინება მოიკრიბეთ. კუროს მაისში ენერგიის ნაკლებობის შეგრძნება იქნება, რაც ენერგეტიკული პოტენციალის შემცირებითაა გამოწვეული. ასე რომ, თავს გაუფრთხილდით და ჯანსაღად იცხოვრეთ.

ტყუპები

მაისში ტყუპები სავსეა ენთუზიაზმით, ამიტომ ნებისმიერი საქმე გამოუვა და წარმატებაც მის მხარეს იქნება. მაისის პირველ ან მეორე დეკადაში ტყუპები გავლენიანი პირის მხარდაჭერას მოიპოვებს, რაც მისი საქმიანობისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. ეს ტყუპებს საქმიან პარტნიორებთან ძველი და ძალიან დაძაბული კონფლიქტის მოგვარების საშუალებას მისცემს. ძველი, საიმედო ნაცნობები კი იურიდიული პრობლემის გადაჭრაში მიეხმარებიან. მიუხედავად ამისა, თავს მოშვების უფლება არ უნდა მისცეთ, რადგან სირთულეები კვლავ გელოდებათ. 2016 წლის მაისში ტყუპებმა სრულყოფილად უნდა აკონტროლონ სიტუაცია. თუ რიგით თანამშრომელ ტყუპს უსიამოვნება აქვს ხელმძღვანელობასთან, ამბიციებს „აფრები“ არ უნდა აუშვას, რადგან სასურველ შედეგს მაინც ვერ მიიღებს. თუ საკუთარი თვალსაზრისის დაცვას მაინც არ დაიშლით, აჯობებს ახალი, უფრო პერსპექტიული სამსახური ეძებოთ, მით უფრო, რომ ამის შანსი მაისში აუცილებლად მოგეცემათ. პროფესიულ სფეროში ტყუპებს წარმატებები ელოდება, თუმცა ეს მის ფინანსურ მდგომარეობაზე უმალვე არ აისახება და მაისში მისი ხარჯები შემოსავლებს გადააჭარბებს. ფული შეიძლება დაგჭირდეთ ბიზნესის განვითარებისთვის ან რაიმე ოჯახური საკითხის მოსაგვარებლად.

ტყუპების ოჯახური ცხოვრება უწინდებურად სირთულეებით იქნება სავსე. ბუნებრივია, რადგან პრობლემები მას უკვე დიდი ხანია აქვს და მათი მოგვარება ერთბაშად უკვე შეუძლებელია. მაისში ჭკვიანი მეგობრების რჩევებს ყური დაუგდეთ. თუმცა არსებული პრობლემების მოგვარებას მხოლოდ დამოუკიდებლად შეძლებთ და ვერავინ გარეშე ადამიანთაგან თქვენ მაგივრად ვერ იმოქმედებს. გარდა ამისა, სხვების ჩარევა ყოველთვის მიზანშეწონილი არც იქნება. დაოჯახებული ტყუპები, ვისაც პარტნიორთან ურთიერთობები რიგზე აქვს, მაისში სახლის კეთილმოწყობით იქნება დაკავებული. ტყუპები თვის პირველ ნახევარში ენერგიით აღსავსეა. მაისის ბოლოსკენ კი მას დაღლილობა მოეძალება. განსაკუთრებით დასუსტებული ტყუპების ორგანიზმი თვის ბოლოს იქნება.

კირჩხიბი

მაისში კირჩხიბები ენთუზიაზმით აღსავსენი იქნებიან, თუმცა მათი ენერგეტიკული პოტენციალი შეზღუდულია. ამიტომაც ვარსკვლავები სიფრთხილის გამოჩენას და გონივრულად მოქმედებას გირჩევენ. ამ თვეში კირჩხიბს ელის ფინანსური გარჩევები მეგობრებთან, საქმიან პარტნიორებთან ან კონფლიქტები ხელმძღვანელობასთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კირჩხიბებმა ამ არეულობაში ძირისძირობამდე გარკვევა მოახერხონ, რადგან მაისის თვეში მისი ოპონენტები კომპრომისზე წასასვლელად უკვე მზად იქნებიან. თუ ბიზნესმენი კირჩხიბი ბიზნესის რეორგანიზაციას გადაწყვეტს, ამისთვის მუხლჩაუხრელად შრომა დასჭირდება. იგივე ეხება რიგით თანამშრომლებსაც, რომელთა ორგანიზაციებში ცვლილებები ხორციელდება. მართალია, საკმაოდ დიდ დავიდარაბაში ყოფთ თავს და სანერვიულოც არ მოგაკლდებათ, მაგრამ საბოლოო შედეგი აჩვენებს, რომ ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილება მართებული და დროული იყო. თვის პირველ და მეორე დეკადაში კირჩხიბს ეკონომიის გაწევა მოუხდება, თუმცა თვის ბოლოსკენ მისი მატერიალური მდგომარეობა ნელნელა გაუმჯობესდება. მაისის დასასრულს კი კირჩხიბი ძველი ვალების გადახდასაც კი შეძლებს.

რომანტიკულ ურთიერთობებში კირჩხიბს კვლავინდებურად არ უმართლებს. პარტნიორთან ურთიერთგაგების მიღწევა ისევ შორეულ, მიუღწეველ სიმაღლეზეა. ამ თვეში კირჩხიბი ალბათ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს. დაოჯახებული კირჩხიბი შვილებთან დაკავშირებულ, ძირითადად მატერიალური ხასიათის პრობლემებს შეეჩეხება. ამასთან ერთად, მას სახლის კეთილმოწყობაზე ფიქრი მოუწევს და შესაძლოა ამ თვეში ახალი სახლის ან ბინის ყიდვაზეც კი დაფიქრდეს. ახალ სახლში შესვლას მაისშივე ალბათ ვერ მოასწრებთ, მაგრამ მოსამზადებელი ეტაპი გავლილი გექნებათ. ამ თვეში კირჩხიბის ენერგეტიკული პოტენციალი დაბალია, ამის გამო დაღლილობა, ძილიანობა და სისუსტე გექნებათ. თვის ბოლოს კი თქვენი ჯანმრთელობა ნორმაში ჩადგება და ენერგიაც მოიმატებს.

ლომი

მაისში ლომს შეუძლია ნებისმიერი გაქანების მიზნის მიღწევა დაისახოს, მას ყველაფერში, რასაც ხელს მოკიდებს, წარმატება ელის. თუ პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება გაუჭირდება, დახმარების ხელს ყოველთვის გაუწვდიან. ამ თვეში ლომი გამოავლენს ლიდერის თვისებებს, რაც მრავალ პროექტში მისი წინსვლის საფუძველი გახდება. თუ გინდათ თქვენს კოლეგებსა და პარტნიორებს ესმოდეთ, მათგან რას მოითხოვთ და მხარში დაგიდგნენ, აუცილებლად ყველაფერი კარგად აუხსენით. საკუთრების, უძრავი ქონებისა თუ ფინანსური ვალდებულებების გაყოფის საკითხები კვლავ დღის წესრიგშია და ურთიერთობებიც რთულია. მაისის ბოლოს ლომმა შეიძლება ამ პრობლემის მოგვარების გზა იპოვოს და გაჩნდება იმედი, რომ ივნისში ყველაფერი საბოლოოდ დალაგდება. უმთავრესი ამოცანა ყველასთვის მეტნაკლებად მისაღები კომპრომისული გადაწყვეტილების მიგნებაა, რომელიც არც ერთი მხარის უფლებებს და ინტერესებს არ შელახავს.  უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა წარმატებულად ვითარდება. მაისში ლომს საქმიან მივლინებაში წასვლა ან წარმატებული მოლაპარაკებების გამართვა შეიძლება მოუხდეს. ამ თვეში მისი ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდება. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ხარჯის გაწევა მოუხდება, იქნება ეს ბიზნესის განვითარებისა თუ ოჯახური მიზნებისთვის, მაისში შემოსული თანხები სრულად დაფარავს მათ და კიდევ საკმარისად დარჩება.

რომანტიკულ ურთიერთობებში მყოფ ლომს კვლავინდებურად გაუჭირდება პარტნიორთან საერთო ენის მონახვა. როგორც უნდა ეცადონ, ერთმანეთს ისე განიზიდვენ, როგორც მაგნიტის იდენტური პოლუსები. თვის პირველ და მეორე ნახევარში ერთგვარი გაუმჯობესება მოსალოდნელია, შესაძლოა ერთად წახვიდეთ სამოგზაუროდ და ამან კვლავ დაგაახლოვოთ. თუ ლომისთვის ეს ურთიერთობა ძვირფასია, ამ მომენტით უნდა ისარგებლოს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ შერიგება საკმაოდ ფაქიზი და მსხვრევადი იქნება და მას მომეტებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. დაოჯახებულ ლომს შვილებთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემები ექნება. მთლიან ფონს საყვარელ მეგობრებთან ურთიერთობა შეამსუბუქებს. მაისში ლომის ენერგეტიკული პოტენციალი მოწოდების სიმაღლეზეა, ასე რომ, შეუძლია ნებისმიერ საქმეს შეეჭიდოს. თუნდაც რაიმე ინფექცია მოერიოს, ავადმყოფობას მალე დაამარცხებს.

ქალწული

მაისი ქალწულისთვის ტრიუმფისა და გამარჯვების თვე იქნება, იგი, ბოლოს და ბოლოს, ყველა დაგროვილ პრობლემასთან გამკლავებას შეძლებს. სულ ცოტაც და ქალწული გააცნობიერებს, რომ მისი დრო მოვიდა. ამ თვეში ქალწულმა უნდა წამოწიოს წინ საკუთარ პროექტები, რომელთა განხორციელებაზე ნებართვის მიღება არ გაუჭირდება. თქვენ მოაგვარებთ დიდი ხნის წინ გაპრობლემებულ იურიდიულ საკითხს, რაც ბევრ საქმეში გიშლიდათ ხელს. მაკონტროლებელ ორგანოებსაც არ ექნებათ თქვენთან პრეტენზიები. რასაკვირველია, ნერვიულობა და საქმე არ მოგაკლდებათ, მაგრამ ქალწული ამას მიჩვეულია და რაც უფრო გრძელია წარმატებისკენ მიმავალი გზა, მით უფრო ძლიერდებიან ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. ქალწული მდგომარეობიდან კვლავ გამარჯვებული გამოვა. მართალია საერთაშორისო თუ ადგილობრივი კონტაქტები ისევ პრობლემატურად რჩება, ეს მაინც დროის საკითხია და უკვე ივნისის დასაწყისში ყველაფერი მოწესრიგდება. ბიზნესმენმა ქალწულმა გულდასმით უნდა აკონტროლოს თანამშრომლები, რიგით თანამშრომლებს კი კოლეგებთან გულახდილობას არ ვურჩევთ, რადგან შური და ინტრიგები ყოველთვის შეიძლება თქვენ წინააღმდეგ ამუშავდეს. მაისში ქალწულის ფინანსურ მდგომარეობაში საგრძნობი გაუმჯობესება დაფიქსირდება, რადგან ბევრი დამატებითი შემოსავალი ელის: ბონუსი, ჯილდო, პრემია და ა.შ.

პროფესიული ასპარეზიდან განსხვავებით, ოჯახურ და პირად ცხოვრებაში ყველაფერი ასე კარგად არ არის. შეყვარებულთა ურთიერთობებში არანაირი დადებითი ცვლილება არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ შორის რაიმე დაძაბულობა იყო, სიტუაცია არ განიმუხტება და მაისის ბოლოს საბოლოო დაშორების შესახებ შეიძლება მიიღოთ გადაწყვეტილება. დაოჯახებულ ქალწულს კი ახლო ნათესავებთან დაკავშირებით შეექმნება პრობლემები – იქნება ეს კამათი ან მათი ავადმყოფობა. თუმცა სიტუაცია უკვე დასასრულისკენ მიდის და მაისის ბოლოს შესამჩნევი პროგრესი დაფიქსირდება. კიდევ ცოტა მოითმინეთ, მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. მაისში ქალწული ენერგიით აღსავსე და აბსოლუტურად ჯანმრთელია, არანაირი დაავადება მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

სასწორი

მაისი სასწორისთვის შერიგების თვე იქნება, როდესაც იგი შეძლებს პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში ყველა პრობლემის მშვიდობიანად დარეგულირებას. ამ შანსით აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. ამ თვეში სასწორი ახალი კონტაქტების დამყარებით და ძველი კონტაქტების აღდგენით იქნება დაკავებული. მას მივლინებაში წასვლა მოუწევს, შესაძლოა საზღვარგარეთაც და ეს მგზავრობა დიდ წარმატებას მოუტანს. მართალია, ახლო წარსულში დაწყებული დაპირისპირება კვლავ გრძელდება, სიტუაცია ნელ-ნელა მოწესრიგდება და სასწორის არგუმენტები მის ოპონენტებს სულ უფრო დამაჯერებლად მოეჩვენებათ. ასე რომ, მოთმინება მოიკრიბეთ. ამ თვეში მაკონტროლებელ ორგანოებთან დიალოგიც ძალიან კონსტრუქციული იქნება და სასწორმა ეს შესაძლებლობა საკუთარი ინტერესების გასატარებლად უნდა გამოიყენოს. წინდახედულად, მაგრამ სწრაფად იმოქმედეთ, რადგან შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. სამწუხაროდ, სასწორის ფინანსურ მდგომარეობას სტაბილურს ვერ დავარქმევთ. ამ თვეში მათ ბევრი ხარჯი ელოდებათ, მაშინ, როცა შემოსავლები აგვიანებს. ამიტომ ეკონომიის რეჟიმზე გადადით და ის, რაც ძალიან არ გჭირდებათ, არ იყიდოთ. ნურც ვინმეს მისცემთ თქვენს ჯიბეში ჩაძრომის უფლებას.

მაისში სასწორის პირად ცხოვრებაში სრული წესრიგი დამყარდება. მეუღლესთან ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში პოზიტივი ჩაირთვება, გამორიცხული არ არის, ერთობლივ მოგზაურობაშიც წახვიდეთ. საინტერესო შეხვედრები და გარემოს გამოცვლა თქვენს ურთიერთობაში ახალი, სასიამოვნო ეტაპის დაწყებას შეუწყობს ხელს. მით უფრო, რომ მაისში სასწორს გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდება. ნათესავებთან ნაჩხუბარი სასწორიც სიტუაციის საგრძნობ გაუმჯობესებას შენიშნავს, თუმცა მთავარი სირთულეები ისევ წინ ელის. ნათესავებს თქვენი დახმარება დაჭირდებათ და უარი არ უთხრათ. შესაძლოა სასწორს სხვა ქვეყანაში ან ქალაქში მცხოვრები ახლობლები ესტუმრონ. მაისში სასწორმა ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოს, განსაკუთრებით თვის ბოლო კვირაში. მაღალია ტრავმის მიღების ან საავტომობილო ავარიაში მოხვედრის ალბათობა, ამიტომ საჭესთან უკიდურესი სიფრთხილე გმართებთ.

მორიელი

ყველაფერს აჯობებს მორიელმა მაისში შვებულება აიღოს და ცოტა მაინც დაისვენოს. განსაკუთრებით ეს თვის პირველ ნახევარს ეხება. საქმე მოიცდის, მთავარი თქვენი ჯანმრთელობა და სულიერი მდგომარეობაა. მაისის დასაწყისი, უფრო სწორად მისი პირველი 2 დეკადა მორიელს პროფესიულ სფეროში სრულ ჩავარდნას უქადის. ეს საქმიან პარტნიორებთან არსებულ კონფლიქტებს კიდევ უფრო გააღრმავებს და თვის ბოლოს კონფლიქტური სიტუაცია პიკს მიაღწევს. სავარაუდოდ, საქმე რაიმე მსხვილი საკუთრების, უფრო ზუსტად კი უძრავი ქონების მფლობელობას შეეხება. საუკეთესო გამოსავალი აქ კომპრომისის მოძებნაა, თუნდაც ის თქვენს ინტერესებს სრულყოფილად არ ეხამებოდეს. რიგით თანამშრომელ მორიელს უჯობს ზემდგომ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას ზრდილობიანი სიფრთხილის პოლიტიკით იხელმძღვანელოს. ნებისმიერი კამათი თუ ინიციატივის გამოვლენა უფრო ხელსაყრელი დროისთვის უნდა გადადოთ. ყოველი ნაბიჯის გადადგმა ხელმძღვანელობასთან შეათანხმეთ, რადგან შეცდომის დაშვების ალბათობა მაღალია. მაისში მორიელის ხარჯი და შემოსავალი გაწონასწორებული იქნება, თუმცა არა დროში. ხარჯის ძირითადი ნაწილის გაღება მაისის დასაწყისში მოგიწევთ, როცა ყველაზე მსხვილ შემოსავლებს თვის ბოლოს მიიღებთ.

მორიელის პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი რიზე არ არის. პარტნიორებს შორის სულ უფრო ხშირდება კამათი და დაპირისპირებები. განქორწინების პროცესში მყოფ წყვილებს დავა მოუვათ ქონების გაყოფის თემაზე. 2016 წლის მაისში მორიელს ბევრ დათმობაზე წასვლა მოუწევს და საკუთარ თავთან გონივრული განსჯის შემდეგ იგი ასეც მოიქცევა. წარმატებულ ქორწინებაში მყოფ მორიელსაც არ მოაკლდება კამათი უძრავ ქონებასთან, უფრო ზუსტად მის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მორიელის ნიშანს საკმაოდ რთული პერიოდი უდგას, თუმცა მან ძალები და მოთმინება უნდა მოიკრიბოს და უბრალოდ გადაიტანოს მძიმე დრო. თვის პირველ ნახევარში მორიელს მუდმივი დაღლილობა და დეპრესია შეაწუხებს. ეს ავადმყოფობა არაა, უბრალოდ თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი დაბალ ნიშნულზეა. თვის ბოლოს კი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება და მომავალს ოპტიმიზმის თვალით შეხედავთ.

მშვილდოსანი

ამ თვეში მშვილდოსნებმა თავს დასვენების უფლება არ უნდა მისცენ და სრული სვლით იმოძრაონ წინ. ახალი მიზნების დასახვისთვის ძალიან ხელსაყრელი დრო გიდგათ. ბიზნესმენმა მშვილდოსანმა საკუთარ კომპანიაში რეორგანიზაცია ან მსხვილი ცვლილებები უნდა წამოიწყოს, უკეთეს დროს ამისთვის ვერ იპოვის. თქვენს მტრებს არ ძინავთ და ყველაირად შეეცდებიან ყველა შესაძლო მასშტაბის პრობლემები შეგიქმნან. მაკონტროლებელ ორგანოებთან ურთიერთობაშიც გარკვეული სირთულეები შეიძლება შეგექმნათ. რიგით თანამშრომელ მშვილდოსანს პრობლემები ხელმძღვანელობასთან ექნება და შესაძლოა, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საკითხიც კი დადგეს დღის წესრიგში. თუმცა ეს ფაქტი სამომავლოდ არც ისე ცუდი იქნება, როგორც ამ წუთას გგონიათ, რადგან თუ თქვენი დიპლომატიის წყალობით მენეჯერებთან ურთიერთობის მოგვარება ვერ მოახერხეთ და სამსახურის დატოვება მოგიხდათ, გაცილებით უკეთეს ადგილას შეძლებთ მუშაობის დაწყებას ან სულაც საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე დაიწყებთ ფიქრს და მუშაობას. მართალია, ამ თვეში მშვილდოსანს მაინცდამაინც დიდი შემოსავლები არ ექნება, თუ ფულს ეკონომიურად დახარჯავს, ფინანსური კრიზისი არ ემუქრება.

მაისში მშვილდოსნების პირადი ცხოვრება სხვადასხვაგვარად წარიმართება. რომანტიული შეყვარებულები შეიძლება სამოგზაუროდ წავიდნენ და ნამდვილი თაფლობის თვე მოიწყონ, რაც მათ გრძნობებს კიდევ უფრო გააღრმავებს. დაქორწინებულ მშვილდოსანს, მით უფრო, თუ ოჯახში სიტუაცია ისედაც არეული აქვს, მდგომარეობა შეიძლება უარესად დაუმძიმდეს და საქმე განქორწინებამდეც მივიდეს. ოჯახის შენარჩუნებაში მხოლოდ შვილები დაგეხმარებიან და მიუხედავად ამისა, ეს შერიგება მაინცდამაინც მყარი არ იქნება. მაისში მშვილდოსანი ძალითა და ენერგიითაა აღსავსე, არც მის ჯანმრთელობას ემუქრება რამე, რაც ნიშნავს, რომ ბევრი რაიმეს გაკეთება შეგიძლიათ და ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვათ.

თხის რქა

ამ თვეში თხის რქას ბედი კვლავ სიმტკიცეზე გამოცდას მოუწყობს. თუმცა ამ ნიშნის წარმომადგენლები ორცეცხლშუა ცხოვრებას უკვე მიეჩვივნენ, თანაც ისე, რომ მათ წინსვლას ვერაფერი აბრკოლებს. თუ თხის რქა მაისში რაიმე მიზანს დაისახავს, აუცილებლად მიაღწევს კიდეც. ბიზნესმენმა თხის რქამ შეიძლება ძალიან წარმატებული კონტრაქტი გააფორმოს ან შედეგიანი მოლაპარაკებები გამართოს. მაისში ასევე წარმატებით მოგვარდება გაუგებრობის გამო შექმნილი უსიამოვნება საქმიან პარტნიორებთან ან ზემდგომ პირებთან. მაისში თხის რქა შეძლებს მარტივად მოიპოვოს ინფორმაცია და სწორად შეაფასოს, რამდენად პერსპექტიული იქნება მისთვის ესა თუ ის წინადადება. ამ თვეში განსაკუთრებით წარმატებული იქნება კოლექტიური პროექტები, ამიტომ თხის რქა ყურადღებით უნდა მოეკიდოს კოლეგებისა თუ დაქვემდებარებულთა მიერ შესრულებულ სამუშაოს. თვის მეორე დეკადაში გარკვეული გაუგებრობა შეიძლება შეგექმნათ სამუშაო გუნდში. თვის ბოლოს კი თხის რქა ახალ, პერსპექტიულ ნაცნობებს გაიჩენს ან ძველ, მაგრამ ჯერ კიდევ სასარგებლო კონტაქტებს აღადგენს. ამ თვეში თხის რქას ბევრი, სხვადასხვა მიმართულების ხარჯი ექნება. ფული დაგჭირდებათ ბიზნესის წახალისებისთვის ან ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა უფულოდ მაინც არ დარჩებით. თვის დასაწყისში მსხვილი შემოსავლები გელოდებათ.  ეს იქნება ადრე დასრულებული პროექტის ანაზღაურება, სასურველი კრედიტის დამტკიცება ან ფინანსური დახმარება სპონსორებისგან.

თხის რქის პირად ცხოვრებაში საკმაოდ რთული პერიოდი დგას. ახლახანს წარმოქმნილი პრობლემები აქტუალობას არ კარგავს. საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციაში საყვარელი ადამიანისადმი მაქსიმალური ყურადღებისა და სითბოს გამოჩენაა. შეიძლება თქვენი მხარდაჭერა ნათესავებსაც ჭირდებათ, თქვენ კი ამას ვერ ამჩნევდეთ. სადავო საკითხები თვის ბოლო კვირას ჯობს გადაწყვიტოთ. 2016 წლის მაისში თხის რქას შვილებთან დაკავშირებული საკმაოდ რთული პრობლემების მოგვარება მოუწევს. ამას არა მხოლოდ თქვენი დრო, არამედ ფულიც დაჭირდება. ამ თვეში თხის რქამ ძალები, ჯანმრთელობა და ნერვები უნდა დაზოგოს და იმაზე მეტი არ აიღოს საკუთარ თავზე, ვიდრე რეალურად შეუძლია.

მერწყული

მაისი მერწყულისთვის მეტისმეტად აქტიური და პროდუქტიული თვე იქნება. სწორედ ახლა შეიძლება მათ ყველა მიზანს მიაღწიონ. მაისში მერწყულები ბოლო ხანებში შექმნილ პრობლემათა უმრავლესობას მოაგვარებენ. მიაღწევენ კომპრომისს ოპონენტებთან და თავიანთ სიმართლეში ყველაზე უნდო პარტნიორებსაც დაარწმუნებენ. წარმატებული იქნება მოლაპარაკებები ზემდგომ პირებთანაც. მერწყულებს საქმიანი მივლინება ელოდებათ, შესაძლოა საზღვარგარეთაც კი. თუ მერწყულების წინაშე ადრე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა დადგება, მათ მოუწევთ ჯიბეზე ხელის გაკვრა, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად მცირეოდენი გადავადების მიღწევა შესაძლებელია. ეცადეთ ისარგებლოთ ამ შესაძლებლობით. მერწყულის ფინანსურ მდგომარეობას მტკიცეს ვერ ვუწოდებთ. მისი ხარჯი შემოსავლებს საგრძნობლად აჭარბებს, რადგან ფული საქმისთვისაც სჭირდება და პირადი პრობლემების მოსაგვარებლადაც.

პირად ცხოვრებაში კი ყველაფერი გაცილებით უკეთ არის. შეყვარებული მერწყულები შესაძლოა საყვარელ ადამიანთან ერთად სამოგზაუროდ წავიდნენ, რაც მათ გრძნობებს ახალ ფერებს შემატებს. მერწყული ამ რომანის გაგრძელების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. დაოჯახებული მერწყული კი, ვისაც მეუღლესთან უსიამოვნებები აქვს, რჩევისთვის ბრძენ ნათესავებს მიმართავს, თანაც ორივე მხრიდან და თუ ოჯახის დანგრევისა და ქონების გაყოფის გადაწყვეტილება მაინც მისაღები იქნება, მაისში მერწყული მაქსიმალურად მისაღები კომპრომისის მიღწევას შეძლებს. ბოლოს და ბოლოს, უსიამოვნო ისტორიებსაც აქვს დასასრული. მოამზადეთ გარკვეული თანხა, რაც შვილების პრობლემების მოსაგვრებლად დაგჭირდებათ. მერწყულს მაისში ენერგიის შემოტევა ექნება, რაც მას მრავალი პრობლემის განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მოგვარების საშუალებას მისცემს. რა სიტუაციაც უნდა შეგექმნათ, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი გზა პირველი ნაბიჯის გადადგმით იწყება.

თევზები

მაისში ვარსკვლავები თევზებს საეჭვო ავანტიურებში ჩარევისგან თავის შეკავებას ურჩევენ. ყველაზე მეტად თევზებს ამ თვეში ელემენტარული სიმშვიდე სჭირდება. საკუთარ თავზე იმაზე მეტს ნუ აიღებთ, რისი გაკეთებაც რეალურად შეგიძლიათ. სამწუხაროდ, პროფესიულ სფეროში თევზებს გასახარი ბევრი არაფერი ექნება. ახალი პროექტები არ მუშაობს, საქმე წინ არ მიდის, სამაგიეროდ ყველა პრობლემა უფრო და უფრო ღრმავდება. უცხოელი კონტრაქტორები ყოველ მორიგ ჯერზე ცვლიან თანამშრომლობის პირობებს ან ისეთ პრეტენზიებს აყენებენ, რომელთა დაკმაყოფილებაც თქვენს ფინანსურ ინტერესებს ლახავს; მაკონტროლებელი ორგანოები შემოწმებას შემოწმებაზე გიგზავნიან, იურიდიული საკითხებიც ბიუროკრატიის გამო დროულად ვერ გვარდება. თევზებს პრობლემები აქვთ გუნდშიც, თანამშრომლები მას საკმაოდ გულცივად ექცევიან, თუმცა მაისში მას მაინც ეძლევა შანსი ზემდგომი პირების მხარდაჭერა მოიპოვოს და დასახული მიზნისკენ სწრაფვა განაგრძოს. თვის ბოლოს ეს პრობლემები ნელნელა სიმძაფრეს დაკარგავს და თევზები მათ დასასრულს უკვე ნათლად დაინახავს. თვის დასაწყისში მისი ფინანსური მდგომარეობა არც ისე სტაბილურია, თუმცა მაისის მიწურულს შემოსავლების მომატებაა მოსალოდნელი.

თევზებმა მაისში მცირე შვებულება მაინც უნდა აიღოს და ახლობელი ადამიანების გარემოცვაში დაისვენოს. შეიძლება ამ თვეში უძრავი ქონებისა და სახლის კეთილმოწყობის საკითხს მიხედოთ. დრო უნდა დაუთმოთ ნათესავებს და მშობლებს, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ. ბავშვებსაც თქვენი ყურადღება ჭირდებათ. ბოლოს და ბოლოს, ცხოვრება მარტო მუშაობა არ არის, მაისი სწორედ ის დროა, როცა ეს პოსტულატი უნდა გაიხსენოთ. ჭეშმარიტი ბედნიერება მხოლოდ ახლობელ და ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობით შეიძლება მოიპოვოთ, რომელთაც უყვარხართ და სჭირდებით. მაისში თევზები დაღლილი და ძალაგამოცლილი იქნება, შეიძლება ზედმეტმა წონამაც შეაწუხოს. ეს ყველაფერი დაბალი ენერგეტიკული პოტენციალის ბრალია, ამიტომ ივარჯიშეთ, ძილის გრაფიკს გადახედეთ და ჯანსაღად იკვებეთ.

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე