2016 წლის აპრილის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

aprilვერძი

აპრილში საქმეებში დაჟინებისა და სიმტკიცის გამოვლენის, ხოლო გადაწყვეტილების მიღებისას გაბედულებისთვის მოემზადეთ. მთავარია, საკუთარი თავისა და ძალების გწამდეთ! ნუ ინერვიულებთ, სტრესულ სიტუაციებში საჭირო მოთმინებისა და გამძლეობის გამოჩენას მოახერხებთ, არც ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან გონივრული გამოსავლის მოძებნა გაგიჭირდებათ. ამ თვეში ვერძები ფინანსურ და პროფესიულ საქმეებში წარმატებას მიაღწევენ, ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი კი სახელს გაითქვამს ან მოულოდნელი სისწრაფით ამაღლდება კარიერულ კიბეზე.

მოემზადეთ ბევრი და რთული სამუშაოსთვის. თავზე დაყრილ საქმესთან გამკლავებას აუცილებლად მოახერხებთ, ისეთ რთულ პრობლემებსაც გადაჭრით, რომლებსაც თქვენ გარდა ვერავინ შეეჭიდება და თამამად შეიძლება სიტუაციის ყველა მიმართულებით გაუმჯობესების იმედი გქონდეთ. ზოგიერთი ვერძი კიდევ ერთ სამსახურს მოეჭიდება ან ისეთი საქმის კეთებას წამოიწყებს, რაც მის სულსაც ესიამოვნება და ჯიბესაც.

თვის დასაწყისში პარტნიორმა შეიძლება თავისი საქციელით გაგაოგნოთ და არც ისაა გამორიცხული, რომ ბავშვების „გმირული“ საქციელის შედეგების მომკა თქვენ მოგიხდეთ. მშვიდად! შესაძლებლობის ფარგლებში შეუსრულეთ თქვენს მეორე ნახევარს ყველა სურვილი და აპრილის ბოლოს, როცა ოჯახურ კერაში სიმშვიდე დაისადგურებს, თქვენ დამსახურებულად გაგაღმერთებენ.

კურო

აპრილში კუროების აქტიურობა მოიმატებს, ამასთან ერთად, გაუმჯობესდება უფროსი თაობის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ფიზიკურად აქტიური და საქმიანი იქნებით, იგრძნობთ ურთიერთობებისა და რაიმე სასარგებლოს არა მხოლოდ საკუთარი თავისა და კარიერის,  არამედ სხვებისთვის გაკეთების დაუძლეველ სურვილს. შესანიშნავია! იმოქმედეთ საკუთარი თავისა და გარშემომყოფთა საკეთილდღეოდ, ყველაფერი გამოგივათ.

ამ თვეში ყოველდღიურ საქმეებსა და ვალდებულებებს ძალიან იოლად გაუმკლავდებით. რუტინაში ჩახრჩობა ნამდვილად არ გელოდებათ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, სამაგიეროდ მოგეცემათ შესანიშნავი შესაძლებლობა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, პროფესიული საქმიანობა ან თვალსაწიერი გაიფართოვოთ. დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული გეგმების განხორციელებისთვის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და საკუთარი საქმის წამოწყებისთვის ძალიან ხელსაყრელი დროა.

ამ თვეში თქვენი დევიზია „გამძლეობა, მოთმინება და კიდევ მოთმინება“. მოთმინების გამოცდას მოგიწყობენ არა მხოლოდ ბავშვები და მეუღლე, არამედ მშობლებიც და ისეთი შორეული ნათესავებიც, რომელთა შესახებაც „საუკუნეა“ არაფერი გსმენიათ. გახსოვდეთ, რომ ეს დროებითი მოვლენაა და შემდეგ სიტუაცია გამარტივდება. და უფრო მეტიც, თქვენს ოჯახურ ურთიერთობებში ყველაფერი შესანიშნავად იქნება!

ტყუპები

თქვენ მიერ გარშემომყოფებისთვის სათანადოდ მიწოდებული იდეები მათ საჭირო ქმედებებისთვის განაწყობს, ერთობლივი საქმიანობის შედეგად კი ახალი და ყოველმხრივ ეფექტური პროექტების განხორციელება იქცევა. პირად ცხოვრებაში უბრალო რჩევას უნდა დაუჯეროთ: ნაკლები ემოცია და მეტი ტაქტი და კეთილგანწყობა და ეჭვი იმაში, რომ თქვენ საუკეთესო მეგობარი, კოლეგა, მშობელი და მეუღლე ხართ, ოდნავაც არავის შეეპარება…

ახლახანს წამოწყებული საქმე თქვენგან ძალისა და ენერგიის მაქსიმალურ ხარჯვას მოითხოვს. მზად იყავით პოტენციურ კომპანიონებთან და სპონსორებთან მრავალრიცხოვანი მოლაპარაკებებისთვის. ზუსტი დაგეგმვა ბევრი პრობლემისა და სირთულის თავიდან აცილებისა და ამასთან ერთად საკუთარი პროექტების განხორციელების საშუალებას მოგცემთ.

საქმიანი  და ოჯახური პრობლემების უზარმაზარი მოცულობა თქვენს თავისუფალ დროს საკმაოდ შეზღუდავს. თუ თქვენი მეორე ნახევარიც ასეთივე დაკავებული იქნება, სახლში დამხმარე დაგჭირდებათ. თვის ბოლოსკენ საქმის ნაკადი შემცირდება და ოჯახის წევრებისთვის მეტი ყურადღების მიქცევას შეძლებთ. მთლიანობაში კი ეს თვე ოჯახური წყვილებისთვის ძალიან ხელსაყრელი დროა.

კირჩხიბი

დიდი საქმეების თვეა. ნებისმიერი სამუშაოს ეფექტურობა დაუჯერებლად მაღალი იქნება, თქვენი შრომისუნარიანობაც სათანადო სიმაღლეზეა და შედეგებიც არ დააყოვნებს. რა მოგეთხოვებათ ამ თვეში: აქტიურობა, საკუთარი თავის რწმენა და გადაწყვეტილებების მიღებისას საკმაოდ ფხიზელი გაანგარიშებების გაკეთება. პირად ცხოვრებაში თქვენთვის ჩვეული მომხიბლავობა და დიპლომატიურობა გამოავლინეთ და ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე ვერაფერი გადაგეღობებათ.

აპრილი საშუალებას მოგცემთ სამომავლოდ ყველაზე მისაღები გეგმები შეიმუშაოთ. ძებნის პროცესი, თუ რას უნდა მოკიდოთ ხელი, სწრაფადვე დასრულდება. იმდენ წინადადებას მიიღებთ, რომ არჩევანის გაკეთების გარდა არაფერი გექნებათ დარჩენილი. თუმცა სანამ მაცდურ წინადადებაზე დათანხმდებით ან კონტრაქტზე მოაწერთ ხელს, კარგად აწონ-დაწონეთ ყველა დადებითი და ნეგატიური მხარე. თქვენი შესაძლებლობებისა და გადადგმული ნაბიჯის შედეგების ფხიზლად შეფასება არაფერს გავნებთ.

ამ თვის განმავლობაში მოგვარდება ურთიერთობების გარკვევასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა. ოჯახური კავშირების თანდათანობითი განმტკიცება ოჯახურ წყვილებს სრულ ურთიერთგაგებამდე მიიყვანს და სახლში „დიდი დათბობის ეპოქა“ დადგება. შეეცადეთ ოჯახური ცხოვრების პოზიტიური მდინარება არ დაარღვიოთ, თორემ სახლში სიმშვიდის შესანარჩუნებლად სასწრაფოდ ალტერნატიული მეთოდების ძიება მოგიხდებათ.

ლომი

საკუთარი თავის ფასი შესანიშნავად იცით, რაც თქვენი იდეისა თუ მოსაზრების დასაცავად საკმარის სიმტკიცეს და ძალას მოგცემთ. თქვენი ქმედებები ამ თვეში რეალურ შედეგს აუცილებლად მოიტანს. ეს თვალსაწიერის, ურთიერთობებისა და საქმიანი პარტნიორების წრის გაფართოებისთვის შესანიშნავი დროა, ასევე შეგიძლიათ მხნედ დაიწყოთ ახალი პროექტები და დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული იდეების განხორციელებასაც შეუდგეთ. იმოქმედეთ და დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე წინ ვერაფერი გადაგეღობებათ.

აპრილში ყველა საქმე, რომელიც აქამდე გქონდათ წამოწყებული, დასრულდება და სულ ცოტა მოთმინებაც უნდა გამოიჩინოთ, რათა შედეგები მოიმკათ. მაგრამ ამავე დროს აუცილებელია მომავალზე ზრუნვა და უკვე მომავალ პროექტებზე მუშაობის დაწყება, რაც თქვენს მატერიალურ მდგომარეობას სტაბილურს გახდის. თქვენი ვალდებულებების ზრდის მიუხედავად, სიტუაცია მაინც გაწონასწორებული იქნება. თვის შუაში ამ წონასწორობის შენარჩუნებითა და ყოველდღიური საქმეებით დაკავდებით.

თქვენი ძალისხმევა, ოჯახური კერა ისეთ ადგილად აქციოთ, სადაც ოჯახის ყველა წევრი გაგებასა და მხარდაჭერას იპოვის, ამ თვეში წარმატებით დასრულდება. თქვენმა ოჯახის წევრებმა ეს სათანადოდ რომ დააფასონ, შეეცადეთ უფრო კონკრეტულად განუმარტოთ ოჯახის მიმართ მათი ვალდებულებები და ერთმანეთის მოფრთხილების აუცილებლობა. თვის შუაში სახლში სიმშვიდე და ჰარმონია დაისადგურებს, თქვენი ოჯახის წევრები კი საერთო საქმისთვის თავიანთი ტალანტების გამომჟღავნებას ერთმანეთს დაასწრებენ.

ქალწული

ოპტიმიზმი, საკუთარი თავის რწმენა, გულუხვობა და შემოქმედებითი სწრაფვა საკმარისზე მეტი გექნებათ, თუმცა საღი აზრი და მოთმინება ნამდვილად დაგაკლდებათ. ამ საფრთხის თავიდან აცილებას თუ მოახერხებთ, ნებისმიერი ექსპერიმენტი, წამოწყება, თუნდაც უკიდურესად გიჟური იდეები თქვენი სიამაყის წყაროდ იქცევა და უფრო მეტიც, მატერიალურ კეთილდღეობასა და ახლო მომავლისთვის ძალიან საინტერესო პერსპექტივებს მოგიტანთ.

თქვენი ენერგია მშვიდობიანი მიზნებისკენაა მიმართული, თქვენი მიზანსწრაფულობის ყველას შეიძლება შეშურდეს. ასე განაგრძეთ საქმის კეთება, წამოჭრილი საკითხების მოგვარება. უბრალოდ, დროდადრო ფხიზლად უნდა შეაფასოთ თქვენი ძალები და ამა თუ იმ საქმის კეთების აუცილებლობა, რათა წვრილმანებზე არ დაიხარჯოთ. თქვენი შრომა და ძალისხმევა ძალიან მალე სათანადოდ ანაზღაურდება.

მოწყენის დრო ნამდვილად არ გექნებათ. ოჯახური ბატალიების პროცესში თქვენ და თქვენი პარტნიორი ერთ გუნდად გაერთიანდებით და იქით დაესხმებით თავს მას, ვინც თქვენი „ჭეშმარიტების გზაზე“ დაყენება მოისურვა და ეს თქვენი მეორე თაფლობის თვის დასაწყისი იქნება. რომელიმე თქვენგანმა შეიძლება გადაწყვიტოს შემოწმება, რამდენად მტკიცეა თქვენი გრძნობები და საკმაო ტაქტის გამოჩენა დაგჭირდებათ, რათა თვის ბოლოსთვის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოთ – ომი ჯობს სახლში თუ მშვიდობა.

სასწორი

სიმშვიდე, მხოლოდ სიმშვიდე! უსიამოვნო და კრიზისული სიტუაციები საფრთხეს მხოლოდ იმ სასწორებს შეუქმნის, ვინც ემოციებს მათი გონების გაკონტროლების საშუალებას მისცემს. თუ თქვენს პიროვნებაში ემოციებს საღი აზრი აჯობებს, საშუალება მოგეცემათ სიტუაციის ბერკეტები ხელში ჩაიგდოთ და აწონ-დაწონილად, გეგმაზომიერად მოაგვაროთ ყველა საქმე. სასურველი შედეგებიც დიდხანს არ გალოდინებთ.

ეს პერიოდი თქვენი ფინანასური მდგომარეობის გამყარების საშუალებას მოგცემთ. ასე რომ, თქვენ ისევ ახალ-ახალი ამოცანების გადაჭრა და თქვენი შრომისუნარიანობის მაქსიმუმის გამომჟღავნება მოგიხდებათ. ხელმძღვანელობასთან ან კოლეგებთან კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა მაღალია, ამიტომ ემოციების გამოვლენისგან თავი შეიკავეთ და სამუშაოში ჩაეფალით. ისწავლეთ როგორ აქციოთ სიამოვნებად ყოველდღიური საქმეები, დროულად გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები და თქვენი შრომა აუცილებლად დაფასება.

თქვენი ოჯახის წევრები არავის მისცემენ უფლებას, ოჯახის კეთილდღეობაზე თქვენი ზრუნვა არასაკმარისად მიიჩნიოს. თქვენ უყვარხართ და პატივს გცემენ. თუ ოჯახის „წესდებაში“ ცვლილების შეტანას განიზრახავთ, წინასწარვე გაიგეთ თქვენი ნათესავების მისწრაფებებისა და სურვილების შესახებ, რათა კარდინალური ძვრების განხორციელება არ გამოგივიდეთ. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და ყველასთვის ნოტაციების კითხვით უხეშ მოპყრობას ნუ დაიმსახურებთ – სახლში მშვიდობის დასამყარებლად პრობლემების მხოლოდ მშვიდად მოგვარება გამოგადგებათ.

მორიელი

ამ თვეში მორიელებს საქმიან სამყაროში, ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში დაკავებული პოზიციის სიმყარის გამოცდა მოუწევთ. პრობლემების, უსიამოვნებებისა და ფინანსური დანაკარგების თავიდან ასაცილებლად თვის მეორე დეკადაში ეცადეთ ტაქტიანად აირიდოთ თავიდან ნებისმიერი ოფიციალური და ფინანსური დოკუმენტის ხელმოწერა. თუ ძველი ვალების დაბრუნებას მოგთხოვენ, ფინანსური იქნება ეს თუ მორალური, დააბრუნეთ ყველაფრის მიუხედავად! მესამე დეკადიდან სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება უკეთესობისკენ, თუ სადმე თავადვე არ წაგიცდებათ ფეხი.

აპრილის დასაწყისში ნებისმიერი დოკუმენტისა და კონტრაქტის ხელმოწერისგან თავი შეიკავეთ. შესაძლებელია ზოგიერთ საქმიან პარტნიორთან ურთიერთობის გართულება, მაგრამ კავშირის გაწყვეტას ნუ იჩქარებთ, რადგან თვის შუაში სიტუაცია მოგვარდება. ძველი წამოწყებების დასრულებას მაქსიმალური ყურადღება დაუთმეთ. თვის შუა პერიოდში ახალი პერსპექტივებისა და შესაძლებლობების გამოჩენაა მოსალოდნელი, მაგრამ მზად იყავით, რომ სირთულეებიც არ მოგაკლდებათ.

ეცადეთ თქვენს მეორე ნახევარს აუხსნათ, რომ გარკვეული დროით მას მოუწევს ოჯახური საქმეების ხელში აღება, რადგან თქვენ ამისთვის დრო არ გექნებათ. მთავარია, ოჯახის უმცროს თაობას, მეტისმეტი თავისუფლების შეგრძნების შედეგად, ზედმეტად არ გაუვიდეს თავს. თუმცა მათ საქმეებში თქვენი მინიმალური ჩარევა და ყურადღება ყველაფრის მოსაწესრიგებლად საკმარისი იქნება.

მშვილდოსანი

მშფოთვარე დღეები გელით. ყურადღებით იყავით. გეგმების დაწყობისას გაითვალისწინეთ, რომ ეს ქაღალდებში ჩაფლობისა და ბიუროკრატიულ ქსელებში გახლართვის დროა. ფინანსური უსაფრთხოების თვალსაზრისით გახსოვდეთ, რომ თქვენი კეთილდღეობა პარტნიორებსა და ახლობლებზეა დამოკიდებული. სამსახურში კი უკიდურესი მოთმინება და ტაქტი გამოიჩინეთ ხელმძღვანელობასთან მიმართებაში. აპრილის ბოლოს თქვენი „ტანჯვა“ დასრულდება…

თვის დასაწყისში საქმეების მხოლოდ გონივრული დაგეგმვა „გადაგარჩენთ“. ნუ შექმნით ტრაგედიას, თუ დრო გართობისთვის აღარ დაგრჩებათ. თქვენ წინაშე ადრე დაწყებული საქმეების დარულებისა და წესრიგში მოყვანის აუცილებლობა დგას. მალე კი ასეთი დაძაბული შრომის დივიდენდების მიღებასაც დაიწყებთ და საკმაოდ ფასეულ გამოცდილებასაც შეიძენთ. მთელი თვის განმავლობაში ბევრი მუშაობა მოგიწევთ, აპრილის ბოლოს კი ნასიამოვნები აღმოაჩენთ, რომ თქვენს ძალისხმევას ამაოდ არ ჩაუვლია.

თვის დასაწყისში უფროსი თაობისადმი მოთმინების გამოჩენა გმართებთ, უმცროს თაობას კი ყველაფერში მხარი უნდა დაუჭიროთ. ოჯახურ ცხოვრებაში ბედნიერებასა და ჰარმონიას მხოლოდ უსაზღვრო მოთმინებითა და ყოველდღიური შრომით მიაღწევთ. თქვენი ოჯახის მოზარდი თაობა კომპრომისებზე წასვლის უნარს მოითხოვს. თქვენ ყველაფერი გამოგივათ, რადგან მიუხედავად დროდადრო წარმოქმნილი უთანხმოებისა, ყველა დიდ პატივს გცემთ.

თხის რქა

ამ თვეში შექმნილი პრობლემებისა და კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრა მხოლოდ დიპლომატიური მეთოდებითაა რეკომენდებული. ამ პერიოდის პრობლემები თქვენი იმპულსურობითა და ხანდახან დაუსაბუთებელი ქცევით  არის გამოწვეული. ამიტომ უმჯობესია პროფესიულ საქმიანობაზე მოახდინოთ კონცენტრირება. ყველაზე მეტ შემოსავალს ინტელექტუალურ სამუშაოზე დაფუძნებული პროექტები მოგიტანთ. გადაწყვეტილებების მიღებისას არჩევნის თავისუფლების შენარჩუნებაში ადამიანებთან ურთიერთობაში კომპრომისის მონახვის ელემენტარული უნარი დაგეხმარებათ.

თვის პირველი ნახევარი ხელსაყრელია დოკუმენტაციის წესრიგში მოსაყვანად და ადრე დაწყებული პროექტების დასასრულებლად. საქმიან კონტაქტებში სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, შეუმოწმებელ ინფორმაციას არ უნდა დაეყრდნოთ. ადამიანებთან მუშობაში წარმატების მთავარი წესი კი ასეთია – ტაქტი, კეთილგანწყობა და გონივრული კომპრომისის ხელოვნება.

ყურადღება გამოიჩინეთ თქვენი ოჯახის წევრებისადმი. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ მათ მუდმივად „კუდში სდიოთ“, მაგრამ მათი პრობლემებითა და საქმეებით უფრო ხშირად ნამდვილად უნდა დაინტერესდეთ. თვის მეორე ნახევარი აქტუალური სამეურნეო პრობლემების მოგვარებისთვის კარგი დროა, მთავარია, ყველა ნათესავის მშვიდობიანი მოლაპარაკებების მრგვალი მაგიდის ირგვლივ შეკრება მოახერხოთ.

მერწყული

განწყობა ყოველ წუთას შეგეცვლებათ, სურვილები კი უფრო სწრაფად, ვიდრე იდეები. ოფიციალური დოკუმენტების ხელმოწერასთან და ფინანსებთან დაკავშირებული ყველა საქმე აპრილის ბოლო დეკადისთვის ჯობს გადადოთ. ეცადეთ „ოქროს შუალედი“ აღმოაჩინოთ, მოქმედების დაწყებას ნუ იჩქარებთ, კარგად დაფიქრდით თქვენს გეგმებსა და მათ საბოლოო შედეგებზე, დაიცავით წესი „დუმილი ოქროა“ და პრობლემებს მაქსიმალურად აიცილებთ თავიდან.

აპრილის დასაწყისში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ფასიან ქაღალდებთან მუშაობისას და მნიშვნელოვანი კონტაქტების ხელმოწერისას. ასევე ეცადეთ ახალ პარტნიორებზე, ვისთან ერთად მუშაობაც მომავალში მოგიხდებათ, ყველაფერი გაიგოთ. რაციონალიზმი და ფხიზელი გონება დიდ დატვირთვასთან გამკლავებასა და საქმეების წარმატებით გაძღოლაში დაგეხმარებათ. თვის შუა პერიოდიდან თქვენი წინსვლის ტემპი მოიმატებს.

თქვენ ოჯახს აღმერთებთ, მათაც საპასუხოდ ნაზად უყვარხართ. ყველა კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც ამ პერიოდში შეიძლება შეიქმნას, სწრაფად და იოლად მოგვარდება. ეცადეთ თქვენს მეორე ნახევართან ჰარმონიული ურთიერთობების გაამყაროთ და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს, პიკნიკებს, ბუნებაში სეირნობას, გამოფენებსა და მსგავსებს შორის ოჯახის უფროსი წევრებიც არ დაგავიწყდეთ – თქვენს ზრუნვას ისინიც საჭიროებენ.

თევზები

თვის დასაწყისში გადაწყვეტილებების მიღებისას აჩქარებას მოერიდეთ. ფინანსურ საკითხებში და ადამიანურ ურთიერთობებში სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. პროფესიულ ასპარეზზე ყველაფერს ნუ მიედმოედებით, წინასწარ დასახული გეგმით იმოქმედეთ. ნუ აყვებით მომხიბლავ, მაგრამ დაუსაბუთებელ წინადადებებზე დათანხმების ცდუნებას. თვის ბოლოს ფინანსური კეთილდღეობისა და კარიერული ზრდის დიდი ალბათობა არსებობს.

მომავალი გრანდიოზული წამოწყებებისთვის  „ნიადაგის მზადება“ უნდა დაიწყოთ. საქმიანი კომპანიონების დახმარებაზე უარი არ თქვათ, დაბრკოლებების გადალახვას ერთად გაცილებით იოლად მოახერხებთ. სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს გამოწურული ლიმონივით იქნებით, მაგრამ… საქმეც გაკეთებული გექნებათ, თანაც ძალიან კარგად!

ოჯახურ ურთიერთობებშიც ყველაფერი ჰარმონიულად იქნება, თუმცა თქვენს მეორე ნახევარს უფროსი თაობის წარმომადგენლებთან მცირე სირთულეები შეიძლება შეექმნას. ორ ცეცხლშუა ჩავარდნა არ ღირს, უბრალოდ, მაქსიმალურად ეცადეთ, კონფლიქტური სიტუაციები გაანეიტრალოთ.

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე