მსოფლიოს ყველაზე პატარა მდინარეები: აზია და ევროპა, ნაწილი I

7 Norrstrom 1მსოფლიოში ყველაზე მოკლე მდინარის სტატუსისთვის რამდენიმე მდინარე “იბრძვის”. Friday წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს, კონტინენტების მიხედვით.

აზიის ყველაზე მოკლე მდინარეა ტამბორასი, რომელიც ინდონეზიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ სულავესის პროვინციაში, ქალაქ კოლაკასთან მიედინება. მისი სიგრძე სულ რაღაც 20 მეტრია:

2 tamborasi 2 1 tamborasi 1ევროპაში ერთ-ერთი უმოკლესი მდინარე არის ომბლა – ხორვატიაში, დალმატიის რეგიონში, დუბროვნიკის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.  ომბლა დაახლოებით 30 მეტრია სიგრძეში:

3 ombla 1ჩვენს სიაში შემდეგია მდინარე არილი, იტალიაში, გარდას ტბის შორიახლოს, სიგრძით 175 მეტრი. სოფელ კასონედან წამოსულ ციცქნა მდინარეზე სამი ხიდია გადებული, მას სათავესთან პატარა ტბა აქვს და სანამ გარდას ტბას შეუერთდება, პატარა ჩანჩქერსაც კი წარმოქმნის:

4 Aril 1იტალიაში ბევრი პატარა მდინარეა და მომდევნო სიმოკლით არის სწორედ იტალიური მდინარე ფიუმელატტე, ქვეყნის სამხრეთში. ის გრიგნაში მდებარე გამოქვაბულიდან მდინარე კომოში ჩაედინება და მიახლოებით 250 მეტრი სიგრძისაა. სახელწოდება Fiumelatte წარმოდგება იტალიური სიტყვებიდან fiume (მდინარე) და latte (რძე), რაც მდინარის მოთეთრო შეფერილობის დამსახურებაა. მდინარის ერთ-ერთი დამახასიათებელი შტრიხი მისი “სეზონურობაა”: ფიუმელატტე ოქტომბრის შუა პერიოდში შრება და კვლავ აღმოცენდება მარტის მეორე ნახევარში. ეს ფენომენი, სავარაუდოდ, გამოწვეულია გამოუკვლეველი გამოქვაბულის სპეციფიკით, რომელიც წყლით სწორედ ამ პერიოდში ივსება:

5 fiumelatte 1 6 fiumelatte 2კიდევ ერთი პატარა ევროპული მდინარე შვედეთის დედაქალაქის, სტოკჰოლმის შუაგულშია და მალარენის ტბას ადრიატიკის ზღვასთან აერთებს – ესაა მდინარე ნორსტრომი. ამ პატარა მდინარეში ორი კუნძულია – სთრომსბორი და ჰელგენდცოლმენი. მასში ბევრი ზღვის კალმახი და ორაგული დაცურავს, შესაბამისად ნორსტრომის ნაპირები ძალიან პოპულარული ადგილია სპორტული თევზაობისთვის:

7 Norrstrom 1ერთ-ერთი უმოკლესი მდინარე მსოფლიოში საქართველოში მდებარეობს, კერძოდ, აფხაზეთში, გაგრის რაიონში – მდინარე რეპრუა. მისი სიგრძე სულ რაღაც 27 მეტრია. რეპრუა სათავეს კრუბერის გამოქვაბულიდან იღებს და შავ ზღვაში ჩაედინება. მდინარის მკვებავი წყარო კრუბერის გამოქვაბულში დაგროვილი გაზაფხულის ნალექებია:8 reprua 1 9 reprua 2

ინგლისში, კერძოდ სამხრეთ იორკშირში მდებარე მდინარე ბეინი სიგრძეში ორნახევარი მილია – ის ყველაზე პატარა მთავარ მდინარედაა აღიარებული მთელ ინგლისში. თუმცა არის კიდევ მდინარე ბრენარდი, ლანკაშირში, რომელიც სიგრძით ბეინზე ორჯერ მოკლეა:

10 bain 1 11 bain 2კიდევ ერთი უმოკლესი მდინარე მსოფლიოში – ვრელო, სერბეთში, ბაჟინა ბასტას მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ვრელოს, ანუ მდინარე დირინას მარჯვენა შენაკადის სიგრძე სულ რაღაც 365 მეტრია. ამ რიცხვის გამო ბევრი მდინარეს “წელიწადს” უწოდებს და ამბობს, რომ მდინარე ერთი წლის სიგრძისაა. სიმოკლის მიუხედავად, ვრელოს დიდი მდინარის დამახასიათებელი ჰყველა შტრიხი აქვს –  მძლავრი სათავე, საიდანაც მდინარე ძლიერად, მოთეთროდ გადმოსჩქეფს, ტბორი მარჯვენა ნაპირას, წყლის წისქვილი მარცხენა სანაპიროზე, საკუთარი შენაკადი უბის სახით, სოფელი მარცხენა მხარეს და ზედ გადებული ორი ხიდი:

12 Vrelo 1 13 Vrelo 2და ჩვენი პოსტის პირველი ნაწილის დასასრულს, ბოლო მოკლე მდინარე ევროპაში: ნორვეგიაში, კუნძულ ჰითრაზე მდებარე მდინარე ქოვასელვა, რომელიც ქოვასვანეთის ტბას ზღვასთან აერთებს.  მისი სიგრძე დაახლოებით 20 მეტრია და ზღვის მიქცევა-მოქცევის მიხედვით იცვლება:

14 kovaselva 1

 

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე